მსოფლიო კულინარიაში ღვეზელების ფართო არჩევანია... მისი მომზადება და შემადგენლობა თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული... Qwellynaria_სთან ერთად კი თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელი ორაგულით და სოკოთი...

შემადგენლობა:

  • 180 გ ორაგულის ფილე
  • 20 გ კარაქი
  • 600 გ ერბოზელილი ცომი
  • 100 გ მოხარშული კარტოფილი
  • 100 გ მოშუშული ხახვი
  • 120 გ შემწვარი სოკო
  • 1 კვერცხი
  • მწვანილი მოსართვად

ცომისთვის:

  • 200 მლ ლუდი
  • 200 გ მარგარინი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ფქვილი – რამდენსაც ცომი შეიზელს

მომზადება: 

ცომი:

  1. მარგარინი 20 წუთით შედეთ საყინულეში.
  2. 300 გ ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ამოავლეთ მასში მარგარინი და დანით ჩაათალეთ (ისე, როგორც ქადის კეთების დროს).
  3. როდესაც მარგარინს მთლიანად ჩააჭრით, ხელით კიდევ დაფშვენით და გააფხვიერეთ. 
  4. მარგარინიანი ფქვილი ჩაღრმავეთ, ჩაასხით ლუდი და კარგად მოზილეთ. მოზელვის დროს ნელ-ნელა კიდევ ჩაამატეთ ფქვილი, სანამ ცომი კარგად არ შეიკვრება.
  5. ცომი მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. ამის შემდეგ ლუდით დამზადებული ცომი მზადაა გამოსაყენებლად.

გულსართი:

  1. ორაგულის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით კარაქში.
  2. ცომი გაყავით შუაზე და გააბრტყელეთ.
  3. ერთზე ფენა-ფენა  დაალაგეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, ხახვი, სოკო და თევზის ნაჭრები.
  4. დაააფარეთ ცომის მეორე ნაწილი, ნაპირები შეუერთეთ, მიეცით თევზის ფორმა და დადგით თბილ ადგილას 20 წთ.
  5. შემდეგ წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ.
  6. სუფრასთან მიტანის წინ ღვეზელი გააფორმეთ მწვანილით. ცალკე შეგიძლიათ მიიტანოთ კარაქი, წითელი ხიზილალა ან მდოგვის სოსუსი.

ტეგები: qwellynaria, recipe, ორაგული, რეცეპტი, ქველინარია, ღვეზელი

ნახვა: 553

გამოხმაურებები!

ლუდის მეტი რა ისმევა ამ მსოფლიოზე, რა რთული დასაბინავებელი ეგ გახდა )) 

კახა:

დანარჩენ ლუდს რა ვუყოთ, კასრი ლუდი მაგალითად 35 ლიტრამდეა და სამეზობლოში უნდა გავაჩუქოთ თუ დავლიოთ? :D:D 

ჩემი ლუდისმოყვარეობის ამბავი ხომ იცი და ვიფიქრე, მინიშნებაც საკმარისი იქნებოდა :D

კახა:

პირდაპირ თქვი რომ შენთვის გინდა :D

ლაშა

ლუდის მეტი რა ისმევა ამ მსოფლიოზე, რა რთული დასაბინავებელი ეგ გახდა )) 

RSS

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters