მიწისთხილიანი ნამცხვარი ჯერ არავის დაუწუნებია, თუ ალერგიული არ იყო მიწისთხილზე. განსაკუთრებით როცა საქმე სნიკერსს ეხება, ძნელია ვიპოვოთ მასზე აუგისმთქმელი (ასეთები ძირითადად მარსს არჩევენ და მარსის ნამცხვარიც ხომ გვაქვს?). სწორედ ამიტომ, ქველინარიამ გადაწყვიტა შესანიშნავი რეცეპტი მოეძიებინა და თქვენთვის შემოეთავაზებინა დღესასწაულების გასამშვენიერებლად - სნიკერსის ტორტი ექსკლუზიური რეცეპტით!

snikersis torti, snikersebi, tortebi, namcxvrebi, Qwelly, Qwellynaria, art, cake, culinary, recipe, snickers, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, მომზადების წესი, ნამცხვარი, ნამცხვრები, რეცეპტი, სნიკერსი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი

შემადგენლობა:

  • ვანილის ბისკვიტი
    • ფქვილი - 270 გრ
    • გამაფხვიერებელი - 3 ჩ/კ
    • გრანულებიანი შაქარი - 265 გრ.
    • მარილი - ½ ჩ/კ
    • კარაქი - 120 გრ.
    • რძე - 1 ჭიქა (0,237 ლიტრი)
    • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
    • კვერცხი - 2 ცალი
      snikersis torti, snikersebi, tortebi, namcxvrebi, Qwelly, Qwellynaria, art, cake, culinary, recipe, snickers, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, მომზადების წესი, ნამცხვარი, ნამცხვრები, რეცეპტი, სნიკერსი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი
  • შოკოლადის ბისკვიტი
    • ფქვილი - 270 გრ
    • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
    • შაქარი - 300 გრ.
    • სოდა - ½ ჩ/კ
    • მარილი - ½ ჩ/კ
    • კარაქი - 120 გრ.
    • რძე - 1 ჭიქა (240 მილილიტრი)
    • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
    • კვერცხი - 2 ცალი
    • გამდნარი შოკოლადი - 60 გრამი
  • სნიკერსები
  • კარამელის სოუსი
    • ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა
    • რძე - ½ ჭიქა
    • კარაქი - 4 ს/კ
    • მარილი - 1 მწიკვი
    • ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
    • ქვაბში მოათავსეთ შაქარი, რძე, კარაქი და მარილი და საშუალო ცეცხლზე კარგად ურიეთ 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და განაგრძეთ მორევა. როდესაც ერთიანი და ბლანტი მასა მიიღება, გასქელდება, გამორთეთ და გააგრილეთ.

      P.S. შეგიძლიათ მოიკითხოთ სუპერმარკეტებში თხევადი, კულინარიული კარამელი

  • თეთრი შოკოლადის განაჩე (მიკროტალღოვან ღუმელში შედგით 2/3 ჭიქა ნაღები და გააცხელეთ, შემდეგ დაუმატეთ 1 ს/კ კარაქი და 1 1/4 ჭიქა თეთრი შოკოლადის ღილები (დაახლ. 225 გრ.) და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და კარგად გადაურიეთ)
  • შოკოლადის განაჩე (მზადდება იმავე მეთოდით, ოღონდ გამოიყენებთ შავი შოკოლადის ღილებს)
  • კარაქის კრემი (ვანილით) (მოიკითხეთ მაღაზიებში ან დაამზადეთ თავად)
    • კარაქი - 120 გრ.
    • შაქრის ჭიქურა (პუდრი) - 300 გრ. 
    • ვანილი - 10 მილიგრამი
    • რძე - 60 მილიგრამი
    • მთელი ეს მასა კარგად უნდა აურიოთ მიქსერის საშუალებით
  • არაქისი (მთელი და დაჭრილი)

მომზადება:

ვანილის ბისკვიტი:

      ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი. აურიეთ მიქსერით და ეტაპობრივად შეურიეთ კარაქი, კარაქი კარგად რომ შეერევა, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და რძე. შიგადაშიგ მოგიწევთ მიქსერის ჯოხის გაწმენდა. ბოლოს შეურიეთ კვერცხი. ერთიან მასას რომ მიიღებთ გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში. მოცემული პორციით, შეძლებთ ორი საშუალო სიმაღლის ბისკვიტის გამოცხობას 20-22 სმ დიამეტრის ტაფაზე. ტაფას მოასხით საცხობი სპრეი და დაუფინეთ პერგამენტი.

შოკოლადის ბისკვიტი:

      შოკოლადის ბისკვიტიც ანალოგიურად მზადდება, უბრალოდ ემატება შოკოლადის ფილა, რომელსაც გაადნობთ აირღუმელში და ჩაამატებთ მთლიან მასაში სულ ბოლო იგრედიენტად და შეურევთ მიქსერით.

      გავჭრათ ჰორიზონტალურად, ორ ნაწილად ვანილისა და შოკოლადის ბისკვიტები. პირველ ნაწილს წრულად, გარშემო წავუსვათ კარაქის კრემი და შევავსოთ კარამელის თხელი სოუსით (შესაძლებელია მოხარშული შედედებული რძით ჩანაცვლებაც).

snikersis torti, snikersebi, tortebi, namcxvrebi, Qwelly, Qwellynaria, art, cake, culinary, recipe, snickers, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, მომზადების წესი, ნამცხვარი, ნამცხვრები, რეცეპტი, სნიკერსი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი

      შოკოლადის ბისკვიტიც გავჭრათ ჰორიზონტალურად შუაზე და ერთი ნაწილი დავადოთ ვანილის კრემ და კარამელმოსმულ ბისკვიტს. გადავუსვათ კარაქის კრემი და ზემოდან დააწყვეთ სნიკერსები. სნიკერსებს შორის სივრცე შევავსოთ კარაქის კრემით.

snikersis torti, snikersebi, tortebi, namcxvrebi, Qwelly, Qwellynaria, art, cake, culinary, recipe, snickers, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, მომზადების წესი, ნამცხვარი, ნამცხვრები, რეცეპტი, სნიკერსი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი

      დაადეთ ვანილის ბისკვიტის მეორე ნაწილი ზემოდან და მოიქეცით ისევე როგორც პირველის შემთხვევაში. შემდეგ დაადეთ შოკოლადის ბისკვიტის მეორე ნაწილი და კვლავინდებურად გადაუსვით კარაქის კრემი.

      საბოლოოდ, თორტი მთლიანად დაფარეთ კარაქის კრემით. გვერდებზეც წაუსვით.

snikersis torti, snikersebi, tortebi, namcxvrebi, Qwelly, Qwellynaria, art, cake, culinary, recipe, snickers, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, მომზადების წესი, ნამცხვარი, ნამცხვრები, რეცეპტი, სნიკერსი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი

      შემდეგ, კარამელის, შოკოლადის და კარაქის კრემის გამოყენებით მორთეთ. არ დავაიწყდეთ სნიკერსების დალაგებაც არაქისის მოყრა.

snikersis torti, snikersebi, tortebi, namcxvrebi, Qwelly, Qwellynaria, art, cake, culinary, recipe, snickers, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, მომზადების წესი, ნამცხვარი, ნამცხვრები, რეცეპტი, სნიკერსი, ტკბილეული, ტორტები, ტორტი, ქველი, ქველინარია, შოკოლადი

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, თხილი, ნამცხვარი, რეცეპტი, სნიკერსი, შოკოლადი

ნახვა: 2933

გამოხმაურებები!

წარმოდგენაც კი მიჭირს მისი გემრიელობისა. ))
ეს რა სიგიჟეა :(((

ახლა უკვე დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ((

კახას, ხმის მრავალგზის დაფიქსირების უფლება აქვს და ასე, მაიკო :D 

არა, მაგრამ ერთი ხმა რას იზავს (( 

maiko ratiani_მ თქვა:

ნუთუ შენც ბანანს აძლევ ხმას? :( :D 

არის ერთი დეტალი, შოკოლადი ახსენა კახამ და მნიშვნელოვანია განიმარტოს. დიახ, უბრალოდ შოკოლად ალბათ დაამარცხებდა ბანანი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შოკოლადში არის კარამელი, არის არაქისი, არის თხილი და სხვა სიამტკბილობები, რაც ბანანის ტორტს უბრალოდ არ გააჩნია. ბანანის ტორტი, ერთი მსუყე და ყვითელი ტორტია, რომელი ზუსტად ეკვადორელებს, უგანდებელს და თითოოროლა ქართველს თუ მოეწონება :D 

ამიტომ გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს კახას, როცა ის ხმის ბევრჯერ დაფიქსირების უფლებით ისარგებლებს :D 

RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters