ზამთრის დადგომასთან ერთად, თოვლსა თუ უთოვლობაში, სადღესასწაულო განწყობა ადვილად იგრძნობა. ყველა ფუსფუსებს, ყველა ემზადება ახალი წლის შესახვედრად.

      ქართული საახალწლო სამზარეულო ნამდვილად გამორჩეულია და არც რამე დასაძრახი აქვს, მაგრამ გასალამაზებლად და გასაფორმებლად ახალი იდეები ყოველთვის საჭიროა. ამიტომ Qwellynaria გთავაზობთ უგემრიელესი და უტკბილესი ნამცხვრის - შოკოლადის ნაძვის ხის რეცეპტს.

საახლწლო ნამცხვარი, ნაძვის ხე, ნუტელას ნამცხვარი, ნუტელას ხე, ნუტელა, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი, ქველინარია, qwellynari, recipe, cake, nutela, nutella, christmas tree, nadzvis xe, namcxvari, kulinaria, recepti

შემადგენლობა

  • 450 გრამი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 ჩ/კ საფუარი
  • 1 ჭიქა შემთბარი რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 30 გრამი კარაქი

მომზადება

  • ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ;
  • შემდეგ მოასხით შემთბარი რძე, დაამატეთ კვერცხის გული და კარაქი და კარგად აურიეთ.
  • მიღებული მასა, გადმოიტანეთ ჯამიდან მაგიდაზე და 10 წუთის განმავლბაში კარგად დაზილეთ, ვიდრე ერთიან, ბლანტ, ელასტიურ მასას არ მიიღებთ. ცომი თითებზე რომ არ მიგეკროთ, გამოიყენეთ რძე - თითები დაასველეთ რძეში და ისე დაზილეთ.
  • შემდეგ ჯამში ჩაასხით ზეთი, ამოავლეთ შიგნით ცომი და დატოვეთ ჯამში ვიდრე კარგად არ აფუვდება. ჯამს გადააფარეთ ცელოფანი.

საახლწლო ნამცხვარი, ნაძვის ხე, ნუტელას ნამცხვარი, ნუტელას ხე, ნუტელა, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი, ქველინარია, qwellynari, recipe, cake, nutela, nutella, christmas tree, nadzvis xe, namcxvari, kulinaria, recepti

  • აფუების შემდეგ, ცომი გაყავით ოთხ ტოლ ნაწილად.
  • პირველი ნაწილი გააპრტყელეთ ტოლფერდა სამკუთხედის ფორმაზე, გაითვალისწინეთ ნაძვის ხე უნდა დახატოთ ზედ, დაახლოებით 40 სმ. სიგრის. გაბრტყელებული ფენა დააფინეთ კალკაზე, რომელზეც შემდეგ გამოაცხობთ კიდეც. აიღეთ ნუტელა, ოდნავ გაადნეთ რომ თხევადი გახდეს, ან რძე დაამატეთ და ნაძვის ხის ფორმით წაუსვით პირველ ფენას.

საახლწლო ნამცხვარი, ნაძვის ხე, ნუტელას ნამცხვარი, ნუტელას ხე, ნუტელა, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი, ქველინარია, qwellynari, recipe, cake, nutela, nutella, christmas tree, nadzvis xe, namcxvari, kulinaria, recepti

  • შემდეგ ცომის მეორე ნაწილიც ანალოგიურად გააპრტყელედ, გადააფარეთ ნუტელაწასმულ ფენას და კვლავ გადაუსვით ნუტელა.
  • მესამე ფენაზეც ანალოგიურად იქცევით.
  • მეოთხე ფენას უბრალოდ აბრტყელებთ და აფრებთ ზემოდან.
  • ამის შემდეგ მჭრელი დანით, ნაძვის ხის კონტურები უნდა გამოკვეთოთ.
  • მომდევნო ეტაპზე იწყება ტოტების დაჭრა.
  • ნაძვის ხის "ძირიდან" წვერამდე, ორივე მხარეს, დანის უკანა პირით გაავლეთ ორი ხაზი (ზომების დასაცავად დაგჭირდებათ).

საახლწლო ნამცხვარი, ნაძვის ხე, ნუტელას ნამცხვარი, ნუტელას ხე, ნუტელა, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი, ქველინარია, qwellynari, recipe, cake, nutela, nutella, christmas tree, nadzvis xe, namcxvari, kulinaria, recepti

  • ამ ხაზებიდან, ნაძვის ხის ფერდებისკენ მჭრელი დანით, დაახლებით 1 - 1,5 სმ. სისქეზე ჩაჭერით ფენები.

საახლწლო ნამცხვარი, ნაძვის ხე, ნუტელას ნამცხვარი, ნუტელას ხე, ნუტელა, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი, ქველინარია, qwellynari, recipe, cake, nutela, nutella, christmas tree, nadzvis xe, namcxvari, kulinaria, recepti

  • შემდეგ, ხელის მარტივი მოძრაობით, ფენები გადაატრიალეთ - გადაგრიხეთ. გაითვალისწინეთ, რომ სილამაზისთვის სიმეტრია მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ დაგრიხოთ ერთნაირი მიმართულებით.

საახლწლო ნამცხვარი, ნაძვის ხე, ნუტელას ნამცხვარი, ნუტელას ხე, ნუტელა, შოკოლადი, შოკოლადის კარაქი, ქველინარია, qwellynari, recipe, cake, nutela, nutella, christmas tree, nadzvis xe, namcxvari, kulinaria, recepti

  • ამის შემდეგ, გამოსაცხობი ნაძვის ხე ცოტა ხნით გააჩერეთ რომ კიდევ ამოფუვდეს სინზე. შემდეგ გადაუსვით რძე (ფუნჯით) და შედგით აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში 360 გრადუსზე (ვიდრე კარგად არ დაიბრაწება, დაოქროსფრდება)
  • გამოიღეთ ნამცხვარი, გადაუსვით ზედ შაქრიანი წყალი, მოაყარეთ ქოქოსი თოვლის ეფექტისთვის და საახალწლო სუფრა გაუხალისეთ თქვენი ოჯახის წევრებს.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, კულინარია, ნამცხვარი, ნუტელა, რეცეპტი, საახალწლო, ქველინარია, შოკოლადი

ნახვა: 6921

გამოხმაურებები!

მარტივი მოსამზადებელია მაიკო, უმნიშვნელო მასალები სჭირდება :D 

maiko ratiani_მ თქვა:

უნდა ვცადო ამ ახალ წელს, იქნებ გამომივიდეს :D

წარსულის ფორმით რატომ? :D 

Kakha_მ თქვა:

სამაგიეროდ ნუთელა იცოდი რაც იყო და მიირთმევდი :D:D

მაი სურვილები ხდებაო, ამბობენ და გეცადა მაინც :D :D :D

maiko ratiani_მ თქვა:

უნდა ვცადო ამ ახალ წელს, იქნებ გამომივიდეს :D

ნარმანიამ თქვა, ნახევარ მილიონამდე ხე დავრგეო (პრინციპში 2 ან 3 ხეც ნახევარმილიონამდეა, ანუ არც ნახევარი მილიონია და არც აღემატება - ტერმინი ზუსტად აქვს შერჩეული), ჰოდა უმრავლესად ალბათ ასეთი ხეები იგულისხმა. :D 

Kakha_მ თქვა:

ნარმანიამ ასეთი ნაძვის ხეები ბევრი უნდა დარგოს :D:D

მარხვაზე მყოფთათვის, არის იდეა, ნუტელას ნაცვლად კაკაოსგან მომზადებული შოკოლადი და გატარებული თხილი-ნიგოზი აურიეთ და გადაუსვით ფენებს. ფენებიც ურძეოდ უნდა გააკეთოთ, რა ვქნათ. :D 

მაიკო, ამ საახალწლოდ, ვფიქრობ, აღარ უნდა იყოს პრობლემა ნუტელა :D

RSS

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters