ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირდება, არაერთხელ არის ფორმირირებული იმ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ, რომელთაც იმგვარი პათეტიკური სტილი ახასიათებთ, რომ მექსიკური ტელესერიალების ავტორებსაც შეშურდებათ. ეს სტერეოტიპი ასე ჟღერს: საქართველოში „ვეფხისტყაოსანი“ ისე უყვარდათ და ისე კარგად იცოდნენ, რომ თვით წერა-კითხვის უცოდინარი გუთნისდედები თავიანთ გულისვარდებს სიყვარულს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებით უხსნიდნენ. ამ მტკიცებათა ავტორებს, რომელთაც ალბათ არაერთი ნაშრომი წაუკითხავს სათაურით „მიჯნურობა ვეფხისტყაოსანში“,

     აზრადაც არ მოსდით, რომ ეს სასიყვარულო-სალექსო იდილია სრულ წინააღმდეგობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელთაც რუსთველი უყენებს მიჯნურს.

     საქმე იმაშია, რომ რუსთაველისათვის ნებისმიერი ადამიანი არ შეიძლება იყოს მიჯნური. ამისათვის ის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში ნათლად და ცალსახადაა ფორმულირებული ეს მოთხოვნები:

     მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,

     სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყრმე და მოცალეობა,

     ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

     ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

     რუსთველისათვის მიჯნურობა არ გულისხმობს ოდენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვინმეს შეყვარებას. მიჯნურობა რუსთველთან ცხოვრების გარკვეული წესია, რომელთაც მხოლოდ გარკვეული სოციალური მდგომარეობის და პირადი თვისებების მქონე ადამიანი შეიძლება აკმაყოფილ;ებდეს. ადამიანი, რომელსაც არ ახასიათებს სილამაზე, სიბრძნე, სიმდიდრე, ხელგაშლილობა (იხ. ზემოთ რაინდის თვისებებზე), მეტყველების გარკვეული კულტურა, ბრძოლისუნარიანობა, რაინდისათვის დამახასიათებელი თვისებები ("სიყმე") და ბოლოს, თავისუფალი დრო, უბრალოდ, ვერ იქნება მნიჯნური.

     ვერ ვიტყვით, რომ რუსთაველი ძალიან ორიგინალური იყოს მიჯნურობის არსის გაგებაში. მიჯნურის ზემოხსენებული თვისებებით ახასიათებენ სარაინდო ლიტერატურის ბევრ პერსონაჟს, პარციფალიდან მოყოლებული სიყვარულით გაშმაგებულ როლანდამდე.

     მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ დასავლური სარაინდო ლიტერატურის ისეთი ცნობილი პერსონაჟი, როგორიცაა იზოლდაზე გამიჯნურებული სწორუპოვარი ტრისტანი. იგი, უპირველეს ყოვლისა, ბრწყინვალე მეომარია, რომელიც ერთნაირად ფლობს ყველა სახის იარაღს. შესანიშნავი მონადირე (შდრ. ავთანდილს, რომელმაც ნადირობისას ორთავ ბეჭზე დასცა მომავალი სასიმამრო), განათლებაზე აღარაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ტრისტანი შესანიშნავადაა დაუფლებული შუასაუკუნეობრივი ცოდნის ქვაკუთხედს - შვიდ თავისუფალ ხელოვნებას - გრამატიკას, დიალექტიკას, რიტორიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, მუსიკას, ასტრონომიას. არაფერს არ ვიტყვით მრავალრიცხოვან ენათა ცოდნაზე. ამ სფეროში ტრისტანი კონკურენციას

     გაუწევდა მითრიდატე პონტოელს. ამას გარდა ტრისტანი გაწაფულია მუსიკაში.

     რაც შეეხება ჭადრაკს, თუ სარაინდო ლიტერატურას დავუჯერებთ, ტრისტანი ტოლს კასპაროვს და ფიშერსაც კი არ დაუდებდა. ხელგაშლილობას და მანერებს ხომ ნუღარ იკითხავთ. ერთი სიტყვით, ტრისტანიც ისევე აკმაყოფილებს მიჯნურის მოთხოვნას, როგორც "ვეფხისტყაოსნის" ტარიელი და ავთანდილი. "მიჯნურობა" ტარიელისთვისაც და ტრისტანისთვისაც (და შესაბამისი მსოფმხედველობის ავტორებისათვისაც) არ გულისხმობს უბრალო სიყვარულს, მიჯნურს ისეთივე "პროფესიული" თვისებები მოეთხოვება, როგორც მიწყივ მომუშავე მუშას ან ვაჭარს.

     აქედან გამომდინარე, ყველა ვერ იქნება მიჯნური. მიჯნურს შუასაუკუნებრივ იერარქიაში ისეთივე გარკვეული ადგილი უკავია, როგორც ვთქვათ, მეფეს, გლეხს, ან ვაჭარს, შესაძლოა, მკითხველი აღშფოთდეს როგორ დაუჭერდა ჩვენი დიდი პოეტი მხარს ასეთ არდემოკრატიულ ინსტიტუტსო. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ადამიანი, რომელსაც აქვს საჭირო პიროვნული თვისებები, მაგრამ არა აქვს გარკვეული სოციალური მდგომარეობა მიჯნურად ვერ ჩაითვლება.

     ამ აზრის საილუსტრაციოდ შეგვიძლია რუსთველის ზემოყვანილი სტროფიდან ერთი მომენტი გამოვყოთ, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ავტორის აზრით აუცილებელია მიჯნურისათვის. ესაა ე. წ. "მოცალეობა" ე.ი. თავისუფალი დროის ქონა. ადამიანს იმისათვის რომ იმიჯნუროს, აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ მოახერხებს მიჯნურობის მაღალი იდეალების რეალიზაციას და იძულებული შეიქნება "ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუშს" დასჯერდეს.

     ის რომ გარკვეული სახის პროფესიული მოღვაწეობისათვის "მოცალეობაა" საჭირო, ძველთაგანვეა ცნობილი. ჯერ კიდევ ელინთა ბრძენთა ბრძენი არისტოტელე აღნიშნავდა, რომ გარკვეული გვარის სიბრძნენი იქ შეიქმნა, სადაც ადამიანებს მოცალეობა გააჩნდათო. თუმცა არისტოტელეს თვისტომთ მოცალეობაზე მეტად თავისებური წარმოდგენა ჰქონდათ, რომელიც მაინც და მაინც სიბრძნესთან არ იყო დაკავშირებული. ამის შესახებ პოლონელი მკვლევარი მარია ოსოვსკაია წერდა: "თუკი სარაინდო ეთოსად მივიჩნევთ მმართველი კლასის ეთოსს, რომელიც თავისუფალია სამეურნეო საქმიანობდან და სძულს ყოველგვარი საქმიანობა, გარდა სამხედროსი და მოცალეობას ავსებს სპორტით, ნადირობით და ლხინით, სპარტანელთა, ისევე როგორც ჰომეროსის გმირების, ეთოსს შეიძლება სარაინდო ეწოდოს".

     ძნელი მისახვედრი არ არის რომ მიჯნურისათვის აუცილბელი მოცალეობის კავშირი ამგვარ სარაინდო ეთოსთან. აღარც ის რჩება გასაკვირი, თუ რატომ წყვეტდნენ ჩვენი წინაპრები უმნიშვნელოვანეს საკითხებს სუფრასთან. სხვაგან ვერც გადაწყვეტდნენ, რადგანაც შუასაუკუნებრივი რაინდის ეთოსი ბრძოლით, ნადირობით და ლხინით შემოიფარგლებოდა, ხოლო პირველი ორი თავისი სპეციფიკის გამო, მაინცდამაინც ვარგისი არ არის საქვეყ ნო საქმეთა გადასაწყვეტად.

     იმის საილუსტრაციოდ, როგორი იყო ჩვენ წინაპართა მოცალეობა (მათ რომ მიჯნურობაში ვერავინ შეედრებოდა, ეს ხომ უეჭველზე უეჭველია), არ არის საჭირო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას მივმართოთ. საკმარისია, გავიხსენოთ საქართველოს დაქცევის და გაუბედურების ხანა, რომლის აღწერა შარდენთანაა შემონახული. აღწერს რა გაუთავებელ ლხინებს, სადაც მეფენი ისეთ საქვეყნო საქმეთ წყვეტდნენ, როგორიც იყო სტუმრის ე.ი. შარდენის დაქორწინება, პატივცემული ვაჭარ-მოგზაური სხვათა შორის წერს: "სამეგრელოს დიდებულნი მხოლოდ ნადირობას ეწევიან; ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და შემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობიოთ იყოს მტაცებლი ფრინველი: შევარდენი, მიმინო, მარჯანი და სხვა, როგორც სამეგრელოშია". თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარდენის ცნობით მაშინდელი სამეგრელოს ლაშქარი ოთხი ათას მხედარს და სამას (1) ქვეითს ითვლიდა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქორ-შევარდენთა ლაშქარი მნიშვნელოვნად აღემატებოდა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს. თუ რა მოუტანა ამ ვითარებამ ჩვენს ქვეყანას, საყოველთაოდ არის ც ნობილი.

     ჩვენს ეპოქაში შუასაუკუნებრივი მოცალეობა ტრანსფორმირდება იმად, რასაც დღეს "გრიალს" უწოდებენ. საქართველოს მმართველი ელიტის უმრავლესობა ჯერ კიდევ ცდილობს ისე იცხოვროს, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყნის მწირი რესურსები სრულებითაც არ იძლევა ამის საშუალებას, ლამის ნებისმიერი ქართველი ელიტარული ინტელიგენტის თუ ჩინოსნის ოცნებაა, რაც შეიძლება ენერგიის ნაკლები დაძაბვით მიაღწიოს "მოცალეობას" და დროის დანარჩენი დრო სუფრასა თუ ნადირობაში - გრიალში გაატარონ.

     "მოცალეობის" შუასაუკუნებრივი ცნების თანამედროვე ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ევროპაში მოცალეობის სარაინდო იდეალის შეცვლა საკუთარი შრომით

     საკუთარი ადგილის მოპოვების იდეალით სწორედ შუასაუკუნეების დასასრულს, რეფორმაციის ეპოქაში მოხდა. რაც შეეხება საქართველოს, საშინაო თუ საგარეო ფაქტორთა გამო არ მომხდარა შრომის ემანსიპაცია, მისი უფლებრივი და ღირებულებითი გატოლება სამხედრო საქმეებთან თუ სხვა ღირებულებებთან, რომელიც შუა საუკუნეებში ყველაზე მეტად ფასობდა. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი სოციუმის ორგანიზაცია და მენტალიტეტის სტერეოტიპი იმ პრინციპებს დაემყარებიან, რომელთაც აქამდე ემყარებოდნენ.

კახა კაციტაძე

საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)

ტეგები: Qwelly, ვეფხისტყაოსანი, ინტელიგენტი, კაციტაძე, კულტურა, სოციოლოგია, სტატიები

ნახვა: 3249

გამოხმაურებები!

გრიალს დაწერდა თუ დროს ტარებას, რა მნიშვნელობა აქვს, ჰამ? ))

Kakha_მ თქვა:

ვუწუნებ ლექსიკას, გრიალი არ არის საჭირო მთელ ტექსტში ჩაისვას 150 ჯერ ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters