ნამცხვარივით პიცა აბა რა მოსაფიქრებელი იყო? კენკრისგან მზადდება და უგემრიელესია - ასე მიპასუხა იტალიის პიემონტის რეგიონის ცნობილმა შეფ-მზარეულმა, გასულ თვეში. გავსინჯე და მაინც ჩემს აზრზე დავრჩი - პიცა უნდა იყოს, მინიმუმ მარგარიტა და მაქსიმუმ ქართული სულგუნით და რაჭული ლორით მომზადებულითქო, ვუპასუხე და მეორე დღესვე დავტოვე იტალია. მაგრამ ჩვენში ხომ გამორჩეული გემოები უყვართ, ამიტომ მაინც წამოგიღეთ ტკბილი პიცის რეცეპტი.

პიცა ხილით

Qwellynaria, პიცა, პიცის რეცეპტი, კენკრა, ხილი, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები,

შემადგენლობა:

  • ყველი „მასკარპონე“ – 200 გრ.
  • კენკრა (ყველანაირი) - 200 გრ.
  • კივი - 2 ცალი
  • ატამი - 1 ცალი

ცომისთვის:

  • ფქვილი - 500 გრ.
  • მარგარინი - 150 გრ.
  • მაწონი - 250 მლ.
  • სოდა - 1/2 ჩ.კ.
  • მარილი - 1 მწიკვი

მომზადება:

      ცომის მომზადების წესი: ხელით შეაზილეთ ერთმანეთს დარბილებული მარგარინი და ფქვილი. დაუმატეთ მაწონში გახსნილი სოდა და კარგად მოზილეთ (ცომი მკვრივი უნდა გამოვიდეს). შემდეგ გააბრტყელეთ ცომი წრიულად და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად. როცა ცომი გამოცხვება, გააგრილეთ, წაუსვით ყველი „მასკარპონე“ და გავაფორმეთ ხილით.

ტეგები: Qwellynaria, კენკრა, პიცა, რეცეპტი, ტკბილეული, ყველიერი

ნახვა: 940

გამოხმაურებები!

აბსოლუტურად გეთანხმები. კარაქი ბევრად სასარგებლო იქნება.  

კახა:

მარგარინზე რჩევა მექნება ღვიძლს ნუ გათიშავთ მაგით რამე სხვა დაბალ სპრედიანი ან კარაქი ჯობია 

ამის ცომი ალბათ ხრაშუნა იქნება და გემრიელიც 

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters