16 თებერვალს (ძვ. სტ 3 თებერვალს ) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს მოციქულთასწორი ნიკოლოზის ხსენების დღეს!

მოციქულთასწორი ნიკოლოზი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, თებერვალი, ქველი, qwelly, february

     ღირსი მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი იყო მას ერობაში-ივანე ერქვა დიმიტრის ძე კასტიკინი , იგი 1836 წელს დაიბადებულა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. ის ხუთი წლის ასაკში იყო, როცა დედა გარდაეცვალა დაობლდა . მომავალი წმიდანი, სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად შემდგარა ნიკოლოზის სახელით, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ იაპონიაში გაანაწილეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.

     თავიდან იაპონიაში სახარების ქადაგება წარმოუდგენელი ჩანდა. თავად მამა ნიკოლოზის პირით, "მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი – ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ". რვა წლის განმავლობაში წმიდანი შეიცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, სწავლობდა იმ ხალხის წეს-ჩვეულებებს,სადაც უწევდა ქადაგება.1868 წელს მამა ნიკოლოზის მრევლი უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა. 1869 წელს მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა, პეტერბურგში სინოდის წევრებს თავისი მოღვაწეობის შედეგები გააცნო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: იაპონელებს შორის ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოყალიბდეს სპეციალური რუსული სასულიერო მისია". მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტის ხარისხში იყო ნაკურთხი და ამ მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. იაპონიაში ჩასულმა წმიდანმა ხაკოდატის მრევლი მღვდელმონაზონ ანატოლის ჩააბარა, თვითონ კი მისიის ცენტრი ტოკიოში გადაიტანა. 1871 წელს ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. დევნულობის სიმწარე მრავალმა გამოსცადა საკუთარ თავზე (მათ შორის პირველმა მართლმადიდებელმა იაპონელმა, შემდეგში ცნობილმა მისიონერმა მღვდელმა პავლე სავაბემ). 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი შეიქნა.

     ამ დროს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ტოკიოში ტაძრის მშენებლობას შეუდგა, ჩამოაყალიბა სკოლაც, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაკეთდა.

     1874 წელს ტოკიოში ჩამოვიდა კამჩატკელი ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც მღვდლად აკურთხა არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ რეკომენდირებული იაპონელი ქრისტიანები. 1877 წელს მისიამ დაიწყო ჟურნალ "საეკლესიო უწყებანის" რეგულარული გამოცემა. 1880 წლის 30 მარტს ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძარში შედგა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად კურთხევა. იაპონიაში დაბრუნებულმა მღვდელმთავარმა კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო მოციქულებრივი საქმიანობა: ტოკიოში დაასრულა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, დაიწყო საღვთისმსახურო წიგნების ხელახალი თარგმნა და იაპონურ ენაზე შეადგინა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლექსიკონი.

     მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს, დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმიდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.

     1911 წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პირველად დადგა ფეხი იაპონიის მიწაზე. ამ დროისათვის იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.

     1912 წელს 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმიდანად შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 16 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი

ნახვა: 496

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters