კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი IX
მკვლევარი პასუხისმგებელია მკვლევართა საზოგადოების წინაშე, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს კვლევითი საზოგადოების (მაგალითად, უნივერსიტეტის) რეპუტაცია, ან ხელიდან არ გაუშვას შემდგომი კვლევის შესაძლებლობა. ამრიგად, დამწყები მკვლევარი, რომელიც უფრო მაღალი ხარისხისთვის მუშაობს, შეიძლება პირდაპირ მივიდეს სკოლაში მოუქნელი მიდგომით, მონაცემების მოგროვებისთვის არაადეკვატური ინსტურმენტებითა და კვლევის გაუმართავი სქემით და შემდეგ ისე გამოაქვეყნოს შედეგები, თითქოს ისინი ვალიდური და სანდო იყოს. ეს მკვლევარი არ იმსახურებს ხარისხს. სულ მცირე, მას უნდა ეფიქრა და დირექტორისაგან (თუ სკოლაა და ხელმძრვანელისგან, თუ უნივერსიტეტია) მიეღო რჩევა, საჭიროების შემთხვევაში შეეცვალა კვლევა, აეღო კვლევის ჩატარების ნებართვა, სათანადო შესავლით დაეწყო სკოლასთან ურთიერთობა და შეეთანხმებინა ინფორმაციის გამჟღავნების უფლებები. ამ ყველაფრის უგულებელყოფა შემდგომში უარის მიღების და რეპუტაციის შელახვის რისკის ქვეშ აყენებს მკვლევრის ინსტიტუტს და თუ ხმა გავრცელდა, ამ ინსტიტუტს საჯაროდ შერცხვენა და შემდგომ კვლევებზე უარის მიღება ელის. ამ შემთხვევაში დამწყები მკვლევარი არაეთიკურად მოიქცა.
გარდა ამისა, კიდევ რა პასუხისმგებლობები აქვს მკვლევარს კვლევითი საზოგადოების წინაშე? თუ კვლევის ნეგატიური ანგარიში გამოქვეყნდა, შეწყვეტენ თუ არა სკოლები მომავალში სკოლის კვლევას? კვლევის ნეგატიური შედეგები, როგორიცაა რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით სკოლების მხრიდან ნიშნების მიზანმიმართულად აწევის მტკიცებულებები (Morrison and Tang 2002), ნამდვილად არ ჩაუნერგავს სკოლებს მკვლევრების სიყვარულს.
მკვლევარს შემდეგი პასუხისმგებლობები აქვს კოლეგების წინაშე:
მკვლევარი კვლევითი საზოგადოების წევრია და ეს მას ეთიკურ მოვალეობებს აკისრებს.
დასკვნა
ზოგიერთი ეთიკური სიძნელე, მოსალოდნელია კვლევის განხორციელების პროცესში. შეუძლებელია ყველა პოტენციური ეთიკური საკითხის იდენტიფიცირება ან დაბეჯითებით თქმა, როგორია მკვლევრის სწორი ქცევა.[1] ვიმედოვნებთ, რომ ამ გვერდების წაკითხვამ მკითხველს შეუქმნა განწყობა, რომელიც საშუალებას მისცემს მას, რომ საკუთარ პროექტებში მეტი ყურადღებით და უკეთ გაგების სურვილით მოეკიდოს ეთიკურ დილემებსა და კვლევის პროცესში წამოჭრილ მორალურ საკითხებს. როგორი გამოუცდელიც არ უნდა იყოს მკვლევარი ამ საკითხებში, ის სოციალურ მეცნიერებაში სამართლიანობის განცდით მოდის (Huizinga 1949). ამ განცდაზე შეუძლია მას საკუთარი ვითარებისთვის შესატყვისი რაციონალური პრინციპების აგება და ეს პრინციპები მის პიროვნულ, პროფესიულ და სოციალურ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული (ჩვენ ხაზს ვუსვამთ სიტყვას "რაციონალური", ვინაიდან კეთილგონიერება ეთიკური აზროვნების უმთავრესი მდგენელია და სწორედ კეთილგონიერებისა და სამართლიანობის განცდის კომბინაციაა, რისიც უნდა სწამდეს მკვლევარს, თუ სურს, რომ მაღალი ეთიკური სტანდარტით იმუშაოს)
მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ქცევის კოდექსი ვერ განჭვრეტს ან გადაწყვეტს ყველა პრობლემას, ეთიკური პრაქტიკის პირადი კოდექსის შექმნას ექვსი უპირატესობა აქვს. პირველი, ასეთი კოდექსი მკვლევარს ამკვიდრებს, როგორც უფრო ფართო სამეცნიერო საზოგადოების წევრს, რომელსაც მასთან საზიარო ღირებულებები და საფიქრალი აქვს. მეორე, ეთიკური პრაქტიკის კოდექსი მკვლევარს აცნობს ცდის პირების წინაშე ვალდებულებებს და, ასევე, იმ პრობლემურ სფეროებს, სადაც მისაღწევია ზოგადი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა არის მისაღები და რა - მიუღებელი. ამ თვალსაზრისით, მას ახსნა-განმარტების ღირებულება აქვს. მესამე, როდესაც მკვლევრის პროფესიულ ქცევას პრინციპების სახით მოცემული ეთიკის კოდექსი მართავს, შესაძლებელია, რომ ის დაფიქრდეს, როგორ გააკეთოს ერთი და იგივე საქმე ალტერნატიული გზებით, მორალური გამოწვევების წინაშე მდგარმა, აირჩიოს მეტად ან ნაკლებად ეთიკური გამოსავალი. მეოთხე, დაბალანსებული კოდექსი შეიძლება მნიშვნელოვანი მაორგანიზებელი ფაქტორი იყოს მკვლევრის პოზიციიდან კვლევის სიტუაციის აღქმისას და ამ თვალსაზრისით, სიტუაციის წინასწარ წარმოდგენასა და მომზადებაში გაუწიოს დახმარება. მეხუთე, სამართლიანობის საკუთარი განცდით დამტკიცებული პრაქტიკის კოდექსი დაეხმარება მკვლევარს ინტუიციური სენსიტიურობის განვითარებაში, განსაკუთრებით, უცნობ და მოულოდნელ მოვლენებთან გამკლავებაში, უფრო იმ შემთხვევებში, სადაც ისეთი მოქნილი მეთოდები გამოიყენება, როგორიცაა ეთნოგრაფია და მონაწილის დაკვირვება. და მეექვსე, პრაქტიკის კოდექსი მკვლევრების ცნობიერებაში დისციპლინის ელემენტს შეიტანს. 2.9 ჩანართში მაგალითის სახით მოცემულია მოკლე ეთიკური კოდექსი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი ანუ კონკრეტული პროექტის მოთხოვნების შესატყვისად შემუშავებული დებულებები უკეთესია, ვიდრე სტანდარტული. 2. 9 ჩანართში მოცემული დებულებები საილუსტრაციოა და არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი.
ჩანართი 2.9
ეთიკური კოდექსი: ილუსტრაცია
წყარო: ადაპტირებულია Reynolds 1979.
შეიძლება ითქვას, რომ უფრო დეტალური მოსაზრებები უნდა გვახსოვდეს განათლების სფეროს კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და ანგარიშის წარდგენის პროცესში (2. 10 ჩანართი).
2.10 ჩანართში შემოთავაზებულია საკითხები და მათი გადაჭრის რეკომენდაციები და არა - თავად გადაწყვეტები ან გადაწყვეტილებები. ისინი თითოეულმა მკვლევარმა თავად უნდა მოიფიქროს, გამომდინარე იმ კონკრეტული სიტუაციიდან, რომელშიც აღმოჩნდება. სოციალურ მეცნიერებაში ეთიკურ პრინციპებზე საუბრის შეჯამებისთვის.
ჩანართი 2.10.
ეთიკური პრინციპები განათლების სფეროში კვლევისთვის (უნდა შეთანხმდეს კვლევის დაწყებამდე)
პასუხისმგებლობები კვლევის წინაშე
პასუხისმგებლობები მონაწილეებისა და აუდიტორიის (აუდიტორიების) წინაშე
[1] რაც შეეხება მკვლევრის ქცევის შეფასებას, ერთადერთი მიმართულება განათლების სფეროში, სადაც ცალსახად და ერთხმად შეგვიძლია ტერმინის "ეთიკის აბსოლუტის“ გამოყენება და სადაც შესაბამისი შეფასება ეჭვგარეშეა, მკვლევრისა და მონაცემების ურთიერთობაა. მკვლევარმა რა მიზეზითაც არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი მონაცემები, ქცევა კატეგორიულად არასწორია. აქ არ რჩება ადგილი მორალური რელატივიზმისთვის. ამ შემთხვევაში მისაღებია მკაფიო დიქოტომია: თუ არსებობს ისეთი რამ, რასაც აშკარად ეთიკური ქცევა ჰქვია, მაშინ მონაცემების ბოროტად გამოყენება აშკარად არაეთიკურია. პირველ რიგში, ამან შეიძლება წინასწარ წამოყენებული, ხშირად სასურველი ჰიპოთეზის მხარდასაჭერად მონაცემების ფალსიფიცირების ფორმა მიიღოს; მეორე, იმავე მიზნის მისაღწევად მონაცემებით, ხშირად სტატისტიკურად, მანიპულირება (ან გამოყენებული ტექნიკებით მანიპულირება, მაგალითად, მიმართულების მიმცემი კითხვების მიზანმიმართული გამოყენება); მესამე, მონაცემების სელექციურად გამოყენება, ანუ იმ ნაწილების იგნორირება ან გამორიცხვა, რომელიც არ ერგება მკვლევრის ჰიპოთეზას; და მეოთხე, მონაცემების მიღმა გასვლა, სხვა სიტყვებით, ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებსაც არ ამყარებს მიღებული მონაცემები (ან მონაცემების ზეინტერპრეტაცია). ისეთი არამართებული ქცევებიც კი, როგორიც ამ მაგალითებშია მოცემული, შეუძლებელია მითითებებით გაკონტროლდეს: აქ ეთიკური აკრძალვები ნაკლებად გამოდგება, აღარაფერს ვამბობთ მათ შესრულებაზე. ერთადერთი პასუხი (პროფესიული მონიტორინგის არარსებობის პირობებში) მკვლევრისთვის არის მორალური კოდექსის ქონა, რომელიც, ფილოსოფოს რ. ს. პეტერსის სიტყვებით რომ ვთქვათ, "რაციონალურად არის მიღებული და კეთილგონიერად გამოყენებული“ და მუდმივად ამ კოდით ხელმძღვანელობა. მორალური კომპეტენცია, სხვა კომპეტენციების მსგავსად, დასწავლას ექვემდებარება. მისი შესწავლის ერთ გზას საკუთარი კოდექსისა და პრაქტიკის შესახებ კითხვის ნიშნიანი რეფლექსია წარმოადგენს, მაგალითად, სათანადოდ ვუპასუხე, საკმარისი იყო ჩემ მიერ გაცემული პასუხი, სათანადო აუდიტორიას, სათანადო დროს ვუპასუხე? რომ შევაჯამოთ ზემოთ თქმული, ეთიკური ქცევა დამოკიდებულია ეთიკური აზროვნების ნაკადზე, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლიანად გააზრებულ პრინციპებს ეფუძნება. მკითხველებმა, ვისაც მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ მეტის გაგება სურთ, უნდა წაიკითხონ Peter Medawar-ის (1991) ელეგანტური და საინტერესო ესე "Scientific fraud", რომელიც მოცემული კრებულში D. Pike (ed.) The Treat and the Glory: Reflections on Science and Scientists. Oxford: Oxford University Press და, ასევე, Broad, W. and Wade, N. (1983) Berrayers of Truth: Fraud and Deceit in the Halls of Science. New York: Century.
ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•