გაზაფხულის თბილ ამინდებში, სეირნობისგან დაღლილს, მოსასვენებლად სუფთა ჰაერზე ყავა და ნამცხვარი რომ მოგესურვება, ქველინარიას უნდა მიაშურო, რადგან აქ ყოველთვის იპოვი უგემრიელს სამარხვო ნამცხვრის ექსკლუზიურ რეცეპტს (გაზაფხულის დღეების უდიდესი ნაწილი ხომ მარხვას აქვს დათმობილი).
ერთ-ერთი ასეთი რეცეპტია ბლის მურაბის უგემრიელესი სამარხო ნამცხვარი!
ჯამში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
მიღებული მასა გაყავით სამ ტოლ ნაწილად (თვალისზომით).
საცხობ, თუნუქის ფირფიტას (ფირფიტას გაცხელება არ სჭირდება) მოუსვით ცხიმი (შესაძლებელია სპრეის გამოყენება) და მოაყარეთ ფქვილი ძალიან თხლად, შესაძლებელია ფქვილის გარეშეც გამოცხობა.
გააპრტყელეთ გუნდა ფირფიტაზევე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
როდესაც ფენა შეოქროსფერდება უკვე გამომცხვარია და გამოიღეთ ღუმელიდან. ასე გაიმეორეთ მეორე ფენის შემთხვევაშიც.
რაც შეეხება მესამე ფენას, გაბრტყელების შემდეგ ხინკლის საჭრელის საშუალებით ფენაზევე გააკეთეთ წრეები (ღუმელში შედგმის შემდეგ ცომი ამოფუვდება და შეერთდება, თუმცა დატეხვა გაგიადვილდებათ თუ ასე მოიქცევით. ასევე, გირჩევთ წრეები დააცალ-ცალკევოთ ვიდრე ფენა თბილი იქნება).
ფქვილი და შაქარი გახსენით წყალში, დაამატეთ მარილი და ვანილი და მოხარშეთ კრემი;
რომ შეგრილდება შეათქვიფეთ ერთი შეკვრა მარგარინი (სამარხვო).
პირველას ფენას წაუსვით კრემის ნახევარი და მოაყარეთ ლიმონის ცედრა.
შეგიძლიათ მოაწუწოთ ბლის მურაბის სიროფიც (თუ გიყვართ ძალიან ტკბილი ნამცხვრები)
დაადეთ მეორე ფენა და გაიმეორე იგივე.
მესამე ფენა დაანაწევრეთ წრეებად, თითოეულ წრეს გაუკეთეთ კრატერივით ჩაღრმავება, რომ შემდეგ ბლის მურაბა მოთავსდეს იქ.
დააწყვეთ ნამცხვიარზე წრეები, მორთეთ ბლის მურაბით, მოაყარეთ დარჩენილი ფენის ნახვები და ღიობები შეავსეთ კრემით.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები: Qwellynaria, კულინარია, ნამცხვარი, სამარხო, ქველინარია
კი მაიკო, ბლის მურაბა და ნიგოზი მართლაც შედევრია. წარმოიდგინე, გამოკურკულ ბალში ჩალაგებული ნიგოზი და მერე "დამურაბებული" მაქვს ნაჭამი - ენითგამოუთქმელია :D
maiko ratiani_მ თქვა:
მე ნიგოზს ან თხილს დავუმატებდი. ნამცხვარსაც უხდება და ბლის მურაბასაც :))
დიდი ქველინარი ის არის ვისაც შეუძლია ფინიკიც კი არანამცხვრული ხილიდან ყველაზე ნამცხვრულ ხილად აქციოს თუნდაც ამისთვის მთელი სანამცხვრო რეცეპტის შეცვლა დასჭირდეს :D თორე ერბოკვერცხის შეწვას რო მარტო კვერცხი უნდა და მაკარონის გაკეთებას მაკარონი ეგენი ყველამ იცის :D
სამწუხაროდ თქვენი კომენტარები ეროვნული არქივის განცხადებებს გავს და არა ქველინარის :D
რეცეპტები არაა ქველინარიული თორე კომენტარებს კიდე ავიტანდი :DDDDD :D
ფინიკის გამო დაიწუნე რეცეპტი? (( ფინიკი კარგია აყვავებული და ნაძვი ლიბანისაი განმრავლებული ))
საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრა - დიდი წვალება არ მოგიწევს.
vako said:
ეს წავიკითხე და ისე მომინდა ჯობდა არ წამეკითხა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
კოლოქვიუმი
პიკასო
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
პიკასო
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი 2023…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•