Qwellynaria

Qwellynaria / ქველინარია

ჯგუფი გურმანებისთვის!

კულინარიული რეცეპტების გვერდი

ვაშლის ნამცხვარი (სამარხვო)

      დაიწყო მარიამობის მარხვა, ხოდა ტკბილეული მოყვარულებს Qwellynaria გთავაზობთ უგემრიელეს, ადვილად მოსამზადებელ ვაშლის სამარხვო ნამცხვარს!

ვაშლი, ვაშლის ნამცხვრი, სამარხო ნამცხვარი, ქველი, რეცეპტი, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, qwelly, qwellynaria, culinary, recipe, kulinariuli receptebi, vashlis namcxvari, cake

შემადგენლობა

  • 2 ჭიქა შაქარი;
  • 125 გრ. მცენარეულ ზეთებზე დამზადებული მარგარინი;
  • 1 ჭიქა თბილი წყალი;
  • 1 ლიმონის,ან ფორთოხლის ცედრა(დახეხილი კანი);
  • 1 შეკვრა ვანილი;
  • 1 არასავსე ჩაის კოვზი სოდა/ძმრით;
  • დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი;
  • 2 დიდი ვაშლი.

მომზადება

2 ჭიქა შაქარს დაამატეთ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული 125 გრ. გამდნარი(ცხელი)მარგარინი, 1 ჭიქა თბილი წყალი და კოვზით ურიეთ კარგად,სანამ შაქარი არ გაიხსნება,შემდეგ დაამატეთ 1 შეკვრა ვანილი,1 ლიმონის,ან ფორთოხლის ცედრა(დახეხილი კანი), 1 არასავსე ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი(ფქვილის რაოდენობა თვითონვე განსაზღვრეთ,ცომი საშუალო სისქის უნდა იყოს).

ცომის მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში,გადაასწორეთ ზედაპირი,ზემოდან ჩააწყეთ ვაშლის თხელი ნაჭრები და გამოაცხეთ ღუმელში, 180 გრადუსზე(ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია დავუწიოთ 150გრადუსზე)

ვაშლი, ვაშლის ნამცხვრი, სამარხო ნამცხვარი, ქველი, რეცეპტი, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, qwelly, qwellynaria, culinary, recipe, kulinariuli receptebi, vashlis namcxvari, cake

  • მდე

    tamo

    გამოვაცხობ  გიო , მაგაზე როგორ  გეტყვი  უარს :D :D 

  • მდე

    ლაშა

    აქტუალური გახდა