მართალია ფოტოზე ისევე მადისაღმძვრელად გამოიყურება, როგორც ქალაქური ანდა მთიულური ვარიანტი, მაგრამ როგორც დამგემოვნებლები იტყვიან, ხინკალი უნდა იყოს ხორცისო! არ გეგონოთ, ბოლო რეცეპტების კვალობაზე, ვეგეტარიანელობას ვქადაგებდე, მაგრამ დღეს ხინკლის ერთ-ერთი პოპულარული ვერსია უნდა შემოგთავაზოთ - ჭინჭრის შეჭამანდების ქება კი ძველთაგან ისედაც ყველას კარგად გვსმენია.

Qwellynaria, ჭინჭრის ხინკალი, ჭინჭარი, ხინკალი, ვეგეტარიანული, რეცეპტი, ქველინარია

შემადგენლობა

ცომისთვის:

  • პურის ფქვილი - 1 კგ.
  • მარილი - ნახევარი ჩ.კ.
  • კვერცხი - 1 ცალი

შიგთავსი:

  • ჭინჭარი - 500 გრ.
  • ხახვი - 2 თავი
  • ქინძი - 1 კონა
  • კამა - 2 ძირი
  • გატარებული ნიგოზი - 1 ჩ.ჭ.
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

      მოამზადეთ ჭინჭრის გულსართი - კარგად გარეცხილი, გასუფთავებული და გადარჩეული ჭინჭარი მოხარშეთ და შეკაზმეთ შიგთავსის ყველა იგრენდიენტით.

      ხინკლის მაგარი ცომი - თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ წყალი (ნელ-თბილი), კვერცხი, მარილი, მოზილეთ მაგარი ცომი და გაყავით 2-3 ნაწილად. ერთი გუნდა გააბრტყელეთ 0.5 სმ სისქის წრედ და ამოჭერით მრგვალი ფორმები ხინკლის ცომის ამოსაჭრელით.

      ამოჭრილი ცომი გააბრტყელოთ, შუაში ჩადეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის გულსართი და შემოვუკეცეთ ნაპირები.

      ამის შემდეგ, მოხარშეთ ხინკალი სტანდარტულად - აადუღეთ წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი, სათითაოდ ჩაყარეთ ხინკალი და ადუღეთ 5-6 წუთი. ხარშვის დროს ქვაბი შეანჯღრიეთ, რათა არ მიიკრას ხინკალი. 5-10 წუთი ხარშვის შემდეგ ხინკალი ამოიღეთ ლანგარზე. მიირთვით ცხელი.

ტეგები: Qwellynaria, ვეგეტარიანული, რეცეპტი, ჭინჭარი, ხინკალი

ნახვა: 767

გამოხმაურებები!

კარგია მომწონს, მაგრამ უხახვო კერძებიც ხომ არსებობს :( 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Weight of Wandering Ghosts

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 9, 2026.
საათი: 12:21pm 0 კომენტარი

In Diablo 4:Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters