ინფორმაცია

თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 52
უკანასკნელი აქტიურობა: თებერვალი 8

ფორუმი

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ავტორი ლაშა, თებერვალი 8. 0 გამოხმაურება

7 თებერვალს (ძვ. სტ. 25 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე)!XIX საუკუნის საქართველოს ისტორიულ და სულიერ ცხოვრებაში გაბრიელ ეპისკოპოსი გვევლინება როგორც უიშვიათესი მოვლენა - მღვდელმთავარი, რომელმაც საკუთარ პიროვნებაში ჰარმონიულად შეაერწყა ევროპული განათლება, მეცნიერული აზროვნება და ქრისტიანული რწმენა.მომავალი ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე, გურიის სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა 1825 წელს. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგაც მისი გზა თბილისისა და ფსკოვის სემინარიებზე გავიდა, დაგვირგვინდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიით, რომელიც მან მაგისტრის ხარისხით დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული გერასიმე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა, თუმცა მის ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - მეუღლისა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებამ - მისი ცხოვრების გეზი რადიკალურად შეცვალა. 1856 წელს იგი დავით გარეჯის უდაბნოს მიაშურებს, სადაც მალევე ბერად აღიკვეცება გაბრიელის სახელით.სულ მალე, 1860 წელს, გაბრიელი იმერეთის ეპისკოპოსად აკურთხეს.…გაგრძელება

ტეგები: ქველი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, თებერვალი, Qwelly

წმინდა ტიმოთე - სამოცდაათთაგანი მოციქული

ავტორი ლაშა, თებერვალი 4, 2024. 0 გამოხმაურება

4 თებერვალს (ძვ. სტ. 22 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სამოცდაათთაგანს - ტიმოთე მოციქულს      ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, ქრისტეს მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევისა და საქადაგებლად წარგზავნის შესახებ. სამოცდაათი მოციქულის კრებსით სახელში ასევე იხსენიება, წმინდა ტიმოთე. ის წარმოშობით მცირე აზიიდან, ლუსტრადან იყო და მისი მოქცევა ქრისტიანობაზე წმიდა პავლე მოციქულს უკავშირდება (52 წელს). ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა,…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, 4 თებერვალი, სამოცდაათთაგანი, მოციქული, თებერვალი

წმინდა ექვთიმე აღმსარებელი

ავტორი ლაშა, თებერვალი 2, 2020. 0 გამოხმაურება

2 თებერვალს (ძვ. სტ. 20 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ექვთიმე აღმსარებელს!      მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, სოფელ სადმელში, კერესელიძეების ოჯახში დაიბადა ესტატე, მოგვიანებით წმინდა ექვთიმე აღმსარებელი. სადმელში (რაჭა-ლეჩხუმი), სამრევლო სკოლის შემდეგ, სწავლა ქუთაისში გააგრძელა, ხოლო მოგვიანებით თბილისში გადმოსახლდა სამუშაოდ. მან თბილისში გაიცნო ილია ჭავჭავაზის მოურავი, მაქსიმე შარაძე, რომელიც იმხანად, „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“-ს დაარსებას ცდილობდა. ესტატემ და მაქსიმემ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა. მათი დაარსებული სკოლის მიზანი იყო, მართლმადიდებლური სწავლებისა და გალობის შესწავლა დაინტერესებული მრევლისთვის. მათ საქმიანობას თავმჯდომარეობდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). წმინდა ილია მართლის (იხსენიება 2 აგვისტოს) შემწეობითა და…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, თებერვალი, 2 თებერვალი

წმინდა თეოდორა

ავტორი tamo. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, თებერვალი 24, 2018. 1 გამოხმაურება

24 თებერვალს (ძვ. სტ 11 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა თეოდორას ხსენების დღეს!     დედოფალი თეოდორა ბიზანტიის იმპერატორის, თეოფილეს (828-842) ცოლი იყო, მაგრამ არ უჯერებდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის მიხეილის ნაცვლად მართავდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.     როცა მიხეილი გაიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, თვენი, თებერვალი

დავითობა

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ელი გორდელიანი, თებერვალი 8, 2018. 1 გამოხმაურება

8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კეთილმსახურ მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელს! დავით IV აღმაშენებელი. ღმრთისმშობლის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსში. ჩრდილოეთის კედლის ფრესკის ფრაგმენტი. XVI საუკუნე      XI საუკუნის მიწურულს, მაშინ როდესაც საქართველო ფიზიკური და სულიერი კრიზისის წინაშე იდგა სულთანთა შემოსევებისა თუ ქრისტეს რჯულისგან ერის განდგომის სახით, სამეფო ტახტზე გიორგი II თავის ძეს, ერთადერთ შვილს 16 წლის დავითს აიყვანს და საქართველოს მეფედ აკურთხებს. სრულიად ჭაბუკ მეფეს უმძიმეს ვითარებაში მოუწევს მეფობა, თუმცა ღმრთისაგან გამორჩეულს და ჭეშმარიტების საჭურველით შემოსილს, ბოროტი მტერი ვერას დააკლებს. წმინდა მეფემ მის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად შეძლო შეესრულებინა ის დიდი საქმე, რასაც საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ოქროს ხანის დადგომა ჰქვია.      გამეფებისთანავე, დავით IV-მ თურქებისგან შეშინებული და გახიზნული ქართველი აზნაურების უკან დაბრუნდება დაიწყო. ნელ-ნელა ხალხი საკუთარ მიწა-წყალს უბრუნდებოდა და ემზადებოდა დიდი გათავისუფლებისთვის.…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, მეფე, თებერვალი

მირქმა (მიგებება)

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: 08oj48mk36288, თებერვალი 15, 2017. 3 გამოხმაურება

15 თებერვალს, (ძვ. სტ. 2 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს მირქმის დღესასწაულს!      მირქმის დღესასწაული უკავშირდება ლუკას სახარებაში მოთხრობილ ამბავს (ლკ. 2, 22-28), როდესაც იოსებმა და მარიამმა, 40 დღის ჩვილი იესო მიიყვანეს ტაძარში და მათ შეეგებათ მართალი სვიმეონი, რომელიც სული წმინდის კარნხით, ანგელოზის გამოცხადებით მოელოდა მესიას. მკლავზე მიიკრა, აკურთხა, მარიამს წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა. იქვე იმყოფებოდა წმინდა ქალწული ანნა, რომელმაც შეიცნო მაცხოვარი, "აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა."     ეს დღე, საუფლო საზეიმო დღესასწაულად დადგინდა მოგვიანებით - 544 წელს!~ ტროპარი ~     გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.~ კონდაკი ~     საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, ქველი, თვენი, თებერვალი, 15 თებერვალი

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ თებერვალი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (49)

 
 
 

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters