სადაცაა აყვავდება ნუში და შემდეგ, მის ყვავილობას ნუშის დაგემოვნებაც მოჰყვება. გემრიელის რა გითხრათ, მაგრამ ამბობენ, სასარგებლოა - და როგორც ყველაფერი სასარგებლო, ნაკლებ გემრიელი. თუმცა, სასუსნავად, მზესუმზირას მაინც ასჯერ ჯობიაო, ამასთან ნამცხვრებსა და ტკბილეულში, კარგი გამოდის. დღევანდელ რეცეპტშიც, მსხალი და ნუში ტარტის ახალ გემოს შემოგვთავაზებენ. 

ნუშის და მსხლის ტარტი, მოხარშული კრემი, ტარტის რეცეპტი, ტარტი, ქველინარია, კულიანრია, Qwellynaria, culinary, tarti, jolos tarti, nushso tartis recepti, moxarshuli kremis recepti

შემადგენლობა:

ტარტის ცომი

  • ფქვილი - 1 2/3 ფინჯანი (250 გრ);
  • შაქრის პუდრი - ½ ფინჯანი (75 გრ);
  • კარაქი, კუბიკებად დაჭრილი - 150 გრ;
  • 2 მოზრდილი კვერცხის გული;
  • ცივი წყალი - 3-4 ჩ/კ;

გულსართი:

  • შაქარი - 1 ფინჯანი (200 გრ);
  • კარაქი (დარბილებული) - 180 გრ.;
  • ვანილის ექსტრაქტი (ესენცია) - 1 ჩ/კ
  • 3 მოზრდილი კვერცხის გული;
  • ნუში - კანგაცლილი, წმინდად დაფქული - 300 გრ.
  • ფქვილი - 2 ს/კ;
  • მსხალი - გათლილი, გულამოცლილი და ოთხად გაჭრილი - 4 ც.
  • ნუშის ფანტელი - 3 ს/კ;
  • თაფლი - 3 ს/კ;

     

მომზადება:

ტარტის ცომის მომზადება

      თხლა წაუსვით ცხიმი 2-სმ დიამეტრის მქონე ტარტის ყალიბს;

      საშუალო ზომის ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები;

      შეურიეთ ფქვილი და წყალი.

      დააგუნდავეთ და გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში, შედგით მაცივარში 1 საათით;

      გადმოიღეთ ცომი ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე და 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ;

      ჩადეთ ცომი საცხობ ყალიბში, გააბრტყელეთ და გვერდები შემოაჭერით. თავზე დააფარეთ და ისევ მაცარში შეინახეთ 30 წუთი. გააცხელეთ ღუმელი 180ºC;

      დააფარეთ ცომს პერგამენტის ქაღალდი და მოაყარეთ მშრალი მარცვლეული (მაგ.: ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა);

      აცხვეთ 15 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს არ მიიღებს;

      მოაცალეთ ქაღალდი, სიმძიმე და გადადეთ გასაციებლად;

      შეგიძლიათ იხილით ფოტოილუსტრაციაც.

გულსართი:

      სასუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ შაქარი, კარაქი და ვანილი, სანამ მკრთალი ოქროსფერ-ყავისფერი გახდება;

      დაუმატეთ თითო-თითო კვერცხი, სანამ კარგად არ გაზავდება;

      შეურიეთ ნუში და ფქვილი. დააფარეთ და ისევ მაცივარში მოათავსეთ, სანამ არ გამაგრდება, დაახლოებით 20 წუთი;

      გულსართი ცომზე გადაანაწილეთ. მსხალი ოთხად გაჭერით და ცომზე ლამაზად მოაწყვეთ, მოაყარეთ ნუში.

      აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ ოქროსფერ-ყავისფერს მიიღებს;

      თაფლი პატარა ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. ფუნჯით გადაუსვით მიღებულ ნამცხვარს და სუფრაზე თბილი ან ოთახის ტემპერატურისა მიიტანეთ.

      ► 6-8 ულუფა;

      ► მომზადების დრო: 30 წუთ + 1 საათი გასაციებლად;

      ► ცხობა: 55-60 წუთი

ტეგები: Qwellynaria, კრემი, მსხალი, ნამცხვარი, ნუში, რეცეპტი, ტარტი, ხილი

ნახვა: 340

გამოხმაურებები!

რა მაინცდამაინც ატამი და ბანანი გაიხსენე, მაგის გარდა, ყველაფრის ტარტი გვაქვს - იხ. ტარტები ))

კახა

მხოლოდ ფოტოს რომ ვუყურებ ფერებით ატმის და ბანანის ტარტს უფრო ვხედავ, ესეც კარგი უნდა იყოს ) 

RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters