როგორც იქნა გამოქვეყნდა ესოდენ ნანი-ნანატრი შედეგები. თითოეული Excel ფაილია და იმედია Office ყველას გიყენიათ. მაშ ასე, აი რას წერენ ილიაუნის ოფიციალურ ვებ გვერდზე 2014-2015 წელს.
შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრების/გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები) მოცემულია პროგრამების მიხედვით:
1. სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა (კვოტა 40)
(ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა (MBA), ბუნებათსარგებლობა (MSc), სატყეო მეცნიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა, მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია, ნეირომეცნიერებები, გამოყენებითი გენეტიკა) – გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები
2. ფსიქიკური ჯანმრთელობა (კვოტა 14) – გასაუბრების შედეგები
3. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა: (კვოტა 44) გამოცდის / გასაუბრების შედეგები
4. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) – გამოცდის შედეგები
5. გამოყენებითი ენათმეცნიერება (კვოტა 10) – გასაუბრების შედეგები
6. ფილოსოფია (კვოტა 20) – გასაუბრების შედეგები
7. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) (კვოტა 15) - გასაუბრების შედეგები
8. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კვოტა 35) -გასაუბრების შედეგები
9. განათლების ადმინისტრირება (კვოტა 60)
• სკოლის/ზოგადი განათლების ადმინისტრირება - გასაუბრების შედეგები, პორტფოლიოს შედეგები, ჯამური შედეგები
• უმაღლესი განათლების ადმინისტრირება - გასაუბრების შედეგები, პორტფოლიოს შედეგები, ჯამური შედეგები
10. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი: (ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი, უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებელი (კვოტა 30) – გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები
11. სპეციალური განათლება (კვოტა 20) - გასაუბრების შედეგები
12. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) (კვოტა 45) - გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები
13. მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა (კვოტა 25) - გასაუბრების შედეგები, ესეის შედეგები, ჯამური შედეგები
14. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცონეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება) (კვოტა 60) – გასაუბრების შედეგები
15. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება (კვოტა 30) – გასაუბრების შედეგები
16. სოციოლოგია (კვოტა 20) – გასაუბრების შედეგები
17.სოციალური სამუშაო (კვოტა 20) – გასაუბრების შედეგები
18.თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები (კვოტა 12) – გასაუბრების შედეგები
--------------------------------------------
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.
მნიშვნელოვანია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები. არარგუმენტირებული განაცხადები, სადაც არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მიზეზი/მიზეზები არ იქნება განხილული კომისიის მიერ.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) გამოქვეყნდება 2014 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გაფორმება მოხდება:
1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 17-18 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 19-20 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.
თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის17-18 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 19-20 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014- 2015 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2014 წლის 13 ოქტომბერს.
მაგისტრატურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ნინო კახაძე
ტელ.: 2231018 / 2220648 graduateschool@iliauni.edu.ge
--------
მეც ილიაუნის მაგისტრანტი ვარ!
რა თქმა უნდა მშობლიური სოციოლოგიას არ გადავუხვიე და გასაუბრებაზე ბეჯითად ვამტკიცებდი ჩემი ადგილი დიდ სოციოლოგიაშიათქო.
შედეგები ასეთი მაქვს - 35 ქულა მივიღე სოციოლოგიის ცოდნაში, 10 ქულა დამიწერეს ჩემს აკადემიურ მიღწევებში ამ სფეროს ფარგლებში, 20 ქულით ვარ მონდომებულ-მოტივირებული და 20 ქულითვე ვარ კომუნიკაბელური. ჯამში 85 ქულა მაქუს 100_თაგან.
ჩემო მაგისტრანტო მეგობრებო გილოცაავთ! ♥
ტეგები: Iliauni, Qwelly, გამოცდა, ილიაუნი, მაგისტრატურა, შედეგები
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•