თბილისში,ჩუღურეთის რაიონში,ჩხეძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია.ვარაუდობენ,რომ იგი XIXს–ის შუა პერიოდს განეკუთნება.ტაძარი აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა.მას საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.1989წელს ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა,რის შემდეგაც ფუნქციონირება დაიწყო.ტაძარი მოხატულია მხატვრების–ირაკლი ცინცაძისა და გიორგი ტეტენაშვილის მიერ.ფრესკებზე ასახულია საუფლო დღესასწაულები,წმ.ნინოს ცხოვრების ეპიზოდები,ასურელ და მთაწმინდელ მამათა,ქართველთა მეფეთა,მოციქულთა და მოწამწთა ხატები.ტაძრის წინამძღვარი,დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი წმინდა ნინოს ეკლესიაში 1991 წლიდან მსახურობს.სწორწდ მისი ხემძღვანელობით მოხდა ტაძრის აღდგენა.
საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Tbilisi
წევრები: 18
უკანასკნელი აქტიურობა: ივნ. 1, 2017
yvelas gilocavt dgevandel dges.cmida mocikulebis petres da pavles madli paravdes sruliad sakartvelos.
ავტორი ana gumberidze, თებერვალი 9, 2013. 0 გამოხმაურება 1 Like
ავტორი ana gumberidze, ნოე. 3, 2012. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. დაბა „ბოდბისი“…გაგრძელება
ტეგები: მონასტერი, წმინდა ნინო, St-Nina, Nina, ეკლესია
ავტორი ana gumberidze, ნოე. 3, 2012. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
ჯვარი ვაზისა (ან წმინდა ნინოს ჯვარი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი სიმბოლო, თარიღდება ჩვენს წელთაღვრიცხვით IV საუკუნით, როდესაც ქრისტიანობა იბერიის სამეფოს ოფიციალური…გაგრძელება
ავტორი ana gumberidze, ნოე. 2, 2012. 0 გამოხმაურება 7 მოწონება
• წმინდა დიდმოწამე გიორგი •წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა…გაგრძელება
ტეგები: წმინდა, qwellyland, სასწაული, მოწამე, Qwelly
წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (+323). ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.
წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.
(წმიდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა იხილეთ 14 იანვარს).
წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი (+303)
10 (23) ნოემბერი
წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი. ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში (იხ. 26 იანვრისა და 18 სექტემბრის საკითხავებში).
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
yvelas gilocavt dgevandel dges.:*:*:*:*:*:*
:* :* :* shegvewios dgevandeli dgis madli yvelas :* :* :*
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ წმიდა ნინოს ტაძარი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!