რომ დავიწყო ფიქრი, იმის გახსენების იმედად, თუ როდის წამოვიწყე ურთიერთობა რელიგიასთან, ვშიშობ, მეორედ მოსვლამდე მომიწევს როგორც თქვენი, ასევე ჩემი დაყოვნება, ამიტომ გავიხსენებ მხოლოდ იმას თუ როდის შევწყვიტე რელიგიასთან ურთიერთობა. უწინარეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ რელიგიასთან ჩემი ურთიერთობის ზოგადი მახასიათებლები არსებითად არაფრით განსხვავდებოდა ჩემი მეგობრებთან ურთიერთობის ხასიათისგან. აქ იგულისხმება ის, რომ მეგობრების გარეშე ყოფნისას, მარტოსულად არასდროს ვგრძნობდი თავს. იგივეს თქმა შეიძლება რელიგიის თაობაზეც. აღმოვაჩინე, რომ მაშინაც კი, როდესაც თავს მორწმუნედ ვთვლიდი, რელიგიისადმი, უფრო ზუსტად, ღმერთის რწმენისადმი ჩემი სწრაფვა მხოლოდ ფასადური ხასიათის მატარებელი იყო და უშუალოდ რწმენის ხარისხიც იმის მიხედვით ვარირებდა თუ რამდენად დიდი იყო ცხოვრებისეული პრობლემების სია იმ მომენტისათვის. სხვა შემთხვევაში კი მორწმუნეობის სტატუსისკენ არანაირ ლტოლვას არ განვიცდიდი და ჩემი დამოკიდებულება ამ უკანასკნელის მიმართ მეტწილად აპათიური იყო.

      სენეკას სიტყვების თანახმად „უბრალო ხალხი რელიგიას ჭეშმარიტებად მიიჩნევს, ბრძენი – სიცრუედ, ხოლო ხელისუფალი – გამოსადეგად.“ ჩემი ღრმა რწმენით, რელიგიის წარმოქმნა არის კაცობრიობის ულიმიტო მენტალური უნარების ყველაზე უფრო თვალსაჩინო დადასტურება. თავად რელიგია კი საზოგადოებრივი აზრის მართვისა და მიმოფანტულ ადამიანთა ორგანიზების თითქმის პერფექციონისტული მექანიზმი. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ „ყველა რელიგია დაფუძნებულია ბევრის შიშსა და ცოტას სიბრძნეზე“. ეს შიშები კი დროთა განმავლობაში აუცილებლად გაქარწყლდება, რამეთუ მარტივია ადამიანთა შენს რწმენაზე მოქცევა, მაგრამ ადამიანთათვის კიდევ უფრო მარტივია ამ რწმენის ღალატი. დროთა განმავლობაში ადამიანი შეიმეცნებს, რომ რელიგია სულაც აღარაა საჭირო იმისთვის, რათა პიროვნებამ ეთიკური ღირებულებები აითვისოს და ცნობილი გამონათქვამი, რომ რელიგია მასების ოპიუმია, შეიცვლება შემდეგი ფრაზით: რელიგია მასების საღეჭი რეზინია და ყველამ ვიცით თუ რა შედეგი მოჰყვება იმას, როდესაც რეზინს სასურველი გემო გაუვა და ის უკვე მომაბეზრებელი ხდება.

      ქრისტიანობაში მიღებულია რწმენა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. საფიქრებელია, ეს პირიქით ხომ არაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანმა ღმერთი შექმნა, როგორც საკუთარი თავის იდეალისტური ხატი, რისკენაც ის მუდამ მიისწრაფვოდა და რაზეც პერმანენტულად ოცნებობდა, რომ თავად ყოფილიყო. თუ ეს ასეა, მაშინ, ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი სწრაფვა ჩანასახშივე აბსურდულია, რადგანაც ადამიანი უკვე არის ამ სამყაროს პოტენციური ღმერთი და მისი სრულფასოვან ღმერთად ჩამოყალიბების პროცესის კულმინაცია მხოლოდ დროის საკითხია.

ტეგები: რელიგია, რწმენა, სიბრძნე, ურთიერთობა, ჭეშმარიტება

ნახვა: 728

გამოხმაურებები!

ვიდრე წინარე პუნქტებს შევეხებოდე, ჯერ ბოლო აბზაცის შინაარსზე მინდა გკითხოთ. პირველ შეხვედრაზე, ღმერთის შესახებ საუბრისას, ჩვენ მის მახასიათებლებში მარადიულობაც ჩავწერეთ. ფიქრობთ, სრულფასოვან ღმერთად ჩამოყალიბების პროცესში, ღმერთის შემქმნელი ადამიანი მარადიულობასაც მიაღწევს? თუ ასეა, როგორ გესახებათ ეს? (წარმოსახვითი მომავალი რომ დახატოთ)

ვფიქრობ, არსეიბითია, იმის განსაზღვრა თუ როგორ გვესახება მარადიულობა. მე ამ ფენომენში ვგულისხმობ არა ამოუწურავ, უბერებელ სიცოცხლეს, არამედ ისეთი სახის ცხოვრებას(თუნდაც ხანმოკლეს), რომლის განმავლობაშიც ადამიანი სრულფასოვნად გამოავლენს საკუთარ პოტენციალს და შექნის, დატოვებს ისეთ მემკვიდრეობას, რომელიც იქნება მისი მარადიულობის წინაპირობა.


ლაშა said:

ვიდრე წინარე პუნქტებს შევეხებოდე, ჯერ ბოლო აბზაცის შინაარსზე მინდა გკითხოთ. პირველ შეხვედრაზე, ღმერთის შესახებ საუბრისას, ჩვენ მის მახასიათებლებში მარადიულობაც ჩავწერეთ. ფიქრობთ, სრულფასოვან ღმერთად ჩამოყალიბების პროცესში, ღმერთის შემქმნელი ადამიანი მარადიულობასაც მიაღწევს? თუ ასეა, როგორ გესახებათ ეს? (წარმოსახვითი მომავალი რომ დახატოთ)

რატომ განიხილება მხოლოდ ორი ვერსია: " ქრისტიანობაში მიღებულია რწმენა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. საფიქრებელია, ეს პირიქით ხომ არაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანმა ღმერთი შექმნა " ? სხვა ვერსიები რითაა ნაკლები ? მაგალითად რომ ადამიანი უცხოპლანეტელია ( საკმაოდ ლოგიკურია) ანდა ბიძია დარვინის ვერსია - მაიმუნისებრის განვითარებისა ? ანუ საიდანაც ჩამოფრინენ პირველი ადამიანები -იქ უკვე იყო ღმღთის ცნება და თან გამოიყოლეს ? თუ მაიმუნმა განვითარების რაღაც ეტაპზე  მოიფიქრა: * ვსიო.... მოვრჩი ბანანების ჭამას - ხატი მჭირდება.... ხააატი (2ჯერ გაიმეორა რადგან მისთვის ახალი სიტყვა უფრო დასამახსოვრებელი გამხდარიყო).. თანაც უბრალო ხატი კი არ მჭირდება, არამედ იდეალისტური ხატი, *რომლისკენაც მუდამ მივისწრაფვი და რაზეც პერმანენტულად (ეს სიტყვა საერთოდ უძველესი სიტყვაა, რომლის ფესვები ჯერ პროტო-მაიმუნურ ენაში მოიპოვება და თავდაპირველად ჟღერდა როგორც "უუ-უა-უჰუჰუ") ვოცნებობ !

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters