რომ დავიწყო ფიქრი, იმის გახსენების იმედად, თუ როდის წამოვიწყე ურთიერთობა რელიგიასთან, ვშიშობ, მეორედ მოსვლამდე მომიწევს როგორც თქვენი, ასევე ჩემი დაყოვნება, ამიტომ გავიხსენებ მხოლოდ იმას თუ როდის შევწყვიტე რელიგიასთან ურთიერთობა. უწინარეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ რელიგიასთან ჩემი ურთიერთობის ზოგადი მახასიათებლები არსებითად არაფრით განსხვავდებოდა ჩემი მეგობრებთან ურთიერთობის ხასიათისგან. აქ იგულისხმება ის, რომ მეგობრების გარეშე ყოფნისას, მარტოსულად არასდროს ვგრძნობდი თავს. იგივეს თქმა შეიძლება რელიგიის თაობაზეც. აღმოვაჩინე, რომ მაშინაც კი, როდესაც თავს მორწმუნედ ვთვლიდი, რელიგიისადმი, უფრო ზუსტად, ღმერთის რწმენისადმი ჩემი სწრაფვა მხოლოდ ფასადური ხასიათის მატარებელი იყო და უშუალოდ რწმენის ხარისხიც იმის მიხედვით ვარირებდა თუ რამდენად დიდი იყო ცხოვრებისეული პრობლემების სია იმ მომენტისათვის. სხვა შემთხვევაში კი მორწმუნეობის სტატუსისკენ არანაირ ლტოლვას არ განვიცდიდი და ჩემი დამოკიდებულება ამ უკანასკნელის მიმართ მეტწილად აპათიური იყო.
სენეკას სიტყვების თანახმად „უბრალო ხალხი რელიგიას ჭეშმარიტებად მიიჩნევს, ბრძენი – სიცრუედ, ხოლო ხელისუფალი – გამოსადეგად.“ ჩემი ღრმა რწმენით, რელიგიის წარმოქმნა არის კაცობრიობის ულიმიტო მენტალური უნარების ყველაზე უფრო თვალსაჩინო დადასტურება. თავად რელიგია კი საზოგადოებრივი აზრის მართვისა და მიმოფანტულ ადამიანთა ორგანიზების თითქმის პერფექციონისტული მექანიზმი. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ „ყველა რელიგია დაფუძნებულია ბევრის შიშსა და ცოტას სიბრძნეზე“. ეს შიშები კი დროთა განმავლობაში აუცილებლად გაქარწყლდება, რამეთუ მარტივია ადამიანთა შენს რწმენაზე მოქცევა, მაგრამ ადამიანთათვის კიდევ უფრო მარტივია ამ რწმენის ღალატი. დროთა განმავლობაში ადამიანი შეიმეცნებს, რომ რელიგია სულაც აღარაა საჭირო იმისთვის, რათა პიროვნებამ ეთიკური ღირებულებები აითვისოს და ცნობილი გამონათქვამი, რომ რელიგია მასების ოპიუმია, შეიცვლება შემდეგი ფრაზით: რელიგია მასების საღეჭი რეზინია და ყველამ ვიცით თუ რა შედეგი მოჰყვება იმას, როდესაც რეზინს სასურველი გემო გაუვა და ის უკვე მომაბეზრებელი ხდება.
ქრისტიანობაში მიღებულია რწმენა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. საფიქრებელია, ეს პირიქით ხომ არაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანმა ღმერთი შექმნა, როგორც საკუთარი თავის იდეალისტური ხატი, რისკენაც ის მუდამ მიისწრაფვოდა და რაზეც პერმანენტულად ოცნებობდა, რომ თავად ყოფილიყო. თუ ეს ასეა, მაშინ, ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი სწრაფვა ჩანასახშივე აბსურდულია, რადგანაც ადამიანი უკვე არის ამ სამყაროს პოტენციური ღმერთი და მისი სრულფასოვან ღმერთად ჩამოყალიბების პროცესის კულმინაცია მხოლოდ დროის საკითხია.
ტეგები: რელიგია, რწმენა, სიბრძნე, ურთიერთობა, ჭეშმარიტება
ვიდრე წინარე პუნქტებს შევეხებოდე, ჯერ ბოლო აბზაცის შინაარსზე მინდა გკითხოთ. პირველ შეხვედრაზე, ღმერთის შესახებ საუბრისას, ჩვენ მის მახასიათებლებში მარადიულობაც ჩავწერეთ. ფიქრობთ, სრულფასოვან ღმერთად ჩამოყალიბების პროცესში, ღმერთის შემქმნელი ადამიანი მარადიულობასაც მიაღწევს? თუ ასეა, როგორ გესახებათ ეს? (წარმოსახვითი მომავალი რომ დახატოთ)
ვფიქრობ, არსეიბითია, იმის განსაზღვრა თუ როგორ გვესახება მარადიულობა. მე ამ ფენომენში ვგულისხმობ არა ამოუწურავ, უბერებელ სიცოცხლეს, არამედ ისეთი სახის ცხოვრებას(თუნდაც ხანმოკლეს), რომლის განმავლობაშიც ადამიანი სრულფასოვნად გამოავლენს საკუთარ პოტენციალს და შექნის, დატოვებს ისეთ მემკვიდრეობას, რომელიც იქნება მისი მარადიულობის წინაპირობა.
ლაშა said:
ვიდრე წინარე პუნქტებს შევეხებოდე, ჯერ ბოლო აბზაცის შინაარსზე მინდა გკითხოთ. პირველ შეხვედრაზე, ღმერთის შესახებ საუბრისას, ჩვენ მის მახასიათებლებში მარადიულობაც ჩავწერეთ. ფიქრობთ, სრულფასოვან ღმერთად ჩამოყალიბების პროცესში, ღმერთის შემქმნელი ადამიანი მარადიულობასაც მიაღწევს? თუ ასეა, როგორ გესახებათ ეს? (წარმოსახვითი მომავალი რომ დახატოთ)
რატომ განიხილება მხოლოდ ორი ვერსია: " ქრისტიანობაში მიღებულია რწმენა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. საფიქრებელია, ეს პირიქით ხომ არაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანმა ღმერთი შექმნა " ? სხვა ვერსიები რითაა ნაკლები ? მაგალითად რომ ადამიანი უცხოპლანეტელია ( საკმაოდ ლოგიკურია) ანდა ბიძია დარვინის ვერსია - მაიმუნისებრის განვითარებისა ? ანუ საიდანაც ჩამოფრინენ პირველი ადამიანები -იქ უკვე იყო ღმღთის ცნება და თან გამოიყოლეს ? თუ მაიმუნმა განვითარების რაღაც ეტაპზე მოიფიქრა: * ვსიო.... მოვრჩი ბანანების ჭამას - ხატი მჭირდება.... ხააატი (2ჯერ გაიმეორა რადგან მისთვის ახალი სიტყვა უფრო დასამახსოვრებელი გამხდარიყო).. თანაც უბრალო ხატი კი არ მჭირდება, არამედ იდეალისტური ხატი, *რომლისკენაც მუდამ მივისწრაფვი და რაზეც პერმანენტულად (ეს სიტყვა საერთოდ უძველესი სიტყვაა, რომლის ფესვები ჯერ პროტო-მაიმუნურ ენაში მოიპოვება და თავდაპირველად ჟღერდა როგორც "უუ-უა-უჰუჰუ") ვოცნებობ !
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•