კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XIX

      ვუბრუნდებით ჩვენ საწყის საკითხს, ესაა მეთოდები და მეთოდოლოგია განათლების კვლევაში. მეთოდებში ვგულისხმობთ განათლების კვლევაში მონაცემთა მოგროვებისადმი მიდგომათა დიაპაზონს, რომელიც დასკვნებისა და ინტერპრეტაციის, ახსნისა და პროგნოზირების საფუძვლად უნდა იქნას გამოყენებული. ტრადიციულად, სიტყვა „მეთოდები“ პოზიტივისტურ მოდელთან ასოცირებულ ტექნიკასთან მიმართებაში გამოიყენება, ანუ, როდესაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე ვიღებთ პასუხებს, ვიწერთ გაზომვის შედეგებს, აღვწერთ ფენომენებს და ვახორციელებთ ექსპერიმენტებს. ამ ტერმინის მნიშვნელობა შეგვიძლია გავაფართოოთ და მასში გავაერთიანოთ არა მარტო ნორმატიული კვლევის მეთოდები, არამედ ინტერპრეტაციულ პარადიგმასთან ასოცირებული მეთოდებიც, როგორიცაა მონაწილის დაკვირვება, როლური თამაში, არადირექტიული ინტერვიუ, ეპიზოდები და ანგარიშები. მიუხედავად იმისა, რომ აქ შეგვიძლია ჩავრთოთ მეთოდები, რომლებიც მეცნიერული საქმიანობის უფრო სპეციფიკურ მახასიათებლებს ასახავს, როგორიცაა, მაგალითად, ცნებებისა და ჰიპთეზების ფორმირება, მოდელებისა და თეორიების აგება და შერჩევის პროცედურები, ჩვენ შემოვიფარგლებით მკვლევრების მიერ გამოყენებული უფრო ზოგადი ტექნიკით.

      თუ მეთოდები მონაცემების მოგროვების პროცესში გამოყენებულ ტექნიკასა და პროცედურებს შეეხება, მეთოდოლოგიის მიზანი კვლევისადმი მიდგომების, კვლევების სახეობებისა და პარადიგმების აღწერაა (Kaplan 1973). კაპლანი თვლის, რომ მეთოდოლოგიის მიზანია, შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო ტერმინებით, თავად პროცესის წვდომაში დაგვეხმაროს და არა მეცნიერული კვლევა-ძიების პროდუქტების გაგებაში.

      ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვეცდებით, რომ ნორმატიული და ინტერპრეტაციული მიდგომები ერთმანეთის შემავსებლად წარმოგიდგინოთ; ასევე, შევეცდებით, შევამციროთ მათ შორის ზოგჯერ წარმოქმნილი დაძაბულობა. მერტონი და კენდელი (Merton and Kendall 1946)[1] იგივე მოსაზრებას გამოთქვამენ:

სოციალურმა მეცნიერებმა თავი უნდა დაანებონ თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს შორის მოჩვენებითი არჩევნის გაკეთებას: მათ ამ ორი ტიპის მონაცემების კომბინაცია უნდა აინტერესებდეთ, რომელშიც ერთი ტიპის მონაცემი მეორის ყველაზე ღირებულ თვისებებს წარმოაჩენს. პრობლემატურად ის რჩება, თუ რომელ პოზიციაზე როდის დადგნენ: როდის გამოიყენონ ერთი ტიპის მიდგომა და როდის - მეორე.
(Merton and Kendall 1946)

      თავად ტერმინს კვლევა მრავალგვარი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და ამიტომ კარგად მოერგოს სხვადასხვა კონტექსტს, ვთქვათ, XVII საუკუნის ჰილანდიელ ფერმწერთა ტექნიკის შესწავლიდან დაწყებული და ძირითადი ქალაქების ცენტრში ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის გაუმჯობესების უფრო ეფექტური საშუალებების მოძიებით დასრულებული. თუმცა, ჩვენი მიზნებისთვის ამ ტერმინის გამოყენებას იმ აქტივობებითა და პროცესებით შემოვფარგლავთ, რომელთა განზრახვა ქცევის შესახებ მეცნიერების განვითარებაა. თავად სიტყვა მეცნიერება ნორმატიულ პერსპექტივასაც მოიაზრებს და ინტერპრეტაციულსაც. შესაბამისად, როდესაც სოციალურ კვლევაზე ვსაუბრობთ, ადამიანების პრობლემებთან მიმართებაში, მათსავე სოციალურ გარემოში ქცევის მეცნიერების პრინციპების სისტემურად და მეცნიერულად გამოყენებას მოვიაზრებთ; ხოლო როდესაც ვიყენებთ ტერმინს განათლების კვლევა, ანალოგიურად, იმავე პრინციპების გამოყენებაზე ვფიქრობთ, თუმცა ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, სწავლებისა და სწავლის პრობლემებთან მიმართებაში და ამ ცნებებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის მქონე საკითხების გასარკვევად.

      განათლების სფეროში მეცნიერული კვლევის გამორჩეული ღირებულება ისაა, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გარკვეული სახის ღირებული ცოდნის საფუძვლის შექმნის საშუალებას მისცემს, იმ ცოდნის, რაც სხვა პროფესიებსა და დისციპლინებს ახასიათებს, ასევე, მიანიჭებს ისეთ ცოდნას, რომელიც სიმწიფესა და პროგრესს უზრუნველყოფს, რაც დღეს ასე აკლია განათლების სფეროს.


1. განათლების სფეროში კვლევის ბუნების და თემის ისტორიული პერსპექტივის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, იხილეთ Verma, G. K. and Beard, R. M. (1981) What is Educational Research? Aldershot: Gower

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1574

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters