ღირსი მოწამე თეოდულა, რომაელი იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს დროს ცხოვრობდა, ქალაქ ანაზარვაში, (284-305) (305-311) დროს. ქალაქის მმართველი, პელაგიუსი მეტისმეტი სისასტიკით გამორჩეოდა. მისი მსახურები მთელს ოლქში დაეძებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ, სადაც, მეფის ბრძანების მოსმენის შემდეგ, აიძულებდნენ კერპებისთვის ეცათ თაყვანი. ერთხელ, მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულა. მან განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ. ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულას მეძახიან. მე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და არ ვაპირებ ქვას ვცე თაყვანი”.
პელაგიუსი აღშფოთდა, მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით ჯიჯგნეს, მაგრამ, ღვთის მადლით დაცული, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა: „მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომაც გიფარავენ ტკივილებისაგან”. წმიდანმა უპასუხა: „სად არიან ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე ისინი, რომ პატივი მივაგო!” მოწამე მიიყვანეს ადრიანეს - ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში. თეოდულამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰბერა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია. პელაგიუსს თავზარი დაეცა: თუ კერპის დამსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მიაღწევდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა! ქალაქის თავი ფეხებში ჩაუვარდა მოწამეს და სთხოვა, აღედგინა ცრუ ღმერთის ქანდაკი, სანაცვლოდ კი ქრისტიანობის მიღება აღუთქვა. თეოდულამ კვლავ ჰხადა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, თავისსავე ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა თავისი სიტყვა, არამედ უფრო მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს. წამების დროს მმართველთან მივიდა ვინმე ელადი, პატიმართა ზედამხედველი და ითხოვა, მისთვის მიენდოთ თეოდულას მოქცევა - იმედი ჰქონდა, რომ სახელს გაითქვამდა და ქალაქის თავისგან პატივსაც მიიღებდა.
ელადიმ საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს ქრისტეს ნეტარ სასძლოს – თვით პელაგიუსსაც კი და გადააჭარბა სისასტიკით. თეოდულამ მხურვალე ლოცვით მოთმინების ძალა გამოითხოვა ღვთისაგან. ღმერთმაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება და წყლულებისაგან განკურნა იგი. მტარვალი შეძრწუნდა, თეოდულამ კი მას ასე მიმართა: „გახდი ქრისტიანი, და საუკუნო პატივს მიიღებ ცხოველთა და მკვდართა განმკითხველი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფეველში!” ლოცვითა და შეგონებით წმიდანს ელადი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისაკენ მიჰყავდა. ბოლოს უსჯულომ ირწმუნა ქრისტე, ახოვნად აღიარა იგი მმართველის წინაშე და მოწამეობრივი გვირგვინიც მიიღო: უღმრთოებმა მას მახვილით მოჰკვეთეს თავი და სხეული ზღვაში ჩააგდეს.
ღირსი თეოდულა ცეცხლში ქურაში შეაგდეს , მაგრამ უვნებელი დარჩა, შემდეგ ტაფაზე დააწვინეს და ადუღებული ფისი, ცვილი და ზეთი გადაასხეს, მაგრამ გახურებული ტაფა ნამსხვრევებად იქცა და ცეცხლით შემუსრა ირგვლივ მყოფნი, მათ შორის ქალაქის თავი პელაგიუსიც, რომელიც საშინელი სიკვდილით აღესრულა, თვით თეოდულას კი არც ახლა დაშავებია რამე.
ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მათ შორის იყვნენ დიდებულები მაკარი და ევაგრე. წარმართებმა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძეს ქრისტიანთა წამება. მათ კვლავ გაახურეს ქურა და წმიდა თეოდულა, მაკარი, ევაგრე და მრავალი სხვა ქრისტიანი შეყარეს შიგ.
ნეტარი მარტვილები ლოცვაში აღესრულნენ და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრეს.
ტეგები: 18 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•