Sacred and Profane Love, titian, sakraluri, profanuli, religia, religiuri, arareligiuri, sociologia, religiis sociologia, qwelly, ticiani, naxati, ქველი, ტიციანი, საკრალური, პროფანული, სიყვარული, რელიგიური, არარელიგიური, რელიგიურობა, არარელიგიურობა, სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია
"საკრალური და პროფანული სიყვარული", ტიციანი, 1514

საკრალური (წმინდა) და საერო (პროფანული)

      როგორ წარმოიქმნება რელიგიური საზოგადოებაში? რა სპეციფიკური ნიშან-თვისება გამორჩეულს ხდის რელიგიურის სფეროს რეალობის სხვა სფეროებისგან? ე. დიურკემი რელიგიის სისტემის აგებისას მიდის დუალური ოპოზიციების, ურთიერთსაპირისპირო კატეგორიების გამოყოფის გზით. იგი სვამს კითხვას: როგორია რელიგიურის მდგომარეობა ტრაიბალურ სოციუმში? ავსტრალიური რელიგიური წარმოდგენების ანალიზის საფუძველზე იგი აკეთებს დასკვნას, რომ რელიგიური განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება ყოველდღიურ რეალობასთან შედარებით. ეს სპეციფიკური მდგომარეობა გულისხმობს, რომ რელიგიური სფერო იზოლირებულია და დაცულია ტაბუთი და აკრძალვებით. ეს აკრძალვები ვრცელდება რეალობის ყოველდღიურ, არარელიგიურის სფეროზე. ყველა აკრძალვას შორის დომინირებს აკრძალვა ფიზიკურ კონტაქტზე. ეს აკრძალვა უნივერსალურია. იგი კრძალავს შეხებას გარკვეულ ობიექტებსა და აგრეთვე, პიროვნებებთან, რომლებიც უწმინდურებად ითვლებიან. "უპირველეს ყოვლისა, არსებობს აკრძალვა კონტაქტზე: ეს არის პირველადი ტაბუ და ყველა სხვა აკრძალვა მხოლოდ მის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. ისინი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ საერო არ უნდა ეხებოდეს წმინდას, საკრალურს". არ შეიძლება უფრო დიდი შიშის წარმოდგენა, ვიდრე საკრალურის შეხება ან მისი შეხედვა განაცდევინებს ინდივიდს. თუმცა აკრძალულის დარღვევის დროს ღვთაებრივთან შეხებისას ადამიანი განიცდის გამოუთქმელ სიხარულს, იდუმალ სიამაყეს. ეს სიხარული დაკავშირებულია იმის უგულებელყოფის შესაძლებლობასთან, რაც აკრძალულია საკრალურთან მიმართებაში. ნებისმიერი დაზიანება გამოწვეული ობიექტთან ან უწმინდურ არსებასთან კონტაქტის გამო, განიხილება, როგორც სერიოზული თავდასხმა სოციალური წესრიგზე და მისი მკრეხელური დარღვევა. გარკვეულ შემთხვევაში, ეს სერიოზულობა ვრცელდება ადამიანზეც, რომელსაც არ შეიძლება შეეხონ., მაგალითად., ავადმყოფობის, მენსტრუაციის, ან სულიერი აშლილობის დროს. ადამიანთა ამგვარ, ე.წ. ხელშეუხებელთა კატეგორიას, ვისზეც ვრცელდება შეხების აკრძალვა, მიეკუთვნება ის ადამიანებიც, ვინც უცხოა კლანთან ან თემთან მიმართებაში, ან ბელადები თუ განსაკუთრებული უნარებითა და ნიჭით დაჯილდოებული წინამძღოლები. ეს სტერეოტიპი შენარჩუნებულია თანამედროვე საზოგადოებაშიც ფიზიკური ნაკლისა თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა ან ინფექციური დაავადების მქონე ავადმყოფების მიმართ. ის რიტუალები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც მიმართულია ამ ტიპის ადამიანების გაწმენდისთვის ანუ მათ მიმართ, ვინც დაარღვია აკრძალვა და უწმინდური გახდა, ძალზე ფართოა _ მსხვერპლშეწირვიდან დაწყებული დამნაშავის სიკვდილით დამთავრებული. ამ აკრძალვებს მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის ბუნების გარკვეულ დუალიზმთან, ორმაგობასთან. ეს დუალიზმი გვხდება თითქმის ყველა დროსა და ყველა ხალხში. იგი გამოიხატება სულისა და სხეულის, მომკვდავისა და უკვდავის, მოაზროვნე სულისა და მცენარეულის სულის, და ა.შ. დუალურ ოპოზიციაში. ეს მდგომარეობები განიხილება არსებითად განსხვავებულ ინსტანციებად. ამავე დროს, პირველი მდგომარეობა ითვლება როგორც უპირატესობის მქონე, რამდენაც წარმოადგენს უფრო წმინდა და იდეალურ არსს.

      ამრიგად, ეს დუალიზმი იძენს რელიგიურ ხასიათს, როცა იგი უპირისპირებს ერთმანეთს საგანთა ან ძალების ორ კლასს: საკრალურსა (წმინდა) და პროფანულს, საეროს. პირველი იწვევს პატივისცემას, რიგ შემთხვევაში, ძრწოლასაც და ადამიანები ცდილობენ მასთან კონტაქტისგან თავის არიდებას. თუმცა, ამ დროს ვლინდება ის მაცოცხლებელი ძალა, რაც მჭიდროდ აერთიანებს ადამიანებს და ახდენს მათზე მორალურ გავლენას. მეორე კატეგორია რჩება ყოველდღიურობის სფეროში და მასთან კონტაქტი არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას. განმასხვავებელი თვისება, რომლითაც რელიგიურს გამოარჩევენ _ გათიშვაა. "ის, რაც ითვლება საეროდ, არ მონაწილეობს საკრალურში, არამედ მთლიანად ეკუთვნის მეორე მხარეს, არაწმინდას". ვისაც სურს გადასვლა საერო სფეროდან წმინდა სფეროში უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რიტუალებს, იქნება ეს განწმენდა (მაგალითად., მარხვა) თუ ინიციაცია (ახალ წევრად შესვლა ჯგუფში). ინიციაცია განსაკუთრეებით ახალგაზრდებს ეხება. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ იმ შესაბამისი რიტუალების წარმატებით გავლის შედეგად, რომელსაც რელიგია უწესებს ახალგაზრდას, მისი დაშვება ხდება სოციალური ან რელიგიური ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად., ბიჭებისთვის დაწესებულია მამაკაცთა თანასაზოგადოების სრულფასოვანი წევრობის უფლების მოპოვების რიტუალები, როგორიცაა, ბიჭების გამოცდისთვის ტყეში გარკვეული ხნით მარტო დატოვება და სხვადასხვა განსაცდელის წინაშე მარტო დგომის სიტუაციაში მოქცევა.

      ინდივიდის ცნობიერებაში არსებული სწორედ ეს ფუნდამენტური განსხვავება რეალობაშიც უპირისპირებს ერთმანეთს წმინდასა და საეროს. ეს დაყოფა ანაწილებს საგნებს ორ ურთიერთგამომრიცხავ და ანტაგონისტურ კლასად. გარდა ამისა, იგი განაპირობებს იმ საზღვრების ფორმირებას, რომელშიც ადამიანი გაიაზრებს დროისა და სივრცის არსებობას. აქ შესაძლებელია ვეძიოთ ფილოსოფიისა და მეცნიერების პრინციპების წარმოშობის საწყისი. საკრალური ობიექტები ფლობენ იმ თვისებებსა და ძალას, რაც უპირატესობის მქონეა საეროსთან შედარებით. მათ მიეწერება გაცილებით დიდი გავლენა ადამიანებზე, რომლებიც თავის მხრივ, ემორჩილებიან ამ გავლენასა და თაყვანს სცემენ მსხვერლის გაღების სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მატერიალური სიკეთეები თუ თვით სიცოცხლეც კი. ზოგი დასცინის კიდეც მათ, განსაკუთრებით იმ კერპებს, რომლებმაც მათ მოუტანეს იმედგაცრუება ან რაიმე უბედურება, თუმცა ეს არ უშლით ხელს მათ ისევე ძლიერად სწამდეთ თავიანთი ღვთაებები და თაყვანი სცენ მათ. სწორედ ამგვარად იქცევა საკრალურის უპირატესობა საზოგადოების უპირატესობად ინდივიდთან შედარებით, რომელიც საზოგადოების კუთვნილებაა. საკრალური განასახიერებს კოლექტიურ ცნობიერებას, რომელიც მისი სახით რეალური და ხელშესახები ხდება და მატერიალიზებულია საგნებში, ფორმულებში, მოქმედებებში, რიტუალებში. ე. დიურკემი წერს: "რელიგიური ფორმა მხოლოდ გრძნობაა, რომელსაც ერთობა თავის წევრებს შთააგონებს, მაგრამ პროეცირებული ცნობიერების მიღმა. რათა მოხდეს რელიგიურის ობიექტივირება, იგი ფიქსირდება ობიექტზე, რომელიც ხდება საკრალური". შეიძლება ადვილად შევნიშნოთ, რაში ვლინდება მისი ეფექტურობა და დინამიკა. რაც უფრო მჭიდროა ერთობა, მით უფრო ძლიერია მათი წევრების ერთმანეთთან სიახლოვე, შესაბამისად, მით უფრო გამოხატულია საღვთოსა და საეროს დაპირისპირება. ამ დროს წარმოქმნილი რელიგიური ფორმა გავლენას ახდენს თითოეულზე, უკრძალავს რა ამ ორი სფეროს ერთმანეთთან შერევასა და მათი საზღვრების დარღვევას. ამ გზით აკრძალვა ღრმავდება ცნობიერებაში არსებული ამ ურთიერთგამომრიცხავი სამყაროების ფუნდამენტური განსხვავების საფუძველზე. დიურკემი მიუთითებს ამ განსხვავებაზე: "რამდენადაც ადამიანურ ცნობიერებაში საღვთოს ცნება ყოველთვის და ყველგან გამიჯნულია საეროსგან, რამდენადაც ჩვენ ვგრძნობთ მათ შორის რაღაც ლოგიკურ სიცარიელეს, გონება განიცდის გამოუთქმელ ზიზღს იმის მიმართ, რომ მათი შესატყვისი საგნების შერევა ხდებოდეს ან უბრალოდ ერთმანეთთან შედიოდნენ კონტაქტში, რადგანაც მათი ამგვარი შერევა ან თვით უშუალო შეხებაც კი ძალიან ძლიერ ეწინააღმდეგება იმ გათიშვას, რომელშიც იმყოფებიან ეს იდეები ცნობიერებაში. საკრალური (საღვთო) ეს არის უპირატესად ის, რასაც საერო არ შეიძლება და არც უნდა ეხებოდეს დაუსჯელად".

      რელიგიურის იდეა გულისხმობს საკრალური (საღვთო) და პროფანული (საერო) სამყაროების ოპოზიციას. საკრალურისა და პროფანულის გათიშვა და პოლარიზება ახდენს ადამიანური არსებობის საზღვრების ფორმირებას. საკრალურთან კონტაქტის აკრძალვა გულისხმობს რაღაც მყარისა და ხელშეუხებლის დაკანონებას, ხოლო საკრალურთან კონტაქტი ლოგიკური შეუძლებლის ტოლფასი ქმედებაა. სწორედ საკრალურის (საღვთოს) იდეა და არა ყოვლიშემძლე და ზებუნებრივი არსის იდეა შეადგენს რელიგიურის სპეციფიკას. საკრალურის იდეა გვთავაზობს იმ ჩარჩოებს, რომელშიც შესაძლებელი ხდება რწმენის მოვლენებისა და სისტემების კლასიფიკაცია და გააზრება. მართალია მაგიაც, რელიგიის მსგავსად ახდენს საკრალურისა და საეროს დაპირისპირებასა და პოლარიზებას, მაგრამ მათ შორის თვისებრივი განსხვავებაა. რელიგია შეუძლებელი ხდება ეკლესიის გარეშე, რომელშიც იგულისხმება მორწმუნეთა მორალური ერთობა, თანასაზოგადოება. მაგია ეს ინდივიდუალური საქმიანობაა, მისგან განსხვავებით რელიგია კოლექტიური გამოცდილების ფენომენია. "რელიგია არ არის მისთვის განკუთვნილი ადამიანებისთვის რაღაც გაურკვეველი და შეუგრძნობი თანასაზოგადოება, იგი წარმოადგენს იერარქიის სხეულს ყველა მონათლულ მორწმუნესთან ერთად". რელიგია განუყოფელია მორწმუნეთა ჯგუფისგან, რომელიც აღიარებს გარკვეულ რწმენათა სისტემასა და ასრულებს მასთან დაკავშირებულ რიტუალებს. შეუძლებელი რამაა, რომ ვინმემ თავისი სურვილით ან ბრძანებით დააფუძნოს ეკლესია. ვინც აცნობიერებს რელიგიური ცხოვრების ძირითად პირობებსა და რელიგიური სინამდვილის თავისებურებებს, საკრალურის იდეას მჭიდროდ აკავშირებს ეკლესიის ანუ მორწმუნეთა ერთობის, რელიგიური თანასაზოგადოების იდეასთან. "რელიგია ეს არის შინაგანად ურთიერთდაკავშირებული რწმენებისა და მოქმედებების სისტემა მიმართებაში მყოფი საკრალურ მოვლენებთან, რომლებიც აკრძალული და განცალკევებულია. ის რწმენები და მოქმედებები, რომლებიც აერთიანებენ ერთ მორალურ თანასაზოგადოებას და რომელსაც ეკლესია ეწოდება. ამ განსაზღვრების მეორე ელემენტი არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ვიდრე პირველი; რამდენადაც რელიგიის იდეა განუყოფელია ეკლესიის იდეისგან, იგი გვაიძულებს გავიგოთ, რომ რელიგია უნდა იყოს უაღრესად კოლექტიური ფენომენი". ეკლესია გავლენას ახდენს თავის მორწმუნეებზე და არ არის დამოკიდებული მათ თანხმობაზე. შესაბამისად თანხმობა, რომელსაც გამოხატავენ მორწმუნენი ეკლესიის მიმართ არ არის ნებაყოფლობითი ხასიათის. მიუხედავად ამისა, ეს იერარქია და გარეგანი იძულება, რომელიც ეკლესიის მხარდამჭერ ასპექტს წარმოადგენს არის მეორადი.იერარქია ვერ მოახვევდა თავის თავს ადამაინებს შინაგანი, მორალური ძალაუფგლების გარეშე, რომელსაც ანიჭებენ რელიგიას მორწმუნეები. მთავარი ეკლესიისთვის ეს არის ადამიანთა გაერთიანება ერთი რომელიმე საკრალურის (საღვთოს) გარშემო. იგი აძლევს საკრალურთან კონტაქტის აკრძალვას ძალას, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბარიერებით შემოფარგლავს რომელიმე ერთობას და მის შინაგან კავშირსაც უზრუნველყოფს. ეკლესიის ჭეშმარიტ არსს წარმოადგენს საკრალურთან კონტაქტის დაკანონება, ლეგიტიმაცია.

ტეგები: Qwelly, პროფანულობა, რელიგია, საკრალურობა, სოციოლოგია, სტატიები, ქველი

ნახვა: 704

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters