თუკი სახლში 2-3 დღის დაძველების პური დაგიგროვდათ...
      არ გადაყაროთ!!! Qwellynaria_სთან ერთად შეგიძლიათ უგემრიელეს კერძად აქციოთ!

 Qwellynaria | ფარშირებული პური

შემადგენლობა:

  1. პური - 1 მთლიანი
  2. ყველი - 300 გრ
  3. კარაქი - 50-60 გრ
  4. ნიორი - 1-2 კბილი
  5. მწვანე ხახვი - 2-3 ღერი
  6. მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

  • ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი, დაუჭრელი პური გამოდგება, სასურველია 1-2 დღის წინანდელი.
  • პური ისე ჩაჭერით კუბიკებად, რომ ძირი მთლიანი დარჩეს.
  • ყველი შეარჩიეთ რბილი, ნაკლებად მარილიანი, ადვილად რომ დნებოდეს. 
  • ყველი გახეხეთ ან დაჭერით.
  • ნიორი დაჭყლიტეთ და შეურიეთ კარაქს. კარაქის ნაცვლად ზეითუნის ზეთიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  • ნივრიანი კარაქი ან ზეთი პურს წაუსვით გარედანაც და ჭრილებშიც
  • შემდეგ ჭრილებში ჩააწყვეთ ყველი. მოაყარეთ მწვანე ხახვი, ცოტა პილპილი და თუ ყველი უმარილოა, მარილიც გემოვნებით.
  • პური შეახვიეთ ფოლგაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით.
  • როცა ყველი ჩადნება, ფოლგა მოხადეთ, რომ ზემოდან მოიბრაწოს.

ძალიან გემრიელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე წვნიანებთან.

ტეგები: Qwellynaria, ნიორი, პური, რეცეპტი, ფარშირებული, ქველინარია, ყველი, ცომეული

ნახვა: 619

გამოხმაურებები!

ლორი მოუხდება ამ ყოველივეს. 

ნაადრევად მოგივა, ცოტაც მოიცადე და მერე უფრო გემრიელად შეკაზმავ :D 

Kakha_მ თქვა:

ნუ ამკობ თორე დავიწყებ მომზადებას :DD

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters