8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კეთილმსახურ მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელს!

დავით აღმაშენებელი, დავითობა, davit agmashenebeli, davitoba, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari
დავით IV აღმაშენებელი. ღმრთისმშობლის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსში. ჩრდილოეთის კედლის ფრესკის ფრაგმენტი. XVI საუკუნე

      XI საუკუნის მიწურულს, მაშინ როდესაც საქართველო ფიზიკური და სულიერი კრიზისის წინაშე იდგა სულთანთა შემოსევებისა თუ ქრისტეს რჯულისგან ერის განდგომის სახით, სამეფო ტახტზე გიორგი II თავის ძეს, ერთადერთ შვილს 16 წლის დავითს აიყვანს და საქართველოს მეფედ აკურთხებს. სრულიად ჭაბუკ მეფეს უმძიმეს ვითარებაში მოუწევს მეფობა, თუმცა ღმრთისაგან გამორჩეულს და ჭეშმარიტების საჭურველით შემოსილს, ბოროტი მტერი ვერას დააკლებს. წმინდა მეფემ მის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად შეძლო შეესრულებინა ის დიდი საქმე, რასაც საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ოქროს ხანის დადგომა ჰქვია.

      გამეფებისთანავე, დავით IV-მ თურქებისგან შეშინებული და გახიზნული ქართველი აზნაურების უკან დაბრუნდება დაიწყო. ნელ-ნელა ხალხი საკუთარ მიწა-წყალს უბრუნდებოდა და ემზადებოდა დიდი გათავისუფლებისთვის. მაგრამ როგორც ისტორიული გამოცდილება ასწავლიდა დავით, მტრები სწორედ სამეფოს შიგნით უნდა ეძება და დიდ დროც არ დასჭირდა ამსითვის. ლიპარიტ ბაღვაშმა წინაპართა კვალზედ დაიწყო სიარული. დავითმა ის შეიპყრო და როცა დარწმუნდა რომ მისგან ერთგულება არ გამოვიდოდა, პატივაყრილი საბერძნეთში გაგზავნა. სხვა ურჩ თავადებსაც მსგავსი ბედი ეწიათ. საბოლოოდ, სამეფო კარზე შინაგანმა ერთობამ და მშვიდობამ დაისადგურა.

      1093 წელს, დავითის გამეფებიდან მეოთხე წელს გარდაიცვალა სულთანი მელიქ-შაჰი. ამასობაში ჯვაროსნულმა ლაშქრობამ შედეგი გამოიღო და იერუსალიმი და ანტიოქია აიღეს ქრისტიანებმა. დავითმა ამით ისარგებლა და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

      წმინდა მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და ეკლესიის რეფორმას შეუდგა. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. (იხ. კრების ძეგლისწერა). მეფე დავითი სახელს უკავშირდება გელათის მონასტრის აგება და გელათის აკადემიის დაარსება.

      გამეფების პირველი წლები ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას, თავადების შემოკრებასა და ქვეყნის გაერთიანებას, აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ გაწმენდას. კახეთ-ჰერეთი, შემდეგ რუსთავი, 1115 წელს მტკვრის ხეობა დააბრუნა დავითმა. უფისწულმა დემეტრემ, დავითის ვაჟმა, დალაშქრა შირვანი, აიღო ქალაძორი და დიდძალი განძით დაბრუნდა თავის ქვეყანაში. გამთლიანება გრძელდებოდა ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.

      დავით მეფემ, კარგად იცოდა ქართული მცირერიცხოვანი მხედრობის ამბავი, მათი ძლიერების და მამაცობის-ვაჟკაცობის მიუხედავად, საჭირო იყო მუდმივი ლაშქარი შექმნილი ქვეყნის ძლიერებისთვის. დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი ჯარი.

      1121 წლის აგვისტოში, დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ მრავალათასიან მტერთან. ეს ბრძოლა "ძლევაი საკვირველის" სახელით შევიდა საქართველოს ისტორიაში. ბრძოლის წინ კეთილმსახურმა მეფემ თავის ჯარს მიმართა: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო" თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ". დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

      მომდევნო 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

      1125 წელს, მეფე დავითმა თავად გადაულოცა სამეფო ტახტი თავის ვაჟს, დემეტრეს. თავისი ხელით დაადგა გვირგვინი, წელზე მახვილი შემოარტყა და მეფობა დაულოცა.

      როგორც არსენ ბერი წერს, მეფე გარდაიცვალა 53 წლის ასაკში და თავისი ანდერძისამებრ დაკრძალულია გელათის მონასტრის შესასვლელში. წარწერა მისი საფლავის ქვიდან: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე".

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

     

ტეგები: 8 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, მეფე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 5273

გამოხმაურებები!

 "მსწრაფლ შთაბრიალდა, ვითარცა არწივი და დააბნივნა, ვითარცა კაკაბნი და ფრიადისა ცემისაგან ხრმალმანცა დაღვლარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი."  ( უცნობი ავტორი; "ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისაი" ) ქველნო, გილოცავთ დავითობას! შეგეწიოთ წმ. მეფის მადლი!!! 

RSS

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters