კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი II
მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური საბერძნეთიდან დღემდე პოზიტივიტიზმის თემა მუდმივად მეორდება დასავლური აზრის ისტორიაში, ისტორიულად ის მეცხრამეტე საუკუნის ფრანგ ფილოსოფოს ოგიუსტ კომტთან ასოცირდება. ის იყო პირველი მოაზროვნე, რომელმაც ეს სიტყვა ფილოსოფიური პოზიციიდან გამოიყენა (Beck 1979). მისი პოზიტივიზმი ქცევის შესწავლის საშუალებებად დაკვირვებასა და მსჯელობას იყენებს. ახსნა მეცნიერული აღწერის მეშვეობით ხდება. ოლდროიდი, ფილოსოფიის ისტორიისა და მეცნიერების მეთოდოლოგიის კვლევაში, (1986) წერს:
სწორედ კომტმა "გამოიგონა" ახალი მეცნიერება საზოგადოების შესახებ და მას ის სახელი დაარქვა, რომელსაც ასე მივეჩვიეთ.... სოციალური ფენომენები ფსიქოლოგიური (ან ბიოლოგიური) კანონებისა და თეორიების ჭრილში უნდა განხილულიყო და, ფიზიკური ფენომენების მსგავსად, ემპირიულად ყოფილიყო ნაკვლევი. Oldroyd (1986)
კომტის პოზიციამ მიგვიყვანა პოზიტივიზმის ზოგად დოქტრინამდე, რომლის მიხედვითაც, მთელი ჭეშმარიტი ცოდნა სენსორულ გამოცდილებას ეყრდნობა და მხოლოდ დაკვირვებისა და ექსპერიმენტის მეშვეობით არის შესაძლებელი ამ ცოდნის გაზრდა. მიჰყვება რა ემპირიზმის ტრადიციებს, ის ზღუდავს კვლევაძიების ფარგლებს და რწმენას, თუ რა შეიძლება დადგინდეს უტყუარად, რითაც უარს ამბობს ცოდნის მხოლოდ მსჯელობით მიღების მეტაფიზიკურ და სპეკულაციურ მცდელობებზე. შედეგად ჩამოყალიბდა მოძრაობა, რომელსაც "ფაქტებსა და ბუნებრივ ფენომენებზე მტკიცე ორიენტაცია" ეწოდა (Beck 1979).
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს "პოზიტივიზმი" ფილოსოფოსები და სოციალური მეცნიერები იყენებენ, მისი რეზიდუალური მნიშვნელობა მაინც ყოველთვის სახეზეა და ნიშნავს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერება კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის პარადიგმადაა აღიარებული. (Duncan 1968). აქ შედის გიდენსის (1975) მიერ იდენტიფიცირებული შემდეგი ურთიერთდაკავშირებული დაშვებები. პირველი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდოლოგიური პროცედურების გამოყენება პირდაპირ არის შესაძლებელი სოციალურ მეცნიერებებში. აქ პოზიტივიზმი სოციალური მეცნიერის, როგორც სოციალური რეალობის დამკვირვებლის, კონკრეტულ პოზიციას გულისხმობს. მეორე, სოციალურ მეცნიერთა კვლევა-ძიების საბოლოო პროდუქტის ფორმულირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში არსებული ანალოგიური პროდუქტის ტერმინებით არის შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ მათი ანალიზი იმავე სახის კანონებითა და კანონისმაგვარი რეგულარობებით უნდა აღიწეროს, რომლებიც ბუნებრივ ფენომენთან მიმართებაშია დადგენილი. აქ პოზიტივიზმში მოიაზრება სოციალური მეცნიერების, როგორც საკუთარი საკვლევი საგნის ანალიტიკოსებისა და ინტერპრეტატორების, მკაფიოდ ჩამოყალიბებული გარკვეული მოსაზრება. პოზიტივიზმი ამტკიცებს, რომ მეცნიერება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იდეალურ ცოდნას გვაძლევს.
თუმცა, პოზიტივიზმი ნაკლებად წარმატებულია ადამიანის ქცევის შესწავლის იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანის ბუნების განუზომელი სირთულე და სოციალური ფენომენების მოუხელთებელი და შეუმჩნეველი თვისებები წინააღმდეგობაში მოდის ბუნებრივი სამყაროს წესრიგთან და კანონზომიერებასთან. ეს ვითარება არსად ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც კლასისა და სკოლის კონტექსტში, სადაც სწავლების, სწავლისა და ადამიანური ურთიერთქმედების პრობლემები პოზიტივისტ მკვლევარს გიგანტური გამოწვევის წინაშე აყენებს.
ფილოსოფიისა და მეცნიერების მეთოდოლოგიის ისტორიაში პოზიტივიზმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ Oldroyd (1986). ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი ზოგიერთი მახასიათებელი.
ტეგები: Qwelly, sociology, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2026.
საათი: 11:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 12 of Diablo 4 introduces a gripping narrative…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•