მიწისთხილიანი ნამცხვარი ჯერ არავის დაუწუნებია, თუ ალერგიული არ იყო მიწისთხილზე. განსაკუთრებით როცა საქმე სნიკერსს ეხება, ძნელია ვიპოვოთ მასზე აუგისმთქმელი (ასეთები ძირითადად მარსს არჩევენ და მარსის ნამცხვარიც ხომ გვაქვს?). სწორედ ამიტომ, ქველინარიამ გადაწყვიტა შესანიშნავი რეცეპტი მოეძიებინა და თქვენთვის შემოეთავაზებინა დღესასწაულების გასამშვენიერებლად - სნიკერსის ტორტი ექსკლუზიური რეცეპტით!
P.S. შეგიძლიათ მოიკითხოთ სუპერმარკეტებში თხევადი, კულინარიული კარამელი
ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი. აურიეთ მიქსერით და ეტაპობრივად შეურიეთ კარაქი, კარაქი კარგად რომ შეერევა, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და რძე. შიგადაშიგ მოგიწევთ მიქსერის ჯოხის გაწმენდა. ბოლოს შეურიეთ კვერცხი. ერთიან მასას რომ მიიღებთ გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში. მოცემული პორციით, შეძლებთ ორი საშუალო სიმაღლის ბისკვიტის გამოცხობას 20-22 სმ დიამეტრის ტაფაზე. ტაფას მოასხით საცხობი სპრეი და დაუფინეთ პერგამენტი.
შოკოლადის ბისკვიტიც ანალოგიურად მზადდება, უბრალოდ ემატება შოკოლადის ფილა, რომელსაც გაადნობთ აირღუმელში და ჩაამატებთ მთლიან მასაში სულ ბოლო იგრედიენტად და შეურევთ მიქსერით.
გავჭრათ ჰორიზონტალურად, ორ ნაწილად ვანილისა და შოკოლადის ბისკვიტები. პირველ ნაწილს წრულად, გარშემო წავუსვათ კარაქის კრემი და შევავსოთ კარამელის თხელი სოუსით (შესაძლებელია მოხარშული შედედებული რძით ჩანაცვლებაც).
შოკოლადის ბისკვიტიც გავჭრათ ჰორიზონტალურად შუაზე და ერთი ნაწილი დავადოთ ვანილის კრემ და კარამელმოსმულ ბისკვიტს. გადავუსვათ კარაქის კრემი და ზემოდან დააწყვეთ სნიკერსები. სნიკერსებს შორის სივრცე შევავსოთ კარაქის კრემით.
დაადეთ ვანილის ბისკვიტის მეორე ნაწილი ზემოდან და მოიქეცით ისევე როგორც პირველის შემთხვევაში. შემდეგ დაადეთ შოკოლადის ბისკვიტის მეორე ნაწილი და კვლავინდებურად გადაუსვით კარაქის კრემი.
საბოლოოდ, თორტი მთლიანად დაფარეთ კარაქის კრემით. გვერდებზეც წაუსვით.
შემდეგ, კარამელის, შოკოლადის და კარაქის კრემის გამოყენებით მორთეთ. არ დავაიწყდეთ სნიკერსების დალაგებაც არაქისის მოყრა.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები: Qwellynaria, თხილი, ნამცხვარი, რეცეპტი, სნიკერსი, შოკოლადი
არა, მაგრამ ერთი ხმა რას იზავს ((
maiko ratiani_მ თქვა:
ნუთუ შენც ბანანს აძლევ ხმას? :( :D
არის ერთი დეტალი, შოკოლადი ახსენა კახამ და მნიშვნელოვანია განიმარტოს. დიახ, უბრალოდ შოკოლად ალბათ დაამარცხებდა ბანანი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შოკოლადში არის კარამელი, არის არაქისი, არის თხილი და სხვა სიამტკბილობები, რაც ბანანის ტორტს უბრალოდ არ გააჩნია. ბანანის ტორტი, ერთი მსუყე და ყვითელი ტორტია, რომელი ზუსტად ეკვადორელებს, უგანდებელს და თითოოროლა ქართველს თუ მოეწონება :D
ამიტომ გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს კახას, როცა ის ხმის ბევრჯერ დაფიქსირების უფლებით ისარგებლებს :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and Humanitarian Issues
During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•