კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 6
ნაწილი III
ინტერვიუებში ვალიდობის შესახებ ხშირად თვალსაჩინო ვალიდობის საფუძველზე ასკვნიან (Cannell and Kahn 1968) ანუ არის თუ არა კითხვები ისე დასმული, რომ იმას ზომავდნენ, რისი გაზომვის პრეტენზიაც აქვთ. არავალიდობის ერთი მიზეზი მიკერძოებულობაა, რომელიც განისაზღვრება, როგორც "ერთი და იმავე მიმართულებით შეცდომების დაშვების სისტემური ან მუდმივი ტენდენცია, ანუ თვისების "ჭეშმარიტი ღირებულების" მოჭარბებულად ან არასაკმარისად შეფასება" (Lansing et al. 1961). ინტერვიუს საზომების ვალიდაციის ერთი გზა ინტერვიუს საზომის სხვა ისეთ საზომთან შედარებაა, რომლის ვალიდობა უკვე დადასტურებულია. ასეთი შედარება "კონვერგენციული ვალიდობის" სახელით არის ცნობილი. თუ ორი საზომი თანხვდება ერთმანეთს, მაშინ შეგვიძლია დავუშვათ, რომ შესაძლებელია ინტერვიუს ვალიდობის შედარება მეორე საზომის უკვე დამტკიცებულ ვალიდობასთან.
სავარაუდოდ, მეტი ვალიდობის მიღწევის ყველაზე პრაქტიკული გზაა მიკერძოებულობის შეძლებისდაგვარად მეტად შემცირება. მიკერძოებულობის წყაროებია ინტერვიუერის მახასიათებლები, რესპონდენტის მახასიათებლები და კითხვების რეალური შინაარსი. უფრო კონკრეტულად, მათ რიცხვში შედის:
კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ რასა, რელიგია, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, სტატუსი, სოციალური კლასი და ასაკი გარკვეულ კონტექსტებში მიკერძოებულობის პოტენციური წყაროები, ანუ ინტერვიუერის ეფექტები შეიძლება იყოს (Lee 1993; Scheurick 1995). ინტერვიუერებს და რესპონდენტებს ინტერვიუს სიტუაციაში ერთნაირად მოაქვთ, ხშირად არაცნობიერად, თავიანთი საკუთარი გამოცდილება და წარსული. ჰიჩკოკი და ჰაგისი (1989) ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ინტერვიუ ინტერპერსონალურია - ადამიანები ურთიერთქმედებენ ადამიანებთან, მკვლევარი აუცილებლად მოახდენს რაღაც გავლენას რესპონდენტზე და, აქედან გამომდინარე, მონაცემებზეც. ფილდინგსა და ფილდინგს (1986: 12) დამაჯერებელი არგუმენტი მოაქვთ, რომ ყველაზე დახვეწილი გამოკითხვებიც კი მხოლოდ მანიპულირებენ იმ მონაცემებით, რომლებიც ოდესღაც მაინც მიუღიათ ადამიანების გამოკითხვის გზით! ინტერვიუერის ნეიტრალურობა ქიმერაა (Denscombe 1995).
ლი (1993) მიუთითებს ინტერვიუს ჩატარების პრობლემების ყველაზე მწვავე გამოვლინებაზე, როდესაც მკვლევარი სენსიტიურ მონაწილეებს იკვლევს, ანუ კვლევა შეიძლება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდეს მასში ჩართულ ადამიანებს (იქნება ეს ინტერვიუერი, თუ რესპონდენტი). ამ შემთხვევაში ინტერვიუ პირად სამყაროში შეჭრად შეიძლება მივიჩნიოთ, ან ინტერვიუერი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ვიღაც, ვისაც შეუძლია რესპონდენტისთვის სანქციების დაწესება, ან ვიღაც, ვისაც შეუძლია უმწეოთა ექსპლუატირება; რესპონდენტს პროჟექტორი ანათებს, რომელიც ინტერვიუერს უპყრია ხელთ (ასევე, იხილეთ Scheurick 1995). გადი (Gadd 2004) აღნიშნავს, რომ რესპონდენტმა "დაცული სუბიექტის" როლის მორგებით შეიძლება შეამციროს მზაობა, რომ "გაიხსნას", თუ ინტერვიუს სიტუაციის დინამიკა მეტისმეტი საფრთხის შემცველია. ამ საკითხთა რიცხვში შედის ტრანსფერი და კონტრტრანსფერი, რომელიც სათავეს ფსიქოანალიზში იღებს. ტრანსფერის დროს რესპონდენტს ინტერვიუერზე გადააქვს, ანუ აპროეცირებს თავისი გამოცდილებიდან მომდინარე საკუთარ გრძნობებს, შიშებს, სურვილებს, მოთხოვნილებებსა და დამოკიდებულებებს. (Scheurick 1995). კონტრტრანსფერის დროს შებრუნებულ პროცესთან გვაქვს საქმე.
სანდოობის მიღწევის მიზნით, კონტროლის ერთი გზაა ყველა რესპონდენტისთვის უკიდურესად სტრუქტურირებული ინტერვიუ, სიტყვებისა და კითხვების ერთი და იგივე ფორმატი და თანმიმდევრობა (Silverman 1993), თუმცა სქორიჩი (Scheurick 1995: 241 – 9) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს სოციალური ურთიერთქმედების ღიაობისა და უსასრულო კომპლექსურობის არასწორი ინტერპრეტაციაა. სიტყვების ფორმულირების გაკონტროლება არ არის ინტერვიუს გაკონტროლების გარანტია. ოპენჰეიმი (Oppenheim 1992: 147) ამტკიცებს, რომ სიტყვების ფორმულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია დამოკიდებულებების შესახებ კითხვებში და არა - ფაქტობრივ კითხვებში. ის თვლის, რომ სიტყვების, კონტექსტისა და აქცენტების შეცვლა აზიანებს სანდოობას, ვინაიდან ეს უკვე აღარ იქნება ერთი და იგივე კითხვა თითოეული რესპონდენტისთვის. ფაქტიურად, ის ამტკიცებს, რომ შეცდომა და მიკერძოება შეიძლება, მომდინარეობდეს სიტყვების ფორმულირების, პროცედურის, თანმიმდევრობის, ჩაწერისა და რაპორტის ცვლილებებიდან და მათ მინიმუმამდე დასაყვანად არსებითი მნიშვნელობა აქვს ინტერვიუერების ტრენინგს. სილვერმენის (1993) აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა რესპონდენტმა ერთნაირად გაიგოს კითხვა. ის ამბობს, რომ ინტერვიუების სანდოობა შეიძლება გაუმჯობესდეს ინტერვიუს განრიგის საგულდაგულო პილოტირებით, ინტერვიუერების ტრენინგით, პასუხების კოდირებისას შემფასებელთა შორის სანდოობით და მეტი დახურული კითხვის გამოყენებით.
მეორე მხრივ, სილვერმენი (1993) ღია კითხვების შემცველი ინტერვიუს მნიშვნელოვნებას ამტკიცებს, რადგან ის რესპონდენტებს სამყაროს მათეული უნიკალური ხედვის, სიტუაციის მათი განსაზღვრების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ასეთი ინტერვიუ აღიარებს, რომ კითხვების ის თანმიმდევრობა, რომელიც ერთი რესპონდენტისთვის მოხერხებულია, შეიძლება, ნაკლებად ერგებოდეს მეორეს, ღია კითხვები კი მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუგეგმავი საკითხების წამოჭრის შესაძლებლობას ქმნის.
ოპენჰეიმი (1992: 96 – 7) ინტერვიუირებისას მიკერძოებულობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
აქვე შეიძლება დაემატოს "მდუმარე თანხმობის" საკითხი (Breakwell 2000: 254) - ტენდენცია, რომ რესპონდენტებმა შეიძლება თქვან "დიახ" განურჩევლად იმისა, თუ რას ეკითხებიან, რეალურად რას გრძნობენ, ან ფიქრობენ.
კიდევ ერთი საკითხია მიმართულების მიმცემი კითხვები. შთამაგონებელია კითხვა, რომელიც დაშვებებს აკეთებს რესპონდენტის შესახებ ან "მათ სიტყვებს უღეჭავს", როდესაც კითხვა, სავარაუდოდ, არალეგიტიმურად, გავლენას ახდენს პასუხზე. მაგალითად (Morrison 1993: 66 – 7), კითხვა: "როდის შეწყვიტეთ უფროს მასწავლებელთან ჩივილი?" უშვებს, რომ რესპონდენტი ხშირი მომჩივანი იყო, ხოლო კითხვა: "რამდენად კმაყოფილი ხართ მათემატიკის ახალი გეგმით?" გულისხმობს გეგმით კმაყოფილების ხარისხს. შთამაგონებელი კითხვები პერიფრაზირების შემდეგ შეიძლება, ნაკლებად შთამაგონებლად ჟღერდეს, მაგალითად, ასე: "რამდენად ხშირად საუბრობთ უფროს მასწავლებელთან?" და "რას ფიქრობთ მათემატიკის ახალ გეგმაზე?"
არ ვამბობთ, რომ შთამაგონებელი კითხვების ადგილი საერთოდ არ არის ინტერვიუში. კვეილი (1996: 158) შთამაგონებელი კითხვების დამაჯერებელ მაგალითს ქმნის და ამტკიცებს, რომ ისინი შეიძლება აუცილებელი იყოს იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელსაც, ინტერვიუერის ვარაუდით, იძლევა რესპონდენტი. აქ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რესპონდენტისთვის "უარყოფის ტვირთის" აკიდება (მაგალითად, "როდის შეწყვიტეთ ცოლის ცემა?"). პოლიციელებთან ინტერვიუებში შთამაგონებელი კითხვები, ხშირად, შეიძლება, რესპონდენტის ნათქვამის სანდოობის გადასამოწმებლად გამოვიყენოთ, ან მიზანმიმართულად დასმული ასეთი შეკითხვით გამოვიწვიოთ კონკრეტული არავერბალური ქცევები, რომლებიც რესპონდენტის ნათქვამის სენსიტიურობაზე მიგვანიშნებს.
შესაბამისად, მიკერძოებულობის შემცირება უფრო მარტივია: კითხვების ზუსტი ფორმულირება ისე, რომ მნიშვნელობა კრისტალურად სუფთა და გასაგები იყოს; პროცედურების სრულად დამუშავება და ტრენინგი ისე, რომ ინტერვიუერმა კარგად იცოდეს შესაძლო პრობლემების შესახებ; რესპონდენტების ალბათური შერჩევა; ზოგჯერ ინტერვიუერის მახასიათებლების თანხვედრა რესპონდენტთა შერჩევაში შემავალი ადამიანების მახასიათებლებთან. ოპენჰეიმი (1992: 148) მაგალითად, ამტკიცებს, რომ მკვლევრებმა, რომელთაც დამოკიდებულებების შესახებ პასუხების მიღება სურთ, უნდა უზრუნველყონ, რომ შერჩევაში ჩართული იყოს კრიტერიუმის ჯგუფი, მასში შემავალი ცნობილი მახასიათებლების მქონე ადამიანებით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერვიუ საერთო, შეთანხმებული და დინამიკური სოციალური მომენტია.
ინტერვიუს სიტუაციაში მნიშვნელოვანია ძალაუფლების ცნება, ვინაიდან ინტერვიუ არ არის, უბრალოდ, მონაცემების შეგროვების სიტუაცია, არამედ სოციალური და, ხშირად, პოლიტიკური სიტუაციაა. "ინტერ-ვიეწ" სიტყვასიტყვით ნიშნავს ხიდს ორ ადამიანს შორის, ორმხრივი პროცესია და არა ცალმხრივი - ერთი ადამიანის მიერ მეორისგან მონაცემების მიღება. ძალაუფლება შეიძლება ერთნაირად იყოს როგორც ინტერვიუერის, ისე, რესპონდენტის მხარეს (Thapar-Bjorkert and Henry 2004), თუმცა სქორიჩი (1995: 246) ამტკიცებს, რომ, ჩვეულებისამებრ, მეტი ძალაუფლება ინტერვიუერის მხარესაა: ინტერვიუერი სვამს კითხვებს და რესპონდენტი პასუხობს მათ; რესპონდენტს აკვირდებიან, ინტერვიუერს კი - არა. კვეილიც (1996: 126) თვლის, რომ არსებობს ძალაუფლების გარკვეული ასიმეტრიები, ვინაიდან ინტერვიუერი საზღვრავს სიტუაციას, თემებს და ინტერვიუს მიმართულებას.
ჯ. ქასელი (J. Cassell ციტირებულია წყაროში Lee 1993) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ელიტის წარმომადგენლები და ძალაუფლების მქონე ადამიანები შეიძლება დამცირებულად ან შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, როცა მათზე დაბალი სტატუსის ან ნაკლები ძალაუფლების მქონესთან უწევთ რესპონდენტის როლში ყოფნა. გარდა ამისა, ძალაუფლების, რესურსებისა და კომპეტენციის მქონენი შეიძლება, თავიანთი რეპუტაციის შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ და ამიტომ უფრო მეტად აკონტროლებდნენ სათქმელს და მას კარგად შერჩეული, გასაგები ფრაზებით შეფუთულს წარმოადგენდნენ. ლი (1993) გამოთქვამს მოსაზრებას სხვადასხვა ინტერვიუს სიტუაციაში ძალაუფლების ასიმეტრიის შესახებ, როდესაც ერთ მხარეს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და მეტად აკონტროლებს ინტერვიუს, ვიდრე - მეორე. ინტერვიუერები უნდა აცნობიერებდნენ ძალაუფლების პოტენციურად საზიანო ეფექტებს, კრიტიკული თეორიის მნიშვნელოვან ნიშანს, როგორც ითქვა პირველ თავში.
ნილი (Neal 1995) ყურადღებას უთმობს ფიზიკური გარეგნობითა და სტატუსით გამოწვეულ უმწეობის გრძნობასა და შფოთვას, რომელიც ინტერვიუერს ეუფლება ძალაუფლების მქონე ადამიანთა ინტერვიუირებისას. ეს, განსაკუთრებით, ხშირია მარტოსული, დაბალი სტატუსის მქონე სტუდენტი მკვლევრების შემთხვევაში, როდესაც მათ ძალაუფლების მქონე ადამიანების ინტერვიუირება უწევთ; დაბალი სტატუსის მქონე მდედრობითი სქესის სტუდენტმა მკვლევარმა შეიძლება, აღმოაჩინოს, რომ მისი ინტერვიუ მაღალ თანამდებობაზე მყოფ მამაკაცთან (მაგალითად, უნივერსიტეტის ვიცერექტორთან, წამყვან პოლიტიკოსთან ან უფროს მენეჯერთან) სრულიად განსხვავდება იმავე ადამიანთან ინტერვიუსგან, თუ ის მიჰყავს უნივერსიტეტის მამაკაც პროფესორს, რადგან მისი რეგალიების გამო, რესპონდენტი ამ ინტერვიუს აღიქვამს თანასწორთა შორის დიალოგად (ასევე, იხილეთ Gewirtz and Ozga 1993: 1994). ბელი (1994ბ) ამბობს, რომ ინტერვიუ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან უნდა განიხილებოდეს, როგორც "ძალაუფლებით თამაშის" გაგრძელება, მისი თამაშისებრი კონოტაციებით. ის ფიქრობს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები აკონტროლებენ ინტერვიუს დღის წესრიგსა და მიმართულებას და, ჩვეულებრივ, ძალიან კარგად იციან ეს საქმე, ვინაიდან აქვთ რესპონდენტობის როგორც პიროვნული, ისე, პროფესიული გამოცდილება (ასევე, იხილეთ Batteson and Ball 1995; Phillips 1998).
ძალაუფლების ეფექტი ინტერვიუს დაწყებამდეც შეიძლება იგრძნობოდეს, აღნიშნავს ნილი (1995) და საკუთარი მაგალითი მოჰყავს, როცა მას ალოდინეს და, საბოლოო ჯამში, შეაწყვეტინეს, მფარველობდნენ და რესპონდენტმა თავად მას აიძულა რესპონდენტობა. (ასევე, იხილეთ Walford 1994ბ). ფაქტიურად, სქორიჩი (1995) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბევრი ძლევამოსილი რესპონდენტი არ უპასუხებს კითხვას, ან მის პერიფრაზირებას მოახდენს. ქონელი და მისი კოლეგები (ჩონნელლ ეტ ალ. 1996) ამტკიცებენ, რომ მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალისა და ტრანსნაციონალური ფირმის დირექტორის საუბარი სრულიად განსხვავებული იქნება ამავე პიროვნებასთან საშუალო კლასიდან გამოსული პროფესორის საუბრისგან. ლიმერიკი და მისი კოლეგები (Limerick et al. 1996) საუბრობენ იმ შემთხვევებზე, როდესაც ინტერვიუერები თავს პასიურად, მოწყვლადად, უმწეოდ და რეალურად მანიპულირების ობიექტებად გრძნობდნენ. ამ სირთულის დაძლევის ერთი გზაა ორი ინტერვიუერი თითოეული ინტერვიუსთვის (Walford 1994ც: 227). მეორე მხრივ, ჰიჩკოკმა და ჰაგისმა (1989) ნახეს, რომ თუ რესპონდენტები იცნობენ ინტერვიუერს, მაშინ რეციპროკულობის რაღაც ხარისხი შეიძლება იყოს ინტერვიუში და რესპონდენტი ისეთ პასუხებს იძლეოდეს, როგორსაც, მისი აზრით, ინტერვიუერი ელოდება.
ძალაუფლების საკითხი ფემინისტურ კვლევაშიც დგას (მაგალითად, Thapar-Bjorkert and Henry 2004) ანუ კვლევაში, სადაც ხაზგასმულია სუბიექტურობა, თანაწორობა, რეციპროკულობა, თანამშრომლობა, არაიერარქიული ურთიერთობები და ემანსიპაციური პოტენციალი (კატალიზის და სოციალური შედეგების ვალიდობა) (Neal 1995) და ეხმიანება კომენტარებს კვლევის შესახებ, რომელიც კრიტიკული თეორიის პარადიგმის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ შემთხვევაში ფენიმისტური კვლევა ცდილობს, გადაწყვიტოს ისეთი ინტერვიუები, რომლებიც ადაპტირებული კითხვების დომინანტურ, მამაკაცურ პარადიგმაზეა აგებული და პასიური რესპონდენტისგან ითხოვს პასუხებს.
ლიმერიკი და მისი კოლეგები (Limerick et al. 1996) თვლიან, რომ სინამდვილეში სწორი იქნება, თუ ინტერვიუს მივიჩნევთ საჩუქრად, რომლითაც რესპონდენტს მიეძღვნა ძალაუფლება იმისთვის, რომ დაფაროს ინფორმაცია, თავად აირჩიოს ინტერვიუს ჩატარების ადგილი, აირჩიოს, რამდენად სერიოზულად მოეკიდება მას, რამდენ ხანს გაგრძელდება, როდის ჩატარდება, რაზე იქნება საუბარი, რა ტერმინებით, ვისი სიტყვებით, რა ცოდნაა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ისიც კი, თუ როგორ გაანალიზდება და გამოიყენება მონაცემები (ასევე, იხილეთ Thapar-Bjorkert and Henry 2004).
მილერი და ქანელი (1997) გამოყოფენ ზოგიერთ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც სატელეფონო ინტერვიუს ჩატარებისას წარმოიქმნება, სადაც ინტერვიუს სიტუაციის მხოლოდ სმენით მანიშნებლებზე დაყვანა განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს. აქ შერჩევის პრობლემა დგება, ვინაიდან ყველას არ ექნება ტელეფონი. გარდა ამისა, დგება მთელი რიგი პრაქტიკული საკითხებისა, მაგალითად, რესპონდენტებს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციის შეკავება შეუძლიათ ხანმოკლე მეხსიერებაში, ამიტომ ძალიან ბევრი ვარიანტის (შესაძლო პასუხების "საჩვენებელი ბარათების" არაწერილობითი ფორმის) მიწოდება უშედეგო ხდება. აქედან გამომდინარე, პასუხების სანდოობა რესპონდენტის მეხსიერების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული - მაგალითად, ერთი დებულებისთვის სკალის რამდენი პუნქტის და დესკრიპტორის დამახსოვრება შეუძლია? გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არავერბალური მიმნიშნებლების, მაგალითად, სახის გამომეტყველების, ჟესტების, პოზის, სიჩუმისა და პაუზების მნიშვნელობის არარსებობა (Robinson 1982), ვინაიდან რესპონდენტი შეიძლება ნათლად ვერ გამოთქვამდეს სიტყვებს და ვერ გადმოსცემდეს დებულებებს მიღმა არსებულ მნიშვნელობას. ეს პრობლემა რთულდება, თუ რესპონდენტი არ იცნობს ინტერვიუერს.
მილერსა და ქანელს (1977) კვლევით მიღებული მნიშვნელოვანი საბუთი მოაქვთ ვერბალურ დიალოგში არავერბალური მედიაციის მნიშვნელობის მხარდასაჭერად. როგორც ზემოთ ითქვა, ინტერვიუ სოციალური სიტუაციაა. სატელეფონო ინტერვიუში ძირითადი სოციალური ელემენტების არარსებობამ შეიძლება დაარღვიოს ინტერვიუს ძირითადი მსვლელობა და, შესაბამისად, მისი სანდოობა და ვალიდობა. არავერბალური პარალინგვისტური მანიშნებლები გავლენას ახდენს ინტერვიუს მსვლელობისას ქცევაზე, წინსვლასა და ურთიერთობებზე და, ასევე, იმ მხარდაჭერაზე, საფრთხესა და ნდობაზე, რასაც რესპონდენტი გრძნობს. სატელეფონო ინტერვიუ ადვილად შეიძლება იქცეს მექანიკურ და ცივ პროცესად. გარდა ამისა, არავერბალური მანიშნებლების არქონას ძალაუფლების ასიმეტრიაც ემატება, რომელიც ხშირად არსებობს ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის. ინტერვიუერმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად (მაგალითად, მისცეს რესპონდენტებს თავისუფლება და ნებაზე მიუშვას ისინი).
მეორე მხრივ, ნიასი (Nias 1991), მილერი და ქანელი (1997) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სწორედ იმ ფაქტორით, რომ ინტერვიუ პირისპირ არ მიმდინარეობს, გაძლიერდეს სანდოობა, რადგან რესპონდენტმა შეიძლება, ისეთი ინფორმაცია გასცეს, რომლის მიღებაც ასე მარტივად ვერ მოხდებოდა პირისპირ ინტერვიუს დროს, ინტიმურ სიტუაციაში. შესაბამისად, სატელეფონო ინტერვიუს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს და მათი გამოყენება მიზნისთვის შესატყვისობის პრინციპით უნდა ხდებოდეს. ასეთი ინტერვიუ უფრო ხანმოკლეა, მეტად ფოკუსირებული და გამოსადეგია დაკავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას (Harvey 1988; Miller, 1995).
ინტერვიუს, როგორც კვლევის ინსტრუმენტის, კრიტიკისას კიტვუდი (Kitwood 1997) ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტზე, რომელსაც ის ვალიდობისა და სანდოობის ტრადიციულ ცნებებს შორის წარმოქმნის. ის ამტკიცებს, რომ ინტერვიუს შემდგენლების კონტროლის გზით მისი სანდოობის ზრდა ვალიდობის შემცირების ხარჯზე ხდება და გვიხსნის:
რამდენადაც "სანდოობა" გაიზრდება რაციონალიზაციის გზით, იმდენად შემცირდება "ვალიდობა". კვლევაში ინტერვიუს გამოყენების მთავრი მიზანი ისაა, რომ პიროვნებათშორის ურთიერთობებში ადამიანები უფრო მეტად გაიხსნებიან და ილაპარაკებენ საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე ნაკლებად ადამიანურ სიტუაციაში. ზოგიერთი მიზნისთვის მაინც აუცილებელია ისეთი საუბრის გენერირება, რომლის დროსაც "რესპონდენტი" თავისუფლად იგრძნობს თავს. სხვა სიტყვებით, ინტერვიუში გამოკვეთილი ადამიანური ელემენტი აუცილებელია მისი "ვალიდობისთვის". რაც უფრო რაციონალური, ანგარიშიანი და განყენებულია ინტერვიუერი, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ინტერვიუ მეგობრულ ურთიერთქმედებად იქნება აღქმული, უფრო მეტად მოსალოდნელია ანგარიშიანი პასუხების მიღება.
(Kitwood 1977)
კიტვუდი (1977) თვლის, რომ ვალიდობისა და სანდოობის პრობლემის გადაწყვეტა "გონივრული კომპრომისით" შეიძლება მოიძებნოს.
პიროვნებას, რომლისგანაც ინტერვიუს იღებენ, პრობლემათა კლასტერი ახვევია თავს. მაგალითად, ტაკმენმა (Tuckman 1972) ნახა, რომ კითხვების ფორმულირებისას ინტერვიუერმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რამდენად უბიძგებს კითხვა რესპონდენტს, უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი თავი ან გაუმართლებლად თანამონაწილე იყოს და ცდილობდეს, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რისი მოსმენა უნდა ინტერვიუერს; ან რამდენად მოითხოვს კითხვა ისეთი ინფორმაციის გაცემას, რომელსაც თავად არ ფლობს ან არ არის დარწმუნებული, რომ იცის. გარდა ამისა, ინტერვიუს პროცედურები ეფუძნება დაშვებას, რომ ადამიანებმა, რომლისგანაც იღებენ ინტერვიუს, იციან თავიანთი ქცევის მიზეზები. ასეთი ცოდნა იშვიათად მიიღწევა და თუ ხდება, ეს ხანგრძლივი და სირთულეებით აღსავსე ძალისხმევის შედეგია და, ჩვეულებრივ, მეორდება კლინიკური ინტერვიუების კონტექსტში.
საგანმანათლებლო წრეებში ინტერვიუირება შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს ბავშვებთან მუშაობისას. საიმონსი (1982), მაკკორმიკი და ჯეიმსი (McCormik and James 1988) ბავშვების ინტერვიუირებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს ასახელებენ, როგორიცაა, მაგალითად:
ეს თემები არ არის ახალი. გასული საუკუნის 60-იან წლებში ლაბოვის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტუდენტები მწვავედ რეაგირებენ კონტექსტუალურ საკითხებზე ინტერვიუს სიტუაციაში (Labov 1969). ბავშვების სამეტყველო ენა იცვლებოდა მათი ეთნიკური წარმომავლობის, გარემოცვის კეთილგანწყობის, მეგობრებთან ერთად ინტერვიუირების შესაძლებლობის, მოზრდილის მანერების (მაგალითად, მოზრდილი ზის თუ დგას) და სასაუბრო თემის მიხედვით. განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო და იცვლებოდა უცნობ და არაკეთილგანწყობილ გარემოში მყოფი ბავშვების ერთმარცვლიანი პასუხებიდან ვრცელ პასუხებამდე, რომელსაც იძლეოდნენ უფრო კეთილგანწყობილ და ნაკლები საფრთხის შემცველ, ბავშვების ყოველდღიურ გარემოსთან მეტად მიმსგავსებულ გარემოში მყოფნი. ინტერვიუერის და რესპონდენტის სამეტყველო ენა, ჟარგონი (Edwards 1976), სოციალური და კულტურული ფაქტორები მძლავრ გავლენას ახდენს ინტერვიუს სიტუაციაზე.
აქ კიდევ ერთი საკითხი დგება (Lee 1993): მკვლევარი მხოლოდ ერთი ინტერვიუთი უნდა შემოიფარგლოს დაუინტერესებლობის და განცალკევებულობის შესანარჩუნებლად (რაც, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენსიტიური თემების შემთხვევაში), თუ განმეორებითი ინტერვიუებია საჭირო სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად და კვლევის თანამშრომლობითი ბუნებისადმი ერთგულების (მახასიათებელი, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია ფენიმისტურ კვლევაში: Oakley 1981) საჩვენებლად.
კვეილი (1996: 148 – 9) თვლის, რომ გამოცდილმა ინტერვიუერმა:
უოლფორდი (1994ც: 225) ამ ჩამონათვალს ამატებს მოთხოვნას, რომ ინტერვიუერი წინასწარ უნდა მოემზადოს ძალაუფლების მქონეთა ინტერვიუირებისას, რადგან ასეთმა ადამიანებმა შეიძლება დეტალურად გამოკითხონ ინტერვიუერი, ვინაიდან ჩათვლიან, რომ ის კომპეტენტური და მცოდნე ადამიანია. ძალაუფლების მქონე რესპონდენტები, ჩვეულებრივ, დაკავებული ადამიანები არიან და მოელიან, რომ ინტერვიუერს წაკითხული ექნება მასალები, რომელიც საყოველთაო კუთვნილებაა.
სანდოობის პრობლემები ინტერვიუს მხოლოდ მომზადებასა და ჩატარებაში არ იჩენს თავს. ისინი ინტერვიუს გაანალიზების პროცესზეც ვრცელდება. მაგალითად, ლი (1993) და კვეილი (1996: 163) "ტრანსკრიპტორის[1] მიერ განხორციელებულ შერჩევითობაზე"საუბრობენ. ინტერვიუს ტრანსკრიპტები როგორი დეტალური და სრულიც არ უნდა იყოს, მაინც სოციალური სიტუაციების ინტერპრეტაციებია. ისინი მაშინაც კია კონტექსტისგან დაცლილი და აბსტრაქტული, როცა დუმილის პერიოდები, ინტონაციები, არავერბალური ქცევები და ა. შ. არის ჩაწერილი. შესაბამისად, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ საერთოდ რამდენად გამოსადეგია ისინი მკვლევრისთვის და არა მათი სრული სანდოობის შესახებ.
ინტერვიუში ღია კითხვების გამოყენებისას წარმოჭრილი ერთ-ერთი პრობლემაა პასუხების ჩაწერის დამაკმაყოფილებელი მეთოდის შემუშავება. ერთი ვარიანტი ინტერვიუს მსვლელობისას პასუხების შეჯამებაა. მისი ნაკლია ის, რომ ირღვევა ინტერვიუს უწყვეტობა და შეიძლება ტენდენციურობის წყაროდ იქცეს, ვინაიდან ინტერვიუერმა შეიძლება გაუცნობიერებლად იმ პასუხებზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც მის მოლოდინებს თანხვდება და ვერ შეამჩნიოს მათი საწინააღმდეგო პასუხები. ზოგჯერ პასუხების შეჯამება ინტერვიუს ბოლოს არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ასე დაცულია ინტერვიუს უწყვეტობა, აქ უფრო მეტია ტენდენციურობის ალბათობა, ვინაიდან ინტერვიუერს შეიძლება, უბრალოდ, დაავიწყდეს ზოგიერთი დეტალი და უფრო მეტად სწორედ ის დეტალები, რომლებიც არ თანხვდება ინტერვიუერის მოლოდინს.
როგორც ვნახეთ, ექსპერიმენტული დიზაინის ფუნდამენტური მიზანია იმ პირობების გაკონტროლება, რომლებიც სხვა შემთხვევაში შენიღბავდნენ დამოკიდებულ ცვლადზე დამოუკიდებელი ცვლადის რეალურ ზემოქმედებას.
კემპბელი და სტენლი (1963), ბრაჩი და გლასი (Bracht and Glass 1968) და ლუისბეკი (1993) მიიჩნევენ, რომ ბუნდოვანების შემომტანი პირობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ექსპერიმენტის სანდოობას, უფრო მეტად ზემოქმედებს კვაზიექსპერიმენტების ვალიდობაზე, ვიდრე - ჭეშმარიტი ექსპერიმენტების, სადაც ექსპერიმენტულ პირობაში მოხვედრა შემთხვევითია და მკვლევარს უკეთ შეუძლია ორივე პირობის - ექსპერიმენტულისა და საკონტროლოს გაკონტროლება. ქვემოთ მოცემულია კემპბელისა და სტენლის (1963), ბრაჩისა და გლასის (1968) და ლუის-ბეკის (1993) შრომებიდან შეჯამებული ჩამონათვალი, რომელშიც ცალ-ცალკეა წარმოდგენილი საფრთხეები, რომელიც შეიძლება დაემუქროს "შინაგან" და "გარეგან" ვალიდობას. ერთი მხრივ, შინაგანი ვალიდობა პასუხობს კითხვას: "ექსპერიმენტული ჩარევა რეალურად იწვევს თუ არა განსხვავებას ამ კონკრეტულ ექსპერიმენტში?" გარეგანი ვალიდობა, მეორე მხრივ, სვამს კითხვას: "შესაძლებელია თუ არა ამ ნაჩვენები ეფექტის გენერალიზაცია?".
შინაგანი ვალიდობის საფრთხეები
გარეგანი ვალიდობის საფრთხეები
საფრთხეები, რომელიც გარეგან ვალიდობას ემუქრება, მოსალოდნელია, რომ შეზღუდავს კონკრეტულ ექსპერიმენტულ პირობებში მიღებული შედეგების სხვა პოპულაციაზე ან გარემოზე განზოგადების ხარისხს. ქვემოთ შეჯამებულად არის წარმოდგენილი მთელი რიგი ფაქტორებისა (ადაპტირებულია შემდეგი წყაროებიდან: Campbell and Stanley 1963; Bracht and Glass 1968; Hammersley and Atkinson 1983; Vულლიამყ 1990; Lეწის-Bეცკ 1993), რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს გარეგან ვალიდობას:
ამრიგად, თუ შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ ექსპერიმენტს იმდენად შეიძლება ეწოდოს შინაგანად ვალიდური, რამდენადაც, მის ფარგლებში, სანდოა მის მიერ მიღებული შედეგები (Pilliner 1973), მაგრამ გამოსადეგი რომ იყოს, მათი განზოგადება კონკრეტული ექსპერიმენტის მიღმა უნდა შეიძლებოდეს. ერთი სიტყვით, შედეგები გარეგანი ვალიდობითაც უნდა ხასიათდებოდეს. რანდომიზებული გაკონტროლებული ექსპერიმენტების და განზოგადების პრობლემების კრიტიკას მორისონთანაც (2001ბ) შეხვდებით. ფილინერი (Pilliner 1973) შინაგან და გარეგან ვალიდობებს შორის ცალმხრივ ურთიერთობაზე მიუთითებს. შინაგანი ვალიდობის გარეშე ექსპერიმენტს ვერ ექნება გარეგანი ვალიდობა; თუმცა, პირიქით, არ არის ყოველთვის მართებული: შინაგანად ვალიდური ექსპერიმენტი შეიძლება იყოს ან არ იყოს გარეგანი ვალიდობის მატარებელი. ამგვარად, მაქსიმალური ყურადღებით დაგეგმილი ექსპერიმენტი, ვალიურ ენაზე მოლაპარაკე ბავშვების მონაწილეობით, არ არის აუცილებელი, განზოგადდეს ისეთ სამიზნე პოპულაციაზე, რომელშიც ამ ენის არმცოდნე წევრებიც შედიან.
აქედან გამომდინარეობს, რომ სკოლებში და, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში, მართებული ექსპერიმენტირება მდგომარეობს ორივე სახის ვალიდობის - შინაგანის და გარეგანის - მაქსიმიზაციაში.
საფოსტო კითხვარების ვალიდობა ორი თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს (Belson 1986). პირველი, ზუსტად, პატიოსნად და სწორად შეავსეს თუ არა რესპონდენტებმა კითხვარები; და მეორე, დაუბრუნებელ კითხვარებში პასუხების ისეთივე განაწილება იქნებოდა, როგორიც დაბრუნებულებში აღინიშნა, თუ არა. სიზუსტე ინტენსიური ინტერვიუს მეთოდით შეიძლება გადამოწმდეს. ეს არის ტექნიკა, რომელიც 12 ძირითადი მოქმედებისგან შედგება, მათ შორისაა გაცნობა, დროებითი რეკონსტრუქცია, ზონდირება და გამოწვევა. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მიმართოს Belson (1986: 35 – 8).
პასუხის გაუცემლობის პრობლება - "მოხალისის ტენდენციურობის" საკითხი, როგორც მას ბელსონი (1986) უწოდებს, ნაწილობრივ, შეიძლება შემოწმდეს და გაკონტროლდეს იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როცა საფოსტო კითხვარები უწყვეტად იგზავნება. ეს პროცესი მოიცავს შემდგომ კონტაქტს იმ რესპონდენტთან, ვინც არ დააბრუნა კითხვარი და ამას ის ინტერვიუერები აკეთებენ, ვისაც ასეთ ადამიანებთან მუშაობისთვის სათანადო მომზადება აქვს გავლილი. ამის შემდეგ ერთმანეთს დარდება დაბრუნებული კითხვარებით და ამ კონტაქტების შედეგად მიღებული პასუხები. ასევე, ჰადზონი და მილერი (Hudzon and Miller 1977) საფოსტო კითხვარების დაბრუნების სიხშირის მაქსიმიზაციის რამდენიმე სტრატეგიას გვთავაზობენ:
კითხვარს, მაგალითად, ინტერვიუსთან შედარებით, შემდეგი უპირატესობები აქვს: უფრო სანდოა; ვინაიდან ანონიმურია, რესპონდენტს მეტი გულწრფელობისკენ უბიძგებს (თუმცა, ცხადია, კითხვარში შეიძლება ვერ მოხერხდეს არაგულწრფელობისა და ფალსიფიკაციის დადგენა); უფრო ეკონომიურია დროისა და ფულის თვალსაზრისით; არსებობს კითხვარის ფოსტით გაგზავნის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, მისი ნაკლია: ზოგჯერ ძალიან ცოტა კითხვარი ბრუნდება უკან; ინტერვიუერს არ შეუძლია უპასუხოს კითხვებს, რომლებიც რესპონდენტს ებადება ინტერვიუს მიზნებისა და კითხვარის ნებისმიერი გაუგებარი ნაწილის შესახებ. ხანდახან ისეც ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანს ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვა მნიშვნელობით ესმის; თუ კითხვარში დახურული კითხვები გამოიყენება, მან შეიძლება ვერ დაფაროს საკვლევი თემა ან არ იყოს აუთენტური; თუ მხოლოდ ღია კითხვები გამოიყენება, მაშინ რესპონდენტს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით არ სურდეს პასუხების ჩაწერა; კითხვარები პრობლემებს უქმნის მათ, ვისაც უჭირს წერაკითხვა; ინტერვიუ შეიძლება სათანადო ტემპით ჩატარდეს, ხოლო კითხვარები ხშირად სიჩქარეში ივსება. მაშასადამე, საჭიროა კითხვარების პილოტირება და მათი შინაარსის, კითხვების ფორმულირების, მოცულობისა და ა. შ. დახვეწა და სამიზნე ჯგუფზე მორგება.
კითხვარების სანდოობისა და ვალიდობის განხილვისას ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი შერჩევას ეხება. ძალიან მცირე ან ძალიან დიდი მოცულობის, არარეპრეზენტაციულმა, გადახრილმა შერჩევამ შეიძლება იოლად დაამახინჯოს მონაცემები. სინამდვილეში, ძალიან მცირე მოცულობის შერჩევები შეუძლებელს ხდის სტატისტიკურ ანალიზს (Morrison 1993). შერჩევის საკითხები მეოთხე თავშია განხილული.
დაკვირვებაზე დაფუძნებულ კვლევაში ორი ტიპის ვალიდობის საკითხი დგება. ფაქტობრივად, მონაწილის დაკვირვების სუბიექტური და მეტისმეტად მგრძნობიარე ბუნების შესახებ კომენტარები მის გარეგან ვალიდობას ეხება. საიდან ვიცით, რომ კვლევის ამ ნაწილის შედეგების გამოყენება სხვა სიტუაციებში შესაძლებელია? მეთოდის შინაგანი ვალიდობა უკავშირდება შიშს, რომ დამკვირვებლის შეფასებებზე იმოქმედებს მისი ჯგუფში ჩართულობა. საიდან ვიცით, რომ მთლიანი კვლევის ან მისი ნაწილის შედეგები რეალური, ნამდვილი პროდუქტია? მეოთხე თავში - შერჩევა განვიხილეთ მთელი რიგი ტექნიკისა (კვოტა, ზვავისებრი, მიზნობრივი შერჩევები), რომლებსაც მკვლევრები იყენებენ დაკვირვებული მოვლენების რეპრეზენტაციულობისა და მათეული ინტერპრეტაციების ჯვარედინი შემოწმებისთვის.
გარეგან ვალიდობასთან ერთად, მონაწილის დაკვირვების შინაგანი ვალიდობაც მკაცრად უნდა მოწმდებოდეს. დაკვირვების შემთხვევაში ვალიდობასა და სანდოობას რამდენიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს, მაგალითად:
ამ პრობლემების მოსაგვარებლად დენზინი (1970ა) მონაცემების წყაროებისა და მეთოდოლოგიების ტრიანგულაციას გვთავაზობს. ბუნებრივ კვლევაში დაკვირვების სანდოობისა და ვალიდობის პრობლემების დაძლევის ძირითად გზებს მეთვრამეტე თავში განვიხილავთ. არსებითად, ეს არის შემოთავაზება, რომ ცნებამ "ნდობის ღირსია" (Lincoln and Guba 1985), რომელიც სინდისიერების, დადასტურების, გადატანისა და ნდობის საკითხებზე დაყრდნობით განვითარდა, ჩაანაცვლოს სანდოობისა და ვალიდობის უფრო ტრადიციული ხედვა. მეთვრამეტე თავში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება.
თუ დაკვირვება, რომელიც რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას ემსახურება, ბუნებით გაცილებით მეტად სტრუქტურირებულია, მაშინ მას დამკვირვებლებს შორის და მათ შიდა სანდოობის პირობებს უყენებენ. აქ საჭიროა დარწმუნება, რომ დამკვირვებელს თანმიმდევრულად და სწორად შეაქვს მონაცემები სათანადო კატეგორიებში (ანუ სანდოობა დამკვირვებელთა შორის და მათ შიგნით). გარდა ამისა, ვალიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პილოტური დაკვირვების წარმოება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თავად დაკვირვების კატეგორიები კვლევის მიზნისთვის შესატყვისად ადეკვატური, ამომწურავი, წყვეტილი, არაორაზროვანი და ეფექტურად ოპერაციონალიზებულია.
მკვლევარმა უნდა შეაფასოს ტესტების მონაცემების როლი და მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჰოთორნის ეფექტი უარყოფითად ან დადებითად მოქმედებს ტესტირებაში მონაწილე სტუდენტებზე. აქ დგება მთელი რიგი საკითხებისა, რომლებმაც შეიძლება, ტესტის სანდოობაზე იმოქმედოს, მაგალითად, დღის დრო, სასწავლო წლის დრო, ოთახის ტემპერატურა, სადაც ტესტირება ტარდება, ტესტის აღქმული მნიშვნელობა, ტესტირების სიტუაციის ფორმალურობის ხარისხი, "ნერვების ომი", სტუდენტების მიერ ნავარაუდევი პასუხების რაოდენობა (ტესტისთვის დამახასიათებელი სტანდარტული შეცდომის გამოთვლა), ტესტის ადმინისტრირების მეთოდი, ტესტის მარკირების მეთოდი, რამდენად ღიაა ან დახურული ტესტის დებულებები. შესაბამისად, მკვლევარი, რომელიც მონაცემების მისაღებად ტესტის გამოყენებას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ტესტი შესატყვისი, ვალიდური და სანდოა (Linn 1993; Borsboom et al. 2004)
ვულფი (1994) გამოყოფს ოთხ ძირითად ფაქტორს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სანდოობაზე, ესენია: იმ ჯგუფის დიაპაზონი, რომლის ტესტირებაც ხდება; რამდენად გამოცდილია ჯგუფი; საზომის მოცულობა (რაც გრძელია ტესტი ანუ რაც უფრო მეტი დებულებაა მასში, მით მეტია შეცდომების დაშვების ალბათობა); სანდოობის გამოთვლის მეთოდი. ფიც-გიბონი (Fitz-Gibbon 1997: 36) ამტკიცებს, რომ სხვა ყველა თანაბარ პირობებში გრძელი ტესტები მეტად სანდოა, ვიდრე - მოკლე. ამასთან, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება დააზარალოს ტესტების სანდოობა. ფელდი და ბრენანი (Feldt and Brennan 1993) ოთხი ტიპის საფრთხეს გამოყოფენ, რომელიც შეიძლება დაემუქროს სანდოობას:
არასანდოობის წყაროები
ტესტირების და გამოცდების დროს რამდენიმე საფრთხე არსებობს, მაგალითად, გამომცდელებისა და გამსწორებლებისგან, განსაკუთრებით, შესრულების ან მიღწევის ტესტების შემთხვევაში (Cunningham 1998; Airasian 2001):
გამოიყოფა თავად სტუდენტებისგან და მასწავლებლებისგან მომდინარე არასანდოობის რამდენიმე წყარო:
თავად ტესტის დებულებების თვალსაზრისით, შემდეგი სახის პრობლემები შეიძლება იყოს:
ამრიგად, კონტექსტის სპეციფიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ სწავლაზე და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შეფასებისას, რათა შეფასების პროცესი შეძლებისდაგვარად უსაფრთხო და ბუნებრივი იყოს.
ჰარლენი (Harlen 1994: 140 – 2) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არათანმიმდევრულობა და არასანდოობა მასწავლებელზე და სკოლაზე დაფუძნებულ შეფასებაში შეიძლება, მომდინარეობდეს განსხვავებებისგან, რომელიც არსებობს:
ჰარლენი (1994) მხარს უჭერს მოდერაციის მთელი რიგი სტრატეგიების გამოყენებას როგორც ტესტირებამდე, ისე - მის შემდეგ, მათ შორის:
თუ მოდერაციის პროცედურები არსებითად ტესტირების შემდეგ ქულების დარეგულირებაა, შეთანხმების ცდები და გასწორების პრაქტიკა შეიძლება, ტესტის მიწოდებამდე განხორციელდეს, რაც, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, თუ დიდი რაოდენობით ნაწერებია გასასწორებელი, ან რამდენიმე გამსწორებელია.
საქმე ისაა, რომ როგორც შედეგები, ისე - ინსტრუმენტები სანდო უნდა იყოს. სანდოობის მისაღწევად საჭიროა:
არა მარტო უნდა მივაღწიოთ სანდოობას, არამედ - უნდა გამოჩნდეს კიდეც, რომ მივაღწიეთ, განსაკუთრებით, ისეთი ტესტირებისას, როცა "ფსონები მაღალია" (როდესაც ბევრია დამოკიდებული ტესტის შედეგებზე, მაგალითად, უმაღლეს სასაწავლებელში მოხვედრა ან სამსახურის დაწყება). აქედან გამომდინარე, სანდოობის უზრუნველყოფის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს. აქ სირთულე ისაა, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ზემოთ განსაზღვრულ სანდოობას, მით მეტად ობიექტური ხდება ტესტი, მით მეტი სტუდენტი გაიზომება ისე, თითქოს ისინი უსულო საგნები იყვნენ და მით მეტად კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება ტესტი.
სანდოობის ალტერნატიული ფორმა, რომელიც უფრო კონსტრუქტივისტულ ფსიქოლოგიას ეყრდნობა, ხაზს უსვამს კონტექსტის მნიშვნელობას, სუბიექტურობის მნიშვნელოვნებას და საჭიროებას, რომ ტესტის შემსრულებელი უფრო სრულად იყოს ჩართული, ვიდრე უბრალო ტესტში. პოზიტივიზმსა და უფრო ინტერპრეტაციულ მიდგომებს შორის დაძაბულობის შესახებ ამ წიგნის პირველ თავში ვისაუბრეთ. ობიექტური ტესტები, როგორც ამ თავშია აღწერილი, მკვეთრად იხრება პოზიტივისტური პარადიგმისკენ მაშინ, როცა სოციალური მეცნიერების კვლევის უფრო ფენომენოლოგიური და ინტერპრეტაციული პარადიგმები გარემოს, ინდივიდუალური აღქმების, დამოკიდებულებების, მოკლედ რომ ვთქვათ, "აუთენტური" ტესტების მნიშვნელობაზე გააკეთებენ აქცენტს (ტესტის მონაცემების დაუმუშავებული, არახელოვნური ფორმების გამოყენება, მაგალითად, პორტფოლიოები, დოკუმენტები, საკურსო ნაშრომები, უფრო რეალური დავალებები და მეტი აქტიური ჩართულობა). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ისეთ პოზიციაზე დგას, რომელიც უფრო ახლოსაა შეფასებასთან, ვიდრე - ვიწრო "ტესტირებასთან", ეს ორი მიდგომა ფარავს ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ნიშნების, ქულებისა და ჯილდოების მინიჭება, ორივე შეიძლება იყოს როგორც მაფორმირებელი, ისე - შემაჯამებელი და ორივე შეიძლება იყოს კრიტერიუმზე დაფუძნებული.
რაც შეეხება ვალიდობას, უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტური ტესტი ადეკვატურად უზრუნველყოფს შემდეგს:
ტესტის ვალიდობის უზრუნველყოფის შემდეგ ის მიზნისთვის შესატყვისი უნდა იყოს და, ასევე, ვალიდობის ზემოთ ჩამოთვლილი სახეობების საკითხი უნდა ჰქონდეს მოგვარებული. მკვლევრისთვის, ალბათ, კონსტრუქტის ვალიდობაა ყველაზე რთულად მოსაგვარებელი, რისთვისაც საჭიროა შეთანხმების მიღწევა არათვალსაჩინო, ნახევრად ნავარაუდევი კონსტრუქტის ან ფენომენის დეფინიციისა და ოპერაციონალიზაციის თაობაზე. აქ თავისი როლი მეცნიერთა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. ვალიდობის უფრო სრული განხილვისთვის იხილეთ Messick (1993). ამ თავის ბოლოს მოკლედ მიმოვიხილავთ ვალიდობასა და სანდოობას ცხოვრებისეული ისტორიების ანგარიშებში.
სამი ცენტრალური საკითხი განამტკიცებს ცხოვრებისეული ისტორიის მეთოდოლოგიით მიღებული მონაცემების ხარისხს. ესენია რეპრეზენტაციულობა, ვალიდობა და სანდოობა. პლამერი ყურადღებას აპყრობს ცხოვრებისეული ისტორიის კვლევის ხშირ კრიტიკას, კერძოდ, იმას, რომ მისი შემთხვევები ატიპურია და არა - რეპრეზენტაციული. ამ ბრალდების თავიდან ასაცილებლად, ის ურჩევს მკვლევრებს, რომ "დაამუშაონ და ნათლად, გასაგებად აღწერონ ცხოვრებისეული ისტორიის მიმართება უფრო ფართო პოპულაციასთან" (Plammer 1983) იმით, რომ კვლევის სუბიექტი მოათავსონ რეპრეზენტაციულობასა და არარეპრეზენტაციულობას შორის კონტინუუმზე.
სანდოობა ცხოვრებისეული ისტორიის კვლევაში მიკერძოებულობის წყაროს იდენტიფიკაციასა და მისი შესამცირებელი ტექნიკების გამოყენებაზეა დამოკიდებული. მიკერძოებულობა მომდინარეობს ინფორმანტიდან, მკვლევრიდან და თავად ურთიერთქმედებიდან. 6. 1, ჩანართში რომელიც პლამერის შრომიდან არის ადაპტირებული (1983), ამ ძირითადი წყაროებიდან მომდინარე მიკერძოებულობის ზოგიერთი ასპექტია წარმოდგენილი.
ჩანართი 6. 1.
მიკერძოებულობის ძირითადი წყაროები ცხოვრებისეული ისტორიების კვლევაში
წყარო: ინფორმანტი
− მოწოდებულია თუ არა (უნებლიეთ) მცდარი ინფორმაცია?
− ადგილი ჰქონდა თუ არა თავის დაძვრენას?
− არსებობს თუ არა ტყუილისა და შეცდომაში შეყვანის უშუალო მტკიცებულებები?
− მხოლოდ „ზედაპირია“ თუ არა წარმოდგენილი?
− რა შეიძლება მიიჩნოს ინფორმანტმა „ისედაც ცნობილად“ და ამიტომ აღარ თქვას?
− რამდენად „გთაფლავთ“ ინფორმანტი?
− რა მოცულობის მასალაა დავიწყებული?
− რა მოცულობის მასალა შეიძლება იყოს თვითმოტყუება? წყარო: მკვლევარი
− მკვლევრის დამოკიდებულებები: ასაკი, სქესი, კლასი, რასა, რელიგია, პოლიტიკა და ა. შ.
− მკვლევრის ქცევის მანერები: ჩაცმულობა, მეტყველება, სხეულის ენა და ა. შ.
− მკვლევრის პიროვნება: შფოთვა, მოწონების მოთხოვნილება, მტრული განწყობა, სითბო და ა. შ.
− მკვლევრის მეცნიერული როლი: თეორიის გამართვა და ა. შ.
− მკვლევრის მოლოდინი. წყარო: ურთიერთქმედება
− შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს: საიდან მოდის მიკერძოებულობა:
წყარო: ადაპტირებულია Plummer 1983: ცხრილი N5. 2. გვ. 103.
მკვლევარს ვალიდობის გადამოწმების რამდენიმე შესაძლებლობა აქვს. პლამერი (1983) ასახელებს შემდეგს:
ნებისმიერი ცხოვრებისეული ისტორიის ვალიდობას, არსებითად, განაპირობებს ინფორმანტის უნარი - გადმოსცეს საკუთარი სუბიექტური რეალობა ანუ სიტუაციის მისეული განსაზღვრება.
[1] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ინტერვიუს სრულ, დაწერილ ტექსტს ტრანსკრიპტი ეწოდება, ხოლო ის, ვინც ამ ტექსტს წერს, ტრანსკრიპტორია.
ტეგები: Qwelly, ვალიდობა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•