ჰოლანდიის ე. წ. ბურჟუაზიული რევოლუციის თავისებურებები ჩინებულ ნიმუშს წარმოადგენს იმისათვის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ერმა ახალი სოციოკულტურული ორგანიზაციის ფორმირება მის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად. დღეს ქართველი ერის წინაშეც მსგავსი ამოცანა დგას: მან უნდა მოახერხოს ახალი სოციოკულტურული სისტემის შექმნა იმისათვის, რათა იარსებოს რო გოც ნორმალურმა და ცივილიზებულმა ერმა. სხვა საკითხია, რამდენად არსებობს ჩვენს ერთგულ ორგანიზმში მზაობა ამ ამოცანათა გადასაწყვეტად. ამგვარი მზაობის ჩამოყალიბებას ბევრი რამ უშლის ხელს: დაწყებული ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან და დამთავრებული ჩვენი მენტალიტეტის თავისებურებებით. და მაინც, თავად ამგვარი კითხვის დასმა უფლებამოსილია, ვინაიდან საქართველო იმგვარი ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, რომლის მსგავსიც რამდენიმე საუკუნეში ერთხელ დგება. ამგვარი არჩევანისათვის აუცილებელია ისტორიული გამოცდილების გათვალისწინება, იმის მიუხედავად, რომ თავად გადაწყვეტილება მომავალს ეხება და არა წაარსულს. ჩვენი სოციოკულტურული მენტალიტეტი ტრადიციულად მომავალზე კი არა, არამედ წარსულზე იყო ორიენტირებული. ამგვარი ორიენტაცია, გარკვეული აზრით, ხელს უშლიდა სამომავლო პერსპექტივების გამონახვას, რასაც ისიც ემატებოდა, რომ საშუალო ქართველის ცნობიერება მეტისმეტად შეფასებითად იყო ორიენტირებული (შეფასებითი ორიენტაცია წარსულზე მიმართული ცივილიზაციების დამახასიათებელი ნიშანია). ამიტომ აუცილებელია ჩვენი ისტორიის შედარებით მიუკერძოებელი შეფასება, რომელიც წარსულს მომავალი პერსპექტივების თვალთახედვით განიხილავს. ქვემომოყვანილ ანალიზს, ცხადია, არა აქვს ყოვლისმომცველობის პრტენზია. და მაინც, იგი ჩვენი ისტორიული ყოფიერებიდან გამომდინარე სვამს საკითხს ჩვენს "დასავლურ" მომავალზე, თანაც იშველიებს ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა ჰოლანდიელებთან დაკავშირებით.
ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს ისტორიაში იმის მსგავს პროცესებს, რომლებმაც თავის დროზე გამოიწვიეს მომავალი საზოგადოებს ჩამოყალიბება ჰოლანდიაში? შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ შემდეგი ფაქტები შეიძლება მოვიყვანოთ:
ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმას, რაც ყველა მეტ-ნაკლებად განათლებულმა ქართველმა იცის და რისი აღიარებაც არ სურს ლამის ყველა ასევე მეტ-ნაკლებად განათლებულ ქართველს: სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა წაარუმატებელი მცდელობის გასაღები, ალექსანდრე დიდიდან დღემდე იმდენად გარე ფაქტორებში არ უნდა ვეძებოთ (თუმცა არც ეს მომენტია გამოსარიცხი), რამდენადაც შინაგანში, საშინაოში. სახელდობრ იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, თუ საერთოდ საზოგადოებამ ვერ მოახერხა იმგვარი სოციოკულტურული სისტემის ფორმირება, რომელიც ადექვატიური იქნებოდა ერის წინაე მდგომი პრობლემების გადასაწყვეტად. და ეს ვერც მოხერხდებოდა, ვინაიდან ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას (თუ საერთოდ გამართლებულია ამგვარი ტერმინის გამოყენება) ვერ მოუხერხებია მონობის ცნობიერებიდან ბატონობის ცნობიერებამდე ამაღლება. იგულისხმება საკუთარი თავის ბატონობა ანუ ის, რასაც ქართველები თავისუფლებას ვეძახით.
მოუთმენელი მკითხველი, ცხადია, შესძახებს: რავა ქართველები სულით მონები ვართ თუ რაშია საქმეო. ეროვნული ნიჰილისტი იტყვის - დიახაც, ქართველები მონები ვართ და საძიებელი მხოლოდ კარგი ბატონიაო. მაგრამ ჩვენ არც ერთს ვამტკიცებთ და არც მეორეს. ჩვენ მხოლოდ იმას ვგულისხმობთ, რომ თავისუფალი ადამიანის და ერის ცნობიერებისაკენ მიმავალი გზა რთულია. იგი ბევრ შუალედურ მომენტს შეიცავს და, რაც მთავარია, მოითხოვს არა მხოლოდ მონობის და თავიუფლების ცნებების ახლებურ გააზრებას, არამედ თვით ჩვენი ისტრორიისადმი ახლებურ მიდგომასაც. ეს მიდგომა, პირველ რიგში თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი კრიტერიუმებისაგან, როგორიცაა: ჩვენ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, ან პირუკუ, ჩვენ ქართველები ყველაფრის ღირსები ვართ, რამეთუ ჩვენს წიაღში ვშობეთ ვიღაც მონსტრი (არაა არსებითი, ვინ გამოჰყავთ ამ მონსტრის როლში: სტალინი, ბერია, შევარდნაძე, გამსახურდია თუ სხვა ვინმე). მთავარი ისაა, რომ გარკვეული ისტორიული ფაქტორების გამო ჩვენ არ გაგვივლია ის ეტაპი, რომელსაც ერი მონის ცნობიერებიდან (ჰეგელიანური აზრით) გაჰყავს თავისუფლების ცნობიერებამდე. შუა საუკუნეების სოციოკულტურული ორგანიზაცია ჩვენთან დაკონსერვებული სახითაა შემორჩენილი, ამასთან გაუთავებლად მიმდინარეობს სქოლასტიკური დავა იმის შესახებ, "მშრომელი" ხალხი ვართ ქართველები თუ "ზარმაცები". ამ დროს თავში არავის მოსდის უმარტივესი აზრი, რომ რაც ერთი მიმართებით შრომაა, სხვა მიმართებით შეიძლება სიზარმაცე იყოს, შუასაუკუნებრივი სოციკულტურული სისტემის აზრით, ქართველები ცხადია "მშრომელი" ხალხი ვართ (რაზეც მეტყველებს ნაციონალისტების პათეტიკური აპელირება ჩვენს მიერ გამოყვანილ 500 ვაზის ჯიშზე), მაგრამ ინდუსტრიული ერის თვალსაზრისით ჩვენ, ცხადია, ზარმაცი ხალხი ვართ, ვინაიდან საქართველოს არ გაუვლია "შრომის" ის მეტაფიზიკური ეტაპი, რომელმაც ევროპელი ერები ევროპელ ერად ჩამოაყალიბა, არ გაუვლია შრომის და წარმოების ის ეპოქა, რომელიც ძველი მონიდან თავისუფალ ადამიანს აყალიბებს.
ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად მიგვაჩნია შევეხოთ კიდევ ერთ სტერეოტიპს, რომელიც ღაღადებს: რუსებისგან განსხვავებით ჩვენ ქართველები აპრიორი თავისუფალი ერი ვართ, რდგან ჩვენში არასდროს არსებულა სახელმწიფოს დამთრგუნველი კულტი. ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს დათმობს რუსეთთან მიმართებაში, შეეგუება იმას, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი სახელმწიფოა, შეეგუება იმას, რომ ჩვენი არსებობა რუსეთის წყალობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ შეელევა ერთ მტკიცებას, რომ ჩვენ ინდივიდუალური ერი ვართ და არაფერი გვაქვს საერთო რუსეთის კოლექტიურ ინსტიქტებთან, რომლებიც ინდივიდს სახელმწიფოს მონად აქცევს. არადა, არავის მოსდის თავში აზრად, რომ პატერნალიზმის სხვადასხვა სახე არსებობს, რომ ჩვენ მართლაც არ ვყოფილვართ იმგვარი ერი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას, როგორც ასეთს, ჰიპერტროფირებულად განადიდებს და რომელთათვისაც მოქალაქე მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილია (როგორც ამას ჰქონდა ადგილი რუსეთის ან თუგინდ ბიზანტიის ისტორიის უმეტეს ეტაპებზე). მაგრამ ამ დროს არავინ კითხულობს: არის თუ არა ლევიათანად წარმოდგენილი სახელმწიფოს ბორკილების არმიღება თავისთავად თავისუფლების გარანტია. რამეთუ ერიც და ინდივიდიც შეიძლება იყოს თავისუფალი ნეგატიურად (იყოს თავსუფალი რაღაცისაგან), მაგრამ სრულიადაც არ იყოს თავისუფალი პოზიტიური გაგებით (თავისუფალი რაღაცისათვის), ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ქართველი თავისუფლებაში ძირითადად ნეგატიურ აზრს დებს, გულისხმობს რა მასში უფლებას და უნარს აკეთოს რაიმე, რაც არავითარ რეგლამენტაციას (მათ შორის კანონების გზით განხორციელებულ რეგლამენტაციას) არ ექვემდებარება. მაგრამ ამგვარი თავისუფლება, ისევე არ გამორიცხავს პატერნალიზმს როგორც ბანდის კანონები. ბანდა, აბრაგობა, მართლაც, ანტისისტემური ფენომენია და ამ აზრით აბრაგი თავისუფალია ამგვარი სახელმწიფოებრივი მარყუჟებისაგან როგორც ამას რუსულ ან ბიზანტიურ სოციოკულტურულ სისტემებში ჰქონდა ადგილი. მაგრამ ასეთი "თავისუფლება" თავის საფუძვლად სწორედაც რომ პატერნალიზმს გულისხმობს, ოღონდ არა რუსულ-ბიზანტიურ ტიპისას. ესაა ბანდის უფროსის, თუ შეიძლება ითქვას, ატამანის პატერნალიზმი. ესაა პატერნალიზმი, რომელიც მოიცავს არა ტოტალურ-სახლმწიფებრივ დონეს, არამედ მცირე სოციალური ჯგუფების დონეს (ბანდაც ბოლოს და ბოლოს მცირე სოციალური ჯგუფია). მხედრიონის წაარმოშობის და ისტორიის მაგალითი ამ ჭეშმარიტების დადასტურებად შეიძლება განვხილოთ.
ამიტომ დასახელებული სტერეოტიპი არაფერსაც არ ადასტურებს, გარდა იმისა, რომ ქართველებს ისევე გვახასიათებს პატერნალიზმი, როგორც რუსებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენი პატერნალიზმი განსხვავებული ბუნებისაა. მაგრამ ეს სრულიადაც არ უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას პოზიტიური თვალსაზრისით. ამის გარანტს წარმოადგენს მხოლოდ ჰეგელისეული თვალსაზრისით გაგებული შრომა, შრომის როგორც თავისთავის ახლებურად ჩამოყალიბება. შრომას, რომლის შედეგადაც ინდივიდი ხდება სხვა, ვიდრე მანამდე იყო, გადადის სრულიად ახალ მდგომარეობაში (შეიძლება ითქვას, რომ მარქსიზმი ჰეგელის ამ იდეის უნიჭო ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი). ამ კუთხით კი ქართველებს იმდენივე მუშაობა მოგვიწევს თავის თავზე, რამდენიც "კოლექტიური" მონური ინსტიქტის მქონე ერებს.
ტოტალიტარული სისტემა საქართველოში მშვენივრად მოერგო შუა საუკუნეებიდან მომავალ ტრადიციებს. ის რომ ქართველ ერს ახასიათებდა არა ტოტალიტარული, არამედ "მცირე" პატერნალიზმი, მშვენივრად იქნა გამოხატული ცკ-ის პირველი და რაიკომის ადგილობრივი მდივნების პატერნალიზმში. პირველის ამოცანა იყო საქართველოს საზოგადოებისათვის. ღირსეული პატრონის მოძებნა (შდრ. ბ-ნ სუმბათაშვილის საყვედურს ბ-ნ შევარდნაძისადმი, რომ ამ უ კანასკნელმა ვერ შეძლო საქართველოსთვის საჭირო პატრონის შოვნა, ე.ი. იმ ინსტანციის მოძებნა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს ნაცვლად გააკეთებდა იმას, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა) დამთავრებული ადგილობრივი პატონებთ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იშოვიდნენ საჭირო ოდენობის სახრავ ძვალს ადგილობრივი ელიტის და მასთან დაკავშირებული მოსახლეობის ნაწილისათვის. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მრავალრიცხოვან პარტიებში ხალხი ძირითადად იმიტომ შედის, რომ პოსტები იშოვოს და არა იმიტომ, რომ გარკვეულ კონცეპტუალურ ბაზისზე დამყარებული პოლიტიკა აწარმოოს. სხვაგვარად ამა თუ იმ პარტიაში შესვლა ჩვენში გულისხმობს იმ ტიპის მოვლენას, როგორიც იყო ვასალიტეტის აღიარება და აქედან გამომდინარე პრივილეგიები შუა საუკუნეების სოციოკულტურულ სისტემაში. და ეს ასეც იქნება, სანამ ჩვენი სოციოკულტურული სისტემა არ მოიშლის თავის შუასაუკუნებრივ ხასიათს.
კახა კაციტაძე
საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)
ტეგები: Qwelly, ისტორია, კაციტაძე, პოლიტიკა, სოციოლოგია, სტატიები, ცნობიერება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•