კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XVIII

      განათლების სფეროში პოლიტიკური განზომილების გარეშე მუშაობა გარდაუვალია, როგორც მაკრო, ისე მიკრო თვალსაზრისით. მაკროპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დაფინანსების ისეთ პირობებში აისახება, სადაც გაცემული დაფინანსება განაპირობებს, რომ კვლევა იყოს "პოლიტიკაზე მიბმული" (Burgess 1993) _ მას ექვემდებარებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების წარმართვა, ხარისხის გაუმჯობესება პოლიტიკოსების მიერ იდენტიფიცირებულ სფეროებში, პოლიტიკის დანერგვისა და გატარების ეფექტების შეფასება. ბურგესი აღნიშნავს გადანაცვლებას იმ სიტუაციიდან, რომელშიც მკვლევარი თავად განსაზღვრავს კვლევის თემას ისეთი სიტუაციისკენ, როდესაც სპონსორი ადგენს კვლევის ფოკუსს. დაფინანსების საკითხი სცილდება კვლევის შემდგომ გამოყენებას მისი გავრცელების/გამოქვეყნების (ან გაუვრცელებლობის/გამოუქვეყნებლობის) თვალსაზრისით. თუ ვინ მიიღებს შედეგებს, ან ვის მიუწვდება მათზე ხელი, როგორ გამოიყენებენ და წარმოადგენენ შედეგებს _ მონაცემების მფლობელობისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების კონტროლის ფუნდამენტურ საკითხს წამოჭრის. არასასურველი ანგარიშების გამოქვეყნება შეიძლება გადაიდოს, დაბრკოლდეს ან შერჩევითად გამოქვეყნდეს! კვლევა შეიძლება უფრო ფართო საგანმანათლებლო მიზნების _ განათლების ადგილობრივი სამთავრობო წარმომადგენლების პოლიტიკის ან სამთავრობო სააგენტოების პოლიტიკის სამსახურში ჩადგეს.

      კვლევისა და პოლიტიკის ურთიერთგადაჯაჭვულობისდა მიუხედავად, განათლების კვლევას, პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს შორის კომპლექსური ურთიერთობებია, რადგან კვლევის დიზაინი კომპლექსური სოციალური რეალობის შესწავლას ესწრაფის (Anderson and Biddle 1991). კონკრეტული ცალკეული კვლევა არ არის მარტივად ან უშუალოდ პოლიტიკის ერთ კონკრეტულ ნაწილზე მიმართული; არამედ, პირიქით, კვლევა სხვადასხვა ტიპის ცოდნას ქმნის _ ცნებებს, სქემებს, ახსნებს, თეორიებს, სტრატეგიებს, მტკიცებულებებსა და მეთოდოლოგიებს (Caplan 1991). ეს ცოდნა შეუმჩნევლად და ხშირად არაპირდაპირ ასაზრდოებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მაგალითად, შეაქვს მასში უშუალო წვლილი, აძლევს ზოგად მიმართულებას, მეცნიერულ ინტრპრეტაციებს, მაორიენტირებელ პერსპექტივებს, განზოგადებებსა და ახალებურ ხედვებს. ბაზისური და გამოყენებითი კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში.

      კვლევაზე ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია შედეგების გავრცელების/გამოქვეყნების სიფრთხილეზე: ძალიან მცირე მოცულობით წარმოდგენილ შედეგებს მათი იგნორირება მოჰყვება, ძალიან დიდი ოდენობით მიწოდებისას კი _ მონაცემებით გადატვირთვა უხერხულად აგრძნობინებს თავს პოლიტიკოსებს და ისინი ცინიკურად იტყუებიან (გავიხსენოთ ამბავი, ბიჭი რომ ცინიკურად ტყუოდა "მგელი, მგელიო") (Knott and Wildasky 1991). ამგვარად, მკვლევრები ფრთხილად უნდა მოეკიდონ პოლიტიკოსების მიერ შედეგების გამოყენების საკითხს (Weiss 1991ა), ერიდონ ჟარგონს, მიაწოდონ შეჯამებები, გააუმჯობესონ კავშირი პოლიტიკოსთა კულტურებთან (Cook 1991) და, შემდგომში, განათლების სფეროში მოღვაწეთა წრეებთან. მკვლევრებმა უნდა განავითარონ პოლიტიკაზე გავლენის საშუალებები, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რომ, უბრალოდ, უყურადღებოდ დატოვონ კვლევის შედეგები, საკუთარი კვლევა დაუკვეთონ (Cohen and Garet 1991) ან არასაკმარისი დაფინანსება გამოუყონ სოციალური პრობლემების კვლევას (Coleman 1991; Thomas 1991). მკვლევრები უნდა აცნობიერებდნენ და აღიარებდნენ ძალაუფლების მქონე ჯგუფებთან კავშირს, რომლებიც თავიანთ პოლიტიკას ატარებენ. კვლევის გამოყენებამ მრავალი ფორმა შეიძლება მიიღოს იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს მას პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში, რამდენად არის დამოკიდებული მასზე განვითარება, პრობლემების გადაწყვეტა, ინტერაქტიული და ტაქტიკური მოდელები (Weiss 1991ბ). მკვლევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა იქნება მათი კვლევის გამოყენების საუკეთესო ფორმა (Alkin et al. 1991).

      პოლიტიკაზე კვლევის ზეგავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თანხვდება ის მთავრობის პოლიტიკურ გეგმებს (Thomas 1991), პოლიტიკოსები ხომ საკუთარ პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე, გადარჩენასა (Cook 1991) და საკუთარი სოციალური პროგრამების წინ წამოწევაზე შფოთავენ. კვლევა გამოიყენება, თუ ის პოლიტიკურად მისაღებია. ის, რომ კვლევის გავლენა პოლიტიკაზე უკიდურესად და უცილობლად პოლიტიკურია, ძალიან ბანალურია (Horowitz and Katz 1991; Kamin 1991; Selleck 1991; ჭინებურგ 1991). კვლევა ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს, უბრალოდ, "დამადასტურებელ ტექსტად", რომელიც "ამართლებს სისტემას" (ჭინებურგ 1991) და რომელსაც მხოლოდ ისინი გამოიყენებენ, ვისაც მასში მარტოდენ საკუთარი სურვილების დანახვა უნდა (Kogan and Atkin 1991).

      მკვლევრებსა და პოლიტიკოსებს შორის მნიშვნელოვანი დაძაბულობა არსებობს. ორივე მხარეს განსხვავებული, ხშირად დაპირისპირებული ინტერესები, გეგმები, აუდიტორია, ვადები, ტერმინოლოგია და აქტუალური საკითხები აქვს (Levin 1991). ეს ვითარება განუზომლად მოქმედებს კვლევის სტილზე. პოლიტიკოსები შფოთავენ და სურთ ზედაპირული ფაქტების სწრაფად დადგენა, ხანმოკლე გადაწყვეტები, კომპლექსური და ზოგადი სოციალური პრობლემების მოგვარების მარტივი საშუალებები (Carwright 1991; Cook 1991), მარტივი გავლენის მოდელი (Biddle and Anderson 1991; Weiss 1991ა; 1991ბ). შესაბამისად, მიმზიდველად მიიჩნევენ პოზიტივისტურ მეთოდოლოგიებს, აკნინებენ არალეგიტიმურ შეჯამებებს და აუარესებენ მონაცემებს. გარდა ამისა, საქმე აქვთ რა იდეოლოგიასთან, მსოფლმხედველობასთან და არა კონკრეტულ საკითხებთან, პოლიტიკოსები, ძირითადად, არ არიან დარწმუნებული ისეთი კვლევის ეფექტებში (Cohen and Garet 1991; Kerlinger 1991), რომელთაც უკიდურესად რთული დიზაინი და შეზღუდული პრაქტიკული გამოყენება აქვს (Finn 1991). მკვლევრების საპასუხოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს მცდარად წარმოაჩენს მათი შრომის ბუნებას (Shavelson and Berliner 1991) და კომპლექსურ რეალობას, რომლის შესწავლასაც ცდილობენ (Blalock 1991). სოციალური კომპლექსურობის მოხელთება და პოლიტიკური სარგებლიანობის პირობის დაკმაყოფილება შეიძლება უპირისპირდებოდეს ერთმანეთს.

      კვლევისა და პოლიტიკის _ ძალაუფლებისა და გადაწყვეტილებების მიღების _ ურთიერთკავშირი რთული საკითხია. მეორე მხრივ, მკვლევრებისთვის ისევ ძალაში რჩება დებულება, რომ კვლევა იმთავითვე პოლიტიკური აქტია, რადგან ის საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილია. აშერისა და სკოტის (1996: 176) მტკიცებით, პოზიტივისტური კვლევა იძლევა საშუალებას, რომ შედარებით ხელუხლებლად შენარჩუნდეს საზოგადოების ტრადიციული კონცეფცია _ თეთრკანიანი მამაკაცი, საშუალო კლასიდან გამოსული მკვლევარი. ის, რომ ეს თემა ეპისტემოლოგიურ დებატამდე აღწევს, ნათელი ხდება საკითხით, ვინ განსაზღვრავს "ცოდნის ტრადიციებს" და ცოდნის დისციპლინებს. ცოდნის სოციალურ წყობაში გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფებს სხვადასხვა ძალით შეუძლიათ, განსაზღვრონ, თუ რა არის კვლევით მოპოვებული ღირებული ცოდნა, რომელი ფოკუსები და მეთოდოლოგიაა კვლევისთვის მისაღები და მართებული და როგორ იქნება შედეგები გამოყენებული.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 247

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters