ზაფხულის სიცხესთან ბრძოლა გაქცევით და წყალში ჩახტომითაც შეიძლება და ასევე კარგად მოფიქრებული, გემრიელი კულინარიით. სწორედ ამ მიმართულებით Qwellynaria უკვე წლებია ბევრ სიგრილეს გთავაზობთ ყოველ ზაფხულს და მინდა კიდევ ერთი წარმოგიდგინოთ. სამფენოვანი ნაყინის უგემრიელესი ტარტი ბანანით
ნაყინის ვაფლი ჩაყარეთ ბლენდერში და წვრილად დაფქვით. მოასხით გამდნარი კარაქი და განაგრძეთ დაფქვა.
როდესაც ვაფლი გრანულებად იქცევათ, გადაიტანეთ ტარტის ფორმაზე (საცხობ ფორმაზე), გაშალეთ მთელს სიგანეზე, მოასწორეთ და შედგით საყინულეში 10 წუთით.
ამასობაში დაწერით ბანანი მრგვლად - დაახლოებით 5 მმ სისქეზე.
გამოიხეთ გაყინული ფორმა და მოალაგეთ დაჭრილი ბანანები ისე, რომ ძირი სულ დაფაროთ.
შემდეგ, აიღეთ შოკოლადის ნაყინი და გადაუსვით ბანანს.
შედგით საყინულეშ 20 წუთით.
ანალოგიურად გაიმეორეთ მარწყვის ნაყინის შემთხვევაშიც და საბოლოოდ, როდესაც ვანილის ნაყინსაც დაადებთ, საყინულეში 20 წუთს ნაცვლად, 1 საათით გააჩერეთ. (არ დაგავიწყდეთ, თითოეული ფენის შემდეგ, აუცილებელია საყინულეში შედგმა, რათა ნაყინი ერთმანეთში არ აირიოს).
საბოლოოდ, ტარტი შეგიძლიათ მორთოთ ჰაეროვანი კრემით (მოიკითხეთ მაღაზიებში), გამდნარი შოკოლადით და ბლის მურაბით.
გემრიელად მიირთვით და გაიგრილეთ ცხელი ზაფხული.
ტეგები: Qwellynaria, ბანანი, დესერტი, ნაყინი, ტარტი, ტკბილეული, ტორტი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•