ჩანახატი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეზე

 Bodbe, Nino_Tarkashvili, Sighnaghi, qwelly, ბოდბე, ნინო ტარყაშვილი, ნინო_ტარყაშვილი, საიდან_იწყება_სამშობლო, სამშობლო, სიღნაღი, სიღნაღის_რაიონი

      საიდან იწყება სამშობლო? სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, სამუშაოს დასაწყებად იმ დროისათვის ერთ ძალიან პრესტიჟულ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. გამარჯვების მსურველი ბევრი იყო. პირველ ტურში გარეგნობას ამოწმებდნენ. ფოიეში იმდენი ლამაზი გოგო დავინახე, ლამის მაშინვე უკან გამოვტრიალდი. ცხონებულმა მამიდაჩემმა, რომლის წინასწარმეტყველებები სულ მიცხადდებოდა, რატომღაც მითხრა: "დარჩი. გარეგნობით არ დაგიწუნებენ. ვნახოთ მეორე ტურში რა ჭკუას გამოიჩენ". მე მაინც გულდაწყვეტილმა ვკითხე: "რა იქნებოდა მეც ცოტა უფრო მაღალი ვყოფილიყავი და ცოტა უფრო ლამაზი?" მამიდამ რატომღაც მიპასუხა: "ასეთი იქნებოდი, შენს მშობლებს თბილისში რომ არ წამოეყვანე და ბოდბეში გაზრდილიყავი. იქ სხვანაირი მიწაა". პირველ ტურს რომ გადავურჩი, მეორე ტურში ჟიურის ისე მოვეწონე, დანარჩენი ორი ტური აღარც გაუტარებიათ. მამიდას სიტყვები კი გულში ჩამრჩა, რომ ჩემს სოფელში "სხვანაირი მიწაა". ჩემს ბავშვობაში აქ მუდმივად ისმოდა პატარების ჟრიამული, ქალების წიოკი და მოზრდილი კაცების ხორხოცი. ე.წ. "სოფლის ბირჟებიც" განაწილებული იყო: ბავშვებისა ცალკე. ქალებისა ცალკე. კაცებისა ცალკე. ის კი არა და ვიდრე ჩემი ქუჩიდან მთავარ გზამდე გავიდოდი, მარტო ჩემი ტოლების რამოდენიმე "ბირჟა" უნდა გამევლო. ზაფხულობით ადგილობრივ ბოდბელ თანატოლებს თბილისელებიც ვუერთდებოდით და იყო ერთი მხიარულობა. ვდგავდით კონცერტებს. ვაწყობდით ინსცენირებებს. ვინ მაიკო ორბელიანი იყო. ვინ ეკატერინე ჭავჭავაძე და ვინ თამარ დედოფალი. ხან მაყვლის საკრეფად დავდიოთ. ხან ასკილის, ხან შვინდის ან ვარდის ფურცლის. მერე სოფლის ბიჭებს ჩვენთვის ცხენები ამოჰყადათ და მშობლების უჩუმრა დავაჭენებდით. ერთხელ მახსოვს, სამეგრელოდან ჩამოსული სტუმარი ჩვენი გოგოების გარეგნობით ისე მოიხიბლა, აღტაცებულმა თქვა: "წინადადება შემომაქვს, სილამაზის კონკურსები ბოდბეში გადმოიტანონო". კახეთიდან თბილისში მატარებლით მგზავრობისას კი ერთმა კაცმა რატომღაც მკითხა: სადაური ხარ? ბოდბელი – ვუპასუხე მე. ჰო, იმიტომაც კარგი გოგო ხარ. ბოდბეში ჯიშიანი ხალხი იცის. იდინა დრომ, იდინა და დაიცალა ამ ჯიშიანი ხალხისგან ბოდბე. ახლა ისე გავდივარ ჩემი ქუჩიდან მთავარ გზამდე, რომ შეიძლება არც არავინ შემხვდეს მეზობლის ფინია ძაღლის მეტი. აღარც მაყვლის საკრეფად დადიან ბავშვები, აღარც შინდის. გუშინ ვიდრე ეკლესიიდან სახლამდე მოვიდოდი, მაყვლის ბუჩქებს დავუწყე თვალიერება და სულ ისე იყო. ხელუხლებელი. ჩემს უბანში სიჩუმეა. უწინ ამ დროს სახლში ვინ გამაჩერებდა? ახლა დილით ერთი მეზობელი შემოვიდა მხოლოდ რომ კურდღლებისათვის ჩემს ბაღჩაში ბალახი დაეგლიჯა... მარტო ჩემს უბანში კი არა. მთლიანად ბოდბეშიც სიჩუმეა. მხოლოდ შაბათ–კვირას ეკლესიაში ისმის გალობა და ეს არის კარგი, რაც არ ყოფილა ჩემს ბავშვობაში. ეს მაძლევს იმედს, რომ აქ ისევ ის მადლი დაივანებს. და ვინც რა უნდა თქვას, ჩემთვის მაინც ჩემი სოფლიდან იწყება სამშობლო...

ტეგები: Qwellyland, Sighnaghi, ბოდბე, ნინო_ტარყაშვილი, სამშობლო, სიღნაღი

ნახვა: 1033

ბლოგ პოსტები

U4GM CFB 27 How to Read Pressure Before the Snap

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2026.
საათი: 9:40am 0 კომენტარი

A dependable passing offense starts with understanding what your protection can sustain. Whether you are shaping a roster with College Football 27 Coins or adjusting your existing…

გაგრძელება

U4GM Modern Warfare 4 Follows a Divided Task Force 141

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2026.
საათი: 7:33am 0 კომენტარი

Modern Warfare 4 has October 23, 2026 pencilled in for its full release, with PS5, Xbox Series X|S, PC, and Nintendo Switch 2 listed together. As of October 12, that date is still ahead. If you're already looking into…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters