ღირებულების სუბიექტივისტური თეორია ამოსავალი წყაროა ღირებულების თეორიის ფსიქოლოგისტურ სოციოლოგიაში. კერძოდ, ღირებულების სუბიექტივისტური თეორიისათვის დამახასიათებელი განსაზღვრება ღირებულებისა სუბიექტურთან მიმართებით ძირითადად მოთხოვნილების აღიარებით, თავისებურად განვითარდა ღირებულების პირველ სოციოლოგიურ ინტერპრეტაციაში, როგორიცაა ტომასისა და ზნანეცკის ღირებულების თეორია, განვითარებული მათ შრომაში "პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში". ტომასისა და ზნანეცკის მიხედვით, ღირებულებაა ყოველი საგანი, რომელსაც აქვს განსაზღვრებადი შინაარსი და მნიშვნელობა რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრებისათვის.
ღირებულების ამ განსაზღვრებაში, თუმცა საგნის ცნება გვაქვს მოცემული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ობიექტურობასთან გვაქვს საქმე, რადგან საგანი აქ მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობით იხმარება და არა ობიექტის. საგანი, რომელზედაც ზნანეცკი და ტომასი მსჯელობენ, უბრალოდ სოციალური ჯგუფის წევრებისათვის შემუშავებული ქცევის ნორმები და წესებია. მათი ყურადღების ცენტრში იყო "მეტად თუ ნაკლებად ნათელი და ფორმალური ქცევის წესები, რომელთა მეშვეობით ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს, რეგულირება უყოს და ასევე გახადოს უფრო ზოგადი და ხშირი მის წევრთა შესაბამისი მოქმედებანი" .
როგორც კოლბი აღნიშნავს, "ეს წესებია ღირებულებანი და სწორედ ის ღირებულებანი, რომლითაც პირველ რიგში დაინტერესებულია სოციოლოგი". არის თუ არა ეს წესები საგანი და რა აზრით შეიძლება მათ საგნობრიობაზე მსჯელობა? თომასი და ზნანეცკი საგნობრიობას განწყობის ცნების გზითა და მასთან დაპირისპირებით განსაზღვრავენ. მათთვის საგანია ყოველივე, რაც შეიძლება იყოს ორიენტაციის ობიექტი. განწყობა კი ჯგუფის წევრთა სუბიექტური ორიენტაციაა ამ საგნისადმი. ღირებულების ზნანეცკისეულ თეორიაში ობიექტის ცნება როგორც ფორმალური არაა აუცილებელი ელემენტი და ეს დაადასტურა ღირებულების თეორიათა შემდგომმა განვითარებამ, რომელშიც ღირებულების ერთადერთ და აბსოლუტურ ნიშნად მიჩნეულ იქნა ნორმატულობა. საგნობრიობა გამოითიშა ღირებულების განსაზღვრებიდან. ღირებულების შემდგომ განსაზღვრებაში სოციალური წესები განიხილება როგორც ღირებულებანი არა იმიტომ, რომ ისინი ნორმატული არიან. ღირებულებები გაგებულ იქნა როგორც ორიენტაციის ელემენტები და არა ობიექტები. ღირებულებაა, მაგალითად, დებულება: "ქმრებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები". ამ დებულების ღირებულების მაჩვენებელია მისი ნორმატულობა და არა ფაქტიურობა. შეიძლება წარმოვიდგინოთ ისეთი მდგომარეობა, რომ ქმრებს არ უყვართ მათი ცოლები და მხოლოდ აჩვენებენ მათ თავს მოსიყვარულე ქმრებად, ან არიან ადამიანები, რომელთაც არ ჰყავთ ცოლები და მათ მიმართ ეს არ არის რამე ფაქტობრივი, მაგრამ ამ წესში გამოხატულია ნორმატულობა იმით, რომ ის აწესებს ქმრებისათვის ცოლებისადმი დამოკიდებულების ნორმას. ჯერარსობაა ამ ნორმატულობის მაჩვენებელი, რომელსაც ეს დებულება გამოთქვამს და ეს ჯერარსობა ხდის მას ღირებულებად ფაქტობრიობის მიუხედავად. თომასი და ზნანეცკი კი წესებს უყურებენ როგორც ობიექტებს. კოლბი მათ აკრიტიკებს ასეთი ინტერპრეტაციისათვის და ცდილობს დაასაბუთოს, რომ წესების, როგორც ობიექტების განხილვა გამორიცხავს განწყობის წარმოშობის შესაძლებლობას. ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა წესები ანუ ღირებულებანი განხილულნი ყოფილიყო როგორც ობიექტებიც და როგორც განწყობანიც.
ღირებულების თეორიის განვითარების შემდგომ საფეხურზე ხდება ღირებულების წმინდა სუბიექტივისტური ინტერპრეტაცია და ღირებულება დაიყვანება პიროვნების ელემენტებზე. ღირებულების როგორც სოციალური განწყობის ეს ცნება მოცემული აქვთ ფერისსა და მიდს. მათი თეორიისათვის დამახასიათებელია ორი სახის ღირებულების განსხვავება: კოლექტიური და ინდივიდუალური ღირებულებების სახით. ღირებულებათა ძველი დაპირისპირება, როგორც ორიენტაციის ობიექტებისა და ორიენტაციის ელემენტებისა ანუ განწყობებისა, მათთან შეცვლილია კოლექტიური და ინდივიდუალური ღირებულებათა დაპირისპირებით. მათ მიხედვით, "სოციალური განწყობანი სოციალური წესების სუბიექტური ასახვაა, რითაც უნდა იყოს დაინტერესებული პირველ რიგში სოციოლოგია" .
ზნანეცკისთან ღირებულების ცნება შემდგომ განვითარებასა და დაზუსტებას პოულობს მის გვიანდელ შრომებში, სადაც ზნანეცკი განიხილავს ღირებულების ცნების ისეთ ასპექტს, როგორიცაა განწყობა. განწყობის ცნება არ დაიყვანება ინდივიდის ფაქტებზე. ის წარმოადგენს აგენტის მიერ სიტუაციის განსაზღვრას, რაც აგენტის განაზრების შედეგია და ამ ფსიქოლოგიურ აქტს ის ანიჭებს კულტურულ მნიშვნელობას, რადგან სიტუაციის გააზრება, წარმოებული აგენტის მიერ, შეიძლება გახდეს სხვების გაზიარების ობიექტიც.
ზნანეცკის მიხედვით, სიტუაციის განსაზღვრის სხვადასხვა ტიპები არსებობს. პირველი არის "რეალისტური განწყობანი" მიღებული აგენტის მიერ სიტუაციის გააზრების გზით. ამ შემთხვევაში აგენტი შემოიზღუდება სიტუაციის ცნებობრივი გააზრებით და არ შედის მოქმედებაში ამ სიტუაციაში. ამ განწყობის კულტურულობის წყაროა ერთი მხრივ მისი კომუნიკალური ხასიათი, რადგან ის შეიძლება სხვა აგენტის სიტუაცია იყოს და, მეორეს მხრივ, მისი შესაძლებელი ზოგადობა, რადგან ეს განწყობა შეიძლება სხვებმაც გაიზიარონ. მოქმედების სიტუაციისაგან, აზროვნებითი სიტუაციის განსაზღვრის განსხვავებისათვის, ამ უკანასკნელს ზნანეცკი აღნიშნავს "დეაციონატური განწყობის" ცნებით და მის სპეციფიკას დაიყვანს იმაზე, რომ ის არის არა მოქმედების გააზრება, არამედ ამ მოქმედების შესახებ აზრების განაზრება და ზემოქმედება ამ აზრებზე. სიტუაციის განსაზღვრა შეიძლება იყოს საყოველთაო მნიშვნელობის, ე. ი. ისეთი, რომელიც სწორად გაიაზრებს არსებულ სიტუაციას და ამით იქცევა განსაზღვრულ ნორმად. სიტუაციის ასეთ განსაზღვრას ზნანეცკი უწოდებს "იდეოლოგიურ მოდელს" და მას განასხვავებს "მოქმედების რეალისტური მოდელისაგან", რაც მდგომარეობს არა მოქმედების შესახებ აზრის გააზრებაში, ან სიტუაციის განსაზღვრაში მოქმედების გარეშე, არამედ სიტუაციის მოქმედებით განსაზღვრაში. ეს ადამიანთა მოქმედებათა ორგანიზაციის პრინციპია, რასაც ზნანეცკი უწოდებს "ფუნქციონალურ ურთიერთდამოკიდებულებას".
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
თებერვალი 28, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•