საცივი საახალწლო ტრადიციული

      საქართველოს თითქმის ყველა კუთხე იჩემებს ამ ცნობილ და უსაყვარლეს კერძს, რომლის გარეშე ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა, წარმოუდგენელია. და მიუხედავად იმისა, რომ საცივის დამზადების რეცეპტის ავტორი ჩვენთვის უცნობია, მის გენიალურობაზე უკვე საუკუნეებია არავინ დავობს:

qwellynaria, sacivi, recipe, საცივი, ქველინარია,

შემადგენლობა:

  1. 1 ინდაური
    (უმჯობესია მომზადდეს ნახევარ-ნახევარი დედალ-მამალი ინდაურის საცივი, რადგან დედლის ხორცი ცხიმიანია და გემრიელი წვენი გამოდის, მაგრამ წვენში ჩასადები ხორცი ცოტა რჩება (ცხიმი დნება და ნახარშში გადადის); მამალს კი ცხიმი ნაკლები აქვს და ხორცი – მეტი, მაგრამ მამლის ნახარში გემრიელი არ არის.)
  2. ნიგოზი - 0,5კგ
  3. ნიორი - 5 დიდი კბილი
  4. ხახვი - 5 დიდი თავი
  5. ქინძი - 2 კონა
  6. სუნელები:
    1. ყვითელი ყვავილი დაფქული- 6 ჩ/კ
    2. ქინძი- 3 ჩ/კ
    3. უცხო სუნელი - 3 ჩ/კ
    4. დაფქული მიხაკი - ნახევარი ჩ/კ
    5. წითელი მწარე წიწაკა დაფქული - გემოვნებით
  7. ღვინის ძმარი
  8. მარილი

მომზადება:

  1. ინდაური კარგად გაასუფთავეთ, მოაჭერით კისერი და კანჭები, ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი, რომ დაფაროს მთლიანად. ხარშეთ დაახლოებით 2 საათი (არ ჩაიხარშოს!) დროდადრო მოხადეთ ქაფი. მოხარშულ ინდაურს წაუსვით მარილი ყველა მხარეს და ოდნავ შებრაწეთ ღუმელში. შემდეგ გაგრილებული ინდაური დაჭერით ზომიერ ნაჭრებად.
  2. დაფქვით ნიგოზი და მოათავსეთ ჯამში სუნელებთან და მარილთან ერთად (ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი.)
    • ჯამი ოდნავ შეათბეთ დაბალ ცეცხლზე და გადმოდგით. მასა კარგად მოზილეთ ხელით, დაყავით გუნდებად, ხელით გამოწურეთ ზეთი გუნდებიდან და ცალკე შეაგროვეთ. ცოცხალი ქინძი და ნიორი გაატარეთ, დაუმატეთ ნიგვზიან მასას და კარგაუდ აურიეთ კოვზით.
  3. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ბულიონზე მოხდილ ცხიმში.
    • კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს. შემდეგ გადმოიღეთ ქვაბში და დაასხით 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეავსეთ ანადუღარი წყლით)
  4. ნიგვზიან მასას დაასხით ცოტა ხახვიანი ბულიონი და მოზილეთ ერთგვაროვანი, თხელი ფაფის სისქის მასა.
    • ეს მასა ჩაასხით დანარჩენ ბულიონში და მოურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩააწყვეთ ხორცი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 10-15 წუთი.შემდეგ გადმოდგით ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ ერთი საადილის კოვზი ძმარი და გამოწურული ზეთი.

ქველინარია: გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, ინდაური, ნიგოზი, რეცეპტი, საახალწლო, ხორციელი

ნახვა: 3835

გამოხმაურებები!

sacivi da gozinayi saqartveloshi mxolod saaxalwlod ketdeba.neta ratom?

იმიტომ რომ საახალწლო კერძებია, როგორც პასკაა სააღდგომო, ყოველდღიურად თუ გააკეთებენ აზრს დაგაკარგავს

ცირა_მ თქვა:

sacivi da gozinayi saqartveloshi mxolod saaxalwlod ketdeba.neta ratom?

paska specifiuria,getanxmebi mxolod saagdgomod unda iyos.sacivi marxvashi, saaxlwlod ra wesia?codva ar vart :)

გემრიელია, მაგრამ არასამარხო :D :D :D 

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters