ჟოლოს სეზონი ჯერ არ გასულა. კარგად თუ მოჩხრიკავთ, ბევრგან შეხვდებით. მართალია ცოტა ძვირია და ძალიან სათუთი, მაგრამ მასზე გემრიელი იშვიათად მოიძებნება რამე, ბუნებაში. ვინც ქველინარიას ხშირად სტუმრობს და მოუმზდებია ქველინარიული რეცეპტებით, იცის ჩვენი სამზარეულოს ტკბილგემოვნება.
აბა ახლა, მარტივი ლოგიკაა - გემრიელ ჟოლოს თუ მივუმატებთ, ქველინარიას შემოთავაზებულ უგემრიელეს ტარტის რეცეპტს, რას მივიღებთ?! უპასუხოდ დავტოვებ, რადგან საოცრად დიდი და მადისაღმძვრელი ნერწყვი გადამცდა.
მოკლედ, ტარტის რეცეპტი მოხარშული კრემით და ჟოლოს გაფორმებით
ფქვილი, შაქრის პუდრი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დაანამცეცეთ;
დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი. აურიეთ და თუ საჭიროა, წყალი დაუმატეთ, რომ ცომი შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს.
გადმოიღეთ ბლენდერიდან და სწრაფად მოზილეთ ხელით, რომ არბილდეს.
მოათავსეთ პატარა ჯამში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.
შემდეგ სუფთა, ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე დადეთ და 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
წაუსვით ცხიმი 25 სმ დიამეტრიან ტარტის ყალიბს, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი გამოცხობის შემდეგ; ცომი საცხობ ყალიბში მოათავსეთ და გვერდებიდან ზედმეტი ცომი ჩამოაჭერით. ისევ შედგით მაცივარში გასაციებლად 30 წუთით;
გამოიღეთ, თავზე დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი, მარცვლეული (ბრდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა) მოაყარეთ სიმძიმისთვის.
გააცხელეთ ელექტროღუმელი 170° ცელსიუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე - 3);
შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ-ყავისფერი არ გახდება. მოაცალეთ სიმძიმე და ქაღალდი. მოუმატეთ ტემპერატუას 230° ცელსიუსამდე (ნიშნული - 8);
------------------
ფოტოილუსტრაცია ტარტის გამოსაცხობად:
[1] ცომი გააბრტყელეთ საცხობი ყალიბის დიამეტრზე ცოტა უფრო განივრად. შემდეგ ცომის საგლინველაზე გადაახვიეთ და ისე გადაიტანეთ საცხობ ყალიბში.
[2] ცომი თანაბრად გაანაწილეთ ყალიბის ძირსა და კედლებზე;
[3] ცომს გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან მოაყარეთ მშრალი მუხუდო, ცერცვი, ლობიო, ბრინჯი ან სპის. აცხვეთ 10-15 წუთი.
[4] მოაცალეთ ქაღალდი და მარცვლეული. ჩაასხით გულსართი და განაგრძეთ ცხობა.
------------------
გაწურეთ რძე წმინდა საწურში; შემდეგ, რძე და დარიჩინის ჩხირი პატარა ქვაბით დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ და ადუღეთ 15 წუთი.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქარი და სიმინდის სახამებელი.
თანდათან დაუმატეთ რძეს, ცეცხლს დაუწიეთ და ხის კოვზით კარგად ურიეთ გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიერთ კარაქი და დადგით გასაციებლდ.
მოხარშული კრემი მომზდებულ ტარტის ცომზე დაასხით, მოაყარეთ ჟოლო. აცხვეთ კიდევ 15 წუთი. სუფრაზე უნდა მიიტანოთ თბილი.
გემრიელად მიირთვით მოხარშულკრემიანი ჟოლოს ტარტი!
► 6-8 ულუფა;
► მომზადების დრო: 30 წუთ + 1 საათი გასაციებლად;
► ცხობა: 30 წუთი
ტეგები: Qwellynaria, კრემი, ნამცხვარი, ჟოლო, რეცეპტი, ტარტი, ხილი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•