ლეგენდის თანახმად, ერთხელ კახელი თავადი ესტუმრა იმერელ აზნაურს. ის პერიოდია, როცა თავადებიც და აზნაურებიც, მაინცდამაინც დიდი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიან (განსაკუთრებით იმერეთში). ძალიან შეწუხდა აზნაური, რა ქნას, ხორცი არ აქვს, წიწილა კი დაკლა, მაგრამ რას ეყოფა ეს წიწილა ამხელა თავადს?! არადა იცის ამ კახელების გემოთმოყვარეობის ამბავი. ეგეც არ იყოს, კახელმა როცა უმასპინძლა, სულ შამფურზე შემწვარი სუკის მწვადები აჭამა. მოაგონდა, 1 კვირის წინ სამეგრელოდან ჩამოტანილი მოზრდილი თავი სულგუნი აქვს წათხში შენახული.
ჭამენ ამ ერთ წიწილს, ახალ ტყემალს აყოლებენ და ჭუკჭუკობენ, ღვინო კახელმა ჩამოიტანა - ჩემი ღვინო დავლიოთო და თვითონვე დაეწაფა ხარბად. ხედავს იმერელი, მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის სუფრით შორი გზიდან მოსული თავადი.
- გახსოვს შენთან სუკის მწვადი რომ ვჭამეთ? - მოაგონა კახელის მასპინძლობა აზნაურმა - ახლა მე მაცადე, ისეთი მწვადი უნდა გაჭამო, ისეთი მწვადი უნდა გაჭამო, არსად, არასოდეს რომ არ გიჭამიაო. ჩემი ხელით შეგიწვავ და მოგართმევო.
ჩავიდა აზნაური სამზარეულოში, გადაშალა ქველინარიის რეცეპტების კრებული და შეუდგა მომზადებას:
თასში ჩაყარეთ ფქვილი, დროში და მარილი. დაამატეთ შაქარი და ჩაახალეთ ერთი კვერცხი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. შეურიეთ ნელ-ნელა წყალი. ცომი უნდა გამოვიდეს არც ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი.
დაახურეთ თავსახური თასს და დატოვეთ 30-35 წუთის განმავლობში რომ ამოვიდეს. შემდეგ ჩაზილეთ თავიდან. კიდევ დაელოდეთ 20 წუთით და რომ ამოვა შემდეგ ცოტაოდენი ფქვილი შეაზილეთ და ცომი მზად იქნება.
შამფურზე გამოსაცხობ ხაჭაპურს სჭირდება სულგუნი. მნიშვნელოვანია, რომ სულგუნი არ იყოს ახალი, არამედ ძველი და ცოტა მაგარი, რომ ცომი არ გახეთქოს და გარეთ არ გადმოვიდეს.
მთელი თავი სულგუნიდნ ამოიღეთ იმ სისქის ზოლი, რამხელა ხაჭაპურიც გინდათ - საშუალოდ, მწვადის ხორცის საშუალო სისქის. თუ ძალიან სულგუნი, შესაძლებელია ამორჭრილი ნაწილის სიბრტყეზე გაჭრაც.
სულგუნი წამოაგეთ შამფურზე, მნიშვნელოვანია რომ თანაბრად, შუა წერტილზე გაატაროთ შამფური სულგუნში.
გამზადებული ცომი გააპრყტელეთ ვიწრო და გრძელ ფენად (უნდა შემოახვიოთ შამფურზე წამოცმულ სულგუნს). მნიშვნელოვანია, რომ შემოხვევისას კარგად გადაადოთ ერთმანეთზე ცომი, რომ არ დარჩეს სულ მცირე ადგილიც კი სულგუნის წვენის გამოსასვლელად.
შამფურზე შემოხვეულ ცომს წაუსვით სოუსი:
არაჟანი და კვერცხი თასში კარგად გახსენით და ფუნჯის საშუალებით წაუსვით ცომს გარედან.
შეწვით მაყალზე.
კახელს უკვე ძილი მორეოდა, როდესაც იმერელმა შამფურით ხაჭაპური მიიტანა სუფრასთან!
ტეგები: Qwellynaria, სულგუნი, ყველი, ყველიერი, ხაჭაპური, ხაჭაპური_შამფურზე
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•