"მორწმუნე ადამიანი" - "Homo Credens"

believe, believers, faith, homo, homo credens, homo economicus, qwelly, religion, religion sociology, sociology, sociology of religion, ეკონომიკური ადამიანი, მორწმუნე, მორწმუნე ადამიანი, რელიგიის სოციოლოგია, რწმენა, სარწმუნოება, სოციოლოგია, ჰომო ეკონომიკუს

     ადამიანის ბუნების შესახებ კლასიკური თვალსაზრისი, რომელსაც ფილოსოფოს-განმანათლებლები და ეკონომისტები აყენებდნენ, განიხილავს ადამიანს როგორც თავისუფალ ინდივიდს, რომელიც საკუთარი კეთილდღეობასა და ბედს მართავს, ერთიანდება რა სხვა ადამიანებთან ნებაყოფლობითი შეთანხმების წესით. სოციოლოგები უარს ამბობენ ამ თვალსაზრისზე, რომელსაც ეკონომისტმა ადამ სმიტმა პირობითად "Homo Economicus" უწოდა. სოციოლოგებს არ სჯერათ, რომ რაციონალური ინტერესი, გათვლა და გარიგება საკმარისია ეკონომიკური ცხოვრების მხარდაჭერისთვის ან პოლიტიკური ბირთვის ფორმირებისთვის. სოციოლოგები უარს ამბობენ კლასიკურ ფორმულაზე: "პირველგან იყო ადამიანი" და მას უპირისპირებენ "პირველგან იყო საზოგადოება". საზოგადოება არის ის მატრიცა, რაც თითოეულ ინდივიდს ანიჭებს თავის ნიშან-თვისებებს, მიუჩენს თავის შესაბამის ადგილს და ჩააგონებს წესებსა თუ ღირებულებებს. ცნობიერება გულისხმობს არა ფორმულას "მე ვარსებობ, მაშადამე მე ვაზროვნებ", არამედ - ფორმულას "შენ უნდა..., მაშასადამე შენ მოქმედებ", ანუ სხვასთან დაკავშირებისა და ურთიერთობის წესს. ადამიანთა მზადყოფნა მსხვერპლად გაიღონ თავიანთი სიკეთე, კეთილდღეობა და სიცოცხლეც კი ოჯახის ან სამშობლოს გულისთვის არ წარმოადგენს გონების შედეგს. დოსტოევსკი თავის "ჩანაწერებში" წერს, რომ თუკი სამყაროში ყველაფერი გონივრული იქნებოდა, მაშინ არაფერი არ მოხდებოდა საერთოდ. საზოგადოებაში თითოეული სოციალური ფაქტი ირაციონალური ძალების მოქმედების რეზულტატია. კლასიკოსი სოციოლოგების (ემილ დიურკემი, მაქს ვებერი, ვილფრედო პარეტო და ა.შ) ინტერესი მიმართულია საზოგადოების ირაციონალური ბაზისის კვლევაზე. ყოველი ამ მეცნიერთაგანი ამტკიცებს, რომ საზოგადოების ცხოვრება რაციონალური ფორმის ქვეშ ფარავს საფუძველს, რომელიც რაციონალური არ არის.

     შეიძლება კი დაშვება იმისა, რომ ცალკეული ინდივიდისთვის სასარგებლო ნივთები, მოქმედებები, ეგოისტური მისწრაფებები შეიძლება განსაზღვრავდნენ სტაბილურ და მყარ ურთიერთობას? ინტერესი ცვალებადია დროსა და ინდივიდის შესაბამისად და შეუძლია მხოლოდ დააცარიელოს ან საერთოდ დაანგრიოს ეს ურთიერთობა. რატომ მოქმედებენ ადამიანები თავიანთი ინტერესების საპირისპიროდ? რატომაა, რომ რევოლუციებს აწყობს ელიტა, ხოლო მუშები და გლეხები იცავენ თავიანთ ბორკილებს? საზოგადოების კანონები ეს არაა მხოლოდ ბაზრის კანონები, მაშინაც კი თუ საბაზრო ურთიერთობები მთელს საზოგადოებაზე ვრცელდება. რწმენებისა და შეხედულებებისაგან ბაზრის გათავისუფლება ნიშნავს მის გაღარიბებას იმ იდეებისა და ღირებულებებისაგან, რომელიც მას კვებავს და განვითარების შანსს უქმნის. ამ იდეებისა და ღირებულებების გარეშე ბაზარი გარდაიქმნებოდა ჩლუნგ მექანიზმად. ცხადია, რომ ფილოსოფიური და რელიგიური წარმოდგენები კარნახობენ ინდივიდებს თავიანთ ინტერესებს, განსაზღვრავენ მათ სარგებლიანობა-უსარგებლობას, იმას, რაც მათ ბედნიერს ან უბედურს ხდის.

     ინდივიდთა ფსიქიკაში არ არსებობს რაიმე, რაც არ იყოს დამოკიდებული საზოგადოებაზე და მის ანაბეჭდს არ ატარებდეს. მსჯელობისა თუ საუბრის მანერა, ფრაზების სტრუქტურა, გრძნობითი და მოძრაობის ჩვევები წარმოიქმნება სოციალური სამყაროდან და მასთაა შერწყმული. თითოეული ეს ელემენტი კოლექტიური გამოცდილების პროდუქტია. ტრადიციის ან დასწავლის ძალით ისინი ხდებიან პიროვნული კონსტრუქტები, რომლებიც ოდესღაც საერთო კოლექტიური მეხსიერების ფონდიდანაა აღებული. ადამიანის ანალოგია როგორც "შავი ყუთისა", მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი იგი ცარიელი დარჩებოდა, მუდმივად რომ არ ივსებოდეს გარეგანი პრესირების შედეგად სხვადასხვა იმპულსებითა და რეფლექსებით. ფრანგი ისტორიკოსი ფუსტელა დე კულანჟე წერდა: "ადამიანებს რომ მისცე საერთო წესები, დააწესო მართვა მათზე და აიძულო, დათანხმდნენ ისინი ამ წესებს დაემორჩილონ, აიძულო ვნება დაუთმოს გონებას, ხოლო ინდივიდუალური გონება - საზოგადოებრივს, საჭიროა არსებობდეს რაღაც უფრო ამაღლებული, ვიდრე მატერიალური ძალაა, უფრო პატივსაცემი, ვიდრე - ინტერესი, უფრო მარადიული, ვიდრე ხელშეკრულება. ისეთი რაღაც, რაც ერთნაირი ხარისხით შეიძლება არსებობდეს ყველა ადამიანის გულის სიღრმეში და იკავებდეს მასში გაბატონებულ ადგილს. ეს რაღაც არის რწმენა". არა აქვს მნიშვნელობა ეს რწმენა იკვებება მითით, იდეოლოგიით თუ მეცნიერებით. იმ დროიდან, რაც რწმენა არსებობს, ადამიანები გრძნობენ თავიანთი კავშირის ქმედითობას, რომელიც მათ აერთიანებს, მათი დარწმუნების გამორჩეულ ძალას, მიზნის მიმზიდველობას, რომელიც აიძულებს ადამიანებს შეთანხმებულად იმოქმედონ". საზოგადოების გარეშე თუ დაიღუპება ადამიანი, ეს იმიტომ, რომ საზოგადოების გარეშე არ არის რწმენა. აღსანიშნავია, რომ რაც უნდა მატერიალური და სასტიკი არ უნდა იყოს იძულება, ეს არ უშლის იმ ფაქტს, რომ "ნებისმიერი საზოგადოების სიძლიერე თავის საფუძველში წარმოადგენს სულიერ სიძლიერეს".

     თავისთავად საზოგადოება მოკლებულია ერთიანობასა და სისტემურობას; იგი იქმნება სწრაფად და მუდმივად იცვლება, ისე, რომ მხოლოდ სულიერი საფუძველი - რწმენა ეხმარება საზოგადოებას შენარჩუნდეს დიდი ხნის განმავლობაში და დაიცვას თავისი წევრები აპათიისგან. კონცეფცია "Homo Economicus" ძალიან რაციონალურია თავისი მეთოდებითა და ცუდად უმკლავდება დროის ეროზიას. სოციოლოგია მას უპირისპირებს "Homo Credens"-ის თეორიას. ცნობილია ზოგადი ფორმულა - თუ ეკონომიკური ელემენტი - ეს არის, ხატოვნად თუ ვიტყვით, ჟანგბადი საზოგადოების არსებობისთვის, იდეოლოგიური ან რწმენის ელემენტი მისი არსებობის წყალბადია. ეს არის სოციალური მოვლენების სიმბოლური თუ ემოციური ასპექტის პირველადობის აღიარება, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობდნენ ეკონომისტები და ფილოსოფოს-განმანათლებლები, აწერდნენ რა მას ილუზორულობასა და მეორადობას.

     სულიერის, იდეისა თუ რწმენის ობიექტივაცია არის სოციალური ფაქტი, თუმცა თავად იდეა თუ რწმენა სოციალური კონტექსტიდან იღებს სათავეს. ე. დიურკემი წერს: "სფერო, რომელსაც იდეალიზმის პრინციპი უშუალოდ მიეყენება, ესაა სოციალური სფერო. იდეა აქ წარმოადგენს უფრო დიდ რეალობას, ვიდრე სადმე სხვაგან. მაგალითად., ბუნებაში".

     საზოგადოება ყველგან იბადება შიგნიდან. იმ ვნებებიდან, რომელიც თითოეული ადამიანიდან მომდინარეობს, რომელიც ერთად იკერება უთვალავი მოქმედებებიდან უთვალავ სიტუაციაში. რწმენის ირგვლივ გაერთიანებულები ადამიანები გრძნობენ თავს განსხვავებულად, დამუხტულები არიან კიდევ უფრო დიდი ენერგიით. მას მოაქვს მიზანმიმართულება ადამიანურ მოქმედებებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისტორია გვაფრთხილებს ამ მიზნების სისწორის დადასტურების შეუძლებლობაზე, მათ მიღწევას არასასურველი თანმხლები ეფექტების გარეშე.

     ეს სწორედ ისაა, რაც აინტერესებდათ პირველ სოციოლოგებს. საზოგადოების დაწესებულებების, ინსტიტუციური სტრუქტურის ქვეშ, რომელიც ცხადი და ექსპლიციტურია, შეიძლება აღმოვაჩინოთ ვნებების საზოგადოება, სოციალური ცხოვრების იპლიციტური, წყალქვეშა ნაკადების სამყარო. ეჭვი არაა, რომ სწორედ ეს ვნებებია ისტორიაში პოლიტიკის, რელიგიის ყველაზე დიდი ქმნილებების სტიმული და საერთოდ, კულტურის ინოვაციის საფუძველიც. დრო და დრო ისინი ამაღლებენ ადამიანთა ქმედითუნარიანობასა და ტონუსს, რომლებსაც ემუქრებათ გულგრილობის მორევში ჩაძირვის საფრთხე. ერთი ადამიანის კავშირი მეორესთან ეს არაა მხოლოდ რაციონალური ინტერესებისა და აზრების ერთობა, ესაა ვნებებით შთაგონებული მოძრაობაც. ვნებები აიძულებენ ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ ისეთ იდუმალ რამეში, როგორიცაა თანასაზოგადოება.

     არაფერი დიადი და სხვათა შორის, მოკრძალებულიც კი არ იქმნება უგრძნობ სამყაროში. კარლ მარქსი ამტკიცებდა, რომ ვნება, გრძნობა ადამიანის ბუნებისგან განუყოფელია. "სწორედ ამიტომ ადამიანი წარმოადგენს მიზანმიმართულ და მგრძნობელ არსებას წარმოადგენს არსებას, რომელსაც თანაგანცდა, ტანჯვა შეუძლია, და რამდენადაც იგია არსება, რომელიც განიცდის ტანჯვას, ამდენად იგია მგრძნობიარე, ვნებიანი არსება. ვნება ადამინის ძირითად ძალას წარმოადგენს, რომელიც ენერგიულად ისწრაფვის თავისი მიზნისკენ". სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოების დაბადება და განახლება გულისხმობს ასეთი ვნების უეცარ გამოვლენას, ამგვარ მომენტებში აქტუალიზდება ენთუზიაზმის ნაკადი, რომელიც სინამდვილეზე ბატონობს. ინსტრუმენტების, ცოდნისა თუ ღირებულებების შექმნის მოთხოვნილება ეძებს რეალიზაციას. არ ღირს საკამათოდ ის, თუ რას დავარქმევთ მას ქარიზმას, მსხვერპლს, აღზნებას, კოლექტიურობას, სიმბოლურ გაცვლას თუ რევოლუციას. მეცნიერება, რომელიც ხსნის ამგვარი სოციალური ვნებების წარმოქმნასა და განვითარებას ყოველდღიური რაციონალობის მიმართულებით - ადგენს სიახლეებს, ინოვაციებს. სოციოლოგიაში თითოეული თეორია მიმართულია თავისებურად ახსნას ის მიზეზები, თუ რატომ წარმოიქმნება ეს ვნება და როგორ გარდაქმნის იგი ადამიანურ მასას საზოგადოებად. სწორედ მოთხოვნილება ამ მოვლენების დინამიკაში განხილვისას აძლევს საერთო ვნებების ემოციონალურ, ფსიქიკურ ასპექტს მთელ თავის მნიშვნელობას. სოციალური მოვლენების ახსნისას ამ ასპექტის იგნორირება იწვევს სოციალური მექანიზმის დაემსგავსება ფუჭად მომუშავე მექანიზმს, რომელიც იქმნება რეალობის ელემენტებისგან, მაგრამ ვერ ფუნქციონირებს.

ტეგები: believe, believers, faith, homo, homo credens, homo economicus, qwelly, religion, religion sociology, sociology, მეტი...sociology of religion, ეკონომიკური ადამიანი, მორწმუნე, მორწმუნე ადამიანი, რელიგია, რელიგიის სოციოლოგია, რწმენა, სარწმუნოება, სოციოლოგია, ჰომო ეკონომიკუს

ნახვა: 675

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters