კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი III
დავიწყოთ მეცნიერული რწმენის პრინციპების განხილვით: იმ დაშვებების სახესხვაობებით, რომლებსაც მეცნიერები, ხშირად იმპლიციტურად, თავიანთ ყოველდღიურ სამუშაოში აკეთებენ. პირველი - ეს არის დეტერმინიზმის დაშვება. მარტივად ეს ნიშნავს, რომ მოვლენებს აქვს თავიანთი მიზეზები და ეს მოვლენები დეტერმინირებულია სხვა მოვლენებით ან გარემოებებით. მეცნიერება ვითარდება რწმენით, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია ამ მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოვლენა და გაგება და, რომ მოვლენები აიხსნება მათი წინაპირობებით. გარდა ამისა, ბუნებრივ სამყაროში მოვლენები არა მარტო დეტერმინირებულია სხვა გარემოებებით, არამედ არსებობს დეტერმინირების კანონზომიერებაც: სამყარო არ ჭირვეულობს. მეცნიერების საბოლოო მიზანს 55 განათლების სფეროში კვლევის კონტექსტი სამყაროში ხდომილობების განხორციელების ამხსნელი კანონების ფორმულირება წარმოადგენს, რაც მათ პროგნოზირებისა და კონტროლის მყარ საფუძველს მისცემს.
მეორეა ემპირიზმის დაშვება. ამ პოზიციას უკვე შევეხეთ, რომელიც ამტკიცებს, რომ გარკვეული სახის სანდო ცოდნის მიღება მხოლოდ გამოცდილებით არის შესაძლებელი. მეცნიერული თვალსაზრისით, პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თეორიის ან ჰიპოთეზის სიმყარე დამოკიდებულია მის მხარდასაჭერად მოპოვებული ემპირიული საბუთის ბუნებაზე. აქ ემპირიული ნიშნავს იმას, რაც ექვემდებარება დაკვირვებით და უშუალო გამოცდილებით გადამოწმებას (Barratt 1971); ასევე, კვლევის სიტუაციაში თეორიის ან ჰიპოთეზის მტკიცებულებას - დასაბუთების შემცველ მონაცემებს ან ძლიერ დასაბუთებას, რომელიც ალბათობის ტერმინებით არის ფორმულირებული.
მოლი (1978) ემპირიული მეცნიერების პროცესში ხუთ ეტაპს გამოყოფს:
მესამე დაშვება, რომელიც საფუძვლად უდევს მეცნიერის მუშაობას, ეკონომიურობის პრინციპია. აქ ძირითადი იდეა ისაა, რომ ფენომენი შეძლებისდაგვარად ყველაზე ეკონომიური გზით უნდა აიხსნას. როგორც აინშტაინი ამბობდა, საქმე იმდენად მარტივი უნდა გავხადოთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ არა - უფრო მარტივი! ამ პრინციპის პირველი ისტორიული განაცხადი უილიამ ოკამს (William Occam) ეკუთვნის, როდესაც მან თქვა, რომ ახსნის პრინციპები (ერთეულები) უსარგებლოდ არ უნდა მომრავლდეს. ამ გამონათქვამის ინტერპრეტაცია, ცხადია, სხვადასხვაგვარად შეიძლება: ფენომენი უმჯობესია ორი ცნებით ავხსნათ და არა - სამით; მარტივი თეორია უნდა ვამჯობინოთ რთულს.
ბოლო - ზოგადობის დაშვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსჯელობის ორივე მეთოდში - დედუქციურშიც და ინდუქციურშიც. ფაქტობრივად, ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, კონკრეტულ კერძოსა და აბსტრაქტულ ზოგადს შორის პრობლემური დამოკიდებულება არსებობდა, რაც შემდგომში ცოდნის შესახებ ორი კონკურენტული თეორიის - რაციონალურის და ემპირიულის - სახით ჩამოყალიბდა. იწყებენ რა კერძოზე დაკვირვებით, მეცნიერები თავიანთი შედეგების განზოგადებას მთელ სამყაროზე აპირებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ, საბოლოო ჯამში, ახსნა აინტერესებთ. ცხადია, ზოგადობის ცნება გაცილებით ნაკლებ პრობლემას უქმნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მოღვაწე მკვლევრებს, რომლებიც, ძირითადად, არაცოცხალ მასალასთან მუშაობენ, ვიდრე სოციალურ მეცნიერებს, რომელთაც გარდაუვლად უწევთ ადამიანთა პოპულაციებიდან აღებულ შერჩევებთან გამკლავება და შემდეგ შერჩევებში მიღებული შედეგების დიდი სიფრთხილით განზოგადება ამ პოპულაციებზე.
აქ მივადექით ძირითად კითხვას: რა არის მეცნიერება? კერლინგერი (1970) მიუთითებს, რომ თავად მეცნიერულ სამყაროში შეიძლება მეცნიერების შესახებ ორი ზოგადი მოსაზრების პოვნა, ესენია: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური მოსაზრებით, რომელიც, განსაკუთრებით, არაპროფესიონალებისკენ არის მიმართული, მეცნიერება არის აქტივობა, რითაც სამყაროს სისტემატური ცოდნა ემატება. მეცნიერის საქმეა ახალი ფაქტების აღმოჩენა და ცოდნის უკვე არსებულ მარაგში მათი ჩართვა. ამგვარად, მეცნიერება განიხილება, როგორც მონაცემების აკუმულირებული ერთობლიობა და აქცენტი, ძირითადად, ცოდნის მიმდინარე მდგომარეობასა და მის შევსებაზე კეთდება.[2] ამის საპირისპიროდ, დინამიკური ხედვისთვის მეცნიერება უფრო მეტია, ვიდრე აქტივობა; უფრო მეტი, ვიდრე რაღაც, რასაც მეცნიერები აკეთებენ. ამ კონცეფციის მიხედვით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაგროვილი ცოდნის ქონა, მაგრამ რაც მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის აღმოჩენებია, რომელსაც მეცნიერები აკეთებენ. შესაბამისად, აქ აქცენტი მეცნიერების ევრისტიკულ ბუნებაზე კეთდება
საპირისპირო მოსაზრებები მეცნიერების ფუნქციების შესახებაც არსებობს. ეს მოსაზრებები შეჯამებულია ჩანართში 1.3. თუმცა, პროფესიონალი მეცნიერებისთვის მეცნიერება სამყაროს წვდომის მეთოდია; ახსნისა და გაგების, წინასწარმეტყველებისა და კონტროლის საშუალებაა. მათთვის მეცნიერების საბოლოო მიზანი თეორიაა.
ჩანართი 1.3
წყარო: Maslow 1954
კერლინგერი თეორიას განსაზღვრავს, როგორც "ურთიერთდაკავშირებული კონსტრუქტების (ცნებების), განსაზღვრებებისა და დებულებების ერთობლიობას, რომელიც ფენომენის სისტემატურ ხედვას გვთავაზობს ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის ჩვენებით და მიზნად ისახავს ფენომენების ახსნასა და წინასწარმეტყველებას" (kerlinger 1970). გარკვეული თვალსაზრისით, თეორია ემპირიული მონაცემების ცალკეულ გაბნეულ ნაწილებს უფრო ფართო გამოყენებისთვის მოწოდებულ ერთიან, ლოგიკურად თანმიმდევრულ კონცეპტუალურ ჩარჩოში უყრის თავს. ამასთან, თეორია თავად არის ახალი ინფორმაციისა და აღმოჩენების წყარო. ამგვარად, ის ახალი ჰიპოთეზებისა და აქამდე დაუსმელი კითხვების წყაროა. ის განსაზღვრავს შემდგომი კვლევებისთვის მნიშვნელოვან სფეროებს, ავლენს ჩავარდნებს ჩვენ ცოდნაში და მკვლევარს მანამდე უცნობი ფენომენების არსებობის აღიარების შესაძლებლობას აძლევს.
ცხადია, არსებობს თეორიის რამდენიმე სახეობა და თითოეული მათგანი "მტიცებულების" საკუთარ სახეობებს განსაზღვრავს. მაგალითად, მორისონი (1955a) ერთმანეთისგან განასხვავებს ემპირიულ თეორიებს, "დიდ" თეორიებს და "კრიტიკულ" თეორიას. ემპირიული თეორიები და კრიტიკული თეორიები ქვემოთ არის განხილული. "დიდი თეორია" მეტანარატივია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის სფეროს, სპეკულაციურია, განმარტავს და ნათლად აყალიბებს კონცეპტუალურ სტრუქტურებსა და ჩარჩოებს და კრეატულად აფართოებს ქცევისა და ორგანიზაციების აღქმის გზებს (Layder 1994). ის იყენებს ფუნდამენტურ ონტოლოგიურ და ეპისტემოლოგიურ პოსტულატებს, რომლებიც კვლევის სფეროს განსაზღვრისთვისაა განკუთვნილი (Hughes 1976). ამ შემთხვევაში ემპირიული მასალა საილუსტრაციოდ უფრო გამოიყენება, ვიდრე "დასასაბუთებლად". ეს ეხება ზოგიერთ სოციოლოგიურ თეორიას, მაგალითად, მარქსიზმს, კონსენსუსის თეორიას და ფუნქციონალიზმს. მაშინ, როცა სოციოლოგები შეიძლება, აღფრთოვანებული იყვნენ ასეთი თეორიების შემაჯამებელი და ყოვლისმომცველი ბუნებით, მათ მუდმივად აკრიტკებდნენ. მაგალითად, მერტონის (1949), ქოსერისა და როზენბერგის (1969), დოლისა (1993) და ლეიდერის (1994) მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორიები შეიძლება დიდი ფილოსოფიური სისტემების - ბიზანტიური - სტრუქტურული ბრწყინვალებითა და ლოგიკური თანმიმდევრულობით გვიზიდავდეს, მაინც მეცნიერულად უნაყოფო და არარელევანტურია და არ არის კავშირში სამყაროსთან, რომელიც ღიაობით, ფლუიდურობით, ჰეტეროგენურობითა და დანაწევრებულობით ხასიათდება. ეს წიგნი ამ ტიპის თეორიას არ განიხილავს.
თეორიის სტატუსი მნიშვნელოვნად იცვლება ინტერესის სფეროში შემავალი ცოდნის სფეროსა და დისციპლინის მიხედვით. ზოგიერთი თეორია, ისევე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ელეგანტურობისა და დახვეწილობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. სხვები, სავარაუდოდ, განათლების თეორიის მსგავსად, ჩამოყალიბების მხოლოდ ადრეულ საფეხურებზე იმყოფება და ამიტომ ძალზე არასწორხაზოვანი და არათანაბარია. პოპერი (1968), ლაკატოსი (1970),[3] მოლი (1978), ლაუდენი (1990) და რასმუსენი (1990) გამოყოფენ ეფექტური ემპირიული თეორიის შემდეგ მახასიათებლებს:
ზოგჯერ თეორიის ნაცვლად, ან მის ჩასანაცვლებელ ფორმად, სიტყვა მოდელი გამოიყენება. ორივე ტერმინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფართო კონცეპტუალური ჩარჩოს მქონე ამხსნელი საშუალება ან სქემა, თუმცა, მოდელები ხშირად ანალოგიებს იყენებენ კონკრეტული ფენომენის გრაფიკულად ან ვიზუალურად უკეთ წარმოდგენის მიზნით. თუ ზუსტია და ფაქტებს მცდარად არ წარმოაჩენს, მოდელს შეუძლია დახმარების გაწევა ფენომენების ბუნების ძირითად საკითხებში სინათლის შეტანასა და ფოკუსირებაში.
ჰიჩკოკი და ჰაგისი (1995) აერთიანებენ და ავითარებენ ზემოთ მოყვანილი მსჯელობის ხაზს და თეორიას შემდეგნაირად აღწერენ:
თეორია განიხილება, როგორც სოციალური სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემური სტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული. ამ პროცესში თეორია იყენებს ცნებებს, სისტემებს, მოდელებს, სტრუქტურებს, რწმენებს, იდეებსა და ჰიპოთეზებს (თეორიებს), რათა გამოთქვას დებულებები მოქმედებების, მოვლენებისა თუ აქტივობების გარკვეული სახეობების შესახებ და განახორციელოს მათი მიზეზების, შედეგებისა და პროცესის ანალიზი. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს მოვლენების ისეთი საშუალებებით ახსნას, რომლებიც თავსებადია კონკრეტულ ფილოსოფიურ საფუძველთან, ან, მაგალითად, კონკრეტულ სოციოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ პოზიციასთან. მაშასადამე, თეორიების მიზანია, როგორც გარკვეული რაოდენობის ცვლადებს შორის არსებული ურთიერთმიმართებების შესახებ ვარაუდების გამოთქმა, ისე, მათი გაანალიზება, როდესაც ემპირიული კვლევა-ძიებით შესაძლებელია გარკვეული რეგულარობებისა და უწყვეტობების დემონსტრირება. (Hitchcock and Hughes 1995: 20-1)
მეცნიერული თეორიები ბუნებით დროებითი უნდა იყოს. თეორია ვერასოდეს იქნება დასრულებული იმ თვალსაზრისით, რომ მოიცავდეს ყველაფერს, რაც კი არის ცნობილი და ნაკვლევი მოცემული ფენომენის შესახებ. როგორც მოლი (1978) ამტკიცებს, ერთ მეცნიერულ თეორიას მაშინვე ანაცვლებს უკეთესი, უფრო დახვეწილი თეორია, როგორც კი ახალი ცოდნის მოპოვება ხდება.
თეორიებსა და მოდელებზე საუბრისას შევეხეთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მეცნიერები მუშაობისას იყენებენ. ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ორი ასეთი ხელსაწყო - ცნება და ჰიპოთეზა, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მეცნიერებაში.
[2]მეცნიერების შესახებ ამ კონკრეტული მოსაზრების საწინააღმდეგო კლასიკური განაცხადი მოცემულია წყაროში Kuhn, T. S. (1962) The Structure of Scientific Revolution. Chicago, IL: University of Chicago Press.. კუნის წიგნში, რომელიც ინტელექტუალური ოსტატობის ნიმუშად არის აღიარებული, დაფიქსირებულია მოსაზრება, რომ მეცნიერება არ არის ცოდნის სისტემატური დაგროვება, როგორც ამას სახელმძღვანელოებში წერენ, არამედ ეს გაცილებით ნაკლებად რაციონალური საქმიანობა, ვიდრე ზოგადად წარმოუდგენიათ ადამიანებს. სინამდვილეში, ეს არის "მშვიდობიანი ინტერლუდიების სერიები, რომლებსაც ინტელექტუალურად მძლავრი და მკვეთრი რევოლუციები წყვეტს... და თითოეული რევოლუციის დროს ერთი კონცეპტუალური მსოფლმხედველობა მეორეთი იცვლება"
[3]აქ მოცემული დისკუსიების უშუალო მიმოხილვისთვის იხილეთ Chalmers, A. F. (1982) What Is This Thing Called Science? (second edition). Milton Keynes: Open University Press.
ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•