კახეთში თვალწარმტაცი არქიტექტურის საეკლესიო ნაგეგობას მრავლად შეხვდებით. ალავერდი, გრემი, შუამთა, იყალთო და სხვა. მათ შორის, ერთი-ერთი ულამაზესი ადგილია ნინოწმინდის დედათა მონასტერი, რომელიც საგარეჯოში მდებაროებს. სოფელსაც ასე ჰქვია - ნინოწმინდა. ოდესღაც აქ დიდი სამონასტერ კომპლექსი უნდა ყოფილიყო, მაღალი - გუმბათოვანი ტაძრით, კელიებით და მეურნეობით. ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI საუკუნის 50-75-იან წლებში უნდა იყოს აგებული - ესაა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ტაძარს თავისი კვალი დააწყო. დრო არაფერს ინდობსო და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - სამწუხაროდ ტაძარი მრავალგზის გადაკეთებულია IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ფრესკა ტაძრის საკურთხევლის თავზე
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. 1848 წელს კიდევ სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ ერთი კედელიღაა მთლიანად შემორჩენილი. ტაძრის გვერდით დგას XVI ს-ის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს. ნინოწმინდის საეპისკოპოსო მეფეთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კათედრალს თავის დროზე დახმარებიან კახეთის მეფენი ლევანი,ალექსანდრე და დავით I, ქართლის მეფენი როსტომი და არჩილი. ნინოწმინდა განსაკუთრებით დაწინაურებულა ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მეფობის დროს.
მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები - ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.) , საბა ტუსისშვილი და სხვა.
XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჯამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო - ნინოწმინდის ეპარქია და აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.
ტეგები: kakheti, monastery, ninowminda, qwelly, sagarejo, ეკლესია, კახეთი, მონასტერი, ნანგრევები, ნინოწმინდა, მეტი...საგარეჯო, სამონასტრო_კომპლექსი, ტაძარი, ქველი
ვარ ნამყოფი ამ ექსკურსიის დროს → კახეთის მოლოცვა
vaa vaa va :)) yoochag shen :))
LsHისა_მ თქვა:
ვარ ნამყოფი ამ ექსკურსიის დროს → კახეთის მოლოცვა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•