ღირსი მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი იყო მას ერობაში-ივანე ერქვა დიმიტრის ძე კასტიკინი , იგი 1836 წელს დაიბადებულა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. ის ხუთი წლის ასაკში იყო, როცა დედა გარდაეცვალა დაობლდა . მომავალი წმიდანი, სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად შემდგარა ნიკოლოზის სახელით, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ იაპონიაში გაანაწილეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.
თავიდან იაპონიაში სახარების ქადაგება წარმოუდგენელი ჩანდა. თავად მამა ნიკოლოზის პირით, "მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი – ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ". რვა წლის განმავლობაში წმიდანი შეიცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, სწავლობდა იმ ხალხის წეს-ჩვეულებებს,სადაც უწევდა ქადაგება.1868 წელს მამა ნიკოლოზის მრევლი უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა. 1869 წელს მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა, პეტერბურგში სინოდის წევრებს თავისი მოღვაწეობის შედეგები გააცნო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: იაპონელებს შორის ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოყალიბდეს სპეციალური რუსული სასულიერო მისია". მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტის ხარისხში იყო ნაკურთხი და ამ მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. იაპონიაში ჩასულმა წმიდანმა ხაკოდატის მრევლი მღვდელმონაზონ ანატოლის ჩააბარა, თვითონ კი მისიის ცენტრი ტოკიოში გადაიტანა. 1871 წელს ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. დევნულობის სიმწარე მრავალმა გამოსცადა საკუთარ თავზე (მათ შორის პირველმა მართლმადიდებელმა იაპონელმა, შემდეგში ცნობილმა მისიონერმა მღვდელმა პავლე სავაბემ). 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი შეიქნა.
ამ დროს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ტოკიოში ტაძრის მშენებლობას შეუდგა, ჩამოაყალიბა სკოლაც, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაკეთდა.
1874 წელს ტოკიოში ჩამოვიდა კამჩატკელი ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც მღვდლად აკურთხა არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ რეკომენდირებული იაპონელი ქრისტიანები. 1877 წელს მისიამ დაიწყო ჟურნალ "საეკლესიო უწყებანის" რეგულარული გამოცემა. 1880 წლის 30 მარტს ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძარში შედგა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად კურთხევა. იაპონიაში დაბრუნებულმა მღვდელმთავარმა კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო მოციქულებრივი საქმიანობა: ტოკიოში დაასრულა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, დაიწყო საღვთისმსახურო წიგნების ხელახალი თარგმნა და იაპონურ ენაზე შეადგინა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლექსიკონი.
მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს, დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმიდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.
1911 წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პირველად დადგა ფეხი იაპონიის მიწაზე. ამ დროისათვის იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.
1912 წელს 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმიდანად შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.
ტეგები: 16 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•