რელიგია და ინდივიდი: მარადიული კითხვა - "რატომ შემემთხვა მაინცდამაინც მე?"

     ბრონისლავ მალინოვსკი შეეცადა განესაზღვრა რელიგიის ფუნქციები მაგიასთან მისი შედარების საფუძველზე (იხ. რელიგია და მაგია). იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ადამიანები მაგიას მიმართავენ მაშინ, ანუ ცდილობენ ზებუნებრივი მოვლენების მართვას, როცა არ შეუძლიათ ბოლომდე დაუქვემდებარონ გარემოებები თავიანთ ნებას, რომლებიც სინამდვილეში მათზე დამოკიდებული არ არის. ადამიანებს სწამთ, რომ ამით აირიდებენ თავიდან უბედურ შემთხვევებს და მომავლის წინასწარმეტყველებას შეძლებენ.

     მალინოვსკი აღწერს წყნარი ოკეანის ტრობრიანის კუნძულების მცხოვრებლების ზნე-ჩვეულებებს. ამ ხალხის ძირითად საქმიანობას ნაოსნობა წარმოადგენდა და ისინი წარმატების მიღწევის მიზნით ხშირად მიმართავდნენ მაგიურ რიტუალებს. ნაოსნობა სახიფათოა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანები ცურავენ საიმედო ხომალდებზე და გამოცდილი კაპიტანის მეთაურობით. საფრთხისაგან თავდაცვის მიზნით (გემის დაღუპვა, შტორმში მოხვედრა, მეჩეჩზე დაჯდომა, კლდეზე დამსხვრევა და ა.შ) ტომის წევრები მიმართავენ მაგიას და ასრულებენ მასთან დაკავშირებულ ცერემონიებს. რაც უფრო სახიფათოა მოგზაურობა, მით უფრო ხანგრძლივი და რთულია რიტუალები. მაგიური ძალებისადმი მიმართვა ხდება სარისკო მოგზაურობების წინ, ღია ზღვაში თევზჭერის დროს, ხოლო წყნარ და უსაფრთხო ადგილებში (ლაგუნა) მოგზაურობის დროს ამგვარი რიტუალების შესრულება არ ხდება.

     ბევრ რელიგიაში მონაწილეობს მაგიური ელემენტები, ამიტომ ყოველთვის მათ შორის მკვეთრი ზღვარის გავლება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რელიგიასა და მაგიას შორის განსხვავება პრინციპულია. მაგია ეს არის საშუალება კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მაშინ როცა რელიგია ფასეულია თავისთავად, თვითღირებულია ანუ უპირობო ღირებულებას წარმოადგენს. ადამაინები მიმართავენ მაგიას იღბალის ან ბედნიერი შემთხვევის იმედით. მაგრამ რელიგიურ რწმენას ადამიანები იღებენ უფრო სიღრმისეული მიზეზის გამო, რაც დაკავშირებულია ცხოვრების საზრისის ძიებასა და სამყაროში საკუთარი ბედის შესახებ შფოთვასთან. მალინოვსკის აზრით, რელიგია წარმოიქმნება ადამიანის უნარიდან უყვარდეს და იზრუნოს სხვა ადამაინებზე და სიკვდილის გარდუვალობის გაცნობიერებიდან. ბევრ რელიგიაში ფიგურირებს წარმოდგენები საიქიო ცხოვრებაზე, უკვდავებისა და ცხონების შესახებ. ქრისტიანობაში ადამიანი ხვდება სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. ბუდისტები გადიან სულის გარდასახვას – რეინკარნაციას, ანუ ხელახალი დაბადების ციკლს. ამ წრმენებს უკავშირდება ბევრი რიტუალი (ე.წ. სულის მოსახსენიებელი რიტუალები. მაგალითად ებრაელებს, ირლანდიელებს, ქრისტიანებს აქვთ "მოსახენიებელი პანაშვიდები" მიცვალებულის დასაფლავების წინ) რომლის დროსაც ხდება ცოცხლების ნუგეშისცემა, თანადგომა და სიკვდილისადმი მათი შიშის შერბილება.

     რელიგია არა მხოლოდ ნუგეშისცემის შესაძლებლობა არის სიკვდილის წინაშე დგომისას, არამედ მას აზრი შეაქვს ადამიანური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. როდესაც ადამიანებს ემართებათ უბედურება, ისინი სვამენ მარადიულ კითხვას: რატომ შემემთხვა ეს მაინცდამაინც მე? ადამიანებს შეუძლიათ დასვან ეს კითხვა ხუმრობით, მაგალითად, როდესაც მათ უტყდებათ ქოლგა, ან სერიოზულად, როცა ცხოვრებაში ხდება რაღაც კატასტროფა. გამოთქმა, რომ "ათეიზმი მწუხარებაში ვერ გვიშველის" თვალსაჩინოდ ასახავს რელიგიის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. რელიგია ეხმარება ადამიანებს იპოვონ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ემართებათ მათ ესა თუ ის შემთხვევა. რელიგია აძლევს საზრისს სიტუაციებს, რომლებიც მოკლებულია საზრისს და უსამართლოდ გვეჩვენება. სოციოლოგების აზრით, რელიგია ეხმარება ადამაინებს ისეთი უსამართლობის გადატანაში, როგორიცაა სიღარიბე, ავადმყოფობა, უთანასწორობა. რელიგია ადამიანებს აძლევს ტანჯვის დროს იმედის შესაძლებლობას, ამიტომ მისი როგორც სოციალური ინსტიტუტის გაქრობა შეუძლებელია. ქრისტიანებს რელიგია აძლევთ იმედს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობისათვის; ცნობილია ბიბლიური გამოთქმა, რომ "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რადგან მათ დაიმკვიდრონ ეს ქვეყანა". აღმოსავლურ რელიგიებში ფიზიკური ტანჯვის გადალახვა შესაძლებელია სულიერი გასხივოსნების მეშვეობით.

     ზიგმუნდ ფროიდმა გამოავლინა რელიგიის სხვა სოციალური ფუნქციაც. ფროიდის აზრით რელიგია იცავს ადამინებს უსუსურობის შიშისგან, რომელსაც ისინი ბავშვობისას განიცდიან. როგორც ბავშვი პოულობს დაცულობასა მშობლის ხელებში, ასევე მოზრდილებიც პოულობენ ნუგეშისცემას მოსიყვარულე ღმერთის სახით. ფროიდის აზრით რელიგიურ წარმოდგენებს ფესვები აქვთ გადგმული ადამიანის ფსიქიკაში და მათი განხილვა როგორც სწორი ან არასწორის (პირდაპირი მნიშვნელობით) არ შეიძლება. ფროიდი თვლის, რომ რელიგიური წარმოდგენები სოციალური ილუზიებია. ხოლო სოციალურ ილუზიებზე მოთხოვნა ყველა საზოგადოებაში არსებობს. ეს ილუზიები ეფუძნება ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს, რომლებიც თავისი არსით მატერიალური ბუნების წინააღმდეგობრივია.

ტეგები: Qwelly, მალინოვსკი, რელიგია, სოციოლოგია, ფროიდი

ნახვა: 340

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters