მე-20 საუკუნის დასაწყისში კულტურის კვლევის ინტენსიფიკაციასთან ერთად, დაისვა კითხვა: როგორ მივუდგეთ კულტურას, რაგზით შევძლებთ მის წვდომას, რაც შეიძლება მის ბუნებასთან მისადაგებული ფორმით. ეს საკითხი მწვავედ დაისვა ალფრედ ვებერის წინაშე, როდესაც მან კულტურის შემმეცნებელი ახალი დისციპლინის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, რომელიც განსხვავებით კულტურის ფილოსოფიისაგან, კულტურის სამეცნიერო და არამსოფლმხედველობრივი განხილვა იქნებოდა. მას მიაჩნდა, რომ კულტურას მრავალი თვალსაზრისით შეიძლება მივუდგეთ. მაგრამ, ამოცანაა, მათ შორის მოიძებნოს ის თვალსაზრისი, რომელიც კულტურის კვლევაში წარმატებას უზრუნველყოფს. ვებერის მიერ შექმნილი კულტურის სოციოლოგია მისთვის უბრალო პროფესიული ინტერესის საგანი კი არ ყოფილა, არამედ მისი "სიცოცხლის განცდა და მისთვის შინაგანი ფენომენი." ამ გზით, როგორც მწერალი კურციუსი აღნიშნავს, "მან ჰპოვა მეთოდი, რომელიც მხოლოდ მას შეეძლო ჰქონოდა. ალფრედ ვებერის ძირითად ნაშრომში კულტურის ისტორია როგორც კულტურის სოციოლოგია", რიჰარდ ბრეი ახალ მეთოდს პოულობს, რომელსაც კულტურის კვლევაში წარმატება მოაქვს, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული შეცდომებითაც ხასიათდება. ბრეის ეს ბუნებრივად მიაჩნია, რადგან "მეცნიერებაში ყოველი წინსვლა დაკავშირებულია ახალ შემეცნებასთან და შენაძენთან, ამავე დროს, ნგრევასა და დანაკარგთან. წინსვლა ყოველთვის უკუსვლაცაა" (იხ. ბრეის შესავალი წერილი ალფრედ ვებერის თზულებათა მე-8 ტომისათვის).
ალფრედ ვებერმა მე-20 საუკუნის ყველაზე მწვავე საკითხზე მოახდინა რეფლექსია. ეს იყო კულტურის ადგილი და როლი საზოგადოების ცხოვრებაში. კულტურის პრობლემებმა იმდენად წინ წამოიწია, საჭირო იყო იმის გააზრება, რას აძლევს კულტურა საზოგადოებას და საზოგადოება - კულტურას. საჭირო იყო იმის დადგენა, "რა წყარო აქვს კულტურის ნაყოფიერებას და რა უშლის მას ხელს? შეუძლია თუ არა კაპიტალიზმს სოციალური და კულტურული საკითხის გადაწყვეტა? როგორაა შესაძლებელი მოთხოვნების შესაბამისი პოლიტიკური კულტურა? როგორ დაიძლევა გაუცხოების ახალი ფორმები? შეუძლია ადამიანს თავი დააღწიოს აპარატის ძალაუფლებას? სად იმყოფება თანამედროვე ადამიანი ისტორიის მსვლელობაში და რა პერსპექტივები აქვს? დღევანდელი წარმოების წესი დედამიწასა და ბუნებას ხომარ დაანგრევს? ეს კითხვები ჩვენს ეპოქაში მეტად აქტუალურია", აღნიშნავს ბრეი და მიუთითებს, რომ კითხვა "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?" რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ოცი ცნობილი მოაზროვნის კრებულის სათაურად იყო გამოყენებული, საწყისს ალფრედ ვებერთან იღებს, რომელმაც ეს კითხვა კულტურის მიმართ დასვა და სცადა ეპასუხა კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი კულტურა როგორც სულიერ-გონითი გამოხატვის ფორმა.
ეს კითხვები იდგა მაქს ვებერის წინაშეც, მაგრამ ძმები განსხვავებულ განზომილებაში გადაწყვეტდნენ ამ კითხვებისადმი მიდგომის მეთოდური პრინციპებისა თუ წანამძღვრების საკითხს. მაქს ვებერი როგორც თანმიმდევარი რაციონალისტი, როგორც რაციონალურ, ისე ირაციონალურ მოვლენათა ასახსნელად მხოლოდ რაციონალურ მეთოდს იყენებდა. მასთან შემეცნება გონებრივი ფორმებით, ლოგიკური ანალიზით წარიმართებოდა. ალფრედ ვებერს გონება არ გამოურიცხავს, მაგრამ გონების შესაძლებლობანი შეზღუდულად ჩათვალა კულტურის შესამეცნებლად, რადგან კულტურა უფრო განცდისეულია, შთაგრძნობადია. ამდენად, კულტურის თეორია უნდა აიგოს გრძნობადის, ირაციონალურის საფუძველზე. როგორაა შესაძლებელი კულტურის სოციოლოგიური თეორია და კულტურის სოციოლოგიური ცნება? ალფრედ ვებერი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გონების გვერდით, ემოციონალურსა და ნებელობითს მიმართავს. მისთვის დომინანტურია "სიცოცხლის შეგრძნება", "გონით ემოციონალური", "სულიერ-გონითი ნებელობა", მათი გზით იწარმოება კულტურა. ალფრედ ვებერისათვის "გონითი არსებითად გონით ემოციონალურია". ამ განსაზღვრულობაში ის რაციონალურისაგან შემოიფარგლება, ემიჯნება ინტელექტუალურ-ცნებობრივს, რადგან კულტურა თავისი ბუნებით გრძნობად-ნებელობითია. მას ამოძრავებს სულიერ-გონითი ნებელობა. ალფრედ ვებერის მტკიცებით, კულტურის წვდომის მეთოდი ამ მოვლენის იდენტური უნდაიყოს. ამიტომ განხილვის წესი იქნება "ინტუიციურ-ირაციონალური". მისი თქმით, კულტურის კვლევის მეთოდი უეჭველად ინტუიციონისტური და სინთეტურია, მაგრამ, ამავე დროს, ის ცნობიერ-ანალიტურიცაა. ალფრედ ვებერის მკვლევარები მიუთითებენ, რომ ის ასეთ მეთოდს არა მარტო ძმასთან პაექრობაში იცავდა, არამედ გეორგ ლუკაჩთანაც და მან "ყველაფერი გააკეთა გრძნობის დამსაბუთებელი ძალის დემონსტრირებისათვის".
ალფრედ ვებერის მეთოდის გასაგებად მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო კულტურასთან მეთოდის შესაბამისობის მოთხოვნა, რაც ნივთთა ობიექტური ვითარებითაა გაპირობებული, არამედ მკვლევრის მსოფლმხედველობრივი ორიენტაციაც, ანუ სუბიექტისა და სუბიექტურობის როლი კულტურის შემეცნებაში. მაქსვებერი კულტურისა და პოლიტიკის მეცნიერებათა გათავისუფლებას ცდილობდა შეფასებებისაგან, გამიჯნავდა შემეცნებით და შეფასებით მსჯელობებს და ამ უკანასკნელთ მეცნიერების სფროდან გამორიცხავდა, მეცნიერულ ანალიზში ფიგურირების შემთხვევაშიც შეფასებით მსჯელობათა შემეცნებით ფუნქციას უარყოფდა. ალფრედ ვებერი იმ წანამძღვრიდან ამოდის, რომ ღირებულებითი ორიენტაციების გარეშე კულტურის კვლევა განუხორციელებელი იქნება და ღირებულებითი ორიენტაციების გზით ბუნებისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კვლევა ერთიანდება, საკითხი უნდა დადგეს არა ღირებულებითი ორიენტაციების გამორიცხვის, არამედ იმის შესახებ, რომელ ღირებულებით ორიენტაციებთან კავშირი მოუტანს კულტურის მკვლევარს უფრო მეტ წარმატებას. სახელდობრ, ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან, ფილოსოფიასთან თუ რელიგიასთან. ეს ღირებულებითი ორიენტაციები ქმნის კულტურის ცენტრს, რომელსაც შეადგენს რელიგია, მეცნიერება, ფილოსოფია და ხელოვნება. ამ ოთხიდან, რიჰარდ რორტის აზრით, უკეთესია, ცენტრალურად ხელოვნება დაისახოს. ხელოვნება კვლევას ნაკლებად ზღუდავს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ მიგვეღო არც ერთი მათგანი. ალფრედ ვებერი სხვაგვარად ფიქრობს. ოთხივეს აღიარებს კულტურის ცენტრად, მაგრამ არჩევანს მეცნიერებაზე აკეთებს, თუმცა, მის შემავსებლად ხელოვნებას მიიჩნევს. ამიტომ, ის, კულტურის მეცნიერულ კვლევაში ხშირად მიმართავდა ხელოვნების ნაწარმოებთა ანალიზს და ხელოვნების შემეცნებით ფუნქციას იცავდა. ერთ-ერთმა მკვლევარმა ამ მიმართულებით ალფრედ ვებერის ღონისძიებები შეადარა თომას მანის მცდელობას, რომლისთვისაც "ფაუსტური" ხელოვანის, მუსიკოსის ეშმაკთან ბრძოლაა. ალფრედ ვებერმა ეს სოციოლოგიაში გააკეთა.
კულტურის ცნების დასადგენად მრავალ გზას მიმართავენ. ერთ შემთხვევაში ამოსავლად სიტყვის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას გაიხდიან და იმ ასპექტებს გააანალიზებენ, რომელიც სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან ცნებობრივში გადადის. რა ასპექტები აქვს სიტყვა "კულტურას", რომლის გამო ის საფუძვლად დაედო კულტურის ცნებობრივ მნიშვნელობას და, რომლის ძალითაც, გარკვეული ფენომენები აღინიშნება ამ სიტყვით. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ სიტყვასა და შესაბამის ცნებას შორის გარკვეული შინაარსობრივი იდენტურობაა და ეს ხდება ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან ცნებობრივზე გადასვლის საფუძველი. მკვლევართა უმრავლესობა ამ გზას მიმართავს. ეძებენ არა მარტო სიტყვა "კულტურის" თანამედროვე მნიშვნელობას, არა მარტო იმას, რომ ეს სიტყვა პირველად გერმანელებმა გამოიყენეს, არამედ იმასაც, რა იყო ამ სიტყვის მისაღებად გამოყენებული ფუძე ძველ ლათინურში და როგორ გადავიდა ის გერმანულში.
კულტურის ცნების დადგენის ერთ-ერთი გზაა სიტყვის სემიოლოგიური ანალიზი - ყოველდღიურობაში რამდენი მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა და რომელი მათგანი დაედო საფუძვლად კულტურის ცნების თანამედროვე გაგებას. ან კიდევ, რომელი გამოდგება კულტურის ცნების დადგენაში ამოსავლად. ამ გზას მიმართავს გერმანელი კულტუროლოგი კლაუს ჰანსენი ნაშრომში "კულტურა და კულტურის მეცნიერება". მისი მტკიცებით, კულტურის მეცნიერებათა უპირველესი კითხვაა - "რა არის კულტურა?" მრავალი პასუხის მიუხედავად, კულტუროლოგებს ჯერ კიდევ არა აქვთ ამ ცნების სწორი გაგება. ეს მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეტიმოლოგიური ანალიზით არ შემოვიფარგლებით და ამოსავლად სიტყვა "კულტურის" ყოველდღიურ მნიშვნელობას ავიღებთ. ამ სიტყვის ყოველდღიურ მნიშვნელობათაგან ჰანსენი აანალიზებს ოთხს: პირველი - ვამბობთ, მაიერი გაგიჟებულია კულტურაზე, ხშირად დარბის ოპერასა თუ სხვა თეატრებში, ფრანკფურტელთა კულტურა ზეპირად იცის. მეორე - მიულერს არავითარი კულტურა არა აქვს, არავითარი ცხოვრების წესი. ის ცივილიზაციის ყველა მიღწევას ფლობს, მაგრამ კულტურას მოკლებულია. მესამე - ქ-ნი შულცი ბევრს მოგზაურობს, რადგან მას უცხო კულტურები აინტერესებს სუბკულტურებთან ერთად. მეოთხე - ძლიერი წვიმები დარგულ კულტურათა უმრავლესობას სპობს. ამ დებულებებში სიტყვა "კულტურა" განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება.
პირველ მაგალითში "კულტურა" შემოქმედებასთან დაკავშირებულ და შემოქმედების ყველა პროდუქტს მოიცავს - თეატრალური ხელოვნება იქნება ეს, ლიტერატურა, სახვითი და კინო ხელოვნება თუ სხვა. ესენი არტეფაქტებია, თანაც შრომის პროდუქტები, პრაქტიკული გამოყენების მიზნის გარეშე. მათზე მუშაობა გონითი, შემოქმედებითი და ხელოვნებისეული. ეს საქმიანობა არაა გადაცემადი, დაკავშირებულია განსაკუთრებულ უნარსა და ნიჭთან. ხელოვნებისეული შემოქმედებითი შრომა და მისი პროდუქტები კულტურად და კულტურის პროდუქტებად იწოდება. მეორე მნიშვნელობას ბევრი საერთო აქვს პირველთან. მასში თავს იჩენს კულტურისა და ცივილიზაციის განსხვავება, რომლის სრულყოფილ ანალიზად ჰანსენი ნორბერტ ელიასის ორტომეულს მიიჩნევს. თვითონ ჰანსენი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ კულტურასა და ცივილიზაციას შორის დაპირისპირებაა, რომ ცივილიზაცია პრაქტიკულ მატერიალურ ნივთთა ქონებასთანაა დაკავშირებული, კულტურა კი მასზე მოთხოვნილებაა. ჰანსენის აზრით, კულტურის ამ ორ გაგებას საერთო აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული სფეროს პრაქტიკული ბატონობისაგან დაშორებულობა. ისინი პრაქტიკულზე მაღლა მდგომად განიხილება. ასეთ გაგებაში კულტურის აღწერაცაა და შეფასებაც. ჰანსენის აზრით, კულტურის მესამე მნიშვნელობა წმინდა აღწერითია. კულტურა ნიშნავს უცხო ხალხთა ყველა თავისებურებას, რაც ჩვევებში, მანერებში, რელიგიასა და სხვა ფენომენებში გამოიხატება. კულტურის მესამე მნიშვნელობაში ხალხთა როგორც გონით-სულიერი, ისე პრაქტიკულ-ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებანი ინტეგრირდება. სუბკულტურისადმი ინტერესიც ამ თავისებურებებზე ორიენტირებაა. აქ ეძებენ ამა თუ იმ ხალხის ცალკეული ფენების, მაგალითად, ახალგაზრდების მანერებს, ცხოვრების წესს. კულტურის ეს გაგება ღირებულებისადმი ნეიტრალურია. ჰანსენის თქმით, მეოთხე მნიშვნელობა სრულიად პროზაულია, ის სხვადასხვა დარგში გამოიყენება, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მედიცინა, გეოგრაფია თუ სხვა.
ჰანსენი არ კმაყოფილდება ყოველდღიურ სიტყვათხმარებაში კულტურის მნიშვნელობათა ანალიზით და მას ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობის ანალიზს უმატებს, მიუთითებს, რომ ეს სიტყვა ლათინური წარმოშობისაა, წარმოდგება ზმნიდან colo, colui, cultus და ორი მნიშვნელობისაა. ერთია მიწის მოვლა-დამუშავება და მეორე - შეთავაზება (anbeten). ორივე მნიშვნელობამ განაპირობა ცნებობრივი გაგებაც, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი პირველია, რადგან კულტურა სწორედ ისაა, რაც დამუშავების, გარდაქმნის შედეგია. ადამიანის ზემოქმედების გარეშე კულტურული პროცესები არ არსებობს. მეორე მნიშვნელობა ლათინურში არ განვითარდა, გერმანელებში კი ძირითადად კულტს დაუკავშირდა. ის ნიშნავს სათაყვანებელს, შეთავაზების ღირსს. ჰანსენის აზრით, კულტურის გერმანული ოთხი მნიშვნელობა და ორი ლათინური უნდა გაერთიანდეს. მიწათმოქმედებისა და ღმერთისადმი პატივისცემიდან ამოსვლით ადამიანმა თავისთავი გამოყო ცხოველთა სამყაროდან. ამით მან ბუნებრივი მდგომარეობა დატოვა და კულტურის სისტემაში შევიდა.
ავტორი ხაზს უსვამს კულტურის გარდამქნელ მნიშვნელობას, მიაჩნია, რომ ბუნებრივი სიკეთის უცვლელი ფორმით ათვისება კულტურა არაა. იგი მხოლოდ მაშინიწყება, როდესაც ადამიანი სამყაროს გარდაქმნის. ეს გარდაქმნა ადამიანის როგორც გარე, ისე შიდა სამყაროს ეხება. შინაგანი სამყაროს შეცვლა, პირველ რიგში, ინსტინქტებისა და ეგოიზმის მოწესრიგებაა. ამ გზით კულტივირება სიტყვის მეორე მნიშვნელობას ეხმიანება. ამდენად, ადამიანის მოღვაწეობის შედეგად სამყაროსადა ადამიანის ცვლილება კულტურის მაჩვენებელია. კულტურა ჰანსენთან ასე განისაზღვრება: "კულტურა ადამიანის მოღვაწეობის გზით ბუნების შეცვლას ნიშნავს, რის შედეგადაც ბუნებრივი წესრიგი ადამიანისეულით იცვლება." ეს ადამიანური წესრიგი განსხვავებულ ხალხებში სხვადასხვაა. ამდენად, ხალხთა კულტურებზე შეგვიძლია შეფასების გარეშე ვიმსჯელოთ, რაც სიტყვა კულტურის მესამე მნიშვნელობას შეესაბამება. ადამიანის გონითი საქმიანობა კულტურის საფუძველია. იმის და მიხედვით, თუ რამდენად ინტენსიურია, ეს საქმიანობა, რა ზომითაა მიზანშეწონილი მოქმედება და თანაფარდობა მიზნებსა და მოტივებს შორის, სხვადასხვა ხალხის კულტურა განსხვავებულ დონეებს ქმნის. ამიტომ გამოყოფენ მაღალ და პრიმიტიულ კულტურებს. ამით კულტურის მეცნიერება ადამიანის მეცნიერება ხდება. შესაბამისად, კულტურის ანთროპოლოგია კულტურათ-მცოდნეობაში განმსაზღვრელია.
ჰანსენის მტკიცებით, კულტურის ცნება ორი მნიშვნელობისაა: ერთ შემთხვევაში მას საფუძვლად ედება სოციალურ ჯგუფთა კოლექტიური ჩვევები, მეორეში, კულტურა ბუნებას უპირისპირდება. კულტურის პირველ მნიშვნელობას შეიმეცნებს კულტურის ანთროპოლოგია, ფოლკლორისტიკა, კულტურის გეოგრაფია. ეს მეცნიერებანი საერთო ამოცანით ერთიანდება. მათი კვლევის საგანია ცხოვრების წესი (way of life). ეს შეიძლება კულტურის სოციოლოგიად გავიგოთ. თანამედროვე კულტურის სოციოლოგია განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ნაციონალურ კულტურებს, მათში გაერთიანებულ ჯგუფების ჩვევებს, მოქმედებას, ცხოვრების წესს, განსაზღვრავს მათ ხასიათს, ნაციონალობა-ინტერნაციონალობას, შეიმეცნებს ქალთა და ახალგაზრდობის კულტურას, სუბკულტურათა მიმართებას ძირეული კულტურისადმი, ასევე მულტიკულტურული საზოგადოების, მაგალითად, აშშ-ს მრავალსახოვან კულტურას. კულტურის სოციოლოგიაში შედის მეწარმეთა და მომხმარებელთა კულტურის შესწავლა. საერთოდ, საზოგადოებაში ადამიანის მოქმედების არც ერთი ფორმა არაა კულტურის სოციოლოგიას რომ არ აინტერესებდეს. დღეს თითქმის დაკანონდა კულტურის სოციოლოგიის საგნად ცხოვრების წესის დასახვა. კულტურის ცნების ის განსაზღვრება, რომელსაც ჰანსენი გვთავაზობს თავის პრაქტიკული და თეორიული საქმიანობისათვის, "ადამიანს უსაზღვრო და ზედროულ სამუშაო ველს აძლევს". კულტურული ცხოვრება იცვლება. საზოგადოება ყოველთვის ნაწევრდება ახალ ჯგუფებად, ცხოვრების ახალი წესებით. ყოველი მათგანის მიმართ დაისმის ახალი კითხვები: როგორ ყალიბდება და იცვლება ჯგუფები? როგორ ვითარდება მათი ჩვევები? როგორია ინდივიდებისა და ჯგუფების მიმართება? რამდენად ძლიერ კვალს ტოვებს ინდივიდში საზოგადოებრივი კულტურა? როგორ იძერწება ჯგუფის შესაბამისი ინდივიდი? თავისუფალია იგი თუ დეტერმინირებული? ეს და სხვა ანალოგიური კითხვა კულტურის შემეცნებამდე მიგვიყვანს.
ჰანსენის ანალიზი იმის ნიმუშია, როგორ გადადის კულტურას მოკლებული ადამიანი კულტურაზე, როგორ იცვლება გარემო და ადამიანი, რა გზით მიმდინარეობს პრიმიტიული კულტურების მაღალ კულტურებად გარდაქმნა, რა სამეცნიერო დისციპლინები შეიმეცნებს ამ პროცესებს და როგორი უნდა იყოს ამ შემეცნების ამოსავალი, რომელიც განსაზღვრავს რით დავიწყოთ კულტურის შემეცნება და როგორ დავადგინოთ კულტურის ცნების მნიშვნელობა.
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, მეთოდოლოგია, სოციოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•