ტოტალიტარიზმის არსის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ გავარკვიოთ ის წარსული,რომლის მოწმეც გახდა მთელი სამყარო(ცივილიზებული თუ არაცივილიზებული).მრავალი ტრაგედია,რომელიც შეიძლება წარსულიდან გაგვახსენდეს,ბევრი რამ ამ ტერმინთან ასოცირდება.და მაინც რა არის ტოტალიტარიზმი? ტოტალიტარიზმის საფუძველს ძალადობა წარმოადგენს.სწორედ ძალადობა არის ის ბაზისი,რომელზეც შენდება მთლიანი სისტემა.ძალადობას სხვადასხვა გამოვლინებები აქვს,თუმცა ის რაც ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს ახასიათებდა ეს იყო საბოლოო შედეგი.საბოლოო შედეგი კი იყო პიროვნების,ინდივიდის უფლებების გადაწევა ბოლო პლანზე.მისი აბსოლუტურ სტრესში მოქცევა და მისი განადგურება(ხშირ შემთვევებში ფიზიკური ლიკვიდაცია.აქ საუბარი აღარაა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტერორზე) მნიშნელოვანია ამ ტერმინის წარმოშობის ისტორია.აღნიშნული ტერმინი პირველად გამოიყენა ბენიტო მუსოლინიმ.აქედან მოყოლებული კი ეს ცნება მტკიცედ დამკვიდრდა პოლიტოლოგიურ,ფილოსოფიურ,სოციოლოგიურ ლიტერატურასა თუ ყოველდღიურ ყოფით ლექსიკაში 

   როგორც უკვე აღინიშნა ტოტალიტარიზმი არის ძალადობაზე დამყარებული იდეოლოგია.ის არის საკმაოდ საშიში არა მარტო აწმყოში მცხოვრები ადამიანებისათვის,არამედ მომავალი თაობებისთვისაც.ამიტომ საჭიროა რომ სწორად დაისვას და განისაზღვროს ის საკითხები,რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას,რომელიც შესაძლოა დღეს ისეთი ინტენსივობით არ დგას დღის წესრიგში,როგორც მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე,მაგრამ აღნიშნული საკითხი პოტენციური საფრთხის შემცველია ცივილიზებული სამყაროსთვის. „ტოტალიტარიზმის გაჩენის შესაძლებლობა კვლავაც არსებობს იქ,სადაც დიდი სიღარიბე,უსამართლობა და შესაბამისად ძალადობის და არეულოობის პოტენციაა,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დღევანდელი მსოფლიოს დიდ ნაწილში“.  თუ ცნობილ ავტორს დავუჯერებთ,დღევანდელი მსოფლიოს დიდ ნაწილში კვლავაც არსებობს რისკები იმისა,რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

   როგორია ტოტალიზარიზმის ანატომია? ის ურთულესი სოციალური ფენომენია.მისი შესწავლა ვიწრო კონტექსტში შეუძლებელია. „ტოტალიტარიზმი ახდენს საკანონმდებლო,აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების კონცენტრაციას ერთ რგოლში,ე.წ. მეოთხე ხელისუფლებაც ანუ მედიაც მას ემორჩილება“.
როგორც ვხედავთ ის ძირითადი რგოლები,რომელთა საშუალებითაც არის შესაძლებელი დემოკრატიის მშენებლობა აბსოლუტურად უუნაროა ქმედითი ღონისძიებები გაატაროს იმისთვის რომ ხალმა,უბრალო ხალხმა ირწმუნოს დემოკრატიის არსებობა. როგორი არის მთავრობის დამოკიდებულება ამ დროს ხალხისადმი?ამ დროს მთავრობის ძალაუფლება იმდენად ფართოა რომ რეჟიმი მისი ქვეშევრდომების მხოლოდ კონტროლს კი არა,არამედ მათი ბუნების გარდაქმნასაც ცდილობს.  ამ კუთხით რომ შევადაროთ ავტოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთს,თვალსაჩინო განსხვავებას ვიპოვით.ავტოკრატიული რეჟიმების ძირითად ამოცანას წარმოადენს ძალაუფლების შენარჩუნება,მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.განსხვავებით ავტოკრატიული რეჟიმებისაგან,როგორც უკვე ავღნიშნეთ,მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება არაა ამ დროს მთავარი მიზანი ტოტალიტარული რეჟიმების.

   ციფრები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა,რომ აღვიქვათ რეალობა.აღვიქვათ შექმნილი სურათის სიმძიმე,თუ რა იყო ტოტალიტარიზმი ციფრებში.

  • სსრკ - 20 მილიონი გარდაცვლილი
  • ჩინეთი -65 მილიონი გარდაცვლილი
  • ჩრდილოეთ კორეა - 2 მილიონი გარდაცვლილი

ჩამოყალიბება

   და მიუხედავად იმისა რომ ძლიერი ლიდერის,გამოკვეთილი ბელადის გარეშე ძალზე რთულია ასეთი რეჟიმის დამყარება,არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რაც ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს,ეს არის დიდი რაოდენობით ხალხის სურვილი(მასის).ხალხის სურვილი რომ შეიცვალოს ის ვითარება რომელშიც ისინი იმყოფებიან 
ამგვარი რეჟიმი რომ დამყარდეს,ერთ ერთი აუცილებელი პირობა არის ძლიერი იდეოლოგიური ხაზის არსებობა,რომელიც დაარწმუნებს მასას,რომ სიტუაცია გამოუვალია და რომ ერთადერთი მეთოდი ეს არის რადიკალიზმი.
ძლიერი იდეოლოგია ზოგადად ფოკუსირებულია აბსულუტური ბოროტების რაიმე ფორმაზე,ხოლო თუ ეს ბოროტება ბუნებაში არ არსებობს და არ არსებობს ასევე მტერი,რომელზეც მიმართავ ხალხის აგრესიას,მაშინ ის უნდა შეიქმნას.ის პრობლემები,ის სოციალური სიდუხჭირე,გაჭირვება უნდა გამოიყენოს ძლიერმა ლიდერმა და ძლიერი იდეოლოგიური ხაზის საფუძველზე უნდა დაამყაროს საკუთარი ხელისუფლება. 
უფრო ზუსტად რომ დავინახოთ ის რაც წინა აბზაცში ვთქვი,მოვიყვანოთ მაგალითები.რომ გავიხსენოთ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაცისტური პარტია,ყველაფერი ნათელი გახდება.როგორც ვიცით ჰიტლერი 30 იან წლებში გერმანული ეკონომიკის ვარდნას,ინფლაციას,უმუშევრობას ებრაელებს აბრალებდა.მიიჩნევდა რომ სწორედ ისინი იყვნენ გერმანიის დასუსტებაში დამნაშავეები.ძლიერი ორატორული ნიჭის წყალობით,ასევე ძლიერი იდეოლოიური ხაზის მეშვეობით,მან დაარწმუნა გერმანელი ხალხი რომ ებრაელები იყვნენ ყველაფერში დამნაშავენი.

როგორ ინარჩუნებენ ბელადები ხელისუფლებას

   მას შემდეგ რაც ტოტალიტარი მმართველები მოვიდოდნენ ხელისუფლების სათავეში იწყებოდა შემდეგი ეტაპი.ძალაუფლების შენარჩუნების და შემდგომ მისი განვითარების პერსპექტივები.ძირითადად რასაც ამ დროს ეყრდნობოდნენ ლიდერები,ეს იყო ძალოვანი სტრუქტურები.ამჯერად აღარ ვეხებით პროპაგანდისტულ იარაღს მედიას,რომელიც ცხადია რომ მათ ხელში იყო.ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ძალოვან უწყებებზე.
„ტერორის საყრდენი ბერკეტია საიდუმლო პოლიცია.საიუმლო პოლიცია ფლობს ქვეყნის საინფორმაციო ბანკს.ყოველგვარი ინფორმაციის წყარო მასთან იყრის თავს.ვინც ფლობს ინფორმაციას,ის ფლობს სიტუაციას.ინფორმაციის შესაკრებად მუშაობს უზარმაზარი აგენტურული ქსელი“

   საიდუმლო პოლიცია იყოს საბჭოთა კავშირის სიმტკიცის ხერხემალი წლების მანძილზე.რომ ავიღოთ ნაცისტური გერმანიის მაგალითი,აქაც ამდაგვარი სიტუაცია იყო.სიტუაციას მართავდა SS (ანუ „უშიშროების ეშელონი“)
ამგვარი იყო იმპერიის მართვის სტილი ტოტალიტარულ სახელმწიფოებში. 

ნახვა: 7502

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters