წმინდა მოწამე აღათია, ღვთის მოშიშ ქრისტოიანულ ოჯახში დაიბადა . ის სიცილიის ერთ ერთ ქალაქ პალერმოში ცხოვრობდა. დეკიუსის დროს დაწყებული დევნულობისას, ის ძალიან ლამაზი იყო და როდესაც მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ გაიგო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და უბრძანა, დაეჭირათ ქრისტიანი ქალწული. წმინდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დაასახლეს, რომელსაც ხუთი გოგონა ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ აღათია ნაირ-ნაირი ფერად - ფერადი ტანისამოსით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით შეეცდინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო არანაირ ფანდებზე არ ეგებოდა, ზიზღით უარყოფდა ყოველგვარ სიტკბოებას და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. კვინტიანთან დაკითხვაზე, იგი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, გვემეს, სხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით უჯიჯგნეს მკერდი, შემდეგ კი ჩამოათალეს. საპყრობილეში წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა მარტვილს და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალი მცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტიანს და მოსთხოვეს, შეეწყვიტათ წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
კვინტიანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. როცა იგი წმიდა მოწამის სიმდიდრის დასაპატრონებლად ტივით მიცურავდა პანორმისკენ, უეცრად გაავებული ცხენები მისცვივდნენ: ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი დატორა და მდინარეში ჩააგდო.
წმინდანის საფლავზე ტაძარი ააშენეს, მის ლუსკუმაზე კი ძვირფასი შესამოსელი დააფინეს, და წმინდა აღათია დაასვენეს ფლასები, რომლითაც იმოსებოდა მდიდარი, მაგრამ მეტად მოკრძალებული და თავმდაბალი ქალწული. მოკლე ხანში კატანის მახლობლად მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. გავარვარებული ლავა მდინარესავით გადმოიფრქვა და წალეკვითა და გადაბუგვით ემუქრებოდა მთელ ქალაქს. თავზარდაცემული კატანელები, ღვთის შეწევნის იმედით, წმიდა აღათიას სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, ფარივით იპყრეს ხელთ მისი სამოსელი და ალის პირისპირ დადგნენ. მოხდა სასწაული: უეცრად ცეცხლოვანმა ლავამ უკან დაიხია, ჩაცხრა და გაცივდა.
ტეგები: 18 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•