კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი VIII

      აქამდე გავეცანით და განსხვავებულ ტერმინებს ვიყენებდით სხვადასხვა სკოლებისა და მიმართულებების აღსაწერად, რომლებსაც პოზიტივისტური და ანტიპოზიტივისტური მიდგომები აერთიანებს. მოხერხებულობისთვის და კომუნიკაციის გასამარტივებლად, განვსაზღვრავთ ორ ზოგად ტერმინს, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ამ ორი მიდგომის და თითოეულ მათგანში გაერთიანებული კატეგორიების აღსაწერად, განსაკუთრებით, სოციალურ ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში. ეს ტერმინებია "ნორმატიული" და "ინტერპრეტაციული". ნორმატიული პარადიგმა (ანუ მოდელი) ორ ძირითად წარმმართველ იდეას შეიცავს (Douglas 1973): პირველი, ადამიანის ქცევა არსებითად კანონზომიერია და მეორე, ის საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდებით უნდა იკვლეოდეს. ამის საპირისპიროდ, ინტერპრეტაციულ პარადიგმას ინდივიდი აინტერესებს. თუ ნორმატიული კვლევები პოზიტივისტურია, ინტერპრეტაციული პარადიგმის ფარგლებში შექმნილი ყველა თეორია ანტიპოზიტივისტურისკენ იხრება. როგორც ვნახეთ, ინტერპრეტაციული პარადიგმის კონტექსტში ძირითად მიზანია ადამიანური გამოცდილების სუბიექტური სამყაროს გაგება. აქ საკვლევი ფენომენების მთლიანობის შესანარჩუნებლად პიროვნების შიგნით შეღწევასა და ამ ფენომენების იქიდან გაგებას ცდილობენ; ეწინააღმდეგებიან გარეგანი ფორმისა და სტრუქტურის მიწერას, ვინაიდან ისინი დამკვირვებლის მოსაზრებებს ასახავენ და არა იმას, რაშიც რეალურად არის ჩართული აქტორი.

      ახლა ამ ორ პარადიგმას შორის კიდევ ორ განსხვავებას შეგვიძლია შევეხოთ: პირველი "ქცევისა" და "ქმედების" ცნებებს უკავშირდება, ხოლო მეორე - "თეორიის" სხვადასხვა კონცეფციას. ნორმატიული პარადიგმის ცენტრალური ცნება ან ექსტერნულ, გარემოდან მომდინარე სტიმულებს (მაგალითად, მეორე ადამიანი, საზოგადოების მოთხოვნები) ეხება, ან - შინაგან სტიმულებს (მაგალითად, შიმშილი, მიღწევის მოთხოვნილება). ნებისმიერ შემთხვევაში ქცევის მიზეზი წარსულშია. ინტერპრეტაციული მიდგომები, თავის მხრივ, მოქმედებაზე ფოკუსირდება. ამას შეგვიძლია აზრის მქონე ქცევა ვუწოდოთ. ეს არის ინტენციური, მიმართული და ამიტომ მომავალზე ორიენტირებული ქცევა. მოქმედებები ჩვენთვის მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობებს, თუ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ აქტორებს განზრახული აქვთ თავანთი გამოცდილების გაზიარება. ჩვენი ყოველდღიური ურთიერთქმედების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ საერთო, გაზიარებულ გამოცდილებას ეყრდნობა.

      თეორიის მიხედვით, ნორმატიული მკვლევრები ადამიანის ქცევის ზოგადი თეორიების შექმნას ესწრაფიან და მათ დასაბუთებას კვლევის სულ უფრო გართულებული მეთოდოლოგიების გამოყენებით ცდილობენ, რომლებიც, ზოგიერთების რწმენით, სულ უფრო და უფრო გვაშორებს გამოცდილებასა და ყოველდღიური სამყაროს გაგებას და აბსტრაქტული სამყაროსკენ მიგვაქანებს. მათთვის ბაზისურ რეალობას კოლექტივიზმი წარმოადგენს; ის გარეგანია, უცხოა აქტორისთვის და საზოგადოებაში, მის ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში ვლინდება. თეორიის ვალია, თქვას, როგორ არსებობს რეალობა ამ ფორმებით, ან როგორ შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ უფრო ეფექტური გახდეს. მკვლევრის საბოლოო მიზანია, შექმნას ყოვლისმომცველი, ამომწურავი "რაციონალური სტრუქტურა", რომელსაც ადამიანისა და სოციალური ქცევის ასახსნელად გამოიყენებს.

      რა ხდება ინტერპრეტაციული მკვლევრების შემთხვევაში? ისინი ინდივიდებით იწყებენ და მიზნად ისახავენ მათ ირგვლივ არსებული სამყაროს მათეული ინტერპრეტაციების გაგებას. თეორია აღმოცენდება და კონკრეტული სიტუაციებიდან წარმოიქმნება. ის კვლევის აქტით გენერირებულ მონაცემებზეა "დაფუძნებული" (Glaser and Strauss 1967). თეორია კი არ უნდა უსწრებდეს კვლევას, არამედ უნდა მოჰყვებოდეს მას. მკვლევრები უშუალოდ გამოცდილებასა და გაგებაზე მუშაობენ და მათზე აგებენ თეორიებს. ამ გზით მოპოვებულ მონაცემებში წარმოდგენილი იქნება იმ ადამიანების მოსაზრებები და მიზნები, ვისგანაც აიღეს ისინი. გარდა ამისა, ამ გზით მიღებული თეორია იმათთვის უნდა იყოს გასაგები, ვის მიმართაც გამოიყენება. ინტერპრეტაციულ ჩარჩოში მომუშავე მკვლევრისთვის მეცნიერული კვლევა-ძიების მიზანია, გაარკვიოს, თუ როგორ ხდება რეალობის დაწმენდვა ერთ მოცემულ დროსა და ადგილზე და შეადაროს იმას, თუ რა ხდება სხვა დროსა და ადგილზე. ამგვარად, თეორია მნიშვნელობების ნაკრებად ყალიბდება, რომელიც ადამიანების ქცევაში წვდომასა და გარკვევას ემსახურება. ეს თეორიები იმდენად განსხვავებული შეიძლება იყოს, რამდენადაც მრავალფეროვანია ადამიანების ხედვები და მოსაზრებები, რომელთა ასახსნელადაც არიან ისინი მოწოდებული. ინტერპრეტაციული პოზიციის თანახმად, ზოგადი თეორიის შექმნის იმედი, რომელიც ნორმატიულ შეხედულებას ახასიათებს, ადგილს უთმობს ადამიანის ქცევის მრავალწახნაგოვან ხატებს, რომლებიც იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც მათი ხელშემწყობი სიტუაციები და ვითარებები.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 840

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters