შემოდგომის ნობათთა შორის შავი ქლიავი განსაკუთრებულია, ზოგს წითელი უყვარს და ალიბუხარს ეძახის, მაგრამ შავი მაინც კლასიკაა და შეუცვლელი. ამ შემოდგომას კიდევ, ისეთი სიცივეები დაიჭირა, დილით ერთ ჭიქა კონიანი, ბრენდი ან არმანიაკი თუ არ მიიღო ორგანიზმმა, როდის გიმტყუნებს კაცმა არ იცის.
Qwellynaria-მ მოახერხა ისე, რომ შავი ქლიავის მოყვარულებიც გაახაარა და შემოპარულ ვირუსებსაც წინ აღუდგა მთვრალი ქლიავის ნამცხვრის უგემრიელესი და ექსკლუზიური რეცეპტით!
შავ ქლიავს დაასხით არმანიაკი და დატოვეთ 2 საათი, რომ გაიჟღინთოს;
ქვაბში შეურიეთ შავი ქლიავი, ჩაი, ლიმონის ცედრა და ნელა აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ;
გააცხელეთ ელექტროღუმელი 190° ცელსიუსზე (დააყენეთ ნიშნულზე 5, თუკი ასეთი აქვს).
25სმ დიამეტრიან ფაიფურის საცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი.
საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ ნუში, ფქვილი და შაქრის პუდრი;
გაჟღენთილი შავი ქლიავის ჭურჭლიდან შეურიეთ 2 სუფრის კოვზი არმანიაკი, ნუშის ექსტრაქტი და კარგად მოურიეთ (არმანიაკი გადაინახეთ, მოგვიანებით დაგჭირდებათ);
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა სანამ ბეზეს არ მიიღებთ;
დიდი კოვზით თანდათან შეურიეთ კარაქისა და ნუშის ნაზავი (ნუ იღელვებთ, თუ ნაზავი შერეული ტექსტურისა იქნება პირველ ეტაპზე, როცა გამოცხვება, კარგი გამოვა);
კოვზით დადეთ თეფშზე და ზედაპირი მოასწორეთ. შავი ქლიავი თავზე მოალაგეთ წრიულად, ოდნავ დაპრესეთ, რომ ნაწილობრივ ცომში ჩავიდეს.
აცხვეთ 15 წუთი. დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურას 170° ცელსიუსზე (ნიშნული 3). აცხვეთ კიდევ 10-15 წუთი, სანამ არ ამოვა და ოქროსფერი გახება.
ათქვეფილ ნაღებს შეურიეთ გადანახული არმანიაკი.
ნამცხვარი სუფრაზე თბილი მიიტანეთ, ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
გემრიელად მიირთვით
► სულ: 6 ულუფა;
► მზადების ხანგრძლივობა: 15 წუთი გასაგრილებლად, და 2 საათი გასაჟღენთად.
► ცხობა: 25-30 წუთი
ტეგები: Qwellynaria, ალკოჰოლური, არმანიაკი, ნამცხვარი, რეცეპტი, ხილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•