ოჯახიშვილობა, ანუ მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი

← დასაწყისი

     რაინდის რაინდობის ერთ-ერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენდა ის, რასაც ოჯახიშვილობა შეიძლება ეწოდოს. პრინციპში, რაინდობა შეიძლებოდა სამხედრო დამსახურების გამოც მიეღოთ, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის წესით. დასავლეთევროპულ კურტუაზულ ლიტერატურაში რაინდებს შესანიშნავი გენეოლოგია ჰქონდათ. თუ სარაინდო ლიტერატურის საფუძვლად მდებარე ეპოსური მასალა არაფერს ამბობდა რაინდის გენეოლოგიაზე, პოეტი არაფერ ცუდს არ ხედავდა იმაში , თუ თავის გმირს მეფურ გენეოლოგიას შეუქმნიდა. მაგალითისათვის დასავლური შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი პარციფალი შეგვიძლია ავიღოთ (არტურის ციკლის სერ პერსივალს ჩვენ ყველგან გერმანული ტრანსკრიფციით მოვიხსენიებთ). ამ უკვდავი პოემის ავტორმა, საკმაოდ ღატაკმა რაინდმა ვოლფგანგ ფონ ეშენბახმა, თავისი გმირი იმისთანა გენეოლოგიით აღჭურვა, რომ ნებისმიერ თანამეროვე მონარქს შეშურდბოდა. ვოლფგანგის მტკიცებით პარციფალის მამა, სწორუპოვარი გამურეტი, ანჟუს მეფეთა სახელოვანი შთამომავალი იყო, რომელიც რომანულ-გერმანული სამართლის არასრულყოფილების მსხვერპლი გახდა. ეს სამართალი (ყოველ შეთხვევაში ეშენბახის ვერსიით) მამის მთელ ქონებას უფროს შვილს უტოვებს, უმცროსებს კი სიღარიბისა და ხეტიალისათვის წირავს. გამურეტი სწორედ უმცროსი შვილი იყო, რომელიც დასახელებული სიმართლის ნორმების თანახმად მოხეტიალე რაინდის ცხოვრებისათვის იყო განწირული. უნდა თქვას, რომ გამურეტს საქმეში თავი არ შეურცხვენია. ჯერ იყო და ბაღდადის ხალიფა ბარუკს დაეხმარა ორი ბაბილონელი "ბუნტავშჩიკის" წინააღმდეგ ბრძოლაში (რომლებსაც, რატომღაც, წმინდა ევროპული სახელები პომპეუსი და იპომიდონი ჰქვიათ), ხოლო შემდეგ ზაზამანკის სახელოვან მოქალაქეთ დაეხმარა თავხედ მეფე რაცილიგთან ბრძოლაში. ზაზამანკის ზანგი დედოფალი ბელაკანა შეიტყობს რა მის დასახმარებლად ჩამოსული უცხო რაინდის შესახებ, პირველ რიგში კითხულობს, გვარიშვილი თუაო, რაზეც მისი ვაზირი სიამო ვნებით პასუხობს: "ამ რაინდს თავად ბარუკმა მიანიჭა პატივი და წოდებანიო". იმავეს კითხულობს გამურეტის მოწინააღმდეგე რაინდი ჰიუტიგერი, და რა შეიტყობს, რომ მისი დამმარცხებელი ანჟუს უფლისწულია, სასწრაფოდ აცხადებს უსიტყვო კაპიტულაციას.

     ახლა აღმოსავლეთის რაინდთა გვარტომობას მივხედოთ და გავარკვიოთ მათი ოჯახიშვილობის ამბავი. შორს რომ არ წავიდეთ აქვე განჯაში მოღვაწე სახელოვან პოეტ ნიზამის მივმართოთ, უფრო სწორად მას უბადლო "ლეილისა და მაჯნუნის". ამ პოემის გმირი ოჯახიშვილობით არაფრით არ დაუდებდა ტოლს პარციფალს. მაჯნუნის ოჯახიშვილობაზე ნიზამისაგან შემდეგს შევიტყობთ:

     ერთს დიდგვაროვანს არაბეთს, ძველთაგან მონაყოლია,

     უთქმელი განძი ჰქონია, უთვლელი მონა ჰყოლია...

     ყოფილა ქველი, მძლეთამძლე, მოდგამდა რაიც ეწადა,

     დიდი სახელი დიაღაც აღზევდებოდა ზეცადაც.

     რითი არ იყო სულთანი, კაცი ქცეული ნებადა!

     ხელმწიფის ტოლი კი იყო...

     ცხადია, ამისთანა მამის შვილი გამორჩეული პირი იქნებოდა, არანაკლები ვიდრე ნიზამის სხვა პოემების ისტორიული პირები არიან (ვთქვათ ისკანდერად წოდებული ალექსანდრე მაკედონელი).

     ახლა მშობლიურ ნიადაგს დავუბრუნდეთ და რუსთაველის პერსონაჟების ოჯახიშვილობა ვიკითხოთ. ავთანდილი, მართალია, მთლად სამეფო წამოშობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ: "ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა..." რაც შეეხება ტარიელს, მისი სამეფო წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. როგორც თავად ტარიელი მოუთხრობს ავთანდილს, მამამისი ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს ხელმწიფე იყო:

     მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,

     სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სვრად დაუფარავი,

     ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერც ცხადი ვერცა მპარავი,

     ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია

     სარაინდო კოდექსის რაინდისათვის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თვისებად სიძუნწეს მიიჩნევდა. წუწურაქი რაინდი არ იყო რაინდი ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. რაინდისათვის უმჯობესი იყო გაკოტრებულიყო, ვიდრე ძუნწად ჩაეთვალათ. მას აუცილბლად უნდა გაეჩუქებინა ის, რასაც სთხოვდნენ ზაზამანკასთან გამარჯვებულმა გამურატმა ოქროთი აავსო მტერიც და მოყვარეც. "ვეფხისტყაოსნის" გმირების ხელგაშლილობას ხომ საზღვარი არა აქვს. ახლადგამეფებულმა თინათინმა:

     მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი:

     უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,

     მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი".

     მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

     თინათინის ამ მოქმედების შედეგად: "ლარსა (ცხადია აქ არ იგულისხმება თანამედრნოვე საქართველოს ეროვნული ვალუტა. კ.კ.) ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია".

     რასაკვირველია, ამ გვარმოქმედებას არ შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა სახელმწიფო ფინანსებზე, მაგრამ როსტევანს ისევე აწუხებდა გაკოტრდებოდა თუ არა სახელმწიფო ხაზინა, როგოც ჩვენი ერონული ბანკის იმ მოღვაწეებს, ლიბერალურად წოდებულ საბანკო პოლიტიკას რომ ახოცილებდნენ. მაგრამ ნურვის ეგონება, რომ როსტევანი (ანდა შუა საუკუნეების სხვა მისებრ ღირსეული ხელმწიფე) ამას იმიტომ სჩადიოდა, რომ ეს ქონება ქვეშევრდომთა ყვლეფა-ექპლუატაციით ჰქონდა შექმნილი და სხვისი არა ენაღვლებოდა. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მარქსისტულ დოგმატიკაზე დამყარებულ თვალსზრისს, როტევანს, უბრალოდ, არ უნდოდა სარაინდო კოდექსის იმ მუხლის დამრღვევი ყოფილიყო, რომელიც წუწურაქობას კრძალავდა (თუმცა ზუსტად არ განსაზღვრავდა ხელგაშლილობის რიცხობრივ გამოხატულებას) და თავი შეერცხინა უცხოელი დიპლომატების წინაშე, რომლებიც აუცილებლად დაესწრებოდნენ თინათინის ინაუგურაციას.

საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა

     რაინდის იმიჯის აუცილებელ თვისებას მისი სილამაზეც წარმოადგენდა. დიახ, სილამაზე, რომელსაც დღეს მხოლოდ კაცობრიობის მეორე და საუკეთესო ნახევარში ვეძებთ ხოლმე. რაინდი ლამაზი და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებდა მისი სიყვარული ოქროსა და ძვირფასი ქვებისადმი.

     ეს ვითარება თანამედროვე მკითხველს ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობაშიც კი აყენებს. მაგალითად, წაიკითხავს რა შემდეგ სტროფებს: "ქერა დალალნი აყრიან მხრებზედ, ტუჩნი ლალისფრად უელვარებენ", გადაწყვეტს, რომ საქმე მომხიბლავ ქალბატონთან აქვს და... მწარედ შეცდება... აღწერილი სტროფები სწორუპოვარ რაინდ გამურეტს ეხება.

     რაინდ გამურეტს არც "ვეფხისტყაოსნის გმირები ჩამორჩებიან. ავთანდილის სილამაზის შესახებ უკვე პოემის დასაწყისშივე შევიტყობთ: "საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა". როსტევანთან სანადიროდ წასასვლელად მისული ავთანდილი ასეა დახასიათებული: "დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი", ტარიელის პირველად დანახვისას ავთანდილი ისეთ მეტაფორებს ხმარობს, როგორც წესი, მანდილოსნის სილამაზის აღსაწერად რომ იყენებენ თუ რასაკვირველია ტარიელის წვერს არ მივიღებთ მხედველობაში, რომელიც რატომღაც ჩვენი ილუსტრატორების სათანადო ყურადღებას არ იმსახურებს. "ავთანდილ ახლოს კვლა ნახა, სახე მისივე, კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, "ნუთუ მზეაო, თქვა, ცისა?" ტარიელი მოჩვენებითი თავმდაბლობის გარეშე ამტკიცებს თავის მსგავსებას მზესთან და აცხადებს: "მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად". რაც შეეხება "ვეფხისტყაოსნის" გმირების სიყვარულს სამკაულებისა და ძვირფასი თვლებისადმი, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტარიელს: "...ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა...". ასე რომ ამ მიმართებით "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების "იმიჯი" სრულ შესაბამისობაში იმყოფება იმ მოთხოვნებთან, რომელთაც შუა საუკუნეების დასავლეთევროპული კულტურა აყენებდა საკუთარი რაინდების წინაშე.

     შუა საუკუნეების დაკნინების და იმ ურთიერთობების დამყარების შემდეგ, რომელსაც ბურჟუაზიულს უწოდებენ, შეხედულება მამაკაცის სილამაზეზე იცვლება. მამაკაცს ახლა მოეთხოვება არა სილამაზე, არამედ პრეზენტაბელურობა და რესპექტაბელურობა. რაც შეეხება სამკაულების სიყვარულს, იგი კაცობრიობის მეორე და მშვენიერი ნახევრის განსაკუთრებულ კომპეტენციაში გადადის.

     სილამაზე სამკაულები თუ ცხენი გარეგნული მოვლენებია და ისინი სწრაფად შეიძლება ჩანაცვლებულ იქნენ გარეგნული მახასიათებლების სხვა სისტემით. ისე რომ ფუნქციონალური მთლიანობა შენარჩუნდეს. ეს ფუნქციონალური ტრანსფორმაცია იმაში გამოიხატება, რომ ყოველი გარეგნული გამოვლინება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სხვა გარეგნულ გამოვლინებასთან. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში ღიპიანი ბიძა ისეთსავე ბუნებრივ ფუნქციონალურ კავშირში იმყოფებოდა შავი ოცდაოთხის საჭეზე ამხედრებასთან, როგორც ტარიელი თავის შავ მერანთან. იგივე ითქმოდა ნოლ სამზე ან ნოლ ხუთზე ამხედრებბულ ცხვირმოუხოცავ ყმაწვილზე, მაშინ როდესაც ზემოხსენებული ბიძა ფიატის საჭესთან აღიქმებოდა როგორც ფუნქციონალური დისონანსი. ერთი სიტყვით, განსხვავებით წინა ორი სარაინდო სტერეოტიპისაგან, „ საროსა მჯობნის" სტერეოტიპი ჩვენმა კულტურამ ჰეგელისებური მოხსნა-შენახვის სახით შემოინახა. რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ერთი გარეგნული მახასიათებელი მეორით შეიცვალა. შინაგანი კი... არც არავის აინტერესებდა და არც არავის აინტერესებს.

კახა კაციტაძე

საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, ისტორია, კაციტაძე, კულტურა, საქართველო, სოციოლოგია, სტატიები

ნახვა: 684

გამოხმაურებები!

იუმორის ელფერი გაკრავს მთელს ტექსტს და ეგ განსაკუთრებულს ხდის ))) 

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters