კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი V

      ეთიკური პრობლემები, რომლებიც განათლების სფეროს კვლევებში გამოყენებული მეთოდებიდან წარმოიქმნება, სხვადასხვა ნაშრომში გვხვდება: ბურგესის (Burgess 1989) მიერ რედაქტირებულ კრებულში "განათლების სფეროს კვლევის ეთიკა" და საიმონისა და აშერის (Simon and Usher 2000) მიერ რედაქტირებულ წიგნში "განათლების სფეროს კვლევაში არსებული ეთიკა". ამ სფეროში შექმნილი თითოეული ნაშრომი ყოველდღიურ პრობლემებს, საკითხებსა და დილემებს ასახავს, რომელთა წინაშეც დგებიან განათლების სფეროში მოღვაწე გამოცდილი თუ დამწყები მკვლევრები. დასახელებული ორი წიგნი აჩვენებს, რომ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში კვლევის მეთოდების კომპლექსურობის გამო წამოჭრილი საკითხები და მათი ეთიკური შედეგები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადია, განსაკუთრებით, ნაკლებად გამოცდილი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით - კვლევის სოციალ-პოლიტიკურ ჭრილში. ამ სფეროში მოსულმა ახალბედებმა უნდა იცოდნენ კვლევის ისეთი სახეების შესახებ, რომლებსაც, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ერთი პრობლემიდან მეორისკენ მივყავართ. ფაქტიურად, მკვლევარი ხშირად აღმოაჩენს, რომ მეთოდოლოგიური და ეთიკური საკითხები განუყოფელია ერთმანეთისგან კვლევათა უმრავლესობაში, რომელთაც თვისებრივს ან ინტერპრეტაციულს ვუწოდებთ. როგორც ჰიჩკოკი და ჰაგისი (1989) შენიშნავენ:

მონაწილის დაკვირვების წარმოებისას ან ვიღაცის მეწყვილის ინტერვიუირებისას წარმოიჭრება ეთიკური პრობლემები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება გამოყენებული კვლევის ტექნიკის თავისებურებებს. კვლევის ბუნების ღიაობისა თუ დახურულობის ხარისხისა და მისი მიზნების საკითხი უშუალოდ დგება მასწავლებლების კვლევის წინაშე.
(Hitchcock and Hughes 1989)

      ისინი სვამენ კითხვებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ასეთ სიტუაციაში: "სად მთავრდება მკვლევრისთვის ფორმალური დაკვირვება და სად იწყება არაფორმალური?" "გამართლებულია, რომ მკვლევარი ღია იყოს ზოგ მასწავლებელთან და ზოგთან - არა?" "რამდენად ბევრი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია მკვლევარს მოსწავლეებისთვის კვლევის კონკრეტული ნაწილის შესახებ?" "როდის განიხილება კვლევის მონაცემების მიზეზ-შედეგობრივი ასპექტი და როდის - არა?" "არის თუ არა ჭორი ლეგიტიმური მონაცემი და შეუძლია თუ არა მკვლევარს ეთიკურად გამოიყენოს ის მასალა, რომელიც მას საიდუმლოდ მიეწოდა?" როგორც ჰიჩკოკი და ჰაგისი (1989) ასკვნიან, კითხვების ჩამონათვალი ჯერ კიდევ უსასრულოა და შეიძლება შეეხებოდეს როგორც კვლევაში გამოყენებულ ტექნიკას, ისე, საკვლევი გარემოს სოციალურ ორგანიზაციას. ასეთი საკითხების წარმატებულად გადაჭრის გასაღები კარგი ურთიერთობების დამყარებაა. აქ შედის მკვლევარსა და მის ცდის პირებს შორის გაგების ჩამოყალიბება, რასაც მოჰყვება სანდოობის გრძნობა და ნდობა.

      ფაინი და სენდსტრომი (1988) დეტალურად განიხილავენ ველზე ბავშვებთან მუშაობის ეთიკურ და პრაქტიკულ ასპექტებს. კერძოდ, ისინი აჩვენებენ, თუ როგორ განსხვავდება მონაწილის კვლევის ეთიკური საკითხები ბავშვების ასაკის მიხედვით. ამ თვალსაზრისით, თვისებრივი მეთოდების კიდევ ერთი მახასიათებელი გამოყო ფინჩმა (1985: 116-17), რომელიც კომენტარს აკეთებს შესაძლო მწვავე პოლიტიკური და ეთიკური დილემების შესახებ, რომლებსაც წარმოქმნის მკვლევრისა და სხვების მიერ მიღებული მონაცემების გამოყენება. მისი კომენტარი ეხება კვლევის მონაწილეებისგან მიღებულ ნდობასაც, რაც მკვლევრებს ავალდებულებს, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია სათანადოდ იქნება გამოყენებული, კერძოდ კი, მონაწილეთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

      კელი (1989ა) ფიქრობს, რომ ის სფერო თვისებრივ კვლევაში, სადაც ეთიკური "მიმღები" განსაკუთრებით მგრძნობიარე უნდა იყოს, პრაქტიკული კვლევაა და სწორედ აქ მართებს მკვლევარს, იქნება ის მასწავლებელი თუ გარედან მოსული, განსაკუთრებული სიფრთხილე დაგებული მახეებისადმი. ეს სირთულეები შეაჯამა ჰოპკინსმა (1985: 135), როდესაც თქვა, რომ ვინაიდან მკვლევრის ქმედებები ღრმად არის ჩანერგილი ორგანიზაციაში, მნიშვნელოვანია ამ ფარგლებში მუშაობა, ეს კი კონფიდენციალობისა და პიროვნული პატივისცემის საკითხებს აყენებს.

      2.8 ჩანართში წარმოდგენილია ჰოპკინსთან მოცემული (1985) პრინციპები, რომლებიც სპეციალურად პრაქტიკული კვლევისთვის ჩამოაყალიბეს კემისმა და მაკტაგარტმა (Kemmis and McTaggart 1981).


ჩანართი 2. 8.

მოქმედებით კვლევაში ჩართული მკვლევრების სახელმძღვანელო ეთიკური პრინციპები

  • ყურადღება მიაქციეთ ოქმს. გადაამოწმეთ, რომ შეხვდით სათანადო ადამიანებს, კომიტეტებს და ხელმძღვანელებს, მიაწოდეთ ინფორმაცია და მიიღეთ საჭირო ნებართვა და დადებითი პასუხი.
  • მოიზიდეთ მონაწილეები: კვლევაში მონაწილეობისთვის წაახალისეთ ისინი, ვინც დაინტერესებულია იმ გაუმჯობესებით, რომლის მიღწევასაც აპირებთ.
  • შეუთანხმდით მათ, ვისაც შეეხება კვლევა: ყველას არ ენდომება, რომ უშუალოდ იყოს ჩართული. მუშაობისას ანგარიში უნდა გაუწიოთ სხვების პასუხისმგებლობებსა და სურვილებს.
  • აღწერეთ პროგრესი: სამუშაო თვალსაჩინო გახადეთ და იყავით ღია შემოთავაზებებისთვის, რათა მხედველობაში მიიღოთ წინასწარ გაუთვალისწინებელი და შეუმჩნეველი მიმართულებები; კოლეგებს უნდა ჰქონდეთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა;
  • მიიღეთ ექსპლიციტური ავტორიზაცია: ეს შეეხება იმას, თუ სად გსურთ თქვენი კოლეგების დაკვირვება და სად აპირებთ დოკუმენტაციის განხილვას.
  • შეუთანხმდით ადამიანებს მათი სამუშაოს აღწერილობაზე: ყოველთვის მიეცით საშუალება მათ, ვისაც აღწერთ, რომ ეჭვის ქვეშ დააყენონ თქვენი ახსნები სამართლიანობის, რელევანტობის და სიზუსტის საფუძველზე.
  • შეათანხმეთ სხვების მოსაზრებების ანგარიშები (მაგალითად, კომუნიკაციის ანგარიში): ყოველთვის მიეცით საშუალება მათ, ვინც ჩართულია ინტერვიუებში, შეხვედრებსა და მიმოწერის პროცესში, რომ მოითხოვონ შესწორებები, რაც უფრო სამართლიანს, რელევანტურს და ზუსტს გახდის თქვენს ნაშრომს.
  • მიიღეთ ექსპლიციტური ავტორიზაცია ციტატების გამოყენებამდე: აქ შედის სიტყვასიტყვით ჩაწერილი ტრანსკრიპტები, ახსნილი დაკვირვებები, ამონარიდები აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიდან, მსჯელობები, ანგარიშებში მოცემული დასკვნები ან რეკომენდაციები (წერილობითი ან შეხვედრებზე მიღებული).
  • შეათანხმეთ სხვადასხვა დონეზე გამოსაქვეყნებელი ანგარიშები: გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა აუდიტორია სხვადასხვაგვარ ანგარიშს საჭიროებს. რაც ფაკულტეტის თანამშრომლების შეხვედრაზე არაფორმალური ზეპირი ანგარიშისთვის არის საჭირო, შეიძლება შეუსაბამო იყოს თანამშრომელთა შეხვედრისთვის, საბჭოსთვის წარსადგენი ანგარიშისთვის, ჟურნალის სტატიისთვის, გაზეთისთვის, მშობლებისთვის გასაგზავნი შეტყობინებისთვის. იყავით კონსერვატიული, თუ ვერ აკონტროლებთ ამ განსხვავებებს.
  • აიღეთ კონფიდენციალობის დაცვის პასუხისმგებლობა.
  • შეინარჩუნეთ თქვენი ნაშრომის წარდგენის უფლება: დარწმუნდით, რომ ყველა, ვინც კვლევაში იყო ჩართული, კმაყოფილია ანგარიშების სამართლიანობით, სიზუსტითა და რელევანტურობით; რომ ისინი ზედმეტად არ ააშკარავებენ ან უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებენ კვლევაში ჩართულ ადამიანებს, შესაბამისად, ანგარიში ან არ უნდა აიკრძალოს, ან დაიდოს თაროზე კონფიდენციალობასთან დაკავშირებული სანქციების გამო.
  • თანმიმდევრული და ცნობილი გახადეთ პროცედურის პრინციპები: პრაქტიკულ კვლევაში ჩართული ყველა ადამიანი მუშაობის დაწყებამდე უნდა დაეთანხმოს პრინციპებს. მათ უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები ამ პროცესში.

წყარო: ადაპტირებულია Kemmis and McTaggart (1981) და მოტანილია Hopkins (1985: 134-6)


ტეგები: Qwelly, ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 2381

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters