თორმეტ საუფლო დღესასწაულს, კიდევ ერთ, გამორჩეულ და აღმატებულ დღესასწაულს უმატებენ - ესაა ჯვართამაღლება. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად თვენი საკითხავში ამოიკითხავთ: ჯვართამაღლება. როგორც საუფლო დღესასწაულს, ჯვართამაღლებასაც საკუთარი ლიტურგიკული გამორჩეულობა აქვს.
დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:
აცხოვნე უფალო ერი შენი, |
და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ||
ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, |||
და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, |
რათა ვიტყოდეთ: ||
უფალო, დიდება შენდა. |||
იგალობება პურის კურთხევაზე (3x) და ღმერთი უფალის შემდეგ.
ამოსაბეჭდი ნოტები:
ნოტები აღებულია ქართული საეკლესიო გალობის II ტომიდან (იხ. წიგნი)
სადიდებელი:
აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)
გადიდებსა:
გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
და პატივს ვცემთ წმიდასა ჯვარსა შენსა, ||
რომლითა მონებისაგან მტერისა მიხსენ მე. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
ნოტები აღებულია ქართული საეკლესიო გალობის II ტომიდან (იხ. წიგნი)
ძლისპირი თ:
ადიდებს სული ჩემი |
ყოვლად პატიოსანსა ||
ჯვარსა უფლისასა |||საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, |
რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ||
ხოლო ჩვენ ჯვარითა ცხოვრება შემოსილნი |||
ქვეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა, |
ამისთვის აწ აღვამაღლებთ, ||
თაყვანისვცემთ მას და შენ გადიდებთ. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
საღმრთო ლიტურღია
სადღესასწაულო ანტიფონები:
პირველი ანტიფონი
ღმერთო, ღმერთო ჩემო მომხედენ მე, | რაისათვის დამიტევებ მე;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
შორს არიან ცხოვრებისა ჩემისაგან, | სიტყვანი ბრალთა ჩემთანი;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ღმერთო ჩემო დღისით ხმა ვყავ შენდამი, და არა ისმინე ჩემი, | და ღამე და არა იღვაწე ჩემთვის;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ხოლო შენ წმინდასა შინა დამკვიდრებულხარ, | ქებული ეგე ისრაელისა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
დიდება, აწდა.
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
მეორე ანტიფონი
რად განგვიშორებ ჩვენ ღმერთო სრულიად;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო რომელი ხორცითა ჯვარს-ეცვი, მგალობელნი შენნი ალილუია!
მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
მთა სიონი ესე რომელ დაემკვიდრე მას შინა;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
დიდება, აწდა...
მხოლოდშობილი ძე და სიტყვა...
მესამე ანტიფონი
უფალი სუფევს განრისხნედ ერნი;
► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...
უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, | რომელი ზის ზედა ქერუბიმთა, შეიძარნ ქვეყანა;
► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...
უფალი სიონს დიდ-არს და მაღალ-არს, | ყოველთა ზედა ერთა;
► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...
თაყვანი-ვსცეთ უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...
მცირე შესვლად:
აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა |
და თაყვანისსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმინდა არს ||
► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...
► დიდება, აწ და.
► კონდაკი:
რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, |
მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ქრისტე ღმერთო, ||
ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა |||
და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, |
რომელსა თანა შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა, ||
უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლადძლიერი. |||
ღირს არსის ნაცვლად:
საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, |
რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ||
ხოლო ჩვენ ჯვარითა ცხოვრება შემოსილნი |||
ქვეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა, |
ამისთვის აწ აღვამაღლებთ, ||
თაყვანისვცემთ მას და შენ გადიდებთ. |||
განიცადე:
გამოჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო |
შენიშვნა: შობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ტეგები: Qwelly, გალობა, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო, საუფლო, ტროპარი, ძლისპირი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…