ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: ზაქარიას წინასწარმეტყველება (განმარტება)
I გისტასპია. იგი 521/485 წლებში მეფობდა. შესაბამისად, წინასწარმეტყველი ასპარეზზე 520 წელს გამოდის. მხ. 2-6. ზაქარია ხალხს უფლის სახელით უზენაესის აღიარებისკენ უხმობს: ‘უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი". ხილვა პირველი (წითელ ცხენზე მჯდომარე ადამიანი): მხ. 89. ‘ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია წითლები, ზერდაგები და თეთრები".        წინასწარმეტყველი გამოცხადებას ღამე ღებულობს. აღნიშნული მოვლენა ზაქარიას გამუდმებულ ფიქრს მოჰყვა რჩეული ერის ბედის თაობაზე. იგი ხედავს ადამიანს, რომელიც წითელ ცხენზეა ამხედრებული ‘მურტის ხეთა შორის". ებრაულისგან განსხვავებულ წაკითხვას გვთავაზობს სეპტანტა: …ეი(სტჰ`კეი ა) (შდრ. ‘…დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა"). მხედრის უკან ცხენები დგანან წითლები, ზერდაგები (ჭრელები) და თეთრები.        მე-11 მუხლიდან ირკევევა, რომ მურტის ხეთა შორის მდგომი მხედრის უკან განლაგებულ ცხენებსაც ჰყავდათ თავიანთი მხედრები. მათი ფერები სიმბოლური მნიშვნელობისაა, რითიც მინიშნებაა იმ განსაცდელებზე, რომლებითაც ღვთისადმი კრძალვის არმქონე და უგულისხმო ხალხები შეირისხებიან. მხედარი უფლის ანგელოზია, ვისაც მის უკან მდგომი ცხენები (მხედრებითურთ) დაკისრებული საქმეების წილ ანგარიშს აბარებენ. განსხავავებუილი ფერის ცხენები ანგელოზური ძალები არიან (ნეტარი თეოდორიტე). ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მან გამოცხადება ღამით იხილა და არა დღისით, როგორც ეს მოსეს, ისაიას… შემთხვევაში მოხდა. წინარე წინასწარმეტყველნი ხილვას იუდასა და იერუსალიმის დაქცევამდე ღებულობდნენ და სწორედ ამ თავისუფლების დროს განასახიერებს დღის სინათლე. ზაქარია ჩვენებას ღამე ხედავს, რაც სამშობლოში დაბრუნებული იუდეველი ერის მდგომარეობის გამომხატველია, ერისა, რომელიც აღთქმულ მიწაზე დაბრუნების მიუხედავად, მონობის უღელს კვლავაც ატარებს. წითელ ცხენზე ამხედრებული უცნობი ზოგიერთის თქმით, მიქაელ მთავარანგელოზია, ხოლო ჩვენ კი ვიტყვით, რომ ის ჩვენი მხსნელი უფალია, სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელმაც ჩვენი გამოხსნის განგებულების აღმსრულებელმა, ესაიას წინასწარმეტყველებისამებრ, მოისმინა: ‘რატომაა შენი სამოსი მეწამული?" . მურტის ხე პალესტინაში იზრდება. ამბობენ, მას ისეთი სურნელი აქვს, შორიდან იზიდავს ადამიანს. ხსენებული ხეები წმინდანებს განასახიერებენ, რომელთა შორისაც მიმოიქცევა უფალი. ცხენების ფერთა სიმრავლე ხალხთა და სახელმწიფოთა სიმრავლეზე მიუთითებს, სადაც ისინი იგზავნებიან. თეთრი ფერი სიხარულისაა. ამიტომაც თეთრი ცხენები მიდიელებსა და სპარსელებს განასახიერებს, რადგან მათ იუდეველებს უდიდესი სიხარული მიანიჭეს: გაათავისუფლეს ტყვეობიდან და ტაძრის მშენებლობის ნებაც დართეს. ჭრელი ცხენები მაკედონელთა სიმბოლოა. მათი მმართველების ნაწილი იუდეველებისადმი მეგობრულად იყო განწყობილი, სხვანი კი სასტიკად მტრობდნენ. წითელი ცხენები რომის იმპერიის სიმბოლოა, რომელმაც საბოლოოდ დააქცია იუდეა).        მხ. 9-10. ‘ვთქვი, რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: მე გაჩვენებ, რა არიან ესენი. ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად". ზაქარია ნანახით გაოცებული კითხულობს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, რაზეც პასუხს წითელი ცხენის მხედარი იძლევა. მისი თქმით, ამ ცხენებმა უფლის განჩინებით მთელი ქვეყანა უნდა შემოიარონ. მხ. 11. ‘მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა".        ხეთა შორის მდგომ უფლის ანგელოზსქვეყნიერების შემოვლის შემდეგ მხედრები მიუგებენ, რომ მთელი ქვეყანა განისვენებს. ამაში წარმართული სახელმწიფოების კეთილდეღეობა იგულისხმება, ხოლო მათი კეთილდღეობა იუდეველებს არ აძლევს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას ანუ ‘უფალი არ კეთილნებობს ხალხისადმი" (რჩეული ერისადმი). ნეტარი იერონიმე: მთელი სამყარო მშვიდადაა, ყოველი ხალხი თავის ქვეყანაში განისვენებს, მაგრამ იუდეველთა ყოფა განსხვავებულია; მათი უდიდესი ნაწილი კვლავაც სპარსეთშია). მხ. 12. ‘მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?" უფლის ანგელოზი უზენაესს იუდასთვის წყალობის დაბრუნების თხოვნით მიმართავს.        მხ. 16-17. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე. კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს". უფალი პასუხობს, რომ რჩეული ერის განსაცდელები მალე დასრულდება; იერუსალიმში კვლავ აიგება ტაძარი, განახლდება დედაქალაქი, გარდასრული უბედურებანიც დავიწყებას მიეცემა. ხილვა მეორე (ოთხი რქა და ოთხი მჭედელი):        მხ. 18-19. ‘ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი". წინასწარმეტყველი ოთხ რქას ხედავს. რქა ბიბლიური სიმბოლოების თანახმად, ძალის და ძლიერების სახეა. ნეტარი იერონიმე ოთხ რქაში იუდეისადმი მტრულად დამოკიდებულ ოთხ სახელმწიფოს ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიებს მოიაზრებს. თეოდორიტე კვირელი შენიშნავს, რომ აღნიშნული ოთხი ძალა რჩეული ერისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სახითაა წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ამ ჟამისთვის ბაბილონის იმპერია არ არსებობს, სპარსეთი პირიქით, არათუ ემტერება, არამედ ყველანაირად მხარში უდგას ებრაელებს. ამიტომაც, ნეტარი თეოდორიტეს აზრით, ოთხ რქაში, ზოგადად, ქვეყნის ოთხივე კუთხიდან იუდეველთა წინააღმდეგ მიმართული ძალა იგულისხმება: ეგვიპტე, ფილისტიმელები, ასურეთი, ბაბილონი, მოაბი, ამონი, ედომი… აღნიშნული ადგილი სიმბოლურადაც განიმარტება და ამ შემთხვევაში იუდეა ქრისტეს ეკლესიას განასახიერებს, ხოლო ოთხი რქა ეკლესიასთან დაპირისპირებული უკეთური ძალაა.        მხ. 20-21. ‘და დამანახა უფალმა ოთხი მჭედელი. ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად". წინასწარმეტყველი ოთხ მჭედელს ხედავს, რომლებიც იუდას წიანააღმდეგ აღმართული რქების დასამხობად მოდიან. პირველ ხილვაში ნათქვამი, რომ წარმართული სახელმწიფოების კეთილდღეობა იუდეველი ერის თავისუფლების შემზღუდველეია, ხოლო მეორე ხილვის თანახმად, წარმართები იუდეველთა მისამართით გამოჩენილი სისასტიკის გამო დაისჯებიან. ნეტარი თეოდორიტე: მჭედლები უხილავი ძალები არიან, რომლებიც იუდასადმი მტრულად აღძრულ ძალებს ერთურთის საპირისპიროდ აღძრავენ, რომ ურთიერთის ხელით განგმირონ ერთმანეთი). ნეტარი იერონიმე: ჩვენ მჭედლებში ანგელოზებს მოვიაზრებთ. ისინი ღმერთს მორჩილებენ და ზოგიერთ ერს განამტკიცებენ, ზოგსაც მუსრს ავლებენ). თავი 2 ხილვა მესამე (ადამიანი მიწის საზომი ლარით ხელში)        მხ. 1-2. ‘ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე". ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ხედავს ადამიანს, რომელსაც ხელში გამზომი ლარი უჭირავს. აღნიშნული ხელსაწყო თოკია, რომელსაც ძველ დროში ადამიანები მიწის გასაზომად იყენებდნენ. ხილვის მიზანი ზაქარიას დარწმუნებაა, რომ მისი მშობლიური ქალაქი აღდგება, განახლდება, თუმცა იგივე ადგილი სულიერი იერუსალიმის, ახალი აღტქმის ეკლესიის სესახებ გვაუწყებს).        მხ. 3-5. ‘აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის. მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში". კედლების არარსებობის მიუხედავად მოსახლეობა დაცული იქნება, რადგან თავად უზენაესი დაიფარავს და დაიცავს ამ ქალაქს, თითქოსდა ცეცხლოვანი სვეტით შემოსაზღვრავს მას. წმინდა კირილე ალესქსანდრიელი წინამდებარე მუხლის განმარტებისას აღნიშნულ მოვლენას ქრისტეს ეკლესიას განუკუთვნებს. ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილი ცნობები ორნაირად შეიძლება გვესმოდეს: როგორც საკუთრივ იერუსალიმთან დაკავშირებული მოვლენა და წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის ეკლესიის შესახე. უკანასკნელის თანახმად, დადგება ჟამი, როდესაც ქრისტეს ეკლესიის წიაღში ადამიანთა სიმრავლე დაიმკვიდრებს. იერუსალიმში დავანებულ ხალხად განღმრთობის გზაზე მდგომი მართალნი მოიაზრებიან, ხოლო პირუტყვებში ხორციელი ვნებებს დამონებული ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მრავლად არიან). მხ. 6. ‘ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი". მესამე ჩვენებაში იერუსალიმის სანახების გაფართოებაზეა საუბარი, რაც მოსახლეობის ზრდის შედეგად იქნება განპირობებული; მაგრამ საიდან მოვა ესოდენი სიმრავლე ხალხისა მაშინ, როდესაც ტყვეობიდან სამშობლოში იუდეველთა საკმაოდ მცირე რაოდენობა დაბრუნდა? საქმე ისაა, რომ მსოფლიოში მიმოფანტულ იუდველებს თავად უზენაესი მოიხმობს, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნიდან ანუ ბაბილონიდან.        მხ. 7. ‘ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!" ბაბილონში ცხოვრება მასზე მოწევნადი განსაცდელების მიზეზით, განსხვავებით ძველი დროებისგან, ამჟამად საფრთხეს შეიცავს და წარმართთა შორის დარჩენილი იუდეველები შესაძლოა, მათი ბედის თანაზიარნი გახდნენ.მხ. 11. ‘მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან". ღვთის მოწყალება გარდა იუდეველი ხალხზე მზრუნველობისა იმ წარმართებზეც გამოვლინდება, რომლებიც რჩეულ ერს შეუერთდებიან და მათ ღმერთს აღიარებენ. თავი 3        ხილვა მეოთხე (უფლის ანგელოზის წინაშე მდგომი ისუ მღვდელმთავრი): წინამდებარე თავში გადმოცემულია რიგით მეოთხე ხილვა. მისი საერთო შინაარსი ასეთია: რჩეულ ერს აღთქმული წყალობა უეჭველად მიემადლება, მხოლოდ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ისინი ცოდვებისგან განიწმენდენ საკუთარ თავს. ამ ხილვაში ზაქარია ხედავს, თუ როგორ შეუნდობს უზენაესი ხალხს ცოდვებს, თუმცა ამას თავად ხალხის ძალისხმევა და სურვილი სჭირდება.        მხ. 1. ‘დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად". საიდუმოებით მოცული პირი, რომელიც ზაქარიას იესო მღვდელმთავარს წარუდგენს, სავარაუდოდ, თავად უზენაესია. სწორედ ასე ესმოდათ აღნიშნული ადგილი ბიბლიის ბერძნული და ლათინური ტექსტის მთარგმნელებს.        ზაქარია ხედავს მღვდემთავარ იესოს, რომელიც, მსგავსად ბრალდებულისა, უფლის ანგელოზის წინაშე დგას. მღვდელმთავრის მარჯვენა მხარეს სატანა განთავსებულა. იგი უზენაესის განაზრახს, რჩეული ერისთვის წყალობის მინიჭებას, ეწინააღმდეგება. ხილვაში იესო მღვდელმთავარი მთელი ერის წარმომადგენელია და არა კერძო პირი, რომელიც საკუთარი დანაშაულებებისთვის აგებს პასუხს. სატანა ძალმომრეობს; მას ჰსურს, პირველმღვდლისა და მისი შესვარული (წვირიანი) სამოსის სახით წარმოდგენილი იუდეველი ერი საღვთო წყალობის გარეშე დარჩეს, რადგან ამგვარი მზრუნველობას ეს ერი არ იმსახურებს. მხ. 2. ‘უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?"        იუდეველი ერის შეცოდებანი მართლაც დიდი იყო, მაგრამ იმავე ხალხმა ამ მიზეზით მრავალი შეჭირვება დაითმინა. ეს განსაცდელები ისეთი მძლავრი იყო, რომ ლამის მთელი ერი დაიღუპა და განადგურდა; ახლა კი იგი როგორც ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალია და სასჯელების გახანგრძლივება დიდი უსამართლობა და სისასტიკე იქნებოდა. მხ. 3-4. ‘იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ". ღვთის მართლმსაჯულება აღსრულებულია. ამიერიდან ჟამია წყალობისა და სწორედ ამის ნიშნადუფლის ანგელოზს დამორჩილებული ანგელოზები მღვდელმთავარს შესვარულ სამოსელს გახდიან. თავად იესოს განემარტება, რომ ეს მოქმედება ცოდვათა შენდობას გულისხმობს. იმავე უფლის ანგელოზის მითითებით პირველმღვდელს ‘საზეიმო სამოსით" მოსავენ. ღადგან იესო მთელი ერის სახეა, მისთვის მინიჭებული გამართლებაც ერის გამართლებას გულისხმობს.წინამდებარე თავის ბოლო მუხლებში მღვდელმთავარსა და მის თვისტომთ აღთქმა ეძლევათ, რომლის თანახმადაც, მათთან მორჩილი მორჩი მიივლინება. აღნიშნულ სახელში მესია იგულისხმება . თავი 4 ხილვა მეხუთე (ოქროს სასანთლე)        მხ. 1-2. ‘მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ".        უფლის ანგელოზი ზაქარიას მორიგ ხილვას უცხადებს. წინასწარმეტყველი ხედავს ოქროს სასანთლეს, რომლის თავზეც ლამპარი და შვიდი საწრეტია. განმარტების თანახმად, შვიდი ლამპარი რჩეული ერის სახეა, ერისა, რომელიც ღვთისშემეცნების ნათლით ბრწყინავს და წარმართულ წყვდიადს განანათლებს. ზეთი, რომელიც იწვის და ნათელს ჰფენს, სიმბოლურად ღვთის სულს განასახიერებს. ზაქარიას მიერ ნანახ სასანთლეს ისეთი მოწყობილობა აქვს, რომლის საშუალებითაც მას ზეთი არასოდეს მოაკლდება და, შესაბამისად, არც არასოდეს ჩაქრება. ეფრემ ასური: ოქროს სასანთლე სამეფო პატივს ნიშნავს, რომელზეც დამყარებულია ყოველივე. მის მაღლა მდებარე ლამპარი სამღვდელოების სახეა. ორი ჯამი, რომელთაგანაც ერთი სასანთლის მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ არის განთავსებული, იუდეველი ერის ორი მმართველის ზორუბაბელისა და იესო მღდელმთავრის სიმბოლოა. მათგან ერთი ერთი მეფობისთვის არის ცხებული, მეორეკი მღვდელმთავრობისთვის). წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოქროს სასანთლე, სადაც შვიდი ლამპარია დამაგრებული, მახარაებლებსა და ეკლესიის მოძღვართ განასახიერებს, რომელთა გული და გონება ქრისტეს მიერაა განათლებული. ორი ჯამი ქრისტე ღმერთის სიმბოლოა. იგი თავადაა ნათელი. ორი ზეთისხილის ხე, ლამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომნი, ქრისტესთან მყოფ ორ ხალის სახეა: ერთნი იუდეველთაგან შემოკრებილი მისი მორწმუნეები და მეორე წარმართთა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული სიმრავლე). ნეტარი იერონიმე: ოქროს სასანთლე ეკლესიის სიმბოლოა. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ქრისტე ღმერთს განასახიერებს, რომელმაც საკუთარ თავზე ბრძანა: ‘არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა", ანუ რჯულის ქვეშ, არამედ ‘სასანთლესა ზედა" , ანუ სახარებისეულ მოძღვრებაზე. შვიდი ლამპარი სულიწმინდის შვიდი ნიჭია. ორი ზეთისხილის ხე ზოგის თქმით, მოსე და ელია წინასწარმეტყველების სიმბოლოა; სხვანი ძველსა და ახალ აღთქმას მოიაზრებენ). ეპისკოპოსო პალადი: სასანთლე ლამპრებით ძველი აღთქმის იერუსალიმის ტაძარს განასახიერებს, რომელსაც ზორუბაბელი აშენებდა, ხოლო იყო რა იგი წინასახე ახალი აღთქმის ეკლესიისა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე სასანთლე ქრისტეს მიერ დაფუძნებული ტაძრის სიმბოლოა). მხ. 6-10. წინამდებარე მუხლებში წარმოდგენილი ხილვა არა ზაქარიას თანამედროვე ძველაღთქმისეული ეკლესიის სიმბოლოდ წარმოგვიდგება, არამედ მომავალში, გარკვეული დროის შემდეგ იუდაური ეკლესიის ხელაახალ დიდებას წარმოაჩენს, როდესაც ტაძრის შენება განსრულდება და ღვთისმსახურება კვლავ მოსეს რჯულთან შესაბამისობაში აღესრულება. უფალი ამიერიდან ძალთა გამოვლინების არა გარეგნულ ფორმას გამოიყენებს, როგორც ხდებოდა ეს ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს, არამედ სულის ძალას, რითიც ყოველივეს მოაწესრიგებს. ზორუბაბელის წინაშე თითქოს დიდი მთა აღმართულა გადაულახავ წინაღობად , მაგრამ ეს მთა ვაკედ იქცევა ანუ ზორუბაბელი დაიწყებს და ბოლომდე მიიყვანს საქმეს. ამიტომაც, ვინც ყოველივე ზემოთქმულის წარმატებაში ორჭოფობს, ან ახლადაგებული ტაძრის დიდებას ძველთან შედარებით ეჭვის თვალით შესცქერის, თავიანთი ორგულობა დაუტეონ და დარწმუნდნენ, რომ განსაკუთრებული დიდება იმ ტაძრის ხვედრია, რომელიც გარეგნულად არც თუ დიდი კეთილმშვენიერებით გამოირჩევა. მხ. 11-14. ზაქარია ორი ზეთისხილის ხეს ხედავს და კითხულობს, თუ რას განასახიერებენ ისინი. ანგელოზის პასუხით, ‘ორნი ცხებულნი არიან ესინი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი". ორი ცხებული იესო მღვდელმთავარი და ზორუბაბელია, სამეფო და სამღვდელო მოდგმის წარმომადგენელნი. თავი 5 ხილვა მეექვსე (მფრინავი გრაგნილი)        მხ. 1-2. ‘კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა". მორიგ ხილვაში წინასწარმეტყველი აფრიალებულ გრაგნილს ხედავს, რომლის ზომაც საკმაოდ დიდია, სიგრძით 20 წყრთა (9 მეტრი), სიგანით 10 წყრთა (4.5 მეტრი). წმ. კირილე ალექსანდრიელეი: ტყუილი და ქურდობა სწორედ ეს ორი მოვლენაა ასახული გრაგნილზე და ამის ჩამდენი მკაცრად დაისჯება. საქმე ისაა, რომ ზაქარიას მოღვაწეობისას უკეთურებათა შორის ხსენებული ორი ცოდვა სჭარბობდა. ქურდობაში დარიოსისა და სპარსეთში მცხოვრები ებრაელების მიერ ტაძრის მშენებლობისთის გამოყოფილი თანხების მითვისება, ეკლესიის ასაგებად დაგროვებული მასალის მისაკუთრება და მსგავსი უზნეობანი იგულისხმება.        მეექვსე ხილვიდან მცირეოდენი დროის შემდეგ ზაქარიას კვლავ ეცხადება ანგელოზი და ახალი ხილვისთვის განამზადებს. ხილვა მეშვიდე (საწყაულში მჯდომარე ქალი): მხ. 5-6. ‘გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე". წინასწარმეტყველი ხედავს საწყაულს. იუდეველთა შორის ეფა ყველაზე დიდი საზომი ხელსაწყოა მარცვლოვანი მოსავლის ასაწონად. ანგელოზის განმარტებით, საწყაული ნიშნავს იმას, რომ შეუნანებელი ცოდვები ყველანაირ საზღვარსა და ჩარჩოებს გადასცდა. მხ. 7-8. ‘აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა".        წინასწარმეტყველი ხედავს, როგორ ამოიწია ტყვიის ნაჭერი და გახსნილი ეფის სივრციდან დედაკაცი გამოჩნდა. იგი უკეთურებას განასახიერებდა და მაშინვა ღია სივრცე კვლავ იმავე ტყვიის ნაჭრით დაიფარა. მხ. 9. ამის შემდეგ ორი ფრთიანი დედაკაცი გამოჩნდა, რომლებიც დიდ მანძილს ფრთების საშუალებით სწრაფად ფარავდნენ. ეს იყო წეროს ფრთები. დედაკაცებმა საწყაული ასწიეს და ცასა და დედამიწას შორის სენაარის ქვეყნისგენ გადაადგილეს. ეპისკოპოსი პალადი: განმმარტებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საწყაულში მჯდომი ქალის სენაარის ქვეყანაში გადაყვანა ცოდვისა და მადლის საბოლოო განყოფის მომასწავლებელია. ცოდვილნი მარადიულ სამკვიდროს სენაარში, ბაბილონში ჰპოვებენ, რაც სიმბოლურად ჯოჯოხეთს განასახიერებს.  მხ. 10-11. ‘ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული? მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი". თავი 6 ხილვა მერვე (ოთხი ეტლი):        მხ. 1. ‘კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო". წარმოდგენილი ხილვა სიმბოლურად იერუსალიმში ხდება. ზაქარია ხედავს ოთხ ეტლს, რომლებიც ორ მთას შორის გამოდიან, მთები კი სპილენძისაა. ისინი რომ სპილენძისანი არიან, ამით იმ ადგილის სიმტკიცეზეა მითითება, სადაც უფალი მკვიდრობს.        მხ. 2-3. პირველი ეტლი წითელი ცხენებით, მეორე ეტლი შავი ცხენებით, მესამე თეთრით და მეოთხე ეტლი ნისლისფერი ულაყებით შეეკაზმათ. მხ. 4-5. ‘ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან".        წინამდებარე რიგით ბოლო ხილვა პირველთანაა კავშირში. პირველში განსხავავებული ფერის ცხენები მთელს ქვეყნიერებას შემოივლიან, რომ შეიტყონ, თუ რა მდგომარეობაში არიან სახელმწიფოები და ხალხები. ამჯერად კი ეტლები იმავე ფერის ფერის ცხენებით გაეწყობიან და ქვეყნიერების ყველა კუთხეში წარმართებზე ღვთის მსჯავრის აღსასრულებლად მიემართებიან. სამხედრო ეტლებით წარმოდგენილი ზეციური ძალები დამღუპველ ლაშქრობებს მიუვლენენ წარმართულ სახელმწიფოებს. მერვე ხილვის მთავარი არსი ისაა, რომ წარმართი ხალხები თავიანთი უღმერთობისა და უკეთურებების გამო უზენაესისგან საშინელ სამსჯავროს განიკუთვნებენ.        მხ. 6-7. ‘მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა".        შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყანაში გაემართნენ, ხოლო თეთრები სამხრეთისკენ. წინამდებარე მუხლებში ძირითადი ყურადღება ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყანებიკენაა მიმართული. პირველში ბაბილონი მოიაზრება, მეორეში კი ეგვიპტე. დანარჩენი ეტლები სხვა წარმართულ სახელმწიფოებში იგზავნებიან. მხ. 8. ‘დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში". ბაბილონი, რომელიც ძველი აღთქმის რჩეულ ერს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა, ღვთის რისხვას აღმატებულ ხარისხში დაექვემდებარება. მხ. 9-10. ‘იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან".        მე-6 თავის მეორე ნახევარი კომენტატორთა მიერ არაერთგვაროვნად განიმარტება. მასში ნათქვამია, რომ ბაბილონში დარჩენილმა იუდეველებმა, რომლეთაც სამშობლოში დაბრუნებული თანატომელების დახმარება განიზრახეს ტაძრის მშენებლობის საქმეში, იმპერიაში მცხოვრებ ებრაელთა შორის რჩეული სამი პირი წარმოგზავნეს (ხელდაი, ტობია და იედაი) ოქროთი და ვერცხლით. ზაქარია უფლისგან ღებულობს განჩინებას, რომ ბაბილონიდან ელჩების ჩამოსვლისთანავე ვინმე იოსიასთან მივიდეს სახლში, სადაც სტუმრები ბინას დაიდებენ.        მხ. 11. ‘გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს". წინასწარმეტყველმა მას შემდეგ, რაც ჩამოსულებს ოქროსა და ვერცხლს გამოართმევს, გვირგვინი უნდა გააკეთოს და მღვდელმთავარ იესოს თავზე დაადგას. ტექსტში გვირგვინი მრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული, ამიტომაც ერთ-ერთი განმმარტებელი მიიჩნევს, რომ ზაქარიას ორი გვირგვინი უნდა მოემზადებინა და ერთი იესოს და ერთიც ზორუბაბელისთვის დაედგა.        მხ. 12-13. ‘უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის".        გვირგვინის თავზე დადგმა, რისი უფლებაც მღვდელმთავარს კანონის თანახმად არ გააჩნდა, მხოლოდ სიმბოლური შინაარსის უნდა იყოს. ‘აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს" – წარმოდგენილ უწყებაში ისტორიული კუთხით ზორუბაბელი მოიაზრება, ხოლო სიმბოლურად – იესო ქრისტე, რომელიც თავის თავში მეფისა და მღვდელმთავრის ფუნქციებს აერთიანებს. მხ. 14. ‘გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში". გვირგვინი ტაძარში უნდა განათავსონ შემომწირველთა სამახსოვროდ. იუდაურ გადმოცემაში მართლაც არის შემორჩენილი ცნობები ზაქარიას მიერ დამზადებული გვირგვინის ტაძარში შენახვის თაობაზე.  მხ. 15. ‘შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას". ბაბილონში დარჩენილთაგან შემოწირულობები არ იქნება ერთჯერადი მოვლენა და ასეთი რამ მრავალგზის აღესრულება. თავი 7        მხ. 1-3. ‘დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?"        იერუსალიმის დაცემისა და განადგურების მოსაგონებლად განთესილ იუდეველთა შორის მარხვის დღეები დაწესდა, რაც ტყვეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. არსებობდა ოთხი სახის მითითებული მარხვა: 1. მეათვე თვის მარხვა (მეათვე თვის მეათე დღე. სწორედ ამ დროს მოექცა იერუსალიმი ალყაში ნაბუქპდონოსორის მიერ). 2. მეოთხე თვის მარხვა (მეოთხე თვის მეცხრე დღეს იერუსალიმის ჩრდილოეთი კედელი ჩამოიქცა და მტერი დედაქალაქში შეიჭრა); 3. მეხუთე თვის მარხვა (იერუსალიმის ტაძრისა და ქალაქის გარშემომზღუდავი კედლის დაქცევის დღე, რასაც იუდეველნი განსაკუთრებული გულისტკივილით იგონებდნენ); 4. მეშვიდე თვის მარხვა (აღნიშნული მოვლენა გოთოლიას მკვლელობას უკავშირდებოდა).        დარიოსის მეფობის მეოთხე წელს ტაძრის მშენებლობის საქმე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მთელი ძალით წარიმართა, რამაც ხალხის ნაწილში ორჭოფობა გამოიწვია: იყო თუ არა საჭირო მეხუთე თვის ტაძრის დაქცევასთან დაკავშირებული მარხვის შენახვა მაშინ, როდესაც წარსული უბედურების კვალი ახალი ტაძრის სახით ფაქტობრივად წარხოცილია. უფალი ზაქარიას ეცხადება და ავალებს, რომ იგი ბეთილში წავიდეს და ხსენებული საკითხის თაობაზე ღვთის ნება განაცხადოს. კომენტატორთა ნაწილი ბეთილში ტაძარს მოიაზრებს (ბეთილი – სახლი ღვთისა), მეორენი კი ბეთილს ქალაქად მიიჩნევენ. იუდეის მკვიდრი მოსახლეობა ელჩებს აგზავნის იერუსალიმში, რომ მღვდელმთავრისა და მღვდლების მიერ პასუხი გაეცეს მარხვასთან დაკავშირებულ საკითხს. მხ. 4. ‘იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:" სამრვდელოება დასმული კითხვის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ამიტომაც სწორედ ზაქარიას ბაგეებით უფალი თავის ნებას განუცხადებს მოსულ ელცებს.        მხ. 5-6. ‘უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?" გაცემული პასუხით ცნაურდება, რომ შემკითხველები რჯულით დადგენილი მარხვების შემდეგ, მოგვინებით შემოღებულ თავშეკავებას განსაკუთრებულ ზნეობრივ დატვირთვას სძენდნენ. ზაქარია არა მარტო საეროებს, არამედ სამღვდელოებასაც მიმართავს. ტყვეობის პერიოდში მღდლებმა ხსენებული მარხვები დაადგინეს, ხოლო ერი კი საკმოდ დიდი დროის მანძილზე აღასრულებდა მათ, მაგრამ ჰქონდა კი ამას რაიმე ზნეობრივი დატვირთვა? ღმერთს მითითებული თავშეკევებანი არ დაუდგენია და, შესაბამისად, არც არანაირ შეხებაშია მათთან. ადამიანი ჭამს და სვამს საკუთარი თავისთვის. მარხვას თავისთავად პიროვნება არ მიჰყავს ზნეობრივ სრულყოფამდე. თუკი რომელიმე მარხვა მისთვის შეუფერებელი მოლოდინებით დაიტვირთა, ასეთ თავშეკავებას ძალუძს უფლის მიერ გაცხადებული მცნებებისა და დადგენილებებისგან მიდრიკოს ადამიანის გონება. ზაქარია ამხელს არასწორ დამოკიდებულებას, რომლის თანახმადაც ხალხმა ძირითადი საუფლო დადგენილებები უარყო, დაივიწყა და მთელი ყურადღება მეათეხარისხოვან მოვლენებზე გადაიტანა. წინასწარმეტყველი მსმენელს შეაგონებს, თუ რისი კეთებაა საჭირო: ‘ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს; ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის" (მხ. 9). თავი 8        მხ. 1-2. ‘იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ". უფალი სიონის მიმართ საკუთარ გრძნობებზე საუბრობს, თუ როგორ უყვარს ის. სიონში ძველი აღთქმის რჩეული ერი მოიაზრება, ხოლო რისხვა კი წარმართებს მიემართება, რომლებმაც მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს იუდეველებს. მხ. 3… ‘ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა".        უფალი სიონში დაბრუნდება და იერუსალიმში დამკვიდრდება, ტაძარში, რომელიც მან თავის დროზე დატოვა. უფლის წყალობა არა მარტო იერუსალიმში მყოფ ადამიანებს მიემადლებათ, არამედ მთელს მსოფლიოში გაბნეული რჩეული ერის წარმომადგენელთ. ისინი შეძლებენ ქვეყნიერების ყველა კუთხიდან (აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე) დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს. ისრაელის ძეთა რაოდენობა ისე განივრცობა, რომ იერუსალიმი სავსე იქნება ყველა ასაკის ადამიანით. წარმოდგენილი თხრობა გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა სიმბოლურადაც განიმარტება. იერუსალიმში ახალი აღთქმის ეკლესია მოიზრება, რომლის წიაღშიც, ეროვნების, სქესის, ასაკის განურჩევლად ნებისმიერ ადამინს ძალუძს დამკვიდრდეს. თავი 9        მხ. 1. ‘განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს)". წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი წარმართული სახელმწიფოების შესახებ წინასწარმეტყველებებს ეთმობა, რომლის თავშიც ხადრაქის ქვეყანაა ნახსენები. რას ნიშნავს ხადრაქის ქვეყანა? ამასთან დაკავშირებით ბიბლიური ტექსტის მკვლევართა შორის მრავალი მოსაზრება გამოითქვა. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხადრაქის მიწა აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი ემათსა და დამასკოს ესაზღვრებოდა. თეოდორიტე კვირელი: ხადრაქი ერთ-ერთი არავიული ქალაქია. ნეტარი იერონიმე: ‘ამ სიტყვების ზუსატი შინაარსი ასეთია: ღვთის სიტყვა აღსრულდება, რაც შემზარავი იქნება ცოდვილთათვის და სიმშვიდის მიმნიჭებელი – მართალთათვის, რადგან სწორედ ასე განიმარტება სიტყვა ხადრაქი (Aდრაცჰ), რომელიც ორი სიტყვისგან შედგება: ად – ნიშნავს ‘მკაცრს, მწვავეს" და რაცჰ – ‘ფაქიზს, სათუთს" . აქვეა ნახსენები დამასკოც. მხ. 2. ‘და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ".        განაჩენი ხამათსაც განეკუთვნა. იგი სირიული ქალაქია. სირიის ორი მთავარი ქალაქის დამასკოსა და ხამათის შემდეგ წინასწარმეტყველი ფინიკიელთა უმნიშვნელოვანეს ქალაქებს ტვიროსსა და სიდონს ასახელებს. მათი დასჯის მიზეზად საკუთარი თავის მეტისმეტად განბრძნობა სახელდება. მხ. 3-4. ‘აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით. აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება". საუბარია ახალ ტვიროსზე, რომელიც კინძულზე იყო განლაგებული და ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქს წარმოადგენდა.        მხ. 5-6. ‘იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას". წინამდებარე მუხლებში ფილისტიმელთა ქალაქებია ჩამოთვლილი. ზაქარიას მითითებით რისხვა, რომელიც მათზე მოიწევა, გამანადგურებელი იქნება. მხ. 7. ‘პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება".        ფილისტიმელები მთლიანად განადგურდებიან. აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულებას განმმარტებლები მაკაბელთა ეპოქას უკავშირებენ. სწორედ ამ უკანასკნელებმა დაიპყრეს დასავლელი მეზობლები. მაცხოვრის ქვეყნიური მოღვაწეობისას ფილისტიმელთა სახელმწიფო იუდეის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივმა ფილისტიმურმა მოსახლეობამ მოგვიანებით ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო. ამ რეგიონის ეპისკოპოსები IV, V, VI საუკუნეებში გამართულ საეკლესიო კრებებში მონაწილეობდნენ. მხ. 9. ‘იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე". წარმართული სახელმწიფოებიდან ზაქარიას ყურადღება სიონის ასულისკენ იერუსალიმისკენ გადააქვს. წინასწარმეტყველი ხედავს, როგორ მიემართება იუდეველთა დედაქალაქში მესია-მეფე და ეს მსვლელობა ხსენებული მეუფის მშივიდობისმოყვარებასა და სიმდაბლეზე მიუთითებს. ერთ-ერთი განმმარტებელი შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში სახედარზე ამხედრებული ადამიანი ჩვეული მოვლენა იყო და დასაცინად არ მიიჩნეოდა, თუმცა მიუხედავად ამისა არც მეფეები, არც ცნობილი პირები სამგზავროდ მას არ იყენებდნენ. მოხმობილი წინასწამრეტყველება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლისას აღესრულა. განსაკუთრებული თანხმობაა ზაქარიასა უწყებასა და მათე მახარებლის შესაბამის ცნობებს შორის, სადაც მდედრი სახედარი და ჩოჩორია ნახსენები . განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაცხოვრის მიერ დედაქალაქში შესასვლელად გამოყენებული ხერხიიუდეველთა ხორციელი, ვნებიანი მოლოდინების მკაცრ მხილებას ემსახურებოდა. თავი 10        მხ. 1. ‘შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი". უფალი წარმოდგენილია როგორც ერთადერთი არსი, რომელსაც ადამიანი თხოვნით უნდა მიმართავდეს, ხოლო იგივე სახის ვედრება თერაფიმებისადმი უსარგებლოა. საკითხი კერპების შესახებ ტყვეობის შემდეგ პერიოდშიც აქტუალურია. მართალია, ამ ეპოქის იუდეველთა შორის კერპმსახურებისადმი პირდაპირი მიდრეკილებანი ნაკლებად გვხვდება, მაგრამ ღვთისმბრძოლი და ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილების სული არ აღმოფხვრილა და ძველი ინერციით კვლავაც ცოცხლობდა. ერთ-ერთი კომენტატორი შენიშნავს: ზაქარიას დროისთვის, ეჭვი არაა, იუდეველთა შორის თერაფიმები აღარ არსებობენ, მაგრამ კერპმსახურების სული ბოლომდე არ აღმოფხვრილა ისევე, როგორც ნეემიასთან დაპირისპირებული ფსევდო წინასწარმეტყველები მაკაბელთა მოღვაწეობისას ასპარეზსს ტოვებენ, მაგრამ ცრუ მოძღვრებსა და ცრუ მესიებს უთმობენ ადგილს, რომლებშიც იგივე მზაკვრობის სული მკვიდრობს. ფაქტობრივი გარემოებები იცვლება, მაგრამ შინაარსი იგივეა. დანარჩენ მუხლებში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ დააბრუნებს უფალი მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს საკუთარ სამშობლოში. თავი 11        მხ. 1-3. ‘გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები! ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი! გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!" წინამდებარე მუხლები იუდეველების თავს გადამხდარი მოვლენების შესახებ გვამცნობენ. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ზაქარია ებრაელთა მიერ ქრისტეს უარყოფაზე საუბრობს და სწორედ ამ მიზეზით მოიწევა იუდეაზე უდიდესი განსაცდელები, რაც რომაელთა ხელით აღსრულდა ტიტესა და ვესპასიანეს ლაშქრობებისას).        მხ. 4-5. უფლისგან განსჯილი რჩეული ერი დასაკლავად განწირულ ცხვრის ფარას უდარდება, რომლის მიმართაც არავინ განიცდის სინანულს. მხ. 11-13. ‘გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა. ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში". ეკლესიის მამები წინამდებარე მუხლების განმარტებისას მათში აღნიშნულ მოვლენებს სახარებისეულ ამბავს უკავშირებენ, სადაც იუდას ქმედებაა აღწერილი ოცდაათ ვერცხლთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათე მახარებელი წინასწარმეტყველების ავტორად იერემიას ასახელებს . ამ საკითხის განსამარტად მრავალი მოსაზრება იქნა გამოთქმული. ზოგი თვლიდა, რომ მახარებელმა შეცდომა დაუშვა, ზეპირად, მეხსიერებაზე დაყრდნობით ციტირებისას მან ზაქარიას სიტყვები უნებურად იერემიას განუკუთვნა.        სხვანი მიიჩნევენ, რომ მათე მახარებელმა ციტირება იერემიას ერთ-ერთი უცნობი წინასწარმეტყველებიდან მოახდინა. ნეტარი იერონიმეს თქმით, მას ნაზორეველთა სექტის წარმომადგენელმა იუდეველმა იერემიას სახელთან დაკავშირებული აპოკრიფი მიუტანა, რომელსაც ზედმიწევნით თანხვდებოდა მახარებლის მიერ ციტირებული სიტყვები. ზოგიერთის აზრით, უძველეს დროს იერემიას წიგნი საწინასწარმეტყველო წიგნების თავში მდებარეობდა, ამიტომაც რიგ შემთხვევაში საწინასწარმეტყველო წიგნების კორპუსი სწორედაც რომ იერემიას სახელს ატარებდა და მახარებელი, ახსენბეს რა იერემიას, სინამდვილეში ზაქარიას გულისხმობს. სხვების ვარაუდით, ზაქარიას წიგნის მე-9, მე-10, მე-11 თავებში გადმოცემული მოძღვრება გაცილებით ადრე წარმოთქვა იერემიამ, რაც ზეპირსიტყვიერად შემდგომ თაობებს გადაეცემოდა, ხოლო ზაქარიამ კი საბოლოოდ საკუთარ წიგნში წერილობით დააფიქსირა. მორიგი ვერსიის თანახმად, თავდაპირველად მახარებელთან არა იერემია, არამედ ზაქარია ეწერა, ხოლო ცვლილება ერთ-ერთი გვიანდელი გადამწერის შეცდომამ გამოიწვია, რაც სხვა ხელნაწერებშიც აისახა. მხ. 14-16. აღნიშნული ქმედების შედეგად მწყემსი კეთილი ხელს აიღებს რჩეული ერის წინამძღვრობაზე, მაგრამ რადგან შეუძლებელია კეთილ მოძღვარზე უარის თქმის შედეგად ისინი წინამძღვრის გარეშე დარჩნენ, ამიტომ უგუნურ და სასტიკ მწყემსს გადაეცემიან. თავი 12        მხ. 1-9. წინამდებარე თავის ძირითადი უწყება წარმართი ხალხების რჩეულ ერთან ბრშძოლას უკავშირდება, რაც ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი იუდეველებისთვის უსაფრთხო იქნება. სწორედ მაშინ გახდება საცნაური უფლის შემწეობა. ზეგარდამო ძალით განმტკიცებულ იუდეველთა შორის თვით ყველაზე უძლურნიც კი შეიქმნებიან ვითარცა დავითი. მხ. 10. ‘გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან". ეკლესიის მამები ზაქარიას უწყებაში მაცხოვრის მოკვდინების შესახებ უწყებას ხედავენ.        მხ. 11. ‘იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადრიმონისა მეგიდონის ხეობაში". გლოვა ისეთი იქნება, როგორც თავის დროზე ჰადადრიმონში მომხდარ მოვლენებს ახლდა. აქ იუდეველთა ერთ-ერთ უღირსეულეს მეფე იოშიას შესახებაა საუბარი. ძვ. წ. აღ.-ის 609 წელს მეგიდოს ველზე ეგვიპტელებთან გამართული ბრძოლისას ფარაონმა ნეხაობ იუდეველთა მეფე სასიკვდილოდ დაჭრა. იოშია სასწრაფოდ იერუსალიმში გადაიყვანეს, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა, რასაც რიგით მოსახლეობაში ენით გამოუთქმელი მწუხარება და გლოვა მოჰყვა . ღირსეული მეფე, როგორც ერთ-ერთი განნმარტებელი შენიშნავს, იუდეველთა უკეთურების მიზეზით თავსდატეხილ უდიდეს რისხვას შეეწირა და არა საკუთარ ცოდვებს. თავი 13        წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი ცრუ წინასწარმეტყველთა აღმოფხვრის შესახებ გვაუწყებს. მხ. 7. ‘მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს" . მოცემულ მუხლში გადმოცემული სიტყვები წინასწარმეტყველებაა მესიანური მომავლის სესახებ და ახალ აღთქმაში მეორდება . განნმარტებელთა თქმით, აქაა უწყება მაცხოვრის შეპყრობისას მოციქულთა მიმოფანტვის შესახებ და ასევე, ზოგადად, ქრისტიანთა დევნიასას არსებული მდგომარეობის თაობაზე.  მხ. 8-9. ყველა, ვინც მწყემსის მოკვდინებაში მიიღებს მონაწილეობას, სათანადოდ დაისჯება. თავი 14        მხ. 1-2. იერუსალიმი დაპყრობილი იქნება, ხალხის ნახევარი დაიღუპება, მეორე ნახევარი ტყვეობაში აღმოჩნდება, ნაწილი კი გადარჩება. მხ. 3-5. ‘გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს. შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა; მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი - სამხრეთისკენ. გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად".        სწორედ ამ დიდი შეჭირვებისას უფალი თავისი რჩეული ერის დასაცავად გამოვა და მის მტრებს შეებრძოლება, როგორც წარსულშიც მომხდარა მრავალგზის და ისრაელის წინააღმდეგ აღმართული ძალები სასწაულებრივად დაუმარცხებია. იერუსალიმის მკვიდრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაქცევით უშველონ თავს. უფალი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ელეონის მთაზე დადგება, მთა ორად გაიყოფა, დასავლეთიდან ვიდრე აღმოსავლეთამდე და ვისაც ჰსურს, საფრთხეს გაექცეს, ამ შუალედური გზით ძალუძს გაქცევა.        მხ. 6-7. ‘იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა. იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი". სწორედ ამ დროს შეიცვლება სამყაროს წესრიგი. აღარ იქნება განსხვავება დღესა და ღამეს შორის, მნათობები ნათებას შეწყვეტენ. წარმოდგენილ მუხლებთან დაკავშირებით ეკლესიის მამები განსხვავებულ კომენტარებს გვთავაზობენ. თეოდორიტე კვირელი აღნიშნულ უწყებას მაცხოვრის ჯვარცმის დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ნეტარი იერონიმე სინათლისა და სიბნელის აღრევას, სიცივესა და ყინვას მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ კაცობრიობაში არსებული სულიერი მდგომარეობის სახედ აღიქვამს. წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი სიცივესა და ყინვაზე საუბრით ღამეზე მიუთითებს, როდესაც უფალი დედამიწაზე მოვა და ყოველივეს სასიკეთოდ გარდაქმნის. სწორედ მაშინ აღარ იქნება არც ღამე, არც დღე.        მხ. 8. იერუსალიმიდან იმ დღეს სიცოცხლის წყალი დაიწყებს აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.  მხ. 10-11. იერუსალიმი, როგორც ღვთის სამკვიდრებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და მთელი ქვეყნიერების ცენტრი გახდება. მაშინ სრული მყუდროების ჟამი დადგება. მხ. 20-21. წიგნის დასასრულს წინასწარმეტყველი საუბრობს დროზე, როდესაც აღარ იქნება სხვაობა წმინდასა და არაწმინდას შორის, როდესაც დადგება ჟამი საყოველთაო განწმენდისა და უკეთურების მარადიული დამარცხებისა. მაშინ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ცხენის ზანზალაკები, შესაძლებელი გახდება მღდელმთავრის სამოსელზე ამოტვიფრული სიტყვები დაიწეროს: ‘სიწმინდე უფლისა". უფლის სახლში არსებული ქვაბები, სადაც სამსხვერპლო ხორცი იხარშებოდა, არანაკლები სიწმინდის იქნება, ვიდრე საკურთხეველში განთავსებული თასები. და საერთოდ, იერუსალიმსა და იუდაში არსებული ყველანაირი ნივთი წმინდა იქნება და ღვთისმსახურებისას გამოყენებას დაექვემდებარება. ამრიგად, 20-21 მუხლებში ლევიტური მსახურების დასრულებაზეა მითითება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წმინდა და არაწმინდა ურთიერთისგან განიყოფებოდა. ზაქარია იმ დროის შესახებ გვაუწყებს, როდესაც მოსეს რჯულით გათვალისწინებული განსაზღვრებანი თავიანთ მნიშვნელობას დაკარგავენ. ♦ წინასწარმეტყველი ზაქარია ♦ …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 8:51pm on იანვარი 31, 2015
თემა: თვისებრივი მონაცემების ანალიზის მიდგომები
აღწერენ სიტუაციას, მოიხსენიებენ ტენდენციებს, თემებს, კატეგორიებსა და წესებს. წინამდებარე თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზის რამდენიმე ფორმას განვიხილავთ, ხოლო 23-ე თავი უფრო კონკრეტულად კონტენტ ანალიზსა და დაფუძნებულ თეორიას ეთმობა. ამ თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზისადმი რამდენიმე განსხვავებულ მიდგომას გაგაცნობთ.       არ არსებობს თვისებრივი მონაცემების ანალიზისა და წარდგენის ერთადერთი სწორი გზა და თუ როგორ გაართმევს თავს ამ საკითხს მკვლევარი, მიზნისადმი შესატყვისობაზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც ვნახავთ, ხშირად საკმაოდ ძნელია თვისებრივი მონაცემების ინტერპრეტაცია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად თვისებრივი მონაცემების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციაც შესაძლებელია, რაც მათი ღირსებაა, ხოლო მკვლევრისთვის თავის ტკივილი! მიზნისთვის შესატყვისობის პრინციპის დაცვისას, მკვლევარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი მიღება სურს მონაცემების ანალიზით, ვინაიდან ეს განსაზღვრავს ანალიზის კონკრეტული სახის არჩევას. მკვლევარს, მაგალითად, შეიძლება უნდოდეს: აღწერა; წარმოდგენა; შეჯამება; ინტერპრეტაცია; ტენდენციების გამოვლენა; თემების გენერირება/ჩამოყალიბება; ინდივიდებისა და იდეოგრაფიული მახასიათებლების გამოვლენა; ჯგუფებისა და ნომოთეტური მახასიათებლების გაგება (მაგალითად, სიხშირეების, ნორმების, პატერნების, „კანონების“); საკითხების დასმა; დასაბუთება და ახსნა; მიზეზ-შედეგობრიობის ახსნა და ძიება; გამოკვლევა; შემოწმება მსგავსებების, განსხვავებების და საერთო მახასიათებლების გამოვლენა; ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა სიტუაციაში შემოწმებისა და გამოყენების შესწავლა.       მიზნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასზეა დამოკიდებული, თუ მონაცემების დამუშავების რომელ ფორმას ავირჩევთ. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ანალიზის წერილობით გაფორმებაზე. მონაცემების ანალიზზე განხორციელებული თვისებრივი კვლევის სახეობაც მოახდენს გავლენას. მაგალითად, ბიოგრაფიისა და შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით გაფორმება აღწერითი, ხშირად ქრონოლოგიურად დალაგებული, ნარატივის სახით იქნება ყველაზე მართებული, რომელშიც საკითხის დასმა თანდათანობით ხდება. ეთნოგრაფია შეიძლება ნარატივის, ანუ, მონათხრობის სახით დაიწეროს, სადაც საკითხები კი იქნება დასმული, თუმცა არაა აუცილებელი, რომ მოვლენები ქრონოლოგიურად იყოს დალაგებული. ასეთი ანგარიში ჯგუფის ან კულტურის არსებითი მახასიათებლების აღწერას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ახსნას მოიცავს. დაფუძნეული თეორია და კონტენტ ანალიზი მონაცემების სისტემატური მიდგომით დამუშავდებაა, რომელიც კოდირებას, და კატეგორიზებას მოიცავს; ეს გრძელდება მანამ, სანამ ის თეორია არ ჩამოყალიბდება, რომელიც საკვლევ ფენომენებს ხსნის, ან მიზნების წინასწარმეტყველებისთ შესაძლებლობას მოგვცემს.       ანალიზზე მონაცემების რაოდენობაც იმოქმედებს. თვისებრივი მონაცემები ხშირად უფრო მცირე რაოდენობის ადამიანებზე გროვდება, ვიდრე - რაოდენობრივი მონაცემები, თუმცა, მონაცემები მაინც დეტალიზებული და მრავალფეროვანია. მკვლევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგალითად, მონაცემები ცალკეული ინდივიდების მიხედვით დაამუშავონ და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გააერთიანონ მათთვის საერთო საკითხები, თუ საკითხების წინასწარ განსაზღვრული ანალიტიკური ჩარჩოს ფარგლებში იმუშაონ, რომლებიც საკვლევ ინდივიდებს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგიერთი თვისებრივი კვლევა (მაგალითად, Bალლ 1990; 1994ა; Bოწე et al. 1992) მიზანმიმართულად ფოკუსირდება ინდივიდებსა და კონკრეტულ სცენარში მონაწილეების რეაქციებზე და საბოლოო ანგარიშში ხშირად მოჰყავთ ციტატები მათი გამონათქვამებიდან. ზოგ კვლევაში შეჯამებულ საკითხებს წარმოადგენენ და არ ასახელებენ, კონკრეტული მონაცემები კონკრეტულად რომელი მონაწილისგან მიიღეს. მოგვიანებით განვიხილავთ მეთოდებს, რომლებიც როგორც ინდივიდების, ისე საკითხების მიმართ გამოიყენება.       ზოგ კვლევაში ბევრი სიტყვა-სიტყვით გადმოცემული საუბარია გამოყენებული, ზოგ მათგანში - ნაკლები. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ორიგინალური მონაცემების „სურნელის“ შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ამიტომ, პირდაპირ მოაქვთ ფრაზები და წინადადებები და არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ხშირად უკეთ წარმოაჩნენ საკითხს, ვიდრე მკვლევრის სიტყვები, არამედ იმიტომაც, რომ თვლიან, რომ სამართლიანობა უნდა გამოიჩინონ მონაწილის გამონათქვამების მიმართ და ზუსტად გადმოსცენ ისინი. მართლაც, როგორც ქვემოთ განხილულ მაგალითში ვნახავთ, პირდაპირი საუბრები ძალიან მდიდარ მასალას და ბევრ დეტალს უნდა იძლეოდეს. ბელი (1990) და ბოუი და მისი კოლეგები (1992) ბევრ სიტყვა-სიტყვით გადმოცემულ ნათქვამს იყენებენ, ძირითადად, იმიტომ, რომ მათი კვლევის მონაწილეები ძალაუფლების მქონე ადამიანები იყვნენ და სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ზუსტად მათი სიტყვებით ყოფილიყო გადმოცემული მათი სათქმელი. ამის საპირისპიროდ, უილფორდი (2001: 92) „ტრანსკრიპტების გაფეტიშებაზე“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მას „იშვიათად გაუკეთებია ინტერვიუს სრული ტრანკრიპტი და ისიც მხოლოდ [მისი] რამდენიმე ინტერვიუს შემთხვევაში“ და ამის მიზეზებს შორის არც ისე უმნიშვნელო იყო დრო, რომელსაც ტრანსკრიპტის წერა მოითხოვს (უოლფორდი ასახელებს შეფარდებას ხუთი ერთთან, ანუ, ერთსაათიანი ინტერვიუს ტრანსკრიპტის გაკეთებას ხუთი საათი სჭირდება, თუმცა რეალურად ამ პროცესს უფრო მეტი დრო მიაქვს).       პრაქტიკულ დონეზე, თვისებრივ კვლევაში მონაცემები სწრაფად გროვდება და ადრეულ ეტაპებზე დაწყებული ანალიზი და მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოყოფა ამცირებს მოზღვავებული მონაცემების პრობლემას. მაილსისა და ჰაბერმანის (1984) აზრით, მონაცემების სწორად და ზუსტად წარმოდგენა მათი შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პარლეტისა და ჰამილტონის (1976) მიხედვით, „პროგრესული ფოკუსირებისას“ მონაცემების მოგროვებას განსხვავებულად უდგებიან და შემდეგ მოგროვილი მონაცემების გაცხრილვით, დახარისხებით, გადათვალიერებითა და გააზრებით ხდება სიტუაციის არსებითი მახასიათებლების გამოკვეთა. ასე მიღებული მონაცემები შემდგომი ანალიზის დასაგეგმად გამოიყენება. ეს ზოგადიდან კერძოსკენ დავიწროვების პროცესს ჰგავს.       თეორიულ დონეზე, თვისებრივი კვლევის ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ ანალიზი ხშირად მონაცემების მოგროვების ეტაპზევე იწყება, რაც თეორიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა (LeCompte and Preissle 1993: 238). მკვლევრებმა საკვლევი ფენომენების ზოგადი მონახაზი უნდა გააკეთონ. შემდეგ უნდა სცადონ მონაცემების დაჯგუფება, ბლოკებად გაერთიანება და თანმიმდევრული მთლიანის შექმნა (მაგალითად, აღმოჩენილის შეჯამების დაწერით). ამის შემდეგ, მათ გულმოდგინედ უნდა დაანაწევრონ თავიანთი საველე ჩანაწერები და შეადარონ, დაუპირისპირონ, გააერთიანონ, შეუსატყვისონ ერთმანეთს და მოაწესრიგონ ისინი. ამ პროცესის მიზანი აღწერიდან ახსნისკენ და თეორიის ჩამოყალიბებისკენ გადანაცვლებაა (LeCompte and Preissle 1993: 237 – 53). მონაცემების წარმოდგენა ცხრილების სახით       წინამდებარე და შემდგომ თავებში მონაცემების ანალიზისა და წარდგენის რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ. პირველი ასეთი მაგალითი მარტივ შეჯამებას, მონაცემების გასაგებად, ცხრილის სახით წარმოდგენასა და კომენტარებს შეეხება. მოცემული მაგალითი სადოქტორო დისერტაციიდან არის აღებული. ჩინელი ბავშვები სწავლობენ ინგლისურს: ინტერვიუს მონაცემების ანალიზი და გაფორმება       ინტერვიუს მონაცამები კითხვების მიხედვითაა განხილული. ერთი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების მსგავსი მონაცემები, ანუ, მათი პასუხები სტრიქონებშია დაჯგუფებული, ხოლო განსხვავებული პასუხები ცალ-ცალკეა მოცემული. თითოეული ცხრილის მარცხენა სვეტი რესპონდენტების რაოდენობას (1-12) და მათი სწავლების დონეს (მაგალითად, P1, F3 და ა. შ.) გვიჩვენებს. ასე მაგალითად, „1-3: P1“ ნიშნავს 1-3 რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც P1 კლასებს ასწავლიან. მარჯვენა სვეტში პასუხებია მოცემული. ბევრგან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველა რესპონდენტმა მსგავსი პასუხი გასცა დასახელებულ დებულებებსა და თემებს. ყოველ ცხრილს მოკლე შემაჯამებელი კომენტარი ახლავს თან.       ეს მონაცემები ამოღებულია სადოქტორო დისერტაციიდან, რომელიც ჩინეთში სასკოლო ასაკის ბავშვების ინგლისური ენის სწავლის პრობლემებს შეეხება. მონაცემები არასრულადაა წარმოდგენილი და მხოლოდ ილუსტრაციის მიზნით იქნა შერჩეული. ყურადღება მიაქციეთ, რომ მონაცემები არ არის სიტყვა-სიტყვით გადმოცემული, არამედ უკვე შეჯამებულია მკვლევრის მიერ, ანუ, ის, რაც აქაა წარმოდგენილი, არ არის მონაცემების ანალიზის პირველი ეტაპი, ვინაიდან პირველი ეტაპი ტრანსკრიპტის გაკეთება იქნებოდა.       გამოყენებულია შემდეგი კოდირება:       P1-P6 = დაწყებითი კლასები (1-6), P1 = სწავლების პირველი წელი, P2 = სწავლების მეორე წელი და ა.შ.       F1-F5 = საშუალო კლასები (1-5), F1 = პირველი კლასი (საშუალო სკოლის პირველი წელი), F2 = მეორე კლასი და ა.შ. (საშუალო სკოლის მეორე წელი და ა. შ.).       მარცხენა სვეტში ასოს წინ დაწერილი რიცხვები მასწავლებლისთვის მინიჭებულ კოდის შეესაბამება (ჩანართი 22.1). ინტერვიუში სულ 12 მასწავლებელი მონაწილეობდა, აქედან 6 - დაწყებითი კლასების, 6 - საშუალო კლასების. ------------------- ჩანართი 22. 1. ინგლისური ენის სწავლების ეფექტიანობა -------------------       სკოლაში ინგლისურის სწავლებამ და სწავლამ რეალურად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. მოსწავლეებს ცუდად ესმით წერილობითი ან ზეპირი ინგლისური, უჭირთ ლაპარაკი, კითხვა, მოსმენილის გაგება და წერა, რითიც იზღუდება მათი შესაძლებლობები, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ წელს სწავლობდნენ ისინი ენას. დაბალი დონის დამახსოვრების მოდელს ზედაპირულ ცოდნამდე მივყავართ. სწავლება და სწავლა უხარისხოა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალია მათი სტანდარტი, ისინი მაინც ახერხებენ უნივერსიტეტში მოხვედრას, ვინაიდან ძალიან ბევრი უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას. მათ არც სამსახურის შოვნისას სჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა.       კომენტარი: დაწყებითი კლასების ინგლისური ენის მასწავლებლების მოსაზრებების დიაპაზონი უფრო ფართო იყო, ვიდრე - უფრო მაღალი კლასების მასწავლებლების. დაწყებითი კლასების მასწავლებლებში უფრო მეტი ერთსულოვნება შეინიშნებოდა, ვიდრე - უფროსი კლასების მასწავლებლებთან. საშუალო სკოლის მესამე კლასის ყველა მასწავლებელმა მსგავსი კომენტარები გააკეთა, ხოლო საშუალო სკოლის მეხუთე კლასის მასწავლებლებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.       ჩანართი 22. 2. გვიჩვენებს, რომ ინგლისური ენის სწავლების ძლიერი მხარეები ის იყო, რომ მოსწავლეები ძალიან ადრეულ ასაკში იწყებდნენ ენის შესწავლას და სკოლებს სრულიად დამოუკიდებლად შეეძლოთ თავიათი სასწავლო პროგრამის შედგენა. ინგლისური ენის სწავლების სისუსტეები კი ის გახლდათ, რომ მასალის გაგებაზე არასაკმარისი აქცენტი კეთდებოდა. მოსწავლეები ძალიან პატარები იყვნენ ენის შესწავლისთვის ხოლო პროგრამები არ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნებს, პროგრამაში დიდი მოცულობის მასალა იყო შეტანილი, რაც მასწავლებლებისთვის კარგი წინაპირობა აღმოჩნდა „მოსწალეებისათვის დაღეჭილი მასალის პირში ჩასადებად“. ამასთან ერთად, მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებზე მეტისმეტი ზეწოლა ხდებოდა, ვინაიდან პროგრამისა და ენის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ინგლისურ ენას სასწავლო პროგრამაში ადგილის დასაკავებლად სხვა ენებთან კონკურენცია უწევდა. სწორედ ამიტომ, არ იცოდნენ მოსწავლეებმა კარგად ენა, მიუხედავად იმისა, რომ მის შესწავლაზე წლებს ხარჯავდნენ. ------------------- ჩანართი 22. 2. ინგლისური ენის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები -------------------       კომენტარი: დაწყებითი სკოლის ერთი მასწავლებლის გარდა, დანარჩენმა (დაწყებითი და საშუალო სკოლების) 11 მასწავლებელმა ერთნაირი კომენტარები გააკეთა.       გასაგები იყო, რომ დიდი მოცულობის კლასი (30-50 მოსწავლე) და ინტენსიური პროგრამა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სწავლების მეთოდებსა და საკლასო აქტივობების შეზღუდვაზე, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა კონტროლის საკითხსაც (ჩანართი 22. 3). ამ გავლენის შედეგად მასწავლებლები, ძირითადად, დიდაქტიკულ და გრამატიკა-თარგმანის მეთოდებს იყენებდნენ და მხოლოდ მცირე დროს უთმობდნენ - ენის პრაქტიკულ გამოყენებას ან ინგლისურად „აზროვნებას“. სწავლებისას გარკვეული ჯგუფური აქტივობებიც გამოიყენებოდა, მაგრამ ძალზე შეზღუდულად. მასწავლებელი ინგლისურის ასახსნელად ჩინურს იყენებდნენ. ------------------- ჩანართი 22. 3. სწავლების მეთოდები -------------------       კომენტარი: კომენტირებისას ყველა მასწავლებელი ერთსულოვანი იყო, რომელთა მოსაზრებები ორად დაჯგუფდა.       მოსწავლეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ინგლისური ენის წარმატებულ თუ წარუმატებელ შესწავლაში (ჩანართი 22. 4). ისინი მორცხვობდნენ, ეშინოდათ შეცდომების დაშვების და სახელის გატეხვის და, საერთოდ, ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები სწავლით, რადგან სხვა საგნებით იყვნენ გადატვირთულები. ვითარებას ისიც ამწვავებდა, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ დროის დაგეგმვას. ნეგატიურად უყურებდნენ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შესწავლას და თვლიდნენ, რომ ეს საგანი არანაირად არ შეესატყვისებოდა სხვა საგნებს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობდა და ენის შესწავლის ძალზე მწირი უნარებით ხასიათდებოდნენ; ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ მასალის სწრაფად ათვისებისებით, რადგან იცოდნენ, რომ მათ იგივე კურსის განმეორებით გავლა შეეძლოთ, ინგლისური არ იყო პრიორიტეტული, ამ ენის სწავლისთვის მწირი საფუძველი და უმნიშვნელო მოტივაცია ან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ. მოსწავლეებს სწავლის პერიოდში ნაკლებად აძლევდნენ მითითებებს და წახალისებებს, ენის საფუძვლიანად შესწავლის მიმართულებით, რადგან უნივერსიტეტები მხოლოდ ინგლისურის დაბალ სტანდარტს ითხოვნდნენ. ------------------- ჩანართი 22. 4. მოსწავლეებთან დაკავშირებული ფაქტორები -------------------       კომენტარი: ამ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანმა კომენტარებმა იჩინა თავი. აქ გარკვეულწილად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს დაწყებითი სკოლის დაბალი კლასის მასწავლებლები. ასევე, თანხმობა იყო დაწყებითი სკოლის მაღალი კლასის მასწავლებლებს შორის. საშუალო სკოლის მაღალი კლასის მასწავლებლებს შორისაც მიღწეულ იქნა შეთანხმება. საშუალო სკოლის დაბალი კლასის მასწავლებლებმა ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა, მასწავლებლების ოთხი ჯგუფი (დაწყებითის დაბალი, დაწყებითის მაღალი, საშუალოს დაბალი და საშუალოს მაღალი კლასები) ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. ინტერვიუს მონაცემების შეჯამება       ინტერვიუს მონაცემებირამდენიმე თვალსაზრისით იყო გასაოცარი. რესპონდენტები მონაცემებს ერთსულოვნად ეთანხმებოდნენ, მაგალითად: აბსოლუტური ერთსულოვნება იყო მე-9 და მე-12 კითხვებზე მიღებულ პასუხებში; საინტერესო და ძალიან საყურადღებო იყო ერთსულოვნება, თუმცა არა აბსოლუტური, მე-11 კითხვაზე; უკვე აღნიშნულთან ერთად, დამატებითი თანხმობა იყო მიღწეული დაწყებითი კლასების მასწავლებლებს შორის მე-11 კითხვაზე; უკვე აღნიშნულის გარდა, ერთსულოვანი, თუმცა არა აბსოლუტურად ერთსულოვანი, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებლების პასუხები მე-6 კითხვაზე.       ასეთი ერთსულოვნება მიღებულ შედეგებს მნიშვნელოვან წონას მატებს, თუმცა, გამოყენებული შერჩევიდან გამომდინარე, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს შედეგები ფართო პოპულაციის რეპრეზენტაციულია. მიუხედავად ამისა, თემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების კომპეტენტურად მიმოხილვისთვის შეგნებულად შეირჩა გამოცდილი მასწავლებლები. უნდა შეგახსენოთ, რომ მართალია ერთსულოვნება სასარგებლოა, ინტერვიუს მონაცემების მთავარი მიზანი ძირიდი საკითხების გამოვლენა იყო, განურჩევლად იმისა, ყველა იზიარებდა მათ. ის, რომ რესპონდენტები მსგავს თემებზე საუბრობდნენ, შესაძლოა ამ თემების მნიშვნელოვნებაზე მიუთითებდნენ.       გარდა ამისა, თავად დასახელებული საკითხები უამრავ სხვადასხვა სფეროში შეიძლება შეგვხვდეს. ასე რომ, არ არსებობს პრობლემების ან გადაწყვეტილებების ერთი ან მარტივი ნაკრები. აქედან გამომდინარე, ერთსულოვნებას ემატება კონსენსუსი, რომელიც პრობლემების მასშტაბურობის განსაზღვრისას იქნა მიღწეული, თუმცა პრობლემების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ცალკე თუ ერთად, კომპლექსურია მაკაოზე (ნახევარკუნძული სამხრეთდასავლეთ ჩინეთში, სადაც კვლევა ჩატარდა) ინგლისური ენის სწავლების, სწავლისა და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების საკითხები. მეხუთე კლასის მოსწავლეებთან და მათთვის ინგლისურის სწავლება-სწავლასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. პირველი, მოსწავლეები ინგლისურის ყველა ასპექტში ძალიან სუსტები არიან, იქნება, ეს კითხვა, წერა, ლაპარაკი თუ მოსმენა-გაგება, მაგრამ განსაკუთრებით სუსტები არიან ლაპარაკსა და წერაში. მეორე, ინგლისური ენის სწავლაზე ადგილობრივი კულტურული ფაქტორები ახდენენ გავლენას: მოსწავლეებს არ სურთ საზოგადოების წინაშე სახელის გატეხვა (ხოლო ჩინურ კულტურაში მკვეთრად აქცენტირებულია სახელის დამკვირვება და შენარჩუნება); მოსწავლეები მორცხვები არიან და შეცდომების დაშვების ეშინიათ; გამოცდაზე წარმატების მიღწევაზე ზეწოლა უნივერსალური და ძლიერია; ადგილობრივი კულტურა არ არის ინგლისური კულტურა. ის ჩინურია და, სხვა დანარჩენ თანაბარ პირობებში, პორტუგალიური უფროა, ვიდრე ინგლისური, თუმცა ეს უკანასკნელი ძალზე შეზღუდულია. ამჟამად,       ადამიანებს თითქმის არ უწევთ ინგლისურად ლაპარაკი ან მისი გამოყენება.       ზოგ წრეებში ინგლისური კულტურის ცოდნა ინგლისური ენის სწავლის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა, რაც ამ შერჩევის მასწავლებლებმა უარყვეს. მესამე მნიშვნელოვანი მიგნება ის არის, რომ ინგლისური ენა ინსტრუმენტურად განიხილება, თუმცა, ეს საკითხი შესაფასებელია, რადგან მოსწავლეები სამსახურსაც შოულობდნენ და უნივერსიტეტებშიც აბარებდნენ ინგლისურის ძალიან მწირი ცოდნით. ის ფაქტი, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა, დიდად არ მოქმედებდა მოსწავლეების მოტივაციასა თუ მიღწევაზე.       და ბოლოს, უხარისხო სწავლება და სწავლა მოსწავლეების სუსტ შესრულებას განაპირობებს: ძირითადი აქცენტი უსასრულო მექანიკურ გამეორებაზე და დამახსოვრებაზე კეთდება; პასიური სწავლება დომინირებს და არა - აქტიური. სწავლება ფაქტების მიწოდებაა და არა - დასწავლისა და გაგების წახალისება და ხელშეწყობა; გამოიყენება ტრადიციული დიდაქტიკური მეთოდები; ეყრდნობიან სწავლებისა და სწავლის ძალიან შეზღუდულ სტილს; ინგლისური ენის მასწავლებლების მხრიდან საგნისა და პედაგოგიური მეთოდოლოგიების შეზღუდული ცოდნა, რასაც მასწავლებლებისთვის ადეკვატური პირველადი და შემდგომი განათლების არარსებობა ართულებს; ხშირად არ არსებობს ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის უკვე არსებულ საბაზისო ცოდნაზე დაფუძნების პრაქტიკა; მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილებზე იმდენად ხშირად იყნებენ ჩინურს, რომ მათ თითქმის არ აქვთ ინგლისურად აზროვნების შესაძლებლობა: ისინი თარგმნიან ინგლისურად აზროვნების ნაცვლად.       ინტერვიუს მონაცემებიდან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის წინაშე დიდი პრობლემები და საკამათო საკითხები დგას. ამ მაგალითში ცხრილები გულდასმითაა შედგენილი, რათა მსგავსი პასუხები ერთად ყოფილიყო დაჯგუფებული. ეს ცხრილები საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხედვით დაინახოთ, რითი ჰგავს და განსხვდება ერთმანეთისგან რესპონდენტთა ორი ჯგუფი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ყოველი ცხირილის შემდეგ შეჯამებულია ძირითადი საკითხები, რომლებზეც მკლევარს მკითხველის ყურადღების მიპყრობა სურს და ეს შეჯამება მოიცავს როგორც კონკრეტული თემის შესახებ კომენტარებს, ისე - ზოგად შენიშნვებს (მაგალითად, მოცემულ მომენტში განსახილველი თემისა და რესპონდენტების ჯგუფებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ). და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ „ძირითადი შეტყობინებების“ საბოლოო შეჯამება ყველა ცხრილისა და კომენტარის შემდეგაა წარმოდგენილი. ეს ძალიან შემოკლებული მაგალითია და სრულად არაა წარმოდგენილი ორიგინალურ ნაშრომში მკვლევრის მიერ გამოყენებული მონაცემები. მიუხედავად ამისა, გასაგებად გადმოგეცით და გაჩვენეთ, რომ მონაცემების ცხრილების სახით შეჯამებითა და წარმოდგენით თვისებრივი კვლევის ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი გადაწყდება: მონაცემების ზუსტად და გულდასმით წარმოდგენით მონაცემების შემცირება და კომენტირება. მონაცემების ანალიზის ორგანიზებისა და წარმოდგენის ხუთი მეთოდი       მონაცემების ანალიზისა და წარდგენის ხუთ მეთოდს გთავაზობთ. მათგან ორი მეთოდი მონაცემების ინდივიდების მიხედვით დალაგებაა, შემდეგი ორი - საკითხების, მეხუთე კი - ინსტრუმენტის მიხედვით.       მაკაოზე ინგლისური ენის სწავლების მაგალითში შეგვიძლია ვნახოთ, რომ მონაცემები, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების სახით, რესპონდენტების მიხედვით იყო დალაგებული და განხილული. ფაქტობრივად, როდესაც რესპონდენტები ერთი და იგივეს ამბობდნენ, მათი პასუხები რესპონდენტების ჯგუფების მიხედვით ორგანიზდებოდა. სტრატიფიცირებულ შერჩევაში რესპონდენტები სხვადასხვა სტრატასადმი მიკუთვნებულობის მიხედვითაც დააჯგუფეს: დაწყებითი სკოლის დაბალი კლასების, დაწყებითი სკოლის მაღალი კლასების, საშუალო სკოლის დაბალი კლასებისა და საშუალო სკოლის მაღალი კლასების მასწავლებლები. ეს თვისებრივი მონაცემების ანალიზის მხოლოდ ერთი გზა - ჯგუფების მიხედვით დალაგებაა. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ მონაცემები ავტომატურად ჯგუფდება და თემების, ტენდეციების და ა. შ. ერთი შეხედვით დანახვის საშუალებას იძლევა. მართალია, ასეთი მეთოდი მსგავსი პასუხების შეჯამების სასარგებლო მეთოდია, მაგრამ ცალკეული მონაწილის პასუხები სხვადასხვა კატეგორიებსა და ადამიანთა ჯგუფებში ერთიანდება და ასეთი შეჯამებისას იკარგება პასუხების მთლიანობა და თანმიმდევრულობა. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხშირად ერთი ინსტრუმენტით კვლევისას გამოიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი მოცულობის იქნებოდა (მაგალითად, თვისებრივი კითხვარებით, ინტერვიუებითა და დაკვირვებით მიღებული მონაცემების გაერთიანება მძიმე შრომა იქნებოდა). ამიტომ, მკვლევრებს შეიძლება უფრო მეტად გამოადგეთ ამგვარად მონაცემების არა ჯგუფების, არამედ ინსტრუმენტების მიხედვით დალაგება. ეს იყო პირველი მეთოდი.        მონაცემების ანალიზის მეორე მეთოდი ინდივიდების მიხედვით ანალიზია. აქ მოცემული ჯერ ერთი რესპონდენტის პასუხები, შემდეგ მეორის და ა. შ. ამით დაცულია ინდივიდის პასუხების თანმიმდევრულობა და მთლიანობა და პიროვნების ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მკვლევრისთვის. თუმცა ამ მიდგომას თავისი საფასური აქვს იმ თვალსაზრისით, რომ თუ მკვლევარს მხოლოდ ინდივიდუალური პასუხები არ აინტერესებს, მაშინ მას მოუწევს სხვადასხვა ინდივიდთან წამოჭრილი საკითხების გაერთიანება (ანალიზის მეორე დონე), რათა მოიძიოს ერთნაირი პასუხები, რეაქციების ტენდენციები, შეთანხმება და შეუთანხმებლობა, ერთმანეთს შეადაროს ინდივიდები და მათი პასუხები ანუ შეაჯამოს მონაცემები.       იმ მიდგომებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ სამართლიანობა გამოიჩინონ კვლევაში ჩართული ადამიანების წინაშე და არ დაარღვიონ ინდივიდების ან ჯგუფების მონაცემების სისრულე, სხვა მიდგომებით ჩატარებული კვლევები, სადაც არ გამოიყენება შემთხვევის შესწავლა, როგორც წესი, მეორე რიგის ანალიზს საჭიროებენ. ეს მონაცემების ადამიანების მიერ წამოჭრილი საკითხების მიხედვით დალაგებას მოიაზრებს და ქვემოთ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.       მონაცემების ანალიზის მესამე მეთოდია კონკრეტული საკითხისთვის რელევანტური მონაცემის ერთად წარდგენა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ინგლისური ენის შესწავლის მაგალითში. მართალია ეს ეკონომიური მეთოდია და რესპონდენტების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა (მონაცემების ზედმიწევნით და ზუსტად ჩვენებით მონაცემების შემცირების საკითხი, რომელიც ზემოთ განვიხილეთ), აქაც არის ცალკეული რესპონდენტის მთლიანობის, თანმიმდევრულობისა და ინტეგრირებულობის დაკარგვის რისკი.       შეგროვილი მონაცემებიდან საკითხის გამოკვეთას დაზუსტება სჭირდება. მაგალითად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საკითხი წინასწარ, მონაცემების მოგროვების დაწყებამდე იყოს განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ამ საკითხისთვის შესატყვისი ყველა მონაცემი უბრალოდ ერთ კალათში - მოცემულ საკითხში - მოიყრის თავს. მონაცემების დამუშავების, შეჯამების და გაფორმების ასეთი მიდგომა ეკონომიურია, მაგრამ სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება: შეიძლება დაიკარგოს ინდივიდების ინტეგრირებულობა და მთლიანობა იმდენად, რომ თითქმის შეუძლებელი გახდეს ცალკეული ინდივიდების ერთმანეთთან შედარება. მონაცემები, შესაძლოა, კონტექსტიდან ამოვარდეს (დეკონტექსტუალიზაცია). ეს ორგვარად შეიძლება მოხდეს: პირველი, ამოვარდეს ინტერვიუს ან კითხვარის ბუნებრივი თანმიმდევრობიდან და შინაარსიდან (მაგალითად, ზოგიერთი მონაცემის გასაგებად შეიძლება საჭირო იყოს მისი წინმსწრები კონკრეტული კომენტარის ან კომენტარების ცოდნა) და, მეორე, ამოვარდეს ერთიანი სურათიდან და აღარ ჩანდეს მთლიან ვითარებასთან მისი კავშირი, რადგან ამ მიდგომაში მონაცემები შეიძლება დაიყოს და ამით, მათი ურთიერთკავშირი დაიკარგოს. ვინაიდან ინტერესის სფეროები და სამუშაო ჩარჩო წინასწარაა განსაზღვრული, ანალიზში შეიძლება ვერ გაითვალისწინონ დამატებითი ფაქტორები, რომლებიც მონაცემების საპასუხოდ შეიძლება წარმოიქმნას. ეს მონაცემებთან მაგნიტის მიტანას ჰგავს: მაგნიტი მოცემული საკითხისთვის რელევანტურ მონაცემებს მიიზიდავს, ხოლო დანარჩენს, რასაც არარელევანტურად მიიჩნევს, დაკარგვის საფრთხე ემუქრება. იმ საკითხების გამოკვეთის მიზნით, რომლებიც წინასწარი შერჩევისას გაუთვალისწინებელი დარჩა და მკვლევრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, გადარჩევის შემდეგ დარჩენილი მონაცემები უნდა გადასინჯოს.       ამრიგად, მკვლევარს არა მარტო წინასწარი კატეგორიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა ახსოვდეს (და, შედეგად, დაამატოს კატეგორიები), არამედ ისიც უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მნიშვნელოვანი ყველა მონაცების განხილვა, ანუ გადაწყვიტოს, თუ რის მიხედვით აანალიზებს იგი მონაცემებს: ადამიანების/რესპონდენტების თუ საკითხების მიხედვით.       ანალიზის მეოთხე მეთოდია კვლევის შეკითხვების მიხედვით დალაგება. ეს მონაცემების ორგანიზების ძალიან საჭირი მეთოდია, რადგან ის მკვლევრისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ყველა მონაცემს ერთად ალაგებს და მასალის თანმიმდევრულობას ინარჩუნებს. ის მკითხველს კვლევის წამყვან პრობლემებთან აბრუნებს და ამით კვლევის კითხვებთან „კრავს წრეს“, რომლებიც როგორც წესი, კვლევის დასაწყისში ისმება. ამ მიდგომაში მონაცემების სხვადასხვა წყაროდან მიღებული (ინტერვიუები, დაკვირვებები, კითხვარები და ა. შ.) მონაცემები ერთიანდება, რათა კვლევის კითხვას გაერთიანებული პასუხი გაეცეს. როგორც წესი, ეს პროცესი სისტემატიზაციის გარკვეული ხარისხით ხასიათდება, მაგალითად, კვლევის შეკითხვისთვის ჯერ მისთვის განკუთვნილი რიცხობრივი მონაცემები მიეთითება, შემდეგ მათ მოჰყვება თვისებრივი მონაცემები ან პირიქით. ეს სხვადასხვა ტიპის მონაცემებში მოდელების, ურთიერთმიმართებების, შედარებებისა და დასაბუთებების ზუსტად შესწავლის საშუალებას იძლევა.       მონაცემების ორგანიზების მეხუთე მეთოდი მონაცემების ინსტრუმენტის მიხედვით დალაგებაა. ეს მეთოდი, როგორც წესი, სხვა მიდგომასთან ერთად გამოიყენება, მაგალითად, საკითხების ან რესპონდენტების მიხედვით დალაგებასთან ერთად. ამ შემთხვევაში წარმოდგენილია თითოეული ინსტრუმენტით მიღებული შედეგები, მაგალითად, მოცემულია ინტერვიუთი მიღებული ყველა მონაცემი, შემდეგ განხილული არის კითხვარებით მოპოვებული მონაცემები, შემდეგ - დოკუმენტებიდან ამოღებული მონაცემები და საველე ჩანაწერები და ა. შ. მართალია ეს მიდგომა მკითხველს იმის ნათლად დანახვის საშუალებას აძლევს, თუ რომელი ინსტრუმენტით იქნა მიღებული ესა თუ ის მონაცემი, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინსტრუმენტი ხშირად მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა და მონაცემების შემდგომი დამუშავება პასუხების შინაარსის (საკითხებისა და ადამიანების მიხედვით) ანალიზს საჭიროებს. მაშასადამე, თუ კონკრეტული მონაცემის მიღების ამა თუ იმ კონკრეტული ინსტრუმენტის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ღირებული მეთოდია; თუმცა, თუ ეს უმნიშვნელოა, მაშინ ეს მონაცემებისთვის ანალიზის უსარგებლო დონის დამატება იქნება. ამასთან, თუ მონაცემები ინსტრუმენტების მიხედვითაა განხილული და არა - შეჯამებულად, მათ შორის შეიძლება კავშირი დაიკარგოს.       თვისებრივი მონაცემების ანალიზისას ძირითადი სირთულე ანალიზის კონტრასტული - ჰოლისტური და ატომისტური ( ფრაგმენტული) - მიდგომების გამოყენებას შეიძლება დაუკავშირდეს. მაკაუზე ინგლისური ენის სწავლება აშკარად ატომისტური ანალიზის მაგალითია, რომელშიც მასალა მცირე ზომის ერთეულებად ნაწევრდება. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ამით ირღვევა რესპონდენტების მოსაზრებების მთლიანობა და ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, ისიც უნდა ვიკითხოთ, პრობლემაა ეს თუ არა. სექციებად დაყოფისა და ფრაგმენტაციის შედეგად ანალიზი უფრო მარტივი წასაკითხი ხდება. მეორე მხრივ, თვისებრივი მონაცემების ჰოლისტური მიდგომებს ინდივიდებისა და ჯგუფების მთლიანობის ასახვა ენდომებათ, რამაც უფრო ნარატიული ფორმის, ანგარიშამდე შეიძლება მიგვიყვანოს, სადაც, ნარატივის მსგავსად, ძირითადი საკითხები თანდათანობით იკვეთება! არც ერთი მიდგომა არ არის მეორეზე უკეთესი. მკვლევრებმა თავიანთი მიზნებისა და სავარაუდო აუდიტორიის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ დაამუშაონ მონაცემები. მონაცემების ანალიზისადმი სისტემური მიდგომა       მონაცემების ანალიზი შეიძლება ძალიან სისტემატური იყოს. ბეკერი და გირი (Becker and Geer 1960) აღწერენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი სისტემატურობა: სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან ერთდროულად და დროში შედარება; ინტერვიუში მოცემული პასუხების დაკვირვებად ქცევასთან შედარება; დევიაციური და ნეგატიური შემთხვევების ანალიზი; ხდომილობებისა და პასუხების სიხშირეების დათვლა; საკმარისი მონაცემების თავმოყრა და მიწოდება, რაც ერთმანეთისგან მიჯნავს ნედლ მონაცემებს და ანალიზს.       თვისებრივი მონაცემების ანალიზი აქ პრაქტიკულად გარდაუვლად ინტერპრეტაციულია, ამიტომ ის ზუსტი რეპრეზენტაცია კი არაა (როგორც რაოდენობრივ, პოზიტივისტურ ტრადიციაში), არამედ უფრო რეფლექსიური, რეაქტიული ინტერაქციაა მკვლევარსა და კონტექსტიდან მოწყვეტილ მონაცემების შორის, რომლებიც, თავისთავად, უკვე სოციალური ურთიერთობის ინტერპრეტაციებია. ფაქტობრივად, რეფლექსიურობა თვისებრივი მონაცემების ანალიზის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელზეც ცალკე ვისაუბრეთ (თავი 7). აქ საქმე ისაა, რომ მკვლევარს მონაცემებში შეაქვს საკუთარი წინასწარი განწყობები, ინტერესები, მიკერძოებები, პრიორიტეტები, ბიოგრაფია, გამოცდილება და გეგმები. როგორც უოლფორდი (2001: 98) წერს: „ყველა კვლევა საკუთარი თავის კვლევაა“. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მკვლევარი შეიძლება სელექციური იყოს ფოკუსის არჩევისას, ან კვლევაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მკვლევრის სუბიექტურმა მახასიათებლებმა. რობსონი (1993: 374 – 5) და ლინკოლნი და გუბა (1985: 354 - 5) მიუთითებენ, რომ ამაში შეიძლება შედიოდეს: მონაცემებით გადატვირთვა (ადამიანებმა შეიძლება ვერ შეძლონ დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება); პირველი შთაბეჭდილებები (მონაცემების ადრეულმა ანალიზმა შეიძლება იმოქმედოს შემდგომში მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე); ადამიანების ხელმისაწვდომობა (მაგალითად, რამდენად რეპრეზენტაციულები არიან ისინი და როგორ გავიგოთ, მნიშვნელოვანია თუ არა ის ადამიანები ან მონაცემები, რომლებიც გვაკლია); ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (იოლად ხელმისაწვდომ ინფორმაციას შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს, ვიდრე - ძნელად მოსაპოვებელს); პოზიტიური მაგალითები (მკვლევარმა შეიძლება გადაჭარბებულად გამოკვეთოს დამადასტურებელი და დააკნინოს საპირისპირო მონაცემები); შინაგანი შეთანხმებულობა (უჩვეულო, მოულოდნელ ან ახალ მონაცემებს შეიძლება არასაკმარისი ყურადღება მიიქციონ); არათანაბარი სანდოობა (მკვლევარს შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი წყარო უფრო სანდოა, ვიდრე - სხვები); გამოტოვებული მონაცემები (საკითხები, რომელთათვისაც არ აქვთ სრული მონაცემები, შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ან უარყოფილ იქნას); ჰიპოთეზების გადასინჯვა (მკვლევარმა შეიძლება ზედმეტი ან, პირიქით, არასაკმარისი ყურადღება გამოიჩინოს ახალი მონაცემების მიმართ); შეფასებებში დარწმუნებულობა (მკვლევრები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ დარწმუნებულები თავიანთ საბოლოო შეფასებებში, ვიდრე - გამართლებულია); მოვლენების ერთდროულად განხორციელებამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მკვლევარი და ეს მათ შორის ასოციაციად მიიჩნიოს; არაკონსისტენტობა (იგივე მონაცემების შემდგომმა ანალიზმა შეიძლება სხვა შედეგები მოგვცეს). ამის ნათელი მაგალითის ნახვა შეიძლება ბენეტთან (Bennett 1976) და აიტკინთან და მის კოლეგებთან (Aitkin et al. 1981).       აქ მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა დიდი სიფრთხილე და წინდახედულება შეიძლება გამოიჩინოს თვისებრივი მონაცემების ანალიზისას, ვინაიდან ანალიზი და მიღებული შედეგები მკვლევარზე უფრო მეტს ამბობდეს, ვიდრე მონაცემებზე. მაგალითად, მკვლევარი ადგენს კოდებსა და ანალიზის კატეგორიებს, იქნება ეს წინასწარ დაგეგმილი თუ რეაქციური კვლევა (ანუ, მკვლევარი კოდებსა და ანალიზის კატეგორიებს კვლევის დაწყებამდე განსაზღვრავს თუ მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად). სწორედ მკვლევრის გეგმა მართავს კვლევას და მკვლევრი ირჩევს მეთოდოლოგიას.       მონაცემების ანალიზის პროცესში მკვლევარს მოუწევს მონაცემებთან დაკავშირებით ჰქოდეს იდეები, ახალი მიგნებები, კომენტარები და რეფლექსიები. ეს ყველაფერი შეიძლება ჩაიწეროს, მონიშვნა? და, ფაქტობრივად, რეფლექსიის პროცესში თავად იქცეს მონაცემებად (თუმცა, ეს მონაცემები უნდა გამიჯნოს მონაწილეებისგან მიღებული პირველადი მონაცემებისგან). გლასერისა (1978) და რობსონის (1993: 387) მტკიცებით, ასეთი ჩანიშვნები მონაცემები არ არის, მაგრამ მონაცემების ანალიზის პროცესში დამხმარე ფუნქციას ასრულებენ. ეს საკამათოა: თუ რეფლექსიურობა მონაცემთა ანალიზის პროცესის ნაწილია, მაშინ, მკვლევრის ჩანიშვნები მონაცემთა ანალიზის ან მიმოხილვის ლეგიტიმური მეორადი მონაცემები შეიძლება იყოს. თვისებრივი მონაცემების ანალიზისთვის (განხილულია ქვემოთ) განკუთვნილი ბევრი პროგრამული პაკეტი არა მარტო მკვლევრის მიერ ასეთი ჩანიშვნების გაკეთების, არამედ - ამ ჩანიშვნის კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირების საშუალებასაც იძლევა. მკვლევრის ჩანიშვნების ერთი უნივერსალური სწორი ფორმატი არ არსებობს. მასში შეიძლება შედიოდეს მონაცემების შესახებ სუბიექტური მოსაზრებები, იდეები, თეორიები, რეფლექსიები, კომენტარები, მოსაზრებები, პიროვნული რეაქციები, მოსაზრებები სამომავლო და ახალი მიმართულებით კვლევისთვის, მოგონებები, დაკვირვებები, შეფასებები, მსჯელობები, კრიტიკა, დასკვნები, ახსნები, განხილვები, შედეგები, სპეკულაციები, პროგნოზები, ვარაუდები, კავშირები, მიმართებები კოდებსა და კატეგორიებს შორის, ახალი მიგნებები და ა. შ. ასეთი ჩანიშვნებით წარსულის, აწმყოსა და მომავლის ასახავა შეიძლება და, აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზეზ-შედეგობრიობის გამოკვლევის დასაწყისი იყოს. არ არსებობს მოთხოვნილი მინიმალური ან მაქსიმალური სიგრძე, თუმცა სამახსოვროების დათარიღება აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ ადვილად მისათითებელი იყოს, არამედ იმიტომაც, რომ როგორც მკვლევრის, ისე - კვლევის დინამიკა აღინუსხოს და დაფიქსირდეს.       ჩანიშვნები მონაცემებზე რეფლექსიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მონაცემების მოგროვებისთვის, ანალიზისთვის და თეორეტიზირების პროცესებისთვის საკმაოდ მრავლისმთქმელი შეიძლება იყოს. ისინი მაშინ უნდა ჩაიწეროს, როდესაც მკვლევარი მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ანალიზის დროს ან მისი დასრულების შემდეგ. მათი დაწერა ნებისმიერ დროს შეიძლება. ფაქტობრივად, ზოგ მკვლევარს შეგნებულად ყველგან დააქვს თან უბის წიგნაკი და კალამი და იდეების გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე შეუძლია ჩაიწეროს, სანამ დაავიწყდება.       მონაცემების ანალიზისას ძირითადი სირთულე თავს იჩენს მონაცემების - ტექსტის ჰოლისტურობის განცდის შენარჩუნებასა და ანალიზისთვის მონაცემების ატომიზაციისა და ფრაგმენტაციის - მათ შემადგენელ ელემენტებად დაშლის და ამით მთლიანის სინერგიის დაკარგვის - ტენდენციას შორის და ხშირად მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ელემენტების მექანიკური ჯამი. ანალიზში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა, მაგალითად: მნიშვნელობის ბუნებრივი ერთეულების გენერირება; მნიშვნელობის ამ ერთეულების კლასიფიცირება, კატეგორიზება და მოწესრიგება; შინაარსის აღსაწერად მონათხრობების სტრუქტურირება; მონაცემების ინტერპრეტაცია.       ეს შედარებით გამსხვილებული ეტაპებია. მაილსი და ჰაბერმანი (1994) ტრანსკრიპტის მონაცემებიდან მნიშვნელობის ჩამოყალიბების თორმეტ ტაქტიკას გვთავაზობენ, ესენია: ხდომილობის სიხშირეების დათვლა (მაგალითად, იდეების, თემების, მონაცემთა ნაწილების, სიტყვების); ტენდენციების და თემების (გეშტალტების) აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება გამეორებული თემებიდან და მიზეზებიდან, ან ახსნებიდან მომდინარეობდეს; დამაჯერებლობის დანახვა: მონაცემებისთვის მართებული მნიშვნელობის მინიჭება, დასკვნის გამოსატანად ინფორმაციაზე დაფუძნებული ინტუიციის გამოყენება; კლასტერებად გაერთიანება: დებულებების კატეგორიებში, ტიპებში, ქცევებსა და კლასიფიკაციებში გაერთიანება; მეტაფორები: ფიგურალური და კონოტაციური მეტყველების გამოყენება და არა - პირდაპირი და დენოტაციურის, მონაცემებისთვის სიცოცხლის შთაბერვა და, ამგვარად, მონაცემების შემცირება, ტენდენციების გამოკვეთა და მონაცემების თეორიასთან დაკავშირება; იდეების დასამუშავებლად, ერთმანეთისგან გასამიჯნად და „გასახსნელად“ ცვლადების დანაწევრება, ესე იგი, მონაცემების ინტეგრაციისა და ერთმანეთში აღრევის საწინააღმდეგოდ ქმედება; კერძოს ზოგადისთვის დაქვემდებარება გლასერის „მუდმივი შედარების“ (1978) ცნების მსგავსად; (იხ. თავი 23) - ძირითადი ცნებების დაზუსტებაზე გადასვლა; ფაქტორების გამოყოფა: დიდი რაოდენობის ცვლადების უფრო მცირე რაოდენობის, (ხშირად) არადაკვირვებად ჰიპოთეტურ ცვლადებში გაერთიანება; ცვლადებს შორის მიმართებების გამოვლენა და აღნიშვნა; შუალედური ცვლადების აღმოჩენა: სხვა ცვლადების ძებნა, რომლებიც, როგორც ჩანს, „გზაზე ეღობებიან“, „ხელს უშლიან“ მკვლევრის მოლოდინით, ცვლადებს შორის არსებული კავშირის ახსნას; ემპირიული მტკიცებულების ლოგიკური ჯაჭვის აგება: მიზეზ-შედეგობრობის აღნიშვნა და დასკვნების გაკეთება; კონცეპტუალური (თეორიული) თანმიმდევრულობის უზრუნველოყოფდა: მეტაფორებიდან კონსტრუქტებზე, ფენომენების ამხსნელ თეორიებზე გადანაცვლება.       ამ პროცესს, მართალია, პოზიტივისტური ელფერი აქვს, მაგრამ მონაცემების ანალიზისას კერძოდან ზოგადზე გადასვლის ეფექტუერი გზაა. მაილსისა და ჰაბერმანის (1994) შემოთავაზებები მონაცემთა კოდირებას უკავშირდება, რაც (კოდირება) თავის მხრივ, ნაწილობრივ თვისებრივი მონაცემებისთვის დამახასიათებელი ჭარბი მონაცემების შემცირების საშუალებას წარმოადგენს. მაილსი და ჰაბერმანი (1994) თვლიან, რომ კოდირების მეშვეობით ანალიზი ორივეგან - სფეროს ფარგლებში და სფეროებს შორის - შეიძლება განხორციელდეს და შესაძლებელი გახადოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, ქსელებისა და მატრიცების დადგენა. ავტორები ამ ყველაფერს იმ საკითხის გადაჭრად მიიჩნევენ, რასაც ჭარბი მონაცემების შემცირება წარმოადგენს.       კონტენტ ანალიზი კითხვასა და განსჯას მოიცავს. ბრენერი და მისი კოლეგები (1985) ღია კითხვებით შეგროვილი მონაცემების კონტენტ ანალიზის რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ: ბრიფინგი: პრობლემისა და მისი კონტექსტის დეტალურად გაგება-გააზრება; შერჩევა: ადამიანების შერჩევა, საჭირო შერჩევის ტიპის ჩათვლით (იხ. თავი 4); დაკავშირება: სხვა უკვე შესრულებულ კვლევასთან დაკავშირება; ჰიპოთეზის ჩამოყალიბება; ჰიპოთეზის შემოწმება; ჩაღრმავება: შეგროვილ მონაცემებში ჩაღრმავება ყველა მინიშნების მოსაკრებად: კატეგორიზირება: კატეგორიები და მათი დასახელებები კვლევის მიზნებს უნდა ასახავდნენ, ისინი ამომწურავი და ურთიერთგამომრიცხავი უნდა იყვნენ; ინკუბაცია: მაგალითად, მონაცემების გააზრება და ინტერპრეტაციებისა და მნიშვნელობების ჩამოყალიბება; სინთეზი: კოდირების ლოგიკური საფუძვლების მიმოხილვა და გამოკვეთილი ტენდენციებისა და თემების იდენტიფიცირება; დახარისხება: მონაცემების შემჭიდროვება, ამოკლება და ხელახალი ინტერპრეტაციაც კი ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ნათლად და გასაგებად დაწერა; ინტერპრეტაცია: მონაცემებისთვის აზრის მინიჭება; დაწერა: ხდომილობის ნათლად ახსნა; გრძნობების მიმართულებასა და ინტენციებზე მითითება; გაცნობიერება იმისა, თუ რა ითქვა და რა არა - დუმილის ეპიზოდები; დუმილის შემთხვევებზე მითითება (მკითხველებისთვის და რესპონდენტებისთვის). ხელახალი გააზრება.       კონტენტ ანალიზი 23-ე თავში უფრო სრულადაა განხილული. ბრენერისა და მისი კოლეგების (1985: 144) აზრით, ამ პროცესის დროს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ეს ფაქტორებია: კვლევის შეჯამების სრულად გააზრება; კვლევის პროექტთან შესატყვისობის შეფასება; მკვლევრის პირადი გამოცდილების კვლევის პრობლემასთან დაკავშირება, მანიშნებლების საკუთარ წარსულ გამოცდილებაში მოძიება; შემოწმებადი ჰიპოთეზების ფორმირება, რომელიც კონტენტ ანალიზის საფუძველს შექმნის (ბრენერი და მისი კოლეგები (1985) ამას „ცნებების რვეულს“ უწოდებენ); ჰიპოთეზების შემოწმება ინტერვიუს ჩატარებითა და ანალიზით; მთელი კვლევის განმავლობაში მონაცემების ფარგლებში დარჩენა; „ცნებების რვეულში“ მონაცემების კატეგორიზება, სახელწოდებებისა და კოდების შექმნა; მონაცემების გაფორმებამდე მონაცემების გააზრება; „ცნებების რვეულში“ მონაცემების სინთეზია და ცნებების მოძიება; მონაცემების შემჭიდროვება: სელექციურობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველაფრის დაწერა მომხდარის შესახებ შეუძლებელია; მონაცემების ინტერპრეტაცია, მათი მნიშვნელობებისა და შედეგების იდენტიფიცირება; ანგარიშის დაწერა; ხელახალი გააზრება და დაწერა: მიღწეულია თუ არა კვლევის მიზნები?       ჰიჩნერი (1985) გვთავაზობს პროცედურას, რომელიც ინტერვიუს მონაცემების ფენომენოლოგიური ანალიზისას შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველ თავში ვნახეთ, რომ ფენომენოლოგისტები უშუალო გამოცდილების შესწავლის მომხრენი არიან და ქცევას გამოცდილებით განპირობებულად მიიჩნევენ და არა - გარეგანი, ობიექტური და ფიზიკურად აღწერილი რეალობით. ჰიჩნერი (1985) მიუთითებს, რომ ფენომენოლოგისტებს ზედმეტი კონკრეტიკის ეშინიათ და ამიტომ, თავს არიდებენ კვლევის მეთოდის ეტაპებზე გადაჭარბებულ ფოკუსირებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჰიჩნერი მონაცემების ანალიზის ისეთ ეტაპებს გვთავაზობს, რომელიც ამცირებს ამ შიშს. როგორც იგი თავად ხსნის, მისი მითითებები „ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ფენომენოლოგიური კვლევის სწავლების წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ემყარება და ცდილობს, ზუსტი იყოს ინტერვიუს მონაცემებთან და ამავდროულად კონკრეტულ მითითებებსაც იძლეოდეს“ (Hycner 1985). საბოლოო ჯამში, ჰიჩნერისეული მითითებები ასეთია: ტრანსკრიპტის მომზადება: ინტერვიუს ჩანაწერის ტრანსკრიპტის მომზადება; არა მარტო პირდაპირ, ღია ნათქვამებზე, არამედ, არავერბალურ და პარალინგვისტურ კომუნიკაციაზე რეაგირება. ფრჩხილებში ჩასმა და ფენომენოლოგიური შემცირება: ეს ნიშნავს „შეძლებისდაგვარად ბევრი მკვლევრისეული მნიშვნელობისა და ინტერპრეტაციის შეჩერებას (ფრჩხილებში ჩასმას) და უნიკალური რესპონდენტის სამყაროში შესვლას“ (Hycner 1985). ამგვარად, მკვლევარი თავად რესპონდენტის მიერ ნათქვამის გაგებას ცდილობს და არა იმის, რის თქმასაც იგი თავად მოელის ამ ადამიანისგან. ინტერვიუს მოსმენა მთლიანობის განცდის შესაქმნელად: აქ მთელი ჩანაწერის რამდენჯერმე მოსმენა და ტრანსკრიპტის რამდენჯერმე გადაკითხვა მოიაზრება, რაც შემდგომში, მნიშვნელობების კონკრეტული ერთეულებისა და თემების გამოვლენისთვის შექმნის კონტექსტს. ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: აქ მოიაზრება მონაწილის მიერ ნაგულისხმევი მნიშვნელობის გასაგებად ვერბალური და არავერბალური ჟესტების ზედმიწევნით შესწავლა. „ეს მონაწილის ნათქვამის კრისტალიზაცია და განხილვაა და ამ დროს ისევ, რაც შეიძლება, ბევრ სიტყვა-სიტყვით ნათქვამს ვიყენებთ“ (Hycner 1985). კვლევის კითხვის შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების გამოკვეთის შემდეგ, ხდება მათი დაყვანა კვლევის კითხვისთვის შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულებზე. შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულების შესამოწმებლად დამოუკიდებელი შემფასებლების გამოყენება: მიღებული შედეგები სხვა მკვლევრების გამოყენებით შეიძლება შემოწმდეს, რომლებიც ზემოთ აღწერილ პროცედურას განხორცილებენ. ამ ტიპის კვლევაში კარგად გავარჯიშებულ მაგისტრანტებთან მუშაობის ჰიჩნერის პირადი გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ შედეგებს შორის იშვიათად არის ხოლმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ზედმეტი მასალის ამოკლება: ამ ეტაპზე მკვლევარი ამოწმებს შესატყვისი მნიშვნელობების ნუსხეას და ამოშლის იმ პუნქტებს, რომლებიც აშკარად ზედმეტია სხვების ნუსხებთან შედარებით. შესატყვისი მნიშვნელობების მქონე ერთეულების კლასტერებად დაჯგუფება: ამ ეტაპზე მკვლევარი ცდილობს განსაზღვროს, შესატყვისი მნიშვნელობის რომელიმე ერთეულები ბუნებრივად თუ ჯგუფდება ერთად. არის თუ არა ეს საერთო თემა, რომელიც შესატყვისი მნიშვნელობის რამდენიმე ერთეულს აერთიანებს. მნიშვნელობის კლასტერებიდან თემების დადგენა: მკვლევარი შეისწავლის მნიშვნელობის ყველა კლასტერს და ცდილობს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა ერთი (ან მეტი) ცენტრალური თემა (თემები), რომელიც ამ კლასტერების არსს ასახავს. ყოველი ინტერვიუს შეჯამების დაწერა: ჰიჩნერი თვლის, რომ ამ ეტაპზე სასარგებლოა ინტერვიუს ტრანსკრიპტთან მიბრუნება და ინტერვიუს შეჯამების დაწერა, რომელშიც მონაცემებიდან ამოღებული თემები იქნება ჩართული. განმეორებითი შეხვედრა მონაწილესთან, შეჯამებისა და თემების გაცნობა - მეორე ინტერვიუს ჩატარება: გადამოწმება იმისა, თუ რამდენად სწორად ჩაწვდა მკვლევარი პირველი ინტერვიუს არსს. თემებისა და შეჯამების მოდიფიცირება: მეორე ინტერვიუს დროს მიღებული ახალი მონაცემების გათვალისწინებით, მკვლევარი მთლიანობაში უყურებს მონაცემებს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის ან ამატებს თემებს. ყველა ინტერვიუსთვის ზოგადი და უნიკალური თემების იდენტიფიცირება: ახლა მკველვარი ყველა, ან თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემებს და ინდივიდუალურ ვარიაციებს ეძებს. ამ პროცესში პირველი ნაბიჯია ყველა, ან თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემების გამოვლენა. მეორე ნაბიჯია იმის ნახვა, თუ როდის ხვდება თემები მხოლოდ ერთ ინტერვიუში ან ინტერვიუების უმცირესობაში. თემების კონტექსტუალიზაცია: აქ სასარგებლოა თემების იმ ზოგად კონტექსტში და არეში დაბრუნება, საიდანაც წარმოიქმნა ისინი; ერთიანი შეჯამება: ჰიჩნერი (1985) სასარგებლოდ მიიჩნევს ყველა ინტერვიუს ერთიანი შეჯამების დაწერას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება გადმოცემული საკვლევი ფენომენის არსი. „ასეთი ერთიანი შეჯამება აღწერს ზოგადად „სამყაროს“ ისე, როგორც მას მონაწილეები ხედავენ. ასეთი შეჯამების დასასრულს მკვლევარმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებების აღნიშვნაც მოისურვოს“ (Hycner 1985). თვისებრივი მონაცემების ანალიზის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები       თვისებრივი მონაცემების ანალიზის რამდენიმე პროცედურული ინსტრუმენტი არსებობს. ლეკომტი და პრეისლი (1993: 253) ანალიტიკურ ინდუქციას, მუდმივ შედარებას, ტიპოლოგიურ ანალიზსა და დათვლას იმ ღირებულ ტექნიკებად მიიჩნევენ, რომლებიც თვისებრივმა მკვლევარმა მონაცემების ანალიზისა და თეორიის ჩამოყალიბებისათვის შეიძლება გამოიყენოს. ანალიტიკური ინდუქცია       ანალიტიკური ინდუქცია არის ტერმინი და პროცესი, რომელიც ზნანიეცკიმ (Znaniecki 1934) მონაცემების ანალიზის სტატისტიკური მეთოდების საწინაღმდეგოდ შექმნა. ლეკომტისა და პრეისლის (1993: 254) აზრით, ეს პროცესი ზემოთ წარმოდგენილ რამდენიმე ეტაპს წააგავს იმით, რომ მასშიც ხდება ფენომენების კატეგორიების შესაქმნელად მონაცემების ყურადღებით განხილვა, ამ კატეგორიებს შორის მიმართებების ძიება და ტიპოლოგიების შემუშავება. შეჯამება კი შესწავლილი მონაცემების საფუძველზე იწერება. მიღებული შედეგი შემდეგ იხვეწება შემთხვევებისა და ანალიზის დამატებით, მიზანმიმართულად ხდება უარყოფითი და განსხვავებული შემთხვევების მოძიება საწყისი მოსაზრების ან თეორიის შეცვლის, გაფართოების ან შეზღუდვის მიზნით. დენზინი (1970ბ: 192) ტერმინს „ანალიტიკური ინდუქცია“ დაკვირვების ფართო სტრატეგიის აღსაწერად იყენებს, რომელიც შემდეგნაირად წარმოებს: ასახსნელი ფენომენის ზოგადი შტრიხებით განსაზღვრა; ასახსნელი ფენომენის ჰიპოთეტური ახსნა; ჰიპოთეზის ჭრილში შეისწავლება ერთი შემთხვევა, რაც მიზნად ისახავს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად ერგება ჰიპოთეზა ამ შემთხვევაში მოცემულ ფაქტებს; თუ ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფაქტებს, მაშინ ან ჰიპოთეზის ხელახლა ფორმულირება ხდება, ან შესასწავლი ფენომენი ხელახლა განისაზღვრება ისე, რომ მათ შორის შეუსაბამობა გამოირიცხოს; პრაქტიკული დასაბუთება მცირე რაოდენობის შემთხვევების შესწავლითაა შესაძლებელი, თუმცა უარყოფითი შემთხვევების აღმოჩენა უარყოფს ახსნას და ისევ ხელახლა ფორმულირებას მოითხოვს; შემთხვევების შესწავლის, ფენომენის ხელახლა განსაზღვრის და ჰიპოთეზის ხელახლა ჩამოყალიბების ეს პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე უნივარსალური ურთიერთმიმართება არ დადგინდება. ასევე, საჭიროა თითოეული ნეგატიური შემთხვევის ხელახალა ფორმულირების ხელახლა განმარტება.       ბოგდანი და ბიკლენი (1992: 72) საწინაღმდეგო, განსხვავებული შემთხვევების უფრო მეტად მიზანმიმართულად ძიებას ემხრობიან და ანალიტიკური ინდუქციის ხუთ ძირითად ელემენტს გამოყოფენ: კვლევის ადრეულ ეტაპებზე კონკრეტული ფენომენის სქემატური განსაზღვრება და ახსნა; ეს განსაზღვრება და ახსნა კვლევის პროცესში მოგროვილი მონაცემების ჭრილშია შესწავლილი; საჭიროების შემთხვევაში, ახალი მონაცემების ფონზე (მაგალითად, თუ მონაცემები არ ერგება ახსნას ან განსაზღვრებას), ფორმულირებული განსაზღვრების და/ან ახსნის ცვლილება; ისეთი შემთხვევების შეგნებულად აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება ახსნას ან განსაზღვრებას არ შეესაბამებოდეს; ხელახალი განსაზღვრებისა და ხელახლა ფორმულირების პროცესის გამეორება, მანადმე, ვიდრე ისეთი ახსნა არ მიიღება, რომელიც ყველა მონაცემს მოიცავს და მანამდე, ვიდრე განზოგადებული ურთიერთიმიმართება არ დადგინდება, რომელიც ნეგატიურ შემთხვევებსაც მოიცავს. მუდმივი შედარება       მუდმივი შედარებისას მკვლევარი ახლად მიღებულ მონაცემებს უკვე არსებულ მონაცემებს და შექმნილ, განვითარებად კატეგორიებსა და თეორიებს ადარებს, რათა ისინი იდეალურად მოარგოს ერთმანეთს. ლოგიკურია, რომ ნეგატიურ შემთხვევებს ან მონაცემებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ არსებულ კატეგორიებსა და თეორიებს, მათი ცვლილება მოჰყვება და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მონაცემს სრულად არ მოიცავენ. ამ ტექნიკაზე უფრო სრულად 23-ე თავში ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს თვისებრივი ანალიზის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს. ტიპოლოგიური ანალიზი       ტიპოლოგიური ანალიზი, თავისი არსით, კლასიფიკაციის პროცესია (LeCompte and Preissle 1993: 257), როდესაც მონაცემები გარკვეული ზუსტი კრიტერიუმის საფუძველზე (მაგალითად, აქტები, ქცევა, მნიშვნელობები, მონაწილეობის ბუნება, ურთიერთობები, გარემოები, აქტივობები) ჯგუფებად, ქვესიმრავლეებად ან კატეგორიებად ერთიანდება. ეს მეორადი კოდირების პროცესია (Miles and Huberman 1984), როდესაც აღწერითი კოდები ქვესიმრავლეებში ერთიანდება. ტიპოლოგიები ფენომენების ერთობლიობაა, რომლებშიც უფრო ზოგადი ერთობლიობის ან კატეგორიის ქვეერთობლიობებია წარმოდგენილი (Lofland 1970). ლაზარფელდისა და ბარტონის (1951) მოსაზრებით, ტიპოლოგიის შექმნა შესაძლებელია ძირითადი განზომილების, ანუ, ძირითადი მახასიათებლის მიხედვით. ლოუფლენდი (1970) თვლის, რომ ტიპოლოგიების შექმნისას მკვლევარმა მიზანმიმართულად უნდა გააერთიანოს ყველა ის მონაცემი, რომელიც მონაწილის მიერ კონკრეტული საკითხის განხილვას ასახავს, ანუ, დააფიქსიროს რა სახის სტრატეგიებს იყენებს; ერთმანეთისგან გამოყოს და გამიჯნოს განსხვავებული სტრატეგიები; მოახდინოს მათი ერთობლიობებად და ქვეერთობლიობებად კლასიფიკაცია და მკითხველს მოწესრიგებული, სახელდებული და გადანომრილი სახით წარუდგინოს. დათვლა       დათვლის პროცესში ხდება კატეგორიებისა და კოდების სიხშირეების, ანალიზის ერთეულების, ტერმინების, სიტყვების ან იდეების დათვლა. ეს სიხშირეების სტატისტიკური ანალიზის საშუალებას იძლევა (მაგალითად, Monge and Contractor 2003). ამ მეთოდს ტრადიციულ კონტენტ ანალიზში იყენებენ და მას 23-ე თავში განვიხილავთ.       წინამდებარე თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზისა და გაფორმების რამდენიმე მიდგომა შემოგთავაზეთ. ეს თემები 23-ე თავში მოცემულ მასალასთან ერთად უნდა წაიკითხოთ, რადგან ეს ორი თავი ავსებს ერთმანეთს. ◄ წინა თავი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:41pm on ნოემბერი 22, 2017
თემა: ცნობიერების ნაკადისა და ფუნქციონალური ფსიქოლოგიები
კის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ჰარვარდთან, სადაც მიიღო განათლება ქიმიაში, მედიცინასა და ფილოსოფიაში. აქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა: ასწავლიდა ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლებივით იგი უთანხმებდა ერთმანეთს ფიზიოლოგისა და ფილოსოფოსის ინტერესებს. 1875 წლიდან ჯეიმსი ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას კითხულობდა და თავიდანვე გამოყო ადგილი ექსპერიმენტული დემონსტრირებისა და სტუდენტების ლაბორატორიული წრთობისთვის. ამ ლაბორატორიას ზოგჯერ რეალურად არსებულ პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიად მიიჩნევენ. თუმცა, სინამდვილეში, ის არასდროს ყოფილა კვლევითი ცენტრი, ისეთი, როგორიც იყო ვუნდტის ლაბორატორია. ჯეიმსს არ უყვარდა ექსპერიმენტული სამუშაო და, საბოლოოდ, თავის შემცვლელად ლაბორატორიაში გერმანიიდან მოიწვია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაო სახელის მქონე მეცნიერი ჰ. მიუნსტენბერგი, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა (იხ. თავი 7.2.). ჯეიმსი ბევრს მოგზაურობდა და პირადად იცნობდა წამყვან ევროპელ ფსიქოლოგებს, მათ შორის ვუნდტს, რომლის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ “იგი არ არის არავითარი გენიოსი, უბრალოდ პროფესორია, რომლის მოვალეობაა ყველაფრის ცოდნა და ყოველ საკითხზე საკუთარი აზრის ქონა”.       1890 წელს გამოქვეყნდა ჯეიმსის გახმაურებული წიგნი “ფსიქოლოგიის პრინციპები”, რომელშიც წარმოდგენილი იყო ავტორის ძირითადი ფსიქოლოგიური შეხედულებები. ამ წიგნს უდიდესი წარმატება ხვდა წილად და დღესაც ფსიქოლოგიის კლასიკად ითვლება. მიუხედავად ამისა, ჯეიმსის შეხედულებები ყველამ არ გაიზიარა. მაგალითად, იგივე ვუნდტი, რომელსაც ჯეიმსი აკრიტიკებდა, ამ წიგნის შესახებ ამბობდა: “ეს არის ლიტერატურა, შესანიშნავი ლიტერატურა, მაგრამ ეს არ არის ფსიქოლოგია”. ასეთი შეფასება ნიშანდობლივია იმ ოპონენტისთვის, რომელმაც ვერ დაუკარგა ჯეიმსის ნაწარმოებს ის, რაც საზოგადოდ ახასიათებს მის ტექსტებს - აზრის ნათელი, მოსწრებული და დამაჯერებელი გამოხატვა, რაც თავის მხრივ, დაფუძნებულია სულიერი სამყაროს ანალიზის, თვითდაკვირვების სრულიად გამორჩეულ უნარზე. ამ თვისებების გამო ჯეიმსი ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ავტორადაა მიჩნეული. მისი წიგნები თანამედროვე მკითხველსაც იტაცებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს “საუბრები მასწავლებლებთან” (1899) და “რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება” (1902). სიცოცხლის ბოლო წლები ჯეიმსმა თითქმის მთლიანად ფილოსოფიურ კვლევა-ძიებას მიუძღვნა. მან დაწერა წიგნი “პრაგმატიზმი” (1907), რომელმაც მისი ავტორი ფილოსოფიის ამ მნიშვნელოვანი მიმდინარეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და აღიარებულ ლიდერად აქცია.       ჯეიმსი ცნობიერების ძალიან ზუსტ აღწერით დახასიათებას იძლევა. განსხვავებით შინაარსებისა (ვუნდტი) და სტრუქტურული (ტიჩენერი) ფსიქოლოგიისაგან, სადაც ცნობიერებაში პირველ რიგში დისკრეტული ელემენტების ძიება მიმდინარეობს, ჯეიმსი ცნობიერებას ახასიათებს როგორც პროცესს, ნაკადს. ცნობიერების ნაკადი მუდმივად მიედინება. მისი დანაწევრება ელემენტებად, ჯეიმსის სიტყვებით, ისეთივე უაზრო საქმიანობაა, როგორც წყლის მაკრატლით დაჭრა. ჰერაკლიტე ამბობდა, ერთ და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. ჯეიმსი ამ გამონათქვამის პერეფრაზს აკეთებს და ამტკიცებს, რომ ცნობიერების ერთი და იმავე ნაკადში ორჯერ ვერ მოხვდები. ცნობიერება მუდმივი ცვალებადობაა. ცნობიერების ესა თუ ის მდგომარეობა არასდროს მეორდება იგივე სახით. მეორდება ობიექტი და არა ჩვენი შეგრძნება ან აზრი. როდესაც გამღიზიანებელი ობიექტი (სტიმული) მეორდება, მას შეცვლილი ფსიქიკა უხვდება. ძველი ობიექტი და ახალი ფსიქიკა ერთად ქმნიან ცნობიერების ახალი სახის მდგომარეობას. ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ რაიმე აზრი მეორდება, მაგრამ სინამდვილეში ყველა აზრი უნიკალურია, თუმცა წინა აზრის მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული. ამავე დროს, ჩვენ ხშირად ვამჩნევთ, თუ რაოდენ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები. ჯეიმსი ძალიან ხატოვნად გადმოსცემს ამ ვითარებას: ზოგჯერ ჩვენ თვითონ გვიკვირს, თუ რას ვფიქრობდით ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. წლიდან წლამდე მოვლენებს ახლებურად ვხედავთ. ის, რაც არარეალური გვე ჩვენებოდა, რეალურად იქცა; რაც გვაღელვებდა, მოსაწყენი და ჩვეულებრივი გახდა. მეგობრები, რომელებიც განსაზღვრავდნენ ჩვენს სამყაროს, წარსულის მკრთალ აჩრდილებად იქცნენ; ქალები, რომელთაც ვაღმერთებდით, ვარსკვლავები, ტყეები, ზღვები თავისი უსასრულობის განცდით - როგორი მოსაწყენი და პროზაული გახდა ეს ყოველივე. ან თუნდაც წიგნები: რას ვნახულობდით ასეთ მისტიკურს გოეთეს ნაწარმოებებში ან რად ვთვლიდით ჯ. ს. მილის თხზულებებს ესოდენ მნიშვნელოვნად?       ამრიგად, ცნობიერების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მუდმივი ცვალებადობაა, მაგრამ ცნობიერების ნაკადის კიდევ ერთი მახასიათებელი, ცვალებადობასთან ერთად, უწყვეტობაცაა. ეს უწყვეტობა, ცხადია, პირობითია. რეალურად ცნობიერებას აქვს ხარვეზები, როგორც, მაგალითად, ძილში, მაგრამ გაღვიძებისას ჩვენ მაშინვე ვუბრუნდებით ცნობიერების ჩვეულ ნაკადს, გვაქვს სრული რწმენა, რომ ეს ცნობიერება მოდის იმ ცნობიერებიდან, რომლითაც დავიძინეთ, ანუ, რომ ის ისეთივეა და ჩვენია. უწყვეტობის თეზისი იმასაც ნიშნავს, რომ ცნობიერების შინაარსები მკვეთრად არასდროს ცვალებადობს, მაგრამ თვისებრივი კონტრასტების არსებობა ჩვენს აზრებში თუ განცდებში თითქოს ამ დებულების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. განა გამაყრუებელი აფეთქება არ ყოფს ორად ცნობიერებას, რომელზეც ის ზემოქმედებს? მაგრამ, თუ კარგად ჩაუკვირდებით, დავინახავთ, რომ გრგვინვის ცნობიერება ერწყმის წინარე სიჩუმის ცნობიერებას, რომელიც გრძელდება - ეს ასეა, ვინაიდან, როცა აფეთქების ხმა გვესმის, ჩვენ განვიცდით არა უბრალოდ გრუხუნს, არამედ გრუხუნს, რომელმაც უეცრად დაარღვია სიჩუმე და მასთან კონტრასტში მოვიდა. ასეთ პირობებში გრგვინვის განცდა სრულიად განსხვავდება იმავე გრგვინვის შთაბეჭდილებისაგან, რომელიც მსგავსი ხმების რიგში გვეძლევა. ჩვენ ვიცით, რომ სიჩუმე და ხმაური ერთმანეთს სპობს და გამორიცხავს, მაგრამ გრუხუნის შეგრძნება ამავე დროს იმის ცნობიერებაცაა, რომ ამ მომენტში სიჩუმე შეწყდა. ადამიანის რეალურ ცნობიერებაში საეჭვოა, მოინახოს აწმყოთი იმდენად შეზღუდული განცდა, რომ მასში მინიშნებაც არ იყოს იმაზე, თუ რა უძღოდა წინ. ცნობიერების ყოველი ახლადწარმოქმნილი მოვლენა თავისი ძალის, ფოკუსირების, შინაარსისა და მიმართულების ნაწილს იღებს წინმსწრები აზრისაგან ან წარმოდგენისაგან. ამიტომ ცნობიერებას არ ეჩვენება თავისი თავი დანაწევრებულად. ცნობიერების შედარება ჯაჭვთან ან რიგთან ადექვატურად არ გამოხატავს მის ბუნებას, ვინაიდან მასში ვერ იპოვით შეერთებებს, ის უწყვეტი მიმდინარეობაა. მდინარე ან ნაკადი - აი ის მეტაფორები, რომლებიც ყველაზე უფრო ბუნებრივად აღწერენ ცნობიერებას.       ნაკადის ცვალებადობა და უწყვეტობა არ გამორიცხავს მასში განსხვავებული მდგომარეობების არსებობას. ნამდვილი მდინარის მსგავსად, ცნობიერების ნაკადში გამოიყოფა შედარებით მყარი მდგომარეობები, როდესაც ის ძალზე ნელა მიედინება ან თითქმის მორევივით არის გაჩერებული და დამდგარი. ამასთან, არსებობს გარდამავალი, სწრაფად წარმავალი მდგომარეობები, როდესაც ნაკადი იმდენად ჩქარია, რომ აღწერასა და დაკვირვებას არ ემორჩილება. ინტროსპექცია ამ ორთაგან მხოლოდ პირველს აფიქსირებს. ბორინგის შეფასებით, ეს მდგომარეობები შეიძლება შევადაროთ თვალსაჩინო შინაარსებს და არათვალსაჩინო აქტებს, რომლებსაც მოგვიანებით ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლები გამოკვეთენ (იხ. თავი 7.1.).       ჯეიმსი ცნობიერების ნაკადის შემადგენლობის დიფერენცირებას ახდენს არა მხოლოდ დროის განზომილების თვალსაზრისით, ანუ იმის მიხედვით, თუ რა სიჩქარით მოძრაობს ცნობიერების შინაარსი, არამედ ამ ფსიქიკური მოვლენის გამოკვეთილობის, სინათლის ხარისხის ასპექტითაც. ცნობიერებაში არსებობს გარკვეული და ნათელი ნაწილი ანუ ბირთვი და ბუნდოვანი, ბნელი პერიფერია. ამ უკანასკნელს ჯეიმსი სხვადასხვა სახელებს არქმევს: ფოჩები, მიმართებათა შარავანდედები, ფსიქიკური ობერტონები. აქ არსებული ნიუანსების მიუხედავად, ძირითადი არსი ყველგან ერთია -_ ისინი ცნობიერების მკრთალ ნაწილს, მის ფონს გამოხატავენ. ეს ფონი აზრს და მნიშვნელობას ასოციაციებისა და გრძნობების ქსელიდან იღებს. მაგალითად, თუ ადამიანს დაავიწყდა საგნის სახელი, ეს “შარავანდენდი” მოქმედებს, როგორც სქემა და სწორი მიმართულებით წარმართავს აზრს. ამ “ენის წვერზე” მომდგარი, ბუნდოვანი გამოუთქმელი აზრის წყალობით ხდება არასწორი დასახელების უარყოფა და სწორი დასახელების სანქციონირება.       ფსიქოლოგიური ობერტონების ამ დახასიათებაში შეიძლება დავინახოთ ცნობიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, ესაა მისი სელექციურობა. ცნობიერებაში ყოველთვის შერჩევა ხდება - ერთი შინაარსი წინ წამოიწევა, მეორე კი უკანა პლანზე გადადის იმის მიხედვით, თუ რა ღირებულება აქვს მას სუბიექტისთვის. სელექციის მექანიზმი ცნობიერებაში ყურადღებაა. “ყურადღება არის გონების რამდენიმე ერთდროულად შესაძლებელი ობიექტიდან ან აზრის მიმართულებიდან ცხად და ცოცხალ ფორმაში ერთის მიღების პროცესი”. ერთზე ფოკუსირება გულისხმობს სხვა შესაძლებლობებისაგან განყენებას, რათა ეფექტურად განხორციელდეს არჩეული მოქმედება. თუმცა, პრინციპში, მოქმედება შეიძლება ყოველგვარი ცნობიერი არჩევანისა და კონტროლის გარეშეც წარიმართოს. ამას ემსახურება ჩვევის მექანიზმი, რომელიც ჯეიმსის სისტემაში ყურადღების ცნობიერი მექანიზმის ალტერნატივად არის წარმოდგენილი. ჯეიმსი დიდ ადგილს უთმობს ჩვევების ანალიზს. ჩვევა, როგორც არაინსტინქტური, შეძენილი მოტორული ან მენტალური ავტომატიზმი ძალიან სასარგებლოა. ის აადვილებს და ნაკლებად დამღლელს ხდის საჭირო შედეგის მიღწევის პროცესს, შეაქვს მასში მეტი სიზუსტე. ამ მხრივ ის ერთგვარად ათავისუფლებს ყურადღებას, რომელიც არ არის საჭირო ჩვეული მოქმედებისას. საზოგადოდ, ჩვევა ცნობიერების ანტაგონისტია. ჩვეული მოქმედება, როგორც წესი, არ ცნობიერდება და მთელ რიგ შემთხვევებში ეს ოპტიმალურია და ეფექტური. მაგრამ ვითარება საპირისპიროდ იცვლება, როცა საქმე ცუდ ჩვეულებებთან გვაქვს; ასეთები კი ყველასთან გვხვდება და ზოგჯერ საკმაოდ მრავლადაც. ჯეიმსი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულება გადაიქცევა იმ ძალად, რომელიც აფერხებს პიროვნების განვითარებას და ხელს უშლის მის ბედნიერებას.       ჯეიმსი უდიდეს ყურადღებას უთმობდა პიროვნების ცნებას. მისი თანამედროვე ავტორებისაგან განსხვავებით, რომლებიც წმინდა ცნობიერების ფსიქოლოგიას ქმნიდნენ, ჯეიმსი ცდილობდა, გაეფართოვებინა ამ მეცნიერების ფარგლები და ცნობიერება სხვა კატეგორიებთან მიმართებაში მოეყვანა. ამ მცდელობათა წყალობით, იგი მრავალი ახალი ფსიქოლოგიური ორიენტაციის წინამორბედი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმსმა, მეცნიერული ფსიქოლოგიის გარიჟრაჟის დიდი თეორეტიკოსებიდან პირველმა დაამყარა მიმართება ცნობიერებასა და პიროვნებას, “მე”-ს შორის. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ცნობიერების განხილვა პიროვნებისაგან განყენებით დაუშვებელია. ცნობიერება ყოველთვის პიროვნულია იმ აზრით, რომ ის ვინმეს ეკუთვნის, ვინმეს ცნობიერებაა. ჯეიმსი, არსებითად, ინიციატორი გახდა ფსიქოლოგიაში პიროვნებისა და “მე”-ს პრობლემატიკის შემოტანისა. იგი პიროვნების ფსიქოლოგიის პირველი დიდი წარმომადგენელია.       პიროვნებას, ჯემსის აზრით, მიეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანი თავისად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, “მე”-ში სამი მხარე გამოიყოფა: 1) მატერიალური “მე”. მის არსებით ნაწილი ჩვენი სხეულია, მაგრამ ზოგადად, ეს არის იმ სულიერი თუ უსულო ობიექტებისა და მოვლენების ერთობლიობა, რასაც ადამიანი თავისას უწოდებს - მისი ტანსაცმელი, პირადი მოხმარების საგნები, სახლი, მიწა, ანგარიში ბანკში, აგრეთვე მეუღლე, შვილები, წინაპრები, ნათესაობა, მეგობრები და ა.შ. 2) სოციალური “მე”. სხვა ადამიანთა მიერ ჩვენი, როგორც პიროვნების აღიარება საზოგადოებრივ პიროვნებად გვაქცევს. ჩვენ არა მხოლოდ გვიყვარს საზოგადოებაში ყოფნა, არამედ გვაქვს თანდაყოლილი მიდრეკილება მივიპყროთ სხვების ყურადღება. ძნელია წარმოვიდგინოთ, წერს ჯეიმსი, უარესი დასჯა, ვიდრე იყო ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ გაქცევენ ყურადღებას, არ გპასუხობენ კითხვებზე, არ ინტერესდებიან შენი შემოქმედებით, ისე გექცევიან, როგორც უსულო საგანს. ასეთ შემთხვევაში ან სასოწარკვეთილება გვეუფლება, ან ვცოფდებით. ადამიანი, ფაქტობრივად, იმდენი სოციალური პიროვნებისაგან შედგება, რამდენი სხვა ადამიანიც აღიარებს მას. უფრო ზუსტი კი იქნებოდა გვეთქვა, რომ სოციალური “მე” არის ადამიანისთვის აქტუალური სოციალური როლებისა და საზოგადოებრივი ფუნქციების კომპლექსი. 3) სულიერი “მე”. პიროვნების ამ ასპექტში ჯეიმსი გულისხმობდა ცნობიერების მდგომარეობათა, ფსიქიკურ უნართა და თავისებურებათა ერთობლიობას, რომლის ბირთვიც პიროვნების აქტივობის განცდაა.       პიროვნების ეს ფენები ერთიანობას ქმნიან. მათი ინტეგრაცია ცნობიერებაში სპეციფიკური განცდების სახით აისახება. მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია თვითშეფასების განცდა. თვითშეფასება (საკუთარი თავით კმაყოფილება ან უკმაყოფილება) უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნული თვისებების შეფასებასთან და, ასევე, მათ შედარებასთან სხვა ადამიანების თვისებებთან. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეტენზიის დონესთანაც. პრეტენზიის დონე - პიროვნების თვითშეფასების სასურველი დონეა, რომელიც ვლინდება პიროვნების მიერ დასახული მიზნების სირთულეში. ადამიანის კმაყოფილება საკუთარი თავით და ცხოვრებით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს იგი საკუთარ შესაძლებლობებს, თავის მიზნებსა და დანიშნულებას. განიხილავდა რა თვითშეფასების გავლენას პიროვნების ქცევაზე, ჯეიმსმა გამოიყვანა თვითპატივისცემის ფორმულა, რომელიც წარმოადგენს მარტივ წილადს: მისი მრიცხველი გამოხატავს რეალურ წარმატებას, ხოლო მნიშვნელი - პრეტენზიას. მრიცხველის გადიდებით ან მნიშვნელის შემცირებით წილადი იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ პრეტენზიებზე უარის თქმა გვაძლევს ისეთივე სასურველ შემსუბუქებას, როგორსაც მათი განხორციელება რეალობაში. ეს ფორმულა საფუძვლად უდევს ადამიანის მისწრაფებას თვითსრულყოფისკენ და წარმატებისკენ, თვითგრძნობას და მასთან დაკავშირებულ სხეულებრივ თუ სულიერ ჯანმრთელობას.       პიროვნებასთან დაკავშირებული განცდების ანალიზისას ჯეიმსი გვერდს ვერ აუვლიდა თვითიდენტურობის განცდას. მართლაც, ცნობიერებაში პიროვნება მუდამ წარმოდგენილია, როგორც ერთი და იგივე, საკუთარი თავის იდენტური “მე”. ამ განცდის არსებობა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ “მე”-ს სპეციფიკურ მდგომარეობაში შედიან, აგრეთვე, წინა მდგომარეობათა შინაარსები, რაც “მე”-ს ფუნქციონალური იგივეობის განცდის საფუძველი ხდება: ახლანდელ წარმოდგენაში მეხსიერების წარმოდგენები შედიან, აზრი წინარე აზრიდან გამომდინარეობს, ემოციური და კოგნიტური მდგომარეობები კი ერთმანეთს გამსჭვალავენ. ამასთან ერთად, თვითიდენტურობის განცდის საფუძველი, ჯეიმსის ძალინ ზუსტი დაკვირვებების თანახმად, არის სხეულიდან მომდინარე ორგანული შეგრძნებები; ისინი მუდამ არსებობენ და მთელი მენტალური ცხოვრებაც მათ ფონზე იშლება.       სხეულიდან მომდინარე განცდებზე კეთდება აქცენტი ჯეიმსის შეხედულებაშიც ემოციის რაობის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ ემოციის თეორიადაა აღიარებული. ამ თეორიით ჯეიმსი იმის ჩვენებას ცდილობს, თუ რაოდენ მჭიდრო კავშირია ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს შორის. ეს კონცეფცია, რომელსაც შემდგომში ემოციის პერიფერიული თეორია ეწოდა, ჯეიმსმა პირველად წარმოადგინა 1884 წელს, წერილში “რა არის ემოცია”. იმავე წელს პრაქტიკულად იდენტური თვალსაზრისი გამოთქვა დანიელმა ფიზიოლოგმა კარლ ლანგემ. ფსიქოლოგიაში ეს თეორია ჯეიმს-ლანგეს თეორიის სახელით შევიდა. ის უპირისპირდება გავრცელებულ და, ერთი შეხედვით, სრულიად ბუნებრივ შეხედულებას, რომელშიც მოვლენების შემდეგი რიგია დადგენილი: რაიმეს აღქმა იწვევს ემოციას, ხოლო მას მოჰყვება სხეულებრივი ცვლილებები. ჯეიმსის მიხედვით, ემოციურ და სხეულებრივ პროცესებს შორის საწინააღმდეგო მიმართებაა: აღქმა იწვევს სხეულებრივ ცვლილებებს, რომლებიც ორგანულ შეგრძნებათა კომპლექსის სახით განიცდება; ეს განცდა არის ის, რასაც ემოცია ეწოდება. სხეულებრივი პროცესი ემოციას კი არ მოსდევს, არამედ წინ უსწრებს. ამ აზრს ჯეიმსი თავისი ცნობილი “პარადოქსული” გამონათქვამებით გამოხატავს: ჩვენ იმიტომ კი არ ვკანკალებთ, რომ გვეშინია, არამედ იმიტომ გვეშინია, რომ ვკანკალებთ; ან იმიტომ კი არ ვტირით, რომ ვწუხვართ, არამედ იმიტომ ვწუხვართ, რომ ვტირით.       უფრო მეტიც, ეს ემოციები სხვა არაფერია, თუ არა ორგანულ შეგრძნებათა ერთობლიობა. არ არსებობს ცალკე, სპეციფიკური ემოციური განცდა. ეს უკანასკნელი რეალურად ორგანულ შეგრძნებათა კომპლექსის განცდაა. ამ დებულებას ჯეიმსი, ისევ და ისევ, თავისი გამორჩეული თვითდაკვირვების მონაცემებით ასაბუთებს. ავიღოთ რაიმე ემოცია, ამბობს იგი, და მოვაცილოთ მასთან დაკავშირებული მთელი სხეულებრივი სიმპტომატიკა. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ემოციისაგან არაფერი დარჩება; არ დარჩება არავითარი სხვა “ფსიქიკური მასალა”, რომელსაც შეიძლება ემოცია ეწოდოს. არ შეიძლება აღწერო შიში და არაფერი თქვა გულისცემაზე, კანკალზე, გაფითრებაზე, სუნთქვის შეკვრაზე ან გახშირებაზე, კუნთურ დაძაბულობაზე და ა.შ. შიშის ამ გამოვლინებების მოცილება თვით შიშის, როგორც ემოციის მოცილებას ნიშნავს. ერთადერთი, რამაც შეიძლება მისი ადგილი დაიკავოს, ეს მხოლოდ ინტელექტუალური შინაარსია, ცივი, გულგრილი მსჯელობა, რომ ის, რაც ხდება, ჩემთვის საშიშია. ეს კი, ცხადია, ემოცია არ არის.       ემოციის გარეგამოხატულებათა შეკავება, შეფერხება, “დაწყნარებული” პოზიციის დაჭერა ემოციის ჩაქრობას იწვევს. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია განზრახ გავაჩინოთ ემოცია, თუ ხელოვნურად გამოვიწვევთ მის შესატყვის გარეგამოხატულებებს. ჯეიმსის თქმით, თუ ადამიანი დიდხანს ზის დარდიანი სახით, დაღვრემილ პოზაში, ოხრავს, ნაღვლიანი ხმით პასუხობს კითხვებზე, მას აუცილებლად დაეუფლება მელანქოლია. ან პირიქით, მხიარული გამომეტყველების მიღებით შეიძლება თავი გაიხალისო. გარდა ამისა, ემოციების გამოწვევა შესაძლებელია გარკვეული ნივთიერებების მიღებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკები). მათ მიერ აღძრული ორგანიზმული ცვლილებები სათანადო შეგრძნებებს იწვევს, რომლებიც განიცდება, როგორც ემოცია.       ჯეიმს-ლანგეს თეორიის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია. მრავალ გამოკვლევაში, რომელთა შორის აღსანიშნავია გამოჩენილი ფიზიოლოგების ჩარლზ შერინგტონისა და ჯეიმსის მოწაფის უოლტერ კენონის ნაშრომები, ნაცადი იყო ამ თეორიული მოდელის ექსპერიმენტული შემოწმება. ცდების შედეგები ძირითადად მოწმობს იმას, რომ მაშინაც, როცა გარკვეული ანატომიური პროცედურების მეოხებით სხეულიდან მომდინარე ორგანული გაღიზიანების შეგრძნების შესაძლებლობა გამორიცხულია, ცხოველები ამჟღავნებენ მკაფიოდ გამოხატულ შიშის, ბრაზისა და სხვა ემოციებს. ეს შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ ემოცია არ დაიყვანება ორგანულ შეგრძნებებზე. მიუხედავად ამისა, უეჭველია, რომ მათ შორის უმჭიდროესი კავშირი არსებობს. ამ თეორიაში უდავოდ არსებობს რაციონალური მარცვალი, რის გამოც ის დღესაც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას.       ჯეიმსი განაზოგადებს ემოციის თეორიის დედააზრს და მას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს. სახელდობრ, იგი ამბობს, რომ “ჩვენ შეგვიძლია თამამად წამოვაყენოთ ზოგადი კანონი, რომლის თანახმადაც არც ერთი ფსიქიკური მოდიფიკაცია არ ხორციელდება, თუ მას არ ახლავს სხეულებრივი ცვლილება”. აქედან ჩანს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯეიმსი სხეულებრივის (ფიზიოლოგიურის) და ფსიქიკურის ურთიერთობას. ეს გარემოება პირდაპირ არის ასახული ფსიქოლოგიის ჯეიმსის მიერ შემოთავაზებულ განმარტებაში, რომლის მიხედვითაც ის არის მეცნიერება ფსიქიკური (მენტალური) მოვლენებისა და მათი პირობების შესახებ. ფსიქიკურ მოვლენებში აქ უშუალო გამოცდილება, ცნობიერება იგულისხმება, ხოლო პირობები ნიშნავს ფსიქიკურის საფუძვლად მდებარე და მის თანმდევ სხეულებრივ (მათ შორის ნევროლოგიურ) პროცესებს. ჯეიმსის რწმენით, ფსიქიკური ფენომენების განხილვა უნდა მოიცავდეს ანალიზის განცდისეულ (ფენომენოლოგიურ) და ორგანიზმულ (ფიზიოლოგიურ) დონეს. ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, ჯეიმსი ცდილობდა მოენახა სხეულებრივი საფუძვლები თავისი შეხედულებებისთვის და დაედგინა ფიზიოლოგიური კორელატები ყოველი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. ჯეიმსი თვლიდა, რომ ასეთი მიდგომა მეტაფიზიკიდან თავის დაღწევას და ფსიქოლოგიის ნამდვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოზიციებზე დადგომას ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, მასში არ უნდა დავინახოთ ცალსახა ფიზიოლოგიური დეტერმინიზმის გამოვლინება. პირიქით, ჯეიმსი ებრძოდა ასეთ თვალსაზრისს და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფსიქიკა არ არის უბრალოდ ფიზიოლოგიური პროცესების მომყოლი ეპიფენომენი, მათი თანმხლები უფუნქციო და უკუზემოქმედების უნარსმოკლებული მოვლენა. ის გარემოება, რომ ცნობიერების ინტენსიფიკაცია სწორედ ნერვული პროცესების გართულების შემთხვევებში ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ ცნობიერებას, გარკვეულ პირობებში, შეუძლია ჩაერთოს აქტივობის მიზეზობრივ ჯაჭვში. ამ დროს იგი რეალური ძალაა, ფაქტორია, რომელიც თვითონ ზემოქმედებს სხეულებრივ პროცესებზე. ამდენად, ჯეიმსის მიდგომა ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემისადმი ინტერაქციონისტულია - ფიზიოლოგიური და ფსიქიკური პროცესები ურთიერთზემოქმედებენ და ორივე ერთად განსაზღვრავენ ქცევას.       ქცევის კატეგორიის განხილვისას ჯეიმსი მართლაც ხშირად მიმართავს ფიზიოლოგიურ და ცერებრალურ ცნებებს. იგი საუბრობს ტვინის უჯრედებსა და ბოჭკოებში გავლილი ნერვული იმპულსების გაძლიერებასა თუ შესუსტებაზე, მათ სიჩქარესა თუ მიმართულებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და, საბოლოოდ, სამოძრაო ცენტრების აგზნებაზე. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმი, ის ფუნქციონირებს ქცევის ფსიქოლოგიური რეგულაციის სხვადასხვა დონეზე. მათ შორის ყველაზე დაბალია რეფლექსებისა და ინსტინქტების დონე, რომელიც თანდაყოლილ და ავტომატურ მოქმედებებს მოიცავს. ჩვევები და ჩვეულებები უფრო მაღალ დონეს შეადგენენ, ვინაიდან მათი გამომუშავება თუ შეძენა ცხოვრების პროცესში ხდება, თუმცა ისინიც ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობენ. თვისებრივად მაღალ დონეზე ავდივართ მაშინ, როდესაც ქცევის ორგანიზაციის საქმეში ერთვება ცნობიერება. აქ უკვე საქმე გვაქვს ე.წ. ცნობიერ მოქმედებებთან. ჯეიმსი მათ ორ სახეობას განიხილავს: იდეომოტორული მოქმედებები და ნებელობითი მოქმედებები. იგი ამოდის იქიდან, რომ აზრი მოძრაობის შესახებ ან მოქმედების მიზნის იდეა უშუალოდ იწვევს სათანადო მოძრაობას, თუ მას არ აფერხებს ცნობიერებაში იმავდროულად არსებული სხვა იდეა. ამ თვალსაზრისს იდეომოტორული თეორია ეწოდება. ამ თეორიას, ჯეიმსის გარდა, სხვა დამცველებიც ჰყავდა (ლოტცე, კარპენტერი, მიუნსტენბერგი, თარხნიშვილი და სხვა). ჯეიმსის მიხედვით, ადამიანის ცნობიერ მოქმედებათა უმეტესობას ასეთი იდეომოტორული აქტები შეადგენენ.       საკუთრივ ნებელობითი მოქმედება და მისი სანქციონირება ხდება მაშინ, როცა საჭიროა ხელისშემშლელი მოტორული იდეის მოცილება. ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება გადადის ერთი ალტერნატივიდან მეორეზე. ყოყმანის ეს უსიამოვნო მდგომარეობა მაშინ მთავრდება, როდესაც ერთ-ერთი იდეა (იგივე მოტივი) საბოლოოდ იმარჯვებს და ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება. ნებელობა აქტიურად მონაწილეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება შედგეს. “ნებისყოფის დაძაბვით ჩვენ ერთ-ერთ მოტივს უპირატეს მნიშვნელობას ვანიჭებთ”, ამბობს ჯეიმსი. სუბიექტურად და ფენომენოლოგიურად ეს დაძაბვის განცდა ნებისყოფის ტიპური აქტის სპეციფიკური და გამორჩეული მომენტია. ავტორის აზრით, ამ მომენტის არსებობა იმდენად თვალსაჩინოდ არის მოცემული თვითდაკვირვებაში, რომ მისი უარყოფა შეუძლებელია. ის გამოხატავს ნებელობის მუშაობის ორ ძირითად ასპექტს: მოტივის სანქციონირებას, ანუ მოტორული იდეის ყურადღების ცენტრში მოქცევას და ზრუნვას იმაზე, რომ ამ მოტივის გაბატონება დანარჩენებზე მოქმედების დასრულებამდე მყარი იყოს.       ამავე დროს, ჯეიმსი კარგად ხედავს იმასაც, რომ არსებობს სერიოზული შეზღუდვები გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების გზაზე. არსებობს ფსიქიკური ცხოვრების სფერო, სადაც ნება, უბრალოდ, უძლურია. ნებელობის ვერავითარი დაძაბვით ვერ გააკეთებ იმას, რაც არ იცი, ან რაზეც ხელი არ მიგიწვდება: ჩინურის უცოდინარი ადამიანი ამ ენაზე ვერ ალაპარაკდება და სურვილისამებრ ვერც მარსზე გაფრინდება, მაგრამ რეალური შეზღუდვების სფერო ბევრად ფართოა და მისი ნამდვილი საზღვრის დადგენა უკიდურესად რთულია ან სულაც შეუძლებელი. “გადაწყვეტილებები, რომლებზეც დაიხარჯა გარკვეული ძალისხმევა, თანდათან ერწყმიან იმათ, რომლებიც ძალისხმევის გარეშე განხორციელდნენ და ჩვენთვის არც ისე ადვილია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად სად არის ეს შეზღუდვები”. მაშინ, სად გადის საზღვარი უნებლიე და ნებელობით მოქმედებას შორის? უფრო ზოგადად: თუ არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, რაც აშკარად ასეა, მაშინ როგორია ნებელობის შესაძლებლობები და საზღვრები? პრინციპში, ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ რადიკალური ვოლუნტარიზმის პოზიციაზე და დავუშვათ, რომ თავისუფალი ნების დაძაბვის აქტი არაფერზე არ არის დამოკიდებული - არც გარე პირობებზე, არც მოტივებზე, არც ხასიათზე, ანუ, მათემატიკური ენით რომ ვილაპარაკოთ, “დამოუკიდებელი ცვლადია”. ამ შემთხვევაში იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ მის მიერ გამოწვეული ქმედება ამოვარდნილია დეტერმინიზმის ჯაჭვიდან და, შესაბამისად, მეცნიერების შესწავლის ობიექტი ვერ იქნება. მაგრამ, ჯეიმსის აზრით “ფსიქოლოგს შეუძლია წარმოადგინოს მრავალი მოსაზრება დეტერმინიზმის სასარგებლოდ. იგი მონაწილეობს მეცნიერების მშენებლობაში, იქ კი, სადაც ჩვენ ვხვდებით “დამოუკიდებელ ცვლადს”, მეცნიერებისთვის ადგილი არ არის”.       ერთი სიტყვით, ჯეიმსის წინაშე მთელი სიმწავავით დადგა ნების თავისუფლების საკრამენტალური პრობლემა. ეს პრობლემა, როგორც ვნახეთ, ანტიკური ხანიდან იდგა იმ მოაზროვნეთა ყურადღების ცენტრში, ვისაც აინტერესებდა ადამიანური ქცევის სპეციფიკა და, ასევე, ზოგადად პიროვნების, როგორც საზოგადოებრივი და ზნეობრივი არსების თავისებურება. მოგვიანებით ამ პრობლემამ თავისუფლება-დეტერმინიზმის პრინციპების დაპირისპირების სახე მიიღო. ბუნების მეცნიერებათა ზეობის ხანაში, როდესაც ჯეიმსი მოღვაწეობდა, ამ პრობლემას მეცნიერთა უმეტესობა, მათ შორის ფსიქოლოგებიც, დეტერმინიზმის სასარგებლოდ წყვეტდნენ. ჯეიმსი თავისუფლება-დეტერმინიზმის დიქოტომიის მახეში გაება. მისთვის ორივე ალტერნატივა ერთნაირად მნიშვნელოვანი და სარწმუნო აღმოჩნდა. ფსიქოლოგიის ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება მკვლევარი, რომელიც ასეთი ეგო-ჩართულობით ებრძოდა ამ პრობლემას. ერთ მხარეს იყო მისი ზოგადმეცნიერული წარმოდგენები, მეცნიერების ის მოდელი, რომელიც იმხანად საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ეს მოდელი გულისხმობდა მიზეზობრიობას, კანონზომიერებას, მოვლენის ახსნას მისი გამომწვევი ფაქტორების დადგენის გზით. ჯეიმსი ფსიქოლოგიას ბიოლოგიასთან აკავშირებდა და, მაშასადამე, ფსიქოლოგიას საბუნებისმეტყველო დარგად თვლიდა, სადაც მკაცრი დეტერმინიზმი სუფევს და რომელიც, მისი სიტყვებით, “მუშაობს პრაქტიკული წინასწარმეტყველებისა და კონტროლის მიმართულებით”. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ნამდვილი მეცნიერება, მაშასადამე ფსიქოლოგიაც, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს.       მეორე მხარეს იყო არანაკლებ ურყევი და ღრმა რწმენა იმისა, რომ თავისუფალი ნება არსებობს და ის რეალურად ერევა ადამიანის ქცევასა და ცხოვრებაში. ეს რწმენა არ იყო მხოლოდ ვარაუდი ან თეორიული მოსაზრება. ის გამყარებული იყო მისი პირადი გამოცდილებით და, აქედან გამომდინარე, უეჭველი ფაქტის ძალა ჰქონდა. ჯეიმსის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ თავისი მეცნიერული კარიერის დასაწყისში მან პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყვანა საკუთარი თავი უმძიმესი დეპრესიის მდგომარეობიდან, აიძულა თავისი თავი, წაეკითხა ლექციები და, საზოგადოდ, გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა თვითმკვლელობის მძაფრ იმპულსს განიცდიდა. შემდგომში იგი იხსენებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მან ირწმუნა თავისუფალი ნების არსებობა და შეგნებულად მოუღო ბოლო ამ მდგომარეობას. მან თქვა: ჩემი თავისუფალი ნების პირველი აქტი იქნება გადაწყვეტილება, ვირწმუნო თავისუფალი ნება და ყოველმხრივ განვამტკიცო ჩემში არსებული მორალური თავისუფლების განცდა.       ამრიგად, ჯეიმსი მეტად მძიმე ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან კანონზომიერება, დეტერმინიზმი და მეცნიერება, ან თავისუფლება, ინდეტერმინიზმი და რწმენა. აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ მიმართა ჯეიმსმა თავისი გულისყური რელიგიისა და რწმენის ფენომენებისკენ. მისი ზემოთ ნახსენები წიგნი რელიგიური განცდების შესახებ რელიგიის ფსიქოლოგიის კლასიკური ნიმუშია. ჯეიმსი თავს არ მიიჩნევდა რელიგიურ ადამიანად ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, იგი იშვიათი შეუპოვრობით იცავდა აზრს რელიგიური რწმენის პრაგმატული მიზანშეწონილების თაობაზე. მისი სიტყვებით, “ენერგიულობა და გამძლეობა, სიმამაცე და სასიცოცხლო პრობლემებთან გამკლავების უნარი ახასიათებს იმათ, ვინც რელიგიურია”. რელიგიური განცდების საფუძვლიანმა შესწავლამ მიიყვანა დასკვნამდე, რომ ისინი იწვევენ სიხარულს, “დინამიკურ აგზნებას”, ამით აძლიერებენ და ახალისებენ სასიცოცხლო ძალებს, ებრძვიან მელანქოლიას, იწვევენ სიმშვიდეს და ჰარმონიას სულში, ეხმარებიან პიროვნებას ახალი საზრისის მოპოვებაში. ამდენად, რელიგია და მასთან დაკავშირებული განცდები სასარგებლოა. პრაგმატიზმის ფილოსოფიის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი თავკაციც ჯეიმსი იყო, ეს მათ ჭეშმარიტებაზეც მიუთითებს. პრაგმატიზმის კონცეფციის თანახმად, ჭეშმარიტება არის იდეა, რომელიც ყველაზე კარგად “მუშაობს”, მივყავართ წარმატებასთან, სარგებლობისა და კმაყოფილების მომტანია.       საბოლოოდ, ამავე ლოგიკით იხელმძღვანელა ჯეიმსმა ნების თავისუფლების პრობლემის “გადაწყვეტისას”. ნების თავისუფლების განცდა აძლევს ადამიანს რწმენას, რომ იგი არ არის გარეშე ძალების ტყვეობაში და შეუძლია თვითონ წარმართოს საკუთარი ქცევა. ამიტომ იგი ამ ქცევაზე პასუხისმგებელი ხდება, რაც მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივი ცხოვრების საფუძველია. ამის გათვალისწინებით, ნების თავისუფლების იდეა სასარგებლოა და, პრაგმატული თვალსაზრისით, ჭეშმარიტი. ერთი სიტყვით, ჯეიმსმა ზემოთ აღნიშნული ჩიხიდან გამოსავალი ფსიქოლოგიაში კი არა, პრაგმატიზმის ფილოსოფიაში მონახა. მან აღიარა, რომ “საკითხი ნების თავისუფლების შესახებ წმინდა ფსიქოლოგიურ ნიადაგზე ვერ გადაწყდება” და მისი გადაჭრა მეტაფიზიკას გადაულოცა. მიუხედავად ამისა, ჯეიმსს არ სურდა მთლიანად მოწყვეტოდა მეცნიერების ნიადაგს და ისიც თქვა, რომ ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას, შეუძლია დეტერმინიზმის პრინციპი განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალი ნება რეალობაა. მას შეუძლია თავისუფლება იმ სივრცეში დატოვოს, სადაც “მეცნიერება უბრალოდ ჩერდება”.       ამ წინააღმდეგობრივი და არსებითად კაპიტულანტური პოზიციის გამო ჯეიმსმა ბევრი საყვედური დაიმსახურა. თუმცა, ზოგიერთი კომენტატორი, კერძოდ გ. ოლპორტი, მასში დადებით მხარეებსაც ხედავს და ჯეიმსის, როგორც მოაზროვნის პატიოსნებისა და გულწრფელობის გამოვლინებად მიიჩნევს. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლება-დეტერმინიზმის დიქოტომიასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიაში შეთანხმება ახლაც არ არის მიღწეული, ჯეიმსის პოზიციის გაგება სავსებით შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი ავიღოთ საკითხის მეცნიერულ კვლევაზე და დავკმაყოფილდეთ პრაგმატული სარგებლიანობის კონსტატაციით.       სხვათა შორის, სარგებლიანობის ამ პრინციპს ჯეიმსი ძალიან ფართოდ ავრცელებს და უყენებს ყველაფერს, მათ შორის ცნობიერების ფუნქციის საკითხსაც. მისი აზრით: “ცნობიერება, როგორც ჩანს, ყველა სხვა ბიოლოგიური ფუნქციის მსგავსად, განვითარდა იმიტომ, რომ იგი სასარგებლოა”. აქედან ჩანს, რომ ჯეიმსი ფუნქციონალური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას. ცნო ბიერება პირველ რიგში უნდა განვიხილოთ იმ ფუნქციის, იმ როლის მიხედვით, რომელსაც ის ორგანიზმის გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით ასრულებს. ეს ფუნქცია არის ადაპტური მოქმედების უზრუნველყოფა. ამის გარეშე ცნობიერებას აზრი ეკარგება, მისი წარმოშობა გაუგებარი ხდება. ცნობიერება ევოლუციის მსვლელობაში ფორმირდება, როგორც გართულებული ადაპტური პროცესის ორგანიზაციის უნარი. ინსტინქტურ მოქმედებას არ ესაჭიროება ცნობიერება. ის წინასწარი გეგმისა და დასწავლის გარეშე ხორციელდება. მთავარია არსებობდეს გამღიზიანებელი და სათანადო ნერვული მექანიზმი. მოქმედების დასწავლილ და ავტომატიზირებულ ფორმებსაც (ჩვევა, ჩვეულება) არ ესაჭიროება ცნობიერება. მაგრამ, როდესაც ვითარება რთულდება და მოქმედების ეს სახეები ვეღარ წყვეტენ ადაპტაციის ამოცანებს, საქმეში ჩაერთვის ცნობიერება, როგორც სელექციის, ფილტრაციის, პროგნოზირების, დაგეგმვის, შეფასების, სანქციონიერებისა და ა. შ. მექანიზმი. ის ემსახურება აქტივობის რთულ ფორმებს და, ამ აზრით, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც გვევლინება “საბოლოო მიზნებისთვის მებრძოლ” რეალურად მოქმედ ძალად. ეს იდეები შემდგოში ფუნქციონალიზმში განვითარდა.       ის გარემოება, რომ ჯეიმსი ფსიქიკას, ერთი მხრივ, მოქმედების კატეგორიასთან მიმართებაში განიხილავს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს კავშირზე ცნობიერებას, სხეულებრივ, ნერვულ პროცესებსა და გარემოს შორის, უფლებას აძლევს ფსიქოლოგიის ზოგიერთ ისტორიკოსს, იგი ბიჰევიორიზმის უშუალო წინაპრადაც კი გამოაცხადოს. ეს, ალბათ, ერთგვარი გადაჭარბებაა, ვინაიდან ჯეიმსი უფრო ცნობიერების ფსიქოლოგიის წარმომადგენელია, ანუ იმ ფსიქოლოგიისა, რომელსაც კლასიკური ბიჰევიორიზმი დაუპირისპირდა. ცნობიერებისა და მოქმედების ურთიერთმიმართება მას, პირველ რიგში, ცნობიერების ფუნქციონალური დახასიათების კუთხით აინტერესებდა, ორთოდოქსული ბიჰევიორიზმი კი სრულებით უარყოფს ცნობიერებას და მის მიმართებას ქცევასთან.       საზოგადოდ, ჯეიმსი ბევრი ფსიქოლოგიური მიმდინარეობის სათავეებთან დგას, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არც ერთს არ მიეკუთვნება და დამოუკიდებელი ბუმბერაზი ფიგურაა. მისი ინტერესებისა და მიდგომების დიაპაზონი იმდენად ფართო იყო, რომ ვერ ხერხდებოდა მათი რეალიზაცია ერთი კონკრეტული სკოლის ან ორიენტაციის ფარგლებში. მისი მეცნიერული ცნობისმოყვარეობა ვრცელდებოდა ყველაფერზე, დაწყებული ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებიდან, დამთავრებული ჰიპნოზითა და ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობებით. ფუნქციონალური, ბიჰევიორისტული და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები მას თავიანთ ავტორად მიიჩნევენ. პირველ ორთან ჯეიმსის მიმართებაზე უკვე ითქვა. რაც შეეხება ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას, ის ჯეიმსთან კავშირს პიროვნების კატეგორიის მეშვეობით ამყარებს. “მე”-ს სტრუქტურა, თვითგანცდა, თვითშეფასება - ის თემებია, რომლებზეც სწორედ ჯეიმსმა დაიწყო ლაპარაკი და რომლებიც შემდგომში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ინტერესებშიც მოექცა. მიუხედავად ამისა, ჯეიმსი ვერ ჩაითვლება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმდინარეობის წარმომადგენლად თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ფენომენოლოგიურ და ეგზისტენციალურ ფილოსოფიას ემყარება, რომელიც არსებითად განსხვავდება ჯეიმსის პრაგმატიზმისაგან და, უმეტეს შემთხვევაში, კიდეც ეწინააღმდეგება მას. აქ შეიძლება აღინიშნოს ე.წ. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიაც, რომელიც შეისწავლის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს, მისტიკურ განცდებსა და პარაფსიქოლოგიურ ფენომენებს. ჯეიმსი დაინტერსებული იყო ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობებით და მათ გამოსაწვევად საკუთარ თავზე ცდებს ატარებდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით. დღეს ამ მდგომარეობათა შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს და ჯეიმსი ფსიქოლოგიის ფარგლებში კვლევის ამ მიმართულების ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება.       ჯეიმსი ძალიან პოპულარული იყო ამერიკაში. ამას, უდავო მეცნიერული დამსახურებების გარდა, მისი გამორჩეული პირადი თვისებებიც უწყობდა ხელს. ჯეიმსის ნაცნობები მიუთითებდნენ მის იშვიათ ერუდირებულობაზე, კეთილმოსურნეობაზე, დახვეწილ იუმორზე, თავმადაბლობაზე და თვითკრიტიკულობაზე. ამაში გვარწმუნებს ჯეიმსის მიერ მისივე “ფსიქოლოგიის პრინციპების” შეფასება. ამ მონუმენტურ თხზულებაზე, რომელმაც მას საქვეყნო სახელი მოუტანა, იგი ამბობდა: ეს არის საძაგელი, უზომოდ გაბერილი, წყალმანკით შეპყრობილი ქაღალდის მასა, რომელსაც მხოლოდ ორი ფაქტის დადასტურება შეუძლია: ერთი, რომ ისეთი მეცნიერება, როგორიც ფსიქოლოგიაა, არ არსებობს და მეორე, რომ უილიამ ჯეიმსი არაფრად ვარგა. კიდევ კარგი, რომ თვითშეფასების ფენომენის პირველი მკვლევარი ამ შემთხვევაში ცდებოდა: ამ წიგნმა უთუოდ განამტკიცა ფსიქოლოგიის, როგორც შემდგარი მეცნიერების სტატუსი, მისი ავტორი კი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოაზროვნის სახელით შევიდა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში. 6.5. ფუნქციონალური ფსიქოლოგია       ჯეიმსის “ცნობიერების ნაკადის” ფსიქოლოგია და ტიჩენერის სტრუქტურული ფსიქოლოგია პირველი ამერიკული თეორიული სისტემებია. ჯეიმსი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, მაგრამ საკუთარი სკოლა არ შეუქმნია. ტიჩენერსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ მისი სკოლა განზე იდგა ამერიკული ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ტენდენციებისაგან. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობის სახით ამერიკაში ფუნქციონალური ფსიქოლოგია გვევლინება. მის ჩამოყალიბებაზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ჯეიმსმაც და ტიჩენერმაც. ჯეიმსი მართებულადაა მიჩნეული ამ მიმდინარეობის წინამორბედად. ფუნქციონალიზმი ეყრდნობა ჯეიმსის იმ დებულებას, რომ ცნობიერება ბიოლოგიური სარგებლიანობით ხასიათდება, რაც გასაგებს ხდის მის წარმოშობასა და განვითარებას. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინება, თუ რას აკეთებს ცნობიერება (ფუნქცია), შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რისგან შედგება იგი (შინაარსი). ჯეიმსის მიხედვით, ცნობიერების მთავარი ფუნქციაა არჩევანი. ცნობიერება ყოველთვის მიმართულია გარკვეულ მიზანზე, რომელიც, საბოლოოდ, ემსახურება ორგანიზმის შეგუებას გარემო პირობებთან. მიზნის მიღწევის გზაზე ცნობიერება მუდმივი შეფასების პროცესშია, რაღაცას იწყნარებს ან უკუაგდებს, მოკლედ, არჩევანის, ფუნქციას ახორციელებს.       ტიჩენერი, პირიქით, თავის მთავარ ამოცანას ცნობიერების შინაარსის დადგენაში ხედავდა და ცნობიერების ფუნქციას არ იკვლევდა. ამით იგი არსებითად უპირისპირდებოდა ფუნქციონალიზმს, მაგრამ საინტერესოა, რომ თავისდაუნებურად, სწორედ ტიჩენერმა მისცა სტიმული ფუნქციონალური ფსიქოლოგიის, როგორც სტრუქტურული ფსიქოლოგიისადმი ოპოზიციური სკოლისა და მიმდინარეობის დამკვიდრებას. საქმე ის არის, რომ თავის ნაშრომში “სტრუქტურული ფსიქოლოგიის პოსტულატები” (1898), ტიჩენერმა მკაფიოდ გამიჯნა ფსიქოლოგიის სახეები, დაარქვა მათ სახელები და გამოყო პრიორიტეტები. ეს ანალიზი ეყრდნობა ანალოგიას ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამ სახეობას შორის: ბიოლოგიის ერთი ნაწილი მორფოლოგია - ადგენს, თუ რა ორგანოებისაგან შედგება სხეული, ანუ შეისაწვლის მის სტრუქტურას. იმავეს აკეთებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომლის ძირითად ბირთვს ტიჩენერის სკოლის წარმომადგენლები ქმნიან. იგი ცნობიერებას შემადგენელ ნაწილებად ყოფს. სტრუქტურული ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ცნობიერების ანატომიაა. უკვე გამოყოფილ და აღწერილ ორგანოს შეისწავლის ბიოლოგიის შემდეგი დარგი, ფიზიოლოგია. მისი ამოცანაა გაარკვიოს, თუ რას და როგორ აკეთებს ეს ორგანო. ამავე კუთხით - განიხილავს სულიერ ცხოვრებას ფუნქციონალური ფსიქოლოგია, რომელიც ფსიქიკური სტრუქტურების ფუნქციას არკვევს. დაბოლოს, გენეტიკური ბიოლოგია განიხილავს ორგანოების განვითარებას ფილოგენეზში, ემბრიოგენეზში და ონტოგენეზში. შესაბამისად, ევოლუციური ფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკური სტრუქტურებისა და ფუნქციების გენეზისის საკითხებს. აღიარებდა რა ფუნციონალისტური თვალსაზრისის კანონიერებას, ტიჩენერი მოუწოდებდა ფსიქოლოგებს, რომ შეესწავლათ ცნობიერების სტრუქტურა ექსპერიმენტული ინტროსპექციის გზით.       ამ ნაშრომის გამოსვლამდე ორი წლით ადრე ჯონ დიუიმ (1859-1952) “ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოაქვეყნა წერილი “რეფლექტორული რკალის თეორია ფსიქოლოგიაში”, რომელიც, ფორმალურად, ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ათვლის წერტილად არის მიჩნეული. მანამდე მან გამოსცა პირველი ამერიკული სახელმძღვანელო ფსიქოლოგიაში (1886). ჯეიმსის განთქმული “ფსიქოლოგიის საფუძვლების” გამოსვლამდე იგი ძალიან პოპულარული იყო. 1894 წელს დიუი სათავეში ჩაუდგა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც ათი წლის განმავლობაში სასარგებლო საორგანიზაციო სამუშაო ჩაატარა. მან დააფუძნა სასწავლო ლაბორატორია, ჩართო სასწავლო საგნების სიაში პედაგოგიკა, რაშიც გამოვლინდა მისი ინტერესი გამოყენებითი, კერძოდ, განათლების სფეროს საკითხებისადმი (იხ. თავი 7.3.). ამასთანავე, იგი კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში (დიუი პრაგმატიზმის ფილოსოფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია). 1904 წელს დიუი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც, ძირითადად, ფილოსოფიისა და განათლების საკითხებით იყო დაკავებული. “ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოქვეყნებულ წერილში დიუიმ გაილაშქრა ავტომატიზმის იდეის წინააღმდეგ ფსიქიკური მოქმედების სფეროში. ამისთვის მან მიმართა ე.წ. რეფლექსური რკალის ანალიზს. დიუის აზრით, უბრალო რეფლექსიც კი არ არის ელემენტების მექანიკური ჯამი; იგი ამ ელემენტების კოორდინაციაა. სინამდვილეში არ არსებობს თავისთავად სტიმული და რეაქცია. სტიმული მხოლოდ მაშინ არის სტიმული, როცა იწვევს პასუხს, ხოლო პასუხი არის პასუხი, რამდენადაც არსებობს სტიმული. რეფლექსი მათ შორის სასარგებლო კოორდინაციის დამყარების საშუალებაა. ფიზიოლოგიური რეფლექსი ერთმანეთს უთანხმებს სტიმულაციასთან დაკავშირებულ შეგრძნებას, საკუთრივ მოძრაობას და მისგან წამოსულ კინესთეტიკურ შეგრძნებას. ის ამ ელემენტების უბრალო ერთობლიობა კი არ არის, არამედ მთლიანი, კოორდინირებული სენსომოტორული აქტია რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს ფსიქიკურ მოქმედებაზე. აქ შინაგან (მოთხოვნილება) და გარეგან (გამღიზიანებელი) - სტიმულაციასა და მოქმედებას შორის ცნობიერება ერთვება. ის აფასებს მოქმედების წარმატებულობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ე.ი. შეგუების კუთხით. თუ კოორდინაცია გარემოსა და მოქმედებას შორის დაირღვა, სუბიექტი იწყებს წარუმატებლობის მიზეზის გაცნობიერებას; მოძრაობა მუხრუჭდება და ყურადღება მიიმართება შემაფერხებელი ვითარების ამსახველ სტიმულებზე. ამგვარად, ქცევა და მასში მონაწილე ცნობიერება უნდა განიხილებოდეს ცოცხალი არსების გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით. ცნობიერი მოქმედების ფუნქცია ორგანიზმის ადაპტაციაში მდგომარეობს და ფუნქციონალურმა ფსიქოლოგიამ სწორედ ეს რეალური პროცესი უნდა შეისწავლოს.       ფსიქოლოგიას, რომელიც ორიენტირებულია რეალურ ცხოვრებისეულ პირობებში მიმდინარე ფსიქიკურ მოქმედებაზე, და რომელსაც აინტერესებს მისი მიზანშეწონილება და ნაყოფიერება, შეუძლია მოიცვას ინდივიდისა და სამყაროს ურთიერთობათა მთელი მრავალფეროვნება. ამით არსებითად ფართოვდება ფსიქოლოგიის მიყენების სფერო. მასში შედის არა მხოლოდ ცნობიერების შინაარსები, არამედ მისი ფუნქცია, ფსიქიკის ინდივიდუალური გამოვლინებები, პრაქტიკული მოქმედება, მისი დასწავლა-ფორმირება, მოტივირება და ა.შ., მოკლედ ყველაფერი, რის შესწავლაზეც უარს ამბობდა სტრუქტურული ფსიქოლოგია. ამდენად, ის ხდება მყარი საფუძველი ფსიქოლოგიის ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ბავშვისა და პედაგოგიური, დიფერენციალური, კლინიკური, ინდუსტრიული, იურიდიული და სხვა ფსიქოლოგია.       ამერიკული ფსიქოლოგიის გამორჩეული თავისებურება იმაშია, რომ თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ის ორიენტირებული იყო საზოგადოებრივი პრაქტიკის მოთხოვნებზე. ეს შეესაბამებოდა ამერიკული ცხოვრების წესის ზოგად პრაქტიციზმს. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკას ემიგრანტების ახალი ტალღა დაატყდა. ისინი ჩამოდიოდნენ თავიანთი ენითა და ჩვეულებებით ახალი ცხოვრების დასაწყებად ახალ კულტურაში. საჭირო იყო მათი სოციალური ადაპტაცია, შრომითი უზრუნველყოფა, რაც შესაბამისი პროფესიული ცოდნა-ჩვევების ფორმირებას ითვალისწინებდა. აუცილებელი იყო მათი შვილების “ამერიკანიზაცია”, რაც განათლების ახალი ფორმების დანერგვას გულისხმობდა. ამ ფონზე ფეხი მოიკიდა ე.წ. პროგრესივიზმმა - საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომლის დევიზი გახდა რეფორმები, ეფექტურობა და პროგრესი. დიუის ფუნქციონალური ფსიქოლოგია, თავისი აქცენტით ადაპტაციაზე, ზედმიწევნით მოერგო ამ ამოცანებს. იგივე ითქმის დიუის ფილოსოფიურ მრწამსზეც. იგი ქადაგებდა ინსტრუმენტალიზმს, პრაგმატიზმის ნაირსახეობას, რომლისთვისაც ცოდნა სინამდვილის კანონების ასახვა კი არა, ადამიანის მოქმედების ინსტრუმენტია. ის მოწოდებულია, გააადვილოს და გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრება, მათ შორის სოციალურ სფეროში. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლის და მართვის ოპტიმალური წესების დანერგვა, რაშიც ფსიქოლოგიას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის საპრეზიდენტო სიტყვაში დიუიმ (1900) ილაპარაკა იმაზე, რომ ფსიქოლოგიამ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ადაპტაციაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უბანზე. ყველაზე მეტად მას განათლების სფერო აინტერესებდა, სადაც მწვავედ იდგა “ახალი სკოლის” ორგანიზაციის საკითხი. მასში აქცენტი პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდებოდა.       დიუის ადგილი დეკანის თანამდებობაზე დაიკავა ჯეიმს როულენდ ენჯელმა (1869-1949) და მომდევნო წლებში ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ე.წ. ჩიკაგოს სკოლის ნამდვილი ლიდერი გახდა. დიუისაგან განსხვავებით, რომელიც არ იყო სტრუქტურისა და ფუნქციის მკაცრი გაყოფის მომხრე, ენჯელმა მიიღო ტიჩენერის გამოწვევა. მან სრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი ფსიქოლოგიის სრულიად განსხვავებულ სახეებად გამოაცხადა და უპირატესობა, ცხადია, ამ უკანასკნელს მიანიჭა. 1904 წელს ენჯელმა გამოაქვეყნა ფუნქციონალიზმის პოზიციებიდან დაწერილი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო. იგი ამტკიცებდა, რომ სხეულის ორგანოები, რომლებთან ანალოგიითაც მსჯელობდა ტიჩენერი, განსხვავდება ფსიქიკური ელემენტებისაგან. ბიოლოგიაში ყოველი ორგანო ასრულებს გარკვეულ ფუნქციას, რომელიც მასთან იმთავითვე განუყრელად არის დაკავშირებული და მის გარეშე არ არსებობს. ხოლო ფსიქიკური ელემენტები არ არიან მუდმივი და მხოლოდ გარეგანი ან შინაგანი აღქმის პროცესში წარმოიქმნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკის სფეროში ფუნქცია წარმოშობს სტრუქტურას, რაც მის აშკარა პრიორიტეტულობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, განსხვავებით ბიოლოგიური ორგანოებისაგან, რომელთა ანატომირება ყოველთვის ერთნაირ სტრუქტურულ შემადგენლობას გვაჩვენებს, ფსიქიკური სტრუქტურების შინაარსი არამდგრადია. უცვლელი მხოლოდ ფსიქიკური ფუნქცია რჩება - შინაარსები სულ იცვლება, მაგრამ ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ნებელობა კი რჩება. სტრუქტურული ფსიქოლოგია არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც მიუღებელია, ვინაიდან ცნობიერებას რეალური, ცხოვრებისეული პირობების გაუთვალისწინებლად განიხილავს.       კიდევ უფრო მძაფრად დაუპირისპირდა ენჯელი სრუქტურულ ფსიქოლოგიას ამერიკელ ფსიქოლოგთა საზოგადოების წინაშე წაკითხულ საპრეზიდენტო მოხსენებაში (1906). მან განაცხადა, რომ სტრუქტურული ფსიქოლოგია იყო ისტორიული შეცდომა, ხანმოკლე ფილოსოფიური ანტრაქტი ბიოლოგიურად ორიენტირებული მეცნიერული კვლევების განვითარებაში. მხოლოდ ფუნქციონალური ფსიქოლოგია შეიძლება ჩაითვალოს არისტოტელეს, სპენსერის, დარვინისა და პრაგმატიზმის ტრადიციების ნამდვილ მემკვიდრედ. ამავე დროს, ფუნქციონალური ფსიქოლოგია არაა მხოლოდ პროტესტი სტრუქტურული ფსიქოლოგიის წინააღმდეგ. ის არის დამოუკიდებელი, ამბიციური მიმართულება, რომელსაც თავისი პროგრამა აქვს. ამ პროგრამის მიხედვით, ფუნქციონალური ფსიქოლოგია, ფსიქიკური ელემენტების ფსიქოლოგიის საწინააღმდეგოდ, არის ფსიქიკური პროცესების ან გონებრივი ოპერაციების ფსიქოლოგია. უმთავრესი კი ის არის, რომ ფუნქციონალური ფსიქოლოგია არის ცნობიერების სარგებლიანობის ფსიქოლოგია, რომელშიც ცნობიერება გააზრებულია, როგორც “შუამავალი გარემოსა და ორგანიზმის მოთხოვნილებებს შორის”. ცნობიერების, ფსიქიკური პროცესების ფუნქციაა ახალი ვითარებებისადმი შეგუება, შეგუებით მომსახურეობა.       შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციონალური ფსიქოლოგია სამი მნიშვნელობით არის “ფუნქციონალური”. ერთი მხრივ, ის ფსიქიკური ფუნქციების, ოპერაციების ფსიქოლოგიაა. ამ გაგებით, ის აქტების ფსიქოლოგიაა და არა ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია. მეორე მხრივ, მას მხედველობაში აქვს ამ აქტების როლი, მათი დანიშნულება გარემოსთან ადაპტაციის კუთხით. მისთვის მთავარია გაარკვიოს, თუ რა ფუნქციას ასრულებს ფსიქიკა. გარდა ამისა, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ფუნქციონალურია თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის, თავისი სარგებლიანობის ასპექტით. ყოველივე ამისთვის ინტროსპექცია საკმარისი არ არის. აუცილებელია კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენება. ამით გზა იხსნება ფსიქიკის ადაპტაციური ფუნქციის კვლევისკენ ცხოველებთან, ბავშვებთან, სულიერი გადახრების მქონე ინდივიდებთან; მოკლედ, ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში.       დიუისა და ენჯელის გარდა, ჩიკაგოს სკოლას წარმოადგენენ ჰ. კერი, გ. ლედი, ჯ. მიდი, ა. მური. ჩიკაგოს სკოლასთან ერთად ფსიქოლოგიის ამ მიმართულებას მიეკუთვნება ე.წ. კოლუმბიის სკოლაც, რომელსაც რობერტ ვუდვორთი (1869-1962) ედგა სათავეში. ვუდვორთის ფორმალური იდენტიფიკაცია რაიმე სკოლასთან პირობითია, რამდენადაც იგი შეგნებული ეკლექტიკოსი იყო და ხაზს უსვამდა თავის მიმღებლურ დამოკიდებულებას სხვა მეთოდოლოგიური პოზიციების მიმართ. იგი აპროტესტებდა ტერმინს “ფსიქოლოგიური სკოლა”, და მას მიიჩნევდა ცალკეული თეორიული სისტემის დომინირების პრეტენზიის გამოხატულებად, რაც მეცნიერებაში დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ვუდვორთის ძირითადი ნაშრომების სულისკვეთება იმდენად ახლოს არის ფუნქციონალურ ფსიქოლოგიასთან, რომ მეცნიერების ისტორიკოსები მას ერთხმად მიიჩნევენ ამ მიმდინარეობის კიდევ ერთი განშტოების ლიდერად.       ვუდვორთმა ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური განათლება მიიღო ჰარვარდის და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტებში, სადაც შემდგომში 55 წლის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. იგი თვლიდა, რომ ფსიქოლოგიური კვლევის საყრდენი პუნქტია გამღიზიანებელი და მასზე მოტორული პასუხი, მაგრამ რეაქცია მხოლოდ სტიმულის ზემოქმედების შედეგი არ არის. სტიმულისა და რეაქციის ურთიერთმიმართებაში აქტიურად არის ჩართული ორგანიზმი ყველა თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური სისტემით. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიის ფორმულა ასე გამოიყურება: სტიმული - ორგანიზმი - რეაქცია. მაშასადამე, ფსიქოლოგიის კვლევის სფეროში ექცევა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი, როგორც ქცევა, ისე ცნობიერება. ეს გარემოება აისახება მის მეთოდურ აღჭურვილობაში, რაც გულისხმობს, რომ დაკვირვებასა და ექსპერიმენტთან ერთად ფსიქოლოგიამ ინტორსპექციაც უნდა გამოიყენოს.       თავის სისტემას ვუდვორთი უწოდებდა დინამიკურ ფსიქოლოგიას, ან, ხანდახან, მოტივოლოგიას. აქედან ჩანს, რომ მისი კვლევითი ინტერესის ძირითადი საგანი იყო მოტივაციური პროცესები. ამავე დროს ვუდვორთს კარგად ესმოდა, რომ ყოველგვარ აქტივობას აქვს როგორც დინამიკური, ისე საშემსრულებლო ასპექტი, ამიტომ იგი განასხვავებდა ქცევის მოტივაციას და მექანიზმებს. ერთი უზრუნველყოფს ქცევას იმპულსით, დინამიზმით, მეორე - საშემსრულებლო ტექნოლოგიით. საათმა რომ იმუშაოს, უნდა არსებობდეს ენერგიის რაიმე წყარო და მოქმედების წესის განმსაზღვრელი მოწყობილობა. ასევეა ქცევის შემთხვევაში. მას აქვს თანდაყოლილი (ინსტინქტები) და შეძენილი (ჩვევები) საშემსრულებლო მექანიზმები. მოტივაცია მათ აქტივაციას ახდენს, ამოქმედებს. ქცევის მექანიზმში, თავის მხრივ, ორი რგოლი გამოიყოფა: მოსამზადებელი (განწყობა) და კონსუმატორული (რეაქციის დამასრულებელი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა მიზანი).       ოციან წლებში ფუნქციონალური ფსიქოლოგია ფაქტობრივად წყვეტს არსებობას და ადგილს უთმობს ბიჰევიორიზმს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკული ფსიქოლოგიის წამყვან მიმდინარეობად დარჩება. უნდა ითქვას, რომ ფუნქციონალურმა ფსიქოლოგიამ ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა ბიჰევიორიზმს. მან სერიოზულად გააფართოვა ფსიქოლოგიური კვლევის სფერო - არ შეზღუდა იგი ცნობიერებით და აქტიურად შემოიტანა პრაქტიკული მოქმედება, ქცევა. ამავე დროს, ფუნქციონალიზმმა ფართოდ გაუღო კარი კვლევის ობიექტურ მეთოდებს და წინ წამოსწია ადაპტური მოქმედების ფორმირების (დასწავლის) საკითხები. აქ უკვე ჩანს ბიჰევიორიზმის ძირითადი ნიშნები - ქცევის შემსწავლელი “ობიექტური ფსიქოლოგია”, რომელსაც ყველაზე მეტად ახალი რეაქციების შეძენის ანუ დასწავლის პროცესის კანონზომიერებათა დადგენა აინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიკის ანალიზი, მისი შეგუებითი ფუნქციის თვალსაზრისით, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანი იყო. ამით ამერიკულმა ფუნქციონალიზმმა ძლიერი ბიძგი მისცა გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარებას.       ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის ანალიზისას აღინიშნა, რომ ეს მიმდინარეობა ზოგჯერ ევროპული ფუნქციონალიზმის სახით განიხილება. ითქვა ისიც, რომ ასეთი შეფასება არ უნდა იყოს სწორი. მართალია, ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, ენჯელის მიხედვით, ის არის, რომ იგი გონებრივი ოპერაციების (იგივე აქტები ან ფუნქციები, ბრენტანოს და შტუმფის გაგებით) ფსიქოლოგიაა, მაგრამ ფუნქციონალიზმის გამორჩეული და ძირითადი მახასიათებელი მაინც სხვაა - იგი ფსიქიკას მისი დანიშნულების, სარგებლიანობის, ადაპტური ფუნქციის კუთხით ხედავს. ანალიზის ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტი ინტენციონალურფენომენოლოგიურ ფსიქოლოგიაში სულ არ იყო გათვალისწინებული, თუმცა ევროპაში იყვნენ მკვლევარები, ვინც ამ თვალსაზრისით განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. აქ შეიძლება დავასახელოთ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიცაა დ. უორდი, გ. სტაუტი (ინგლისი), თ. რიბო, ა. ბინე (საფრანგეთი), ე. კლაპარედი (შვეიცარია).       ედვარდ კლაპარედი (1873-1940), ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ფუნქციონალური მიდგომის აუცილებლობას. იგი არ თვლიდა ფუნქციონალიზმს დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ფსიქოლოგიურ კონცეფციად, მაგრამ მიაჩნდა ქცევითი და მენტალური მოვლენების განხილვის ერთგვარ ხერხად, რომელსაც უნდა მიმართონ განსხვავებული თეორიული ორიენტაციის მკვლევარებმა. ეს არის ფსიქიკური ფენომენების ანალიზი იმის მიხედვით, თუ რა როლს თამაშობენ ისინი ცხოვრებაში, რა სარგებლობა მოაქვთ ინდივიდისა და გვარისთვის. ასეთმა მიდგომამ ბევრი რამ შეიძლება შესძინოს ფსიქოლოგიას. მაგალითად, სტრუქტურულ თვალსაზრისთან შედარებით, ის ფსიქიკური მოვლენების უფრო სრულყოფილი დახასიათებისა და ურთიერთგამიჯვნის ბევრად უკეთეს შესაძლებლობას ქმნის. ამის საილუსტრაციოდ კლაპარედი მიმართავს რაიმე პრეპარატის მიკროსკოპით შესწავლის ანალოგიას; მიკროსკოპი, ძლიერი გადიდებით, სტრუქტურაში შეღწევის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ის ვერ დაგვანახვებს, თუ რა ადგილი უკავია პრეპარატის თითოეულ ნაწილს მთელში. ფეხს და ხელს მიკროსკოპის ქვეშ ვერ განასხვავებ, ვინაიდან ორივე ერთ და იმავე კუნთურ და ძვლოვან ქსოვილს შეიცავს.       იგივე ხდება ფსიქოლოგიური კვლევისას. სტრუქტურული თვალსაზრისით შეუძლებელია, მაგალითად, აზროვნებისა და ნებელობის გამიჯვნა - ორივე შეიცავს წარმოდგენებს, აზრებს, მისწრაფებებს, ემოციებს და ა.შ.. ფუნქციონალური კუთხით მათი განხილვა იმის გარკვევას ნიშნავს, თუ რა როლი აკისრია ამ ფსიქიკურ პროცესებს, რა ვითარებაში განიცდება ისინი და რა სიტუაცია წარმოშობს მათ. თუ აზროვნებასა და ნებელობას ასე გავაანალიზებთ, ადვილად დავადგენთ, რომ ისინი ქცევის დეზადაპტაციით გამოწვეული პროცესებია, მაგრამ ქცევის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს აზროვნების აქტიც და ნებელობისაც. მათ გასარჩევად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა არის დეზადაპტაციის მიზეზი. პრობლემა შეიძლება იყოს ქცევის მიზნის არჩევა ან მოქმედების საშუალებათა გარკვევა. შესაბამისად, ნებელობა დახასიათდება როგორც პროცესი, რომლის ფუნქციაა მიზნის პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო აზროვნება - როგორც პროცესი, რომლის ფუნქციაა საშუალებათა პრობლემის გადაწყვეტა. ფუნქციონალური დახასიათება არ ეხება ფსიქიკური პროცესების სტრუქტურას, მათ ფორმას და ა.შ. თუმცა, მოვლენის ზუსტი აღწერისა და გამოკვეთის გზით, იგი სტრუქტურის უფრო ადეკვატური ანალიზის შესაძლებლობას ქმნის.       კლაპარედის ფუნქციონალიზმი გასცდა “წმინდა ცნობიერების” ფარგლებს და ფსიქოლოგიის ცენტრალურ პრობლემად ქცევის პრობლემა დასახა. იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერი ფსიქიკური პროცესები მხოლოდ მენტალური აქტივობის ცალკეული სახეობებია, აქტივობისა, რომელიც, ყოველგვარი ქცევის მსგავსად, მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განხორციელებული ღონისძიებების სერიას წარმოადგენს.       ფუნქციონალური თვალსაზრისი, კლაპარედის აზრით, ზოგადი კანონების დადგენის შესაძლებლობასაც ქმნის. მან თორმეტი ასეთი კანონი ჩამოაყალიბა. ისინი უმთავრესად ეხება მოთხოვნილების (მოტივაციის), ქცევისა და ცნობიერების ურთიერთკავშირს ადაპტაციური ფუნქციის ჭრილში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. გაცნობიერების კანონი. ამ კანონის თანახმად, ცნობიერება ჩნდება მაშინ, როდესაც ადაპტაციური აქტივობა ავტომატურად (არაცნობიერად) აღარ მიმდინარეობს, როდესაც თავს იჩენს რაიმე სირთულე და ინდივიდი იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ქცევის სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი. ამ დროს აღმოცენდება სპეციალური პროცესი, რომელიც ხასიათდება “ცნობიერების უეცარი ამოხეთქვით”. საგულისხმოა, რომ ამ კანონის ძირითად იდეას ფუნქციონალიზმის სათავეებთან მდგომ დიუისთან ვხვდებით. იგი ამბობდა: იქ, სადაც მხოლოდ ისეთი საგნებია, რომლებიც ინდივიდის წინაშე არავითარ პრობლემას არ აყენებენ, ცნობიერებაც არ ფუნქციონირებსო.       კლაპარედი თავისი დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეცნიერი იყო და საკმაო გავლენით სარგებლობდა, განსაკუთრებით, ფრანგულენოვან ფსიქოლოგთა შორის. ფუნქციონალისტური სულისკვეთების შესაბამისად, ისიც დიდ ყურადღებას უთმობდა ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების საკითხებს. კლაპარედი თვითონ იყო გენეტიკური ფსიქოლოგიის ცნობილი სპეციალისტი და განვითარების პრობლემატიკის კვლევის თვალსაჩინო ორგანიზატორი (იხ. თავი 7.3.).       ფუნქციონალური ფსიქოლოგია უკვე აღარ არის წმინდა ცნობიერების ფსიქოლოგია. იგი განიხილავს ზოგადად შეგუებით აქტივობას, ქცევას, რომელსაც ფსიქიკური პროცესები ემსახურება. თავის მხრივ, ქცევის ანალიზი განუყოფელია მოტივაციური სფეროს ანალიზისაგან. ამიტომ ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს მოტივაციის საკითხი (ვუდვორთი, კლაპარედი). ე.წ. “ჰორმული ფსიქოლოგიის” ავტორის, უ. მაკ-დაუგოლის შემოქმედებაში კი ქცევასა და მის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გაცილებით დიდ ადგილს იკავებს. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 12:46pm on მაისი 7, 2018
პოსტი: თოლია ჯონათან ლივინგსტონი

Richard Bach, Jonathan Livingston Seagull, literature, qwelly, ბახი, განხილვა, თოლია, თოლია ჯონათან ლივინგსტონი, ლივინგსტონი, რიჩარდ ბახი, ცნობილი ავტორი, ჯონათანი

პირველი ნაწილი

      ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები…

დაამატა mariam arsanidze at 9:56pm on ნოემბერი 3, 2012
თემა: ედგარ ალან პო - მარი როჟეს საიდუმლოება
ა ვთქვათ ჩვენი მთავარი ჩანაფიქრის შესახებ. ნიუ-იორკის ახლოს მოუკლავთ ერთი ქალიშვილი, მარი სესილ როჯერსი; და თუმცა ამ მკვლელობის გამო დიდი და გაუთავებელი მითქმა-მოთქმა ატყდა, მისი საიდუმლოება მაინც ამოუხსნელი დარჩა იმ დროისთვის, როდესაც ეს ამბავი დაიწერა და გამოქვეყნდა (1842 წლის ნოემბერი). თითქოსდა პარიზელი გრიზეტი ქალის საბედისწერო ამბავს რომ მოგვითხრობდა, ავტორი გამოწვლილვით გვამცნობდა არსებით ფაქტებს მარი როჯერსის ნამდვილი მკვლელობისას, შეცვლილი იყო მხოლოდ მეორეხარისხოვანი გარემოებანი. ამრიგად, ყველა მოსაზრება, რომელიც გამოითქვა ამ მოთხრობაში, სინამდვილესაც მიესადაგება; ჭეშმარიტების დადგენა გახლდათ ამ თხზულების საგანი. „მარი როჟეს საიდუმლოება“ იქმნებოდა შორს იმ ადგილიდან, სადაც ეს უბედურება დატრიალდა და მისი საფუძველი გახდა მხოლოდ ის მონაცემები, რომლის ამოკითხვაც გაზეთებშიღა შეიძლებოდა. ამიტომ მწერალმა ვერ შეძლო იმის გათვალისწინება, რასაც ადგილზე და იმ მიდამოს დათვალიერებისას ნახავდა და ჩახვდებოდა. და მაინც, თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, თუ აღვნიშნავ, ორი პირის ჩვენებამ (იმათთაგან ერთი ამ მოთხრობაში მადამ დელუკის სახელითაა გამოყვანილი), რომელიც სხვადასხვა დროს იქნა მოპოვებული კარგა ხნის მერე ამ ნაწარმოების დაწერის დღიდან, მთლიანად დაგვიმტკიცა არა მარტო ჩვენი საერთო დასკვნების სისწორე, არამედ ამ თხზულებით წარმოჩენილი ყველა სავარაუდო დეტალის შეუმცდარობაც.       მთლად გულმშვიდ მოაზროვნეთაგან სულ რამდენიმე თუ ყოფილა ისეთი, ვისაც შიშით მოცულსა და თავდაკარგულს სანახევროდ მაინც დაუჯერებია ზებუნებრივი ძალების არსებობა თითქოსდა გასაოცარი ამბების თანხვედრის მაცქერალს, რადგან ასეთი თანხვედრა მართლაც წარმოუდგენელია. ხსენებული განწყობილების დაძლევა შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი განსჯის მეშვეობით, როდესაც არ მოვიშველიებთ მეცნიერებას შემთხვევებზე, ანუ უფრო ზუსტად, იმის შემწეობით, რასაც ალბათობათა გამოთვლას ეძახიან. ამ გამოთვლის არსი წმინდა მათემატიკურია; და აქ შეგვიძლია დავინახოთ უცნაური თვისება ამ უზუსტესი მეცნიერებისა, რომელიც გამოგვადგება სულის ბუნდოვან, მერყევ და მოუხელთებელ გამოვლინებათა მისაკვლევად. ყოველი ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომელიც უნდა გაგაცნოთ, გარკვეულწილად ხორცს შეისხამს, გარკვეულწილად თანამიმდევრულობას შეიძენს და ბოლოს წარმოგვიდგება პირველი რიგის ოდნავ გასაგებ თანხვედრათა ჯგუფად, ხოლო მეორე რიგისას, ანუ საბოლოო დასკვნებს მკითხველი ჩახვდება ნიუ-იორკში მარი სესილ როჯერსის მკვლელობის ამბის გაცნობისას. როდესაც მე რამდენიმე წლის წინათ ვწერდი მოთხრობას „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემი მეგობრის, შევალიე შ. ოგიუსტ დიუპენის აზროვნების მნიშვნელოვანი თავისებურებანი და რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ მომიხდებოდა ამ საგანთან დაბრუნება. სწორედ ამ აზროვნების თავისებურებათა წარმოჩენა გახლდათ ჩემი სურვილი და ეს სურვილი სრულად განხორციელდა კიდეც, რაკი ძალიან დაგვჭირდა დიუპენის ჭკუა და გონება. მაგალითებს რამდენსაც გინდათ, იმდენს მოგიყვანთ, მაგრამ რაღა საჭიროა. თუმცა ამ უკანასკნელი ამბებისდა კვალად ისეთი რაღაც გამომზეურდა, რომ უთუოდ უნდა მოგითხროთ და უფრო კარგადაც შეიცნობთ ამ კაცს. რა არ მოვისმინე ამ ბოლო ხანს და მართლაც უცნაური იქნებოდა, დავდუმებულიყავი და აღარაფერი მეთქვა იმაზე, რაც თავად მინახავს და გამიგონია ამ რამდენიმე ხნის წინ. მადამ ლესპანიესა და მისი ქალიშვილის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი რომ გაარკვია, შევალიეს იმწუთას გადაავიწყდა ეს საქმე და თავის ჩვეულებრივ სევდიან ფიქრებს მიეცა. თავად მეც სულ ასეთი გახლდით და აღარც გამჭირვებია ამ კაცის მიბაძვა; სენ-ჟერმენის გარეუბნის იმ სახლში ჩავიკეტეთ და მომავალი აღარ გვადარდებდა, მშვიდი თვლემით გაგვყავდა აწმყო, ზმანებათა ბადით შემოვზღუდეთ ჩვენი სამყარო. მაგრამ ზოგჯერ შეგვიმუსრავდნენ ხოლმე ამ ზმანებათა ბადეს. ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემი მეგობრის ღვაწლს იმ დრამის გასრულებაში, მორგის ქუჩაზე რომ მოხდა, პარიზის პოლიციაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. საარაკო შექმნილიყო აქაურ გამომძიებელთათვის დიუპენის სახელი. უბრალოება იმ დასკვნებისა, რომლითაც მან საიდუმლოება ამოხსნა, არც არასდროს ყოფილა ნათელი პრეფექტისთვისაც კი და ჩემ გარდა არც არავისთვის, თქმა არ უნდა. რაღა გასაკვირი იყო, რომ მას შეჰყურებდნენ როგორც ჯადოქარს, ხოლო შევალიეს ანალიტიკური უნარი ინტუიციისთვის მიეწერათ. ყოველ კითხვაზე გულახდილად რომ გაეცა იმ კაცს პასუხი, იმათ ეს შეცდომა აღარ მოუვიდოდათ, მაგრამ ერთი სიზარმაცე სჭირდა და არ უნდოდა დაბრუნებოდა იმ საგანს, რომელიც უკვე კარგა ხანია არ იყო მისი ყურადღების არეში. ასეც მოხდა, მისანი გამხდარიყო იგი პოლიციელთა თვალში და პრეფექტურას ბევრჯერ მიუმართავს მისთვის დასახმარებლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამოდგა ქალიშვილის, ვინმე მარი როჟეს მკვლელობის საქმე.        მორგის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების შემდეგ ორი წელიწადი იყო გასული. მარი, რომლის სახელი და გვარი ასე მოგვაგონებს იმ ბედშავ „მეთამბაქოე გოგოს“, გახლდათ ერთადერთი ასული ქვრივ ესტელ როჟესი. სულ ჩვილი იყო, როდესაც მამა მოუკვდა და მას მერე დედა და შვილი ცხოვრობდნენ პავე სენ ანდრეს ქუჩაზე, მკვლელობამდე თვრამეტი თვით ადრე კი რაღაც სიახლე მომხდარიყო იმათ ცხოვრებაში. მადამ როჟეს პანსიონი ჰქონდა, მარი კი ეხმარებოდა მას. ცუდად არ ყოფილან, ვიდრე მარი ოცდაერთი წლის არ გახდა და მისი სილამაზე და მოხდენილობა შენიშნა ერთმა პარფიუმერმა, ვისაც პალე როიალის ახლოს ჰქონდა დუქანი და რომლის კლიენტები, ძირითადად, გახლდნენ ის ნაძირალა შარახვეტიები, იმ მიდამოში რომ დადიოდნენ დღენიადაგ. მესიე ლე ბლანმა დაინახა თუ არა ეს გოგო, იმწუთასვე მიხვდა, მიიყვანდა თუ არა თავის საპარფიუმერიოში მშვენიერ მარის, მომსვლელი ხალხის რაოდენობა გაცილებით გაიზრდებოდა; კარგი გასამრჯელო რომ შესთავაზეს, გოგო სიამოვნებით დაეთანხმა, თუმცა კი დედამისს მაინცდამაინც არ გახარებია ეს ამბავი. მედუქნე არც შემცდარა, მისი დაწესებულება მალე ცნობილი გახდა იმ მომხიბვლელი და ყოჩაღი გრიზეტი გოგოს მეშვეობით. ერთი წელიწადი დაყო მან იქ და მერე უეცრად სადღაც გაქრა, მისი თაყვანისმცემელი ლე ბლანი დიდად გაოცებული დარჩა და ვერც აეხსნა ვერაფერი, ხოლო მადამ როჟე შიშით აღარ იყო; გაზეთებს არ გამორჩენიათ ეს ამბავი და პოლიციასაც გამოძიებისთვის უნდა მოეკიდა ხელი, რომ ერთ მშვენიერ დილას, ერთი კვირის შემდეგ, მარი საღ-სალამათი დაბრუნდა, თუმცა კი დამწუხრებული ჩანდა; მოვიდა თუ არა, იმწუთასვე საპარიკმახეროს დახლს მიაშურა. ისე, სხვათა შორის, რაღაცები გამოკითხეს და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი გამოძიება შეწყდა. მესიე ლე ბლანმა იგივე გაიმეორა, არაფერი ვიციო. მარი და დედამისი კი სულ ამას იძახოდნენ, რომ ის ერთი კვირით სოფელში, ნათესავებთან იყო წასული. საქმე უმალ შეწყდა და მერე აღარც არავის ახსოვდა რამე. სულ მალე ის გოგო პარფიუმერს საბოლოოდ დაეთხოვა, ცნობისმოყვარე ხალხი მოსვენებას აღარ მაძლევსო და დედამისთან დაბრუნდა პავე სენ ანდრეს ქუჩაზე. სამი წელი არ იყო გასული ამის შემდეგ, რომ ამ გოგოს მეგობრებმა განგაში ატეხეს, უკვე მეორედ ისევ ისე უეცრად გამქრალიყო. სამი დღე გავიდა და მისი ასავალ-დასავალი ვერ გაიგეს. მეოთხე დღეს მისი გვამიღა იპოვეს სენაში, სწორედ სენ ანდრეს ქუჩის პირდაპირ ერთ მივარდნილ ადგილას, დე რულის კარიბჭის სიახლოვეს.        მხეცურმა მკვლელობამ (ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ეს მკვლელობა იყო), მსხვერპლის სიყმაწვილემ და მშვენიერებამ, ყველაზე მეტად კი იმ გარემოებამ, პირზე რომ ეკერათ მისი სახელი, დიდად იმოქმედა მგრძნობიარე პარიზელებზე. არც მახსოვს, ასეთი დავიდარაბა და შეხლა-შემოხლა გამოეწვიოს რამე შემთხვევას. რამდენიმე კვირა არ შეწყვეტილა მითქმა-მოთქმა ამ საგანზე და პოლიტიკაც კი აღარ ახსოვდათ იმხანად. პრეფექტს მოსვენება დაეკარგა და, რაღა თქმა უნდა, პარიზის მთელი პოლიცია ფეხზე დადგა. გვამი რომ ნახეს, პირველად ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მკვლელს ვერ მიაკვლევდნენ, რადგან ძიებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. მაგრამ ერთი კვირა გავიდა და რომ ვეღარაფერს გახდნენ, მშველელს ჯილდო დაუდგინეს. ათასი ფრანკი იყო ეს ჯილდო. ამავე დროს მთელი ძალით მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა ვერ ვიტყვით, უნაკლოდო. მრავალი პირი დაკითხეს, მაგრამ უშედეგოდ; საიდუმლოს გასაღები ვერ მოუძებნეს და ხალხი საყოველთაო აღშფოთებამ მოიცვა. ათი დღის შემდეგ რაღას იზამდნენ, ჯილდო გააორმაგეს, დაბოლოს, მეორე კვირაც რომ გავიდა და მაინც ვერაფერს მიაკვლიეს და რადგან პარიზის პოლიციის მადლიერნი არც არასდროს ყოფილან, რამდენიმე მნიშვნელოვანი აყალმაყალი მოხდა. მაშინ კი პრეფექტმა განაცხადა, ოცი ათას ფრანკს მივცემთ იმას, ვინც „მკვლელს დაგვისახელებსო“, ან, თუ რამდენიმე კაცი იქნებოდა დამნაშავე, მაშინ იმას, ვინც „რომელიმე მათგანს დაგვისახელებსო“. ეს განცხადება გვამცნობდა ჯილდოს შესახებ და აქვე იყო აღნიშნული, რომ სრულ პატიებას მიანიჭებდნენ იმას, ვინც თანამზრახველებს გათქვამდა. განცხადებას დართული ჰქონდა ცალკეულ პირთა მიმართვა, რომ პრეფექტურის მიერ დაწესებულ თანხას დაემატებოდა ათი ათასი ფრანკი. საბოლოოდ მთელი ჯილდო იქნებოდა ოცდაათი ათასი ფრანკი. მართლაც ძალზე დიდი იყო ეს გასამრჯელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგო მდაბიო წარმოშობის გახლდათ და მსგავსი მხეცობა ჩვეულებრივი ამბავია ხალხმრავალ ქალაქებში. ახლა უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მალე ნათელი მოეფინებოდა მკვლელობის საიდუმლოს. ორჯერ თუ სამჯერ კი დააპატიმრეს ვიღაცები და იმედი გაჩნდა, გაიგებდნენ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და დაჭერილნი მაშინვე გაათავისუფლეს. კი არის უცნაური, მაგრამ სამი კვირაც გავიდა გვამის აღმოჩენის დღიდან და ოდნავადაც ვერ წაიწიეს წინ, ხალხში ერთი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი და დიუპენს და მე არც არაფერი გაგვიგია ამის შესახებ. რაღაცას ვიკვლევდით იმხანად და მთელი ჩვენი გონება იმით იყო დაკავებული, თითქმის ერთი თვე იქნებოდა, რაც სახლიდან ფეხი არ გამოგვიდგამს და არც ვინმე მოსულა ჩვენსას, ყოველდღიურ გაზეთებში კი მხოლოდ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს გადავხედავდით ხოლმე. პირველი ცნობა მკვლელობის შესახებ მოგვიტანა თავად გ.-მ. ჯერ კიდევ შუადღით გვესტუმრა და გვიან ღამემდე დარჩა. ბევრი იწვალა, ვერაფერს გახდა და შეურაცხყოფილი გახლდათ ამ მარცხით, მკვლელობის ასავალ-დასავალს ვერ მიაკვლია. ჩემი კარგი სახელი, პარიზელების ჩვეულებისამებრ, მაღალფარდოვნად წარმოთქვა მან, სასწორზე არის შეგდებულიო. მისი ღირსებაც კი იყო შებღალული. მთელი ხალხი მას შეჰყურებს და ამ საიდუმლოს ამოსახსნელად მზადაა ყოველგვარი მსხვერპლი გაიღოს. დაბოლოს, ეს თავისი სასაცილო სიტყვა ასეთი ქათინაურით გაასრულა, სიამოვნებით გეუბნებით, დიუპენის „ტაქტს“ ვენდობიო; და აქვე დაუფარავად კარგი წინადადება შესთავაზა; უფლება არ მაქვს ზუსტად გადმოგცეთ მისი ნათქვამი, თუმცა ეს არც უნდა იყოს ჩვენი მოთხრობის საგანი. ჩემმა მეგობარმა ეს მისი ქათინაური თავაზიანად უარყო, ხოლო ის წინადადება მაშინვე მიიღო, მაგრამ თუ რა შედეგი ექნებოდა ამას, ახლა ვინ რას გაიგებდა. შეთანხმდნენ თუ არა, პრეფექტმა მაშინვე გაგვაცნო თავისი მოსაზრებები, შიგადაშიგ ფაქტობრივი მონაცემების ვრცელ კომენტარებს ჩაურთავდა ხოლმე; ამ მონაცემების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. საქმის ცოდნით გვიამბობდა ყველაფერს, რაღა თქმა უნდა, მაგრამ რომ აღარ დაამთავრა, გავბედე და გადავუკარი, გვიან არის-მეთქი; სადაცაა ღამე გაილეოდა. ჩვეულებისამებრ თავის სავარძელში იჯდა დიუპენი, წელგამართული მთლად ყურადღებას განასახიერებდა. მთელი ეს ხანი სათვალე არ მოუცილებია და ერთხელ შემთხვევით შევიჭვრიტე სათვალის მინების ქვეშ, სძინებია თურმე ეს შვიდი თუ რვა შემაღონებელი საათი პრეფექტის წასვლამდე. დილით პრეფექტურაში მივედი და რაც მასალა ჰქონდათ, ყველაფერი წამოვიღე, რედაქციებიც დავიარე და იქ ვიშოვე ყველა გაზეთი, სადაც კი რამე იყო დაბეჭდილი ამ უბედური ამბის შესახებ. თუ ამ ცნობებს გავცხრილავდით, ზღვა ინფორმაციაში მნიშვნელოვანი იყო შემდეგი: მარი როჟე პავე სენ ანდრეს ქუჩაზე მდებარე დედამისის სახლიდან წასულა კვირა დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, 22 ივნისს 18... წელს. წასვლის ხანს უთქვამს მესიე ჟაკ სენტ ესტაშისთვის, მეტი არავისთვის, დეიდასთან მივდივარო მთელი დღით დე დრომის ქუჩაზე. პატარა და ვიწროა დე დრომის ქუჩა, მაგრამ საკმაოდ ხალხმრავალია, ახლოა მდინარის სანაპიროსთან. მოკლეზე თუ ვივლით, ორი მილითაა დაცილებული მადამ როჟეს პანსიონს. სენტ ესტაში მარის თაყვანისმცემელი გახლდათ, ბინა და საჭმელი აქვე, პანსიონში ჰქონდა. შებინდებისას ამ ყმაწვილკაცს თავისი გულის სწორისთვის უნდა გამოევლო და შინ გამოეცილებინა, მაგრამ ნაშუადღევს თავსხმა წვიმა წამოვიდა და ასე უვარაუდებია, დეიდასთან დარჩება ღამის გასათევადო (სწორედ ასე შვრებოდა ეს გოგო მსგავს შემთხვევაში) და ამიტომ აღარც შეუსრულებია დანაპირები. დაღამდა და მადამ როჟეს (სამოცდაათი წლის მოხუცსა და დაუძლურებულ ქალს) შიში გამოუთქვამს, „ვეღარც ვერასდროს ვნახავო მარის“, მაგრამ ამისთვის არც მიუქცევიათ ყურადღება.        ორშაბათს გაიგეს, რომ გოგო არც ყოფილა დე დრომის ქუჩაზე, დღე გავიდა და არც საღამოს გამოჩენილა, მაშინ კი დაუწყეს ძებნა ქალაქსა და მის შემოგარენში. მხოლოდ მეოთხე დღეს გაიგეს, რა მოსვლოდა. იმ დღეს (ოთხშაბათს, 25 ივნისს) მესიე ბოვეს, მეგობართან ერთად რომ ეძებდა მარის დე რულის კარიბჭესთან, მდინარის სანაპიროზე, პავე სენ ანდრეს ქუჩის პირდაპირ, ვიღაცამ დაუყვირა, მეთევზეებს მდინარეში გვამი უპოვიათ და ნაპირზე გამოაქვთო. დახედა თუ არა იმ გვამს მესიე ბოვემ, იმწუთასვე იცნო საპარფიუმერიოში მომუშავე გოგო. ხოლო მის მეგობარს ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი. სახეზე შავად შესდედებოდა სისხლი, რომელიც პირიდანაც წასკდომოდა. ქაფი არსად ჩანდა, როგორც ეს წყალში დამხრჩვალებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. კანს ფერი არ დაეკარგა. სისხლის ჩაქცევისა და თითების ნაკვალევი დასტყობოდა ყელზე. ხელები მკერდზე ჰქონდა დაწყობილი და გაშეშებოდა. მარჯვენა ხელი მოემუჭა, მარცხენა ოდნავ გაეშალა. მარცხენა მაჯას ორი ნაჭდევი ემჩნეოდა, როგორც ჩანს, თოკისგან თუ თოკებისგან, რომელიც ორ ხაზად შემოვლებოდა. მარჯვენა მაჯა ზოგიერთ ადგილას და, მთელი ზურგი, განსაკუთრებით ბეჭებზე, გადატყავებული ჰქონდა. ნაპირზე რომ გამოჰქონდათ გვამი, მეთევზეებს მისთვის თოკი შემოუხვევიათ, მაგრამ ის გადატყავებული ადგილები ამისი ბრალი არ უნდა ყოფილიყო. მაგრად გამობერვოდა ყელი. დანის ნაჭრილობევი ან ნაცემი ადგილები გვამზე არ უნახავთ. ღვედის ნაჭერი ისე ძლიერ ჰქონდა შემოჭერილი კისერზე და ისე ღრმადაც ჩასჯდომოდა, რომ ძლივსღა შეუმჩნევიათ, თითქოსდა სულ ამოეჭამა ამ ღვედს ხორცი და მარცხენა ყურთან მკვიდრად ჩაემარყუჟებინათ. მარტო ესეც კმაროდა ადამიანის მოსაკლავად. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაღუპული მხეცურად იყო გაუპატიურებული. გვამი რომ იპოვეს, მეგობრებმა სულ ადვილად იცნეს მოკლული. კაბა შემოგლეჯილ-შემოძარცვული ჰქონდა. კიდიდან წელამდე ერთი ფუტით აეხიათ ნაწილი, მაგრამ არ მოუგლეჯიათ, სამჯერ შემოუხვევიათ წელის გარშემო და როგორღაც ზურგზე შეუკრავთ. პერანგი მშვენიერი მუსლინის ჰქონდა და აქედან თვრამეტდიუმიანი ნაჭერი მოუხვევიათ, მოუხვევიათ ძალიან სწრაფად და დიდი სიფრთხილითაც. სწორედ იგი შემოხვეოდა ყელზე თავისუფლად, და მაგრადაც გაენასკვათ. მუსლინისა და ღვედის ზემოთ შლაპა შეუკრავთ ორი ზონრით. ქალის ხელით არ უნდა ყოფილიყო შეკრული ამ შლაპის ზონრები, რადგან მკვიდრად იყო ჩანასკვული მეზღვაურული მარყუჟით.        გვამი იცნეს თუ არა, მორგში კი არ წაუღიათ (ზედმეტად მიუჩნევიათ ასეთი ფორმალობა), არამედ იქვე ახლოს დაუკრძალავთ, მდინარის სანაპიროზე, სადაც გამოუტანიათ. ბოვეს იმდენი მოუხერხებია, რომ ეს საქმე მიუფუჩეჩებიათ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ხალხის აღშფოთებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. დაბოლოს, ერთმა ყოველკვირეულმა გაზეთმა მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, გვამი ამოთხარეს და კიდევ ერთხელ გასინჯეს, მაგრამ ადრე მიკვლეულს ახალი ვეღარაფერი დაუმატეს. მხოლოდ ამჯერად მისი ტანსაცმელი უჩვენეს დედასა და დაღუპულის მეგობრებს, ყველამ ერთხმად თქვა, სწორედ ასე ეცვა სახლიდან წასვლისასო. ამ დროს ყოველ საათს მატულობდა საყოველთაო აღშფოთება, ვიღაცები დააპატიმრეს და გამოუშვეს. განსაკუთრებით სენტ ესტაშით დაეჭვდნენ; პირველად იმან ვერც ის თქვა ზუსტად, სად იმყოფებოდა იმ კვირადღეს, როდესაც მარი სახლიდან წავიდა. მაგრამ მერე კი მესიე გ.-ს წარუდგინა ფიცით დამტკიცებული ბარათი, სადაც აღნიშნული იყო მისი ყოველი ნაბიჯი იმ დღეს. დრო გადიოდა და ვერაფერს მიაკვლიეს, ერთმანეთის სრულიად საპირისპირო ათასი ხმა დაირხა და ჟურნალისტებმა ხელი მიჰყვეს ვარაუდების წარმოჩენას. მათ შორის ყველაზე საყურადღებო იყო ერთი შენიშვნა, რომლის მიხედვითაც მარი დღესაც ცოცხალი გახლდათ, ხოლო სენაში ნაპოვნი გვამი ვიღაც სხვა უბედურის იყო; ჯობს თავად მკითხველმა ნახოს რამდენიმე ამონაწერი იმ წერილიდან, რომელშიც ასეთი ვარაუდი გამოითქვა. ქვემოთ მოყვანილი პასაჟები სიტყვა-სიტყვითაა თარგმნილი L’Etoile-დან, საერთოდ კი ოსტატის ხელი ეტყობა ამ გაზეთს: „მადემუაზელ როჟე გამოვიდა დედის სახლიდან კვირა დილით, 18... წლის ივნისის 22-ში, ვითომცდა დეიდამისის თუ სხვა ახლობლის სანახავად მიდიოდა დრომის ქუჩაზე. მას მერე არავის უნახავს იგი. იმის ასავალ-დასავალი არ იციან, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... არც გამოჩენილა ვინმე, მოსულიყო და ეთქვა, ვნახე იმ დღეს, როდესაც დედის სახლიდან წამოვიდაო... და თუმცა ჩვენ რამე საბუთი არ გვაქვს, რომ მარი როჟე ცოცხალი დარჩენილა ივნისის თვის 22-ის, კვირადღის, ცხრა საათის შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამ საათის დადგომამდე ის ცოცხალი გახლდათ, ხუთშაბათს კი, შუადღით, 12 საათისთვის ქალის გვამი უნახავთ დე რულის ახლოს სანაპიროსთან. თუკი ვივარაუდებთ, რომ მარი როჟე მდინარეში ჩაუგდიათ სამი საათის მერე, რაც დედამისის სახლიდან წამოვიდა, მაშინ სამი დღე და ერთი საათი უნდა ყოფილიყო გასული მას შემდეგ. მაგრამ სისულელეა იმის ვარაუდი, რომ მკვლელობა, თუკი მოკლული იყო ის გოგო, ასე ადრე მომხდარიყო, მაშინ მკვლელები გვამს შუადღის დადგომამდე თუ გადააგდებდნენ მდინარეში. ვინც ასეთ შემზარავ დანაშაულს დააპირებს, სიბნელეს არჩევს და არა სინათლეს... გამომდინარე აქედან, თუკი ის გვამი მარი როჟესი იყო, მაშინ ის წყალში უნდა ყოფილიყო ორ-ნახევარი ან სამი დღე მაინც. ხოლო ცნობილია, რომ წყალწაღებულის სხეულს ან იმის სხეულს, ვინც მოუკლავთ და იმავე წამს წყალში გადაუგდიათ, ექვსი-ათი დღე სჭირდება, ვიდრე ხრწნა მოეკიდებოდეს და მხოლოდ ამის მერე ამოტივტივდება წყალზე. თუნდაც რომ ზარბაზანი გავისროლოთ იმ ადგილას, სადაც ხუთ-ექვს დღესაა ჩაძირული გვამი, ის ამოტივტივდება და ვეღარ მივუსწრებთ, ისევ ჩაიძირება. ჰოდა, საკითხავი აი ეს არის, რად არ მოხდა ასე ამ შემთხვევაშიც, ნუთუ ბუნებასაც სჩვევია ასეთი გამონაკლისი?... თუკი ეს დასახიჩრებული სხეული ნაპირზე დარჩა სამშაბათ ღამით, მაშინ უთუოდ ნახავდნენ მკვლელობის რამე ნაკვალევს სანაპიროზე. საეჭვოა ისიც, რომ ასე მალე ამოტივტივებულიყო მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ გადაგდებული გვამი. და კიდევ, ძნელი წარმოსადგენია, ის არამზადები, რომლებმაც ასეთი მკვლელობა გაბედეს, წყალში ისე მოისროდნენ სხეულს, რომ არ მიაბამდნენ რამე სიმძიმეს ჩასაძირავად, ასე წინდახედულად მოქცევა სულ ადვილი იყო მათთვის“. მერე კი რედაქტორი იმის მტკიცებას მოჰყოლია, რომ სხეულმა წყალში უნდა დაყოს „არა რაღაც სამი დღე, არამედ, სულ ცოტა ხუთჯერ სამი დღე“, თუკი იმდენად გახრწნილი იყო გვამი, რომ ბოვემ ძლივსღა იცნო, მაგრამ ეს უკანასკნელი მოსაზრება სრულიად იქნა უარყოფილი. ვაგრძელებ ამ თარგმანს: „და მაინც როგორია ის ფაქტები, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა მ. ბოვე, რომ ის მარი როჟე იყო? კაბის სახელოები აუტრიალებია მისთვის და განუცხადებია, ნიშნები ემთხვევა, სრული მსგავსება არისო. ხალხის ვარაუდით, ეს ნიშნები უნდა ყოფილიყო რაღაც მნიშვნელოვანი ნაიარევი, მაგრამ თურმე იმ კაცმა ხელი გამოიწვდინა და მკლავზე რაღაც თმა უპოვა, ჩვენი აზრით, ამ ნიშნით გვამის გამოცნობა იგივეა, რაც სახელოში ხელის პოვნა. მესიე ბოვე იმ ოთხშაბათ ღამით არ დაბრუნებულა შინ, მაგრამ შვიდი საათისთვის უცნობებია მადამ როჟესთვის, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ზუსტად არ იციან, თქვენი ქალიშვილია ის თუ არაო. თუკი მადამ როჟეს, მოხუცსა და ავადმყოფ ქალს, არ შეეძლო მისვლა (რაც სულაც არ არის გასაკვირი), ხომ უნდა ჰყოლოდა ვინმე, ვინც იფიქრებდა, ვაითუ ის მართლაც მარის გვამია, წავალ და გამოძიებას მივეხმარებიო. ასეთი არავინ გამოჩენილა. არც არავის უთქვამს და გაუგონია, რომ პავე სენ ანდრეს ქუჩაზე ამ საქმის გამო ვინმე მისულიყოს. სენტ ესტაშიც კი, მარის შეყვარებული და მომავალი ქმარი, რომელიც ამ გოგოს დედის სახლში ცხოვრობდა, ამტკიცებს, პირველად გვამის პოვნის შესახებ მხოლოდ მეორე დილას მაცნობესო, როდესაც მესიე ბოვე მივიდა მისას და მოუთხრო ეს ამბავი. კი ვართ გაოცებულნი, რომ ახალ ამბავს საკმაოდ ცივად შეხვდნენ“. ასე უნდოდა იმ გაზეთს შთაბეჭდილების შექმნა მარის ნათესავების უსულგულობის შესახებ, რათა დაემკვიდრებინათ თავიანთი ვარაუდი, რომ ის გვამი სხვისი იყო. ამ ინსიუნაციებით ასეთი დასკვნა გამოჰყავდათ: მარი მეგობრების დახმარებით ქალაქიდან გარბის, რადგან არ უნდა გახმაურდეს მისი შებღალული უბიწოების ამბავი, ჰოდა, აი, მისი მეგობრები, სენაში გვამს რომ აღმოაჩენდნენ, ვითომცდა იცნობდნენ იმ გოგოს და ხმას დაყრიან კიდევაც ხალხში მკვლელობის შესახებ, ესახებ, მაგრამ ამჯერად L’Etoile-ს მეტისმეტი მოსვლია. ნათლად იყო დამტკიცებული, რომ ეს სუყველაფერი გაზეთს მოუჭორავს. სინამდვილეში ის მოხუცი ქალი დაუძლურებულა, დარდით აღარ იყო და აღარაფრის თავი არ ჰქონია; იმ სენტ ესტაშს ის ცნობა გულგრილად კი არ მოუსმენია, არამედ თავზარი დასცემია და თავის ჭკუაზე აღარ ყოფილა, მესიე ბოვემ დაუძახა ერთ მის მეგობარს, ერთ ნათესავს და უთხრა, თვალი არ მოაცილოთო; იმ გოგოს გვამს კი ახლოსაც არ გააკარა ექსჰუმაციისა და ხელმეორედ შემოწმების ხანს. უფრო მეტიც, თუმცა L’Etoile-ს უნდოდა ხმა დაეყარა, რომ გვამი ხელმეორედ დაასაფლავეს მთავრობის ხარჯზე და თითქოს წინადადება დაღუპულის სახლიდან გამოსვენების თაობაზე ოჯახმა უარყო, დაბოლოს, თურმე არც ერთი მისი ახლობელი არ მოსულა დაკრძალვაზე... თუმცა L’Etoile ყოველნაირად ცდილობდა ამ ამბის გავრცელებას, არც არავის დაუჯერებია ეს ამბავი. შემდეგ გაზეთს თავად ბოვეც არ დაჰვიწყებია და წყლის შეყენება მოუნდომებია მისთვის. რედაქტორის აზრით: „ახლა კი მოხდა რაღაც ცვლილება. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ვიღაც მადამ ბ. შემთხვევით მოხვედრილა მადამ როჟეს სახლში, სწორედ იმ წუთას მესიე ბოვე გამოდიოდა იქიდან და ასე უთქვამს იმ ქალისთვის, სადაცაა ჟანდარმი უნდა მოვიდესო და გაუფრთხილებია, ჩემს დაბრუნებამდე იმ ჟანდარმთან კრინტი არ დაძრა, ყველაფერს მე მოვაგვარებო... საქმე ისეა, რომ, ჩვენი აზრით, მესიე ბოვეს გარეშე ვერაფერს გავხდებით, მესიე ბოვეს ჩაურევლად ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ, სადაც არ მიდგებით, ყველგან ის კაცი დაგხვდებათ... რად ფიქრობს ასე, უჩემოდ თითსაც ვერავინ გაანძრევსო, იმ ოჯახის ყველა ახლობელი მამაკაცი მისი წყალობით განზე გამდგარა; სწორედ ასეც უთქვამთ იმათ, ძალიან უცნაურად მოქცეულაო ის კაცი. თითქოსდა, რატომღაც, ძლიერ სურდა, იმ გოგოს ნათესავები გვამს ახლოსაც არ გაჰკარებოდნენ“. შემდეგ მოყვანილი იყო ისეთი ფაქტი, რომელსაც შეეძლო გარკვეული ეჭვის აღძვრა ბოვეს წინააღმდეგ. ვიღაც მისულა მასთან სამსახურში იმ გოგოს დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე და იქ არავინ დახვედრია, სწორედ მაშინ დაუნახავს გასაღების ღრიჭოში გაჩრილი ვარდი და იქვე ახლოს დაკიდებული მუყაო წარწერითურთ – „მარი“. საერთოდ კი გაზეთებში ასეთი აზრი იყო დამკვიდრებული, რომ მარი რომელიღაც თავზე ხელაღებულთა ჯგუფის მსხვერპლი შექმნილა, მდინარის იქით გადაუყვანიათ, გაუუპატიურებიათ და მოუკლავთ. დიდი გავლენის მქონე გამოცემა Le Gommerciel-ი ძალზე მტრულად მოეკიდა ამ გავრცელებულ აზრს. მომყავს ორიოდე ამონაწერი ამ გაზეთიდან: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმთავითვე არასწორად წარიმართა კვლევა, დე რულის კარიბჭესთან რა უნდოდათ. იმ ყმაწვილ ქალს ხომ ბევრი იცნობდა და როგორღა შეეძლო სამი უბანი გაევლო და არავის დაენახა იგი; ვინმეს თვალი რომ მოეკრა მისთვის, არც დაავიწყდებოდა, რადგან ყველა მიაქცევდა ყურადღებას, ვინც კი იცნობდა მას; სახლიდან რომ გამოვიდა, ქუჩები ხალხით იყო სავსე... დე რულის კარიბჭესთან ან დე დრომის ქუჩასთან როგორ მივიდოდა ისე, რომ ერთ დუჟინს მაინც არ ეცნო; მაგრამ დედამისის სახლიდან გამოსული არც არავის დაუნახავს, ხელთ რაიმე დამამტკიცებელი საბუთიც არა გვაქვს გარდა იმისა, რომ მას განზრახული ჰქონდა სადღაც წასვლა. მისთვის ტანსაცმელი შემოუხევიათ და მერე გარშემო შემოუხვევიათ, მერე შეუკრავთ, ამის შემდეგ ფუთასავით შეიძლებოდა სხეულის წაღება. მკვლელობა რულის კარიბჭესთან რომ მომხდარიყო, მაშინ აღარც იქნებოდა საჭირო ასეთი სახელურის გაკეთება. სხეული კარიბჭის ახლოს, მდინარეში რომ უნახავთ, სულაც არ გვიჩვენებს მისი წყალში გადაგდების ადგილს... ორი ფუტი სიგრძის და ერთი ფუტი სიგანის ნაჭერი, ნაგლეჯი იმ უბედური გოგოს კაბისა, ნიკაპს ქვემოთ ყელზე დაუხვევიათ და კეფაზე გაუნასკვავთ ყვირილის დასახშობად. ასე იციან იმ ვაჟბატონებმა, რომლებსაც ცხვირსახოცი არც სჭირდებათ“. ერთი თუ ორი დღით ადრე, სანამ პრეფექტი ჩვენსას მოვიდოდა, პოლიციას მოუპოვებია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა, რომლებსაც უარუყვია კიდევაც Le Gommerciel-ის ძირითადი მოსაზრებანი. ქალბატონ დელუკის ორ ბიჭუნას, რომლებიც დე რულის კარიბჭესთან ახლოს ტევრში დაეხეტებოდნენ და შემთხვევით დაბურულ ბუჩქნარში შესულან, აქ სამი თუ ოთხი ვეებერთელა ქვა დაუნახავთ, სკამივით რომ იყო მოწყობილი, საზურგეც ჰქონდა და ფეხის დასადგმელიც, ზედა ქვაზე თეთრი ქვედაკაბა შეეგდოთ, ხოლო იმის ქვემოთ აბრეშუმის შარფი. იქვე ეგდო ქოლგა, ხელთათმანები და პატარა ცხვირსახოცი, რომელზეც სახელი იყო დაქარგული – „მარი როჟე“. მაყვლის ბუჩქებზე კაბის ნაგლეჯებიც უნახავთ. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქის ტოტები გადამტვრეული და ნათლად ჩანდა, რომ აქ უბრძოლიათ. მოაჯირი ბუჩქნარსა და მდინარეს შორის მოერღვიათ და მიწაზე იმის ნაკვალევი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც მძიმე საგანი გადაუთრევიათ.        ყოველკვირეულმა გაზეთმა, Le Soleil-მა შემდეგი აზრი გამოთქვა, პარიზული პრესის საერთო აზრის გამოძახილი გახლდათ ეს გამონათქვამი: „ცხადია, რომ ეს საგნები სამი თუ ოთხი კვირა ეყარა იქ; წვიმისაგან დალპობილან და ხავსიც მოჰკიდებიათ. აღარც კი ჩანდნენ ამოსულ ბალახში, აბრეშუმის ქოლგა შედარებით გამძლე გამოდგა, მაგრამ ისიც გარღვეულიყო აქა-იქ. მისი ზედა ნაწილი, სადაც იკეცებოდა და იკვრებოდა, იმდენად დახავსებულიყო და დამპალიყო, რომ გახსნეს თუ არა, მაშინვე გაიხა... ბუჩქებს კაბა გაეგლიჯათ და ამოხეულიყო, ასე, სამი დუიმი სიგანის და ექვსი დუიმი სიგრძის ნაჭერი. სამოსლის ერთი ნაწილი ნაკემსი ჩანდა, მეორეც იყო, მაგრამ ყოველგვარი ნაკემსის გარეშე, თითქოსდა ღვედებად დაეხიათ და ბუჩქებს ასე წამოსდებოდა მიწიდან დაახლოებით ერთი ფუტის სიმაღლეზე... ვისღა შეეპარება ეჭვი, რომ ადგილი შემზარავი დანაშაულისა ცნობილია“. კიდევ ახალი ფაქტები დაერთო ამ აღმოჩენას. მადამ დელუკმა ასეთი ჩვენება მისცა, სწორედ დე რულის კარიბჭის პირდაპირ, მდინარის ახლოს, გზისპირას სასტუმროს ვფლობო. მიყრუებულია ეს მიდამო, თითქმის უკაცური. კვირაობით კი აქ ვის არ ნახავთ ქალაქიდან მოსულს, რაკიღა ამ ადგილიდან უნდა გადავიდნენ ნავებით მეორე ნაპირზე. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც იმ კვირას გოგო შესულა სასტუმროში შავგვრემანი ყმაწვილი კაცის თანხლებით. რამდენიმე ხანი დარჩენილან ის ორნი. მერე კი იქვე ახლომდებარე ტყისკენ წასულან. მადამ დელუკს იმ გოგოს კაბისთვის მიუქცევია ყურადღება, რადგან სწორედ ასეთს იცვამდა მისი ერთი გარდაცვლილი ნათესავი ქალი. განსაკუთრებით ის შარფი დაუმახსოვრებია. ის წყვილი წავიდა და მალე ვიღაც არამზადების ბრბო მოვიდა, იღრიალეს, სვეს და ჭამეს, ფული არ გადაუხდიათ და იქით გასწიეს, სადაც ის გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყვნენ, დაღამებას აღარაფერი უკლდა, როდესაც ისინი მობრუნდნენ და საჩქაროდ მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ. უკვე კარგა დაღამებულიყო, რომ მადამ დელუკმა და იმისმა უფროსმა ვაჟმა ქალის კივილი გაიგონეს სასტუმროს ახლოს. ერთი გულშემზარავი შეკივლება მოესმათ, მაშინვე მიწყდა ეს ხმა. მადამ დელუკმა არა მარტო ბუჩქებში ნაპოვნი შარფი იცნო, გვამზე ნანახ კაბაზეც თქვა, ეს იმ გოგოსი არისო. ვიღაც ვალანსმა, ომნიბუსის მძღოლმა ჩვენება მისცა, რომ მას დაუნახავს მარი როჟე სწორედ იმ კვირადღეს, ბორანით გადადიოდა სენაზე ვიღაც მზემოკიდებულ ყმაწვილკაცთან ერთად. იგი, ვალანსი, იცნობდა მარის და ნამდვილად არ შეეშლებოდა. ბუჩქებში ნანახი საგნები სწორედ მარისი უნდა ყოფილიყო, ასე თქვეს მისმა ნათესავებმა. დიუპენის თხოვნით გაზეთებიდან ჩემ მიერ ამოკრებილი ფაქტები და ცნობები კიდევ ერთი გარემოებით სრულდებოდა. დიდმნიშვნელოვანი იყო ეს გარემოება. თურმე მაშინვე, ზემოაღნიშნული საგნები რომ იპოვეს, იმ ადგილას, სადაც, როგორც ვარაუდობდნენ ის უბედურება დატრიალდა, უნახავთ გაციებული ან თითქმის გაციებული სხეული სენტ ესტაშისა, მარის გულის სწორისა. იმის გვერდით ეგდო „ლაუდანუმის“ ცარიელი, პატარა ბოთლი. საწამლავის სუნი ამოსდიოდა პირიდან. ისე მოკვდა, ვეღარაფერი თქვა. მისი ბარათიც უპოვიათ, მოკლედ წერდა, მე მარი მიყვარდა და თავს ვიკლავო. – რაღა უნდა გითხრა, – თქვა დიუპენმა, როდესაც ჩემი შენიშვნების კითხვა გაასრულა, – ეს შემთხვევა უფრო აბურდულია, ვიდრე ის, მორგის ქუჩაზე რომ მოხდა და იმისგან ძალიანაც განსხვავდება. ეს არის ჩვეულებრივი, თუმცა მხეცური დანაშაული. არაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. შენც შეამჩნევდი ალბათ, ამ საიდუმლოს ამოხსნა სულ ადვილი რომ ჰგონებიათ, სწორედ ამის გამო გაჭირდა საქმე, ვერაფერს გახდნენ. მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ პირველად ჯილდო არ დაუდგენიათ. გ.-ს მირმიდონელებს ჭკუა ეყოთ, რომ მიმხვდარიყვნენ, როგორ და რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი მხეცობა, მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ხერხი, მრავალი ხერხი, მოტივი, ამ დანაშაულისა და რაკიღა, მათი აზრით, ამ უამრავი ხერხიდან და მოტივებიდან ერთ-ერთი სავსებით შესაძლებელი იყო, იმედი ჰქონდათ, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. მე უკვე გითხარით, სულ ჩვეულებრივ ამბებზე ამაღლებას რომ ცდილობ და ჭეშმარიტებას რომ ეძებ, სწორი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ასეთი კითხვის დასმა: „და მაინც, რა მოხდა?“, არამედ სჯობს: „ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რაც აქამდე არ მომხდარა?“. მადამ ლესპანიეს ბინას რომ ჩხრეკდნენ, გ.-ს ხალხს თავგზა აბნევიათ და სულით დაცემულან მომხდარი უბედურების უჩვეულობით, ეს გარემოება კი საკმაოდ მოწესრიგებული ინტელექტისთვის წარმატების საწინდარი გახდებოდა და სწორედ ეს ინტელექტი სასოწარკვეთილებას მიეცემოდა, როდესაც ნახავდა, მეპარფიუმერე გოგოსთან დაკავშირებულ რა უბრალო შემთხვევას გადავყრივარო; ამ უბრალოებამ კი პრეფექტურის წარმომადგენლები იმთავითვე საზეიმო ხასიათზე დააყენა. მადამ ლესპანიეს და მისი ქალიშვილის შემთხვევაში მაშინვე მიხვდნენ, რომ, რაღა თქმა უნდა, დედა და შვილი ვიღაცას დაუხოცავს: თვითმკვლელობის ვარაუდი თავიდანვე იყო გამორიცხული. ჩვენ აქ შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, თვითმკვლელობა არ მომხდარა. დე რულის კარიბჭესთან ნაპოვნ გვამს ისე კარგად ეტყობოდა ძალის ნაკვალევი, რომ ის მნიშვნელოვანი ვარაუდი მაშინვე იქნა უარყოფილი. მაგრამ გვამი რომ ნახეს, ეჭვიც გამოითქვა, შეიძლება, ის არც იყოსო მარი როჟესი, რომლის მკვლელის თუ მკვლელთა გამოსავლინებლად ჯილდო იყო დადგენილი. ჩვენც ხომ სწორედ ამ გოგოს თაობაზე ვიყავით შეთანხმებული პრეფექტთან. ჩვენ კი ორივენი კარგად ვიცნობთ ამ ჯენტლმენს. ამ კაცის შემხედვარე ფონს ვერ გახვალ. თუკი ჩვენს ძიებას გვამით დავიწყებთ და ბოლოს მკვლელს მივაკვლევთ და ამასთან ერთად იმასაც აღმოვაჩენთ, რომ მოკლული მარი კი არა, ვიღაც სხვა ყოფილა ან თუ მარი ცოცხალია და ჩვენ მას ვიპოვით და ვიპოვით მრთელსა და საღ-სალამათს, ორივე შემთხვევაში დავზარალდებით, რადგან ჩვენ ამ კაცს, გ.-ს გადავყრივართ. ჰოდა, ასე უნდა იყოს საჭირო, სამართლისთვის კი არა, ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, რომ დავადგინოთ, ის გვამი სწორედ დაკარგული მარი როჟესია. L’Etoile-ს მოსაზრებებს მკითხველებზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია; თავად ეს გამოცემა ამ თავის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ერთი შეხედე, როგორ იწყებს თავის კიდევ ერთ წერილს ამ საგანზე – „რამდენიმე დღევანდელი დილის გაზეთი“, – გვამცნობს იგი, – დამაჯერებლად თვლის ჩვენს სტატიას ორშაბათის L’Etoile-ში“. მე თუ მკითხავ, მეტისმეტ სიბეჯითეს ამჟღავნებს ამ წერილის შემთხზველი და მეტს არაფერს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გაზეთების მიზანი სენსაციები და მკითხველთა მოპოვებაა და არა ჭეშმარიტების დადგენა. ჭეშმარიტებას აქ მკითხველთა თვალით ზომავენ. ის ორგანო, რომელიც მოარული აზრის (რაც უნდა მართებული იყოს ეს აზრი) გავრცელებას მოისურვებს, ბრბოს გულს ვერ მოიგებს. ხალხის ყურადღება იმას შეუძლია მოიპოვოს, ვინც უხეშად უარყოფს საყოველთაო აზრს. ვითომცდა საღად ვმსჯელობთო და ისევე, როგორც ლიტერატურაში, ამ შემთხვევაში ჩმახვას ძალუძს მაშინვე მოახდინოს დიდი ზეგავლენა ყველაზე. გინდ ისე იყოს და გინდ ასე, რაღა ფასი აქვს ასეთ მსჯელობას. მე იმისი თქმა მინდა, რომ L’Etoile-ს ჩმახვასა და, თუ გნებავთ, აზრის უბრალოებას, მარი როჟე ცოცხალი უნდა იყოსო, დიდად მიუპყრია ხალხის ყურადღება. მოდით და წვრილად ჩავუღრმავდეთ ამ გაზეთის მსჯელობას, ოღონდ ისე, რომ გვახსოვდეს, არ გავებათ წერილის უთავბოლო ლაბირინთებში. უპირველეს ყოვლისა, იმის დამწერს სურს გვიჩვენოს, რომ მარის დაკარგვის საათიდან მცირე დრო იყო გასული, გვამი არ ამოტივტივდებოდა და ვეღარც იპოვიდნენ, ესე იგი, მოკლული მარი არ უნდა ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, რაც შეიძლება უნდა შეამცირონ ზემოთ ხსენებული დროის ხანგრძლივობა, რადგან სწორედ ეს არის იმ ჩვენი მოაზროვნის მიზანი. ჰოდა, რა არ წამოუროშავს ამ მიზნის მისაღწევად. „სულელიღა თუ იფიქრებდა, – წერს იგი, – რომ მარი მოუკლავთ და თუკი დაღუპული სწორედ ის გოგო იყო, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო ისე ადრე, რომ მკვლელებს ჯერ კიდევ შუაღამემდე მოესწროთ მდინარეში გვამის გადაგდება“. ჩვენ აქ, რასაკვირველია, ასეთი კითხვა უნდა დავსვათ: „რატომ?“ რატომ უნდა მოგვივიდეს თავში ასეთი სულელური აზრი, რომ მკვლელს დანაშაული ჩაუდენია იმ გოგოს სახლიდან გაპარვისთანავე, ხუთი წუთის შემდეგ? რატომ უნდა მოგვივიდეს თავში ასეთი სულელური აზრი, რომ მკვლელობა მოხდა მაინცდამაინც იმ დღეს? კაცისკვლა შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს. მაგრამ რა დროსაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, კვირადღის დილის ცხრა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე, კი მოახერხებდნენ „გვამის მდინარეში გადაგდებას შუაღამემდე“. ხსენებული აზრი, სხვათა შორის, იმასც გვამცნობს, რომ კვირადღეს ის გოგო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თუ ჩვენ L’Etoile-ს ასეთ დასკვნას გავაკეთებინებთ, მაშინ მსჯელობას სრულ თავისუფლებასაც მივანიჭებთ. ის საგაზეთო წერილი ასე იწყება: „სისულელეა იმის თქმა, რომ ის მოუკლავთ და ა.შ.“ როგორც ჩანს, L’Etoile-ს მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ წერილის შემთხზველის აზრის მიმდინარეობა – სულელიღა თუ იტყვის, ეს მკვლელობა იყოო, თუკი მოკლული მართლაც ის გოგოა, მაშინ მკვლელებს უნდა მოესწროთ მისი გვამის მდინარეში გადაგდება შუაღამის დადგომამდე; ჩვენი აზრით, სისულელეა ასეთი ვარაუდის გამოთქმა იმ დროს (ჩვენ უკვე კიდევაც დავეთანხმეთ ამ ვარაუდს), როდესაც არსებობს შეხედულება, „გვამს მხოლოდ შუაღამის მერე გადააგდებენო“ – თავისთავად ეს აზრი თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ არც ისეთი აზრმოკლებული ჩანს, როგორც ამ გაზეთში დაიბეჭდა. – ჩემი მიზანი რომ, – განაგრძო დიუპენმა, – L’Etoile-ს არგუმენტების უარყოფა იყოს, მე არც კი მოვყვებოდი ამის მტკიცებას. L’Etoile-ს რას ვაქნევთ, ჩვენთვის ჭეშმარიტებაა მთავარი. ამ გაზეთებიდან მოყვანილი სიტყვების მნიშვნელობა ნათელია, მაგრამ საკითხავი ის არის, რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, როგორ შეიძლება მათი ახსნა. იმ ჟურნალისტს იმისი თქმა უნდოდა, რომ იმ კვირას, გინდ დღისით და გინდ ღამითაც, რა დროსაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, შეუძლებელი იყო მკვლელებს შუაღამემდე გადაეტანათ გვამი მდინარესთან. ნამდვილად არ შემიძლია ამ შეხედულების გაზიარება. მისი აზრით, მკვლელობა მოხდა ისეთ ადგილას და ისეთ გარემოებაში, რომ შეუძლებელი იყო გვამი მდინარესთან არ გადაეთრიათ. მაგრამ ხომ შეიძლება მკვლელობა სწორედ მდინარის პირას ან სულაც მდინარეში მომხდარიყო; გვამის წყალში გადაგდება შეეძლოთ დღისითაც და ღამითაც, ამაზე ადვილი რაღა იქნებოდა. მინდა სწორად გაიგოთ ჩემი ნათქვამი, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მასე მოხდა, ანუ ჩემი აზრი შეუვალია. ამჯერად არც მსურს ფაქტების გამოწვლილვით განხილვა. მინდა ყურადღება მიაქციოთ L’Etoile-ს მსჯელობის მანერას, მისი ყოველი სიტყვა მიკერძოებული ჩანს. ჰოდა, მკვლელობის დრო როგორც სურდათ, ისე შეზღუდეს და დასკვნაც ამის შესაბამისად გაუკეთებიათ – თუ მოკლული ნამდვილად მარი იყო, მაშინ გვამი სულ ცოტა ხნით იქნებოდა წყალში მოხვედრილი, გაზეთი ასე განაგრძობს: „გამოცდილებით ვიცით, რომ დამხრჩვალნი თუ მკვლელობისთანავე წყალში გადაგდებულნი, გამოჩნდებიან ზედაპირზე მხოლოდ ექვსი-ათი დღე-ღამის შემდეგ, ამ დროისთვის უკვე იმდენად გაიხრწნებიან, რომ შეუძლიათ ზედაპირზე ამოტივტივება. თუ იმ მიდამოში ზარბაზანს გაისვრიან სხეული ხუთ-ექვს დღე-ღამეზე ცოტათი ადრე ამოვა ზედაპირზე და მაშინვე უნდა მიუსწროთ, თორემ ჩაიძირება“. Le Moniteur-ის გარდა მაშინვე გაუზიარებია ეს აზრი ყველა პარიზულ გაზეთს. ხსენებული გამოცემა შეეცადა ეჭვი გამოეთქვა „ჩაძირულ სხეულთა“ თვისებების გამო, სხვა აღარაფერი გაუხდიათ სადავო. ცნობილია ხუთი თუ ექვსი შემთხვევა, როდესაც გვამები ამოტივტივებულან იმ ვადაზე უფრო ადრე, L’Etoile-ს რომ განუსაზღვრავსო. მაგრამ Le Mrniteur-ის მსჯელობა რაღაც ფილოსოფიური ნიშნით იყო აღბეჭდილი და L’Etoile-ს წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდებოდა ამ ორიოდე მაგალითის მოშველიებით. თუნდაც ხუთი მაგალითის ნაცვლად ორმოცდაათიც მოეყვანა, როდესაც სხეული ამოტივტივებულა ორი ან სამი დღის შემდეგ, ეს ორმოცდაათი მაგალითი მაინც გამონაკლისი იქნებოდა, რადგან L’Etoile-ს მიხედვით ასე იყო დადგენილი და მისი შეხედულების უარყოფა თავად კანონზომიერების უარყოფას ნიშნავდა. საერთოდ კი იზიარებდნენ ამ კანონზომიერებას (Le Mrniteur-იც არ უარყოფდა ამას, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი მოჰყავდა მაგალითად) და L’Etoile-ს მტკიცება შეუვალი ჩანდა; ჰოდა, ამ ვარაუდის გამოთქმაღა უნდოდათ, ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ სხეული სამ დღეზე უფრო ადრე ამოტივტივდეს ზედაპირზე; ხსენებული შეიძლება L’Etoile-ს მტკიცებას სულაც ვერ შეარყევდა, მაგრამ ამ ბავშვური თამაშის დროს გამონაკლისების რაოდენობა იმდენად გაიზრდებოდა, რომ იმ პირველ კანონზომიერებას უარყოფდა და ახალს დაამკვიდრებდა კიდეც. თქვენც უკვე ხედავთ, რომ ისე ვერაფერს გავხდებით, თუ იმ პირველი კანონზომიერების წინააღმდეგ არ გავილაშქრებთ. ამიტომ კიდევ უნდა შევამოწმოთ მისი რაციონალურობის საკითხი. საერთოდ კი ადამიანის სხეული არც ძალიან მძიმე და არც ძალიან მსუბუქია სენის წყალზე; ერთი სიტყვით, ნორმალურ პირობებში წყალში მოხვედრილი ადამიანის სხეულის ხვედრითი წონა დაახლოებით ტოლია მტკნარი წყლის ხვედრითი წონისა. მსუქანი და მოსული კაცის ძვალწვრილი სხეული და, რაღა თქმა უნდა, ქალებისაც უფრო მსუბუქია, ვიდრე გამხდარი ძვალმსხვილი ადამიანებისა; ისიც უნდა გვახსოვდეს, მდინარის წყლის ხვედრით წონაზე გარკვეული ზეგავლენა აქვს ზღვის წყალს, შესართავიდან რომ შემოიჭრება ხოლმე. მაგრამ მოდით და სულაც ნუ გავითვალისწინებთ ამ გარემოებას და მაინც შეიძლება ვთქვათ, მტკნარ წყალშიც ცოტანი იძირებიან თავისით. ყველას, ვინც კი მდინარეში მოხვდება, შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, თუკი მოახერხებს თავისი სხეულით გამოდევნილ წყლის ხვედრით წონას საკუთარი წონა შეუფარდოს; ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ იგი სათანადო დონემდე დაუშვებს თავის სხეულს წყალში. იმათთვის, ვინც ცურვა არ იცის, საუკეთესო პოზიციაა, თავი უკან გადააგდოს, მხოლოდ პირი და ცხვირი გამოაჩინოს, სხეულით კი გასწორდეს, თითქოს მიწაზე მიდიოდეს. კარგადაც დაინახავთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფს შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება. თუმცა კი ცხადია, ასეთი წონასწორობა სხეულისა და წყლის მასისა არ არის მტკიცე და ყოველ წუთს შეიძლება დაირღვეს. წყლიდან წამითაც რომ ამოსწიოს ხელი და ასე შეირყიოს მდგრადობა, მისი წონა საკმარისი იქნება, რომ თავი მთლიანად დაეძიროს და ამ დროს რომ ხის პატარა ნაჭერი მოხვდეს ხელში, შეუძლია თავი წამოსწიოს და ირგვლივ მიმოიხედოს. ის კი, ვინც ცურვა არ იცის, მკლავებს წყლიდან ამოიშვერს და უთავბოლოდ მოჰყვება ქნევას, ცდილობს როგორმე თავი ჩვეულებრივ, პირდაპირ დაიჭიროს, ამის შედეგად ცხვირ-პირით წყალში მოხვდება და ასე აფართხალებულს წყალი ფილტვებში ჩაუვა. მუცელი წყლით გაევსება და სულ სხვა წონის გაუხდება სხეული, რადგან იქ, სადაც ჰაერი იყო, ახლა წყალია. ეს განსხვავება კი საკმარისი აღმოჩნდება სხეულის ჩასაძირავად, ასეც უნდა მოხდეს; მაგრამ ძვალწვრილ და ქონმოკიდებულ ადამიანებზე ამას ვერ ვიტყვით. დახრჩობის მერეც ისინი წყლის ზედაპირზე ტივტივებენ.        მდინარის ფსკერზე დაშვებული გვამი მანამდე იქნება იქ, სანამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მისი ხვედრითი წონა წყლის მასის ხვედრით წონაზე ნაკლები არ გახდება. შეიძლება უკვე გაიხრწნა და იმიტომ, შეიძლება მიზეზი სხვა რამეც იყოს. შედეგად ამ გახრწნისა წარმოიშობა აირი, გაუჯდება უჯრედებს და მოიცავს ყოველ ღრუს სხეულისას, რომელიც გაფუვდება და შემზარავი სანახავი ხდება. თუკი გვამი ისე გადიდდება, რომ მისი მასა და წონა არ მოიმატებს, მაშინ სხეულის ხვედრითი წონა წყლის ხვედრით წონაზე უფრო მსუბუქი გახდება და მდინარის ზედაპირზე ამოვა. მაგრამ გახრწნის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს – ზოგჯერ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ კი ჩქარა, მიზეზი ამისა უამრავია-მეთქი; მაგალითად, შეიძლება ან ციოდეს, ან ცხელოდეს, შეიძლება წყალი მინერალური ნივთიერებებით იყოს გაჯერებული ან შედარებით სუფთა იყოს, შეიძლება წყალი ღრმა ან თავთხელი იყოს, შეიძლება მორევი იყოს ან არა, სხეულის ტემპერატურასაც აქვს მნიშვნელობა, ისიცაა გასათვალისწინებელი, წყალში დამხრჩვალი დაავადებული იყო თუ არა სიკვდილის წინ. გამომდინარე აქედან, ცხადია, ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის ამოტივტივდება გვამი. გარკვეულ პირობებში შეიძლება ეს ერთი საათის განმავლობაში მოხდეს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სულაც აღარ გამოჩნდეს. ცნობილია ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ სულ გაუხრწნავი შეინახონ ცხოველური ქსოვილები, ვთქვათ, ორქლორიანმა ვერცხლისწყალმა. მაგრამ გახრწნის გარეშეც მცენარეული მასის დუღილის შედეგად მუცელში ხდება (ან სხეულის სხვა ღრუებში სხვა მიზეზების გამო) აირის დაგროვება და სხეული იმდენად ფართოვდება, რომ წყლის ზედაპირზე ამოდის. ზარბაზნის გასროლას ვიბრირება მოჰყვება ხოლმე. სხეული შეიძლება ლამში იყოს გახვეული ან ლაფში ჩაფლული და ამოტივტივდეს იმიტომ, რომ უკვე შეუძლია ამოტივტივება, ანდა შეიძლება გაგლიჯოს გარკვეული ნაწილი შემპალი ქსოვილისა, რის შედეგადაც აირი შეიჭრება სხეულის ღრუებში და გააფართოებს მას. ჩვენ უკვე ჩავხვდით ამ საგნის მთელ ფილოსოფიას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია შევამოწმოთ L’Etoile-ს მტკიცებათა სისწორე. ამ გაზეთის აზრით, „წარსულის მთელი გამოცდილება გვიჩვენებს, დამხრჩვალთა ან წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულები ექვს-ათ დღეში ამოტივტივდებიან ზედაპირზე, როდესაც საკმაოდ გაიხრწნებიან. ზარბაზნის გასროლით ხუთ-ექვს დღეზე ადრეც რომ ამოტივტივდეს სხეული, მაშინვე ჩაიძირება, თუ ვერ მიუსწრებენ“. ყურით მოთრეულ შეუსაბამობათა ნარევი ჩანს ახლა მთელი ეს აბზაცი. მთელი ჩვენი გამოცდილება სულაც არ გვიჩვენებს, რომ „გადაგდებულ სხეულებს“ სჭირდებათ ექვსი-ათი დღე გასახრწნელად და ამოსატივტივებლად წყლის ზედაპირზე. მეცნიერებაცა და გამოცდილებაც, ორივე ერთად ამას გვიჩვენებს, ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის შეიძლება ეს მოხდეს. ხოლო თუ სხეული ამოტივტივდება ზარბაზნის გასროლის შემდეგ, ისევ არ „ჩაიძირება, თუ ვერ მიუსწრებენ“, რადგან ის უკვე კარგა მაგრადაა გახრწნილი და გვამში აირის მოცულობა მომატებულია. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ჩვენ აქ განსხვავებას ვხედავთ „დამხრჩვალთა სხეულებს“ და „წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულებს“ შორის. და თუმცა წერილის ავტორი აღნიშნავს ამ განსხვავებას, მისთვის მაინც ყველა სხეული ერთნაირია. მე უკვე გითხარით, რომ სწორედ იმ ადამიანის ხვედრითი წონა მატულობს, ვინც არ დაიხრჩობოდა, ფართხალს, წყლიდან ხელების ამოყოფას რომ არ მოჰყოლოდა და ჰაერის მაგივრად წყალი არ ეყლაპა და არ გაბერილიყო. მაგრამ ფართხალს არ მოჰყვებოდა და სულიც არ შეეხუთებოდა „წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულებს“. გამომდინარე აქედან, გვამი, ჩვეულებრივ, არც იძირება ხოლმე – ეს ფაქტი L’Etoile-სთვის უცნობი აღმოჩნდა. და მხოლოდ მაშინ დაინთქმება გვამი, როდესაც საბოლოოდ გაიხრწნება და ჩონჩხიღა დარჩება, დაღუპულის ასავალ-დასავალს ვეღარც გავიგებთ. რა ვუყოთ იმ მტკიცებას, რომ თითქოს ის ნაპოვნი გვამი მარი როჟესი არ იყო, სამი დღე გავიდა იმ გოგოს დაკარგვის დღიდან და აქამდე როგორ არ ჩაიძირებოდაო? დამხრჩვალი ქალი იყო და შეიძლებოდა სულაც არ ჩაძირულიყო; ან თუ ჩაიძირებოდა, ისევ ამოტივტივდებოდა არა უგვიანეს ოცდახუთი საათისა. მაგრამ არავის უთქვამს, ის გოგო დაიხრჩოო; ამიტომ, რახან მოკლეს და მერე მდინარეში გადააგდეს, მთელი ეს ხანი არც ჩაძირულა, ისე მიჰქონდა წყალს. „მაგრამ, – განაგრძობს L’Etoile-ს, – თუკი აგრე დასახიჩრებული გვამი ოთხშაბათ დილამდე გააჩერეს, მკვლელების რაღაც ნაკვალევი დარჩებოდა სანაპიროზე“. უცებ ვერც კი მიხვდები, რისი თქმა უნდა იმ წერილის ავტორს. ვაითუ ჩემი მოსაზრება უარყონო და თავსი იზღვევს, მართლაცდა შეიძლება უთხრან, ნაპირზე დაგდებული გვამი ორ დღეში უფრო მალე გაიხრწნებოდა, ვიდრე მაშინ, წყალში რომ გადაეგდოთო. ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს, შეიძლება ასე მომხდარიყო, რომ იმ დღესვე გამოჩენილიყო წყლის ზედაპირზე, ასე ფიქრობს და რახან ასეა, კი უნდა გამოჩენილიყო ნამდვილად. ამიტომ, ჩქარობს, უნდა დაამტკიცოს, ნაპირზე აღარ გაუჩერებიათო, რადგან მაშინ „მკვლელების რაღაც ნაკვალევი დარჩებოდა სანაპიროზე“. მგონია თქვენი ღიმილის მიზეზი ასეთი დასკვნა უნდა იყოს. თქვენ ვერ მიმხვდარხართ, მართალია სანაპიროზე გვამი ამდენ ხანს ეგდო, მაგრამ ამას როგორღა უნდა გაემრავლებინა მკვლელთა ნაკვალევი. მეც ვერ ვხვდები. „მერედა ის როგორღა დავიჯეროთ, – ასე განაგრძობს ჩვენი გაზეთი, – იმ მკვლელებმა და ავაზაკებმა, ასეთი, როგორც ვარაუდობენ, დანაშაული რომ ჩაიდინეს, გვამი წყალში გადააგდეს და რამე სიმძიმე არ მიაბეს სიფრთხილისთვის“. ერთი ნახეთ, რა სასაცილოდ აბურდული აზრები აქვთ! არც ერთი – L’Etoile-ც კი – არ უარყოფს, რომ ის ნაპოვნი გვამი მოკლულისა იყო. მეტად ცხადლივ ჩანს სასტიკი მკვლელობის ნაკვალევი. ჩვენს ჭკუის კოლოფს უნდა გვიჩვენოს, რომ ის გვამი მარის არ იყო. მას უნდა დაგვიმტკიცოს, მარი არ მოუკლავთო და არა ის, რომ ქალის გვამი არ უნახავთ. სწორედ მეორეს ეფუძნება მისი პირველი მოსაზრება. გვამი სიმძიმემიუბმელი იყოო, გაიძახიან. სიმძიმემიუბმელად მკვლელები არ მოისროდნენო გვამს წყალში. მეტს ვეღარაფერს ამტკიცებენ, თუკი ამტკიცებენ საერთოდ რამეს. მოკლულის ვინაობას არც შეხებიან და აქ L’Etoile იმდენს ცდილობს და მსჯელობს, რომ კიდევაც უარყოფს ზემოთ მოყვანილ თავისივე მტკიცებას – „მოკლული ქალი იყოო ნამდვილად“. მსჯელობის ამ ნაწილშიც ჩვენი ჭკუის კოლოფი თავისდაუნებურად მრავალგზის უარყოფს თავისივე მოსაზრებებს. ყოველი ღონით ცდილობს, როგორც უკვე გითხარით, დაამტკიცოს და დაასაბუთოს, მარის დაკარგვიდან გვამის პოვნის დღემდე სულ ცოტა დრო იყო გასულიო. იმის დამტკიცებაც უნდა, რომ დედის სახლიდან გამოსული გოგო არავის დაუნახავს. „ჩვენ ვერ ვიტყვით, – ასე განაგრძობს, – რომ მარი როჟე ცოცხლებში ეწერა კვირა დილის 9 საათის შემდეგ, 22 ივნისს“, ცხადი მიკერძოება ეტყობა ამ მის მოსაზრებას, მისთვის ჯობდა, სულაც არ ეხსენებინა ეს გარემოება, რადგან შიშობს, ვაითუ გაიგოს, რომ მარი ვინმეს უნახავს, ვთქვათ, ორშაბათს ან სამშაბათს, მაშინ ის მისი ხსენებული დაკარგვის დრო კიდევ უფრო მცირე გამოჩნდებოდა. გამომდინარე აქედან, მისი საკუთარი მსჯელობის შედეგად, კარგა მაგრა შეუდგებოდა წყალი მისსავე ვარაუდს, რომ ის გვამი იმ გრიზეტი ქალისა იყო. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მართლაც გესიამოვნება, რა ბეჯითად და თავდაჯერებით ლამობს L’Etoile ამ თავისი ძირითადი მოსაზრების განმტკიცებასა და დასაბუთებას. ახლა კი წერილის ის ადგილი ნახეთ, ბოვემ გვამი რომ იცნო. სულ მთლად დაბნეული ჩანს ის ჩვენი ჭკუის კოლოფი, როდესაც მკლავზე ნანახ ბეწვებს აღნიშნავს. მესიე ბოვე არც ისეთი იდიოტი იყო, რომ მოკლულის ვინაობის დადგენისას ძირითად საბუთად მკლავზე ნანახი ბეწვები მოეყვანა. ჯერ არავის უნახავს მკლავი უბეწვებოდ. L’Etoile-ს განყენებული მსჯელობა სულაც უკუღმართად წარმოგვიჩენს მოწმის მსჯელობას. იმ კაცს უსათუოდ უნდა აღენიშნა ბეწვის ფერი, სიხშირე, სიგრძე ან განლაგება; „იმ გოგოს, – წერს გაზეთი, – პატარა ფეხი ჰქონდა, მეტწილ ქალებს სწორედ ასეთი ფეხი აქვთ. იმ გოგოს შესაკრავი, ისევე როგორც ფეხსაცმელი, ვერც ვერაფერს დაგვიმტკიცებს, ასეთი შესაკრავი და ფეხსაცმელი ყველგან იყიდება. შეიძლება იგივე ვთქვათ იმ გოგოს ყვავილებზეც, რომლითაც მას ქუდი ჰქონდა მორთული. მეტად კი აქვს დაჩემებული მესიე ბოვეს ის გარემოება, რომ იმ შესაკრავის საკეტი უკან იყო გადაწეული. მერედა რა მნიშვნელობა აქვს ამას; ყოველ ქალს შესაკრავი სახლში მიაქვს და მერე მოირგებს ხოლმე, ასე ურჩევნია, ვიდრე ყიდვისას დაიწყოს მოზომვა“. აქ კი ვერ ვიტყვით, რომ იმ ჭკუის კოლოფს თავად სჯერა თავისი ნათქვამის. თუკი მესიე ბოვე მარის გვამს ეძებდა, ნახავდა, რომ დაღუპულის სიმაღლე და გარეგნობა ჰგავს მარისას, საფუძველი ექნებოდა (ტანისამოსს სულაც არ დააკვირდებოდა, ისე) ეფიქრა, რასაც ვეძებდი, ის ვიპოვეო. უფრო მეტიც, საერთო მსგავსებისა და მოყვანილობის გარდა, მკლავზე იმ ბეწვებს აღმოუჩენდა, მარის სიცოცხლეში რომ ჰქონდა ნანახი, მისი ვარაუდი კიდევ უფრო განმტკიცდებოდა: განმტკიცდებოდა-მეთქი, რადგან იმ ბეწვების თავისებურება გახლდათ განსაკუთრებული, ანუ, თუ გნებავთ, ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი ნიშანი. თუკი მარის პატარა ფეხი ჰქონდა და იმ გვამსაც ასევე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ დაღუპული მარი გახლდათ, არითმეტიკული კი არა, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებოდა. ყველაფერ ამას თუ ფეხსაცმელსაც დავუმატებთ, იმ საბედისწერო დღეს რომ ეცვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთები „აუარება გაყიდულა“, მაშინ თქვენ იმ ალბათობას თითქმის მთლად შეუვალს გახდით. ის გარემოებანი, რომელიც ცხად საბუთად არ გამოდგება, გარკვეული თანხვედრის შედეგად უეჭველად წარმოგვიჩენს ფაქტებს. ის ყვავილებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ დაკარგულ გოგოს რომ ჰქონდა დაბნეული ქუდზე და მისაკვლევი აღარაფერი დაგვრჩება. ამისთვის ერთი ყვავილიც იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ის ყვავილი თუ ორი, სამი და უფრო მეტიც იყო? იმათთაგან ყოველი ხომ ამრავლებს ამ ფაქტის ჭეშმარიტებას, საბუთს უბრალოდ კი არ უმატებს საბუთს, არამედ ასგზის და ათასგზისაც ამრავლებს მის უეჭველობას. მოდით და ახლა ის შესაკრავიც აღვნიშნოთ, დაღუპული გოგო რომ ატარებდა, ამის მერე შემდეგი ძიება სისულელე იქნება და მეტი არაფერი. და კიდევ, იმ შესაკრავის მისაბნევი თავად მარის გადაუადგილებია ცოტა ხნით ადრე, სანამ სახლიდან გამოვიდოდა. ჰოდა, ახლა შერეკილი ან ორპირი კაცი თუ გამოთქვამს ეჭვს. L’Etoile-ს რომ დაუჟინია, მისაბმელი თავისითაც ადვილად გადაადგილდებოდაო, ეს უკვე იმას გვიჩვენებს – არა და არ უნდათ თავიანთი შეცდომის აღიარება. ის შესაკრავი ელასტიკური იყო და სულ ჩვეულებრივად შეიძლებოდა მასზე მისაბმელის გადაადგილება. თუ საგანს თავად შეუძლია დამოკლება, პატრონსაც ძალუძს იმისი დამოკლება საჭიროებისამებრ. მარიც ასე მოქცეულა და კაცმა რომ თქვას, მეტ საბუთს ვეღარც ვინატრებთ, იმ გვამზე უნახავთ იმ დაკარგული გოგოს არა მარტო შესაკრავი, ფეხსაცმელი, მისი ქუდი და ყვავილები ამ ქუდზე, ისეთივე ფეხებიც და რაღაც ისეთივე ნიშანი მკლავზე, ისეთივე გარეგნობისა და აღნაგობისა ყოფილა, უფრო მეტიც, ყველაფერი ეს ერთად უნახავთ თურმე. თუ იმ L’Etoile-ს რედაქტორს მაინც შეეპარებოდა ეჭვი ამდენი საბუთის გაცნობის შემდეგ, მაშინ აღარ დაგვჭირდებოდა ამ შემთხვევაში გონებრივ შესაძლებლობათა საკვლევი კომისიის მოწვევა. ადვოკატივით მოჰყოლია წილადობილას. მეტი წილი ადვოკატების თვალსაწიერი კი სასამართლოს კედლებში გაბატონებულ ფეხმოკლე მსჯელობითღა შემოისაზღვრება. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, ბევრ აშკარა საბუთს რომ უარყოფს სასამართლო, ინტელექტუალური კაცისთვის ეს საბუთი საუკეთესოა ჭეშმარიტების დასადგენად. რადგან სასამართლოს საერთო პრინციპები აქვს მომარჯვებული საბუთების ძიებაში, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული პრინციპებით იკვლევს გზას, უარყოფს ყოველი შემთხვევის განსაკუთრებულობას. ასე მტკიცედ რომ იცავენ ამ თავის პრინციპებს და მათთვის რამე გამონაკლისი არ არსებობს, ამგვარი წესით კიდევაც აღწევენ მაქსიმუმს ჭეშმარიტების მიკვლევაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ცხოვრებაში, ძირითადად, ეს წესი გამართლებულია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შეცდომის საფუძველი ხდება. ბოვეს სულ ტყუილუბრალოდ დასწამეს ცილი და შეგვიძლია ამ წუთსავე გავაცამტვეროთ. თქვენ უკვე ჩახვდით ამ კარგი ჯენტლმენის ჭეშმარიტ ბუნებას. მოუსვენარი, რომანტიკული ბუნების კაცია და მაინცდამაინც დიდ ჭკუას ვერც მოვთხოვთ. შეიძლება შემთხვევამ მოიტანოს და ისეთ ფაციფუცს მოჰყვეს, რომ დააეჭვოს კიდეც ურწმუნო ან მისადმი მტრულად განწყობილი ხალხი. მესიე ბოვეს (როგორც თქვენს შენიშვნებში ჩანს) პირადად უსაუბრია L’Etoile-ს რედაქტორთან და გაუბედავს იმ მოსაზრების გამოთქმა, რომ რედაქტორის თეორიის მიუხედავად, თუკი ფაქტებს საღად შევხედავთ, ის გვამი მარისა არისო. „იმ კაცს დაუჩემებია, – წერს გაზეთი, – მარის გვამი ვნახეო, მაგრამ ვერ ამტკიცებს ამ გარემოებას, ვერაფერს გვეუბნება ახალს, ხოლო იმ ძველის შესახებ უკვე ვთქვით და აღარაფერს ვიტყვით, ყველასთვის ისედაც ნათელია ყველაფერი“. არც იმაზე ვიტყვით რამეს, რამდენად შეიძლება იყოს „ყველასთვის ისედაც ნათელი ყველაფერი“, ასე იშვიათად ხდება, ისღა უნდა დავსძინოთ, რომ შეიძლება ადამიანს ბოლომდე სჯეროდეს რაღაცის, მაგრამ დამაჯერებელი საბუთი არ აქვს და აღარც ძალუძს სხვები დაარწმუნოს. ყოველთვის ძნელი იყო წარმოჩენა იმ შთაბეჭდილებისა, რომლის მიხედვითაც თქვენ იცნობთ ადრე ნანახ ამა თუ იმ პიროვნებას. ყველა ცნობს თავის მეზობელს, მაგრამ ათასში ერთი თუ იტყვის უცებ, იგი ასე და ასე ვიცანიო. L’Etoile-ს რედაქტორი მართალი იყო, როდესაც ეჭვით მოჰკიდებია მესიე ბოვეს თავდაჯერებულ საუბარს. მართალი კი იყო, მაგრამ ეჭვობდა, მესიე ბოვეს რაღაც უნდა ადარდებდესო. აჯობებდა იმას ჩემი ვარაუდი გაეზიარებია, მოუსვენარი, რომანტიკული კაცია იგი და მეტი არაფერი. ჰოდა, კეთილმოსურნის თვალით თუ შევხედავთ მას, ძნელი აღარ იქნება ავხსნათ გასაღების ხვრელში გაჩრილი ვარდი, დაფაზე მიწერილი სახელი „მარი“; ის გარემოება, რომ „იმ ოჯახის ყველა მამაკაცი მისი წყალობით განზე გამდგარა“, და „თითქოსდა რატომღაც ძალიან უნდოდა, იმ გოგოს ნათესავები გვამს ახლოსაც არ გაჰკარებოდნენ“. მადამ ბ.-სადმი მიმართული მისი გამარფთხილებელი სიტყვები – „ჩემს (ბოვეს) დაბრუნებამდე იმ ჟანდარმთან კრინტი არ დაძრაო“; დაბოლოს, რად იყო დარწმუნებული, რომ „უჩემოდ თითსაც ვერავინ გაანძრევსო „. ჩემი აზრით, ბოვე მარის თაყვანისმცემელი გახლდათ; ის გოგოც ელაციცებოდა მას და სჯეროდა კიდეც, გულითა და სულით მენდობაო. აღარაფერს ვიტყვი ამ საგანზე; და რაკიღა ცხადია, რომ L’Etoile-ს არ იყო სწორი, როდესაც იმ გოგოს დედისა და ნათესავების გულგრილობაზე წერდა, ხსენებული გულგრილობა კი ეჭვს იწვევდა, ნამდვილად იყო ის გვამი მეპარფიუმერიე გოგოსი თუ არა – ჩვენი მსჯელობის საფუძველი ახლა ის იქნება, რომ მოკლული სწორედ ის გოგო გახლდათ. – რას იტყვით, – ვკითხე მე, – Le Gommerciel-ის აზრის შესახებ? – ამ საქმის სულს თუ ვიგულისხმებთ, მათი მოსაზრებები უფრო საყურადღებოა, ვიდრე სხვა გამოცემისა. მათი გარკვეულ წანამძღვრებს დაფუძნებული დასკვნები უფრო ფილოსოფიური და გონებამახვილური ჩანს, მაგრამ იმ წანამძღვრებს, სულ ცოტა, ორ შემთხვევაში მაინც არასწორი დაკვირვებები უდევს საფუძვლად. Le Gommerciel-ს უნდა ხალხს ჩააგონოს, რომ მარის დეიდამისის სახლის სიახლოვეს ვიღაც არამზადებმა სტაცეს ხელი. „შეუძლებელია, – ამტკიცებს იგი, – ისე გაევლო ადამიანს სამი უბანი, რომ არავის დაენახა, იმ ყმაწვილ გოგოს ხომ ყველა კარგად იცნობდა“. ეს აზრი შეეძლო გამოეთქვა პარიზის დიდი ხნის მცხოვრებს, საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებას, ვისაც ქალაქის სულ ერთი და იგივე ქუჩებით, სხვადასხვა დაწესებულებებს შორის უხდება მიმოსვლა. მან იცის, რომ იშვიათად თუ გაუვლია თორმეტიოდე უბანი თავისი დაწესებულებიდან და ვინმე ნაცნობს არ შეხვედრია. და რაკიღა იცის, მე ხომ ბევრნი მიცნობენ და მეც ბევრს ვიცნობო, თავისი მდგომარეობა იმ მეპარფიუმერიე გოგოსას შეუდარებია, დიდ განსხვავებას ვერ ხედავს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, სახლიდან გამოსული ის გოგო ჩემსავით მრავალ ნაცნობს გადაეყრებოდაო; შეიძლებოდა მართლაც ასე მომხდარიყო, იმ გოგოს რომ იმასავით სულ მუდამ, აუჩქარებლად ერთი და იმავე გზით ევლო. ის კაცი კი მიდის და მოდის ერთსა და იმავე დროს, დადის გარკვეული გზით და ხვდება იმათ, რომელთა საქმიანობა მისას ჰგავს. მარი კი, როგორც ჩანს, მეტწილად სხვადასხვა გზით დადიოდა. იმ დღეს შეიძლება სულაც იქით წასულიყო, სადაც იშვიათად თუ გაუვლია. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Le Gommerciel-ის რედაქტორს ასეთი პარალელის გავლება მოაფიქრდა, ორმა ადამიანმა ერთმანეთის შესახვედრად მთელი ქალაქი უნდა გამოიაროსო. ვთქვათ და ამ პირებს ერთნაირი რაოდენობის ნაცნობი ჰყავთ, მაშინ დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობის ნაცნობს შეხვდებიან გზაზე. მე თუ მკითხავთ, არა მარტო შესაძლებელი იყო, არამედ ისეც უნდა მომხდარიყო, რომ შინიდან წამოსული მარი ყოველთვის სხვადასხვა გზით მიდიოდა დეიდამისთან და ვერც ნახულობდა ვინმე ნაცნობს ან იმას, ვისაც ეცოდინებოდა მისი ვინაობა. ამ საკითხის განხილვისას ყველაფერი ცხადი და ნათელი რომ იყოს, უნდა გვახსოვდეს, პარიზში რაც უნდა ცნობილი პიროვნება ცხოვრობდეს, ამ ქალაქის მოსახლეობა იმდენად დიდია, რომ მისი ნაცნობები ზღვაში წვეთი იქნება მაინც. Le Gommerciel-ის მოსაზრებას წყალი მაშინაც შეუდგება, თუ გავითვალისწინებთ იმ გოგოს სახლიდან გამოსვლის საათს. „იმ დროს ქუჩა ხალხით ყოფილა სავსე“, – წერს Le Gommerciel-ი. მაგრამ ეს არ არის სწორი. დილის ცხრა საათი იყო. მართლაც, დილის ცხრა საათზე ქალაქის ქუჩები ყოველთვის ხალხმრავალია, გარდა კვირადღისა. კვირაობით დილის ცხრა საათზე ხალხი ჯერ კიდევ სახლშია და ეკლესიაში წასასვლელად ემზადება. ოდნავ დაკვირვებული კაციც კი შენიშნავს, რომ უჩვეულოდ უკაცრიელია ქალაქი უქმე დღის დილის რვიდან ათ საათამდე. ათიდან თერთმეტამდე ხალხი ქუჩებში გამოეფინება, მაგრამ ისე ადრე არა, როგორც ამ გაზეთში არის ნათქვამი. კიდევ ერთი საკითხი არის, თითქოსდა აქაც შემცდარა და კარგად არ დაჰკვირვებია Le Gommerciel-ი. „იმ უბედური გოგოს კაბის ერთ-ერთი ნახევი, – წერენ ისინი, – ორი ფუტი სიგრძისა და ერთი ფუტი სიგანის, ნიკაპს ქვემოთ და კეფაზე ჰქონდა შემოხვეული, იქნებ იმიტომ, რომ ვეღარ დაეყვირა. ამის მოქმედი ის ვაჟბატონები არიან, რომელთაც ცხვირსახოცი თან არ დააქვთ“. რამდენად სწორია, ანუ რამდენად საფუძვლიანია ეს აზრი, ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, რედაქტორი იმ ვაჟბატონებში, „რომელთაც ცხვირსახოცი თან არ დააქვთ“, ნაძირალებს გულისხმობს. ჩვენ კი ვიცით, რომ ამგვარი ჯურის ხალხს შეიძლება პერანგი არ ეცვათ, მაგრამ უცხვირსახოცოდ ვერ ნახავთ. ალბათ, თქვენც შენიშნავდით, ამ ბოლო დროს მთლად წყალწაღებულ კაცსაც მუდამ თან დააქვს ცხვირსახოცი. – იმ Le Soleil-ის წერილზე რაღა უნდა ვიფიქროთ? – ვკითხე მე. – სამწუხაროა, რომ იმისი დამწერი თუთიყუშად არ დაბადებულა – დიდი ვინმე კი იქნებოდა თუთიყუშთა მოდგმისთვის. ნახავენ რამე წერილს და დღენიადაგ იმეორებენ იქ მოყვანილ ფაქტებს, არც ერთი გამოცემა არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ. „ცხადზე ცხადია, – წერენ ისინი, – რომ სულ ცოტა სამი თუ ოთხი კვირა იყო ის საგნები იქ და მერე უნახავთ, იმ საშინელი მკვლელობის ადგილი უკვე ცნობილია“. Le Soleil-ის მიერ გამეორებული ფაქტები, რაღა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის ჩვენთვის; ამ საკითხს მე კიდევ მივუბრუნდები, როდესაც ამ ამბის სხვა გარემოებათა გამო მომიხდება საუბარი.        ახლა კი სხვა რამე უნდა გამოვარკვიოთ. ალბათ გახსოვთ, რა უგულისყუროდ და უდიერად მოუხდენიათ გვამის შემოწმება. მართალია, მალე დაუდგენიათ მოკლულის ვინაობა, ეს ძნელი არ იყო, მაგრამ სხვა ვეღარაფრისთვის მიუკვლევიათ. გაძარცვული თუ იყო გვამი? სახლიდან გამოსულ იმ გოგოს თუ ჰქონდა რამე ძვირფასეულობა? და თუ ჰქონდა, იმ გვამთან ერთად იპოვეს? ძიების დროს ეს უმნიშვნელოვანესი გარემოებანი უგულებელყოფილია; კიდევ სხვა, ასეთივე მნიშვნელოვანი საკითხები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ხსენებულ გარემოებათა მიკვლევას პირადად ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი. სულაც არ არის დამთავრებული სენტ ესტაშის ამბავი. იმ კაცზე მე ვერავითარ ეჭვს ვერ მივიტან, მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენს მსჯელობას. საკითხავია, რამდენად სწორია მისი წერილობითი ჩვენება, იმ კვირას აქა და აქ ვიყავიო. სულ ადვილად შეიძლება ყალბი გამოდგეს ასეთი სახის ჩვენება. თუკი ასე არ არის, მაშინ სენტ ესტაშის ხსენება აღარც დაგვჭირდება. იმ ყმაწვილკაცის თვითმკვლელობის ამბავი შეიძლება სულაც საეჭვო გამხდარიყო, თუკი მისი ჩვენების სიყალბეში დავრწმუნდებოდით, მაგრამ თუ ის ჩვენება მართალია, მის თვითმკვლელობას სულ ადვილად ავხსნით, და ჩვენც ჩვეულებრივად შეგვიძლია ხელი მივყოთ კვლევა-ძიებას. – მოდით და ახლა უშუალოდ იმ ტრაგედიას თავი დავანებოთ და მეორეხარისხოვან საკითხებს ჩავუღრმავდეთ. ჩვეულებრივ, ასეთი სახის ძიების დროს ის შეცდომა მოსდით, რომ მხოლოდ დანაშაულის ირგვლივ ტრიალებენ და სრულიად გამორჩებათ საქმის თანამდევი წვრილმანები. სასამართლოს ნაკლი ის არის, რომ მისთვის მთავარია იმ მოწმის ჩვენება და დაკითხვა, ვინც უშუალოდ ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ გამოცდილება და ნამდვილი ფილოსოფია მუდამ გვიჩვენებს, დიდი წილი ჭეშმარიტებისა სწორედ იმ მეორეხარისხოვან გარემოებათა მეშვეობით გამომზეურდება ხოლმე. აუცილებელი არაა გამოწვლილვით მივდიოთ ამ დებულებას, უნდა გვახსოვდეს მთავარი, რომლის მიხედვითაც თანამედროვე მეცნიერება იძულებულია განჭვრიტოს გაუთვალისწინებელი გარემოებანი. შეიძლება სწორად ვერ გაიგოთ ჩემი ნათქვამი. კაცობრიობის ცოდნის მთელი ისტორია ყოველთვის იმას გვიჩვენებდა, რომ ამ მეორეხარისხოვან, ანაზდეულ, გაუთვალისწინებელ გარემოებებს უნდა ვუმადლოდეთ აუარება და უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს. დაბოლოს, სამომავლოდ აუცილებელია გვახსოვდეს, ადამიანის დიდი, უფრო მეტიც, უდიდესი აღმოჩენები შემთხვევის ძალით მოხდება იმ სფეროში, სადაც არ მოელიან. ფილოსოფიური აზრი ადრინდელივით ვეღარ დაეყრდნობა იმას, რაც მომხდარა. შემთხვევითობა ხდება ყოვლის საფუძველი. სრული სიზუსტითაც ვისწავლეთ მისი გამოთვლა. სასკოლო მათემატიკის ფორმულას დავუმორჩილეთ გაუთვალისწინებელი და შეუცნობელი. – ვიმეორებ, რომ ცხადზე ცხადია, ჭეშმარიტებათა მეტი ნაწილი მეორეხარისხოვანი გარემოებების მეშვეობით იქნა მიკვლეული; ჰოდა, ხსენებული დებულების სულისა და გულის შესაბამისად, ამჯერად უნდა უარვყოთ ამ დანაშაულის აგრე გადატკეპნილი და მწირი გარემოებანი და ამ ამბის თანამდევ წვრილმანებს უნდა ჩავუღრმავდეთ. თქვენ იმ გოგოს გულის სწორის წერილობით ჩვენებას მიუბრუნდით, მე კი იმ გაზეთებს გადავხედავ, მაგრამ თქვენსავით არა, ცოტა სხვანაირად. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ დავზვერეთ იდუმალი ველი და მართლაც უცნაური იქნებოდა, რომ ბეჭდვითი სიტყვის გამოცემის სათანადო მოჩხრეკის შემდეგ, რასაც მე ვაპირებ, არ ვიხილოთ მეორეხარისხოვან გარემოებათა გორგალი, მეკვლე ჩვენი ძირითადი მიმართულებისა. დიუპენის დავალება შევასრულე და გულდასმით შევამოწმე მარის საქმროს ჩვენება. დავრწმუნდი იმის სისწორეში და გამომდინარე აქედან სენტ ესტაშის სიმართლეც უდავო გახდა. ამ დროს კი ჩემი მეგობარი საგულდაგულოდ ჩაღრმავებოდა, ჩემი აზრით, იმ უამრავ აბდაუბდა წერილს. კვირის ბოლოს კი შემდეგი ამონაწერები მაჩვენა: „სამწლინახევრის წინ სწორედ ასეთივე დავიდარაბა იყო ატეხილი, მესიე ლე ბლანის პალე როიალის უბანში მდებარე საპარფიუმერიოში მომუშავე მარი როჟე მაშინაც ასე დაკარგულიყო. მაგრამ კვირის მიწურულს ისევ თავის დახლთან იდგა, თუმცა კი ცოტა ფერმკრთალი. მესიე ლე ბლანს და დედამისს უთქვამთ, სოფელში იყო სტუმრადო, ერთ თავის მეგობართან; სულ მალე მიუფუჩეჩებიათ ეს საქმე. ჩვენი აზრით, ამგვარივეა იმ გოგოს ახლანდელი დაკარგვაც და გაივლის ერთი კვირა ან ერთი თვე და ისევ ჩვენ შორის ვიხილავთ მას. – „საღამოს გაზეთი“, ორშაბათი, 23 ივნისი“. „გუშინდელ საღამოს გაზეთს უხსენებია მადმუაზელ როჟეს საიდუმლოებით მოცული წინანდელი დაკარგვის ამბავი. კარგადაა ცნობილი, რომ იმ კვირას, როდესაც ის არ იყო ლე ბლანის საპარფიუმერიოში, ერთ ყმაწვილ საზღვაო ოფიცერთან იმყოფებოდა, ბევრჯერ უნახავთ ის კაცი გარყვნილების მორევში. როგორც ჩანს, მათ უჩხუბიათ და ამიტომაც დაბრუნებულა ის გოგო სახლში. ჩვენ ვიცით პარიზში მცხოვრები იმ ლოტარიოს სახელი; რაღა თქმა უნდა, გარკვეულ გარემოებათა გამო არ გვინდა გავაცნოთ იგი საზოგადოებას. -„ლა მერკური“, 24 ივნისი, სამშაბათი, დილა“. „მხეცური, ენით უთქმელი დანაშაული მომხდარა გუშინწინ ქალაქის ახლოს. საღამო ხანი იყო, ერთი ჯენტლმენი, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი ხლებია, მდინარის მეორე მხარეს გადაყვანაზე მოლაპარაკებია ექვს ახალგაზრდა კაცს, უსაქმურად რომ დაეხეტებოდნენ ნავით სენაში, წინ და უკან, ნაპირის სიახლოვეს. მეორე მხარეს რომ მისდგომიან, მგზავრები გადასულან, ნავი უკვე აღარც ჩანდა, როდესაც იმ ჯენტლმენის ქალიშვილს ნავში დარჩენილი ქოლგა გახსენებია. იმის წამოსაღებად რომ მიტრიალებულა, იმ არამზადებმა ხელი სტაცეს, მდინარის შუაგულში გაიყვანეს, პირში ჩვარი ჩასჩარეს, პირუტყვულად მოექცნენ, გააუპატიურეს, დაბოლოს, ნაპირზე გაიყვანეს, სწორედ იმ ადგილის ახლოს, სადაც პირველად ჩაჯდა იმ ნავში თავის მშობლებთან ერთად. იმ ხანად კი მიიმალნენ ის გარეწრები, მაგრამ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო და მალე რომელიმე მათგანს დაიჭერენ კიდეც. – „დილის გაზეთი“, 25 ივნისი“. „ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე ცნობა. იმ ცნობების თანახმად, ის მხეცური დანაშაული ჩაუდენია ვიღაც მენისს, მაგრამ ოფიციალური გამოძიების შემდეგ დაადგინეს იმ ჯენტლმენის სრული უდანაშაულობა; ის საბუთები, რომლითაც ჩვენ მოგვმართეს, უფრო იმათ გულმოდგინებას მოწმობს, ვიდრე ჭეშმარიტებას, ამიტომ არცაა სასურველი იმ ცნობების გამოქვეყნება.– „დილის გაზეთი“, 28 ივნისი“. „ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე ცნობა, როგორც ჩანს, სულ სხვადასხვა პირი გვამცნობს, და დარწმუნებული არიან კიდევაც ამაში, რომ ის იმსხვერპლა ერთ-ერთმა ჯგუფმა, აუარება რომ დაძრწის ჩვენს ქალაქში კვირაობით. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ხსენებულ აზრს და შევეცდებით დავასაბუთოთ ამ მოსაზრების სისწორე. – „საღამოს გაზეთი“, სამშაბათი, 31 ივნისი“. წავიკითხე ეს ამონაწერები და გავიფიქრე, ეს რა მოსაყვანი იყო და ამ საქმეს რაღას უშველის-მეთქი. დავიცადე, იქნებ, დიუპენს აეხსნა რამე. – მე ჯერ არ მინდა, – თქვა მან, – იმ პირველსა და მეორე ამონაწერს ჩავუღრმავდე. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ამოვკრიბე ისინი, რომ მეჩვენებინა თქვენთვის ჩვენი პოლიციის ბედოვლათობის ამბავი; რამდენადაც თავად პრეფექტისგან ვიცი, იმათ არც გაუგიათ იმ მეზღვაურის ასავალ-დასავალი. მხოლოდ სულელი ვერ შენიშნავდა კავშირს მარის პირველ და მეორე დაკარგვას შორის და ვერც გაითვალისწინებდა ამას. ვთქვათ და მართლაც, მაშინ, შეყვარებულებმა პირველად იჩხუბეს და ის გოგო შინ იმედგაცრუებული დაბრუნდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ უფრო ის უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე გაქცევა (თუკი ნამდვილად მეორედაც გაქცეულა ის გოგო სახლიდან) შედეგი იყო იმავე მაცდუნებლის რაღაც დაპირებებისა, ვიდრე ვიღაც ახალგაცნობილი ყმაწვილკაცის გამოჩენისა იმ გოგოს ცხოვრებაში – ძველი სიყვარულის „განახლების“ ამბავი უფრო სარწმუნოა, ვიდრე ახლის დაწყება. ათი ვარაუდი ერთის წინააღმდეგ, ასეთი შეფარდება შეიძლება მოვიყვანოთ იმის დასტურად, რომ ის, ვისაც ადრე შეუთავაზებია მარისთვის, ჩემთან წამოდიო, კიდევ შეეცდებოდა თავისას, საფიქრებელი უფრო ეს არის. და კიდევ ერთ გარემოებას უნდა მიაქციოთ ყურადღება, დრო იმ პირველ გაქცევასა და მეორე, სავარაუდო გაქცევას შორის რამდენიმე თვით აღემატება იმ ვადას, რაც შორეულ ნაოსნობაში გამგზავრებულ ჩვენს მეზღვაურებს სჭირდებათ. იქნებ გემზე დაბრუნებამ შეუშალა ხელი ტრფიალების მოყვარულ კაცს და პირველად ვეღარ აისრულა თავისი ბოროტი განზრახვა, ჰოდა, ადრე რომ მოეცარა ხელი, ახლა, უკვე დაბრუნებულმა გადაწყვიტა უფრო ყოჩაღად მოქცეულიყო – დაემტკიცებინა თავისი ვაჟკაცობა! ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თქვენ შეიძლება თქვათ, მეორედ ის გოგო აღარ გაქცეულა და ყველაფერი ეს მოგონილიაო. გარკვეულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ვერც იმას დავამტკიცებთ, გაქცევა არ სურდაო. სენტ ესტაშისა და იქნებ, იმ ბოვეს გარდა თუ ჰყავდა იმ გოგოს თაყვანისმცემლები, ჩვენ არ ვიცით. არც არავის უთქვამს ამის შესახებ. ვინ იყო ის იდუმალი სატრფო, იმ გოგოს ნათესავებმა (ყოველ შემთხვევაში მათგან უმეტესობამ) არაფერი იციან, მარი კი შეხვდება მას იმ კვირა დილით და ისე ენდობა კიდეც, რომ უშიშრად რჩება იმ კაცთან, ვიდრე საღამო ხანის ჩრდილები არ მოეფინება იმ უკაცრიელ ხეივანს დე რულის კარიბჭესთან? ვინ იყო ის მისი იდუმალი სატრფო, გეკითხებით მე, ვის შესახებაც ნათესავების უმეტესობამ არაფერი იცოდა? და რას ნიშნავდა მადამ როჟეს ის უცნაური წინასწარმეტყველება, მარის წასვლის მერე რომ წამოსცდენია იმ დილით? – ვაითუ აწი ვეღარასოდეს ვიხილავ მარის“. მაგრამ თუ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ მადამ როჟემ იცოდა თავისი გოგოს განზრახვის შესახებ, რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარის მართლაც ჰქონდა ასეთი განზრახვა? სახლიდან მიმავალს უთქვამს, დეიდასთან მივდივარ სტუმრად დე დრომის ქუჩაზე და სენტ ესტაშს სთხოვა, საღამოს გამომიარეო. მართლაცდა, ერთი შეხედვით, ეს გარემოება სრულიად უარყოფს ჩემს ვარაუდს, მაგრამ მოდით და ასე ვიმსჯელოთ: ვიღაცას რომ შეხვდა და იმასთან ერთად მდინარეზე გადავიდა, სამ საათზე რომ უკვე დე რულის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ, ეს ცნობილია. მაგრამ იმ კაცთან ერთად რომ მიდიოდა (სულერთია, იცოდა თუ არა დედამისმა ამის შესახებ), ხომ უნდა ეფიქრა სახლიდან გამოსულს, როგორ გაუკვირდება და დაეჭვდება ჩემი საქმრო და თაყვანისმცემელი სენტ ესტაში, როდესაც დანიშნულ საათზე დე დრომის ქუჩაზე გამომივლის და გაიგებს, რომ იქ არ ვყოფილვარ და როდესაც პანსიონში მოსული, ვერც იქ მნახავს და კარგადაც დამაგვიანდება, იმ კაცს თავზარი დაეცემაო. მე გეუბნებით, რომ ყველაფერი ეს უნდა ეფიქრა იმ გოგოს. ისიც ეცოდინებოდა, როგორ ეწყინებოდა სენტ ესტაშს, როგორ დაეჭვდებოდნენ ყველანი. იმასაც გაითვალისწინებდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა იმ ეჭვის გასაფანტავად; მაგრამ ამ ეჭვის დარდი არც ექნებოდა, თუ შინ დაბრუნებას აღარ აპირებდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას იფიქრებდა იგი – „მე ერთ კაცს უნდა შევხვდე, ვისთან ერთადაც გაქცევა მინდა ან რაღაც სხვა მიზეზი მაქვს. ხელი ვერავინ ვერ უნდა შეგვიშალოს, იმდენი დრო გვინდა, რომ ვერ წამოგვეწიონ, ამიტომ ვიტყვი, სტუმრად მივდივარ დეიდასთან დე დრომის ქუჩაზე და იქ მთელი დღე დავრჩები-მეთქი, სენტ ესტაშს კი ვთხოვ, საღამო ხანს გამომიარე-მეთქი, ასე დროც მეყოფა და არც არავინ დაეჭვდება, არც შეშინდება, ჯობს ასე მოვიქცე, ვიდრე სხვანაირად, ასე უფრო მეტი დრო მექნება. თუკი სენტ ესტაშს ვეტყვი, დაღამებამდე არ გამომიარო-მეთქი, რაღა თქმა უნდა, ის ასეც იზამს, მაგრამ თუკი იმას აღარაფერს ვეტყვი, მაშინ დროც აღარ დამრჩება, რადგან იფიქრებენ, რატომ იგვიანებს და უკან არ ბრუნდებაო, ჰოდა, კიდეც შეეშინდებათ. თუკი სახლში დაბრუნებას ვაპირებ იმ კაცთან დროსტარების შემდეგ, მაშინ რატომ ვეტყვი სენტ ესტაშს, გამომიარე-მეთქი; რადგან ასე რომ ვუთხრა, იგი მიხვდება, მატყუებსო; და ვეღარაფერს გაიგებს, თუკი სახლიდან ჩუმად წავალ და ჯერ კიდევ დაღამებამდე უკან დაბრუნებული განვაცხადებ, დეიდასთან ვიყავი-მეთქი სტუმრად დე დრომის ქუჩაზე. მაგრამ თუ მე მსურს სამუდამოდ ან რამდენიმე კვირით წასვლა, ან მანამდე, სანამ ჩემს ადგილსამყოფელს გაიგებენ, მაშინ მთავარია, იმდენი დრო მქონდეს, რამდენიც მჭირდება“. თქვენ დაინახავდით იმ ამოკრებილ შენიშვნებში, რომ იმთავითვე ასეთი აზრი გავრცელდა, ის გოგო ვიღაც არამზადების მსხვერპლი შეიქნაო. გარკვეული ვითარებისდა კვალად საყოველთო აზრის გათვალისწინება საჭიროა მაშინ, როდესაც ეს აზრი თავისთავად, ბუნებრივად წარმოიშვება. ამ შემთხვევაში მგონია, ხალხის აზრი ავაზაკების ბრბოს თაობაზე შეიქმნა ერთი უმნიშვნელო გარემოების გამო, რომლის შესახებაც გამოწვლილვით ჩემს მესამე ამონაწერში ვნახავთ. მთელი პარიზი ააღელვა მარის, მშვენიერი, ნორჩი და საკმაოდ ცნობილი გოგოს გვამის პოვნამ. ძალადობის კვალი ეტყობოდა მდინარეში ნაპოვნ გვამს. სწორედ მაშინ, ანუ იმავე ხანს, როდესაც ის გოგო მოკლეს, მსგავსი დანაშაული კიდევ მომხდარა, მსგავსი-მეთქი, რადგან იმ შემთხვევაში არავინ მოუკლავთ; ეს დანაშაული ჩაუდენია ვიღაც გარეწარი ყმაწვილკაცების ბრბოს. ხომ გახსოვთ ის გოგო, ქოლგა რომ დარჩა ნავში. რაღა გასაკვირია, რომ იმ ცნობილ მხეცობას ზეგავლენა მოუხდენია ხალხის აზრზე და ამის გამო გარკვეული მიკერძოებით აღუქვამთ მეორე, გაცილებით მძიმე დანაშაულის ამბავი? ხალხს რაღაც უნდა ენახა გზის მეკვლედ და ნახეს კიდევაც! მარი ხომ მდინარეში უპოვიათ, სწორედ იმ მდინარეში, სადაც ის ცნობილი მხეცობა ჩაუდენიათ თითქმის გოგოს მშობლების თვალწინ. აშკარა კავშირია სავარაუდებელი ამ ორ შემთხვევას შორის და ნამდვილად საკვირველი იქნებოდა, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეტოვებინა. მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ერთი მხეცობა რომ ცნობილი ხდება, ნათლად გვიჩვენებს, იმავე ხანს მომხდარი მეორე დანაშაული უფრო სხვაგვარად უნდა ახსნილიყო. მართლაცდა, განა სასწაული არ არის, რომ ავაზაკების ერთი ბრბო განსაზღვრულ ადგილას სჩადიოდეს დანაშაულს სხვა მსგავსი არამზადების მსგავსად, იმავე ქალაქში, თითქმის ზუსტად იმავე ხერხითა და თითქმის ზუსტად იმავე ხანს! ჰოდა, სხვაგვარი როგორი იქნებოდა ხალხის აზრი ასეთი საკვირველი თანხვედრის დროს? ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, მკვლელობის სავარაუდო ადგილის, დე რულის კარიბჭის ახლომდებარე ბუჩქნარის გამო ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ხსენებული ბუჩქნარი თუმცა ხშირია, მაგრამ გზის პირასაა. სწორედ იქ უნახავთ სამი თუ ოთხი ვეებერთელა ქვა, საჯდომს, საზურგესა და ფეხის დასადგმელს რომ დამსგავსებოდა. ზედა ქვაზე უპოვიათ თეთრი ქვედაკაბა, მეორეზე კი აბრეშუმის ყელსაბურავი. იქვე იყო ქოლგა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი ნაქარგით: „მარი როჟე“. კაბის ნაგლეჯები იქვე ბუჩქებს წამოსდებოდა. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქები გადათელილი, ყველაფერი ეს ცხადლივ გვიჩვენებდა ბრძოლის ნაკვალევს.        ბუჩქნარში ნანახის გამო გაზეთებმა ერთი ამბავი ატეხეს, ერთხმად დაუდგენიათ, უკვე ცნობილიაო ის ადგილი, სადაც მხეცური დანაშაული მომხდარა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აქ ბევრი რამაა საეჭვო. სწორედ იქ რომ დატრიალდა უბედურება, მე შემიძლია დავიჯერო ან არა, მაგრამ ჩემს ეჭვსაც აშკარა საფუძველი აქვს. Le Gommerciel-ის თანახმად, დანაშაული მართლაც რომ მომხდარიყო პავე სენტ ანდრეს ქუჩის სიახლოვეს, დამნაშავენი, თუკი ისინი პარიზს დარჩებოდნენ, თავზარდაცემული იქნებოდნენ, რაღა თქმა უნდა, რაკიღა ხალხის ფიქრს სწორი მიმართულება მიეცემოდა; გარკვეული ჯურის ადამიანები კიდევაც შეეცდებოდნენ რამე ეღონათ, რათა ხალხს სხვაგვარად დაეწყო ფიქრი. გამომდინარე აქედან, რადგან დე რულის კარიბჭესთან მდებარე ბუჩქნარი უკვე საეჭვო ადგილად დაესახელებინათ, ცხადია, უნდა მიმხვდარიყვნენ, კარგი იქნება, თუ იმ საგნებს იქ დავყრითო; სადაც მერე უპოვიათ კიდეც. სულაც არ უნდა იყოს სწორი, თუმცა კი Le Soleil-ი ამტკიცებს იმას, რომ ის საგნები რამდენიმე დღეზე მეტი ყოფილა იმ ბუჩქნარში დაყრილი; თუ მრავალ წვრილმან გარემოებას გავითვალისწინებთ, ფრიად საეჭვოა, ოცი დღე როგორ უნდა ყოფილიყო იმ ადგილას ისე, რომ არავის ეპოვა, სწორედ ამდენი ხანი იყო გასული იმ საბედისწერო კვირადღიდან იმ დღემდე, როდესაც ბიჭებმა ის საგნები იპოვეს. „წვიმისგან დალპობილან და ხავსიც მოჰკიდებიათ, – წერს Le Soleil-ი, თავის წინამორბედთა აზრს რომ იმეორებს, – ხავსი მოსდებოდა იქაურობას. ბალახიც იმდენი ამოსულიყო, რომ ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. აბრეშუმის ქოლგა შედარებით გამძლე გამოდგა, მაგრამ ისიც გარღვეულიყო აქა-იქ. მისი ზედა ნაწილი, სადაც იკეცებოდა და იკვრებოდა, იმდენად დახავსებულიყო და დამპალიყო, გახსნეს თუ არა, მაშინვე გაიხა“. იმ ბალახის შესახებ, „იმდენი“ რომ „ამოსულიყო, ირგვლივ აღარაფერი ჩანდა“, აღუნიშნავთ ორი პატარა ბიჭის სიტყვის მიხედვით, იმ ბავშვების მეხსიერებას დაყრდნობიან. ბავშვებმა მოკრიფეს ის საგნები და შინ წაიღეს, ამ დროს იქ მათ გარდა არავინ ყოფილა. მაგრამ ბალახი ხომ, განსაკუთრებით კი თბილ და ნესტიან ამინდში (სწორედ ასეთი დარი იყო მკვლელობის ხანს), სამი-ოთხი დუიმით მაინც იზრდება ერთი დღის განმავლობაში. იმ რბილ მიწაზე დაგდებულ ქოლგას ერთ კვირაში ისე მოედება ბალახი, რომ ვინღა იპოვის. La Soleil-ის რედაქტორს იმდენად მოსწონებია სიტყვა ხავსი, რომ ამ პატარა აბზაცში სამჯერ ახსენებს მას, მაგრამ ასე როგორ დაჰვიწყებია ხავსის ბუნება? ნუთუ უნდა ავუხსნათ, რომ ის სოკოვანთა ოჯახს ეკუთვნის და მისი ძირითადი თვისებაა ოცდაოთხ საათში გაიზარდოს და გაქრეს კიდეც? როგორც ვხედავთ, სულ ადვილად შეიძლება ასე ზარ-ზეიმით გამოცხადებული აზრის უარყოფა, „სულ ცოტა სამი-ოთხი კვირა მაინც იქნებოდა“ იმ ბუჩქნარში, თავად გარემოებანი გვიმტკიცებენ ამ აზრის აბსურდულობას. მეორე მხრივ, ძნელია დავიჯეროთ, რომ ის საგნები ერთ კვირაზე მეტ ხანს ყოფილიყო იმ ბუჩქნარში, ანუ იმ კვირადღიდან მეორე კვირის ორშაბათამდე თუ სამშაბათამდე. ვინც პარიზის გარეუბნებს იცნობს, კარგად იცის, რა ძნელია აქ მყუდრო კუთხე-კუნჭულის მონახვა, მხოლოდ სადღაც შორს, ქალაქგარეთ თუ მიაკვლევს კაცი ასეთ ადგილს. მართლაც წარმოუდგენელია პარიზის გარეუბნების ტყეებსა და ხეივნებში ისეთი კუთხე-კუნჭული, სადაც არავინ დადის, ანუ სადაც ხშირად არ დადიან. და ისიც კი, ვისაც სულითა და გულით უყვარს ბუნების წიაღში ყოფნა და დღენიადაგ საქმეების გამო ამ ვეებერთელა დედაქალაქის სიცხესა და მტვერში გაჩერება უხდება, ისიც კი, ძალიანაც რომ ეცადოს, თუნდაც სამუშაო დღეებში ვერ დაიმარტოხელებს თავს ბუნების მშვენიერებით მოხიბლული. სადაც წავა, ყველგან გაქრება მისი ნეტარება, რაკიღა ვიღაც გარეწარი ან სულაც არამზადების ბრბო შემოიჭრება ღრიანცელით. გაეცლება იქაურობას, თავს მისცემს ხშირ ტყეს, საწადელს კი ვერ მიაღწევს. სწორედ ასეთ ადგილებს ეტანებიან ნაძირალები და წაბილწავენ კიდეც ბუნების ტაძარს. ჰოდა, ის ჩვენი მოხეტიალე კაცი, ისევ დაუბრუნდება მყრალ პარიზს და უკვე ვეღარც აღიქვამს იმ სიმყრალეს. სამუშაო დღეებშიც აუარება ხალხი დაძრწის ქალაქის შემოგარენში, უქმე დღეს ხომ გადაჭედილი იქნება იქაურობა! და სწორედ მაშინ, შრომის ხუნდებისგან თავისუფალი ან რაკი, ჩვეულებისამებრ, დანაშაულს ვეღარ ჩაიდენენ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ქალაქელი ნაძირალები გასწევენ მის შემოგარენში, სოფლის სიყვარული კი არ უხმობს მათ, გულში აქაურობის სიძულვილიც კი აქვთ ჩახვეული, უფრო ის მოუსურვებიათ, საზოგადოებრივ არტახებსა და შეზღუდვას დაუსხლტნენ. სუფთა ჰაერი და მწვანეში ჩაფლული მიდამოს ხილვა კი არ უნდათ, ამ ქვეყნის აღვირაწყვეტილ სიამეთ მიელტვიან. ჰოდა, აქ, გზისპირა ფუნდუკში ან ხის გრილოში, ხალხის თვალს მოფარებულნი, თანამეინახეთა გვერდით მიეცემიან შლეგურ დროსტარებას, ბიწიერების ბადით დაბმულნი ტკბებიან არყითა და თავისუფლებით. აქ ისღა მინდა დავძინო, რომ ყოველი, ვინც მიკერძოებული არ იქნება, მიხვდება, ის საგნები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი მთელი ერთი კვირა, პარიზის გარეუბანში რაც უნდა ხშირი ბუჩქნარი იყოს, ვიღაცას რომ არ ენახა ისინი, სასწაული იქნებოდა. კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას იმის თაობაზე, რომ ის საგნები იმ ბუჩქებში მოუტანიათ და დაუყრიათ, ასე უცდიათ თვალი აეხვიათ ხალხისთვის და დანაშაულის ნამდვილი ადგილი დაემალათ. უპირველეს ყოვლისა, იმ საგნების პოვნის თარიღის გამო უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. მოდით ეს თარიღი ჩემს მეხუთე ამონაწერში მოყვანილ რიცხვს შევუდაროთ და რას ნახავთ! ის საგნები მაშინვე, საღამოს გაზეთში უტყუარი ცნობების მისვლისთანავე უნახავთ. ხსენებული ცნობები სხვადასხვანაირია, სხვადასხვა ადგილებიდანაა გამოგზავნილი, მაგრამ ერთსა და იმავე აზრს შეიცავენ, ის მხეცური დანაშაული ჩაუდენია გარეწართა რომელიღაც ჯგუფს დე რულის კარიბჭის სიახლოვეს. თქმა არ უნდა, უეჭველია, რომ იმ ბიჭებს ცნობების მოსვლის, ანუ დანაშაულის ადგილის მითითების მერე არ უნახავთ ის საგნები; უეჭველია ისიც, რომ უფრო ადრე ვერც ნახავდნენ, რადგან იმ ბუჩქნარში არც არაფერი ყოფილა; ისინი მხოლოდ მაშინ ან ცოტა ხნის შემდეგ დაუყრიათ იქ, როცა ის ცნობები გაზეთის რედაქციაში გაუგზავნიათ თავად დამნაშავეებს. ხსენებული ბუჩქნარი ისეთ ადგილასაა, მსგავსს რომ ვერ ნახავთ ვერსად. მთლად გადაბურულია იქაურობა. ბუნებრივად გარეშემოზღუდული ადგილის შუაგულში ნახავთ იმ სამ ვეებერთელა ქვას, რომელთა განლაგება მოგვაგონებს საჯდომს, საზურგესა და ფეხის დასადგმელს. ეს არაჩვეულებრივი ბუჩქნარი მდებარეობს იქვე, ორმოციოდე ნაბიჯზე მადამ დელუკის სახლიდან, ამ ქალის ბავშვები დღენიადაგ დაძრწიან ამ ბუჩქებში. ნაძლევს ჩამოვალ, ათასი ჩემი იყოს, ერთი სხვისი, რომ ის ბიჭები თითქმის ყოველდღე შეირბენენ ჩრდილებით მოცულ სამყოფელში და მეფურად წამოსკუპდებიან თავად ბუნების მიერ შექმნილ ტახტზე? ვისაც გაუჭირდება ასეთი სანაძლეოს ჩამოსვლა, იმას კარგად არ გაუტარებია თავისი ბიჭობის ხანა, ანუ სრულიად დავიწყებული უნდა ჰქონდეს ბავშვის ბუნება. ვიმეორებ, წარმოუდგენელია და ვერც მივმხვდარვარ, როგორ დარჩებოდა ის საგნები ბუჩქნარში უნახავი თუნდაც ერთი ან ორი დღე: როგორც ვხედავთ, ჩვენი ეჭვი საფუძვლიანია, რაც აგრე ბრიყვულად ვერ შეუნიშნავს Le Soleil-ს, ასე რომ, ის საგნები დაუყრიათ თუ არა იქ, მაშინვე უპოვიათ კიდეც. მაგრამ არის კიდევ სხვა, უფრო აშკარა საფუძველი ჩვენი მოსაზრების სისწორის დამადასტურებელი, ვიდრე ის, ზემოთ რომ მოვიხსენიეთ. და ნება მიბოძეთ გითხრათ, ძალზე ხელოვნურად ჩანს იმ საგნების განლაგება. ზედა ქვაზე იდო თეთრი ქვედაკაბა; მეორეზე აბრეშუმის ყელსაბურავი, იქვე გარშემო ეყარა ქოლგა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი, რომელზედაც დაქარგული იყო: „მარი როჟე“. სწორედ ასე ბუნებრივად განალაგებდა მათ ის, ვინც დიდად ჭკვიანი არ უნდა ყოფილიყო და მოისურვებდა ბუნებრივად გამოეჩინა საგნები. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ბუნებრივ განლაგებას ამას ვერ დავარქმევდით. მე უფრო ასე მაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი მიწაზეა დაყრილი და ფეხებით გადათელილი. იმ სივიწროვეში კაბა და ყელსაბურავი როგორღა დარჩებოდა იმ ქვებზე, უთუოდ ჩამოცვივდებოდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაეტაკებოდა. „ჩანდა, რომ, – ასე გვამცნობენ ჩვენ, – აქ უბრძოლიათ. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქის ტოტები გადამტვრეული“, – მაგრამ ის კაბა და ყელსაბურავი თითქოს თაროებზეაო, ისე იყო შემოწყობილი. „ბუჩქებს კაბა გაეგლიჯათ და, ასე, ამოხეულიყო სამი დუიმის სიგანის და ექვსი დუიმის სიგრძის ნაჭერი. სამოსლის ერთი ნაწილი შემოკერილი ჩანდა. თითქოსდა ღვედებად დაეხიათ“. აქ არის ერთი ფრიად საეჭვო ფრაზა, რომლისთვისაც Le Soleil-ს ყურადღება არ მიუქცევია. ის ნაჭრები, ასეა აღწერილი, „თითქოსდა ღვედებად დაეხიათ“, მაგრამ ასე ნაჭრების ამოხევა შეიძლება განზრახ და ხელებით. მართლაცდა იშვიათად თუ მოხდება, რომ ეკლებს ასე ნაჭრებად „დაეხიათ“ ის საკმაოდ მაგარი ქსოვილი. თავად ის ქსოვილი ისეთია, რომ ეკალს ან ლურსმანს მისი გახევა მხოლოდ პირდაპირი კუთხით შეუძლია – ნახევი სწორად მიდის და დასაწყისში, სადაც ეკალია მოხვედრილი, ასეთივე სწორი კუთხეა შექმნილი, ერთი სიტყვით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის ღვედებად „დაეხიათ“. პირველად მესმის ასეთი რამ, და თქვენც ასევე თანაბარ ზოლად რომ გახიოთ ასეთი სახის ქსოვილი, საჭიროა ორნი ჩაეჭიდოთ მას და ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გასწიოთ, სხვანაირად შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ რაიმე ნაჭერი, ვთქვათ, ცხვირსახოცი, თანაბარ ნაწილებად გახიოთ, თუ ორ კუთხეში ჩასჭიდებთ ხელს და გასწევთ, ამას ერთი ადამიანიც კარგად მოახერხებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კაბები ერთკიდიანია. განა რას შეუძლია ამ კაბის შუაგულიდან თანაბარი ნაწილების ამოხევა, სად ნახავთ ასეთ სასწაულებრივ ეკალს, არც არავითარ ეკალს არ ძალუძს ამის მოხდენა. მაგრამ თუნდაც კიდე ჰქონოდა იმ კაბას, მაშინ საჭირო იქნებოდა ორი ეკალი ერთი მხრივ და კიდევ ერთი მეორე მხრივ. ოღონდ ამ შემთხვევაში კაბის კიდე გაკერილი არ უნდა იყოს. ხოლო თუ გაკერილია, ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ ვხედავთ, ბევრი და დიდი დაბრკოლება იქნებოდა გადასალახავი იმისთვის, რომ „ეკალს“ ასე „დაეხია“ კაბა, უფრო მეტიც, ჩვენ გვაიძულებენ დავიჯეროთ, ასეთი ნაჭერი მრავალი ყოფილაო. „სამოსლის ერთი ნაწილი“ თურმე „შემოკერილი ჩანდა“! მეორე ნაწილიც ყოფილა – „მაგრამ შემოუკერელი“, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მთლიანად იქნა ამოგლეჯილი ეკლების მეშვეობით კაბის შუაგულიდან, სადაც კიდე არ არის! დიახ, გეუბნებით, აქ გვესმის ისეთი რაღაცები, რომლის ვერდაჯერება გვეპატიება; და კიდევ, ამ საქმის სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება ნაკლებად დაგვაეჭვოს, ვიდრე იმან, როგორ დატოვეს მკვლელებმა ის საგნები იმ ბუჩქნარში, როდესაც იმდენი სიფრთხილე გამოიჩინეს და გვამი იქაურობას მოაცილეს. თქვენ სწორად ვერ გამიგებთ, თუ გგონიათ, ეს კაცი დანაშაულის ადგილს, იმ ბუჩქნარს უარყოფსო. უბედურება შეიძლება აქ დატრიალებულიყო. ან, უფრო სავარაუდოა, მადამ დელუკისას, მაგრამ თავად ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დანაშაულის ადგილის მიკვლევა რად გვინდა, მთავარია მკვლელები ვიპოვოთ. ამდენი მსჯელობა იმიტომ დამჭირდა, იმიტომ იყო საჭირო სხვადასხვა გარემოებათა გულდასმით განხილვა, რომ, ჯერ ერთი, დამემტკიცებინა Le Soleil-ის სიბრიყვე და კიდევ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად მიმეყვანეთ ამ საკითხთან, ჯგუფური იყო თუ არა მკვლელობა. ისიც უნდა დავძინოთ, რა ცუდად ჩაუტარებიათ სამედიცინო გამოკვლევა. საკმარისია ვთქვათ, იმ ექიმის დასკვნა – რამდენიმე გარეწარი უნდა ყოფილიყოო – იმდენად დაუჯერებელი და დაუსაბუთებელი ჩანდა, რომ პარიზის ცნობილ ანატომებს გასცინებიათ. თავად ამ დასკვნის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა უსაფუძვლო იყო; გამომდინარე აქედან ჩვენ ხომ შეგვიძლია სხვანაირი ვარაუდი გამოვთქვათ? „ბრძოლის ნაკვალევის“ გამოც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ნება მიბოძეთ გკითხოთ, რას უნდა მოწმობდეს ეს ნაკვალევი. გარეწართა ჯგუფს. მაგრამ, იქნებ, ხსენებული ნაკვალევი სწორედ იმას მოწმობს, რომ არც ყოფილა გარეწართა ჯგუფი? როგორ უნდა ებრძოლათ – როგორ უნდა ებრძოლათ-მეთქი ისეთი გააფთრებითა და მძვინვარებით, რომ თითქმის ყველგან დარჩენილიყო „ნაკვალევი“, ერთი მხრივ, იქ ხომ ნაზი და უღონო გოგო იყო და, მეორე მხრივ, გარეწართა მთელი ჯგუფი? წამის უმალესად, ჩუმად მოაშთობდა იმას რამდენიმე კუნთმაგარი ხელი და ამით გათავდებოდა ყველაფერი. ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებდა იმათი მსხვერპლი. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, ზოგიერთის აზრით, დანაშაულის ადგილი ის ბუჩქნარი არ უნდა ყოფილიყო და ამის საბუთად ის მოჰყავდათ, რომ აქ ერთის მეტი ვერ დაეტეოდა. ხოლო თუ ჩვენ ვიტყვით, მოძალადე ერთი იყოო, მაშინ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, იმდენად გააფთრებულებსა და გამძვინვარებულებს უბრძოლიათ, რომ კიდევაც დარჩენილა „ნაკვალევი“. და კიდევ. მე უკვე გითხარით, იმთავითვე საეჭვო უნდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ ყველა ის საგანი ადგილზე დაუტოვებიათ. შეუძლებელი ჩანს, ასეთი უეჭველი სამხილი როგორ უნდა დარჩენოდათ შემთხვევით იქ, სადაც იპოვეს. იმათ ხომ იმდენი გამბედაობა ეყოთ (ასეა სავარაუდებელი), რომ გვამი წაეღოთ; ამ დროს გვამზე უფრო (რამდენიმე ხნის შემდეგ ვინღა იცნობდა გახრწნილ სხეულს) ნათელი სამხილი დარჩენიათ ეჭვის აღმძვრელ ბრძოლის ველზე, მე ვგულისხმობ, დაღუპულის სახელით დაქარგულ ცხვირსახოცს. თუ ეს შემთხვევით მომხდარა, მაშინ გარეწართა ჯგუფს ვეღარ ვივარაუდებთ. ამ დროს ერთი ადამიანი უფროა სავარაუდებელი. მოდით განვსაჯოთ. მკვლელი მარტოდ დარჩენილა იმასთან, ვინც ცოცხლებში აღარ წერია. ფერწასული დასცქერის უძრავ სხეულს. მძვინვარებამ გაუარა და თავისი ნამოქმედარის გამო ბუნებრივი შიში იბუდებს მის გულში. სხვათა, თავის მსგავსთა თვალწინ ასე არ დაეცემოდა თავზარი. ის მარტოა თავისი ნამოქმედარის წინარე. კანკალებს, თავის ჭკუაზე აღარ არის. გვამის აქ დატოვება არ შეიძლება. მდინარისკენ მიათრევს, დანაშაულის სხვა სამხილს ადგილზე ტოვებს; სხვა რა გზა აქვს, ყველას ერთად ხომ ვერ მოხვევს ხელს, ჯობს უკან მობრუნდეს და მერე წაიღოს, მაგრამ ეს შემაძრწუნებელი სვლა მდინარისკენ მთლად დააფეთებს და გააოგნებს. საიდანღაც სიცოცხლის ჟრიამული მოისმის. მრავალგზის ესმის თუ ეჩვენებინა ვიღაცის ფეხის ხმა. ქალაქის სინათლეების ციმციმიც კი ჭკუას აკარგვინებს. დაბოლოს, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, სვენებ-სვენებით მიაღწევს მდინარის სანაპიროს და მოიცილებს თავის შემზარავ ტვირთს, შეიძლება ნავის მეშვეობითაც. მაგრამ ახლა, თუნდაც მთელი ქვეყნის ოქრო უბოძოთ, თუნდაც დაემუქროთ, ტანჯვა-წამებით ამოგხდიანო სულს, რაღა ძალა დააბრუნებს უკან ეულ მკვლელს იმ საშიში და მომქანცველი ბილიკით იმ ბუჩქნარში, გულის მომკვლელ მოგონებებს რომ წამოუშლის. აღარც დაბრუნდება, მოსახდენი მოხდესო. თუნდაც მოინდომოს, მაინც ვერ დაბრუნდება. ერთი სული აქვს გაიქცეს, არც არასდროს მოვა ამ გულშემზარავ ბუჩქნარში, მირბის, თითქოსდა სადაცაა სწვდებიან და დაიჭერენ. მაგრამ იმ გარეწართა ჯგუფს რა ვუყოთ? ბევრნი არიან და თავდაჯერებულად მოქმედებენ კიდეც; მართლაცდა, ასეთი ჯურის უბოროტესი ავისმქმნელებისგან იქმნება ჯგუფი. ბევრნი არიან და არც შეშფოთდებიან და არც თავზარი დაეცემათ. მარტოდმყოფს კი, კარგად ვიცით, ასე მოუვა ნამდვილად. პირველმა, მეორემ, მესამემ რომ რაღაც ვერ შენიშნოს, მეოთხეს შეუძლია მათი შეცდომის გამოსწორება. არც არაფერი დარჩებოდათ იმათ, ბევრნი არიან და სუყველანი წაიღებდნენ ყველაფერს. აღარც უკან დაბრუნება დასჭირდებოდათ. ახლა ისიც უნდა გავიხსენოთ, გვამის კაბაზე „კიდიდან წელამდე ერთი ფუტით აეხიათ ნაწილი, მაგრამ მთლად არ მოუგლეჯიათ, სამჯერ შემოუხევიათ წელის გარშემო და როგორღაც ზურგზე შეუკრავთ“. ცხადია, ასე იმიტომ გაუკეთებიათ, რომ უფრო იოლად, ხელით გადაეტანათ გვამი. მაგრამ ბევრნი რომ ყოფილიყვნენ, ასეთი რამ რატომ მოაფიქრდებოდათ? სამნი ან ოთხნი რომ ყოფილიყვნენ, გვამის კიდურებს ჩასჭიდებდნენ ხელს და სულ ადვილად წაიღებდნენ. მხოლოდ მარტომყოფს უნდა ეფიქრა, რაღაც უნდა ვიღონოო, და უკვე ნათელი ხდება, რატომ „მოერღვიათ“ „მოაჯირი ბუჩქნარსა და მდინარეს შორის... მიწაზე იმისი ნაკვალევი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც მძიმე საგანი გადაუთრევიათ“. ბევრს კი რაღად დასჭირდებოდა გვამის ისე გადათრევა, რომ მიწაზე ცხადლივ დარჩენილიყო ნაკვალევი? ახლა კი Le Gommerciel-ში დაბეჭდილ შენიშვნას მივუბრუნდეთ; „ნაგლეჯი იმ უბედური გოგოს კაბისა, – ნათქვამია ამ გამოცემაში, – ნიკაპს ქვემოთ ყელზე დაუხვევიათ და კეფაზე გაუნასკვავთ ყვირილის დასახშობად. ასე იციან იმ ვაჟბატონებმა, რომლებსაც ცხვირსახოცი არც სჭირდებათ“. ჩვენი გარეწრები ისეთი ხალხია, რომ თავის პატივისცემა უყვართ და ვერც ვერასდროს ნახავთ უცხვირსახოცოდ, მაგრამ მე აქ სხვა რამე უნდა აღვიშნო. იმ მიზნისთვის, Le Gommerciel-ი რომ მიუთითებს, ცხვირსახოცი არც გამოადგებოდათ, ცხვირსახოცი ბუჩქებში იყო დაგდებული და ეს საგანი არც დასჭირდებოდათ „ყვირილის დასახშობად“, რაღა აჯობებდა ამ შემთხვევაში კაბის ნაგლეჯს. დასკვნაში ნათლად იყო ნათქვამი, რომ ის ნაგლეჯი შემოხვეოდა ყელზე თავისუფლად, და მაგრადაც გაუნასკვავთ“. საკმაოდ ბუნდადაა აღწერილი, მაგრამ მაინც განსხვავდება იმისგან, Le Gommerciel-ს რომ აქვს მოყვანილი. თვრამეტდუიმიანი სიგრძის ნაგლეჯი მართალია მუსლინისა იყო, მაგრამ რამდენიმეჯერ რომ გადაგვეკეცა, მკვიდრი ღვედი გვექნებოდა ხელთ. სწორედ ასეთი ღვედი უნახავთ. სწორედ ასე ვფიქრობ, მე. ის მკვლელი მარტოდ ყოფილა და გარკვეულ მანძილზე (ბუჩქნარიდან თუ საიდანღაც კიდევ) გვამის გადასატანად იმ ღვედს სხეულს შუაში შემოახვევდა და ისე წაიღებდა, ოღონდ გაუჭირდებოდა. მერე კი იფიქრებდა, სჯობს გადავათრიოო, ასეც მომხდარა, ამას გვიჩვენებს ნაკვალევი მიწაზე. მოაფიქრდა თუ არა ეს ხერხი, რაღაც თოკისმაგვარი უნდა მოეძებნა, სხვანაირად ვერაფერს გახდებოდა. ყელზე უნდა შემოეხვია უსათუოდ, რომ არ მოსხლეტილიყო. და ახლა, რაღა თქმა უნდა, მკვლელს წელზე შემოხვეული ნაჭერი მოაგონდებოდა. კიდეც მოინდომებდა გვამზე შემოხვეული ნაჭრის მოხსნას, მაგრამ უცებ ვერ იზამდა, თანაც ის ნაგლეჯი მთლად არ იყო „მოგლეჯილი“ კაბიდან. სულაც აჯობებდა ახალი ნაჭერი მოეხია. ჰოდა, ამოხევს კიდევაც, ყელზე შემოახვევს და მდინარის სანაპიროსკენ მიათრევს თავის მსხვერპლს. ამ „ღვედის“ გამოყენება რომ დასჭირვებია, რასაც უცებ და ადვილად ვერ გააკეთებდა, ამასთან ერთად არც ისეთი მოხერხებული იყო ამ მიზნისთვის და მაინც მოუშველიებია. ნათელია, რაღაცამ აიძულა აჩქარებულიყო და არც ცხვირსახოცი ჰქონია იქვე, ყველაფერი ეს მაშინ მოხდა, ჩვენი აზრით, როდესაც ბუჩქნარიდან (თუკი საერთოდ იყვნენ იმ ბუჩქნარში) წამოსულა, და უკვე გზაზე იმყოფებოდა იმ ბუჩქნარსა და მდინარეს შორის.        მაგრამ ხომ ცნობილი იყოო, შეგიძლიათ მითხრათ თქვენ, მადამ დელუკის (!) ჩვენების თანახმად, იმ ბუჩქნარის სიახლოვეს, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, ვიღაც გარეწრების ჯგუფი დაძრწოდა. შეიძლება მასეც ყოფილიყო. რაღა თქმა უნდა, არამზადები იმ ტრაგედიის ხანსაც მრავლად იქნებოდნენ დე რულის კარიბჭის სიახლოვეს, მაგრამ არამზადების ის ჯგუფი, რომელთა გამოც მადამ დელუკის წყალობით ნაგვიანევი ეჭვი გამოთქვეს, ის ჯგუფი გახლდათ, ამ პატიოსანი და ფაქიზი მოხუცი ქალბატონის გულისწყრომა რომ დაუმსახურებია, რაკიღა მისი ნამცხვარი ჭამეს, მისი არაყი დალიეს და ისე წასულან, ფული არ გადაუხდიათ. აბა, არ განრისხდებოდა?  მაგრამ ზუსტად როგორია მადამ დელუკის ჩვენება? „მალე ვიღაც არამზადების ბრბო მოვიდა, იღრიალეს, სვეს და ჭამეს, ფული არ გადაუხდიათ და იქით გასწიეს, სადაც ის გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყვნენ. დაღამებას აღარაფერი უკლდა, როდესაც ისინი მობრუნდნენ და საჩქაროდ გადავიდნენ მდინარის მეორე მხარეს“. ხსენებული „საჩქაროდ გადავიდნენ“ საჩქარო ჩანდა მადამ დელუკის თვალში, რადგან ის ჯერ კიდევ მისტიროდა იმ თავის ნამცხვარსა და ლუდს, იმ თავის ნამცხვარსა და ლუდს-მეთქი, რადგან, იქნებ, მცირე იმედი ჰქონდა, გადამიხდიანო იმის საფასურს, მაშინ რაღატომ დაამახსოვრდებოდა მათი სიჩქარე იმ დროს, როდესაც დაღამებას აღარაფერი უკლდა? რა გასაკვირია, რომ არამზადების ჯგუფი იჩქარებდა შინ წასვლას, იმათ ხომ მდინარე პატარა ნავით უნდა გადაეცურათ, თანაც ქარიშხალი და ღამე მოახლოებულიყო. გუბნებით, მოახლოებულიყო-მეთქი, რადგან ღამე ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. მხოლოდ დაღამებას აღარაფერი უკლდა და იმ „არამზადების“ თავხედურმა სიჩქარემ შეურაცხყო გულდინჯი მადამ დელუკი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სწორედ იმ საღამოს მადამ დელუკმა და მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა „ქალის კივილი გაიგონეს სასტუმროს ახლოს“. და რას უნდა გულისხმობდეს მადამ დელუკის სიტყვები, საღამოს რა ხანი იყო, როდესაც იმათ კივილი გაუგონიათ? „უკვე კარგა დაღამებულიყოო“, უთქვამს მას. მაგრამ „უკვე კარგა დაღამებულიყო“, რაც უნდა იყოს, მაინც ღამეა; ხოლო „დაღამებას აღარაფერი უკლდა“ ჯერ კიდევ დღეა. გამომდინარე აქედან, ცხადი უნდა იყოს, ის ჯგუფი წასულა უფრო ადრე, ვიდრე მადამ დელუკი კივილს (?) გაიგონებდა. მრავალ გაზეთს სიტყვასიტყვით მოჰყავს ის პასაჟები, მე რომ თქვენთან საუბრისას ვახსენე, ვერავითარ განსხვავებას ვერ ნახავთ, არც ერთ გამომცემელს, არც იმ ჩვენ მირმიდონელებს პოლიციიდან არ შეჰპარვიათ ეჭვი ამ სიტყვებში.        კიდევ ერთ საბუთს მოვიყვან და ამით უარყოფილი იქნება დამნაშავეთა ჯგუფის ამბავი; ერთს-მეთქი, მაგრამ, ჩემი აზრით, სრულიად შეუვალს. ჩვენ გვახსოვს ის დიდი ჯილდო და სრული პატიება რომ აღუთქვეს სახელმწიფოს სახელით, ვინც გათქვამდა დამნაშავეს, ჰოდა, იმ ნაძირალებსა და გარეწრებში ნუთუ არ აღმოჩნდებოდა ვინმე, ვინც მაშინვე არ გასცემდა თავის თანამზრახველებს? ასეთ ჯგუფებში ყოველი იმდენად ჯილდოს მიღებას ან გაქცევას კი არ ესწრაფვის, არამედ იმის შიში აქვს, ვაითუ სხვამ დამასწროს და გამცესო. და რაკი ეს საიდუმლო საიდუმლოდვე რჩება, ეს შემზარავი, ბნელით მოცული ამბავი იცის მხოლოდ ერთმა ან ორმა სულიერმა, და კიდევ ღმერთმა. მოდით და ახლა შევაჯამოთ მცირეოდენი, თუმცა უკვე გარკვეული შედეგები ჩვენი ვრცელი ანალიზისა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს საბედისწერო შემთხვევა იყო და ის მოხდა მადამ დელუკის ჭერქვეშ ან ის გოგო დე რულის კარიბჭის სიახლოვეს, იმ ბუჩქნარში მოკლეს; მკვლელი უნდა ყოფილიყო საყვარელი ან ვიღაც ახლობელი, იდუმალი ნაცნობი დაღუპულისა. ის ნაცნობი კაცი მზისგან გარუჯული გახლდათ. ჰოდა, ეს გარეგნობა, ის გარემოება, რომ ქუდის ზონარი „მეზღვაურის მარყუჟით“ იყო შეკრული, ვიღაც მეზღვაურზე მიგვანიშნებს. ამ კაცის სანდომ-საამური გამხდარა ის გულმხიარული, თუმცა კი უკარება გოგო, რაც იმას მოწმობს, უბრალო მეზღვაური არ უნდა ყოფილიყო იგი. წერა კარგი სცოდნია, ისიც იცის, როგორ მიუდგეს იმ გაზეთებს, ყველაფერი ეს გვამცნობს ჩვენი ვარაუდის სისწორეს. Le Gommerciel-ში გამოქვეყნებული წერილი გვატყობინებს იმ პირველი გაქცევის ამბავს და გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვიფიქროთ, სწორედ ის მეზღვაური ყოფილა „საზღვაო ოფიცერი“, რომელმაც ის უბედური გოგო იმთავითვე დაღუპვის გზაზე დააყენა. ჩვენი ვარაუდი იმითაც მტკიცდება, რომ ის შავტუხა კაცი აღარსად ჩანს. მინდა ისიც აღვნიშნო, ის შავტუხა იყო და მზისაგან გარუჯულიც, მისი შავგვრემანი სახე კარგადაც დაგამახსოვრდებოდათ, რადგან ხსენებული ნიშანი ერთადერთი იყო, რაც დაჰვიწყებია ორივეს, ვალანსსაც და მადამ დელუკსაც. მაგრამ რატომაა ის კაცი დაკარგული? იმ ავაზაკების ჯგუფს ხომ არ მოუკლავს? თუ მასეა, რატომ ნახეს მხოლოდ იმ მოკლული გოგოს ნაკვალევი? ბუნებრივია, რომ ამ ორი ადამიანის მკვლელობა ერთსა და იმავე ადგილას უნდა მომხდარიყო. იმ კაცის გვამი კი სადღაა? მკვლელები, რაღა თქმა უნდა, ორივე სხეულს მოიცილებდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის კაცი ცოცხალია და ჩუმადაა, შიშობს, ვაითუ მკვლელობა მე დამბრალდესო. ამ ვარაუდის გამოთქმა ახლა შეიძლება, ამ ბოლო ხანს, მოწმეები რომ გამოჩნდნენ, ვისაც ის და მარი ერთად უნახავთ; ხოლო მაშინ, პირველ ხანებში, ვინ რას იტყოდა. უდანაშაულო კაცი იმწუთას ასე იფიქრებს, წავალ, სადაც ჯერ არს განვაცხადებ ამ უბედურების ამბავს და არამზადების დაჭერაშიც მივეშველებიო. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. ის იმ გოგოსთან ერთად უნახავთ. ღია ბორნით მასთან ერთად გადასულა მდინარეზე. მკვლელების გამოაკშარავების აუცილებლობას იდიოტიც კი მიხვდებოდა, მხოლოდ ასე შეძლებდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. ჩვენ არამც და არამც არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იმ საბედისწერო კვირადღის ღამეს მას არც არავინ მოუკლავს და არც არაფერი სცოდნია ამ მკვლელობის შესახებ. ხოლო თუ ვიტყვით, სწორედ მასე იყოო, შეიძლება ავხსნათ მისი, საღსალამათი ადამიანის დუმილის მიზეზი.        ჩვენ კი რაღა გვინდა ჭეშმარიტების მისაკვლევად? კიდევ ვიმსჯელოთ და უფრო მეტი გვეცოდინება და უფრო გამომზეურდება ეს საიდუმლო. მოდით ჯერ იმ პირველი გაქცევის ამბავს ჩავუღრმავდეთ. ჯერ იმ „ოფიცრის“ ასავალ-დასავალი გამოვარკვიოთ, სად არის ახლა და სად იყო მაშინ, მკვლელობის დროს. მოდით გამოწვლილვით შევუდაროთ ერთიმეორეს ის ცნობები, საღამოს გაზეთში რომ გამოუგზავნიათ და სადაც ბრალს სდებდნენ გარეწართა ჯგუფს. ხოლო ამის შემდეგ ერთმანეთს შევუდაროთ სტილიცა და ხელნაწერიც, იმ ცნობების სტილსა და ხელნაწერს, დილის გაზეთში რომ გამოუგზავნიათ უფრო ადრე; მაშინ კი სწორედ იმ მენისს ადანაშაულებდნენ ასე უღმერთოდ. დაბოლოს, მოდით ეს მრავალრიცხოვანი ცნობები შევუდაროთ იმ ოფიცრის რომელიმე ბარათის სტილსა და ხელნაწერს. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ უნდა მოვკრიბოთ კიდევ სხვა დამატებითი ცნობები იმ „შავტუხა კაცის“ გარეგნობისა და მიხრა-მოხრის შესახებ, ამიტომ უნდა მოვიწვიოთ მადამ დელუკი, მისი ბიჭები და ის ვალანსიც, ომნიბუსის მძღოლი. გულდასმითა და გონივრული გამოკითხვის შემდეგ უსათუოდ მოვიპოვებთ ცნობებს ამ საკითხზე (და სხვაზეც), ცნობებს-მეთქი, რომლებსაც ისინი მოგვაწვდიან და თავად კი ვერ ხვდებიან, თუ იციან რამე ამის თაობაზე. და მოდით ამჟამად ნავის ასავალ-დასავალი გავიგოთ, მებორნემ რომ ნავსაყუდელში მიაბა ორშაბათ დილით, ოცდასამ ივნისს, და ჩუმად რომ წაიყვანეს, საბაჟოს უფროსისთვის არ შეუტყობინებიათ, საჭეც არ მოუკითხავთ, ისე, ეს ამბავი ჯერ კიდევ გვამის აღმოჩენამდე მომხდარა. ფრთხილი და ბეჯითი თუ ვიქნებით, ჩვენ შეგვიძლია იმ ნავის კვალს მივაგნოთ; მებორნეც კარგად იცნობს იმას და საჭეც ხომ ჩვენს ხელთაა. იალქნიანი ნავის საჭეს კი არავინ მიაგდებს ისე იოლად. ჰოდა, აქ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი კითხვა დავსვა. იმ ნავის პოვნის შესახებ არ გამოუცხადებიათ, ჩუმად მიუყვანიათ ნავსაყუდელში და ჩუმადვე წაუყვანიათ იქიდან. მაგრამ იმ ნავის მფლობელმა თუ იმან, ვისაც ქირით ჰყავდა წამოყვანილი, უკვე სამშაბათ დილით ადრე როგორ გაიგო, ორშაბათს ნაპოვნი ნავის ადგილსამყოფელი, ამის შესახებ ხომ განცხადება არ გამოუქვეყნებიათ; უნდა ვიფიქროთ, რომ იმას რაღაც კავშირი და ურთიერთობა ჰქონდა საზღვაო სამსახურთან და იქნებ, ყველაფერს იგებდა კიდეც ამ კავშირისა და ურთიერთობის მეშვეობით, სულ წვრილმან ამბებსაც კი? მარტოდმყოფ მკვლელზე გიამბეთ, სანაპიროსკენ რომ მიათრევდა თავის ტვირთს; მაშინ ისიც გითხარით, შეიძლება იმან ნავი მოიშველია-მეთქი. ახლა კი ცხადია, მარი როჟე ნავიდან იყო გადაგდებული. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. გვამს არ დააგდებდა იქვე, სანაპიროს თავთხელ წყალში. უცნაური ნაჭრილობევი რომ ეტყობოდა მსხვერპლს ზურგსა და მხრებზე, ნავის ძირზე დატანებული საიალქნო კაუჭებისგან უნდა ყოფილიყო. გვამს სიმძიმე არ ჰქონდა მიბმული, ნავის არსებობას ესეც მოწმობს. ნაპირიდან რომ გადაეგდოთ მოკლული, სიმძიმის მიბმა არ დაავიწყდებოდათ. ჩვენ შეგვიძლია ასე ავხსნათ ეს გარემოება, ნავზე ასვლისას მკვლელი ჩქარობდა და არც გახსენებია რაიმე სიმძიმის წაღება, გვამის გადაგდების ხანს კი მიხვდებოდა უთუოდ ამ თავის შეცდომას, მაგრამ რაღა დროს. ყველაფერზე მზად იყო, ოღონდ იმ დაწყევლილ სანაპიროზე აღარ დაბრუნებულიყო. თავისი შემზარავი ხელბარგი რომ მოიცილა, მკვლელმა საჩქაროდ ქალაქს მიაშურა, რომელიღაც ჩაბნელებულ ნავსაყუდარს მიაკვლია და ნაპირზე გადახტა. მაგრამ ნავს რაღა უნდა უყოს, მიაბას თუ არა? ნავის დარდი აღარ ჰქონდა, ძალზე ჩქარობდა და იმიტომ. ნაპირზე გადასული იმასაც მიხვდებოდა, ნავი აქ რომ გავაჩერო, ხომ დავიღუპეო. ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად ყველაფერს მოიცილებდა, რაც კი მის დანაშაულთან იყო დაკავშირებული. სასწრაფოდ გაიქცეოდა იმ ნავსაყუდარიდან, რაღა თქმა უნდა, ის ნავიც აღარ დაავიწყდებოდა. დინებას გაატანა. მოდით და კიდევ წარმოვიდგინოთ ამ ამბის გარემოებანი – განთიადზე იმ არამზადას გული გადაუქანდება, გაიგებს, რომ ის ნავი უპოვიათ და სწორედ იმ ადგილას მიუყვანიათ, სადაც მას ყოველდღე უხდება ყოფნა, იმ ადგილას-მეთქი, სადაც, იქნებ თავისი სამსახურის გამო უნდა იაროს დღენიადაგ და ამავე ღამეს წაიყვანს იმ ნავს, საჭის თხოვნას როგორღა გაბედავს, ისე. სადღა უნდა იყოს ახლა ის უსაჭო ნავჭურჭელი? მოდით უპირველეს ყოვლისა იმისი ძებნა დავიწყოთ. სწორედ ამ ძიების შედეგად უნდა ვიხილოთ პირველი გაელვება ნათლისა, ჩვენი წარმატების დილა თენდება. კი გაგვაოცებს ნამდვილად, ისე მალე გვაზიარებს ის ნავი საიდუმლოს და გავიგებთ, ვინ იმყოფებოდა მასში იმ საბედისწერო უქმე დღეს. სამხილი სამხილს დაემატება და მკვლელსაც მივაგნებთ. მინდა სწორად გამიგოთ, თანხვედრათა შესახებ გესაუბრებით მხოლოდ. საკმარისი უნდა იყოს, რაც ზემოთ გითხარით ამ საგანზე. ზებუნებრივის რწმენა გულშიაც კი არ გამივლია. მოაზროვნე ადამიანთაგან ვერავინ უარყოფს ორი რამის, ბუნებისა და ღვთაების არსებობას. მეორე ქმნის პირველს და შეუძლია, თუკი ინებებს, მისი მართვა და განახლება, ესეც უდავოა. მე ვამბობ, თუკი ინებებს-მეთქი, მისი ნებაა აქ საკითხავი და არა ძალა, როგორც ამას გვასწავლის სიშლეგესთან წილნაყარი ლოგიკა. საფიქრებელი ის კი არ არის, რომ უზენაესს არ ძალუძს თავისი კანონების განახლება, არამედ თავად ჩვენ შევურაცხყოფთ მას, რაკიღა სულ გავიძახით მისი განახლების აუცილებლობას. ეს კანონები იმთავითვე მოწოდებული იყო მოეცვა ყოველივე ის, რაც შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო – ღმერთისთვის აწმყო მუდამ წარუვალია.        ვიმეორებ, ყველაფერი, რაც გიამბეთ, თანხვედრათა წარმოჩენა იყო. და კიდევ: ჩემი ნაამბობისდა კვალად, იმ უბედური მარი სესილ როჯერსის ბედს, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, და მარი როჟეს ბედს შორის, მისი სიცოცხლის გარკვეულ მონაკვეთში, შეიძლება რაღაც პარალელის გავლება, რომლის გასაოცარი სიზუსტის განჭვრეტა დაძაბავს ჩვენს გონებას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს ცხადლივ ჩანს, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა გავივლოთ გულში, რომ ზემოთ აწ უკვე დასმული წერტილის შემდეგ მარიზე სევდის მომგვრელი მოთხრობის განგრძობა და მისი საიდუმლოს კვანძის გახსნისას გადმომეკრა ამ პარალელის შემდგომი განვრცობის საჭიროება ან თუნდაც ის, რომ ჩამეგონებინა თქვენთვის, პარიზში ჩატარებული ძიება იმ გრიზეტი გოგოს მკვლელობის თაობაზე ან ის ძიება, რომლის საფუძველიც მსგავსი წანამძღვრები იქნება, რაღაც მსგავს შედეგს მოგვცემს. ეს ჩვენი უკანასკნელი ვარაუდები თუ გვემახსოვრება, ნათელი იქნება, რომ მცირეოდენი განსხვავება ორ ფაქტს შორის გახდება უდიდესი შეუსაბამობის საფუძველი, ერთმანეთისგან დაშორიშორდება მათი ორი დინება და იმიტომ; სწორედ ასეა არითმეტიკაშიც, რაღაც შეცდომა შეიძლება თავისთავად სულაც უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ბოლოს, გამრავლების შედეგად დიდზე დიდი შეიქნება. ჩემი გაფრთხილებაც უნდა გვახსოვდეს, ზემოთ მოყვანილ ალბათობათა გამოთვლა უარყოფს პარალელების შემდგომი განვრცობის აზრს, უარყოფს მტკიცედ და ცხადლივ იმდენად, რამდენადაც მატულობს ამ პარალელის გავლების სივრცეები და რამდენადაც ზუსტი აღმოჩნდება იგი. ეს ერთ-ერთი იმ ანალოგიათაგანია, რომელიც თითქოსდა მათემატიკისგან შორს მდგარმა კაცმა უნდა ახსნას, მაგრამ ასე არ არის, სწორედ მათემატიკოსს ძალუძს მისი სრულყოფილად წარმოჩენა. მაგალითად, ძნელზე ძნელია ჩვეულებრივ მკითხველს დავუმტკიცოთ ის გარემოება, რომ კამათლის მოთამაშეს თუ ორგზის დაუჯდა ექვსიანები, შეიძლება მესამედაც გაუმართლოს. და ამ აზრის მქონე უდიდეს ფსონს ჩამოვა კიდეც. საღ გონებას უჭირს ამ ამბის გათავისება. კამათლის ის ორი გაგორება ხომ უკვე წარსულს ჩაჰბარდა და როგორ შეიძლება იმოქმედოს მესამეზე, მომავალში რომ უნდა მოხდეს. მესამედაც ექვსიანების დაჯდომა მისთვის ზუსტად ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დროსაც, ანუ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხებულია მოთამაშე. და ეს თავისი მოსაზრება ისე სჯერა, რომ ვერც გაუწევთ წინააღ…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:53pm on თებერვალი 12, 2015
თემა: ერთგულების შიში
ების წინაშე შიში წარმოადგენს, მათი მთავარი იმპულსი კი «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვით» გამოიხატება, რასაც ფსიქოლოგიის ენაზე თვითგადარჩენისა და «მე»-ს განდგომის იმპულსი ჰქვია. მათ ჩვენ შიზოიდურ ადამიანებს ვუწოდებთ.       ყველა ჩვენგანს აქვს სურვილი, გამორჩეული ინდივიდი იყოს. რა გულნაკლული ვრჩებით და, როგორ განვიცდით ხოლმე, როდესაც ჩვენს სახელს ან გვარს ვინმე შეცდომით წარმოთქვამს, დაამახინჯებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ გვინდა, ნებისმიერი სხვა ვინმეთი ჩაგვანაცვლონ, რადგან საკუთარი განუმეორებლობის დამკვიდრებას ინდივიდის სახით ვცდილობთ. ამგვარი გამორჩეულობის სურვილს თან ახლავს საპირისპირო სწრაფვა, რომელიც მიზნად რომელიმე ჯგუფის ან კოლექტივისადმი მიკუთვნებულობას ისახავს, რაც მის სოციალურ შინაარსზე მიუთითებს. ამრიგად, ჩვენ პირადი ინტერესებით ცხოვრება გვსურს, მაგრამ იმავდროულად პარტნიორული თუ ადამიანური ურთიერთობების დამყარება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც გვინდა. მაშინ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმ ადამიანის საქციელს, რომელიც უარს აცხადებს სხვების მიმართ ერთგულებაზე და ცხოვრებაში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს?       ასეთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს, რაც შეიძლება დამოუკიდებელი და ავტარკიული ცხოვრებით იცხოვროს; მას არავინ სჭირდება, რადგან არ სურს, ვინმეს მიმართ რაიმე ვალდებულებას გრძნობდეს; ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გამოც ცდილობს, ყველასგან შორს დაიჭიროს თავი, არ აძლევს ადამიანებს მასთან მიახლოების საშუალებას და შეზღუდული ურთიერთობებით კმაყოფილდება. თუ ამ ზღვარს ვინმე გადმოაბიჯებს, ეს ამ ადამიანს საკუთარი ცხოვრებისეული სივრცის დარღვევად მიაჩნია, ფიქრობს, რომ ამით მის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას ემუქრებიან და გამალებით ცდილობს თავის დაცვას. ამგვარი ქცევით იგი ხელს უწყობს საკუთარ თავში ტიპური შიშის განვითარებას, რომელსაც ადამიანებთან სიახლოვე იწვევს. მაგრამ, რაკი შეუძლებელია, ცხოვრებაში გაექცეს ამ სიახლოვეს, იგი თავდაცვის მიზნით ისეთ ქმედებებს მიმართავს, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ადამიანებთან სიახლოვეს. ასეთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს გაექცეს პირად კონტაქტებს და ინტიმურად არავინ დაიახლოვოს, აშინებს ცალკეულ ადამიანთან თუ პარტნიორთან პირადად შეხვედრა და მათთან საქმიანი ურთიერთობებით კმაყოფილდება. საზოგადოებაში ყოფნისას იგი ყველაზე უკეთ იმ ადამიანთა გარემოში ან წრეში გრძნობს თავს, სადაც მას ვერ ამჩნევენ, თუმცა იცის, რომ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც მათ მიეკუთვნება. იგი ამ დროს სიამოვნებით დაიხურავდა «უჩინმაჩინის ქუდს», რომელიც მას დაიცავდა და საშუალებას მისცემდა, ისე შეუმჩნევლად ჩარეულიყო სხვების ცხოვრებაში, რომ, თავის მხრივ, არავითარ დათმობაზე არ წასულიყო.       ასეთი გარიყული, ძნელად საკონტაქტო, გაუპიროვნებელი და უკარება ადამიანები საზოგადოებაში უჩვეულოდ გამოიყურებიან და თავიანთი უცნაური რეაქციებით გარშემომყოფთა გაოცებას იწვევენ. შესაძლოა, ასეთ ადამიანებთან დიდი ხნის ნაცნობობაც გვაკავშირებდეს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდეთ, რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში. აი, მაგალითად, დღეს თუ გვგონია, რომ ასეთ ადამიანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხვალ შეუძლია ისე მოიქცეს, თითქოს არც კი გვიცნობს და პირველად გვხედავს; რაც უფრო ახლოს ვართ მასთან, მით უფრო მკვეთრად შეუძლია შეგვაქციოს ზურგი; ამასთან, იგი ხშირად ემოციების გარეშე გამოხატავს თავის უსაფუძვლო აგრესიას და მტრულ განწყობას, რის გამოც შეიძლება თავი შეურაცხყოფილად ვიგრძნოთ.       შიზოიდური პიროვნებები, საკუთარი თავისადმი ერთგულების მიზნით, რაც უფრო მეტად გაურბიან ადამიანებთან სიახლოვეს, მით მეტად ექცევიან იზოლაციაში და მარტოსული ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ პიროვნებებს ადამიანებთან სიახლოვის შიში განსაკუთრებით იმ დროს შეიპყრობთ ხოლმე, როდესაც ვინმე მათთან დაახლოებას ცდილობს ან თავად უახლოვდებიან ვინმეს. და, რაკი ადამიანთა სიახლოვე ყოველთვის კეთილგანწყობას, სიმპათიას, სინაზეს და სიყვარულს გულისხმობს, შიზოიდური პიროვნება ამ გრძნობების გამოვლინებას განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ, მსგავს სიტუაციებში რატომ იქცევა შიზოიდური პიროვნება ასე აგრესიულად და თითქმის მტრულად მეორე ადამიანის მიმართ, ასე მოულოდნელად რატომ ჰკრავს ხოლმე ხელს. იგი ამ დროს წამიერად გაითიშება, წყვეტს ადამიანებთან კონტაქტს, საკუთარ თავში იკეტება და მის პიროვნებაში შეღწევა შეუძლებელი ხდება.       ამის შედეგად შიზოიდურ პიროვნებასა და არსებულ რეალობას შორის ღრმა უფსკრული ჩნდება, რომელიც წლების მანძილზე ღრმავდება და ადამიანებისგან მის იზოლაციას უწყობს ხელს, ამას კი ყოველთვის ახლავს რიგი პრობლემები: რაკი ასეთ პიროვნებას ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, მან თითქმის აღარაფერი იცის სხვა ადამიანების შესახებ; ამის გამო მის გამოცდილებაში ჩნდება მზარდი ხარვეზები, რაც ადამიანებთან ურთიერთობისას მის უნდობლობას იწვევს. ამრიგად, შიზოიდურმა პიროვნებამ არასოდეს იცის, რა ხდება სხვა ადამიანში, რის გაგებასაც (თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია) ადამიანი მხოლოდ ახლობლურ, გულითად და კეთილგანწყობილ გარემოში შეძლებს. ამის გამო ადამიანების მიმართ შიზოიდური პიროვნებების ორიენტაცია ცრუ ალბათობებს და ვარაუდებს ემყარება, თუმცა თავად ღრმად არიან დარწმუნებული, რომ სხვა ადამიანებზე მათი შთაბეჭდილებები და წარმოდგენები სრულად შეესაბამება სინამდვილეს, და ვერ ხვდებიან, რომ მათ მიერ აღქმული «სინამდვილე» მხოლოდ და მხოლოდ მათივე წარმოსახვისა და პროეცირების შედეგია.       სურათი, რომლის მეშვეობითაც შულც-ჰენკე ამასთან დაკავშირებით შიზოიდური პიროვნებების მსოფლშეგრძნებებს აღწერს, უფრო თვალნათლივ წარმოაჩენს ჩემ მიერ გამოთქმულ აზრს, რადგან მსგავსი სიტუაცია ალბათ ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელში ვსხედვართ და მეზობელ ლიანდაგზეც მატარებელი დგას; უეცრად ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ადგილიდან დაიძრება. რაკი თანამედროვე მატარებლები ყოველგვარი რყევისა და ბიძგების გარეშე, შეუმჩნევლად იწყებენ მოძრაობას, მათ გადაადგილებას მხოლოდ ოპტიკურად აღვიქვამთ; ამიტომ მანამდე ვერ ვახერხებთ გავარკვიოთ, თუ რომელი მოძრაობს იმ ორი მატარებლიდან, ვიდრე გარეთ, სივრცეში, რომელიმე უძრავ საგანთან მიმართებაში არ დავადგენთ, რომ ჩვენი მატარებელი ჯერ ისევ დგას, მეზობელი მატარებელი კი მოძრაობს, ანდა პირიქით.       აღწერილი სურათი ნათლად წარმოაჩენს შიზოიდური პიროვნების შინაგან ბუნებას.       ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით, შიზოიდურ პიროვნებას გამძაფრებული აქვს საფრთხის შეგრძნების უნარი, ამიტომ მან ზუსტად არასოდეს იცის, მისი წარმოდგენები მხოლოდ თავად მასში არსებობს, თუ ისინი გარესამყაროს სურათებსაც ასახავს. ადამიანებთან და გარესამყაროსთან იშვიათი ურთიერთობის გამო, იგი მერყეობს საკუთარი განცდებისა და შთაბეჭდილებების შეფასებაში და არ არის დარწმუნებული, ისინი სინამდვილეს შეესაბამებიან, თუ მხოლოდ მის წარმოსახვას და შინაგან სამყაროს გამოხატავენ. შიზოიდურ პიროვნებას, მაგალითად, ვერ გაურკვევია, მას ვიღაც დაცინვით უყურებს, თუ ეს მხოლოდ ეჩვენება; ან შეუძლია იფიქროს, რომ ესა თუ ის პიროვნება დღეს განსაკუთრებით ცივად შეხვდა, და დაასკვნას, რომ იგი მის წინააღმდეგაა განწყობილი, რადგან საეჭვოდ იქცეოდა. შიზოიდურ პიროვნებას ასეთ შემთხვევებში ჰგონია, რომ რაღაც სჭირს და ყველაფერი წესრიგში არა აქვს, ამიტომ საკუთარ თავს ეკითხება – ადამიანები მას ნამდვილად უცნაურად უყურებენ, თუ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის შედეგია. ამგვარმა ეჭვებმა, შესაძლოა, მძიმე ფორმით იჩინოს თავი, რაც საკუთარი თავის მიმართ გამოვლენილი ფრთხილი უნდობლობით იწყება, მოგვიანებით კი ავადმყოფური წარმოსახვისა და აღქმის ფორმას იღებს. ამ დროს ადამიანი როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად, ფაქტობრივად, იცვლება, თუმცა ამ ცვლილებებს თავად ვერ აცნობიერებს, რადგან სინამდვილეს ახლა მხოლოდ მის მიერ პროეცირებული სამყარო წარმოადგენს. ამგვარი ეჭვების ხანგრძლივად განცდა ალბათ ძალზე შემაწუხებელი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიზოიდური პიროვნება ადამიანებთან კონტაქტს გაურბის და თავის ეჭვებსა და შიშს ვერავის უზიარებს, რადგან გრძნობების განდობას გულითადი სიახლოვე სჭირდება. რაკი მას ასეთი სიახლოვე არავის მიმართ აქვს, ფიქრობს, რომ ვერ გაუგებენ, დასცინებენ და სულაც გიჟად შერაცხავენ.       შემდგომში დავინახავთ, რომ შიზოიდური პიროვნებებისათვის დამახასიათებელი სრული უნდობლობისა და დაუცველობის შიში მათი იშვიათი ადამიანური კონტაქტების მიზეზს, მოგვიანებით კი – შედეგს წარმოადგენს. საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შიზოიდური პიროვნებები ისეთ ფუნქციებს და უნარ-ჩვევებს ივითარებენ, რომელთა საშუალებითაც სამყაროში უკეთესად შეძლებენ ორიენტაციას. აქ იგულისხმება: გრძნობადი აღქმა, შემმეცნებელი ინტელექტი, ცნობიერება და რაციონალურობა. ვინაიდან შიზოიდური პიროვნებები საერთოდ ეჭვის თვალით უყურებენ ემოციებისა და გრძნობების ყოველგვარ გამოვლინებას, ამიტომ მათ მიზანს გრძნობებს მოწყვეტილი, «წმინდა» შემეცნება წარმოადგენს, რომლის შედეგებიც მათ ნდობას იმსახურებს. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ შიზოიდები უმთავრესად ზუსტ მეცნიერებებს ეუფლებიან, რადგან ამ სფეროში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და სუბიექტური განცდებისგან თავისუფლდებიან.       გონებრივი განვითარების საპირისპიროდ, ემოციური სფეროს განვითარება შიზოიდურ პიროვნებებში უკანა პლანზე გადაინაცვლებს, რადგან იგი პარტნიორთან ურთიერთობას მოითხოვს და დაკავშირებულია ემოციების გაცვლა-გამოცვლასთან. ამრიგად, შიზოიდურ პიროვნებებს ინტელექტი საშუალოზე მეტად აქვთ განვითარებული, თუმცა ემოციური განვითარების დონით საკმაოდ ჩამორჩებიან და ხანდახან უმწეობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებენ. სწორედ ამის შედეგია ადამიანური ურთიერთობების მიმართ აღძრული ძლიერი ეჭვი, რის გამოც გამუდმებით რთული ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ. შიზოიდურ პიროვნებებს იმდენად არ გააჩნიათ ზომიერების გრძნობა და ადამიანებთან დამოკიდებულების საჭირო თვისებები, რომ მათ თვით ყველაზე მარტივი ურთიერთობაც კი ხშირად პრობლემებს უქმნით. მოვიყვან ამის მაგალითს:       სწავლის პერიოდში რეფერატის დაწერა დაევალა მავან სტუდენტს, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა და ამპარტავნულადაც ეჭირა თავი, რითაც საკუთარი თავდაუჯერებლობის დამალვას ცდილობდა. მას აზრადაც არ მოსდიოდა, რომელიმე კოლეგისთვის მიემართა და გაეგო, როგორ შეიძლებოდა ამ საქმისთვის თავი მოება; ამიტომ იგი მარტოდმარტო იტანჯებოდა იმ პრობლემების გამო, რომლებიც მხოლოდ მას კი არა, საქმესაც ეხებოდა. ეს ადამიანი ფიქრობდა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო საერთო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, გადაჭარბებული თვითშეფასებისა და არასრულფასოვნების განცდა ეუფლებოდა, და, ამ ორ გრძნობას შორის გამომწყვდეული, საკუთარ თავს ხან გენიოსად, ხანაც სრულიად ბანალურ და არასრულყოფილ პიროვნებად წარმოიდგენდა. გარდა ამისა, ის ვერ ახერხებდა საკუთარი რეფერატის სხვების ნამუშევრებთან შედარებას, რადგან ფიქრობდა, რომ ამით უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა და თანაკურსელების თვალში ღირსება შეელახებოდა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ ასეთი ურთიერთობა სტუდენტებს შორის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ის კი ამ დროს გაზვიადებულმა შიშმა შეიპყრო, რომელსაც სულ ადვილად დააღწევდა თავს, ამხანაგებთან ნორმალური ურთიერთობა რომ ჰქონოდა.       მსგავსი სიტუაციები და ქმედებები ხშირად გვხვდება შიზოიდური ადამიანების ცხოვრებაში; ისინი დიდად უწყობენ ხელს ყოველდღიური, სრულიად მარტივი ვითარებების არაბუნებრივად გართულებას. შიზოიდები ვერ აცნობიერებენ, რომ სიძნელეებს ადამიანებთან მათი ურთიერთობის არასრულყოფილება იწვევს, და არა ის, რომ მათ რაღაც საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. შიზოიდური ადამიანი და სიყვარული       როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიზოიდურ პიროვნებას განვითარების იმ პერიოდებში ექმნება ხოლმე პრობლემები, როდესაც საქმე ადამიანებთან ურთიერთობაზე მიდგება. ეს არის საბავშვო ბაღში და სკოლაში შესვლის პერიოდი, მოპირდაპირე სქესთან შეხვედრა, პარტნიორული თუ სხვა სახის ურთიერთობების დაწყება. რაკი შიზოიდურ პიროვნებაში ადამიანებთან ნებისმიერი სიახლოვე შიშს იწვევს, ის იძულებულია, მათთან დაახლოების დროს საკუთარ თავს უფრო დაკვირვებით მოეკიდოს; მაგალითად, მას იპყრობს შიში, რომ «ვინმეს არ შეუყვარდეს», რადგან ფიქრობს, ამით მის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება.       თუ ბავშვს ადრეულ ასაკში უკვე უძნელდება ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, მშობლებისა და აღმზრდელების ვალია, დროულად გაიაზრონ, რომ ისინი შიზოიდური პრობლემის წინაშე დგანან, რომელსაც შეიძლება ჯერ კიდევ ეშველოს, ვიდრე იგი უფრო გაღრმავდება. ამგვარი სიტუაციაა მაშინ, როდესაც ბავშვი ბაღში ან კლასში ვერ ამყარებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, მათგან თავს გარიყულად გრძნობს და მას სხვებიც ასეთად აღიქვამენ; ანდა, როცა სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყმაწვილი გოგონებთან შეხვედრას თავს არიდებს, მათთან ურთიერთობას გაურბის, მთლიანად წიგნებშია ჩართული, განმარტოებას ცდილობს, რაღაცით ჩხირკედელაობს ან სხვა საქმით ერთობა; შესაძლოა, იგი ამ დროს მძიმე მსოფლმხედველობრივ კრიზისს განიცდიდეს და, სიცოცხლის არსზე დაფიქრებული, ვერ ბედავდეს თავისი ფიქრების ვინმესთვის გაზიარებას. ამგვარი საგანგაშო სიგნალების შემთხვევაში, მშობლებმა რჩევა-დარიგებისათვის აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ.       შიზოიდური პიროვნებისათვის კიდევ უფრო პრობლემური აღმოჩნდება ხოლმე ის პერიოდი, როდესაც სქესობრივი მომწიფების დამთრგუნველი წლების შემდეგ, იგი ადამიანებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. სასიყვარულო ურთიერთობის შემთხვევაში საქმე ადამიანების სულიერ და ფიზიკურ სიახლოვეს ეხება და გამოდის, რომ ამ დროს ადამიანის «საკუთრივ არსებობას» და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება; ეს საფრთხე მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტად მიენდობა ადამიანი პარტნიორს; მაგრამ შიზოიდურ პიროვნებას გაცილებით დიდ საფრთხეს საკუთარი «თვითობის» შენარჩუნების მცდელობა უქმნის. აქედან გამომდინარე, სასიყვარულო შეხვედრების დროს ხშირად წამოიჭრება ის პრობლემები, რომლებიც აქამდე წყალქვეშა რიფებივით იყო სადღაც მიმალული, ახლა კი უკვე მათი გაცნობიერება ხდება.       როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმ დროს, როდესაც იგი პარტნიორის მიმართ მტანჯველ ლტოლვას განიცდის, მასთან სიახლოვე სურს და სიყვარულის ნაზი გრძნობითაა შეპყრობილი? რა უნდა მოიმოქმედოს, რათა პარტნიორიც ამ ძლიერი სექსუალური ლტოლვის თანამონაწილე გახადოს? იმის გამო, რომ ახალგაზრდას ადამიანებთან ურთიერთობაში არ გააჩნია ზომიერების გრძნობა, რასაც ამ ასაკში გამოუცდელობაც ემატება, მისი სექსუალური ინტეგრაცია განსაკუთრებით მძიმე ფორმით მიმდინარეობს. შიზოიდურ პიროვნებას არა აქვს საკუთარი ქცევების რეალურად შეფასების უნარი. ამ დროისათვის იგი არ გამოირჩევა არც მიმზიდველობით და არც მაცდუნებელი თავდაუოკებლობით, რომ პარტნიორს ამ მხრივ დაანახოს თავი; მისთვის უცხოა სინაზისა და კეთილგანწყობის როგორც ვერბალური, ასევე ემოციური გამოვლინება, ამასთან იგი პარტნიორთან საკუთარი თავის იდენტიფიკაციასაც ვერ ახდენს.       ის კონფლიქტი, რომელსაც, ერთი მხრივ, დამთრგუნველი სქესობრივი ლტოლვა და, მეორე მხრივ, პარტნიორთან სიახლოვის შიში წარმოქმნის, სხვადასხვა გზით შეიძლება მოგვარდეს. შიზოიდი ხშირად მხოლოდ ადვილად მისაღწევ ან «ცოდვიან» სექსუალურ ურთიერთობებს ეტანება, როდესაც მას შეუძლია სექსუალობა და საკუთარი ემოციები ერთმანეთისგან დაუყოვნებლივ გამიჯნოს. ამ დროს პარტნიორი მისთვის «სექსის ობიექტია», რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს; მაგრამ, რამდენადაც ამ პროცესში შიზოიდური პიროვნების ემოციური თანამონაწილეობა გამორიცხულია, ამდენად მისი პარტნიორული ურთიერთობებიც ადვილად იცვლება. ამრიგად, შიზოიდური ადამიანი თავს იცავს, რათა პარტნიორთან ახლო ურთიერთობაში არ შევიდეს, ამ საქმეში საკუთარი ემოციური უმწეობა და გამოუცდელობა არ გამოავლინოს და სიყვარულის საფრთხე თავიდან აიცილოს. შიზოიდური პიროვნება ამავე მიზეზით ცდილობს, უგულებელყოს პარტნიორის მხრივ გამოვლენილი ყოველგვარი კეთილგანწყობა, რომელიც მასში უხერხულობის გრძნობას იწვევს. ერთ-ერთ «საქორწინო საშუამავლო» ფირმას მიაკითხა მავანმა მამაკაცმა და შეთავაზებულ ფოტოებს შორის იმ ქალის ფოტო შეარჩია, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოეწონა. მისი აზრით, ასეთი ქალი მას ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, ვინაიდან მისი შეყვარება გამორიცხული იყო. მავანი ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა მამაკაცთან სექსზე, თუ წინასწარ იცოდა, რომ მას ამის შემდეგ ვეღარასოდეს შეხვდებოდა. მავან ცოლიან კაცს «საიდუმლო» ბინა ჰქონდა იმავე ქალაქში, სადაც თავისი ოჯახით ცხოვრობდა. იგი დროდადრო დადიოდა ამ ბინაში და იქ იმდენ ხანს რჩებოდა, ვიდრე ოჯახში დაბრუნების სურვილი გაუჩნდებოდა; ეს კაცი ცდილობდა, შორს ყოფილიყო ოჯახისაგან, რათა ცოლ-შვილის პრეტენზიებს გარიდებოდა (ისინი კი, თავის მხრივ, სწორედ ამ «განმარტოების» გამო ცდილობდნენ მასზე ზემოქმედება მოეხდინათ და იგი ოჯახში დაებრუნებინათ, რითაც კიდევ უფრო უძლიერებდნენ იქიდან გაქცევის სურვილს).       ამ მაგალითებიდან ჩანს: შიზოიდური პიროვნებები დიდ შიშს განიცდიან იმის გამო, რომ მათ ვინმე «გამოიჭერს», მერე კი ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოუხდებათ. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მათი უცნაური და გაუგებარი რეაქციების მიზეზი. რაკი შიზოიდურ პიროვნებას სანდო ადამიანად მხოლოდ თავისი თავი მიაჩნია, აქედან ჩნდება ის ნამდვილი თუ მოჩვენებითი საფრთხეც, რომელიც მის დამოუკიდებლობას ემუქრება. იგი შიშობს, ვიღაც ძალადობით შეიჭრება მის სამყაროში, რომელიც მას იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარ თავზე გავლენა არ დაკარგოს. ცხადია, ამგვარი განწყობითა და ქცევებით ადამიანი ვერ შექმნის ნდობისა და ინტიმურობისათვის საჭირო გარემოს. შიზოიდური პიროვნების განწყობილებიდან გამომდინარე, იგი ძალადობად აღიქვამს ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან იცის, რომ ამ დროს თავადაც ბევრი რამ უნდა გასცეს. ბუნებრივია, ასეთი ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ისეთ პატნიორთანაა მხოლოდ შესაძლებელი, რომელსაც მეორე ადამიანის თანადგომა, დაცვა და მასთან სიახლოვე სჭირდება. ადამიანებთან ურთიერთობის შიშმა, შესაძლოა, შიზოიდური პიროვნება იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მან პატარძალი საკურთხეველთან ან ქორწილის დროს მიატოვოს და გაიქცეს.       ქალ-ვაჟი ერთმანეთს უკვე კარგახანია იცნობდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი არ აპირებდა ცოლქმრობის მარყუჟში თავის გაყოფას. ბოლოს და ბოლოს იგი დასთანხმდა ქალის დაჟინებულ თხოვნას – დანიშნულიყვნენ; ერთ დღეს საქორწინო ბეჭდებით მივიდა მასთან და ნიშნობა შედგა. საღამოს ახალგაზრდა კაცი დანიშნულს დაემშვიდობა და წავიდა. ქალის სახლიდან გამოსვლისთანავე საფოსტო ყუთში ჩააგდო წინასწარ მომზადებული წერილი, რომელშიც დანიშნულს აუწყებდა, რომ ნიშნობას აუქმებდა.       მსგავს საქციელს შიზოიდური პიროვნებები არცთუ იშვიათად ჩადიან. ისინი ხშირად სწერენ ქალებს თბილ და იმედიან წერილებს, მაგრამ ახლო ურთიერთობების დროს უკან მიაქვთ თავიანთი სიტყვები და საკუთარ თავში იკეტებიან.       სექსუალური და ემოციური სფეროების ზემოხსენებული გამიჯვნის გამო, შიზოიდურ პიროვნებებს ინსტინქტების სფეროც თითქმის გამიჯნული აქვთ. გარდა იმისა, რომ პარტნიორს მხოლოდ «სექსის ობიექტად» აღიქვამენ, სასიყვარულო ურთიერთობა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციურ პროცესს წარმოადგენს; ამიტომ შიზოიდური პიროვნება არ ცნობს წინასასიყვარულო თამაშების სიამოვნებას და ეროტიკას, ანგარიშს არ უწევს პარტნიორის ნება-სურვილს, ემოციებს და ჯიქურ ცდილობს საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. პარტნიორის მიმართ «სინაზეს» იგი საპირისპირო, მახინჯი ფორმებით გამოხატავს და ამ დროს ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდება, რაც, სავარაუდოდ, პარტნიორში ემოციების გამოწვევების სურვილს უნდა უკავშირდებოდეს. სქესობრივი აქტის შემდეგ, შიზოიდური პიროვნება ცდილობს, პარტნიორი, რაც შეიძლება, სწრაფად მოიშოროს თავიდან. მისი ცნობილი სიტყვებია: «ამის შემდეგ (იგულისხმება სქესობრივი აქტი) მას სიამოვნებით მოვისროდი აქედან». ამით შიზოიდური პიროვნება შიშს იმ გრძნობებისა და პრეტენზიების გამო განიცდის, რაც შეიძლება პარტნიორ ქალს «ამის შემდეგ» გაუჩნდეს.       სიტუაცია რთულდება, როდესაც შიზოიდი პიროვნება ცდილობს, სიყვარულისა და სიძულვილის საკუთარი ამბივალენტური განცდები პარტნიორზე გადაიტანოს. ამ დროს იგი შეპყრობილია ძლიერი ეჭვით, რომ პარტნიორს, შესაძლოა, იგი შეუყვარდეს; ამიტომ მას, სიყვარულთან დაკავშირებით, ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებს, რომელთა დაკმაყოფილების შედეგად პარტნიორი მას ყოველგვარ ეჭვს გაუფანტავს. შიზოიდი პიროვნების ამგვარმა ქცევამ, შესაძლოა, ემოციური ან აშკარად გამოხატული სადიზმის სახეც კი მიიღოს და დესტრუქციულ ქმედებად იქცეს. იგი ამ დროს უგულებელყოფს პარტნიორის მხრივ კეთილგანწყობისა და სიყვარულის ყოველგვარ გამოვლინებას, აანალიზებს მის სიტყვებს და, ეშმაკეული ეჭვებით შეპყრობილი, ყველაფერში მხოლოდ პარტნიორის მზაკვრულ ჩანაფიქრს ხედავს. ამრიგად, შიზოიდი ადამიანი მიიჩნევს, რომ პარტნიორი, თავისი კეთილგანწყობით, საკუთარი არასუფთა სინდისის და დანაშაულებრივი გრძნობების შენიღბვას ცდილობს და ამით მის მოსყიდვას ისახავს მიზნად. «ამით რას გინდა მიაღწიო?» «ნუთუ სინდისი არ გაწუხებს?» – ასეთია ამ დროს შიზოიდის რეაქცია. ზოგადთეორიული და ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, ამ დროს შიზოიდს შეუძლია უამრავი მიზეზი გამონახოს ამგვარი ტენდენციური დასკვნების გამოსატანად. რომან «სიმშვიდის ბალიშში» ქრისტიანე როშფორი შესანიშნავად აღწერს ასეთ ურთიერთობას. განსაკუთრებით დამაჯერებელი და შთამბეჭდავია ის ადგილები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მიიყვანს შიზოიდური პიროვნება შეყვარებულ ქალს წლების განმავლობაში სასოწარკვეთის ზღვართან.       შიზოიდური პიროვნება, არც თუ იშვიათად, ცდილობს, საკუთარ თავშიც და პარტნიორშიც ცინიზმით ჩაახშოს სინაზის ყოველგვარი გამოვლინება, რათა მას «ხელში არ ჩაუვარდეს». ამ დროს, როდესაც პარტნიორი მის მიმართ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და სინაზეს განიცდის, შიზოიდი ცდილობს, თავისი საქციელით – დამცინავი გამომეტყველებითა და ირონიული სიტყვებით – მას შეურაცხყოფა მიაყენოს. მაგალითად, შეუძლია პარტნიორს უთხრას: «ერთგული ძაღლის თვალებით რატომ შემომყურებ?», «რომ იცოდე, ამ წუთში რა სასაცილო სანახავი ხარ!», ან «შეეშვი ამ სულელურ მოფერებას და ბოლოს და ბოლოს საქმეს მივხედოთ». ბუნებრივია, ამ დროს შიზოიდი პიროვნება პარტნიორში ანადგურებს სიყვარულის სტერეოტიპს, მაგრამ, თუ ამგვარი უჩვეულო ურთიერთობა მათ შორის მაინც გრძელდება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორსაც არაბუნებრივი სასიყვარულო მიდრეკილებები აქვს, ან მაზოხისტურ ტიპს წარმოადგენს; უნდა ვიფიქროთ, რომ მან თვითბრალდების, პარტნიორის დაკარგვის შიშით ან კიდევ სხვა მოტივით, უნდა აიტანოს ყველაფერი, ანდა მას ამგვარი წამება სულაც სიამოვნებას ანიჭებს. სხვა შემთხვევაში, ამ დროს პარტნიორმა წერტილი უნდა დაუსვას ასეთ ურთიერთობას, ან სიძულვილი მაინც უნდა იგრძნოს, რაც შიზოიდმა პარტნიორმა, შესაძლოა, საკუთარ გამარჯვებას მიაწეროს («აი, ახლა კი ბოლოს და ბოლოს გამოაჩინე შენი ნამდვილი სახე»). მაგრამ ამგვარი სიძულვილის გამოვლენა არ ხდება ხოლმე, რა უკიდურეს მდგომარეობამდეც უნდა მიიყვანოს შიზოიდმა პიროვნებამ პარტნიორი. სტრინდბერგი თავის ავტობიოგრაფიულ რომანებში შთამბეჭდავად აღწერს შიზოიდური პიროვნებების ტრაგიზმს, მათი განვითარების პროცესს და ცხოვრებისეულ სივრცეს (მაგ., რომანში «მოახლის ვაჟი»). რომანში «ღია ზღვასთან» მთავარ გმირს, აქსელ ბორგს, მწერალი ბრწყინვალედ აღწერს, როგორც შიზოიდურ ადამიანს, რომელშიც აშკარად იკვეთება ავტობიოგრაფიული მომენტები.       თუ პარტნიორისადმი შიზოიდური პიროვნების გულგრილი დამოკიდებულება უკიდურეს ავადმყოფურ ფორმას მიიღებს, შესაძლოა, ძალადობამ იმ ზღვარს მიაღწიოს, რომ მან პარტნიორი მოკლას და ამ დროს სიამოვნებაც კი განიცადოს. როდესაც შიზოიდს პარტნიორზე «გადააქვს» (როგორც ამას ფსიქოანალიზი უწოდებს) იმ პიროვნებებთან დაკავშირებული სიძულვილისა და შურისძიების გრძნობა, რომლებსაც იგი ბავშვობაში ხვდებოდა, მაშინ მის პიროვნებაში არაინტეგრირებული, გახლეჩილი ინსტინქტები მეტად სახიფათო ხდება. თუ მას არ გააჩნია პარტნიორის შეგრძნების უნარი, და, ამასთან, ემოციებიც მოჩლუნგებული აქვს, მაშინ შიზოიდმა შეიძლება ყველანაირი დანაშაული ჩაიდინოს.       შიზოიდები ცდილობენ თავად გადალახონ ის სიძნელეები, რომლებიც უკავშირდება პარტნიორთან ემოციური ურთიერთობის დამყარებას და, საერთოდ, პარტნიორის პოვნას. ასეთ შემთხვევებში შიზოიდური პიროვნებები, თვითდაკმაყოფილების მიზნით, პარტნიორად საკუთარ თავს ირჩევენ, ანდა, როგორც ეს ფეტიშიზმის დროს ხდება, «შემცვლელ ობიექტებზე» გადაერთვებიან; რა თქმა უნდა, აღნიშნული «ობიექტები» მათში სიყვარულის უნარს ვერ განავითარებენ, თუმცა ამგვარი სიყვარულის გაუკუღმართებული ფორმები მაინც გამოხატავს სიყვარულისკენ სწრაფვას და მისი ძიების მოთხოვნილებას.       შიზოიდურ ადამიანებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით ინტელექტუალურ პიროვნებებს, რომლებიც, შეფერხებული სექსუალური განვითარების გამო, ინფანტილურ თვისებებს ავლენენ. ისინი სექსუალურ პარტნიორებად ხანდახან სქესობრივად მოუმწიფებელ ბავშვებს და მოზარდებს ირჩევენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება, ამიტომ ასეთი პარტნიორების მიმართ ნაკლებ შიშს განიცდიან და ფიქრობენ, რომ მათი ნდობა შეიძლება.       შიზოიდურ პიროვნებაში დათრგუნული სიყვარულისა და ერთგულების მწველი სურვილი დროდადრო უკიდურესი ეჭვიანობის სახით ვლინდება, რაც, შესაძლოა, ეჭვიანობის მანიაში გადაიზარდოს. შიზოიდი ადამიანი გრძნობს, რომ თავისი ქცევებით საერთოდ არ ძალუძს სიყვარულის გამოხატვა და გუმანით ხვდება, რომ ამგვარი მწირი გრძნობების გამოვლენით ვერ შეძლებს პარტნიორის შენარჩუნებას; ამიტომ ყველაში მეტოქეს ხედავს და ხშირად სამართლიანადაც ფიქრობს, რომ სხვებს უფრო ძლიერად შეუძლიათ სიყვარული, რადგან საამისოდ მასზე მეტი უნარი გააჩნიათ.       შიზოიდი პიროვნება პარტნიორის უწყინარ და სავსებით ბუნებრივ საქციელს ვერაგობად და მზაკვრობად აღიქვამს, რის საფუძველსაც, მისი აზრით, დემონური ზრახვები წარმოადგენს.       ამგვარი განწყობა შიზოიდ პიროვნებას, შესაძლოა, მანიად ექცეს, რაც მასთან შემდგომ პარტნიორობას აუტანელს ხდის, ბოლოს კი ურთიერთობას საერთოდ ანადგურებს. ეს პროცესი იმ აკვიატებული სურვილის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც შიზოიდს თავად ტანჯავს, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. მისი სიყვარულის მოტივაცია შემდეგში მდგომარეობს: «რაკი არ არსებობს შანსი, რომ ვინმეს ვეყვარები, მაშინ, უმჯობესია, ჩემი ხელითვე გავანადგურო ის, რისი შენარჩუნებაც არ შემიძლია, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ტანჯული კი არა ვარ, ქმედითი ადამიანიც მქვია».       შიზოიდი პიროვნების საქციელი, ალბათ, შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: სწორედ იმ დროს, როდესაც იგი სიყვარულისკენ მიილტვის და სურს, რომ ისიც უყვარდეთ, შიზოიდი ყველაზე ნაკლებად ავლენს სიყვარულის უნარს. თუ პარტნიორი ამის გამო ზურგს შეაქცევს, ეს მისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება; ის თავს უარესად იგრძნობდა, თუ პარტნიორის შენარჩუნებას ყველანაირად შეეცდებოდა, ის კი მაინც ზურგს შეაქცევდა. ამგვარი იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, შიზოიდური პიროვნება არცთუ იშვიათად იჭერს ხოლმე თადარიგს. ამასთან, მისი საქციელი ქვეცნობიერად პარტნიორის შემოწმებასაც გულისხმობს, როდესაც ამბობს: «თუ ჩემი ასეთი ქცევის მიუხედავად, მას მაინც ვეყვარები, ესე იგი ეს ნამდვილი სიყვარულია». ყოველივე ამის მიღმა იგრძნობა, როგორ უძნელდებათ შიზოიდებს იმის აღიარება, რომ სიყვარულს იმსახურებენ. ამ ადამიანებმა ექსტრემალურ სიტუაციებში, უნდობლობისა და ეჭვიანობის გამო, შესაძლოა, მკვლელობა ჩაიდინონ შემდეგი მოტივით: «თუ პარტნიორს არ ვუყვარვარ, მაშინ სხვაც ვერ გახდება მისი სიყვარულის ღირსი».       შიზოიდურ პიროვნებებში ერთგულების წინაშე გაცნობიერებულ შიშს ადამიანებთან ურთიერთობის შიში განაპირობებს. ერთგულების სურვილი, რომელიც ასევე ყველა ჩვენგანს გააჩნია, შიზოიდურ ადამიანს დათრგუნული განწყობის გამო უჩნდება, და უძლიერებს წუხილს, რაც გამოწვეულია იმით, რომ მან «საკუთარი თავი მთლიანად ვინმეს უნდა დაუთმოს», ეს კი მისთვის საკუთარი «მე»-ს სხვისთვის გადაცემას და მის მიერ შთანთქმას ნიშნავს. ეს იწვევს პარტნიორის დემონიზირებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ შიშს და შიზოიდის მიერ ჩადენილ, ჩვეულებისამებრ, გაუგებარ საქციელს ჩვენთვის ასე თუ ისე გასაგებს ხდის. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება იმ უეცარ სიძულვილს, რომელიც შიზოიდში ვინმე ძლიერი ადამიანის მიმართ ამ უკანასკნელის მხრივ წამოსულმა მუქარამ შეიძლება გამოიწვიოს. შიზოიდი ვერ აცნობიერებს, რომ სხვა ადამიანს ასეთ ძალას მხოლოდ მისი საკუთარი პროექცია ანიჭებს.       შიზოიდური პიროვნება ძნელად ახერხებს ადამიანებთან ხანგრძლივ, ემოციურ ურთიერთობას. მას ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და ცვალებადი ურთიერთობებისაკენ აქვს მიდრეკილება. იგი მიიჩნევს, რომ ქორწინება, მთელი თავისი სტრუქტურით, ერთ-ერთი არასრულფასოვანი ინსტიტუციაა და მისი გაუქმება თავისთავად ხდება, როგორც კი ვეღარ აკმაყოფილებს ადამიანების მოთხოვნებს; ამიტომ ეს ინსტიტუცია ანგარიშს უნდა უწევდეს ამ მოთხოვნებს და, შესაბამისად, აკმაყოფილებდეს მათ.       შიზოიდი ფიქრობს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ, პარტნიორებს შორის ღალატი გარდაუვალია. იგი საკუთარ თავისუფლებას ესწრაფვის და მზადაა, თავისუფლება პარტნიორსაც მიანიჭოს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი თეორიული მოსაზრებაა და, რა თქმა უნდა, შიზოიდი ყოველთვის ვერ ახორციელებს მას ცხოვრებაში. იგი ხშირად გამოდის ქორწინების თეორეტიკოსისა და რეფორმატორის როლში. ასეა თუ ისე, მას ჰყოფნის გამბედაობა, არსებული კონცეფციებისა და ტრადიციების საწინააღმდეგო ცხოვრების სტილი დაიმკვიდროს და საკუთარი რწმენით იცხოვროს. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში შიზოიდური პიროვნება სხვა ადამიანებზე მეტ პატიოსნებასა და მოქალაქეობრივ სიმამაცესაც იჩენს. მას პარტნიორთან ხანდახან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობები აქვს ხოლმე, მაგრამ მათი ლეგალიზაცია აშინებს; ამიტომ ეს ურთიერთობები ქორწინების გარეშე გრძელდება.       თუ ადრეულ ასაკში დედის სიკვდილის ან მისი მხრივ იმედგაცრუების გამო, შიზოიდს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, იგი ხშირად კავშირს უფროსი ასაკის ქალებთან ამყარებს, რომლებიც მასში დედის ასოციაციას იწვევენ. ასეთ ქალებს შეუძლიათ მას სითბო და სიმშვიდე აგრძნობინონ, ისე რომ პრეტენზიები არ წაუყენონ. ეს ის კეთილგანწყობილი ქალები არიან, რომლებსაც ესმით შიზოიდის მდგომარეობა და მისგან არაფერს მოელიან ისეთს, რისი მოცემაც მას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ამ ქალებს უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ შიზოიდურ პიროვნებასთან, ვიდრე იგი ამას სხვა შემთხვევაში დაუშვებდა. იმ შიზოიდებს, რომლებსაც ღრმად დარღვეული აქვთ ფსიქიკა და თან ადრეული ცხოვრებისეული გამოცდილებებიც გააჩნიათ, ქალის მიმართ აშკარად გამოხატული სიძულვილისა და შურისძიების იმპულსი უვითარდებათ. რაკი ყველაფერი, რაც შიზოიდის ცხოვრებაში ქალთან იყო დაკავშირებული, მასში უნდობლობასა და საფრთხის შეგრძნებას იწვევდა, იგი პარტნიორად ხშირად თავისივე სქესის ადამიანს ან ისეთ ქალს ირჩევს, რომელიც მამაკაცური თვისებებით გამოირჩევა და ნაზი, მომხიბვლელი ქალივით არ გამოიყურება. ხშირად ეს დაძმურ ან მეგობრულ ურთიერთობებს მოგვაგონებს და მათ საერთო ინტერესები უფრო განაპირობებს, ვიდრე – ეროტიკული ლტოლვა. შიზოიდისთვის, ნებისმიერი ურთიერთობების დროს, აუტანელია ადამიანებთან ხანგრძლივი სიახლოვე. პარტნიორისაგან განცალკევებული საძინებელი ოთახი მისთვის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს, რასაც პარტნიორი ქალი გაგებით უნდა მოეკიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიზოიდი იძულებული გახდება, თავდაცვის მიზნით, მისგან საერთოდ შორს დაიჭიროს თავი.       ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ შიზოიდურ პიროვნებაში ძალიან რთულად მიმდინარეობს სასიყვარულო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი, რის მიზეზებსაც უფრო უკეთ მოგვიანებით შევიტყობთ. შიზოიდი საოცრად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. შიზოიდური პიროვნება საკუთარ გრძნობებს ძუნწად, მაგრამ დიდი მადლიერებით გამოხატავს, თუ პარტნიორი თავისი ყურადღებით და კეთილგანწყობით მას თავს არ მოაბეზრებს და მშობლიურ სითბოს და უსაფრთხოებას აგრძნობინებს. ვინც შიზოიდის გულის მოგებას მოახერხებს, შეუძლია მისი კეთილგანწყობის იმედი ჰქონდეს, თუმცა შიზოიდს ამის გამოხატვა და აღიარება არ შეუძლია. შიზოიდური ადამიანი და აგრესია       გადავწყვიტე, აქაც და შემდეგ თავებშიც, «სიძულვილის» ნაცვლად, აგრესიაზე ვილაპარაკო, რადგან სიძულვილი უმთავრესად აგრესიის სახით ვლინდება. ამიტომ მისი სხვადასხვა ფორმით აღწერა უფრო თვალნათლივ შეიძლება. შიში და აგრესია მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანში აგრესიას თავდაპირველად უკმაყოფილებისა და შიშის გრძნობა იწვევს, რომლის დროსაც «უკმაყოფილება» შიშისწინარე, არქაულ ფორმას უნდა წარმოადგენდეს. განვითრების ადრეულ საფეხურზე ადამიანი ვერ ახერხებს თავისი უკმაყოფილების გააზრებას და შიშის დაძლევას, ამიტომ სრულიად უმწეოა მათთან ბრძოლაში.       ადამიანის განვითარების ადრეულ პერიოდში შიშს თავდაპირველად ისეთი ძლიერი ფრუსტრაციები იწვევს, როგორიცაა შიმშილი, სიცივე და ტკივილი; შემდეგ ამას ემატება ბიორიტმის დარღვევა, ცხოვრებისეულ სივრცეში ინტეგრაცია, გრძნობის ორგანოების მეტისმეტად გადატვირთვა და თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვა. ამასთან, ადამიანი შეიგრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც მის არსებობას, სხვა ადამიანებთან სიახლოვეს ემუქრება და ცხოვრებისეულ სივრცეში მათ აქტიურ ჩარევას უკავშირდება. შიში თავდაპირველად ძლიერი უკმაყოფილების სახით გამოვლინდება; ბავშვისათვის კი შიში და აგრესია ჯერ კიდევ ემთხვევა ერთმანეთს და ერთდროულად იჩენს ხოლმე თავს. უკმაყოფილებისა და შიშის მიზეზები იმავდროულად აგრესიისა და გაბრაზების გამომწვევ ფაქტორებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.       როგორ შეუძლია ამ დროს პატარა ბავშვს, დაძლიოს შიშისა და უკმაყოფილების გრძნობა? თავდაპირველად იგი მხოლოდ უმწეოდ ბრაზობს და აღშფოთებას ჯერ ყვირილით, მერე კი ხელების ქნევითა და ფეხების ფართხალით გამოხატავს. ამ დროს იგი ცდილობს, მოტორულად განიმუხტოს და დაიცხროს სიბრაზე. ვინაიდან ადამიანის განვითარების ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობს განსხვავება «მე»-სა და «შენ»-ს შორის, ამიტომ აგრესიის ამ სახით გამოხატვა სრულიად უმისამართოდ ხდება. ამგვარი აგრესია, უბრალოდ, ცუდი განწყობისა და უკმაყოფილების შედეგად გამოწვეული რეაქციაა და ამ განწყობისგან ორგანიზმის განმუხტვის მცდელობად წარმოგვიდგება. ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი აგრესიის არქაულ ფორმაზე, რომელიც მარტივად, სპონტანურად, გაუცნობიერებლად და ადამიანებთან მიმართების გარეშე გამოვლინდება; აქედან გამომდინარე, იგი ჯერაც გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს და თვითბრალდების გრძნობა არ გააჩნია, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება.       არქაული შიში საოცარი ინტენსივობით გამოირჩევა, რადგან პატარა ბავშვი, სრული უმწეობის გამო, ამ შიშს განიცდის, როგორც საკუთარი არსებობის საფრთხეს და მუქარას. შესაბამისად, ამ დროს აგრესია და გაბრაზება ტოტალურად გამოვლინდება და ბავშვს ასეთ სიტუაციებში «მთლიანად სიბრაზე» ან «მთლიანად შიში» იპყრობს. გარდა ამისა, მას უჩნდება სურვილი, სათანადო რეაგირება მოახდინოს და, რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდეს ამ შეგრძნებებისგან.       სამყაროდან რეფლექტორული გაქცევა და მისგან თავის დაღწევა, ანდა, შიშთან და უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ზემოაღწერილი მძაფრი მოძრაობები სხვა ცოცხალ არსებებთანაც ასევე თავდაპირველი რეაქციის ორივე ფორმით გამოვლინდება; ესაა გაქცევა «საკუთარ თავში» და სიტუაციიდან გამორიდება, თვით «თავის მომკვდარუნების» რეფლექტორულ მცდელობამდე; ან გაქცევა «გარეთ», ქარიშხლისებრი მოძრაობა და თავდასხმა. მარტოსული, დაუცველი და უმწეო შიზოიდური ადამიანი საკუთარი არსებობისათვის საფრთხედ აღიქვამს რეალურ თუ ვითარს თავდასხმებსა და მუქარას და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი შესაბამისი რეაქციები ამ დროს მთლიანად არქაული წარმოშობისაა. ეს არის მყისიერი, გაუცნობიერებელი აგრესია, რომელიც მიმართულია მხოლოდ შიშისა და მისი გამომწვევი მიზეზების დაძლევაზე, საკუთარი განწყობის განმუხტვაზე, რასაც ზუსტად გამოხატავს ინგლისური გამოთქმა: «to get it out of one`s system». ადვილი წარმოსადგენია, რა სახიფათო შეიძლება გახდეს ეს არქაული, შიზოიდური აგრესიები იმ ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც ამ აგრესიის სათავეს ეგზისტენციალური საფრთხის გრძნობა წარმოადგენს და რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. აღნიშნულ აგრესიებს არავითარი ხელჩასაჭიდი, მყარი საფუძველი არ გააჩნია, მათი ინტეგრირება ადამიანის მთლიან პიროვნებაში არ ხდება და, ამდენად, ელემენტარული, მყისიერი და ინსტინქტური რეაქციის სახით გამოვლინდება. როგორც სექსუალობის საკითხის განხილვისას დავინახეთ, ამ ადამიანების აგრესიები და აფექტები ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, იზოლირებული, წმინდა ინსტინქტური რეაქციებია და არაა ჩართული ადამიანის ემოციური განცდების მთლიან სისტემაში; ვინაიდან მათ სამომავლოდაც არ გააჩნიათ გრძნობებისა და განცდების გამოვლინების უნარი, გამოდის, რომ მათი დამამუხრუჭებელი ძალა პრაქტიკულად არ არსებობს.       ამრიგად, ასეთ შემთხვევებში აგრესია მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვის საშუალებას წარმოადგენს, არ ექვემდებარება კონტროლს და ადამიანში თვითბრალდების გრძნობას არ ბადებს. გარდა ამისა, რაკი შიზოიდურ პიროვნებებს გარესამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობა არა აქვთ, ამიტომ უჭირთ იმის წარმოდგენა, თუ რა გავლენას ახდენს და როგორ მოქმედებს სხვებზე მათი აფექტები და აგრესიები; ისინი ფიქრობენ, რომ ამით «მხოლოდ და მხოლოდ» საკუთარი რეაქცია გამოხატეს. სხვა ადამიანი მათთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამიტომ მას ხშირად უხეშად, შეურაცხმყოფლად და აგდებულად ექცევიან, თუმცა ამას თავად ვერ აცნობიერებენ.       ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ვიღაც ახალგაზრდა კაცმა პატარა ბიჭი მოკლა. როდესაც მკვლელს ჰკითხეს, რატომ ჩაიდინა ეს, მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თქვა: «ამის განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია; უბრალოდ, მომეჩვენა, რომ ეგ ბიჭი რაღაცნაირად ხელს მიშლიდა».       ამრიგად, ცხოვრებას და საზოგადოებას მოწყვეტილი ადამიანის აგრესიამ, რომლის საფუძველსაც სიძულვილისადმი მზაობა წარმოადგენს, შესაძლოა, სულ მცირე საბაბით იფეთქოს და სახიფათო სახე მიიღოს. ასეთი აგრესია საგანგებოდ გამოცალკევდება და უკიდურესად მწვავე ფორმით გამოვლინდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი არაინტეგრირებულ, სექსუალურ ინსტინქტს უკავშირდება. ამ ფაქტს საოცარი სიზუსტით აღწერს «იურგენ ბარჩის ავტოპორტრეტი».       ამერიკელმა ფსიქიატრმა კინზელმა პატიმრებზე კვლევების ჩატარებისას შეიტყო, რომ აგრესიულ პატიმრებს (violent men) ორჯერ უფრო დიდი «დამცავი წრე» ჰქონდათ, ვიდრე არააგრესიულებს. აგრესიული პატიმრები (curcle protection, ჩვენ მათ შიზოიდებს მივაკუთვნებთ), როგორც კი დაინახავდნენ, რომ ამ უჩინარი, ვირტუალური, დამცავი წრის საზღვარი ვინმე უცხომ გადმოკვეთა, საშინელ პანიკაში ვარდებოდნენ და, გამძვინვარებულნი, თავდასხმაზე გადადიოდნენ. შიზოიდური მსოფლშეგრძნების შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს ერთ-ერთი პაციენტის სიტყვები: «როდესაც ჩემ მიერ დაწესებულ საზღვარზე გადმოდიან, სიძულვილის გრძნობა მიპყრობს». გავიხსენოთ ასევე კონრად ლორენცის მიერ აღწერილი მკვეთრი რეაქციები ცხოველებში, რომლებიც გააფთრებით ესხმიან თავს ყველას, ვინც მათი ტერიტორიის საზღვარს გადააბიჯებს (კონრად ლორენცი, «ეგრეთ წოდებული ბოროტება»). შიზოიდი პიროვნება თავს დაუცველად და გარიყულად გრძნობს და ამის გამო ადამიანების მიმართ უნდობლობას განიცდის, რის შედეგადაც იგი სხვასთან სიახლოვეს უყურებს როგორც საფრთხეს, რაზეც თავდაპირველად შიშით, შემდეგ კი აგრესიით უპასუხებს. შიზოიდი ადამიანების ეს უმთავრესი ცხოვრებისეული განცდა მათ ზოგიერთ, თითქოს ხშირად გაუგებარ, რეაქციას გასაგებს ხდის. არქაული, არაინტეგრირებული, გახლეჩილი აგრესია შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს და მაშინ შიზოიდი მისთვის აუტანელ ადამიანს, აბეზარი მწერივით, ერთი დარტყმით მოიშორებს თავიდან. როგორც ზოგადად ყოველგვარი განცდა, შესაძლოა, განდევნილი ინსტინქტების მსგავსად, აგრესიაც სახიფათო ფორმით გამოცალკევდეს და ასოციალურ, კრიმინალურ მოვლენად იქცეს.       მაგრამ უნდა ითქვას, რომ შიზოიდური ადამიანები, ამგვარი ექსტრემალური შემთხვევების გარეშეც, ძნელად აკონტროლებენ საკუთარ აგრესიებს, რის გამოც უფრო მეტად მის გარშემო მყოფნი იტანჯებიან. თუ შიზოიდური პიროვნების აგრესია თავდაპირველად შიშისაგან თავდაცვის რეაქცია იყო, მერე და მერე იგი, შესაძლოა, აგრესიის ისეთ ფორმად გარდაისახოს, რომელიც შიზოიდურ პიროვნებას ნეტარებას აგრძნობინებს და სადიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინდება. მოულოდნელი, მყისიერი, შეურაცხმყოფელი უკმეხობა, სრული გულგრილობა, ზესთამჩენობა, ცინიზმი, კეთილმოსურნე და მტრული განწყობების წამიერი მონაცვლეობა აგრესიის გამოხატვის შესაძლებელ ფორმებს წარმოადგენს. შიზოიდის აგრესიას ამ შემთხვევაშიც არ გააჩნია სიტუაციის შესაფერისი თავდაჭერილობა, ზომიერება თუ ტაქტის გრძნობა. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ გარეშე თვალი ამჩნევს, რადგან თავად შიზოიდს მიაჩნია, რომ თავისი საქციელით სიტუაციას სრულიად ადეკვატურად აღიქვამს.       შიზოიდური პიროვნებების აგრესიას, თავდაცვის გარდა, ხშირად სხვა ფუნქციაც აკისრია. სიტყვა ad-gredi, რომლის უძველესი მნიშვნელობა «ვინმესთან მისვლას ან მიახლოებას» გამოხატავდა, შიზოიდისთვის ხშირად სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარების ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აგრესია თვითგამოხატვის ის ერთადერთი ფორმა იყოს, რომელიც მოპირდაპირე სქესთან სიახლოვის წარუმატებელი მცდელობების შედეგია და აგრერიგად დამახასიათებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის. ამ დროს, შიზოიდის მსგავსად, ყველა ადამიანს უჩნდება შიშისა და სურვილის ნაზავი გრძნობა და ფარული განცდები. მოკრძალებული და მისთვის მიუწვდომელი სინაზის ნაცვლად, იგი აგრესიული ხდება იმის შიშით, რომ თავი არ შეირცხვინოს, და მზად არის უკან დასახევად. ამ დროს კი ისეთ ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს განიცდის, როგორიცაა კეთილგანწყობა და ცინიზმი.       შიზოიდურ პიროვნებებთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ, შესაძლოა, აგრესია მათი «თვითგამოხატვის» ფორმა იყოს. ისინი აგრესიულობას ძალიან იოლად ავლენენ, სამაგიეროდ, უჭირთ კეთილგანწყობისა და სხვა დადებითი გრძნობების გამოხატვა. შიზოიდებს ადამიანებთან ურთიერთობისას სიძნელეები იმის გამოც ექმნებათ, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა აქვთ დაკარგული. ფსიქოთერაპიული მკურნალობის შედეგები გვიჩვენებს, რომ, თუ მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოვიჩენთ, დროს დავუთმობთ და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევაში დავეხმარებით, შიზოიდური პიროვნებები ახერხებენ საკუთარი აგრესიის ინტეგრაციას და მათ ადეკვატურად მართვას სწავლობენ. ცხოვრებისეული სივრცე       როგორ უნდა მივუდგეთ შიზოიდური პიროვნების განვითარების საკითხს და როგორ ავხსნათ მასში სხვა ადამიანის წინაშე ერთგულების შიში, შესაბამისად, – თავდაცვის მიზნით, «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის» დაუცხრომელი სურვილი?       შიზოიდის გარეგნული მონაცემების საპირისპიროდ, მისი სულიერი წყობა ნაზ, მგრძნობიარე, მოწყვლად და ლაბილურ ხასიათზე მიგვანიშნებს. შიზოიდი პიროვნებისათვის თავდაცვის საშუალებას საკუთარ თავსა და გარესინამდვილეს შორის არსებული მანძილი წარმოადგენს, რადგან იგი ადამიანებთან ფიზიკურ და ფსიქიკურ სიახლოვეს რადარის მსგავსად, თითქოს «კანგაცლილივით» შეიგრძნობს და მეტისმეტად «ხმაურიანად» აღიქვამს. ამრიგად, ამ მანძილის შენარჩუნება შიზოიდი პიროვნებისთვის უსაფრთხოებას, სხვა ადამიანების შემოტევებისა თუ თავდასხმებისაგან თავდაცვას ნიშნავს. იგი თავისი გუნება-განწყობითა და მიდრეკილებებით მეტისმეტად «კანგაცლილ» შთაბეჭდილებას ტოვებს და ღია სისტემას მოგვაგონებს, ამიტომაც სურს გაემიჯნოს ადამიანებს, რათა გამღიზიანებლების ნაკადმა არ წალეკოს.       შიზოიდისათვის თავდაცვის საშუალებას ასევე ინტენსიური მოტორული, ექსპანსიური, აგრესიული და ინსტინქტური მიდრეკილებები და ადამიანებთან ურთიერთობის შეზღუდული უნარი თუ, საერთოდ, უუნარობა წარმოადგენს. ეს ის თვისებებია, რომელთა მიხედვითაც, ადრევე შეგვიძლია დავადგინოთ, ადამიანს რთული ფსიქიკური მდგომარეობა აქვს, თუ ფსიქიურად არის აშლილი. გამოცდილება ისევ და ისევ ცხადყოფს, რომ შიზოიდებს საზოგადოება არ იღებს და ურთიერთობაზე უარს ეუბნება; ამის გამო მათ უნდობლობა იპყრობთ და ადამიანებს განუდგებიან, რაც მათთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ტიპური ნიშან-თვისებაა.       აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ შიზოიდური პიროვნებების ზემოხსენებული ფიზიკური მონაცემები, რომლებიც მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს შეადგენს, არამედ გარესამყაროსთან დაკავშირებული აშკარა ფიზიკური თუ სხვა სახის ფაქტორები; ამის გამო ბავშვს ადრევე უცრუვდება მშობლებთან, უპირველეს ყოვლისა კი, დედასთან და საკუთარ სურვილებთან მიმართებაში განცდილი მოლოდინები. ამგვარი იმედგაცრუება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ იმან, რომ ბავშვი დედისათვის არასასურველი სქესისა დაიბადა; ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვა ფსიქიკური თვისებებიც იყოს, რომელთა გამოც დედას უძნელდება შვილის მიმართ ესოდენ საჭირო კეთილგანწყობისა და სითბოს გამოვლენა. ეს ეხებათ მშობლებისთვის არასასურველ შვილებსაც.       შიზოიდური ადამიანის განვითარების პროცესში მის გარეგნულ მხარეზე გარემოს რეაქციას ხშირად უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე თავად შიზოიდის გუნება-განწყობას და მიდრეკილებებს. ამის უკეთ გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა დაბადებიდან პირველ კვირებში.       სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, ბავშვი დაბადებიდან დიდხანს სავსებით უმწეოა და მთლიანად გარემოზეა მინდობილი. ადოლფ პორტმანი ადამიანს ამის გამო «დღენაკლულს», ანუ «დროზე ადრე დაბადებულს» უწოდებს.       იმისათვის, რომ ბავშვი ნელ-ნელა ეზიაროს გარესამყაროს და «სხვა ადამიანის» პირველად აღქმა შეძლოს, უნდა იგრძნოს, რომ ეს სამყარო მას მიიღებს, მის ნდობას გამოიწვევს და იქ მისი ასაკის შესაფერის ადგილს მიუჩენს. ბავშვს უსაფრთხო, მზრუნველი გარემო და სათანადო ცხოვრების პირობები სჭირდება. მან უნდა გაიაროს აღსრულებულ მოთხოვნილებათა მისთვის განკუთვნილი ეს «სამოთხისეული ხანა» – მხოლოდ ამ დროს მოპოვებული ნდობის წყალობით შეძლებს იგი, თანდათანობით შეიგრძნოს სიცოცხლისადმი ერთგულება და არ ჰქონდეს იმის შიში, რომ მას გაანადგურებენ.       საოცარია, მაგრამ ბავშვისათვის საჭირო ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით ძალიან დიდხანს ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა. ხშირ შემთხვევაში სათანადოდ ვერ ვახდენდით ვერც ახალშობილის თავისებურებებისა და აღქმის უნარის შეფასებას, ვერც იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მათზე გარემო. ამ თვალსაზრისით, მეტად შთამბეჭდავია შვეიცარიელი პედიატრის – შტირნიმანის მიერ ახალშობილებზე ჩატარებული კვლევები. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას მისი წიგნიდან «ახალშობილის ფსიქოლოგია»: «სავსებით სერიოზული ნაშრომების ავტორები... გამორიცხავენ, რომ ბავშვს დაბადებიდან ექვსი კვირის განმავლობაში ტკივილის შეგრძნება აქვს. მაგრამ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როდესაც ახალშობილებს ინექციებს უკეთებდნენ, ისინი მომდევნო ნემსის გაკეთების წინ, დეზინფიცირების დროს, უკვე ტირილს იწყებდნენ». შტირნიმანი ახალშობილთა მახსოვრობის შესახებ წერს: «...არსებობს დაბადებამდელი მეხსიერება. მორიგე ექთნების დაკვირვებით, ღამის ცვლაში მომუშავე ქალების შვილები ხშირად შუაღამემდე ვერ იძინებენ, მაგრამ ამ დროს არ ტირიან; ხაბაზი ქალების შვილები კი დღის 2 საათიდან 3 საათამდე მოუსვენრად არიან. იმის მიხედვით, დედა დღისით მუშაობს თუ ღამით, ბავშვი დაბადებამდე გამოიმუშავებს ჩვევებს რიტმულად მონაცვლე მოძრაობასა და სიმშვიდეს შორის».       ამ სფეროში, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი, მაგრამ, შტირნიმანის ამ და სხვა დაკვირვებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად არ ექცეოდა სათანადო ყურადღება ახალშობილის ემოციურ თუ აღქმით შეგრძნებებს. დიდხანს მიაჩნდათ, რომ ახალშობილისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სავსებით საკმარისი იყო მზრუნველი მოვლა, კვება და ჰიგიენა. მხოლოდ ბავშვის ადრეული პერიოდის გულდასმით შესწავლის, ფროიდისა და მისი მოწაფეების ფსიქოანალიტიკური კვლევების შედეგად გაჩნდა ამ სფეროში სრულიად ახალი თვალსაზრისები, რასაც ადამიანის ქცევების შესწავლაც დაემატა. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს ცოდნას ბავშვის პირველ შთაბეჭდილებათა შესახებ; განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ის ფაქტები, რომლებიც გამოვლინდა ბავშვის დაბადებიდან პირველ კვირების პერიოდში.       ჯერ კიდევ გოეთე გამოთქვამდა მსგავს თვალსაზრისს (საუბარი კნებელთან, 1810), როდესაც ამბობდა: «ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ ძალიან უყურადღებოდ ვეკიდებით ბავშვის აღზრდას მისი განვითარების ადრეულ პერიოდში; არადა, სწორედ ამ დროს ყალიბდება ადამიანის ხასიათი და მთელი მისი მომავალი არსებობის წესი». მსგავს თვალსაზრისს ინტუიციის დონეზე მხოლოდ ერთეული ადამიანები გამოთქვამდნენ და აქედან საჭირო დასკვნების გამოტანა ვერ ხერხდებოდა.       დღესდღეობით ვიცით, რომ ზემოხსენებული აუცილებელი მოვლა-პატრონობის გარდა, ბავშვს ადრეულ ასაკში სითბო, კეთილგანწყობა, სიმშვიდე და ცხოვრებისეული სივრცის გარკვეული სტაბილურობა სჭირდება, რათა იგი გარესამყაროს მიმართ კეთილად და ნდობით განეწყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ამ დროს დედის სხეულის სითბოსა და სინაზეს გრძნობდეს.       თუ ბავშვი ცხოვრების ადრეულ პერიოდში ხედავს, რომ მის გარშემო სამყარო სასტიკი, არასაიმედო, და ძალადობრივია, იგი ითრგუნება და, ნდობის ნაცვლად, ამ სამყაროს მიმართ ნაადრევი და ღრმა უნდობლობით განეწყობა. მას მთელი სამყარო დაცარიელებული ეჩვენება, როდესაც დიდხნობით მარტო ტოვებენ. ამასთან, ბავშვზე შიზოიდურ გავლენას ახდენს ერთად თავმოყრილი გამღიზიანებლები და ურთიერთმონაცვლე შთაბეჭდილებები: გარესამყაროსთან შეხვედრით გამოწვეული შიშის შედეგად ბავშვი საკუთარ თავთან მარტო რჩება. რენე შპიცმა საბავშვო სახლის აღსაზრდელებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ იმ ბავშვებმა, რომლებიც დაბადებისშემდგომ პირველ კვირებში დიდხანს დარჩნენ უდედოდ, და, შესაბამისად, ძალიან ადრე მოაკლდათ დედობრივი სიყვარული, განვითარებისას მძიმე, თითქმის შეუქცევადი დარღვევები განიცადეს. პრესტიჟულ საბავშვო სახლში, სადაც 10 აღსაზრდელზე ერთი მომვლელი მოდიოდა, ბავშვებს საუკეთესო კვება და უნაკლო ჰიგიენური პირობები ჰქონდათ, ყველა ადრე მიტოვებულმა, განსაკუთრებული გამღიზიანებლების მიზეზით შიშით შეპყრობილმა ბავშვმა, სულ მცირე, ცალმხრივი შეფერხებები და მისი ასაკისათვის შეუსაბამო გონებრივი ჩამორჩენილობა და უმწიფრობა გამოავლინა; რაკი ამ ბავშვებს მათთვის საჭირო გარემოში არ უხდებოდათ ცხოვრება, ისინი თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელ შიშებს განიცდიდნენ.       შიზოიდური დარღვევების გამომწვევ ადრეულ ნიშნებს ვხვდებით იმ ბავშვებშიც, რომლებიც მშობლებს თავიდანვე არ უყვარდათ, რაღაც მიზეზით არასასურველნი იყვნენ, ავადმყოფობის გამო დიდხნობით მარტო მოუხდათ ყოფნა ან დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ ეულად. იგივე შეიძლება ითქვას იმ ბავშვებზე, რომელთა დედებსაც არ უყვართ თავიანთი შვილები და გულგრილად ეკიდებიან მათ. ეს ეხებათ მეტისმეტად ახალგაზრდა დედებს, რომლებიც ჯერ მზად არ არიან დედობისთვის, ასევე ე.წ. «ოქროს გალიის ბავშვების» დედებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ხშირად გულცივ და უსულგულო «პერსონალს» გადააბარებენ ხოლმე, რადგან მათთვის «არ სცალიათ». აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის დედებიც, რომლებიც მშობიარობის შემდეგ მალევე იწყებენ მუშაობას და ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ.       ამრიგად, დედის მხრივ მზრუნველობისა და კეთილგანწყობის ნაკლებობა დიდ გავლენას ახდენს შიზოიდური პიროვნების შემდგომ განვითარებაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ იმ დედების როლიც, რომლებიც თავისი გამაღიზიანებელი მოპყრობით ბავშვს მოსვენებას არ აძლევენ და მის მოთხოვნილებებს ვერ აცნობიერებენ. ამ საკითხს ნათელი რომ მოვფინოთ, მასზე, ალბათ, უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდეთ.       ბავშვის საწყისი ორიენტაციისათვის აუცილებელია, მისი გარემო გარკვეულწილად სტაბილური იყოს, რათა ბავშვი მას ნელ-ნელა დაუახლოვდეს და შეეჩვიოს, ვინაიდან ამ გარემოს მიმართ ნდობის მოპოვება მისი განვითარების საფუძველს შეადგენს. ბავშვს უჭირს ადამიანებთან ხშირ ურთიერთობათა მუდმივად ცვალებად გარემოებათა და შთაბეჭდილებათა გადამუშავება (მაგ., ის ვერ იტანს რადიოსა თუ ტელევიზორის განუწყვეტელ ხმაურს, ძილის წინ კაშკაშა შუქს, ხშირ, დამღლელ მოგზაურობებს და ა.შ.).       შეშინებული და გაღიზიანებული ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, როდესაც დედა თითქოს მის არსებაში იჭრება, უგულებელყოფს მარტოდ დარჩენისა და სიმშვიდის მისეულ სურვილს და, ამასთანავე, მცირე დროს უთმობს მის აღზრდას; თუმცა ასეთი დედა იმავდოულად თავს არ ანებებს და თვალს არ აშორებს ბავშვს, ყველგან თან დაატარებს და საშუალებას არ აძლევს, საკუთარი იმპულსებით იცხოვროს. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ძალადობრივი გარემო, რომელიც ადრეულ ასაკში შიზოიდურად მოქმედებს ბავშვზე; ამ გარემოში მოხვედრილ ბავშვს მძიმე ხასიათის, გონებაშეზღუდული და უმწიფარი ადამიანების გვერდით უხდება ცხოვრება. ეს ადამიანები ბავშვს გამუდმებით დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებენ და იმ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ახვევენ თავს, რომლებსაც თავად ვერ უმკლავდებიან. ამის გამო ბავშვი ადრეულ ასაკშივე ცდილობს, შექმნილ სიტუაციებს მიესადაგოს და წინასწარ შეიგრძნოს ამ ადამიანების გუნება-განწყობა, რათა თავიდან აიცილოს უსიამოვნება და მისთვის შეურაცხმყოფელ გარემოებებს როგორმე დააღწიოს თავი.       ამ დროს ბავშვი ხშირად იძულებულია, მშობლების როლი თავად იტვირთოს, რადგან მათ მხარდაჭერას ვერ გრძნობს და თან ხედავს, რომ ისინი საკუთარ თავსაც კი ვერ პატრონობენ. რა თქმა უნდა, ბავშვისათვის ეს მძიმე ტვირთია – მას ხომ მშობლების ფუნქციის შესრულება მაშინ უხდება, როცა პიროვნებად თავად ჯერ არ ჩამოყალიბებულა. იგი იძულებულია, გაგებით მოეკიდოს უფროსების საქციელს, მაგრამ ამასობაში საკუთარი თავის შეცნობას ვერ ახერხებს, რადგან ყველაფერზე ფიქრი თავად უწევს. მან შუამავლის როლი უნდა შეასრულოს, უნდა მიხვდეს უფროსების ყოველი სიტყვის მნიშვნელობას და მათი გული მოიგოს. ამრიგად, ბავშვი გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავს, რომ, საკუთარი ცხოვრების ნაცვლად, სხვა ადამიანების ცხოვრებით იცხოვროს, სანაცვლოდ კი მხოლოდ წართმეული ბავშვობა და განუვითარებელი პიროვნება შერჩება ხელში; იგი კარგავს საკუთარი თავის რწმენას და ყოველთვის ექნება იმის შეგრძნება, რომ ფეხქვეშ ნიადაგი აქვს გამოცლილი.       ამ სამყაროში ყოფნისას ადამიანი ცდილობს, მოუწყვლელი გახდეს ზიგფრიდის მსგავსად, რომელმაც სხეული გველეშაპის სისხლში განიბანა, რათა ქვეყნისათვის თავისი ჭრილობები დაემალა; მაგრამ ნაიარევი არ ქრება! მაინც როგორ შეუძლია ადამიანს, საკუთარი თავი მოუწყვლელი გახადოს? რა თქმა უნდა, თუ იგი გრძნობების სფეროში ვეღარაფერს შეცვლის, მაშინ მან «უჩინმაჩინის ქუდი» უნდა დაიხუროს, რათა ყველასთვის შეუმჩნეველი და უჩინარი გახდეს. ამით ადამიანი თავის წინ აღმართავს დამცავ კედელს, რომელშიც ვერავინ შეაღწევს და არავის ეცოდინება, რა ხდება მის მიღმა. მაგრამ რაკი კაცი გრძნობებს მაინც ვერსად გაექცევა, იგი ცდილობს მათი შეგნებულად, გამოზომილად მართვა ისწავლოს, იწყებს საკუთარი გრძნობების გააზრებას და შესწავლას, რათა საჭიროების შემთხვევაში გონივრულად გამოხატოს ისინი ან უარი თქვას მათზე. მაგრამ ის არასოდეს სპონტანურად არ მიენდობა ამ გრძნობებს, რადგან, შესაძლოა, ეს მისთვის სახიფათო გამოდგეს. როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდა პაციენტ ქალს მეგობარმა უთხრა, შენი მშობლები ჩემთან ჩივიან, რომ მათ ძალიან ცუდად ეპყრობი და მათდამი სიძულვილს ვერ მალავო, პაციენტმა მცირეოდენი ფიქრის შემდეგ მიუგო: «კი, ბატონო, მაშინ ამ ჩემს სიძულვილს გვერდზე გადავდებ». ამის შემდეგ მშობლებთან მისი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა და, ბოლოს, შეუძლებელი გახდა.       აქვე უნდა დავძინოთ, რომ ჩვენ, მოზრდილ ადამიანებს, გრძნობების გამოხატვისას ამტანობის გარკვეული ზღვარი გაგვაჩნია. ცნობილია, ზოგიერთ ქვეყანაში რა მეთოდებით დაჰკითხავენ ხოლმე პატიმრებს: მათ დიდხანს ამყოფებენ საშინელ ხმაურში, მკვეთრი სინათლის ზემოქმედების ქვეშ ან უეცრად წამოაგდებენ მძინარეს, რაც ადამიანს სულიერად ანადგურებს; სიბნელეში დიდხანს მარტოდ ყოფნამ, შესაძლოა, მასზე საშინელი გავლენა მოახდინოს.       რა თქმა უნდა, პატარა ბავშვის ამტანობის ზღვარი ბევრად უფრო მყიფეა. აქედან გამომდინარე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი ძუძუთი იკვებება თუ ხელოვნურად. დედის მუდმივი ყურადღება და ის სიხარული, რომელსაც ძუძუთი კვება დედა-შვილში იწვევს, ბავშვს საშუალებას აძლევს, ნელ-ნელა შეიცნოს დედის პიროვნება, რომელიც რუდუნებით ზრუნავს მასზე და ყველა სურვილს უსრულებს. ამ დროს ბავშვს, საერთოდ, ადამიანის მიმართ აღეძვრება იმედის, მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა. როდესაც ე.წ. «ბოთლით გამოსაკვები ბავშვის» გარშემო გამუდმებით ირევიან ადამიანები და თან ყველა მათგანს მისდამი თავისი, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ამან, შესაძლოა, სულ ცოტა, გაართულოს ბავშვის განვითარების პროცესი, რადგან ამ დროს ბავშვი გარესამყაროს აღქმას სწავლობს და მას, ახალშობილის მსგავსად, ერთ კაცთანაც კი უჭირს ურთიერთობა. როდესაც შიზოიდის ჩამოყალიბების გადამწყვეტ მიზეზად ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობა ვაღიარეთ, ამაში, შესაძლოა, დედა-შვილს შორის ზემოხსენებული შინაგანი სითბოს არარსებობასაც მიუძღოდეს ბრალი.       ასეა თუ ისე, ჩვენ მიერ აღწერილ წინააღმდეგობათა დასაძლევად ბავშვი იძულებულია, გარესამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში თავი დაიცვას, ან ამ ბრძოლაში იმედგაცრუებული დარჩეს. თუ თავის გარშემო შესაფერის პარტნიორს ვერ პოულობს, ბავშვი თავის თავთან იწყებს ურთიერთობას, მაგრამ საკუთარი «მე»-სკენ გადადგმული ამ ნაბიჯით ვერ ჩაანაცვლებს სხვა ადამიანთან ურთიერთობას. თუ იგი განვითარების შემდგომ პერიოდში ვერ შეძლებს ამ მდგომარეობის გამოსწორებას, ზემოაღნიშნული გადახრების შედეგად ბავშვი ეგოცენტრიზმში გადავარდება, რაც საკუთარ თავთან დამოუკიდებლად ურთიერთობის სურვილის სახით გამოვლინდება.       ასე გამოიყურება ზოგადად გარესამყაროს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების შიზოიდური თვისებების განვითარებას. აქ შეიძლება მხოლოდ დავძინოთ, რომ იმ თაობისთვის, რომლის ადრეული ბავშვობაც ომის პერიოდს დაემთხვა, ზემოაღწერილ გარესამყაროდ სწორედ ომი იქცა (დაბადებისშემდგომი პირველი მოუსვენარი კვირები, ღამის დაბომბვები, ლტოლვილობა, ოჯახთან დაშორება, დაკარგული სამშობლო და ა.შ.). შიზოიდური ნიშნები თავს ჭარბად სწორედ ამ თაობაში იჩენს. ეს ადამიანები უარს ამბობენ ოჯახურ ურთიერთობებზე, ქმნიან საკუთარ დაჯგუფებებს და აწყობენ მასობრივ შეკრებებს, რომლის დროსაც თავს ამ ღონისძიებების თანამონაწილედ მიიჩნევენ, მაგრამ იმავდროულად ანონიმურნი რჩებიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რაც დაკავშირებულია ე.წ. «ნინველების პრობლემასთან». აღნიშნული პრობლემა იმ დროისთვის წამოიჭრა, როდესაც ამ თაობის ბიჭებს სქესობრივი მომწიფების პერიოდი დაუდგათ და ამ ასაკისთვის დამახასიათებელ სიძნელეთა გადალახვა მათგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.       აქვე შეიძლება მივუთითოთ თანამედროვე ხელოვნების იმ ნიშან-თვისებაზე, რომელსაც «ცენტრის დაკარგვას» უწოდებენ. როგორც ამბობენ, იმ ორკესტრების მუსიკოსები, რომლებსაც უმთავრესად თანამედროვე მუსიკის შესრულება უხდებათ, ფურმაისტერისა და ვიზენჰიუტერის («მეტამუსიკა») ნაწარმოებების შესრულების შემდეგ თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობენ.       შიზოიდურ გავლენას დასავლეთის ადამიანზე მთლიანად მისი გარემოსამყაროც ახდენს, რომელიც სულ უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება. ცხოვრების კომფორტული პირობების მიუხედავად, ადამიანი მზარდი შიშით, უიმედოდ უყურებს გარესამყაროს იმ უამრავი გამღიზიანებელი ფაქტორის გამო, რომელთა თავიდან აცილება არ ძალუძს. მას გამუდმებით თან დასდევს მოსალოდნელი საშინელი ომის აჩრდილი და იმის შეგნება, რომ ადამიანს საკუთარი თავის განადგურება შეუძლია; ტექნიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწრაფი განვითარება ხიფათს უქმნის გარესამყაროს; ამის გამო ადამიანი განიცდის იმ ეგზისტენციალურ შიშს, შიზოიდური სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რომ აღვწერეთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ გრძნობას უკავშირდება ადამიანის გატაცება იოგათი და მედიტაციური ვარჯიშებით. საკუთარ შინაგან სამყაროსთან დაბრუნების აშკარა მოთხოვნილებით შეიძლება ავხსნათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტიც. «ჰიპები» და სხვა მეამბოხე ახალგაზრდული ჯგუფები შეგნებულად აცხადებენ პროტესტს ტექნიკისა და ცივილიზაციის მიღწევების მიმართ, რომელთა განუყოფელ ბატონობასაც ყოველი ჩვენგანი სულ უფრო ეჭვის თვალით უყურებს. ტექნიკა, რომელიც ბუნებაზე, დროსა და სივრცეზე გაბატონებას ცდილობს, ასევე ცხოვრების ის პირობები, რომლებშიც ჩვენი არსებობისათვის ბრძოლას ვაწარმოებთ, გადაგვარებით ემუქრება ჩვენს სულიერებას, ეს კი საფუძველს გვაძლევს, ვილაპარაკოთ დასავლეთის საზოგადოებაში მიმდინარე შიზოიდურ პროცესებზე.       ამრიგად, ადამიანის შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზი ადრეულ ბავშვობაში განცდილი უსაფრთხოების დეფიციტია, რამდენადაც ის ასევე გარესამყაროს გავლენებს უკავშირდება. ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე მუცლადყოფნის პირობები, თუმცა მათი გავლენა აშკარაა. მაგალითად, შირნიმანი ზემოხსენებულ წიგნში ასაბუთებს, რომ ბავშვს დაბადებამდე გააჩნია სმენის უნარი. როდესაც ფეხმძიმე ქალი რენტგენის აპარატის ეკრანთან დააყენეს და მანქანის სიგნალიზაცია ჩართეს, ეკრანზე გამოჩნდა, როგორ შეკრთა ბავშვი ამ ხმის გაგონებაზე. დედის დამოკიდებულება ფეხმძიმობისა და ბავშვის მიმართ, შესაძლოა, გახდეს იმის მიზეზი, რომ ბავშვს დაუცველობის შეგრძნება მუცლადყოფნის პერიოდშივე გაუჩნდეს; ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დედა იმედიანი და სასიხარულო მოლოდინის ნაცვლად, მომავალი შვილის მიმართ რაღაც მიზეზით უარყოფითად ან სიძულვილით განეწყობა. ← წინა ნაწილი | გაგრძელება → ფრიც რიმანი წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:35pm on დეკემბერი 27, 2018
თემა: ამოსის წინასწარმეტყველება (განმარტება 1-4)
და ვიცოდეთ, რომ ამოსი არ წინასწარემეტყველებს იერუსალიმის შესახებ, როგორც ბერძნულენოვანი ბიბლია გვამცნობს ამას,არამედ ისრაელის სამეფოს მომავალს გვაუწყებს, რისი დადასტურებაც ამავე წიგნიდან ძალგვიძს. ამოსი ერთგან შემდეგს ამბობს: ‘შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა,იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში;მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს" . იქვე: ‘უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი". ამოსი კი პასუხობდა: ‘მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი. წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო" . წაროდგენილი მუხლები ცხადყოფს, რომ ამოსი იგზავნება არა იუდასა და იურუსალიმში, როგორც ეს არასწორად იკითხება ბერძნებთან და ლათინებთან, არამედ ისრაელში. რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ბერძნულში ვკითხულობთ ‘აკარიმს" თეოდოტიანემ ებრაული ტერმინი ოციდიმ უცვლელად დატოვა . მაშ ასე, ამ წიგნში წარმოდგენილია ამოსის სიტყვები. იგი მწყემსი იყო ქ. თეკოიიდან. აღნიშნულ ქალაქში ძირითადად მწყემსები ცხოვრობდნენ. ეს არის დრო, როდესაც ისრაელის სამეფოში ორი ხბოს კერპია აღმართული და ხალხი მათ მიაგებს თაყვანს. ამოსის ქადაგება საყვირის მსგავსად ხმოვანებდა, თავად თეკოიაც ხომ საყვირს ნიშნავს). წმ. ეფრემ ასური: იუდაში ოზიას მეფობისას ამოსი უფალმა ისრაელის სამეფოში საქადაგებლად მოიხმო). წმ. კირილე ალექსანდრიელი: ტექსტში მითითებულია, რომ ამოსმა საწინასწარმეტყველო სიტყვები მიწისძვრამდე ორი წლით ადრე იხილა. საქმე ისაა, რომ იუდეის ერთ-ერთმა უღირსეულესმა მეფე ოზიამ საკუთარი მმართველობის მეორე ნახევარში დიდად შესცოდა: მან სამღვდელო მსახურების შეთავსებაც მოისურვა და საკმევლის საკმევად ტაძრის წმინდაში შევიდა. მეფეს წინ ლევიტელები გადაუდგნენ და გადაწყვეტილების მცდარობას შეაგონებდნენ. ოზია თავისას არ იშლიდა. მოულოდნელად წმიდაში მყოფი მეფე კეთრით დაავადდა, რაც მაშინვე საცნაური გახდა ყველასათვის. ამავდროულად ამ მოვლენას იერუსალიმში ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა და სწორედ ამის შესახებაა მითითება ამოსის წიგნის დასაწყისში). დეკან. ალექსანდრე მენი: უცნობია ჩვენთცის, რა დროის მანძილზე ცხოვრობდა ამოსი თეკოიაში. რიგითი მოსახლეობა მას ერთ ჩვეულებრივ მწყემსად მიიჩნევდა. მისი ეს წლები მოსეს მიდიამელთა შორის გატარებულ მწყემსობის ჟამს ემსგავსება). პავლე იუნგეროვი: სლავურ თარგმანში, მსგავსად სეპტანტისა, ნახსენებია კირიათიარიმი და იერუსალიმი: პირველი, როგორც წინასწარმეტყველის სამშობლო, ხოლო მეორე, როგორც მისი საუბრის თემა . ნეტარი იერონიმეს შენიშვნის თანახმად, სამოცდაათთა თარგმანსა და ლათინურ ტექსტში წარმოდგენილი მეტობა, რაც ებრაულ ბიბლიაში არ ფიქსირდება, მცდარია. ნეტარი თეოდორიტე ბერძნული ბიბლიის ცნობას შეცდომად არ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ამოსმა საღვთო გამოცხადება კირიათიარიმში მიიღო, ისრაელში იქნა მივლენილი და, ამავდროულად, იერუსალიმის შესახებაც იუწყებოდა. წმინდა კირილე ალექსანდრიელი კირიათიარიმის მაგივრად აკარიმს კითხულობდა). ნეტარი იერონიმე: მართალია, ისრაელის სამეფოში მრავალი საკურთხეველი იყო აგებული (დანში, ბეთილში, სამარიასა და რიგ სხვა ქალაქებსა თუ დაბებში), რითიც დიდად ამაყობდა ადგილობრივი მოსახლეობა და განსაკუთრებით – ხსენებულ ბომონებში მომსახურე ‘მღვდლები", მაგრამ უცხოა მათთვის ღმერთი, რადგან მხოლოდ სიონზე მკვიდრობს იგი და სწორედ იქიდან გამოსცემს ხმას). ფრიდრიხ რუჟემონტი: ტექსტში ხსენებულ მიწისძვრამდე ორი წლით ადრე გამოთქვა ამოსმა თავისი პირველი წინასწარმეტყველება, ხოლე თუკი IV თავში გადმოცემულ ცნობას გავითვალისწინებთ (‘დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი" მხ. 11), თეკოიელმა მწყემსმა ქადაგება ხსენებული მოვლენის შემდეგ გააგრძელა. ამრიგად, გამოდის, რომ უფალი, სანამ ძლიერი მიწისძვრით დასჯიდა ისრაელს, საკუთარი რჩეული მოღვაწის ბაგეებით მონანიებისა და სულიერი აღორძინებისკენ აწვევდა მათ). მხ. 2. ‘თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი". ნეტარი იერონიმე: უფალი სიონიდან და იერუსალიმიდან იგრგვინებს ანუ სწორედ იერუსალიმში, სიონის მთაზე გაშენებულ ტაძარში მკვიდრობს უზენაესი და არა ბეთილში. ამოსი ამით მსმენელს უცხადებს, რომ წარმართული საკერპო ბომონები, რომლებიც ისრაელის სამეფოში მრავლად აეგოთ, ფუჭია და ამაო, ხოლო უფლის ხმა, ანუ საღვთო მოძღვრება, ისმის იქიდან, სადაც ღვთივდადგენილი მსახურება აღესრულება). დეკან. ალექსანდრე მენი: თუკი უწინარეს ეპოქაში მცხოვრები მრავალი იუდეველი ‘მამათა ღმერთს" ვითარცა ისრაელის მეუფეს უყურებდა, რომელიც თავისი ძალმოსილებით სხვა ღმერთებზე აღმატებულია, ამოსი ძირეულად უარყოფს ამგვარ არქაულ შეხედულებას და მიუთითებს, რომ სწორედ იუდეველთა უფალია ერთადერთი უზენაესი). მხ. 3. 'სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს. ამოსი წარმართი ერების, ქვეყნების, ქალაქების მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებას სირიის დედაქალაქით - დამასკოთი იწყებს. წინასწარმეტყველი დამასკოს განადგურების მიზეზს ამ უკანასკნელის მიერ გალაადის მიმართ გამოჩენილ სისასტიკეში ხედავს. ‘სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ", - ასეთი ფრაზები წიგნში მრავლად გვხვდება, რითიც წინასწარმეტყველი დანაშაულთა სიმრავლეზე მიუთითებს. ამავდროულად, ეს მშობლიური, თეკოიური ანდაზა იყო, რასაც ამოსი მოცემულ შემთხვევაში ხალხთან ურთიერთობისას წარმატებით იყენებს. ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილ ციტატაში იგულისხმება, რომ საღვთო მოთმინების საწყაული აღვსებულია და შურისგების დრო დგება. იგივე ადგილი (უწყება ოთხი დანაშაულის შესახებ) შემდეგნაირადაც განიმარტება: პირველი ცოდვა უკეთურ ჩანაფიქრს გულისხმობს. მეორე - ცოდვიანი ზრახვის შეწყნარებას, თანხმობას. მესამე ცოდვაში, წინარეთაგან განსხვავებით, გულისთქმის საქმეში გარდასახვა მოიზრება. თუკი უწინდელი სამი მოქმედების გამო უფალი პატიებას პირდება მსმენელებს, მეოთხე აღსრულებული უკეთურება შეუნანებლობასა და მისდამი შეგუებას ნიშნავს, რისთვისაც დაისჯება ადამიანი. წინასწარმეტყველების წარმოთქმისას სირიის მეფე ხაზაელია. იგი სასტიკად ექცეოდა ისრაელის სამეფოს. მას შემდეგ, რაც მან მეფე აქაბი დაამარცხა, უკიდურესად შეავიწროვა გალაადის რამოთი, რომელიც განაწილებისას მანასეს ტომის ნახევარს ხვდა წილად. ამის შესახებ მეფეთა წიგნი მოგვითხრობს ). გალაადი ისრაელის სამეფოს იორდანის მიღმა ანუ მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაა, სადაც, მოსე წინასწარმეტყველის ნებართვით, თავის დროზე იუდეველთა ორი, რუბენისა და გადის, ტომი და მანასეს ტომის ნახევარი დამკვიდრდა. წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველები ღმერთს სასტიკ მსაჯულად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ მამათა ცოდვები შვილებს მოეკითხებათ მესამე და მეოთხე თაობაში, რომ მამათა ჭამეს კაწახი, კბილები კი შვილებს მოეკვეთა... ამგვარი შეხედულების საპირისპიროდ უფალი მიუთითებს, რომ ის სამ დანაშაულს აპატიებს დამასკოს, რითიც ებრაელთა შორის გაბატონებული შეხედულების საპირისპიროდ ღვთაებრივ გულმოწყალებას წარმოაჩენს. რიცხვი სამი სიმბოლურია და შეცოდებათა სიმრავლეს აღნიშნავს. მაგრამ დამასკოს დასჯის მიზეზი მათ მიერ გალაადის რკინის უროებით დანაყვაა. გალაადი ისრაელის სამეფოს იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია). პავლე იუნგეროვი: დამასკოს მკვიდრთა სისატიკე გალაადის მოსახლეობისადმი, სავარაუდოდ, სირიის მეფის, ხაზაელის მიერ ისრაელის სამეფოს ტრანსიორდანიაში მდებარე მიწების დაპყრობისას გამოვლინდა . წმინდა ისტორიის აღმწერი შენიშნავს, რომ ხაზაელმა იეჰუს გალაადი და იორდანეს მიღმა მდებარე სხვა კუთვნილი ტერიტორიებიც წაართვა, ხოლო ისრაელის ჯარი ‘მიწის მტვერივით გასათელი გახადა" . სწორედ ხსენებული ომისას შეეძლო ხაზაელს, რკინის უროებით გასწორებოდა იუდაურ მოსახლეობას, როგორც თავის დროზე დავითი უსწორდებოდა ამონელებს ). მხ. 4. 'ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს. ხაზაელი და ბენ-ჰადადი - ისინი სირიის მეფეები იყვნენ. სწორედ მათი მმართველობის დროს გამშვენდა და გალამაზდა ქალაქი დამასკო და იმჟამინდელი მსოფლიოს საუკეთესო პოლისად გარდაიქმნა. ამოსი ხაზაელისა და ბენ-ჰადადის ხსენებით მსმენელებში წინასწარმეტყველების არსს ამძაფრებს, ვინაიდან მოხმობილი მეფეების სახელთა გაგონებისას ადამიანები ულამაზესი ქალაქის დაღუპვას საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამდნენ. პავლე იუნგეროვი: ცეცხლის გარდამოვლინების შესახებ უწყება შეიძლება გვესმოდეს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც. ნეტარი თეოდორიტეს შენიშვნით, ძველ დამპყრობლებს დამორჩილებული ქალაქების ცეხლით გადაწვისა და განადგურების ჩვეულება ჰქონდათ. იგივე ბედი გაიზიარა იერუსალიმმაც. ამასთანავე, ცეცხლი სიმბოლურად საღვთო რისხვის სიმბოლოა). მხ. 5. ‘დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში". პავლე იუნგეროვი: ურდულებში სირიის სამეფოს გამაგრებული ქალაქები იგულისხმება, რასაც ეგზომ სასოებდნენ დამასკოს მკვიდრნი. კვერთხის მპყრობელთა მოხსენიება დამასკოს მოსახლეობის უმდაბლესი ფენიდან უმაღლესი იერარქიის ჩათვლით განადგურებას ნიშნავს). ამოსის წინასწარმეტყველება აშურის მეფის თეგლათ-ფალასარის დროს აღსრულდა. იგი ძვ. წ. აღ.-ის 732 წელს შეიჭრა დამასკოში, მოკლა მეფე რეცინი, ხოლო ქალაქის მცხოვრებნი საკუთარი იმპერიის პროვინციებში გადაასახლა. შემორჩენილია ასურთა მეფის ბრძანებით დამასკოზე ლაშქრობის შემდეგ ამოკვეთილი შემდეგი წარწერა: ვბრძანე, სირიელთა უდიდესი რაოდენობისთვის თავები მოეკვეთათ. ადარას, რეცინის მამის, სასახლე, რომელიც მიუვალ კლდეზე იყო აგებული, ალყაში მოვაქციე და დავიპყარი. რვა ათასი ადამიანი ტყვედ წავასხი. ხუთასი ქალაქი დამასკოს ქვეყნისა ნაგვის გროვად ვაქციე. მხ. 6-8. 'ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა. ცეცხლს წავუკიდებ ღაზის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს. ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, ამბობს უფალი&ქუოტ; . ამოსის მორიგი უწყება ქალაქ ღაზას უკავშირდება. ღაზა ფილისტიმელთა ხუთი სამეფო ქალაქიდან ერთ-ერთია. ფილისტიმელთა მიწა პალესტინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეოდა. იუდეველებს აღთქმულ ქვეყანაში მისვლის დღიდან მტრობა ჰქონდათ ფილისტიმელებთან, რასაც ნათლად გვიდასტურებს ძველი აღთქმის წიგნები. ფილისტიმელებს ბრალად დატყვევებული იუდეველების გაყიდვა ედებათ. აქვეა მითითებული ფილისტიმელთა კიდევ რამდენიმე ქალაქი: აზოტი, ასკალონი და აკკარონი (მეხუთე ქალაქი - გეთი არ სახელდება). ამოსის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ ძვ. წ. აღ.-ის მე-8 საუკუნეშივე აღსრულდა, როდესაც ასურელებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებნი დაიმორჩილეს, ხოლო საბოლოოდ კი მაკაბელთა ეპოქაში (ძვ. წ. აღ. 168-134 წწ.). მხ. 9. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა. ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს&ქუოტ; . მომდევნო ქვეყანა - ტვიროსი. ბრალდება იგივეა, რაც ფილისტიმელთა შემთხვევაში. წმ. კირილე ალექსანდრიელი: მორიგი წინასწარმეტყველება ტვიროსს მიემართება. ტვიროსელები იუდეველებს აპატიმრებდნენ და ედომელებზე ჰყიდდნენ. თავის მხრივ, ედომელნი მონად შესყიდულ იუდეველებს უსასტიკესად ექცეოდნენ და მათ ელინური კანონებით ცხოვრებას აიძულებდნენ. ამოსი ტვიროსსა და იუდეველებს შორის დადებულ ძმურ აღთქმას იხსენებს. საქმე ისაა, რომ თავის დროზე ტვიროსის მეფე ხირამი საუკეთესო ურთიერთობაში იყო ჯერ დავითთან და მერე მის ძესთან - სოლომონთან. ტაძრის შენებისას სწორედ ტვიროსელი ხელმწიფე ამარაგებდა სოლომონს, თუმცა თავად არანაკლებ ძღვენს ღებულობდა იუდეველი მეფისგან. სწორედ მათ დროს დაიდო ძმური აღთქმა, აღთქმა ერთობისა, მეგობრობისა, მაგრამ მომდევნო თაობებმა ყველაფერი დაივიწყეს და სამკვდროდ გადაეკიდნენ იუდეველებს). პავლე იუნგეროვი: ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ ძველ დროში ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, და ზოგიერთი ეთნოსებიც კი, მამაკაცებს კასტრაციისა და დედაკაცებს სამეძაო სახლებში განთავსების მიზანდასახულობით ყიდულობდნენ. არაფერია გასაკვირი, თუკი საკუთარი სიბრძნითა და მრავალ ქვეყანაში სავაჭრო გამოცდილებით განთქმული იდუმიელებიც, ამავდროულად ადამიანთა ყიდვა-გაყიდვის საქმითაც რომ ყოფილიყვნენ დაკავებულნი... სეპტუაგინტაში განსხვავებით ებრაული ბიბლიისაგან ვკითხულობთ (წარმოვადგენთ შესაბამის ძველ ქართულ თარგმანს, ი. ო.): ‘ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა". განმმარტებელთა შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია წინადადების ხაზგასმულმა ნაწილმა (‘ტყუეობაჲ სალმონისი"). წმინდა კირილე ალექსანდრიელის აზრით, სოლომონის ტყვეობაში იუდეველთა მეზობელი სახელმწიფოების კუთვნილი და შემდეგ მეფე სოლომონის მიერ აღშენებული ქალაქები მოიაზრება, რომლებიც შემდეგში ფილისტიმელებმა დაიპყრეს, თუმცა მსგავსი ცნობები დაპყრობითი ქმედებების შესახებ წმინდა წერილში არსად ფიქსირდება. იერონიმეს მიაჩნია, რომ ხაზგასმული ფრაზა სოლომონის სამეფო სახლის, ანუ იუდეველი მეფეების ფილისტიმელთაგან დატყვევების თაობაზე გვამცნობს, მაგრამ არც ამის შესახებაა ბიბლიაში რაიმე მითითება). ტვიროსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ.-ის 332 წელს აღესრულა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ხსენებული ქალაქი შვიდთვიანი ალყის შედეგად დაიმორჩილა. ისტორიული წყაროების თანახმად, ტვიროსის დაპყრობის დღეს 6 000 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო მოგვიანებით 2 000 კაცი ჯვარზე გააკრეს, 30 000 კი მონად გაყიდეს. მხ. 11. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში&ქუოტ; . წინამდებარე მუხლში გვხვდება უწყება ედომის შესახებ. ედომი პალესტინის სამხრეთით განლაგებული სახელმწიფოა, დედაქალაქით პეტრა. ედომის თაობაზე წინასწარმეტყველებას აბდიასთანაც ვხვდებით. როგორც ირკვევა, იუდეველებსა და ედომელებს შორის დაპირისპირება საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. წმ. კირილე ალექსანდრიელი: მორიგი მუქარა ედომელთა მისამართით გამოითქვა. ისინი ესავის შთამომავლები არიან. მათ შორის პირველი კავშირი რჩეული ერის ეგვიპტიდან გამოსვლისას შედგა, როდესაც იუდეველებმა ედომის გავლით აღთქმული ქვეყნისკენ გზის გახსნა ითხოვეს, თუმცა ედომელებმა მოძმენი უარით გაისტუმრეს . ხსენებული ორი სახელმწიფოს დაპირისპირება თითქოს სახეა იაკობისა და ესავის გართულებული ურთიერთობისა, მაგრამ ძმების შემთხვევაში სახლში დაბრუნებულ იაკობს ესავი ცრემლებითა და მონატრებით ხვდება, ხოლო ცრემლი დიდი სიხარულის მანიშნებელია. განსხვავებულად იქცევა ედომი. ის, ამოსის სიტყვით: ‘მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში").. მხ. 12. ‘ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს". პავლე იუნგეროვი: თემანი იერონიმეს მტკიცებით ედომის სამხრეთ ნაწილს, სეირის მთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონს ეწოდებოდა, ხოლო ბოსორი იდუმეის დედაქალაქი იყო). მხ. 13-14. 'ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები. ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს&ქუოტ; . ამონეველთა დასჯის მიზეზად მათ მიერ გამოჩენილი სისასტიკე სახელდება: ისინი ფეხმძიმე იუდეველ ქალებს ფატრავდნენ, თუმცა კონკრეტულად რომელი ისტორიული შემთხვევა იგულისხმება, უცნობია. წმ. ეფრემ ასური: ისრაელისა და იუდეის სამეფოს მკვიდრნი ჩამოთვლილი წარმართული სახელმწიფოების ძლიერებისა და ფინანსური უზრუნველყოფის მიზეზს ამ სახელმწიფოებში არსებული კერპების დამსახურებად მიიჩნევდნენ და თავადაც გააჩდათ სურვილი, ეს კერპები თავიანთ სამეფოებში შემოეტანათ. უფალს აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულებით სურს დაანახოს, რომ იუდეველთა მიერ განდიდებული კერპები რისხვის დღეს ვერავის შეეწევიან). მხ. 15. ‘ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი". პავლე იუნგეროვი: მსაჯულთა წიგნიდან აშკარად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამონელებს რჩეული ერისამდი , რადგან აღთქმული ქვეყნის დაპყრობისას იუდეველების მიერ მისაკუთრებულ იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე მიწებზე გააჩნდათ პრეტენზია. როგორც კი ისრაელის ხელისუფლების სათავეში სუსტი მმართველები აღმოჩნდებოდნენ, ამონელები მაშინვე თავს ესხმოდნენ ხსენებულ რეგიონს. იერემიას დროისთვის ლოთის ჩამომავლები გადის ტომის კუთვნილი მიწების სრულუფლებიან მესაკუთრეებად მიიჩნევდნენ თავს. ცალკეული შეტაკებების დროს ამონელები უსასტიკესად ექცეოდნენ იუდეველებს. შესაძლებელია, ამოსის უწყება ამონელების ქმედებების შესახებ მცირე დროით უწინარეს ხაზაელისა და ბენჰადადის ისრაელის სამეფოზე თავდასხმას უკავშირდება, რის შესახებაც ელისე წინასწარმეტყველი იუწყებოდა . ეზეკიელის სიტყვებით, ამონელები უდიდესი სიხარულით ხვდებოდნენ იუდეველთა უმძიმეს განსაცდელს... ამონელი მეფის, მისი დიდებულების დაკავებისა და ტყვეობის შესახებ და, ზოგადად, აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულების თაობაზე ჩვენთვის არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, იუდეველებთან ერთად ძლევამოსილმა ქალდეველმა მეფე ნაბუქოდონოსორმა ამონელებიც შემუსრა. შემდეგ, როდესაც მათ სული მოითქვეს, რეპატრიანტ იუდეველებს არაერთი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა მოგვიანებით სხვა აზიურ ეთნოსებს შეერივნენ. იუსტინე ფილოსოფოსის დროს მათი რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი (პოლუ პლიქოჯ) იყო, მაგრამ ორიგენეს მოღვაწეობისას ამონელები ფიზიკურად აღარ არსებობდნენ).   თავი 2 მხ. 1-3. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები. ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე. ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე. ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი&ქუოტ;. წინამდებარე მუხლებში მოაბის დასჯის მიზეზებია ნაჩვენები. წმ. ეფრემ ასური: იდუმიელებმა ერთ-ერთი თავიანთი მეფის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი გააკერპეს და საკუთარ სამშობლოში თაყვანისცემის ობიექტად აქციეს. სწორედ ეს ცხედარი გაიტაცეს მოაბეელებმა და საკუთარ ღვთაებას შესწირეს, ყოვლადდასაწველ მსხვერპლად მიიტანეს. მოცემულ შემთხვევაში წარმოჩენილია საღვთო მზრუნველობა მიცვალებული ადამიანის ცხედარზე, რითიც გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომაზეა გამახვილებული ყურადღება). წმ. კირილე ალექსანდრიელი: სიტყვა მოაბის წინააღმდეგაა, რომელსაც ედომელთა მეფის დაწვაში ედება ბრალი. თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, შევეცდებით მოკლედ გამოვთქვათ: აქაბის შვილის აქაზის გარდაცვალების შემდეგ ისრაელის სამეფო ტახტზე აქაბის მეორე შვილი იორამი ადის. იორამი, იუდეის მეფე იოშაფათი და ედომის მეფე ერთად მოაბზე გაილაშქრებენ და სძლევენ მას . მოაბელები ბრაზით აივსნენ და, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, ედომზე შური იძიეს: მათ მოკლეს ედომელთა მეფე, ხოლო მისი სხეული შეურაცხყოფის მიზნით ცეცხლში დაწვეს). დეკან. ალექსანდრე მენი: რაში ადანაშაულებს უფალი ამოსის საშუალებით წარმართებს? ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ არა ცრუ სარწმუნოების აღმსარებლობის გამო. მათი ცოდვა უპირველესად ადამინთა წინააღმდეგ მიმართული სისატიკეა. შესაძლოა, ძველი აღთქმის სულიერი რეალობიდან გამომდინარე ღმერთთან მიმართებით ისინი მცდარ არჩევანს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტებისგან სიკეთის გარჩევა ყველას ხელეწიფება. სწორედ ამას უწოდებს მოციქული წარმართთა შორის ბუნებით რჯულს. ამიტომაც, ყველა დაუნდობელი ქმედება მოიკითხება უზენაესისგან). პავლე იუნგეროვი: ამოსის მიერ წარმართული სახელმწიფოების შესახებ გამოთქმული მოძღვრება ყველა სხვა მიზეზთან ერთად შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენის განმაცხადებელია: ღვთისაგან ხმობილი წინასწამრეტყველის მსახურება არა მხოლოდ იუდაური ეთნოსის კუთვნილებაა, არამედ მთელს კაცობრიობაზე განივრცობა). წმ. ეფრემ ასური: ამოსს წარმართულ სახელმწიფოებზე საუბრის ოთხი მიზეზი გააჩნდა: 1. ე. წ. წინასწარმეტყველების (ცრუ მისანთა) მხილება, რომლებსაც უახლოესი და თითქმის კარსმომდაგრი განსაცდელების უწყებაც არ ძალუძდათ საკუთარი ხალხისთვის. 2. ჩვენება იმისა, რომ ხსენებული სახელმწიფოები დანაშაულებების გამო განიკითხებიან. 3. მომავალი უბედურებების შესახებ საუბრისას მოსახლეობაში ერთგვარი შიშის გაჩენა, რომ საკუთარი თავისადმი ყურადღებიანი გამხდარიყვნენ ადამიანები და სინანულის სურვილი აღძვროდათ. 4. შეეგონებინა მეზობელი ხალხები, რომ მტრებზე, წარმართ ერებზე, თავად უზენაესი ღმერთი იძიებს შურს). პავლე იუნგეროვი: მეორე თავის მესამე მუხლით სრულდება ამოსის წინასწარმეტყველება წარმართული სახელმწიფოების შესახებ. თეკოიელი მწყემსი არ შეჰხებია ცალკეული ძლევამოსილი სახელმწიფოების, ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის და ა. შ., ბედს (რასაც მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული წინასწარმეტყველები იუწყებოდნენ). ამოსი ისრაელთან ახლო ურთიერთობაში მყოფი წარმართული ქვეყნების თაობაზე საუბრობს: სირია, ფინიკია, ფილისტიმელები, იდუმეა, ამონელები და მოაბელები. მათი დანაშაული, რაც ღვთის რისხვას იწვევდა, ძირითადად ვერცხლისმოყვარეობას უკავშირდებოდა, და ამ ვნებით შეპყრობილი ხალხები დაუნდობლად ექცეოდნენ სხვა ადამიანებს. სწორედ ხსენებული ვნება იყო ამონელთა მიერ გალაადის მიწების დაკავების მიზეზი, რომ საკუთარი სამფლობელოები გაეფართოვებინათ. ვერცხლისმოყვარეობით ხელმძღვანელობდნენ ფილისტიმელნი და ფინიკიელები, როდესაც დატყვევებულ იუდეველებს ედომელებზე ყიდდნენ… ასე რომ, წარმართთა მიერ აღსრულებული დანაშაულები მხოლოდ ფორმით განსხვავდებოდა, ხოლო არსობრივად ერთი მიზეზი, ვერცხლისმოყვარეობა და სიძულვილი, ამოძრავებდა მოძალადეებს. მათთვის გაცხადებული სასჯელებიც ერთნაირი შინაარსისაა: დედაქალაქების გადაწვა, მეფეების დამხობა, ხალხების გადასახლება. ამოსის მიერ უცხო სახელმწიფოების თაობაზე გამოთქმული უწყებანი იმავდროულად მიუთითებენ, რომ ღვთის წინასწარმეტყველის მსახურება არა გეოგრაფიული არეალით შემოსაზღვრული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ოდენ იუდაური წიაღისკენ არის მიმართული, არამედ საყოველთაო სახალხო მაშტაბებს მოიცავს. თეკოიიდან ბეთილში ჩასული მწყემსი მოძღვრების გადაცემას ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის – იაჰვეს სახელით იწყებს. ამასთანავე იგი წარმართი სახელმწიფოების დანაშაულებებს სასტიკი მსაჯულის დარად განსჯის, თითქოსდა ზეგარდამო მსჯავრის მაუწყებელი მთავარანგელოზი საყვირით ხელში, ხალხებს ზნეობრივი სიკვდილიდან გამოღვიძებისკენ მოუწოდებს. ყოფილი მწყემსის მიერ გაჟღერებული მოძღვრების ამგვარ დასაწყისს მსმენელებზე ძლიერი შინაგანი გავლენა უნდა მოეხდინა, რადგან ისრაელის მკვიდრნი ამოსში წარმართი ხალხების განსაკითხავად ღვთისაგან მოვლენილ, ჭეშმარიტების მღაღადებელ მოძღვარს ხედავდნენ და ამგვარი მქადაგებლის სიტყვა ნებსით თუ უნებლიედ უნდა მოესმინა ისრაელს და, როგორც საღვთო უწყებას, მინდობოდა მას. ამასთან, მხოლოდ ასეთი, ქუხილის მსგავსი ქადაგება თუ იმოქმედებდა ამოსის თანამედროვე ამპარტავან, თავნება, თვითდაჯერებულ და გულზვიად საზოგადოებაზე. წარმოთქმულ სიტყვებს, მსგავსად მიწისძვრასა, უნდა შეერყია უდარდელი ისრაელი. სხვაგვარად, ბეთილში ჩასულ წინასწარმეტყველს მოღვაწეობის დასაწყისში მშვიდი და წყალობით აღსავსე მოძღვრება რომ გამოეთქვა, არავინ მიაქცევდა ყურადღებას. მსგავსად მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული ნათლისმცემლისა, რომელიც იუდეველებს იქედნეთა ნაშობებს უწოდებდა , საფუძვლიანი მხილების შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი, ნეტარების შესახებაც თქმულიყო რამ , რადგან პირველის გარეშე არც მეორე იქნებოდა საცნაური). მხ. 4-5. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა. ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს&ქუოტ; . ამოსი წარმართული სახელმწიფოების შემდეგ იუდეის სამეფოს მომავალს იუწყება. იუდას დაქცევის მიზეზად ამ სამეფოს მოსახლეობის კერპებისკენ ლტოლვაა დასახელებული. წმ. კირილე ალექსანდრიელი: წარმართი სახელმწიფოების რიგში იუდაა აყვანილი, რითიც მინიშნებულია მისი მძიმე ზნეობრივი მდგომარეობა. მაშინ როდესაც იუდეა და იერუსალიმი სულიერი მარილი უნდა ყოფილიყო მთელი კაცობრიობისთვის, ვითარცა ჭეშმარიტი სჯულის მფლობელი და უზენაესისადმი პატივმიმგები, იგი არაფმით სხვაობს წარმართული სახელმწიფოებისგან). პავლე იუნგეროვი: ებრაელთა მონათესავე წარმართი სახელმწიფოების შემდეგ ამოსი მამხილებელ სიტყვას ისრაელის სამეფოში მცხოვრები მოსახლეობის სისხლითმონათესავე იუდეის სამეფოს მკვიდრებისკენ მიმართავს. ზემოხსენებული წარმართი ერების დანაშაული ყველასათვის ცნობილი ბუნებითი რჯულის თანახმად განისაზღვრება, ხოლო იუდას შეცოდებანი ღვთისაგან მონიჭებული კანონმდებლობის მიხედვით განიხილება. სწორედ ეს ღვთივგამოჩინებული რჯული უარყვო რჩეულმა ერმა, როგორც უვარგისი და არაფრის მომცემი რამ. უძველესი დროიდან მოყოლებული პირველი მცნების დარღვევამ, რაც წარმართთა ‘ღმერთების" თაყვანისცემას კრძალავდა, გზა სხვა მცენებების უგულებელყოფასაც გაუხსნა, რამაც რჩეული ხალხი ყველა სახის ცოდვასა და უპატიობას აზიარა. რადგან ღვთის მცნებათაგან განდგომილი იუდეველნი ცხოვრების წესით წარმართებს მიემსგავსნენ, მათაც იგივე სახის განსაცდელები მოელით, რაც უცხოტომელებთან დაკავშირებით იყო გაცხადებული: იერუსალიმი ქალდეველების, რომაელების და მრავალი სხვა რჯულის დამპყრობლის ხელით მრავალგზის გადამწვარა). მხ. 6. 'ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად". მორიგი ქვეყანა - ისრაელის სამეფო. ამოსის მიმართვის ძირითადი თემატიკა სოციალური უსამართლობის მხილებას მოიცავს. ამასთანავე წინასწარმეტყველი ამხელს გარყვნილი ცხოვრების წესსა და რელიგიურ გაუკუღმართებას. წმ. კირილე ალექსანდრიელი: იგივე მდგომარეობაა ისრაელთან მიმართებაში. ისიც წარმართული ერების გვერდითაა განხილული. მართალი ადამინების ოქროზე გაყიდვა ედება ბრალად მათ. აქვეა მითითება, რომ მართალ ადამიანს ორ წყვილ ფეხსაცმელზე ცვლიდნენ. წარმოდგენილი მსჯელობით ნაჩვენებია, თუ როგორ არ ფასობდა ჩრდილოეთის სამეფოში სიმართლე და რაგვარი უდიერი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს მისდამი. კიდევ ერთი ბრალდება: მისი მკვიდრნი, „მამა და შვილი ერთ ქალთან შედიან უზენაესის სახელის შესალახავად". აღნიშნულში იგულისხმება, რომ ისრაელში საკმაოდ ხშირად ხდებოდა სისხლის აღრევა. მამა საკუთარი შვილის ცოლთან სცოდავდა, შვილი კი - მამის ხარჭასთან). პავლე იუნგეროვი: ამოსის მიერ წარმართი ერების შესახებ მითითებული დანაშაულებანი საყოველთაოდ ცნობილი საღვთო დადგენილებების დარღვევაა, რაც თავად წარმართულმა სამყარომაც მშვენივრად უწყოდა. ამიტომაც ზნეობრივი განვითარებისამებრ განიკითხებიან ისინი: დამონებული იუდეველების მტრებისთვის მიყიდვის, ძმური კავშირის დარღვევის, ორსული ქალების გამოფატრვის და მრავალი მსგავსი მიზეზის გამო. ცხადია, ესაა საყოველთაო, ადამიანთა შორის ცნობილი ნორმების, ზნეობრივი დადგენილებების გადაცდენა. იუდეველი ერის დანაშაული მისთვის აუცილებელი და კარგად ცნობილი საღვთო რჯულის გადაცდომას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში ამოსი გამოცხადებით მინიჭებულ კანონმდებლობაზე მყარად მდგომი იაჰვეს წარმომადგენელია, რომელიც სწორედ სინაური კოდექსით ხელმძღვანელობს. იუდას დამოკიდებულება საღვთო კანონებისადმი ისეთივეა, როგორც წარმართებისა - თანდაყოლილი ბუნებითი რჯულისადმი. ამიტომაც განა შეწყალებული იქნება იუდა, რადგან ზეგარდამო მოძღვრების მფლობელია, არამედ როგორც წარმართ ერებს შორის რიგით მეშვიდე, ამ უკანასკნელების შესაბამის ხვედრს გაიზიარებს. ისრაელი? აქამდე არსებულ ჩამონათვალში მისი არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა იგი. პირიქით, ყველა სხვა ხსენებულ ერზე მეტად დამნაშავეა და ამიტომაც იგზავნება მასთან საღვთო მსჯავრის მაუწყებელი ამოსი. თუკი სხვა ერები ღვთის რისხვასა და სამსჯავროს მოუხმობენ, უნდა უწყოდეს ისრაელმა, რომ მისი დანაშაული გაცილებით მძიმეა. უპირველესად ამოსი მოსამართლეთა უსამართლობას ამხელს, რომლებიც ღარიბსა და უპოვარ ადამიანს ჩაგრავენ. ამიტომაც მდიდრები თავისუფლად, განცხრომით გრძნობენ თავს. ამგვარი უკეთურებისთვის წინასწარმეტყველი ისრაელის სამეფოს საშინელ განსაცდელს აუწყებს, რასაც ვერავინ გადაურჩება: ვერც მკვირცხლი, ვერც ძლიერი, ვერც მამაცი, ყველანი დაიღუპებიან. აღნიშნული მსჯელობა ისრაელის სამეფოს შესახებ მომავალში გამოთქმული მოძღვრებების ერთგავირი შესავალია... მეექვსე მუხლიდან მოყოლებული წიგნის დასასრულამდე წინასწარმეტყველი საკუთარ სიტყვას ისრაელის სამეფოსკენ მიმართავს, რადგან თავად უფალმა ღმერთმა სამხილებლად და საქადაგებლად სწორედ იქ წარავლინა იგი. ამიტომაც ამიერიდან წვრილმანებში მოგვითხრობს ისრაელის დანაშაულისა და მომავალი მსჯავრის შესახებ.). მხ. 8. ‘დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში". ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთების დაგირავების საკითხს იუდეველთა შორის კანონი არეგულირებდა. მაგ,. რჯულში ნათქვამია: ‘არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი" , რადგან სწორედ მითითებულ ნივთზე იყო დამოკიდებული ოჯახის წევრების დღიური გამოკვება. ასევე ღარიბი ადამიანისგან ნათხოვი ტანსაცმელი აუცილებლად იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე უნდა დაბრუნებოდა პატრონს . მიუხედავად ამგვარი აკრძალვებისა, ამოსის თქმით, ‘დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში". სამსხვერპლოში დანისა და ბეთილის კერპები იგულისხმებიან. შესაბამისად, წინასწარმეტყველი რჯულის დარღვევის ორმაგ მხარეზე მიუთითებს: კერპთაყვანისცემა და გირაოს შესახებ კანონის დარღვევა. წარმართებზე საუბრისას ბოლო, უმთავრესი ცოდვა სახელდება, ხოლო ისრაელზე წინასწარმეტყველებისას სახელდობრ შვიდი ცოდვაა ჩამოთვლილი. წმ. ბასილი დიდი: წმინდა წერილში მრავალი გაუკუღმართების შესახებაა მითითება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი უკეთურება მოუხსენიებლად იქნა დატევებული, რომ ბიბლიური წიგნების სიწმინდე არ შერყვნილიყო). თეოდორიტე კვირელი: წარმართები, ხედავდნენ რა რჩეული ერის უშჯულოებას, ყოველთა ღმერთის წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი უკეთურებების დამნერგავია იგი, ანაც ენითგამოუთქმელი სისაძაგლეს ითმენს დაუბრკოლებლად). პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი სამ დანაშაულში ამხელს ისრაელს: 1. ღარიბთა უფლებების დარღვევა. 2. ზნეობრივი კანონების უგულებელყოფა. 3. ღვთისმსახურების საყოველთაოდ აღიარებული ადგილების შეურაცხყოფა. მოსამართლენი საკუთარ სამართალს ვერცხლად ჰყიდიდნენ და ადვილად ადანაშაულებდნენ უდანაშაულოს, თუკი თანხას გადაიხდიდა მავანი. ქრთამს, მოსეს სიტყვებით , ძალუძდა დაებრმავებინა მოსამართლე და ამოსის თანამედროვეებსაც ახუჭინებდა თვალს სიმართლეზე. შეძლებული ოჯახები ღატაკ იუდეველს მცირედი გასესხებული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მოსეს რჯულის საპირისპიროდ იმონებდნენ , მოსამართლენი კი მსგავს განჩინებებს მშვიდად აწესებდნენ. ცხოვრებისეული სიამეების მაძიებელი მდიდარი საზოგადოება ღარიბებს სტაცებდა ყოველივეს, ხოლო ჩაგრული მოსახლეობის უფლება, ღირსება და საკუთრება დაუკითხვად ფეხქვეშ ითელებოდა. უსამართლოდ შეძენილ ქონებას მისი არაჯეროვანი განკარგვა სდევდა თან. ზნეობრივი დაცემულობა, გრძნობისმიერი თავშეუკავებლობა და მრუშობა იქამდეც კი აღწევდა, რომ მამა და შვილი ერთ მეძავთან დადიოდნენ, რითიც გარდა სიძვა-მრუშობისა, სისხლის აღრევის ცოდვასაც ეზიარებოდნენ. ამგვარ გაუკუღმართებას წარმართული კერპებისადმი ლტოლვა უწყობდა ხელს. წმინდა ეფრემ ასური შენიშნავს: ‚ვინაიდან ყველა ქალაქში წარმართული სამსხვერპლოები იყო აღმართული, სადაც მეძავებიც იმყოფებოდნენ, მათი მხილველი იუდეველი მამები შვილებთან ერთად ეძლეოდნენ გარყვნილებას" . რჯულის თანახმად მსგავსი ცოდვის მოქმედი ქვებით უნდა ჩაქოლილიყო , მაგრამ ამოსის თანამედროვე იუდეველნი მშვიდად უცქერდენენ ყოველივეს. ურჯულონი კი თავისუფლად მოქმედებდნენ უკეთურებას და ღვთის სახელს შეურაცხყოფდნენ, რითიც წმინდა ერს უწმინდურებას აზიარებდნენ და წარმართთა შორის გმობასა და განკითხვას უწყობდნენ ხელს. ‚ესოდენ უმსგავსობის მხილველმა წარმართებმა, - ამბობს თეოდორიტე კვირელი, - როგორც ამგვარი უკეთურების რჯულმდებლის, ანაც ხალხის ურჯულოებათა დამთმენი უზენაესი ღმერთის წინააღმდეგ აღიმაღლეს ხმა"). მხ. 9-10. ‘გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს. იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა". წმ. კირილე ალექსანდრიელი: მორიგი მუქარა ამორეველთა მისამართითაა. მოცემულ მუხლში კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ განადგურდებიან ამორეველნი, არაფერია ნათქვამი. ამორეველები იებუსეველებთან, გერგესეველებთან ერთად ქანაანურ ტომს წარმოადგენდნენ. ეს იყო ხალხი, რომელიც ქანაანის მიწაზე მცხოვრებ ყველა ტომს აღემატებოდა უკეთურებასა და ურჯულოებაში. სწორედ მათგან იყვენ გამოსულნი სოდომ-გომორის მკვიდრნი. ამორეველთა სახით მთელი ქანაანური წარმართობა მოიაზრება). მხ. 11-16. 'შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი და შენს ყრმათა შორის - მოწმიდარნი; ასე არ იყო, ისრაელიანებო? ამბობს უფალი. თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო! აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს. მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს, ამბობს უფალი&ქუოტ; . ამოსი ცდილობს, იუდეველებს რჩეულობა შეახსენოს და ორ მოვლენას ასახელებს: რომ იუდეველთაგან არიან წინასწარმეტყველნი და მათი (იუდეველების) ხვედრია მოწმინდარობა. წმ. კირილე ალექსანდრიელი: უზენაესი უცხადებს იუდეველებს, რომ ძვ. აღთქმის ხალხებს შორის სწორედ ისინი გამოირჩნენ და მიეცათ სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მათ წიაღში აღმოცენდნენ წინასწარმეტყველნი და მოწმინდარნი, მაგრამ იუდეველთა უკეთურებას საზღვარი არ ჰქონია, ისინი მოწმინდარებს ღვინოს ასმევდნენ, ხოლო წინასწარმეტყველთ სიტყვის თქმას უკრძალავდნენ. ბოლო მოხლებში უზენაესი იუწყება, თუ რა მოუვა მის განმარისხებელს; რომ დადგება ჟამი, როდესაც ვერც ფეხმარდი, ვერც ძლიერი მხედარი, არც „გულმაგარი მამაცთა შორის" გახდება რამეს და „შიშველი გაიქცევა იმ დღეს", რითიც მითითებულია, თუ როგორი მძიმე განსაცდელი დაატყდება თავს ისრაელსა და იუდას ასურეთისა და ბაბილონის მხრიდან). პავლე იუნგეროვი: ოდენ ებრაელი ერის წიაღში იმყოფებოდნენ წინასწარმეტყველები და ნაზორეველნი, რითიც იუდეველი ეთნოსის ღვთივრჩეულობა დასტურდებოდა. გამორჩეულ ადამიანებს წინასწარმეტყველების ნიჭი ერის სულიერი წინამძღვრობის მიზანდასახულობით მიემადლებოდა ღვთისაგან. მათი მოღვაწეობით წარმართულ სახელმწიფოებში მყოფი ჯადოქრებისა და ჯადოქრობის საფრთხეც უნდა აღმოფხვრილიყო . ამასთანავე, კავშირი იაჰვესა და მის ერს შორის სწორედ ამ ადამიანთა შუამავლობით ხორციელდებოდა. მართალია, ნაზორეველები, მსგავსად წინასწარმეტყველებისა, ღმერთისა და ხალხის ურთიერთობას არ აწესრიგებდნენ, მაგრამ ერში მათი გამოჩენა ღვთისაგან განსაკუთრებული გამორჩევის შედეგად ხდებოდა... როგორ პასუხობდა ამ ყოველივეს იუდეველი ერი? სრულიად საპირისპიროდ: წინასწარმეტყველებს საკუთარი პატივმოყვარეობის შემლახავი საღვთო ნების გაცხადებას უკრძალავდა, ხოლო ნაზორეველებს კი ღვინოს ასმევდა და დადებული აღთქმების დარღვევას აიძულებდა... ასე დასრულდა მეორე თავში გადმოცემული წინასწარმეტყველებები იუდეისა და ისრაელის სამეფოების შესახებ წარმართული ქვეყნებითურთ. ორივე სამეფოში მცხოვრებმა ხალხმა ღვთის მსჯავრი და რისხვა დაიმსახურა. უცხოტომელებთან შედარებით განსხვავებულია მათი დანაშაულებანი, რადგან იუდეისა და ისრაელის შეცოდებები თეოკრატიულ სულს ეწინააღმდეგება. რჩეული ერის შესახებ საუბრისას ამოსი წარმართული კერპების თაყვანისცემას, საღვთო რჯულისა და მცნებების უარყოფას და მსგავს ქმედებებს ამხელს).   თავი 3 მხ. 1-2. ‘ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს". ამოსი კიდევ ერთხელ შეახსენებს იუდეველებს, რომ სიტყვები, რომლითაც იგი საზოგადოებას მიმართავს, უზენაესს ეკუთვნის და ეს სწორედ ის ღმერთია, ვინც რჩეული ერი სასწაულებრივად გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან. პავლე იუნგეროვი: ამოსი იუდეველი ერის გამორჩევასა და მონობიდან გამოხსნას იხსენებს და ამაში საკუთარი ბაგეებით წარმოთქმული უმკაცრესი სასჯელების გამართლებას ხედავს. უფალმა ისინი ყველა სხვა ერს შორის გამოარჩია, ეგვიპტის კირთებიდან დაიხსნა, ყველანაირი საღვთო წყალობა უბოძა, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც განუკუთვნა. ასე ‘შეიცნო" უზენაესმა იუდეველი ერი და საკუთარი თავის შესახებ ცოდნა განუცხადა მას, მაგრამ ამავდროულად შესაბამისი მოთხოვნებიც წაუყენა, ხოლო საკუთარი ბატონის ნების მცოდნესა და უარმყოფელს მეტი სასჯელი ეკუთვნის, ვიდრე იმას, ვინც ამის შესახებ არაფერი უწყის. წინასწარმეტყველი თორმეტივე ტომს ერთობლივად მიმართავს და ამით იუდეის სამეფოს შეაგონებს: თუ იუდას მოსახლეობაც საღვთო რჯულს არარად შერაცხავს, ისეთივე სიმკაცრით დაისჯება, როგორც მეზობელი ისრაელი. ეგვიპტიდან თორმეტივე ტომი გამოვიდა და ყველამ ერთად აღუთქვა შემოქმედს ერთგულება. ამიტომაც პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება). მხ. 3-4. ’აბა თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს შესაპყრობი?" წმ. კირილე ალექსანდრიელი: აღნიშნული მუხლი საკმაოდ რთული გასაგებია. თუმცა შევეცდებით ვთქვათ ის, რაც შესაძლებელია. ამოსი იუდეველებს ადანაშაულებს, რომ ისინი არ აძლევდნენ წინასწარმეტყველებს სიტყვის თქმის უფლებას, რადგან ყველა ასეთი მოძღვრება სასჯელების შესახებ იუწყებოდა. საწინასწარმეტყველო წიგნებში, მომავლის გაცხადებისას, ჩვენ ვერ შევხვდებით სწავლებას ხორციელი, მატერიალური, ამქვეყნიური კეთილდღეობის თაობაზე. ამ საკითხს ისინი უბრალოდ არ განიხილავენ, ვინაიდან ამასოფელში ადამიანის უზრუნველყოფილი ცხოვრება საღვთო სწავლების განხილვის თემის მიღმაა. მსმენელს მსგავსი დამოკიდებულება აღიზიანებდა და ამიტომაც უპირისპირდებოდა ჭეშმარიტების მქადაგებლებს. უზენაესი იუდეველებს მიმართავს და ეუბნება, რომ ასეთი ადამიანების მორჩილება, თანამოღვაწეობა საღვთო გზაზე სრბოლას ნიშნავს. ამიტომაც, ღვთის სიტყვის თანახმად, თუ მათ დაუჯერებთ, ჭეშმარიტებას შეიმეცნებთ, ხოლო დაპირისპირების შემთხვევაში თქვენზე წინასწარმეტყველთა მიერ გაჟღერებული ყველა მუქარა აღესრულება. თუკი უზენაეს მოძღვრებას არ შეისმენთ, ‘უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი" ). ეფრემ ასური: თუკი არასოდეს მოხდება ისე, რომ ორი ადამიანი მუდმივად ერთად ივლის რაიმე საერთო მიზნის გარეშე, ამბობს ამოსი, განა გიწინასწარმეტყველებდით მე, ოსია, ესაია და სხვანი, თავად საღვთო სიტყვა რომ არ აღგვძრავდეს ამისკენ?!). პავლე იუნგეროვი: წინამდებარე მუხლში გადმოცემული მოძღვრება ასე შეიძლება გვესმოდეს: განა იტყოდა ამოსი ისრაელის დასჯის შესახებ ასეთ მრისხანე სიტყვებს, ღვთისგან რომ არ ჰქონოდა ნაუწყები დროის ახლო მონაკვეთში მასზე მოწევნადი ზეგარდამო მსჯავრის თაობაზე? ლომის შემაძრწუნებელ ღრიალს მყისიერად მისი ნახტომი სდევს მსხვერპლის მიმართულებით. ლომი არასოდეს ბრდღვინავს, თუკი მსხვერპლი არ იხილა, და საშინელი შეძახილსთანავე უმალ ესხმის მას თავს. როგორც ლომის ხმის მოსმენისას სისხლი ეყინება მსხვერპლს და ადგილიდან ვერ იძვრის, ამგვარადვე არ ხელეწიფებათ ისრაელის სამეფოს მკვიდრებს მოახლოებული საღვთო მსჯავრის გარემიქცევა. ‘არასოდეს ბრდღვინავს ლომი, თუკი ნადავლი არ იმყოფება მის წინაშე, არც უფალი იღაღადებს, მისგან ნაქადაგებს აღსრულება რომ არ ეწეროს", განგვიმარტვას წმინდა ეფრემ ასური). მხ. 5. ‘აბა თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული?" პავლე იუნგეროვი: ამოსი იმის შესახებ მიუთითებს, რომ ისრაელის მოსახლეობამ საკუთარი ქმედებებით ღთის სამსჯავრო გაიმზადა. როგორც მახეში გაბმული ჩიტი კარგავს თავისუფლებას, ასევე ისრაელის სამეფოს მკვიდრნი საკუთარი შეცოდებების გამოისობით გარდაუვალ სასჯელს ექვემდებარებიან. განა მოხდებოდა ასე, უფალი რომ არ ხედავდეს დასჯის აუცილებლობას და როგორც მახე იხურება მხოლოდ მაშინ, რაჟამს ჩიტი გაებმება მასში, ასევე არ დასრულდება სასჯელი მანამ, ვიდრე შედეგი არ დაგება). მხ. 6. ‘აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?" პავლე იუნგეროვი: როგორც საომარი საყვირი იწვევს ქალაქში განგაშს, შფოთსა და მღელვარებას და თავდაცვისკენ უხმობს მოსახლეობას, ასევე წინასწარმეტყველის მიერ მომავალი სამსჯავროს შესახებ გაჟღერებულმა შემაძრწუნებელმა სიტყვებმა ზნეობრივი ძილისა და უდარდელობისგან უნდა გამოაღვიძოს ისრაელი, სულიერ მღვიძარებასა და სინანულში შეეწიოს მას, რომ კარს მომდგარი უბედურებიდან გამოხსნის გზები ეძებოს). მხ. 7. ‘რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ". პავლე იუნგეროვი: მომდევნო მუხლებში ამოსი საკუთარ აზრს ყოველგვარი მაგალითებისა და სიმბოლოების გარეშე, დაუფარავად გამოთქვამს: ყველანაირი განსაცდელი დედამიწაზე ღმერთის მიერ იგზავნება და მათ შესახებ წინასწარმეტყველთა ბაგეებით წინდაწინ იუწყება უფალი. შესაბამისად, ამოსიც იმიტომ მიუთითებს მსჯავრის შესახებ, რომ ეს ღვთისგან აქვს გაცხადებული, ხოლო საღვთო ნების აღსრულებას ვერაფერი დაუდგება წინ, რადგან ‘ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება? უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება?" (მხ. 8) ასევე, მართალია, ამოსისთვის მძიმეა, მაგრამ აუცილებელი, რომ თანატომელთა მსჯავრის შესახებ ისაუბროს. საღვთო ნების უგულებელყოფის მიზეზით წარსულ დროში იუდეველი წინასწამრმეტყველი ლომმა დაგლიჯა . ამჯერადაც ყველა წინასწარმეტყველს, ვინც უზენაესის სურვილის აღსრულებას განუდგება, შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს . წარმოდგენილი მსჯელობის დასასრულს ნეტარ თეოდორიტეს სიტყვებს მოვიხმობთ: ‘იცით რა ყოველივე ზემოთქმული, მოსმენილი უწყებები როგორც ჭეშმარიტება მიიღეთ, რადგან ჩვენც (ამოსი და სხვა ღვთივსულიერი წინასწარმეტყველნი) ძრწოლით გატყობინებთ ამას, რადგან თუკი მბრდღვინავი ლომი მსმენელებს შიშირს ზარს სცემს, მით აღმატებული კრძალვით ვწინასწარმეტყველებთ ჩვენ საღვთო ხმობის შედეგად"). მხ. 9-10. ‘გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში! არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში". პავლე იუნგეროვი: უფალი წინასწარმეტყველთა და განსაკუთრებული მაცნეების შუამავლობით სამარიაში უხმობს ფილისტიმელებსა და ეგვიპტელებს, რომ ადგილობრივთა ქცევას დააკვირდნენ. ისინი ისრაელის დედქალაქში სიმართლის რჯულის დარღვევასა და სრულ ანარქიას, ღარიბთა ჩაგვრასა და უკანონოდ გამდიდრების მოსურნე ადამიანებს იხილავენ. ამოსმა საუბარი წარმართული სახელმწიფოებით დაიწყო და კაცთა მიმართ გამოვლენილ უსიყვარულობაში ამხელდა მათ. ამჯერად კვლავ წარმართებს მიმართავს, რომ ისრაელის მოსახლეობის ქმედებათა მოწმენი და მოსამართლენი იყონ ისინი. უცხოტომელთა გასაკვირად უმძიმესი ვითარებაა აქაც. წმინდა ეფრემ ასური ხატოვან გამოთქმას მიმართავს: ‘მოდით, სახლების ერთმა ნაწილმა მეორეს წინააღმდეგ დაამოწმოს. მოდით, აზოტისა და ეგვიპტის სახლის წირთხლებმა გვითხრან, ასევე სავსე არიან ისინი ნატაცებითა და ნაძარცვით, როგორც თქვენი სახლები?"). წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლებში გადმოცემული ცნობები მომავალში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ამოსის თანამედროვე იუდას მეფის ოზიას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე იოთამი ადის, იოთამს ახაზი ჩაენაცვლება, ახაზი ეზეკიას დაუთმობს მეფობას, ეზეკია - მანასეს, მანასე - ამოსს, ამოსი - იოშიას. იოშია იუდეის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი უღირსეულესი მეფე იყო. ის ეგვიპტური ჯარის პირისპირ ბრძოლისას დაიღუპა. როდესაც ფარაონი ნეხაო ბაბილონელთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად საზღვაო ფლოტით ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა, რომ იქიდან ევფრატისკენ დაძრულიყო, იოშია საკუთარ სამეფოში ჯარით შეეგება მომხდურს. მეფე ფიქრობდა, ეგვიპტელები იუდას გვერდს არ აუვლიდნენ და მათი მოგერიება განიზრახა, მაგრამ შეტაკებისას დაიღუპა. მორიგი მეფე - იოშიას ძე იოაქაზი. მან სამი თვე იმეფა და ნეხაოს მიერ დატყვევებული ეგვიპტეში აღმოჩნდა. შემდეგი მეფე - იოშიას უფროსო ძე იოაკიმე. ამ ადამიანმა უმძიმესი გადასახადები დაუწესა საკუთარ მოსახლეობას და ძლიერ აჭირვებდა მათ. სწორედ იოაკიმეს დროს ილაშქრა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმში (605 წ.), დიდძალი სიმდიდრე და მძევლები მიითვალა და სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ეს არ ყოფილა ერთადერთი განსაცდელი, ყაჩაღური ჯგუფები ყველა მეზობელი სახელმწიფოებიდან (სირიიდან, ტვიროსიდან, აზოტიდან, იდუმეიდან, მოაბიდან) თავს ესხმოდნენ და იუდეის მიწას ანადგურებდნენ). მხ. 11-12. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს. ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე". პავლე იუნგეროვი: თანამედროვე გაამაყებული ისრაელის სამეფოს მოსახლეობიდან, რომელიც დიდი ზომის საცხოვრისებში მკვიდრობს და გასაოცარი სინატიფით აგებულ დამასკურ სარეცლზე ნებივრობს, უმნიშვნელო და გასაცოდავებული რაოდენობა დარჩება. როგორც მამაცი მწყემსი ზოგჯერ გატაცებული ცხვრის ყურსა თუ ფეხის ნაწილს გამოაცლის ლომს ხახიდან, ასევე ისრაელიანთა შორის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადარჩება. მტერი თითქოს მათ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ეპატრონება და იმაში, ვინც ალყაში მოაქცევს ირაელის სამეფოს, ბიბლიური ისტორიის თანახმად, ასურეთის იმპერია მოიაზრება. ასურელები საკუთარი უზარმაზარი სამფლობელოებით ამოსის მოღვაწეობისას არც თუ ისე შორს იყვნენ ისრაელის საზღვრებიდან და თითქმის ყოველი მხრიდან გარემოიცავდნენ მას. ხოლო რაჟამს დადგა დრო ამოსის წინასწამრეტყველების აღსრულებისა, მტერმა ყველა ქალაქი დაიმორჩილა, სამარიას გარშემოადგა, სამწლიანი ალყა წარმატებით დაასრულა და სამუდამოდ დაამხო დიდება და პატივი ისრაელისა. სირიის დედაქალაქ დამასკოში მცხოვრები ხელოსნების ნაკეთობანი მაღალი ხარისხით იყო განთქმული აღმოსავლეთის ხალხებში. იუდეის მეფე აქაზი, რომელიც ამოსის ასპარეზზე გამოსვლიდან მცირე დროის შემდეგ სამხრეთის სამეფოს ხელისუფალი ხდება, დამასკური ხელოვნებით აგებული სამსხვერპლოთი მოიხიბლა და ზუსტად ასეთივე სამსხვერპლო ააგებინა სოლომონის ტაძარში . სირიის დედაქალაქი მდიდართა სახლების მოსართავი ადგილობრივი წარმოების ხალიჩებით, ლითონისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობებით, დღევანდელ დღემდე ‘დამასკურით" ცნობილი ხანჯლებითა და მრავალი სხვა გემოვნებიანი ნივთებით იყო განთქმული. შესაძლოა, ამოსი სიტყვებში: ‘როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე", დამასკოში უმაღლესი ხელოვნებით სპილოს ძვლისაგან დამზადებულ საწოლებს გულისხმობს, რომლებიც მრავლად შეეძინათ სამარიის შეძლებულ ოჯახებს. ამასთან, სირიის დედაქალაქის სავაჭრო მნიშვნელობასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან იქ ნაყიდი, თუნდაც სხვა ქვეყნაში დამზადებული ნაკეთობაც, სავარაუდოა, რომ იმავე ქალაქის სახელით, დამასკურით, ყოფილიყო ცნობილი). მხ. 13-15. ‘ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს, ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი. რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა. დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი". პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი კვლავ აზოტისა და ეგვიპტის მკვიდრებს, და მათთან ერთად ყველა წარმართს მიმართავს. ისრაელის უკეთურება მრავლ ადგილზე იერობოამ I-ის ბრძანებით სამსხვერპლოების აგებას, მეფეთა და მაღალ იერარქთა მიერ სპილოს ძვლით მოკაზმული ზამთრისა და ზაფხულის სასახლეების მშენებლობას უკავშირდება. სასჯელი იმაში გამოვლინდება, რომ ბეთილის სამსხვერპლოს რქები მოეკვეთება და ხალხის თვალში განმწმენდელ ძალას დაკარგავს. ამასთანავე, მრავალი გამშვენებული სახლი დაემხობა და განადგურდება. ზამთრისა და ზაფხულის სახლები, შესაძლოა, ერთი და იმავე სახლის გარეთა და შიგნითა განყოფილებები ყოფილიყო. საცხოვრისის საზამთრო ნაწილი, სავარაუდოდ, ზედა სართულზე ეწყობოდა. იგი დახურული გალერეებით შემოისაზღვრებოდა, სადაც ბუხრები და ღუმელები მდებარეობდა, ხოლო საზაფხულო სართული სახლის ქვედა ნაწილში თავსდებოდა, რომ გაუსაძლისი სიცხისგან თავდასაცავად მეტი სიგრილე ყოფილიყო. სამარიაში სპილოს ძვლით გამშვენებული სახლების აგება მეფე აქაბმა დაიწყო. ასეთი სახლები ამოსის დროისთვის მრავლად იყო ისრაელის ქალაქებში და სწორედ მათი დაქცევის შესახებ იუწყება თეკოიელი მწყემსი). წინამდებარე თავში გადმოცემული მოძღვრება იუდეველთა მცდარ შეხედულებებს უკავშირდება: იაკობის შთამომავალებს უფლისმიერმა რჩეულობამ დიდი წარმოდგენები შეუქმნა საკუთარ თავზე. წინასწარმეტყველი ცდილობს, რომ სწორედ ეს დამოკიდებულება ამხილოს, რადგან ასეთი მიდგომით შეუძლებელია ადამიანმა, საზოგადოებამ, ერმა, გადამწყვეტ დროს სწორი არჩევანი გააკეთოს, რაც სრული სიცხადით ახდა იუდეველი ერის ცხოვრებაში, მაშინ როდესაც ისინი ყველაზე აღმატებული მოვლენის წინაშე აღმოჩნდნენ: ან უნდა მიეღოთ მესია, ან უარი უნდა ეთქვათ მასზე.   თავი 4 მხ. 1-3. 'ისმინეთ ეს სიტყვა, ბასანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო! დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით. ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ბასანი ტრანსიორდანიაში, გენესარეთის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობდა. იგი საძოვრებით მდიდარი მხარე იყო, სადაც დიდძალი საქონლის ჯოგი დაბრკოლების გარეშე ღებულობდა საზრდოს. ამოსი ასეთი სახით მსმენელს ოდენ მატერიალური კეთილდღეობით დაინტერესების გამო მიმართავს). პავლე იუნგეროვი: ამოსი ისრაელთან დაკავშირებით წინა თავში დაწყებული მამხილებელი მოძღვრების წარმოთქმას კვლავ აგრძელებს. წინასწარმეტყველი ხელისუფლებაში მყოფი მამაკაცების შეცოდებათა მხილების შემდეგ, ამჯერად დედაკაცთა უკეთურების განქიქებას იწყებს, რომლებიც, იყვნენ რა დაჩვეულნი სიმდიდრეს, დროსტარებსა და, ზოგადად, საკუთარი ვნებების დაოკებას, ქმრებს ბოროტების აღსასრულებლად უბიძგებდნენ და სხვათა დაჩაგვრის გზით იკმაყოფილებდნენ მოთხოვნილებებს. ისინი ურცხვი, უკეთური და უწმინდური ცხოვრების მრავალფეროვნებით ბასანის განთქმულ საძოვრებზე ნაბალახებ პირუტყვებს არიან მიმსგავსებულნი, რადგან საკუთარ ცხოვრებას სოციალურად დაბალი ფენის კიდევ უფრო მეტად გაღატაკების ხარჯზე წარმართავდნენ. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ხშირად მიმართავდნენ მრისხანე სიტყვებით იუდეველ დედაკაცებს, რადგან მამაკაცთაგან მომოქმედებული ბოროტმოქმედების მიზეზი არაიშვიათად სწორედ ისინი გამხდარან). მხ. 4-5. ‘წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები. შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი". პავლე იუნგეროვი: შესაძლოა, ბეთილსა და გილგალში საკულტო მსახურებების დაწესება იუდეველი ერის ადრეულ ისტორიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს. უდაბნოში მოგზაურობის შემდეგ სწორედ გილგალში აღესრულა პირველი წინადაცვეთა. იქვე იზეიმეს აღთქმულ მიწაზე პირველი პასექი. გილგალში აირჩიეს მეფედ საული. გილგალში ცხოვრობდნენ ელია და ელისე საკუთარ მოწაფეებთან ერთად. მაგრამ იმავე მიდამოში ამოსის თანამედროვეთა მიერ აღსრულებულ ღვთისმსახურებას არაფერი ჰქონდა საერთო ჭეშმარიტების მადიდებელ ადამიანთა უწინდელ ქმედებებთან).    გაგრძელება →  …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 6:18pm on დეკემბერი 7, 2013
თემა: ესაიას წინასწარმეტყველება (განმარტება 8-20)
ითიც დავითის სახლის თაობაზე ადრე ნაუწყები ჭეშმარიტება დადასტურდება. მხ. 1. ‘მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: მაჰერ შალალ ხაშ ბაზ”. მსმენელთა შემეცნებაზე წინასწარმეტყველება მტკიცედ რომ ასახულიყო, ესაიას მისი ხილული დამოწმება უნდა მოეხდინა: დიდ დაფაზე[1] ყველასთვის გასაგები ენით მომავალი შვილის სახელი \ მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი იწერება. აღნიშნული ქმედება ესაიას მეორე შვილის დედის წიაღში ჩასახვამდე ხდება. ბიბლიაში დაფიქსირებულ საკუთარ სახელთა შორის მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი ყველაზე გრძელია. იგი ნიშნავს ისწრაფე ალაფობა, დააჩქარე ძარცვა. სავარაუდოდ, ამგვარი შეძახილებით ბრძოლაში გამარჯვებასთან ახლოს მყოფი იუდეველი მეომრები ერთმანეთს ამხნევებდნენ. მხ. 2. ‘ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე”. წინასწარმეტყველების წარმოთქმისას ესაიას ორი მოწმე სჭირდებოდა. ურია მღვდელი მეფეთა წიგნებში არცთუ სახარბიელო კონტექსტში იხსენიება: სირია-ისარელის სამხედრო კავშირის დარღვევის შემდეგ აქაზის სურვილებს აყოლილმა ურიამ რჯულის თანახმად აგებული იერუსალიმის ტაძარის სამსხვერპლი გვერდზე გადადგა და მის ადგილზე დამასკოში ნანახი წარმართული სამსხვერპლოს ანალოგი განათავსა, სადაც შემდგომ მსხვერპლშეწირვებს აღასრულებდა[2]. რაც შეეხება ზაქარიას, ამ ადამიანის შესახებ არაფერია ცნობილი. ურია მღვდელი ზაქარიასთან ერთად მოწმედ არის წარმოდგენილი. მათი მოწმობის მთავარი არსი ისაა, რომ ესაიას მიერ გრაგნილზე სიტყვების დაწერის პროცესში იქვე ყოფილიყვნენ და ეს მოვლენა მეფისა და ხალხის წინაშე დაემოწმებინათ. ურია მღვდელი იმ დროისთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი პირი იყო. ეს ცნობები მეფეთა წიგნშიცაა დაფიქსირებული. ურიას მოწმობა მეფისა და ხალხის წინაშე უეჭველი ჭეშმარიტების მადასტურებელი იქნებოდა, რადგან ესაიასა და ურიას შორის არ იყო კარგი ურთიერთობა. ურია არ ეთანხმებოდა წინასწარემტყველის შეხედულებებს და, შესაბამისად, ასეთი ადამიანის მოწმობა გაცილებით სანდო აღმოჩნდებოდა. ნეტარი იერონიმე: ესაია ორი მოწმის თანხლებით ასრულებს ღვთისაგან დავალებულ საქმეს, ერთი ურია მღვდელია, რადგან მალაქიას სიტყვისებრ: ‘მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი”[3], ხოლო ზაქარია, ეჭვგარეშეა წინასწარმეტყველი იყო). მხ. 3. `და დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს და დაორსულდა და შვა ძე და მითხრა უფალმა: @უწოდე მას სახელად მაჰერ შალალ ხაშ ბაზ. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ^~. ესაიას მეუღლე წინასწარმეტყველად შესაძლოა, ორი მიზეზით სახელდებოდეს: 1. როგორც წინასწარმეტყველის ცოლი; 2. როგორც ღვთისგან მომავლის გაცხადების უნარით დაჯილდოებული ადამიანი. ყრმის დაბადებამდე ორსულობის ცხრა თვისა და დაახლოებით, კიდევ ერთი წლის გათვალისწინებით, სანამ ბავშვი დედისა და მამის წარმოთქმას ისწავლიდეს, ესაიას სიტყვის თანახმად, სირიისა და ისრაელის სამხედრო კავშირი დაირღვევა, ხოლო დამასკოსა და სამარიის სიმდიდრე ასურთა მეფის მონაპოვარი გახდება. სწორედ ასურეთი იქნება ის სახელმწიფო, რომელიც საალაფოდ ისწრაფებს და ძარცვას დააჩქარებს. აღნიშნული მოვლენები 732 წელს აღსრულდა, ე. ი. წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან ორი წლის შემდეგ. მას მერე, რაც ესაიას სიტყვის პირველი ნაწილი გამართლდა (ანუ ესაიას შვილი შეეძინა და სახელად გრაგნილზე დაწერილი სიტყვები ეწოდა), უეჭველი იყო მისი მეორე ნაწილის გარდაუვალობა (ანუ სირია-ისარაელის განადგურება). წინასწარმეტყველი ცდილობდა, იუდეველ მეფეში სარწმუნოებრივი მუხტი გაემძაფრებინა და სწორი სულიერი ორიენტირი დაესახა, თუმცა აქაზმა დახმარებისთვის უზენაესის ნაცვლად ასურელებს მიმართა. ხალხის უდიდესი ნაწილი, თავად ურია მღვდელიც კი, მეფის შეხედულებებს იზიარებდა და ღვთისმსახურების წარმართული წეს-ჩვეულებანი შეეთვისებინა, რისთვისაც სამართლიანად მოუწევდა პასუხისგება ზეციური სამსჯავროს წინაშე. ნეტარი იერონიმე: შემდეგ ესაია ამბობს, რომ დაუახლოვდა წინასწარმეტყველ ქალს, ვისშიც სულიწმინდა მოიაზრება. ებრაულ ენაში ტერმინი სულიწმინდა მდედრობითი სქესის სიტყვით რუა გადოიცემა. ზოგიერთების აზრით, ქალში ვისაც დაუახლოვდა ესაია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოიაზრება, რომელსაც თამამად ძალგვიძს ასევე ვუწოდოთ წინასწარმეტყველი). მე-4 მუხლში გაცხადებულია, რომ მითითებული მოვლენები მოხდება მანამ, სანამ ყმაწვილი (ესაიას მეორე შვილი) შეძლებს თქვას დედა და მამა. დარჩენილ მუხლებში ესაია თანამემამულეებს კიდევ ერთხელ მიმართავს და ეუბნება, რომ იუდეის სამეფოს მიერ მოკავშირედ არჩეული ასურეთი, რომ არა უზენაესის თანადგომა და შემწეობა, არც მათ დაინდობდა და მძიმე დღეს აწევდა. თავი 9 ესაია წინამდებარე თავის პირველ შვიდ მუხლში რიგით მეორე მესიანურ წინასწარმეტყველებას გადმოგვცემს, სადაც იუდეის სამეფოს თანამედროვე მძიმე ცხოვრებიდან მზერას მომავალ, ნათელ დღეებს მიაპყრობს, როდესაც ქვეყანას მესია მოევლინება. მხ. 1. ‘მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას”. დადგება ჟამი, როდესაც წყვდიადი და სიბნელე წარსულს ჩაბარდება. ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით განლაგებულ დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი რეგიონების დასახელებისას ესია მთელს იუდეველ ერს მოიაზრებს. დამცირებულს უწოდებს, რადგან 732 წელს, თეგლათ-ფალასარის დროს, ისრაელის სამეფოს აღნიშნული ნაწილი ასურულ პროვინციად გადაიქცა. გაივლის რამდენიმე საუკუნე და განკაცეული მესიის ყრმობის წლები და ქვეყნიური მსახურების დსაწყისი სწორედ ხსენებულ ზღვისპირა კუთხეს დაუკავშირდება[4]. წარმართთა გალილეა ნეფთალემის კუთვნილი მიწების იმ ნაწილს ეწოდება, საიდანაც ასურელებმა წარმართების ჩასახლების მიზეზით იუდეველები გაასახლეს[5]. ცნობილია, რომ ჩრდილოეთის სამეფოდან გადასახლება რამდენიმეგზის განხორციელდა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ სახელწოდება წარმართთა გალილეა სოლომონის მეფობას უკავშირდება, როდესაც მან ერთიანი იუდაური სამეფოს ჩრდილოეთით განთავსებული მიწების ნაწილი ტვიროსის მეფეს უბოძა. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ მას წარმართთა გალილეას. მხ. 2. ‘ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა”. ესაია წინამდებარე მუხლში გადმოცემულ მოვლენას, რომელიც საუკუნეების შემდეგ უნდა აღსრულებულიყო, უკვე მომხდარი ამბის სახით ჰყვება. მსგავსი ხასიათის თხრობას წინასწარმეტყველებთან საკმაოდ ხშირად ვხვდებით, რადგან ისინი მომავლს რიგ შემთხვევაში როგორც აწყმოს, ხოლო ზოგჯერ ვითარცა წარსულს განჭვრეტენ. მხ. 3-5. ესაია მსმენელს სიხარულისკენ მოუწოდებს. მხ. 6-7. `რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად საკვირველ მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა. რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას~. ესაია მესიის შესახებ ხუთ მინიშნებას გამოთქვამს: 1. ყრმა გვეყოლება ‘ჩვენ”, ანუ ის, ვისზეც წინასწარმეტყუველი საუბრობს იუდეველი ერის წიაღში იშვება. 2. იგი დამწყემსავს ღვთის რჩეულ ერს და მთელ სამყაროს. მხრებზე მთავრობის ტვირთვა მესიის სამეფო პატივს წარმოაჩენს. 3. იმას, ვინც მომავალში უნდა იშვას, ოთხი სახელი ექნება: ა). საკვირველი მრჩეველი, რადგან მას ხალხი სიხარულით მოუსმენს[6]. ბ). ძლიერი ღმერთი \ ბიბლიის ებრაულ ტექსტში ღმერთის აღმნიშვნელად გვხვდება ტერმინი ელი. წმინდა წერილის არც ერთ წიგნში ყველაზე მართალი ადამიანიც კი აღნიშნული ტერმინით არ იხსენიება და ის საკუთრივ ღმერთს განეკუთვნება. გ). საუკუნო მამა \ განმმრეტებლთა ნაწილში მესიისთვის განკუთვნილი სახელი გაუგებრობას იწვევდა. ისინი ამბობდნენ, რომ განკაცების საიდუმლო ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასს, ძე ღმერთს უკავშირდება და, შესაბამისად, როგორ შეიძლება იგი მამას, პირველ ჰიპოსტასს უიგივდებოდეს? მოცემულ შემთხვევაში საუბარია მესიის დროსთან და არა სამების ჰიპოსტასებთან მიმართების შესახებ, რომ ისიც ისეთივე მარადიულია, როგორც მამა. დ). მთავარი მშვიდობისა. 4. მესიის მეუფებასა და წუთისოფლად მოტანილ მშვიდობას არასოდეს ექნება დასასრული. მისი სამეფო მშვიდობის სამეუფო გახდება. 5. ყოველივე ეს აღსრულდება, რადგან ასეთია ნება ღვთისა. მხ. 9-21. ნათელი მომავლის თაობაზე უწყების შემდეგ ესაია აწმყოს უბრუნდება კვლავ, რომ თანამედროვე ადამიანები მკაცრად ამხილოს და ხსნის გზა დაუსახოს. თავი 10 წინამდებარე თავის მთავარი თემაა უწყება ასურეთის იმპერიის შესახებ. ასური სემის ერთ-ერთი ძის სახელია[7]. იგი შემდეგში მისგან წარმომდგარ ხალხს ეწოდა. ასურის ჩამომავლები მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მესოპოტამიში, დასახლდნენ. მათი სამკვიდრებელი იმგვარად იყო გამაგრებული, რომ მტერი ვერ ახერხებდა ახალგაზრდა ერის მოხელთებას, რითიც ასურული ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა. ირგვლივ საკმაოდ მტრულად განწყობილი მოსახლეობა მკვიდრობდა, რაც ხშირ დაპირისპირებას იწვევდა. ომების შედეგად ასურელები გამოცდილებას ღებულობდნენ. მოგვიანებით მათმა სამეფომ ისეთ ძლევამოსილებას მიაღწია, რომ საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. ასურის ჯარები არაერთგზის თვით ეგვიპტეშიც კი შეჭრილან და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო დაუმორჩილებიათ. მხ. 5. ‘ოი, ასურო, კვერხთო ჩემი წყრომისა! არგანი მათ ხელში ჩემი მრისხანებაა!~ ასურის წარმატება უზენაესისგან იყო. უფალი მას როგორც დასჯის იარაღს იყენებდა ურჩი ერების წინააღმდეგ, თუმცა, ესაიას უწყებით, მან ძლიერება საკუთარ თავს განუკუთვნა და გაამპარტავანდა. ამიტომაც დაისჯება და ეს სასჯელი საკმაოდ მძიმე იქნება. წინასწარმეტყველის უწყება ძვ. წლ. აღ-ის 539 წელს აღესრულა: მიდიისა და ბაბილონის გაერთიანებულმა ძალებმა დაიპყრეს ქ. ნინევი, ასური კი მიდიის პროვინციად გადაიქცა. თავი 11 ბიბლიის მკვლევართა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ წინარე თავში გადმოცემული მესიანური სწავლება ესაიას ცხოვრების ბოლო პერიოდს უკავშირდება და ამ მონაკვეთს წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმულ გედის სიმღერას უწოდებენ. მხ. 1-2. ‘ამოვა ყლორტი იესეს კუნძიდან და ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს”. ესაია პირველივე ქადაგებაში იუწყებოდა, რომ მოიკვეთებოდა ისრაელის მძლავრი ხე და მისგან მხოლოდ ფესვი დარჩებოდა[8]. ცხოვრების დასასრულს კი წინასწარმეტყველი კვლავ იმავე მოკვეთილ ხეს განჭვრეტს, რომლის ფესვებშიც სიცოცხლის ძალა იხილვება. და აი, იესეს ფესვიდან ახალი ნერგი აღმოცენდება, რაც ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოხდება. უფრო ზუსტ განსაზღვრებას დროის შესახებ ესაია არ იძლევა. მაშ ასე, დიდად დამდაბლდება დავითის სახლი და მრავალი შეჭირვება ექნება მას, მაგრამ განსაცდელების შემდეგ კვლავ აღორძინდება. იაკობ მამამთავარი საკუთარი ძეების კურთხევისას იუდას განსაკუთრებულად ლოცავდა, რითიც მის შთამომავლთა შორის მესიის მოვლენის თაობაზე იუწყებოდა. გაივლის დაახლოებით ცხრა საუკუნე. ამჯერად ესაია იაკობის კურთხევას აკონკრეტებს და მიუთითებს, რომ მესია, ვისზეც მამამთავარი საუბრობდა, იუდას მრავალრიცხოვან ჩამომავლობაში, საკუთრივ იესეს ძირიდან აღმოცენდება. როგორი იქნება მესია, ახალი ნერგი იესეს ფესვიდან? განა ქვეყნიური ძალა-უფლებითა და ხელმწიფებით განმტკიცებული მრისხანე მეფე და მხედარმთავარი? ასეთი მეფის შესახებ ესია არსად საუბრობს. პირიქით, წინასწარმეტყველი სრულიად საპირისპირო რამეს განჭვრეტს: მასზე, ვისაც იაჰვე მოავლენს, დაივანებს ’უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს”. აღსანიშნავია, რომ ესაია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე ხშირად საუბრობს სულიწმინდაზე. მხ. 3-5. ‘დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავისი ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე”. ძველ დროს აღმოსავლეთში სასამართლო დავები გარკვეული საფასურის გადახდის შესაბამისად წყდებოდა და ღარიბი ადამიანი შეძლებულის წინააღდეგ იმთვითვე განწირული იყო მარცხისთვის. ესაია უთითებს, რომ იესეს ფესვიდან ამოზრდილი ყლორტი ამგვარი მსაჯული როდი იქნება, არამედ მასთან მხოლოდ სიმართლე იზეიმებს. `და თავისი ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს” (მხ. 4). მითითებული ადგილი პავლე მოციქულმა თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წარმოადგინა როგორც უწყება ქრისტეს მიერ ანტიქრისტეს ძლევის შესახებ[9]. მხ. 6. `მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერები და ხარი ერთად იქნებიან...~ ეკლესიის მამები განსხვავებულ განმარტებას გვთავაზობენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეორედ მოსვლის შემდგომ მდგომარეობაზეა საუბარი, როდესაც ცხოველები და ადამიანები ჰარმონიულად იცხოვრებენ. სხვების აზრით, მხეცებში წარმართი ხალხები მოიაზრებიან, რომლებიც ძვ. აღთქმის რჩეულ ერს ისე ექცეოდნენ, როგორც მტაცებელი მხეცები - თიკანსა და ხბოს და მათ მოძღვრებას ღმერთის თაობაზე არაფრად მიიჩნევდნენ, მაგრმა დადგება ჟამი, როდესაც სულიერად გაველურებული ხალხები ღვთის ხმას მოისმენენ და საპირისპირო თვისებებით აღივსებიან. თავი 12 მითითებული თავი 6 მუხლისგან შედგება. მხ. 1-2. ‘შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი”. უფალი ესაიას პირით ამცნობს იუდას, რომ დადგება ჟამი, როდესაც ისინი კვლავ უკან მობრუნდებიან ტყვეობიდან. წინასაწარმეტყველი სამადლობელ ჰიმნს გამოთქვამს, რითაც ნაწყალობებმა იუდეველებმა მადლობა უნდა აღუვლინონ შემოქმედს მსგავსად მოსესი და მარიამისა, რომელთაც მეწამული ზღვის გადალახვის შემდეგ დიდება უძღვნეს უზენაესს მათთვის მინიჭებული შეწევნისთვის. მხ. 3. `და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან~. ესაია მომავალი სიხარულის გადმოსაცემად თანატომელებისთვის კარგად გასაგებ მაგალითს იშველიებს. აღთქმულ მიწაზე წყალი დიდად ფასობდა, რადგან განსაკუთრებით ზაფხულში ძლიერი გვალვისას წყაროები და მდინარეები შრებოდა. წინასწარმეტყველის თქმით, განსხვავებით პალესტინური მდინარეებისგან, მის მიერ ხსენებული წყაროები ამოუწურავი იქნება[10]. მე-12 თავის 3-6 მუხლი ნათლისღების დღესასწაულის მსახურებაზე წარდგომის სახით იკითხება. შესაბამისად, ეკლესიის მამები ხსნის წყაროებში ხედავენ უწყებას ნათლისღების საიდუმლოს თაობაზე. თავი 13 ესაიას წიგნის 13\23 თავები ეძღვნება წინასწარმეტყველებებს წარმართული ერებისა და სახელმწიფოებების შესახებ. მხ. 1. ‘განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ" . ესაია წარმართი ერების მომავლის გაცხადებას ბაბილონით იწყებს. აღნიშნული იმპერიის დედაქალაქიც იმავე სახელწოდების ბაბილონი იყო, სადაც დასაბამიდანვე ღვთის წინააღმდგომი სული მკვიდრობდა[11] და შემდგომი საუკუნეების მანძილზე, მრავალი მმართველი დინასტიის ცვლილების მიუხედავად, უკეთურება მუდმივად პროგრესირებდა. საუკუნეების მანძილზე ბაბილონი ისრაელის ღმერთთან დაპირისპირებული ძალების ეპიცენტრად მიიჩნეოდა. იგივე სიმბოლიკა გვხვდება გამოცხადების წიგნშიც, სადაც დიდი მწუხარების ჟამია აღწერილი[12]. მხ. 4. 'მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს". წინასწარმეტყველი მთებში გაჟღერებული ხმის შესახებ გვამცნობს. მითითებულ მთებში ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის სახელმწიფოების გამყოფი მთები მოიაზრება. ბრბოს ხმაში ბაბილონის წინააღმდეგ გაერთიანებული სახელმწიფოები და მათ მიმხრობილი ხალხები იგულისხმებიან. მხ. 17. 'აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ". წინასწარმეტყველი მიდიის შესახებ საუბრობს. მიდიელებმა ესაიას პერიოდში არა ერთი ზიანი მიაყენეს ასურეთის სამეფოს. თიგლათფალასარი და სარგონი მათ დამორჩილებას ცდილობდნენ. სარგონმა მიდიელთა დიდი ნაწილი ემათსა და კელესირიაში გადაასახლა. თუმცა რაც უფრო სუსტდებოდა ასურეთის სამეფო, მით მეტად ძლიერდებოდნენ მიდიელნი. ესაია არ ახსენებს სპარსელებს და ამის მიზეზი ისაა, რომ წინასწარმეტყველის პერიოდის იუდეველთათვის სპარსელები უცნობი მოდგმის ხალხი იყო. 'მიდიელნი ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ". ამით ნაჩვენებია, რომ ისინი არა თუ სიმდიდრის მოპოვების მიზნით დაესხმიან ბაბილონს, არამედ ღვთის ნებას აღასრულებენ. მხ. 19. 'ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას". ბაბილონი რამდენიმე საუკუნის მანძილზე სამყაროს უძლიერესი იმპერი იყო. მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი სწორედ ამ სახელმწიფოში დაირწა. მათემატიკისა და ასტროლოგიის ფესვები უძველეს ბაბილონს უკავშირდება. ხსენებული ტერიტორიის პირველმემკვიდრენი ქამის ჩამომავლები - ქუშიტები იყვნენ. მათ ებრაელები კასდიმებად იხსენიებდნენ, ხოლო უძველეს წარწერებში გვხვდება სახელწოდება კალდაი, საიდანაც მომდინარეობს ცნობილი სახელწოდება ქალდეა. ქალდეველები ორ ტომად იყოფოდნენ - სუმირები და აკადები. მოგვიანებით ბაბილონში ჩასახლდნენ სემიტური ტომები, რომლებიც ადგილობრივი ქალდეური კულტურის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და ყველაფრით შეერწყნენ აბორიგენ მოსახლეობას, გარდა ენისა. სწორედ ამ შეერთების გზით წარმოიქმნა უმძლავრესი სემიტური-ქუშიტური გენი, რომელმაც შექმნა ბაბილონისა და ასურეთის იმპერიები. ბაბილონის იმპერიამ დიდების მწვერვალს მეფე ნაბუქოდონოსორის დროს მიაღწია. ხსენებული იმპერია ყველანაირი სიმდიდრისა და ძალაუფლების მფლობელი გახდა. სამეფოს დედაქალაქი ბაბილონი მთელს იმდროინდელ მსოფლიოში გამორჩეული პოლისი იყო. მხ.20-22. 'არასოდეს დასახლდება იგი და არ გაშენდება უკუნისამდე. არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ. უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას, აფთარნი იჩხავლებენ მის სასახლეებში და ტურები სალხინო პალატებში“. წინამდებარე უწყება ბაბილონის დაცემის თაობაზე განმმარტებლებს განსხვავებულად ესმოდათ. ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია ძვ. წ. აღ-ის 539 წელს განვითერებული მოვლენების შესახებ, როდესაც საპარსულ-მიდიურმა ჯარმა ქალდეველთა დედაქალაქი დაიპყრო და ბაბილონის იმპერიის არსებობას წერტილი დაუსვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ესაიას ცნობისგან განსხვავებით, სადაც ბაბილონის სრულ განადგურებაზეა საუბარი, სპარსთა მეფე კიროსს დამორჩილებულ ქალაქში არაფრისთვის უხლია ხელი და მეგაპოლისმა, ყოველგვარი დარბევის გარეშე, საკუთარი სახე სრულად შეინარჩუნა. შესაბამისად, განმმარტებელთა მეორე ნაწილის თქმით, წინასწარმეტყველი საუბრობს არა სპარსულ-მიდიური არმიის წარმატებაზე, არამედ აღნიშნული მოვლენის უწინარეს ასურელთაგან ბაბილონის არაერთგზის შევიწროების თაობაზე. ისტორიკოსთა ცნობით, ასურელებმა ბაბილონში რამდენჯერმე ილაშქრეს: ძვ. წ. აღ-ის 700 წ., 689 წ., რასაც დაპყრობილი ქალაქის ნგრევა მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით დედაქალაქი კვლავ აღადგინეს. სწორედ ამას გულისხმობს ესაია. რაც შეეხება სიტყვებს: ‘არასოდეს დასახლდება იგი და არ გაშენდება უკუნისამდე” – მოცემულ შემთხვევაში ბაბილონის საბოლოო განაჩენია ნაუწყები. კიროსის შემდეგ მისი მემკვიდრენი, სპარსი მეფეები, დარიოსი და ქსერქსე, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ბაბილონს. მოსახლეობა თანდათანობით ტოვებდა დქალაქს და გარკვეული დროის შემდეგ ბაბილონის ადგილმდებარეობაც კი დავიწყებას მიეცა. ესაია სწორედ მრავალი საუკუნის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს აერთიანებს და ასევე გვთავაზობს მის აღწერილობას. თავი 14 მხ. 1. „მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება…“ წარმოდგენილი წინადადება ბერძნულ ბიბლიაში მე-13 თავის ბოლო ნაწილს განეკუთვნება. იმაში, ვისი ჟამიც მალე დადგება, ბაბილონი იგულისხმება. წინასწარმეტყველის სიტყვით, ბაბილონის იმპერია უნდა განადგურდეს, რადგან სხვაგვარად იუდეველების სამშობლოში დაბრუნება ვერ მოხერხდება, რადგან, როგორც მე-17 მუხლშია აღნიშნული: ბაბილონის მეფემ ქვეყნიერება უდაბნოდ აქცია, ხოლო პატიმრებს არ აძლევდა სახლში დაბრუნების ნებას (შდრ. ‘ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?”). შესაბამისად, პატიმრადაა მოაზრებული ებრაელი ერიც. წინასწარმეტყველი ზემოთ წარმოდგენილი უწყებით იმპერიის დაცემის მიზეზს გადმოგვცემს. მხ. 3-4. ‘იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები. წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!” წინამდებარე თავის 3-21 მუხლები გამრჯვების ჰიმნია, რომელიც იუდეველმა ხალხმა ბაბილონელი მეფის დამარცხებისას და საკუთარი მონობის დასასრულს უნდა იგალობოს. განმმარტებელთა შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ისინი სვამდნენ კითხვას: ვის გულისხმობს ესაია მოცემულ შემთხვევაში? ნაწილს მიაჩნდა, რომ წინასწარმეტყველი დემონზე საუბრობდა. ამგვარი მოსაზრება პირველად ტერტულიანემ გამოთქვა, რასაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც იზიარებდა. სხვათა აზრით, მეფე-ტირანში კრებსითად ყველა უკეთური ბაბილონელი ხელმწიფე იგულისხმება. მესამე მოსაზრების თანახმად, მტარვალში სენნახირიმი მოიაზრება. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ხსენებული პირი ასურეთის მეფე იყო და არა ბაბილონისა. საქმე ისაა, რომ ბაბილონი ძვ. წ. აღ-ის მე-10 საუკუნეში ასურეთის ვასალი გახდა. ასურეთის მმართველის თიგალათფალასარ III-ის[13] ტიტულატურას ქრისტეშობმადე 728 წელს ახალი სახელი ემატება - მეფე ბაბილონისა. ასურეთის დედაქალაქი ნინევი იყო, მაგრმა იმპერიის კულტურულ ცენტრს ბაბილონი წარმოადგენდა. ორი სახელმწიფოს დაახლოების შედეგად მძლავრად მიმდინარეობდა ასიმილაცია და შემდგომში მოხდა ისე, რომ ასურელთა შორის ბაბილონურმა ‘ღვთაებამ” მარდუქმა მოიკიდა ფეხი. ასურეთის მეფეები სარგონ II[14] და სენნახირიმი[15] საკუთარ თავს ბაბილონელ ხელმწიფეებს უწოდებდნენ. სარგონის გარდაცვალების შემდეგ მთელს ასურეთში ამბოხის ტალღამ იმძლავრა. ელამიტელებმა ბაბილონის საყდარზე მუშაზიბ-მარდუქი განამწესეს. იგი სამი წელი მეფობდა[16]. სწორედ ხსენებული ამბოხის დაცხრომის მიზნით სენნახირიმმა დამსჯელი ღონისძიება აწარმოა, რასაც ბაბილონის განადგურება მოჰყვა (689 წ.), თუმცა სენნახირიმის ვაჟის ასარგადონის დროს დანგრეული ქალაქი კვლავ აღადგინეს. მხ. 13-14. 'გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!" წინამდებარე მუხლში გადმოცემული ცნობების მსგავსი გვხვდება წინასწარმეტყველ აბდიასთანაც: „არწივივით მაღლაც რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ"[17]. საქმე ისაა, რომ ძველი ხალხების წარმოდგენით, ცა ქვეყნიერების სივრცის დასასრულს წარმოადგენდა, ხოლო მის შიგნითა ზედაპირზე ვარსკვლავები მდებარეობდნენ, ხილული სივრცის ზემოთ, ზედა მხრიდან კი (ანუ ზეცის მეორე მხარეს), უმაღლეს სფეროებში უზენაესის ტახტი ბრძანდებოდა. სწორედ იქით, ადამიანის მზერისთვის თვალუწვდენელი სიმაღლისკენ, მიილტვოდნენ ბაბილონელი მეფეები. ძველ ხალხთა ცნობიერებაში უზენაესი ძალის სამკვიდრებელი სიმაღლეებთან იყო დაკავშირებული. მაგ., ბერძნები და რომაელები ოლიმპოს მთას და მასზე განლაგებულ პანთეონს მიაპყრობდნენ იმედის თვალს. მხ. 18-19. 'ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი". გარდაცვლილი ადამიანისათვის საფლავის გამზადება და მასში დაკრძალვა უდიდეს პატივად მიიჩნეოდა. ეგვიპტელები და სპარსელები თავიანთ გარდაცვლილებს სახლზე უფრო ძვირფას და მყარ საფლავებს უმზადებდნენ. განსაკუთრებულ შეურაცხყოფად აღიქმებოდა, როდესაც მეფე სამეფო დაკრძალვის წესის აღსრულების გარეშე რჩებოდა. მითითებული მუხლების გათვალისწინებით, დაუკრძალავად დარჩენილ მეფეში ბაბილონის სამეფო მოიაზრება და ესაია მსოფლიოს მშვენებას, დედაქალაქ ბაბილონს, კვლავაც სასირცხვილო აღსასრულს უწინასწარმეტყველებს. მხ. 28-34. ‘ასეთი განაჩენი იყო მეფე აქაზის სიკვდილის წელს. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება…” წინამდებარე წინასწარმეტყველების წარმოთქმის დრო მეფე აქაზის გარდაცვალებით თარიღდება - ქრისტეშობამდე 727 წელი. იგი ფილისტიმელებს მიემართება. მეფე ოზიამ, აქაზის ბაბუამ, რომელმაც იუდეა წინააზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად ფილისტიმელებიც დაიმორჩილა. ვასალური დამოკიდებულება იუდეის შემდეგი მეფეების დროსაც გაგრძელდა, მაგრამ სამხრეთის სამეფოს წინააღმდეგ მიმართული სირია-ისრაელის სამხედრო კავშირისას მეფე აქაზის გავლენა დამორჩილებულ რეგიონზე იქამდე შესუსტდა, რომ ფილისტიმელებმა იუდეის კუთვნილი რამდენიმე ქალაქი დაიპყრეს[18], თუმცა მოგვიანებით თეგლათ-ფალასარისგან მძიმე მარცხი იწვნიეს. ასურელი მეფე აქაზის გარდაცვალების წელს აღესრულა (727 წელი). როგორც ჩანს, ფილისტიმელები დიდად ხარობდნენ, რადგან დაილეწა მათი დამსჯელი კვერთხი. მიუხედავად ამისა, ესაია ფილისტიმელებს ამცნობს, რომ სიხარული არ იქნება ხანგრძლივი, ვინაიდან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება. წინასწარმეტყველი ალეგორიას მიმართავს, გველმა (თეგლათ-ფალასარ III) შვა უნასი (სარგონი), ხოლო ამ უკანასკნელმა - მფრინავი გველეშაპი (სენნახირიმი). ესაიას მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან გარკვეული დროის შემდეგ ყველა ხსენებული ასურელი მეფე ფილისტიმელებს მართლაც უდიდეს ზიანს მიაყენებს. თავი 15 ესაიას მორიგი წინასწარმეტყველების ობიექტი - სახელმწიფო მოაბი. იუდეველებსა და მოაბელებს ერთურთთან სისხლისმიერი ნათესაობა ჰქონდათ[19], თუმცა საუკუნეების მანძილზე უპირისპირდებოდნენ ურთიერთს. ქვეყნის სახელი მათ მამამთავრს უკავშირდება: ლოთის უფროს ასულს საკუთარ მამასთან ცოდვით დაცემის შედეგად შეეძინება ძე, რომელსაც მოაბს უწოდებენ. იუდეველებთან შუღლის მიზეზი სადავო ტერიტორიები იყო: მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები მოაბელები ჩრდილოეთით გადის ტომის კუთვნილ მიწებს ესაზღვრებოდნენ. რჩეული ერის მხრიდან აღთქმული მიწის განაწილებისას მოაბელებმა არა მარტო სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს, არამედ რიგ შემთხვაში პირიქით, თავს ესხმოდნენ და ჯაბნიდნენ ებრაელებს. მსაჯულთა წიგნებში აღნიშნულია, რომ თვრამეტი წლის მანძილზე იუდეველები მოაბს ემორჩილებოდნენ[20], საული საომარ მოქმედებებს აწარმოებდა მათ წინააღმდეგ. მხოლოდ მეფე დავითმა შესძლო შეუპოვარი მეზობლის დამორჩილება[21]. მოაბელთა მეფე მეშა ძვ. წ. აღ.-ის 900 წ. კვლავ იბრუნებს დამოუკიდებლობას და პირიქით, ებრაელთა ტერიტორიის ნაწილს, გადის ტომის კუთვნილ მიწებს, ეუფლება. ესია მე-15, მე-16 თავებში მეზობელი სახელმწიფოს განადგურების შესახებ იუწყება და ამ განაჩენის აღმსრულებელი ასურეთი იქნება. მხ. 1-4. ‘მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი. ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს…” მოაბელებს თეგლათ-ფალასარისა და სარგონის მიერ ისრაელის სამეფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დიდად ახარებდათ. ესაია კი მოცემულ შემთხვევაში იუწყება, რომ მსგავსი სახის განსაცდელი იმავე ასურელთაგან მათაც მოელით. ტექსტში ნახსენები არ-მოაბი დედაქალაქია. არ მოაბურ ენაზე ქალაქს ნიშნავს[22]. კირ-მოაბი მაღალ, ციცაბი კლდე კერაკზე გაშენებული სამხრეთის ყველაზე ძლიერი და მიუდგომელი მოაბური ციხე-სიმაგრე იყო[23]. ესაიას სიტყვის თანახმად, თავდასხმა ღამე მოულოდნელად მოხდება, როდესაც ადამიანებს ღრმად ეძინებათ. ციხე-სიმაგრეების სიმტკიცის მიუხედავად ასურელები მიზანს მიაღწევენ და მოაბს დაიმორჩილებენ. თავი 16 მხ. 1-12. წინასწარმეტყველი სულიერი თვალით განჭვრეტს, თუ როგორ მოემართებიან შევიწროებული მოაბიდან ელჩები შემწეობისა და დახმარების სათხოვნელად იუდეის სამეფოში. ჩამოსულ ელჩებს იუდეის მეფე უარით გაისტუმრებს, რადგან, წინასწარმეტყველის სიტყვებით, მოაბელნი ამპარტავანი, მზვაობარი ხალხია და მათი მინდობა არ შეიძლება. ამიტომაც მარტო მოუწევთ მოსალოდნელ განსაცდელებთან ჭიდილი. მოაბელებს ერთი რამ დარჩენიათ – ცხარე ცრემლებით დაიტირონ ერთურთი მოსალოდნელი განსაცდელების წინ. მხ. 13-14. „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, შერცხვენილი იქნება მოაბის პატივი...“ მოაბის დაქცევის შესახებ უწინარესაც არსებობდა წინასწარმეტყველება[24]. ყურადღებას იქცევს ტერმინი ქირავნობის წლები. ესაა დროის ყველაზე ზუსტი და კონკრეტული ათვლა-აღრიცხვა: ქირავნობის მიხედვით შეთანხმება გულისხმობდა მკაცრად განსაზღვრულ დროის მონაკვეთს. მაგალითად, როდესაც ერთი იუდეველი მეორეს დაიქირავებდა, ხელშეკრულება ქირავნობის დროის გათვალისწინებით იდებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ დაქირავებული მუშა დამქირავებელთან დათქმული ვადის ამოწურვისთანავე წყვეტდა შრომას და ერთი დღით მეტსაც აღარ დარჩებოდა. ასევე დამქირავებელიც, იმავე ქირავნობის შეთანხმების თანახმად, არ გაათავისუფლებდა დაქირავებულს შეთანხმებული დროის გასვლამდე[25]. ამით მითითებულია, რომ ზუსტად სამ წელის შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, მოაბზე ესაიას ნათქვამი სიტყვები აღსრულდება. როდის და რა პირობებში ახდა წინასწარმეტყველება უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ისტორიული წყაროების თანახმად, ესაიას თანამედროვე ასურელი მეფე სენნახირიმი მოაბის მეფე კამოს-ნადობს იმ მმართველთა შორის მოიხსენიებს, რომლებიც ასურთა დიდი მბრძანებლის ფეხებს ეამბორებოდნენ. თავი 17 ამ თავში ესაია დამასკოს შესახებ წინასწარმეტყველებს. მხ.1-3. „წარმონათქვამი დამასკოზე: @ნახეთ, დამასკო აღარ იქნება ქალაქი, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გორა…^“ ესაია სირიის დედაქალაქის - დამასკოს დაცემის შესახებ საუბრობს. როდის უნდა წარმოთქმულიყო აღნიშნული უწყება? განმმარტებელთა ვარაუდით, იგი ესაიას ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ წინასწარმეტყველებას მიეკუთვნება. ბიბლიური და ისტორიული ცნობებით, ასურელემბა დამასკო ძვ. წ. აღ-ის 732 წელს დაიპყრეს და ადგილობრივი მეფის ნაცვლად ქვეყნის მმართველად ასურელი გუბერნატორი დანიშნეს. შესაბამისად, წინასწარმეტყველება 732 წლამდე უნდა თქმულიყო. დამასკოში მთელი სირია მოიაზრება. წინასწარმეტყველების აღსრულების თაობაზე თიგლათფალას III-ის სახელით შემორჩენილი ერთ-ერთი წარწერა მიუთითებს, სადაც იკითხება: ‘ვბრძანე, სირიელთა უდიდესი რაოდენობისთვის თავები მოეკვეათათ. ადარას, რაცინის მამის სასახლე, რომელიც მიუვალ კლდეზე იყო აგებული, ალყაში მოვაქციე და დავიპყარი. რვა ათასი ადამიანი ტყვედ წავასხი. დამასკოს ქვეყნის 500 ქალაქი ნაგვის გროვად ვაქციე”. თუმცა თიგლათფალასარის დარბევის შემდეგ დამასკო მალევე აღადგინეს, რაც იერემიასა და ეზეკიელის წიგნებითაც დასტურდება. მხ.4. 'იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება". ესაია ისრაელის სამეფოს შესახებ საუბრობს. იუდასთან შედარებით იგი საკმაოდ მძლავრი და ვრცელი ტერიტორიის მომცველი სახელმწიფო იყო. მანასესა და ეფრემის მრავალრიცხოვანმა და ძლიერმა ტომებმა ისრაელის დანარჩენი გვარები საკუთარი თავის გარშემო შემოიკრიბეს, სამეფოში წამყვან მდგომარეობას კი თავად ფლობდნენ. ჯერ კიდევ ერთიანი სახელმწიფოს გაყოფამდე ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებული 10 ტომი ეჭვის თვალით უმზერდა იუდას შთამომავლებს, რადგან ისტორიულ წარსულში მოპოვებული ყველა წარმეტება იოსეფის გენეტიკური მემკვიდრეების, იოსეფიტების, ხელმძღვანელობით იყო მიღწეული. სწორედ მათ ეკავათ დაწინაურებული ადგილი სამუელის ეპოქამდე[26]. იუდას სამეფო ხშირად ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ისრაელთან, რადგან ეს უკანასკნელი თავისი ძლიერების გამო იძულებულს ხდიდა იუდას მეფეებს, ანგარიში გაეწიათ ჩრდილოეთის სახელმწიფოსთვის. ხორცის დამჭლევებაში ისრელზე მოწევნადი უბედურებები იგულისხმება. მომდევნო მუხლებში წინასწარმეტყველი ისრაელის დასჯის მიზეზებზე საუბრობს: ერთი მხრივ, ეს ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყების შედეგია, ხოლო, მეორე მხრივ, - ისრაელის სამეფოში გამეფებული კერპთაყვანისმცემლობის. თავი 18 მხ. 1. ‘ვაი, ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის!” წინასწარმეტყველი ეთიოპიის შესახებ საუბრობს. ესაა თანამედროვე სამხრეთ ეგვიპტე, სუდანი და დღევანდელი ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილი. ძველ ეთიოპიაში დიდი რაოდენობით ბუზი ბინადრობდა. ამიტომაც უწოდებდნენ მას ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას. იგი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. ესაიას პერიოდისთვის ეთიოპიელებმა ზედა ეგვიპტე დაიპყრეს და საკუთარი მმართველობა დაამყარეს. მხ. 2. ‘ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!” ისტორიული წყაროების თანახმად, ეთიოპიელი მეფე ტირგაკა ფილისტიმელებსა და იუდეველებს ასურელი მეფის სენნახირიმის წინააღმდეგ სამხედრო კავშირს სთავაზობდა. მისი ელჩები ეგვიპტური ლერწმებისგან დამზადებული სწრაფმავალი ნავებით მდინარე ნილოსს მოუყვებოდნენ, რომელსაც ზღავას უწოდებდნენ. ესაია ჩამოსულ სტუმრებს სამშობლოში, უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რადგან წინასწარმეტყველმა იცის, რომ ღვთისაგან დაცული იუდეა არ საჭიროებს სამხედრო კავშირს ასურეთის წინააღმდეგ, თუნდაც ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, როგორიც ეთიოპიაა. მხ. 7. ‘იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ”. ესაია წინასწარმეტყველებს, რომ ასურელთაგან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შედეგად ეთიოპიელები ცაბაოთ უფლის ძლიერებას აღიარებენ და ძღევნს მიართმევენ მას სიონის მთაზე. უცნობია, მოხდა თუ არა ასე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა, შორეული მომავალი იგულისხმებოდეს, როდესაც სამყაროს ყველა ხალხი, მათ შორის ეთიოპიელნიც, განკაცებულ ღმერთს მიაგებენ თაყვანს. თავი 19 მხ. 1-15. ‘ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები…” სახელწოდება ეგვიპტე ფინიკიური წარმომავლობისაა და დახრილ, დაკლაკნილ ზღვის სანაპიროს ნიშნავს. მის შემადგენლობაში ნილოსის სანაპიროებზე განლაგებულ უნაყოფიერეს მიწებთან ერთად საკმოდ მრავალრიცხოვანი უდაბური ადგილებიც შედიოდა, სადაც არაფერი ხარობდა. ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც მდინარის სიშორის გამო მოურწყველი რჩებოდა, ნილოსს სახელდახელო არხებით უკავშირდებოდა. ეგვიპტის განსაკუთრებული მოსავლიანობა ნილოსის სამთვიან ადიდებასა და მიმდებარე მიწების წყლებით დაფარვას უკავშირდებოდა. წყლის რაოდენობა გვიან გაზაფხულზე იმატებდა და ზაფხულის ბოლომდე არ იკლებდა, რაც მდინარის სათავეში ტროპიკული წვიმებითა და თოვლის მასების ლღობის შედეგად იყო გამოწვეული. ძველი ეგვიპტე ორ ნაწილად იყოფოდა - ზედა და ქვედა ეგვიპტე. ზედა ეგვიპტის მთავარი ქალაქი იყო თებე, ხოლო ქვედასი - მემფისი. ქვეყანაში ქამის ჩამომავლები ცხოვრობდნენ. ეგვიპტის პირველ მეფედ ისტორიული წყაროები მენესს ასახელებენ (ძვ. წ. აღ-ის 3 892 წ.). ეგვიპტის ხელისუფლებაში წინარე საგვარეულოს დამხობის გზით ოცდაათი დინასტია შეიცვალა. ესიას თანამედროვე იუდეველთა ნაწილი ასურელთაგან თავდაცვის შესაძლებლობად სამხრეთის შორეულ მეზობელთან კავშირს მიიჩნევდა, მაგრამ წინასწარმეტყველი ხედავდა, რომ ამგვარი შემწეობის ძიებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ღვთის მსჯავრი ახლო მომავალში თავად ეგვიპტესაც მოელოდა. წინასწარმეტყველება ზუსტად აღსრულდა, ეგვიპტე ნელნელა სუსტდებოდა, ოდესღაც ძლევამოსილი სახელმწიფო საბოლოოდ ძვ. წ. აღ-ის მე-6 საუკუნის დასასრულს სპარსეთის პროვინციად გადაიქცა, მე-4 საუკუნეში იგი ალექსანდრე მაკედონელმა დაიმორჩილა, მოგვიანებით კი რომის იმპერიის იურისდიქციაში მოექცა. პირველ საუკუნეში, ქრისტეშობისას, ეგვიპტე მხოლოდ სოფლის მეურნეობის ექსპორტით გამოირჩეოდა, რასაც ისტორიკოსები წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს დეგრადაციის მანიშნებლდა მიიჩნევენ. მხ. 19-20. ‘იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან. იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ”. უფლის სამსხვერპლოში განმმარტებლები ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ სწავლებას ხედავენ. მიუხედავად კერპთა სიმრავლისა, ეგვიპტე ის სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც დაუბრკოლებლად მიიღო ღვთის სიტყვა და ხუთ უძველეს მსოფლიო საპატრიარქოთა შემადგენლობაში შედიოდა. თავი 20 დეკან. ალექსანდრე მენი[27]: ძვ. წ. აღ-ის 727 წელს, ასურელი იერარქის, თეგლათ-ფალასარის გარდაცვალებისას სახელმწიფოს მართვის სადავეები სალმანასარს გადაეცა. ისრაელის მეფე ჰოშეაყმა (სამხრეთის სამეფოს რიგით ბოლო მეფე), ისარგებლა რა იმპერიაში არსებული დროებითი გაურკვევლობით, ეგვიპტესთან დაიწყო მოლაპარაკებები და ნინევს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. იუდეველი მეფე ასურელებმა დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, თუმცა ეფრემელები დანებებას არ აპირებდნენ. მტერმა ისრაელის დედაქალაქი 725 წელს ალყაში მოაქცია. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, სამარიის კედლები, მსგავსად გადაულახავი კლდეებისა, აღიმართა მომხდურთა წინაშე. ხსენებული მოვლენების შესახებ ბიბლია საკმაოდ მწირ ცნობებს გვაწვდის. ასურელთა შეტევა სამი წელი მიმდინარეობდა. მთელი ამ დროის მანძილზე გალავანს შიგნით მყოფი სამარიის მოსახლეობა ქალაქის მისადგომებთან ერთსა და იმავე სურათს უმზერდა: კარავთა განუზომელი რაოდენობა, მრავალ ადგილას დანთებული ცეცხლი, საალყო მანქანების სილუეტები… იუდეველებს დიდი იმედი ჰქონდათ, რადგან მცირეოდენი დროით უწინ იმავე სალმანასარმა ვერაფერი გააწყო ტვიროსის წინააღმდეგ. ისრაელის სამეფოს მკვიდრებს ეიმედებოდათ, რომ იგივე გამეორდებოდა რჩეული ერის შემთხვევაშიც. ერთხელაც, უმძიმესი ალყის მესამე წელს, სამარიელები მტრის ბანაკის გასაოცარი გამოცოცხლების მომსწრენი შეიქმნენ. მთელს პერიმეტრზე ჯარისკაცთა ქუხილისებრი შეძახილების თანხლებით ერთი, დაცვით გარშემოზღუდული სამხედრო ეტლი მოემართებოდა. ეტლში თეთრებში შემოსილი, მხარბეჭიანი ადამიანი იდგა. ამიერიდან სალმანასარი, რომელმაც დაიწყო სამარიის ალყა, აღარ იყო ასურეთის მმართველი, რადგან იერარქების ამბოხების შედეგად ხელისუფლებაში ახალი მეფე აღზევდა, სახელად სარგონი[28]. აღნიშნული გადატრიალება ისრაელის დედაქალაქის გარშემო შეკრებილი ჯარისკაცებისთვის იმედისმომცემი შეიქმნა. წინარე ასურელი მეფების მიერ წარმოებულმა აურაცხელი რაოდენობის ომებმა და, შესაბამისად, მუდმივმა სამხედრო მზადყოფნამ მეომრები ძლიერ დაქანცა. იმედოვნებდნენ ისინი, რომ ახალი ხელისუფალი, რომელიც წინარეთაგან განსხვავებით მშვიდობიან მოლაპარაკებებს ანიჭებდა უპირატესობას, შეწყვეტდა საომარ მოქმედებებს და გადაღლილ ჯარისკაცებს სახლებში დააბრუნებდა, თუმცა მოლოდინები მალევე გაცუდდა. მხოლოდ ერთ საკითხში გამოვლინდა მცირეოდენი ნუგეში: გავრცელებული ხმების თანახმად, სარგონი, მსგავსად უწინდელი იერარქებისა, არ იყო დესპოტი და დაუნდობელი მმართველი. შესაძლოა, სწორედ აღნიშნულმა ხმებმა და სარგონის დაპირებებმა დააჩქარა სამარიელთა კაპიტულაცია. ყოველ შემთხვევაში ცნობილი ფაქტია, ისრაელის დედაქალაქში აღმოჩენილ ასურელებს სამარია არ დაუქცევიათ, როგორც ეს სხვა დროს მომხდარა ქალაქების დაპყრობისას. შედეგად 27 000 ადამიანი იმპერიის სხვადასხვა კუთხეში გადაასახლეს. ძვ. წ. აღ-ის 722 წელს იუდეველთა ჩრდილოეთის სამეფომ არსებობა შეწყვიტა. ეფრემი ნელნელა ცარიელდებოდა. უცხო სახელმწიფოში წაყვანილთა ადგილს ასურეთიდან ჩამოსახლებული ‘მეფის მორჩილი” მოსახლეობა იკავებდა. ბრძოლების შედეგად დაუძლურებულ ქვეყანაში ძლიერი შიმშილობა დაიწყო. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშიერი ლომების ჯგუფი სამარიაში შეიჭრა, მოულოდნელად თავს დაესხა მოქალაქეებს და ცოცხალი ადამიანები გაიტაცა. ახალჩამოსახლებულმა უცხოტომელებმა იფიქრეს, რომ უბედურების მიზეზი ისრაიტელთა ღვთაებისგან თავსდატეხილი რისხვაა და გუბერნატორს ადგილობრივი ღვთისმსახურის დაბრუნების თხოვნით მიმართეს. სარგონის თანხმობის შედეგად ბეთილში ერთ-ერთი მღვდელი გამოაგზევნეს, რომელმაც ძველი კულტი კვლავ აღადგინა[29]. ისრაელის სამეფოს დაცემის მიუხედავად იუდეამ, როგორც ბიბლიური ისტორიიდანაა ცნობილი, თვითმყოფადობა გარკვეული დროის მანძილზე შეინარჩუნა და მხოლოდ ძვ. წ. აღ-ის 586 წელს ბაბილონელთა მიერ იქნა დაპყრობილი. 715 წელს გარდაიცვალა იუდეის მეფე აქაზი. ხელისუფლებაში მისი ძე, ეზეკია, მოვიდა. იგი გამეფებისას დაახლოებით ოცდახუთი წლის იყო. ძვ. წ. აღ-ის მე-8 საუკუნის იუდას მმართველებს წმინდა წერილი უარყოფით შეფასებას განუკუთვნებს, ვრცელ ჩამონათვალში ერთადერთ გამონაკლისს სწორედ ხსენებული მეფე წარმოადგენს. მართალია, ბიბლია ეზეკიას მოღვაწეობის შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის, თუმცა ამ ცნობებითაც ცხადია, საქმე გვაქვს უდაოდ ღირსეულ პიროვნებასთან, რომელმაც იუდაში ერთღმერთიანობა ააღორძინა. აღნიშნულ ეპოქას დავითის, იოშაფატისა და იოშიას მმართველობას ადარებენ. არსებობს სამართლიანი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესაია ახალ მეფეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუმეგობრდა და რელიგიური რეფორმების გატარების აუცილებლობა შთააგონა მას. ამ პერიოდის ესაიას მოღვაწეობა წიგნში არ ასახულა, რადგან იუდასთვის ეს წარმატებისა და მშვიდობის ჟამია. ბიბლიის თანახმად, ეზეკიამ საკუთარი მმართველობის პირველივე წელს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ პასექის დღესასწაული ყველა იუდეველს ერთად უნდა ეზეიმა დავითის ქალაქში. აქამდე ხსენებული დღესასწაული არ იყო დაკავშირებული დედაქალაქთან, რადგან იუდეის სამეფოში მცხოვრები ოჯახები პასექის დადგომისას თავიანთ ქალაქებში, სოფლებში, დაბებში აღასრულებდნენ მსახურებას. ეზეკიამ პასექის დღესასწაულის წინ ელჩები ყოფილი ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზეც მიავლინა. მათ მეფის გზავნილი მიჰქონდათ იმ იუდეველებთან, რომლებიც ასურელთა ძალ-მომრეობას გადარჩენოდნენ და ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობდნენ, რომ ისინიც ყოფილიყვნენ საყოველთაო იუდაური ზეიმის მონაწილენი. ამგავარი ქმედება საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, რადგან სამარიის ახალ გამგებელს აღნიშნული ვითარება შესაძლოა ასურეთის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხად მიეჩნია, რადგან იუდეველი მეფე მოცემულ შემთხვევაში საკუთარი სახელმწიფოს ოფიციალური საზღვრების მიღმა მოქმედებდა. ტაძარი წინარე მეფეებისგან მომოქმედებული ყველანაირი უკეთურებისგან გაიწმინდა. ეზეკიამ ბრძანება გასცა, რომ თავად ნეხუშტანიც (სპილენძის გველი) არ დაენდოთ და გაენადგურებინათ, რადგან ყოველივე, რაც მოსახლეობის ცნობიერებაში კერპების ასოციაციას იწვევდა, ერთიანად უნდა აღმოფხვრილიყო. ჭეშმარიტად შედგა დღესასწაული, ხალხის გაოცებასა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, რომლებიც კითხოლობდნენ, დავითისა და სოლომონის დროება ხომ არ დაგვიდგაო. ყოველივეს მხილველი ესაია ერთი შეხედვით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რადგან იერუსალიმმა შეინანა და ჭეშმარიტების გზას დაადგა, თუმცა აღნიშნული განწყობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა: სამეფო სასახლეში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში შებნა მწერალი ჩაუდგა. ხსენებული დაჯგუფება მეფის რეფორმას არ თანაუგრძნობდა. საკუთარი შეხედულებების გასატარებლად შებნამ ეზეკიაზე გავლენის მოპოვება განიზრახა, რამაც ბუნებრივად გადაკვეთა სამეფო კარზე ახლადაღზევებული თანამდებობის პირისა და ესაიას გზები. შებნა და მისი მომხრენი სამხედრო პროექტებს გეგმავდნენ, ხოლო მეფეს რომ ახალი იდეების სისწორე ეღიარებინა, აუცილებელი იყო წინასწარმეტყველის ჩამოშორება, რადგან ესაია საკუთარი ავტორიტეტით ხელს უშლიდა მსგავს ქმედებებს. დასახულ მიზანს ახალმა პარტიამ მალე მიაღწია: ეზეკიას განწყობა ესაიასადმი აღარ იყო ძველებური, იერუსალიმელი წინასწარმეტყველი ჩრდილში მოექცა, რაც მისთვის არასოდეს ყოფილა პირადი ტარაგედია. საქმე ისაა, რომ მსგავსი მდგომარეობა, სახელმწიფოს უქადდა სერიოზულ საშიშროებას და სწორედ ეს განაპირობებდა ღვთსიკაცის გულისტკივილს. ათ წელზე მეტი დრო გასულიყო, რაც ასურელებს პალესტინაში მცხოვრებნი არ შეუწუხებიათ. იუდას მეზობელ სახელმწიფოებს – ფილისტიმელებს, მოაბელებს, იდუმიელებს სარგონი არაქმედით, არასახიფათო მმართველად მიაჩნდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან ასურელები დიდი დროის მანძილზე მათ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში აღარ ჩარეულან, ვერც შემგომში შეძლებდნენ რაიმეს მომოქმედებას. შესაბამისად, მომწიფდა აზრი, უარი ეთქვათ ხარკის გადახდაზე ნინევის სასარგებლოდ, რასაც თითქოს ვერავინ გააპროტესდებდა. 713 წელს შებნა და მისი მომხრენი აქტიურ ქმედებაზე გადადიან. აზოტის მეფე აზური ეთიოპიელ იერარქ შაბაკას დაუახლოვდა, რომელიც ფილისტიმელებს ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა, თუკი ეს უკანასკნელნი ასურს აუჯანყდებოდნენ. აზური ეზეკიას უკავშირდება და ერთობლივ მოქმედებას სთავაზობს. შებნა დიდი მონდომებით არწმუნებდა მეფეს, რომ შემოთავაზებული წინადადება მიეღო. საკუთარი მაღალჩინოსნის რჩევას მინდობილმა ეზეკიამ მოლაპარაკებები დაიწყო აზოტის მმართველთან. ესაია მიხვდა, რომ იუდას საქმე საკმაოდ ცუდადაა. ამასობაში ფილისტიმელთა მიწა-წყალი ასურული ჯარებით აივსო. სარგონის უმაღლესი მთავარსარდალი თართანი აზოტის ალყას შეუდგა, თუმცა შებნა მწერლის მოთვინიერება ვერც ამ მოვლენამ მოახდინა, იგი ეზეკიას შეაგონებდა, რომ ეთიოპია და ეგვიპტე არასოდეს დაუშვებდა მოკავშირეთა მარცხს. ესაია მიმდინარე მოვლენებს გულხელდაკრეფილი მეტად ვეღარ დაელოდებოდა. ნებისმიერი ხერხის გამოყენება იყო საჭირო, რომ იუდეა ომში არ ჩაბმულიყო. სწორედ ამ დროს სიბრძნით განთქმული ესაია საზოგადოების წინაშე გაშიშვლებული გამოდის, რითიც დატყვევებულ მონას განასახირებს და მომავალს იუწყება: სწორედ ასე წაასხამენ ასურში ეგვიპტისა და ეთიოპიის დატყვევებულ მოსახლეობას). მხ. 1. ‘იმ წელს მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი თართანი, ბრძოლა გაუმართა აშდოდს და აიღო იგი”. ასურელ ჯარში თართანი უმაღელესი სამხედრო ტიტული იყო, რაც მთავარსარდალს ნიშნავდა. სარგონ II-მ ხარკის გადაუხდელობისა და ეგვიპტესთან სამხედრო კავშირის დამყარების მიზეზით ფილისტიმელთა ქალაქ აზოტს შეუტია და ქრისტეშობამდე 711 წელს დაიმორჩილა. მხ. 2. ‘მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული”. უფალი ესაის ეზეკიას გაფრთხილებას ავალებს, რომ მეფემ დაახლოებულ პირთა რჩევა არ გაითვალისწინოს და საკუთარ სახელმწიფოს უმძიმესი ზიანი აარიდოს. ამისთვის უზენაესი წინასწარმეტყველს კონკრეტულ სიმბოლურ მოქმედებას განუწესებს: ესაიამ სამოსი და ფეხსაცმელი უნდა განიმოსოს და სამი წლის მანძილზე იუდეის სამეფოში შიშველმა იაროს. წმ. იოანე ოქროპირი: იუდეველთა შორის გაშიშვლებული სიარული უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა, რადგან რჯულის თანახმად, ერთმანეთის სიშიშვლე რომ არ ეხილათ, მამა-შვილსაც კი ეკრძალებოდა აბანოში ერთად შესვლა). მხ. 3-4. ‘თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის. ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად”. სიმბოლური მოქმედების მნიშვნელობა მხოლოდ მესამე წლის ბოლოს გაცხადდა: როგორც ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი, ასევე გააშიშვლებს ასურელი მეფე ეგვიპტელებსა და ეთიოპიელებს და ტყვედ წაასხამს მათ. ესაიას ქმედებით იუდეველებს უნდა შეემეცნებინათ, რომ არ შეიძლება ეგვიპტისადმი მინდობა, რადგან მტრები თავად ამ სახელმწიფოს დაიმორჩილებენ. წინასწარმეტყველის სიტყვები ასურეთის მეფის ასარ-გადონის დროს აღესრულა[30]. ხსენებულმა მეფემ დაიპყრო ეგვიპტე, უამრავი ადამიანი ტყვედ წაასხა საკუთარ თავს კი ეგვიპტის მეფეთ მეფე უწოდა. დეკან. ალექსანდრე მენი: მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ არაფერია ცნობილი. სარგონის წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ამბოხში არა მხოლოდ აზოტი, მოაბი და ედომი, არამედ იუდაც მონაწილეობდა. ქალაქი აზოტი 711 წელს განადგურდა, თუმცა განსაცდელი იუდას ამჯერდაც აერიდა. როგორც ჩანს, ზემოაღწერილი ვითარებისას ესაიამ სძლია შებნას პარტიას: მეფე ეზეკიამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე უკანასკნელ წამს განაცხადა უარი. თუმცა შებნა თავს დამარცხებულად არ მიიჩნევდა და შესაფერის დროს მოელოდა). ← წინა ნაწილი                                         გაგრძელება → [1] ებრ. გილაიონ \ თეთრი ფერის მოზრდილ დაფას ნიშნავს. [2] შდრ. 4 მეფ. 16. 10-18. [3] მალაქ. 2.7. [4] შდრ. მთ. 4. 13-16. [5] შდრ. 4 მეფ. 15.29. [6] შდრ. ო[ტი პაიდი>ონ ეჯგენნჰ>ქჰ ჰჟმი~ნ, უიჟო<ვ კაი< ეჯდო>ქჰ ჰჟმი~ნ, ოუ= ჰჟ აჯრცჰ< ეჯგენჰ>ქჰ ეჯპი< ტოუ~ წ]მოუ აუჯტოუ~, კაი< კალეი~ტაი ტო< ო]ნომა აუჯტოუ~ Mეგა>ლჰვ ბოულჰ~ვ ა]გგელოვ. ებრაული ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი სეპტანტის ხაზგასმულ ადგილს განსხვავებულად წარმოგვიდგენს \ ‘საკვირველი მრჩეველი”, ხოლო ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: ‘დიდი ზრახვის ანგელოზი” (შდრ. ძვ. ქართ. ‘დიდისა განზრახვისა ანგელოზი”). [7] ‘სემის ძენი: ელამი, ასური, არფაქსადი, ლუდი და არამი” (დაბ. 10.22). [8] შდრ. ‘როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი” (ეს. 6.13). [9] შდრ. 2 თესალ. 2.8. [10]შდრ. ‘ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარეები” (ინ. 8.38). [11] შდრ. დაბ. 11. 1-9. [12]შდრ. გამოცხ. 17; 18. [13] თიგალათფალასარ II \ 745 - 725 წწ. [14] სარგონ II \ 722 - 705 წწ. [15] შენნახირიმი \ 705 - 681 წწ. [16] მუშაზიბ-მარდუქი \ 692 - 689 წწ. [17] აბდ. 1.4. [18] 2 ნეშტ. 28.18… [19] შდრ. დაბ. 19. 30-38. [20] შდრ. მსაჯ. 3. 12-14. [21] შდრ. 2 მეფ. 8.2; 12. [22] არ-მოაბი ანუ ქალაქი მოაბი. [23] ებრაული სიტყვა კირ კედელს ნიშნავს. [24]შდრ. რიცხვ. 21. 28-30; ამოს. 2. 1-3. [25]აღნიშნული ტერმინი თანამედროვე იურისპუდენციაშიც გამოიყენება და ნიშნავს შემდეგს: ‘ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა”. [26] სამუელმა ღვთის შთაგონებით რჩეულ ერს პირველ მეფედ ბენიამენის ტომის წარმომადგენელი საული გამოურჩია, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იუდეველთა ნაწილში. [27] წინამდებარე თავში ესაის მიერ აღსრულებული სიმბოლური მოქმედებაა გამდოცემული, რისი გაგებაც მკითხველს ისტორიული კონტექსტის გარეშე ერთობ გაუჭირდება. ამიტომაც ვითარების უკეთ აღქმის მიზადასახულობით ბიბლიურ ტექსტს გარკვეულ ცნობებს წავუმძღვარებთ. [28] სახელი სარგონი განიმარტება როგორც ‘ჭეშმარიტი მეფე”. [29] ბეთილის შესახებ უარყოფითი ხასიათის ცნობები ხშირად გვხვდება ამოსისა და ოსიას წიგნებში. ხსენებული ქალაქი დანთან ერთან ისრაელის სამეფოს რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა, რადგან ისრაელის პირველმა მეფემ, იერობოამ I-მა სწორედ დანსა და ბეთილში განათავსა ორი ოქროს ხბოს კერპი, სადაც თავს იყრიდა ადგილობრივი მოსახლეობა და აქტიურად მონაწილეობდა ე. წ. ღვთისმსახურებაში. [30] ასარგადონი \ ძვ. წ. აღ-ის 681 - 668 წწ. …
დაამატა ლაშა to წმინდა წერილი at 1:09pm on იანვარი 28, 2014
თემა: სამედიცინო ეთიკა
და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალობა  თანხმობა მკურნალობაზე  ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა კვლევის ეთიკა დარღვევა და ხელშეკრულებები პიროვნული ზიანი ავტომანქანის მართვის  უფლება          ამ თავში საუბარია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მოვლასთან  დაკავშირებულ ზოგადი ეთიკის საკითხებზე, რომლებიც ეხება  პიროვნების კონფიდენციალობას,  თანხმობის მიცემასა და ავტონომიას.  ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკითხველებს  უკვე შესწავლილი აქვთ ზოგადი მედიცინის ეთიკური ასპექტები. ვინც  ამ პრინციპებს არ იცნობს, შეუ ძლიათ გაეცნონ ჰოპის  და მისი  თანაავტორების ან სამედიცინო  ეთიკის სხვა რომელიმე სახელმძღვანელოს. ეთიკური საკითხები  ძალიან მნიშვნელოვანია  მედიცინის ყველა სფეროში. ფსიქიატრიაში  ამ    საკითხებს  დამატე ბითი მნიშვნელობა  ენიჭება,  რადგან  ზოგიერთ  პაციენტს არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ მას მკურნალობა სჭირდ ება.  ხშირად  ჩნდება კითხვები  ფსიქიკური  დაავადების მკურნალობაზე თანხმობის გამოხთვის უნართან  დაკავ შირებით. მედიცინის სხვა დარგის სპეციალისტები ზოგჯერ მიმართავენ ფსიქიატრებს თავიანთი პაციენტების იმ უნ ართან   დაკავშირებით,  რომელიც ფიზიკური  დაავადების მკურნალობაზე თანმხობის გამოხატვას ეხება. ამ  თავში ჩვენ  ასევე ვისაუბრებთ ფსიქიატრიასთან და კავშირებული  კანონმდებლობის  ზოგიერთ  ასპექტზე.   ეს ასპექტები ზოგადი ხასიათისაა, რადგან კანონები განსხ ვავებულია  სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მკითხველებმა  უნდა   მოიპოვონ   ინფორმაცია  იმ  ქვეყ ნებში  არსებული  კანონმდებლობის  შესახებ, რომელშიც ისინი მუშაობენ, და, საჭიროების  შემთხვევაში, მიმართონ სამოქალაქო სამართლის რამდენიმე ასპექტი  ქმედუნარიანობა ანდერძის  შედგენისას  მინდობილობა და ქონების მართვა  საოჯახო სამართლის ასპექტები   სამოქალაქო სამართლის  ნორმების ექსპერტს რჩევისთვის კანონის დეტალებთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებით. თავი დაყოფილია სამ ნაწილად. მასში შედის: 1. ზოგადი საკითხები 2. ეთიკური პრობლემები ფსიქიატრიაში 3. ფსიქიატრიასთან  დაკავშირებული სამოქალაქო სამართ ლის ზოგიერთი  ასპექტი. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  ეთიკის პრობ ლემებზე  ამ  წიგნის  სხვა თავებშიცაა საუბარი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც სპეციფიკურ საკითხებს ეხება, შესა ბამის თავებშია განხილული ზოგადი საკითხები        დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემული ქმედება ეთიკურად უფრო გამართლებულია სხვა ქმედებებთან შედარებით, უნდა იყოს: დაფუძნებული შეთანხმებულ ეთიკურ მიდგომებზე და პრინციპებზე ლოგიკურად  დასაბუთებული ურთიერთშესაბამის გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული. ეთიკური მიდგომები        ფსიქიატრიაში, ისევე  როგორც ზოგადად ეთიკაში, არსებობს ორი ფართო მიდგომა ეთიკური პრობლემების მიმართ: ვალდებულებაზე დაფუძნებული და უტილიტარული. მოვალეობებზე დაფუძნებული მიდგომა წარმოადგენს კლინიცისტების  ვალდებულებებთან  დაკავშირებული  წესე ბის მთელ რიგს (მაგ., წესი, რომლის თანახმად, ექიმებს არ უნდა  ჰქონდეთ  სექსუალური  ურთიერთობა  თავიანთ  პა ციენტებთან).  ეს წესები  თავს  იყრის  პრაქტიკის  კოდექსში. რადგან არსებობს ასეთი წესები, კლინიცისტებმა იციან თა ვიანთი ვალდებულებების შესახებ. თუმცა, ეს მიდგომა მოუ ქნელია და მისი გამოყენება ძნელია რთულ შემთხვევებში. უტილიტარული მიდგომა ეხება  სარგებლისა და ზიანის შესახებ მოსაზრებების   დაბალანსებას.  ზოგადი  წესების გამოყენების ნაცვლად,  თითოეული შემთხვევა   ფასდება ინდივიდუალურად და  კეთდება დასკვნა, რომ  ეთიკურად სწორი ქმედება  ის არის, რომელსაც საუკეთესო  მოსალ ოდნელი შედეგები მოჰყვება.  ეს მიდგომა მეტნაკლებად ითვალისწინებს კლინიკურ პრობლემებთან  დაკავშირებულ სირთულეებს, მაგრამ ის ყოველთვის არ იძლევა ერთიანი, ურთიერთშეთანხმებული დასკვნის გამოტანის საშუალებას, რადგან  სხვადასხვა  ადამიანმა, შესაძლოა,  განსხვავებული წონა მიანიჭოს სარგებელსა და ზიანს  მოცემულ,  კონკრე ტულ შემთხვევაში. პრაქტიკაში ეს ორი მიდგომა ერთმანეთს კვეთს.  ვალ დებულებაზე დაფუძნებული  მიდგომა შეიძლება  გულისხ მობდეს ისეთი ქმედების განხორციელების ვალდებულებას, რომელიც საუკეთესო  შედეგს მოიტანს,   ხოლო უტილი ტარული მიდგომისას, საუკეთესო შედეგი შეიძლება  შესა ბამისი წესის გამოყენების შედეგად მივიღოთ. ეთიკური პრინციპები სამედიცინო  ეთიკაში  ფართოდ გამოიყენება შემდეგი  სამი პრინციპი: 1. პიროვნების ავტონომიურობის პატივისცემა:   პაცი ენტების  ჩართვა  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში; პაციენტების  ინფორმირება,  რათა მათ შეძლონ  გადაწყვეტილებების მიღება; პაციენტების შეხედულებების პატივისცემა. 2. გულმოწყალება (არ  ავნო):  პრაქტიკაში ეს ძირითადად იმის  კეთებას ნიშნავს, რაც პროფესიონალის აზრით საუკეთესოა. არ  ავნო პრინციპი ხანდახან წინააღმდე გობაში მოდის ავტონომიურობასთან (მაგ., როდესაც პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე, პროფესიონალი კი თვლის, რომ ეს აუცილებელია; იხ.  ქვემოთ). 3. სამართლიანობა:  სამართლიანი ქმედება  და  სხვადასხვა ადამიანების ინტერესთა  დაბალანსება პრაქტიკის კოდექსი        პრაქტიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები მზად დება   და   კონტროლდება   პროფესიული   ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ბრიტანეთში  ზოგ ადი  სამედიცინო  საბჭო  და ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯი  (2000). ზოგიერთ ქვეყანაში ეთიკის კოდექსის პრაქტი კაში გატარება ხდება არა პროფესიული ორგანიზაციების, არამედ სახელმწიფოს მიერ, რაც გამოიწვია ბრიტანეთში ზოგიერთი პროფესიის მიმართ ნდობის დაკარგვამ. სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩარ თულნი არიან  ფსიქიატრიულ მკურნალობაში (მაგ., საექთნო საქმე და ფსიქოლოგია), საკუთარი პრაქტიკის კოდექსი აქვთ და  იგი არ არის სამედიცინო  პროფესიის კოდექსის იდენტური. ასეთმა განსხვავებებმა, შესაძლოა, ხანდახან გაართულოს  მკურნალობის ეთიკურ  ასპექტებთან დაკავ შირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მულტიდისციპ ლინურმა გუნდმა უნდა მიიღოს.   ეთიკური პრობლემები ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ამ  თავის  მომდევნო ნაწილში განვიხილავთ ეთიკურ პრობ ლემებს, რომლებიც ეხება: ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას კონფიდენციალობას თანხმობას იძულებით  მკურნალობას კვლევას.         ეთიკური   პრობლემები, რომლებიც  პრაქტიკის  სპეცი ფიკური ასპექტებიდან  მომდინარეობს, სხვა თავებშია განხილული. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა        ნდობითი  ურთიერთობა   ექიმსა  და   პაციენტს შორის ეთიკური სამედიცინო  პრაქტიკის საფუძველია. ეს ურთი ერთობა უნდა ემსახურებოდეს პაციენტის  ინტერესებს და უნდა ეყრდნობოდეს ზემოთ აღნიშნულ პრინციპების  ავ ტონომიის, გულმოწყალების (არ  ავნო) და სამართლიანო ბის  პატივისცემას. ურთიერთობის ბოროტად გამოყენება        რაც უფრო ინტენსიურია ექიმისა და პაციენტის ურთიერ თობა და რაც უფრო მოწყვლადია პაციენტი, მით უფრო ად ვილია ამ ურთიერთობის ბოროტად გამოყენება. სწორედ ამი ტომ განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ არ მოხდეს ამ ურთიერთობის ბოროტად გამოყენება ფსიქოთერაპიის დროს. თერაპევტები ბოროტად იყენებენ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას როდესაც ისინი: • თავს ახვევენ პაციენტს  საკუთარ ღირებულებებსა  და რწმენას, მაგალითად, ფეხმძიმობის შეწყვეტის კონ სულტაციისას. ეს ზეგავლენა  შეიძლება  იყოს ღია  (მაგ., ექიმი ეუბნება, რომ ფეხმძიმობის შეყვეტა მორალურად არასწორია), ან  ფარული (მაგ.,  როდესაც ექიმი პირდა პირ არ გამოთქვამს  თავის  აზრს, მაგრამ  ყურადღებას ამახვილებს  ფეხმძიმობის შეწყვეტის საწინააღმდეგო, ვიდრე მხარდამჭერ არგუმენტებზე). მსგავსი პრობლემე ბი  შეიძლება  წარმოიშვას ოჯახური თერაპიისას, როდე საც  თერაპევტის ღირებულებები ხელს უშლის  მას  განიხილოს წყვილის დაშორებაარდაშორების საკითხი. •  მესამე მხარის ინტერესებს პაციენტთა ინტერესებზე მაღ ლა აყენებენ (მაგ., უპირატესობა ენიჭება არა პაციენტის, არამედ დამსაქმებლის ინტერესებს). თუმცა, ცალკეული პაციენტის ინტერესები ვერ იქნება სხვებისგან იზოლირე ბულად გათვალისწინებული. მაგ., თემისთვის რესურსების გამოყოფისას, ან პოტენციურად საშიში პაციენტის მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაციენტთა ინტერესები უნდა დაბალნსდეს სხვა ადამიანთა ინტერე სების შესაბამისად. ეს რთული გადაწყვეტილებები სხვა თავშია განხილული . •   პაციენტებს სექსუალურ ექსპლოატაციას უწევენ. პრაქ ტიკის სამედიცინო  კოდექსი  კატეგორიულად კრძალავს პაციენტთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო,  როდესაც ინ ტერვიუს დროს წამყვანი  თემა სექსუალური პრობლემებია . •  პაციენტებს ექსპლოატაციას უწევენ ფინანსური მოგების მიზნით (მაგ.,  კერძო  პრაქტიკაში მკურნალობის პროცე სის  ხელოვნურად  გახანგრძლივება).   კონფიდენციალობა        კონფიდენციალობა ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმს შორის ნდობის დასამყარებლად.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიატრიაში, რადგან  ინფორმაციის მოპოვება  პირად და  ძალიან სენსიტიურ  საკითხებს  ეხე ბა. ზოგადი წესის მიხედვით,  ინფორმაცია არ უნდა  გამ ჟღავნდეს პაციენტის თანხმობის გარეშე, თუმცა, როგორც ეს შემდგომშია განხილული, არსებობს  გარკვეული გამონაკლისები. ეს წესი ძალიან ძველია და ჰიპოკრატეს ფიცშია გაცხადებული: ნებისმიერ  რამეს, რაც კავშირშია  ან არ არის  კავშირში ჩემს  პროფესიულ პრაქტიკასთან, რასაც   მე  დავინახავ ან მოვისმენ  ადამიანის პირად  ცხოვრებაზე, რაც  არ  უნდა ითქვას  სხვაგან, მე   არ გავახმოვანებ,  რადგან  ჩავთვლი, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა იქნეს შენახული. ეს წესი შეიცვალა 1948 წელს,  ჟენევის დეკლარაციაში, რომელმაც შემდეგი მნიშვნელოვანი  პუნქტი დაამატა: კონ ფიდენციალობის ვალდებულება გრძელდება პაციენტის სიკვდილის შემდეგაც: მე  პატივს ვცემ ჩემთვის განდობილ საიდუმლოს პაცი ენტის სიკვიდილის შემდეგაც.        ბევრ  ქვეყანაში ეროვნული პროფესიული ორგანიზაციე ბი   აქვეყნებენ სახელმძღვანელო  პრინციპებს,   რომლე ბიც ეხება ზოგად  კლინიკურ სიტუაციებს, როგორებიცაა ჩანაწერების დაცვა, ინფორმაციის გაზიარება  ნათესავები სთვის, და ინფორმაციის გამჟღავნება   მესამე მხარისთვის (იხ. მაგ., ჯენერალ მედიკალ კონსულ, 2004). კონფიდენციალობა, ასევე, დაცულია კანონით  და სამუშაო  ხელშეკრულებით და, თუმცა, პრო ფესიულ სახელმძღვანელო პრინციპებს  არ  აქვთ კანონის ძალა,  მათ  სასამართლო სერიოზულად ეკიდება, როგორც ზოგადად  აღიარებულ სტანდარტებს. ბევრ  ქვეყანას აქვს კონფიდენციალობის  დაცვის  კანონე ბი  და,  ასევე,  კანონები,  რომლებიც  ეხება  დაწერილი  და ელექტრონული   ჩანაწერების   შენახვის   წესებს.   კანონები, ასევე, ითვალისწინებს  პაციენტის  უფლებებს,  გაეცნონ  თა ვიანთ პირად ინფორმაციას. ფსიქიატრები უნდა იცნობდნენ იმ ორგანიზაციის ეთიკურ და იურიდიულ მოთხოვნებს, სა დაც ისინი მუშაობენ. ბრიტანეთში შესაბამისი კანონები მო ნაცემთა დაცვის აქტშია ასახული  (1998). ინგლისის სამრთლებრივი  სისტემის პოზიციიდან,  რო გორც საზოგადოება, ისე ცალკეული ინდივიდია დაინტერე სებული იმაში, რომ  პაციენტები ენდობოდნენ  ექიმებს  და ჰქონდეთ  იმის  გარანტია, რომ  ექიმები დაიცავენ  კონფი დენციალურ ინფორმაციას  პაციენტების შესახებ.  აქედან გამომდინარე, როდის არის კანონიერი ექიმის მიერ კონფი დენციალობის დარღვევა  და როდის არა,  დამოკიდებულია არა  პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალან სებაზე, არამედ ორი კონფლიქტური საზოგადოებრივი ინტერესის დაბალანსებაზე. კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ეთიკური პრინციპები   ინფორმაციის დაცვა        პირადი  ინფორმაცია უნდა  იყოს დაცული  და  ჩანაწერე ბი  უსაფრთხოდ უნდა  იყოს  შენახული. ასევე, ყურადღე ბა უნდა  გამახვილდეს   მობილური  ტელეფონებისა და ელექტრონული  ფოსტის  უსაფრთხოებაზე.    იმისათვის, რომ  არ მოხდეს ინფორმაციის შემთხვევითი გაჟონვა, კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ისეთ  ადგილას,  სადაც შეუძლებელი იქნება საუბრის მოსმენა  მოსაუბრის  სურვილის გარეშე (ეს ზოგჯერ რთულია, როდესაც პაციენტების მონახულება სახლში ან თერაპიულ განყოფილებაში ხდება). ასევე, თანამშრომლებმა  თავი  უნდა შეიკავონ დისკუსიები სგან ისეთ  ადგილებში, სადაც სხვებმა შეიძლება  მათ საუ ბარს  მოუსმინონ. თანხმობა ინფორმაციის გამჟღავნებაზე კონფიდენციალობა არ ირღვევა, როდესაც პაციენტი აცხადებს ინფორმირებულ თანხმობას ინფორმაციის გამჟღავნებაზე. ამ კონტექსტში ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს, რომ პაციენტი  სრულად  იაზრებს  გამჟღავნების  მიზეზებს,  იმას, თუ რა გამჟღავნდება და ამის შესაძლო შედეგებს. კონფი დენციალობის პრინციპი არ ირღვევა, როდესაც ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მაგ., შენიღბული შემთხვევის ანგარიშში.  თუმცა  ზოგადად,  როგორც  წესი,  სარეგისტრა ციო ჟურნალებში შეტანილია მოთხოვნა, რომ პაციენტებმა განაცხადონ ინფორმირებული, ხელმოწერილი თანხმობა მათ შესახებ  ინფორმაციის  გამჟღავნებაზე,  მაშინაც  კი,  როცა მათი იდენტობა შენიღბულია. კონფიდენციალობა ბავშვთა მკურნალობისას        ბავშვთა მკურნალობისას აღძრული ეს და  სხვა ეთიკური პრობლემები განხილულია 24ე თავში. აქ  საკმარისია აღვნიშნოთ,  რომ  დადგენილზე უფროსი ასაკის  ბავშვებს (როგორც წესი, ეს ზღვარი 16 წელია) კონფიდენციალობას თან დაკავშირებით იგივე უფლებები აქვთ, რაც უფროსებს. უმცროსი ასაკის  ბავშვების შემთხვევაში,  როგორც წესი, მშობლებს აცნობენ კლინიკურ ინფორმაციას. მშობლებს აქვთ იურიდიული ვალდებულება იმოქმედონ თავიანთი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე და, ამიტომ, სათა ნადოდ  უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. სიტუაციები, რომელთა დროსაც შეიძლება გაჩნდეს კონფიდენციალობასთან დაკავშირებული პრობლემები        სხვებისგან ინფორმაციის მოპოვება. როგორც წესი, სხ ვებისგან ინფორმაციის მოძიებისთვის  საჭიროა პაციენტის ნებართვა. ფსიქიკური აშლილობის დროს, როდესაც პაცი ენტი ვერ  ახერხებს საკუთარ   თავზე  ინფორმაციის მიწო დებას, ხოლო სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ფსიქიატრმა უნდა გადაწ ყვიტოს, მოიძიოს  თუ  არა  ინფორმაცია პაციენტის თანხ მობის გარეშე. სახელმძღვანელო პრინციპების ფუნქციაა, დაცული იქნეს პაციენტების ინტერესები და, რამდენადაც ეს  შესაძლებელია, ინფორმაცია  ახლო   ნათესავებისგან იქნეს მოპოვებული. სხვებისთვის ინფორმაციის გამჟღავნება.  ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით, გარ და  იმ სპეციფიკური გარემოებებისა, რომლებიც ქვემოთ არის  აღწერილი. დასაშვებია მხოლოდ  იმ  ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც კონკრეტული ამოცანით არის გან პირობებული. თუკი ეს შესაძლებელია, არაიდენტიფიცი რებადი  მონაცემები უნდა  იქნეს  გამოყენებული.   ხშირ ად  ინფორმაციას ნათესავები ითხოვენ,   მაგრამ  ის  უნდა გაიცეს  მხოლოდ პაციენტის თანხმობით. თუმცა, როდესაც პაციენტს არ აქვს უნარი განაცხადოს თანხმობა  ინფორ მაციის გამჟღავნებაზე  (მაგ., დემენციის დროს), ინფორ მაციის გამჟღავნება შესაძლებელია, თუ  ეს ემსახურება პაციენტის ინტერესებს. გამოკვლევის ჩატარება მესამე  მხარის მოთხოვნით. როდესაც  პაციენტებს უტარდებათ  გამოკვლევა  მესამე მხარის  მოთხოვნით  (მაგ.,  სამუშაოსთვის ვარგისიანობის შეფასება დამსაქმებლის მოთხოვნით),  აუცილებელია პა ციენტმა  თავიდანვე იცოდეს შეფასების  მიზანი და, ასევე, ექიმის ვალდებულებები მესამე  მხარის მიმართ. ამ  დროს, პაციენტისგან, წერილობითი თანხმობა  უნდა იქნეს მიღე ბული. სხვაგვარად,  ინფორმაციის გამჟღავნება  შეიძლება მოხდეს მხოლოდ საზოგადო  ინტერესებიდან გამომდინარე (იხ.  ქვემოთ), სიკვდილის ან  სერიოზული ზიანის პრევენ ციის მიზნით. თემზე დაფუძნებული  მომსახურება.  პაციენტებმა  თა ვიდანვე  უნდა  იცოდნენ,  რომ   საჭიროების   შემთხვევაში ინფორმაცია  გამჟღავნებული   იქნება  იმ   ჯგუფისთვის, რომელსაც   პაციენტზე  მზრუნველობა  აკისრია.   ჯგუ ფის წევრებმა  უნდა  დაიცვან   კონფიდენციალობის პრინ ციპები. ჯგუფის  ზოგიერთ წევრს  (მაგ.,  სოციალურ მუ შაკებს) შეიძლება  მოუწიოს ინფორმაციის განხილვა თავის ზედამხედველებთან  ან  ინფორმაციის გაცემა  სხვა დაწე სებულებებისთვის (მაგ.,  როდესაც ისინი  პაციენტებს ეხ მარებიან ბინათმოწყობის  საკითხებში).   როდესაც  დგება მკურნალობის   გეგმები,  მნიშვნელოვანია,    რომ    ასეთი საკითხები  იქნეს გათვალისწინებული და, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ  საკითხების  განხილვა პაციენტთან ერთად უნდა  მოხდეს. მეზობლებმა შეიძლება  შეიტყონ პაციენტ თან ვიზიტის შესახებ. უფრო მეტიც, საველე  პროგრამებმა შეიძლება  მოითხოვოს გამოკითხვის  ჩატარება  იმ მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან  დაკავშირებით, რომლებიც არ დადიან  დანიშნულ შეხვედრებზე. ამ  და მსგავსი პოტენცი ური პრობლემების წარმოშობა  მოსალოდნელია და  ისინი პაციენტთან ერთად  უნდა  იქნეს  განხილული, მისგან წი ნასწარი საჭირო  თანხმობის მისაღებად. საგანგებო სიტუა ციაში, პირადულობის დაცვის უფლება უნდა დაბალანსდეს პაციენტისთვის ან სხვებისთვის ზიანის მიყენების რისკთან. თუ პაციენტი უარს ამბობს ინფორმაციის გამჟღავნებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას ნათლად აუხსნეს, თუ  რა შეი ძლება  მოხდეს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის  შემთხ ვევაში, მის სურვილს პატივი უნდა ვცეთ, თუ  ეს სხვებს არ აყენებს რისკის ქვეშ და არ მოაქვს მათთვის ზიანი. ჯგუფური თერაპია. ჯგუფური თერაპია წარმოშობს კონ ფიდენციალობასთან  დაკავშირებულ სპეციფიკურ  პრობ ლემებს, რადგან  პაციენტი უზიარებს პირად ინფორმაციას არა მხოლოდ თერაპევტს, არამედ ჯგუფის სხვა წევრებსაც. სანამ  მკურნალობა  დაიწყება, თერაპევტმა  უნდა  ახსნას, რომ აუცილებელია  ყველა მოეკიდოს  კონფიდენციალობით სხვების მიერ  გამჟღავნებულ ინფორმაციას. ინფორმაციის გამჟღავნებაზე თანხმობა აუცილებლად უნდა იქნეს მიღე ბული ჯგუფის ყველა წევრისგან. წყვილთა  თერაპია. ზოგადად  წყვილთა თერაპიას წინ უძ ღვის   ინდივიდუალური გასაუბრება  წყვილის თითოეულ წევრთან. ამ  სახით  მიღებული ინფორმაცია არ უნდა გამ ჟღავნდეს მეორე ადამიანთან  პირველის თანხმობის გარ ეშე. ერთობლივი სესიების  დროს, თუ  ეს შესაძლებელია, ყველა რელევანტური  ინფორმაცია უნდა  გამჟღავნდეს  იმ ადამიანისგან, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება. თუ თერა პიის დაწყების შემდეგ  საჭირო  ხდება წყვილის ერთერთ წევრთან ინდივიდუალური შეხვედრა, მაგ.,  დეპრესიის სიმპტომების   შესაფასებლად,  შესაძლოა   უკეთესი   იყოს, რომ  თერაპევტმა თავის  კოლეგას სთხოვოს ამის გაკეთე ბა. მსგავსი პრობლემები შეიძლება  წარმოიშვას ოჯახური თერაპიის დროსაც. კონფიდენციალობის წესის გამოყენებისას გამონაკლისის დაშვება        გამონაკლისის   დაშვება პაციენტის  ინტერესებიდან    გა მომდინარე. გამონაკლის  სიტუაციებში ექიმებმა  შეიძლება გაუმჟღავნონ ინფორმაცია მესამე მხარეს პაციენტის თანხ მობის გარეშე, როდესაც ეს პაციენტის ინტერესებს ემსახ ურება.  მაგ., როდესაც ინფორმაცია პაციენტის შესახებ ეს აჭიროება მეორე ექიმს, რომელიც უწევს მას გადაუდებელ დახმარებას რეანიმაციულ  განყოფილებაში, ხოლო პაცი ენტისგან  თანხმობის მიღება  ვერ  ხერხდება;  ან  როდესაც პაციენტს მძიმე ფსიქიკური ან ფიზიკური დაავადების გამო არ შეუძლია ინფორმირებული თანხმობის მიცემა,  ხოლო ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია მისი მკურნალო ბისთვის. გამონაკლისის დაშვება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.  მიუხედავად იმისა,  რომ  ექიმებს გააჩნიათ ზოგადი იურიდიული ვალდებულებები (მათ  უნდა  კონფი დენციალურად შეინახონ ის,  რასაც  პაციენტები ეუბნები ან), არსებობს  განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც ექიმები მოვალენი არიან  გაუმჟღავნონ ინფორმაცია მესამე მხარეს, რადგან  ეს ემსახურება საზოგადოების,  ჯგუფის ან  ამ ჯგუფის წევრთა ინტერესებს. არსებობს  ნორმატუ ლი ვალდებულებები, რომელთა  თანახმადაც  ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს, თუ  საქმე ეხება გადამდებ  დაავადებას, ფსიქოაქტიური წამლების გამოყენებას,  მანქანის  მართვის უუნარობას, და ბავშვზე ძალადობის ეჭვს. ასევე, არსებობს ვალდებულება, რომ  გამჟღავნდეს ინფორმაცია სასამართ ლოს მოთხოვნით  ან როდესაც სახეზეა სერიოზული დანა შაულის ჩადენის მტკიცებულება. ეს, ჩვეულებრივ, ეხება ისეთ  დანაშაულს,  რომელმაც შეიძლება  სხვას სერიოზული ზიანი მიაყენოს  ან სიკვდილის რისკის ქვეშ დააყენოს (მაგ., ბავშვზე ძალადობა). ასეთ შემთხვევაში, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა  დავარწმუნოთ პაციენტი, რომ  მან  გაამ ჟღავნოს საჭირო  ინფორმაცია. თუ  პაციენტი ამაზე  უარს ამბობს,   მას უნდა ავუხსნათ, თუ  რა მიზეზითაა  აუცილე ბელი ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება და ეს მიზეზები წერილობით უნდა დაფიქსირდეს. გამონაკლისის დაშვება იურიდიული წარმომადგენლები სთვის.  პაციენტის მსგავსად,  მის იურიდიულ წარმომადგენელს  შეუძლია  წაიკითხოს კლინიკური ჩანაწერები და წერილები,  რომლებიც  პაციენტის შესახებ  ინფორმაციას შეიცავს, თუმცა, შესაძლოა  არსებობდეს  გარკვეული შეზ ღუდვები,  თუკი არსებობს  სხვებისთვის ზიანის  მიყენების ალბათობა (მაგ., გარკვეული სახის ინფორმაციის გაცნობი სას, რომელიც ინფორმატორმა საიდუმლოდ გასცა). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კონფიდენციალო ბასთან დაკავშირებულ პრობლემებზე (2004, თავი  7). თანხმობა მკურნალობაზე        თანხმობა მნიშვნელოვანია   ზოგადად   სამედიცინო   პრაქ ტიკისთვის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკითხველები იცნობენ სათანადო კონცეფციებს და პროცედურებს ზოგადი სა მედიცინო პრაქტიკიდან.  მათ, ვინც  არ იცნობს ამ  კონცე ფციებსა და პროცედურებს, შეუძლიათ გაეცნონ ზოგადი მედიცინის საბჭოს უახლეს  სახელმძღვანელო პრინციპებს, თუ  ისინი მუშაობენ ბრიტანეთში,  ან შეს აბამის  დოკუმენტს  სხვა ქვეყნებში მუშაობისას;  აგრეთვე, შეუძლიათ გაეცნონ ეთიკის სახელმძღვანელოს.   თანხმობის მიღება 1. პაციენტს ნათლად და ამომწურავად უნდა ესმოდეს დაა ვადების ბუნება, არსებული პროცედურები და შესაძლო გვერდითი  მოვლენები; 2. პაციენტი  თავისი   ნებით  უნდა  დათანხმდეს   მკურნა ლობაზე; 3. მას  უნდა  ჰქონდეს გადაწყვეტილებების  მიღების  უნარი, ანუ უნდა იყოს ქმედუნარიანი ამ სიტყვის იურიდიული მნიშვნელობით (იხ. ქვემოთ). გაითვალისწინეთ, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტყვა ქმედუნარიანობა, ზოგადად, იხმარება უფრო კლინიკური, ვიდრე იურიდიული მნიშვნელობით. თანხმობის შენარჩუნება        ზოგიერთი  პაციენტი თანხმდება  ქრონიკული დაავადების მკურნალობაზე,  მაგრამ მოგვიანებით   ვეღარ   ახერხებს შესაბამისი ქცევის   განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, კლინიცისტი უნდა ეცადოს,  რომ ხელახლა მიიღოს  პაციენ ტისგან თანხმობა და აღადგინოს  მასთან თანამშრომლობა. ამის მისაღწევად  გამართლებულია  დამატებითი დახმარე ბის  შეთავაზება,  მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავემუქროთ პაციენტს, რომ მას შეუმცირდება საჭირო დახმარება. როდის არ არის საჭირო სიტყვიერი თანხმობა        არის სიტუაციები, როდესაც სიტყვიერი თანხმობა არ არის აუცილებელი (ეს სიტუაციები დამოკიდებულია ადგილობ რივ კანონზე და კონკრეტულ  პრეცედენტზე): ნაგულისხმევი თანხმობა  (მაგ., როდესაც პაციენტი თვი თონ წევს ხელს წნევის გასაზომად). აუცილებლობა.  ეს  ისეთი გარემოებაა, როდესაც  ჩაურევლობის შემთხვევაში  არსებობს  სერიოზული ზიანის ან სიკვდილის ალბათობა, ხოლო პაციენტის ქმედუნარი ანობა საეჭვოა (იხ.  ქვემოთ). საგანგებო სიტუაცია  ისეთი   ვითარებაა,    როდესაც საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს პაციენტის ან სხვა პირისთ ვის  სერიოზული ზიანის მიყენების პრევენცია  ან, როდე საც უნდა აღიკვეთოს  დანაშაული.   უარის თქმა სამედიცინო მკურნალობაზე        ბრიტანეთში კანონი  განასხვავებს  თანხმობას სამედიცი ნო  მკურნალობაზე და ფსიქიატრიულ მკურნალობაზე. ეს ნაწილი ეხება სამედიცინო მკურნალობაზე  უარის თქმას. ქმედუნარიან ზრდასრულ ადამიანებს უფლება აქვთ, უარი თქვან სამედიცინო  მკურნალობაზე მაშინაც კი,  თუ  უარის თქმას სიკვდილი ან სამუდამო  ფიზიკური უნარშეზღუდუ ლობა მოჰყვება. თუ  პაციენტი უარს ამბობს სამედიცინო  მკურნალობაზე, ექიმმა  უნდა გაარკვიოს ორი მნიშვნელოვანი  საკითხი, სა ნამ დაასკვნიდეს, რომ პაციენტს აქვს უარის თქმის უფლე ბა: (ა)  არის თუ  არა  პაციენტი ქმედუნარიანი  (ანუ, აქვს თუ  არა მას იურიდიულად მინიჭებული ქმედუუნარობა, იხ. ქვემოთ), და  შესაბამისად,  აქვს თუ  არა  უნარი, დათანხ მდეს მკურნალობაზე  ან  უარი თქვას  მასზე ფსიქიკური დაავადების გამო? (ბ) ხომ არ იმყოფება  პაციენტი სხვისი ზეგავლენის ქვეშ, ანუ მისი უარი ხომ არ არის იძულებითი ხასიათის და სულაც არ გამოხატავს პაციენტის ნებას? უარის თქმა  ქმედუნარიანი პაციენტების  მიერ. ასეთი პაციენტებისგან მიღებული  უარი შეიძლება   გამოწვეული იყოს  გაუგებრობით ან  დაავადების  და  მისი  მკურნალო ბის   შიშით.   ექიმებმა   გარკვეული დრო  უნდა  დაუთმონ იმის  გაგებას, თუ   როგორ აღიქვამს პაციენტი  საკუთარ მდგომარეობას და რა აწუხებს   მას, სანამ კიდევ  ერთხელ აუხსნიან მათ  სხვადასხვა სამედიცინო   საკითხს.  ასეთი მიდგომის არჩევის  შემთხვევაში,  ორივე მხარე თანხმდება მკურნალობის ისეთ  გეგმაზე,  რომელიც გამართლებულია სამედიცინო   თვალსაზრისით და,  ასევე, მისაღებია პაცი ენტისთვის. ზოგიერთი  ქმედუნარიანი  ზრდასრული პაცი ენტი ექიმთან ერთად მსჯელობის შემდეგაც უარს ამბობს მკურნალობაზე და მას ამის  სრული უფლება აქვს. უარის თქმა  არაქმედუნარიანი პაციენტების  მიერ. ბრი ტანეთში  და  სხვა ქვეყნებში პაციენტის  მკურნალ ექიმს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის  ინტერესებიდან გა მომდინარე და შეუძლია ჩაატაროს  სასწრაფო მკურნალო ბა სიცოცხლისთვის საშიშ სგანგებო  სიტუაციებში მაშინ, როცა პაციენტს არ შესწევს  თანხმობის განცხადების უნ არი. როდესაც კი ეს შესაძლებელია, ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტებთან უნდა  ჩატარდეს კონსულტაცია. უნდა გაკეთდეს იმ მიზეზების  დეტალური ჩანაწერი, რომელთა გამოც მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ექ იმები უნდა  იცნობდნენ   იმ ქვეყნის კანონებს, რომელშიც მუშაობენ. შემდგომი დისკუსიისთვის). უარის  თქმა  ფსიქიკური  აშლილობის  მქონე  პაციენტების მიერ.  თუ  პაციენტს,  რომელიც  უარს  ამბობს  სამედიცინო მკურნალობაზე, აქვს ფსიქიკური აშლილობა, რაც ხელს უშ ლის ინფორმირებული თანხმობის განცხადებაში, საჭიროა ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა, აუცილებელობის შემთხვევაში, იძულებითი იურიდიული ძალის გამოყენებით. ინგლისის   კანონის   თანახმად,   დაუშვებელია   პაციენტის ნების გარეშე მისი ფიზიკური დაავადების მკურნალობა, მაგრამ დასაშვებია ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა. ფსიქიკური აშლილობის წარმატებული მკურნალობის შემ დეგ, პაციენტმა შეიძლება თანხმობა განაცხადოს ფიზიკური დაავადების მკურნალობაზე, რაზეც ადრე უარს ამბობდა. თანხმობის იურიდიული ასპექტები        თანხმობის განცხადებასთან დაკავშირებული ქმედუნარი ანობის იურიდიული კონცეფცია ეხება პაციენტის  უნარს (ა) გაიაზროს და ახსოვდეს ინფორმაცია მკურნალობის შესახებ; (ბ) სჯეროდეს ამ ინფორმაციის; (გ) გამოიყენოს ეს ინფორმაცია ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. პაციენტებს, შესაძლოა,  აკლდეთ ქმედუნარიანობა, რომ განაცხადონ ინფორმირებული თანხმობა შემდეგი მიზეზე ბის  გამო: 1. ახალგაზრდა  ასაკი    მშობლები   იძლევიან  თანხმობას ბავშვებისა და  მოზარდების ნაცვლად,   თუ   ისინი  იმ ასაკისანი არიან,  რომ  კანონით  არ აქვთ თანხმობის მი ცემის უფლება. თანხმობა მკურნალობაზე ბავშვებსა და მოზარდებში  24ე თავშია განხილული. 2. დასწავლის დარღვევები 3. ფსიქიკური  აშლილობა. ფსიქიატრებს, შესაძლოა, მო უწიოთ იმ    პაციენტების   გამოკვლევა,    რომლებიც, სავარაუდოდ, ამ  მესამე   ჯგუფს ეკუთვნიან.  ამისათვის ისინი  მიმართავენ   გამოკითხვას. დასკვნა თანხმობის იურიდიული ქმედუნარიანობის  შე სახებ ყოველთვის  ეხება  კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მწვავე  ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტი შეიძლება არაქმედუნარიანი   იყოს ზოგიერთ  საკითხში,   მაგრამ ჰქონდეს უნარი, მიიღოს  გადაწყვეტილება რაიმე სახის კონკრეტულ მკურნალობაზე. მაგ.,  პაციენტს, რომელსაც შიზოფრენია და პარანოიდული ბოდვა  აქვს, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება   მკურნალობის    ჩატარებაზე გულის შეტევის  დროს. თანხმობის განცხადება ნდობით აღჭურვილი მხარის მიერ        ინგლისის კანონმდებლობის მიხედვით,  თუ  ზრდასრულ ადამიანს  არ გააჩნია  მკურნალობაზე დათანხმების უნარი ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გამო, არავის  შეუძლია მისი  სახელით თანხმობის მიცემა. ზოგიერთ იურისდიქ ციაში დაშვებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ თანხ მობის გაცემის გარკვეული ფორმა (მაგ., შოტლანდიურ კანონმდებლობაში  მეურვის  დანიშვნა). იმ შემთხვევაში, როდესაც ნდობით აღჭურვილი პირის  თანხმობა  არ არის კანონით  გათვალისწინებული, ხოლო პაციენტს წინასწარ არ გაუკეთებია შესაბამისი მითითებები (იხ. ქვემოთ), და ამ დროს აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება იმის თაო ბაზე, ჩაუტარდეს თუ  არა  პაციენტს მკურნალობა, პაცი ენტების ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს პასუხისმგებელი ექიმი კოლეგებთან შეთანხმებით. სასურველია ნათესავებთან  კონსულტაციის  გავლა (თუმ ცა, ინგლისის კანონის მიხედვით,  დღეისთვის, მათ არ აქვთ თანხმობის გამოხატვის ან მისგან  თავის  შეკავების უფლე ბა) და მოცემული შემთხვევის განხილვა სხვა პროფესიონ ალებთან  ერთად. უნდა გაკეთდეს დეტალური ჩანაწერები იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც მიღებულ იქნა კონკრეტ ული გადაწყვეტილება და ასევე, წერილობით უნდა დაფიქ სირდეს გაწეული კონსულტაციები. წინასწარი თანხმობა        წინასწარი მითითებები, რომლებსაც ხანდახან სიცოცხლის ანდერძს  უწოდებენ, ბევრ  ქვეყანაშია დაშ ვებული (მაგრამ არა ინგლისსა და უელსში). მათი არსებობა გამართლებულია იმით,  რომ ადამიანებს, რომლებსაც წარ სულში ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაგრამ შემდეგ დაკარგეს იგი (მაგ., დემენციის გამო) ისე უმკურნა ლონ, როგორც მათ ეს ენდომებოდათ. იმისათვის, რომ ადა მიანმა  გააკეთოს წინასწარი  მითითებები, იგი უნდა  იყოს ქმედუნარიანი  და კარგად  ინფორმირებული. წინასწარი მითითებები პატივს  სცემს პიროვნების  ავტონომიურობას და, ზოგადად,  მიჩნეულია,  რომ ეხმარება როგორც პაციენ ტებს,  ასევე ექიმებს. თუმცა, ხანდახან ძნელია ჯანმრთელ მდგომარეობაში გამოთქმული  სურვილების მორგება შემ დგომი  სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებასთან. ზოგიერთ იურისდიქციაში (მაგრამ  ამჟამად არა ინგლისში) ნათესავებს და ნდობით აღჭურვილ პირებს შეიძლება ჰქონ დეთ უფლებამოსილება, მიიღონ გადაწყვეტილება არაქ მედუნარიანი  პაციენტის მაგივრად, თუმცა, ეს არ არის სავსებით  დამაკმაყოფილებელი იმის  განსასაზღვრად,  თუ რა  ენდომებოდა თავად  პაციენტს.  ადამიანს, რომელიც იძლევა მითითებებს,  უნდა  ესმოდეს, რომ  გარემოება შეიძლება  შეიცვალოს და სხვების ინტერესების გათვალ ისწინება გახდეს საჭირო.  ამიტომ, მითითებების  განხორ ციელება შეიძლება  უფრო მოქნილად შესრულდეს,  ვიდრე მკაცრი  ინსტრუქცია, რომლის  ყველა დეტალი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იყოს გათვალისწინებული. ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა        არსებობს   სპეციალური  იურიდიული უსაფრთხოების ზომები ადამიანებისთვის, რომლებიც საფრთხეს წარმოად გენენ საკუთარი  თავისთვის ან  სხვებისთვის  ფსიქიკური აშლილობის გამო და,  რომლებიც  უარს ამბობენ  საჭირო მკურნალობაზე,  რადგან  არ აღიარებენ  საკუთარ   ფსიქი კურ აშლილობას. ასეთ ვითარებაში წარმოიშობა ეთიკური დილემა: მათ აქვთ თავისუფლების უფლება, მაგრამ, ასევე, საჭიროებენ მკურნალობასა და  ზრუნვას, ხოლო საზოგა  დოებას აქვს უფლება, იყოს დაცული. უმეტეს   ქვეყნებში  მოქმედებს კანონები,   რომლებიც იცავს  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს  და იცავს საზოგადოებას იმ შედეგებისგან, რაც მათ ფსიქიკურ აშლი ლობას მოჰყვება, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრება და  პროცედურები განსხვავე ბულია.   სკანდინავიის ზოგიერთ   ქვეყანაში არანებაყო ფლობითი მკურნალობის პროცედურები  მარტივია, ხოლო ამერიკაში, ზოგჯერ სასამართლო მოსმენის  პროცედურაა საჭირო.  ინგლისსა და  უელსში ფსიქიკური  ჯანმრთელო ბის  აქტი (1983) შეიცავს დებულებას არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის შესახებ, თუმცა, იქ ახალი კანონმდებლობის შექმნაა დაგეგმილი. იძულების ხერხები  უნდა  იყოს გამოყენებული  მხოლოდ მაშინ, როდესაც არ  არსებობს   სხვა  ალტერნატივა. გამოცდილ ფსიქიატრს  შეუძლია  თავი   აარიდოს   ასეთი ხერხების   გამოყენებას, თუ  გამართავს   პაციენტთან და   მის  ნათესავებთან მშვიდ  და   ტაქტიან   დისკუსიას და  განიხილავს  იმ  მიზეზებს,  თუ   რატომ არის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი.  თუ  ამან  ვერ  დაარწმუნა პაციენტი და იძულებითი მკურნალობა გამართლებულია, შემდგომი საუბარი უნდა გაგრძელდეს ოჯახის  წევრებთან, რათა   მოპოვებულ  იქნეს  მათი  მხარდაჭერა იძულებითი მკურნალობის  თაობაზე.  ოჯახის  წევრებთან  საუბრისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ისინი მღელვარებამ შეიპყროს და თავი  დამნაშავედ იგრძნონ. სტაციონარში  მოთავსების  შემდეგ, აკრძალვები  მინი მალურიუნდაიყოს.მხოლოსისაკრძალვებიაგამართლებული, რომლებიც  აუცილებელია   უსაფრთხოებისთვის და  საკ მარისია  მკურნალობის ჩასატარებლად. თუ  პაციენტის მომვლელი   პერსონალი   კეთილგანწყობილი,   მომთმენი და  მტკიცეა   და,  ამავე   დროს,  აქვს ლავირების  უნარი, მალე  პაციენტიც და  მისი  ნათესავებიც  დაინახავენ, რომ იძულებით   მკურნალობა მხოლოდ  ოდნავ   განსხვავდება ნებაყოფლობითი მკურნალობისგან და  დაიწყებენ მათთან თანამშრომლობას.  თუ   ისინი  უარს იტყვიან თანამშრომ ლობაზე და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მათი თანხმო ბის გარეშე, ექიმმა პაციენტს და მის ნათესავებს უნდა აუხ სნას ამის მიზეზები და წერილობით დააფიქსიროს ისინი. ინგლისსა და უელსში არსებობს დამატებითი იურიდიული მოთხოვნები, როდესაც საავადმყოფოში მოთავსებულ პა ციენტს ესაჭიროება ელექტრო კონვულსიური თერაპია და არ იძლევა ან ვერ იძლევა გაცნობიერებულ თანხმობას. ფსიქიატრმა ეს პრობლემა საფუძვლიანად უნდა განიხილოს ნათესავებთან და, ასევე, დამოუკიდებელი ფსიქიატრისგან კონსულტაცია უნდა მიიღოს. დამოუკიდებელმა ფსიქიატრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სხვა პროფესიონალებთან, რომლებსაც კონკრეტული პაციენტის მკურნალობა ეხებათ. ინტერესთა კონფლიქტი იძულებითი მკურნალობის დროს        ინტერესთა  კონფლიქტი წარმოიშობა  მაშინ, როდესაც, მაგ., პაციენტი უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, ხოლო საავადმყოფოს   ფარგლებს  გარეთ   მასზე ზრუნვა მისი ნათესავებისთვის  ან  ახლობლებისთვის  ძალიან რთულია. ასეთი  კონფლიქტი შეიძლება  შემდეგნაირად გადაწყდეს: პაციენტზე პასუხისმგებელ ფსიქიატრს შეუძლია აწარმოოს დიალოგი ზოგადი პროფილის ექიმთან ან  სხვა სპეციალ ისტთან, რომელიც ანგარიშვალდებულია პაციენტის მომვ ლელი პირების წინაშე. უსაფრთხოების ზომები        ნებისმიერი სამართლებრივი აქტი იძულებით  ჰოსპიტალ იზაციასა და მკურნალობაზე შეიცავს დებულებას, რომლის თანახმად საწყისი გადაწყვეტილება აპელაციას ექვემდე ბარება, რაც უსაფრთხოების გარანტიას ქმნის. სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში  სხვადასხვა სააპელაციო პრო ცედურებია გათვალისწინებული  და მკითხველებმა თავად უნდა გაარკვიონ, თუ  რა რეგულაციებია იმ სამართლებრივ სისტემაში,  რომლის ფარგლებშიც ისინი მუშაობენ. კვლევის ეთიკა        ფსიქიატრიულ კვლევას, ისევე როგორც  ყველა სახის  სა მედიცინო კვლევას, წარმართავს ეთიკური პრინციპები, რომლებიც  ეყრდნობა   ადამიანებზე კვლევის  ჩატარების საერთაშორისო დონეზე  შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს. ამ  პრინციპების ჩამოყალიბებას ბიძგი  მისცა ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებული სამედიცინო  კვლევის აღმაშფოთებელი ფორმების  გამოაშკარავებამ. ეს პრინცი პები ჩაიწერა ჰელსინკის დეკლარაციაში, რომელიც პირვე ლად გამოქვეყნდა 1964 წელს  მსოფლიო სამედიცინო  ასო ციაციის. მას შემდეგ   შეიქმნა  სხვადასხვა ეროვნული და  საერთაშორისო  სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა პრაქტიკულ განხორციელებას ეთიკის ეროვნული და ადგილობრივი საბჭოები უზრუნველყოფენ. ფსიქიატრიული კვლევის  ეთიკური   პრობლემები სხვა სახის სამედიცინო  კვლევის პრობლემების იდენტურია  (იხ. ბრიტანეთის  საერთო სამედიცინო  საბჭოს  სახელმძღვანე ლო პრინციპები   ან  ბრიტანეთის კვლე ვის  კომიტეტის ცენტრალური ოფისის ინტერნეტგვერდი. მაგრამ   ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ხაზგასმულია ის პრინციპები, რომლებიც ეხება თანხმობის განცხადებას ქმედუნარიანი,  მაგრამ  მოწყვლადი  ზრდას რული პირების მიერ,  რომლებმაც,  ადვილი შესაძლებელია თანხმობა  ზეწოლის ქვეშ განაცხადონ; ასევე, თანხმობის განცხადებას არაქმედუნარიანი  ადამიანების მიერ. ინფორმირებული თანხმობის განცხადება კვლევაში მონაწილეობაზე        კვლევის ეთიკურად ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვა ნია  ინფორმირებული თანხმობის მიღება.  ამასთან დაკავ შირებით მილერმა  (miiler, 2000) მნიშვნელოვანი  პუნქტები ჩამოაყალიბა: •  პაციენტებმა ძალიან კარგად  უნდა იცოდნენ, რომ  კვლ ევა არ ტარდება მათი პირადი სარგებელისთვის; •  პაციენტებზე არ უნდა ხდებოდეს  ზეწოლა; •  პაციენტებს აქვთ უფლება ნებისმიერ  დროს უარი თქვან კვლევაში მონაწილეობაზე  ყოველგვარი სასჯელის გარ ეშე; •  მკვლევარის გარდა,  პაციენტის ოჯახის წევრი  ან  სხვა, ამ   საქმისთვის  შესაფერისი პირი,  უნდა  აკვირდებოდეს პაციენტის მდგომარეობას და შეატყობინოს მკვლევარს ნებისმიერი პრობლემის შესახებ; • პლაცებოკონტროლირებად   კვლევებში პაციენტებმა ნათლად უნდა გაიაზრონ პლაცებოს მიღების ალბათობა, ის,  რომ ამას შესაძლოა არ მოჰყვეს მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და რომ მათი სიმპტომები შეიძლება  გაუ არესდეს  კიდეც (იხ.  ასევე lavor, 2000).        კვლევის ჩატარება იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც არ შეუძლიათ ინფორმირებული თანხმობის განცხადება ფსიქიატრიული პაციენტების უმრავლესობას შეუძლია გა ნაცხადოს  ინფორმირებული თანხმობა,  მაგრამ ზოგიერთს აქვს იმგვარი  აშლილობა, რომელიც გავლენას  ახდენს აზ როვნების პროცესსა და გადაწყვეტილების მიღების უნ არზე.  თუ  ასეთ პაციენტებს ყველა ტიპის გამოკვლევიდან გამოვრიცხავთ, მათ შეიძლება  ვერ  ისარგებლონ იმ უპი რატესობით, რაც  კვლევაში მონაწილე  პაციენტებს აქვთ. გადაწყვეტილების მიღება  იმის  თაობაზე   ჩავრთოთ თუ არა  ასეთი  პაციენტი  კვლევაში, ხდება შემდეგი კონკრე ტული საკითხების  გათვალისწინების შემდეგ: •  შეიცავს თუ  არა  მოცემული კვლევა რაიმე პოტენციურ სარგებელს იმ ადამიანისთვის, რომელსაც სთხოვენ, რომ   მოცემულ  კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადოს? •  შეიცავს თუ  არა მოცემული კვლევა რაიმე რისკს ან დის კომფორტს მოცემული  ადამიანისთვის? •  მოაქვს თუ  არა მას რაიმე პოტენციური სარგებელი სხვა ადამიანებისთვის,  რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ და ასევე არაქმედუნარიანები არიან? •  არსებობს თუ  არა რაიმე არაპირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ  ადამიანი უარს  ამბობს კვლევაში  მონაწილეობის მიღებაზე? სასურველია კონსულტაციის   გავლა ნათესავებთან ან სხვა ადამიანებთან,  რომლებმაც იციან  პაციენტის  მდგომარეობა. კვლევის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იურიდი ული რეგულაციები განსხვავდება, ამიტომ მკვლევარი ვალ დებულია გაეცნოს და ზედმიწევნით შეასრულოს ადგილო ბრივი ეთიკური და იურიდიული პროცედურები. სამოქალაქო სამართლის რამდენიმე ასპექტი        სამოქალაქო   სამართალი  ეხება ინდივიდების უფლება მოვალეობებს  ერთმანეთის  მიმართ, ოჯახის კანონის ჩათ ვლით, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ფსიქიატრებისთვის. ამით იგი განსხვავდება სისხ ლის სამართლისგან, რომელიც ეხება დანაშაულის ჩადე ნას სახელმწიფოს ან  სხვა ადამიანის მიმართ (მაგ., მკვლელობა). გარდა   იმ საკითხებისა,  რომლებიც ამ   თავში იყო განხილული, სამოქალაქო სამართალი აგვარებს ისეთ საკითხებს,  როგორებიცაა საკუთრება,  მემკვიდრეობა და ხელშეკრულების დადება. სასამართლოს მიმართავენ ინდი ვიდები ან ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ მათ მიმართ უკანონობა განხორციელდა. ამისგან  განსხვავებით, სისხ ლის სამართლის  საქმეების გარჩევა სახელმწიფოს  სახ ელით ხდება. ხანდახან, ამა თუ  იმ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირე ბით,  ფსიქიატრებს სთხოვენ წერილობით ანგარიშს პაციენ ტის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ასეთი ანგარიშები უნდა  მომზადდეს პაციენტის მდგომარეობის ამომწურავი განხილვის შემდეგ  და პაციენტის ინფორმირებული თანხ მობის საფუძველზე, უნდა იყოს მოკლე  და ფაქტებს ეყრდ ნობოდეს.  ანგარიშის   სტრუქტურა უნდა  მიჰყვებოდეს გეგმას,  რომელიც  გვერდზეა   მოცემული. რაც  შეეხე ბა შინაარსს,  სასურველია იურიდიული რჩევის  მიღება  იმ სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევას ეხება. ამ თავის მომდევნო ნაწილი ითვალისწინებს ინგლისსა და უელსში არსებულ პრაქტიკას, თუმცა მისი პრინციპები უფრო ფართოდაც გამოიყენება. ქმედუნარიანობა ანდერძის შედგენისას        ეს  ტერმინი ეხება სანდო  და  დასაბუთებული  ანდერძის შედგენის უნარს.  თუ  ადამიანს აქვს ფსიქიკური აშლილობა ანდერძის  წერის  პროცესში, ანდერძის  სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და მასში შეიძლება  ეჭვი იქნეს შეტანილი. ანდერძი შეიძლება  იურიდიულად სანდოდ  ჩაითვალოს, თუ ანდერძის  შემდგენელი  პირი საღ გონებაზე იყო (იხ.  ქვე მოთ) ანდერძის   შედგენის დროს. ფსიქიატრებს შეიძლება სთხოვონ,  გამოთქვან  თავიანთი მოსაზრება შემდეგი ორი საკითხის გარშემო: 1. ქმედუნარიანობა ანდერძის  შედგენის დროს; 2. რამდენად შესაძლებელია, რომ ანდერძის  შემდგენი პირი ანდერძის    წერისას   იმყოფებოდა  სხვისი   ზეგავლენის ქვეშ. იმისათვის, რომ  დადგინდეს, არის  თუ  არა  ანდერძის  შემ დგენი  პირი საღ გონებაზე, ექიმმა შემდეგ  კითხვებს  უნდა უპასუხოს: •  ესმის თუ  არა ანდერძის  შემდგენ პირს, თუ  რა არის ან დერძი და რა შედეგები მოჰყვება მის შედგენას? •  იცის თუ  არა  მან,  რა სახისა და ოდენობის საკუთრებას ფლობს (თუმცა, დეტალების ცოდნა  არ მოეთხოვება)? •  იცის თუ  არა  ახლო ნათესავების სახელები და გვარები და შეუძლია თუ  არა  განსაზღვროს  მათი შესაძლო  პრე ტენზია მის საკუთრებაზე? •  მისი  ფსიქიკური მდგომარეობა  არ   არის   იმდენად პა თოლოგიური, რომ დაარღვიოს  მისი  ლოგიკა და იმოქმ ედოს  მის ემოციებზე, რამაც, თავის  მხრივ,  შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ანდერძის  შედგენაზე (ბოდვების მქონე  ადამიანი უფლებამოსილია შეადგინოს  ანდერძი, თუ  მისი ბოდვა არ ახდენს ზეგავლენას  ანდერძის  შედგე ნის პროცესზე). ამ  საკითხების  გადასაწყვეტად ექიმი, პირველ რიგში, პირისპირ უნდა გაესაუბროს  ანდერძის  შემდგენელს, შემ დეგ კი მის ნათესავებსა და ახლობლებს, რათა  დარწ მუნდეს მის მიერ  გამოთქმული  დებულებების ფაქტობრივ სისწორეში, რომ შეამოწმოს ფაქტები. არასასურველი  ზეგავლენის შეფასება უფრო რთულია და მოითხოვს  ანდერძის  შემდგენელ პირსა და ბენეფიცია რს შორის არსებული ურთიერთობის გარკვევას, ანდერძის შემდგენელი  პირის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებას და, აგრეთვე,  იმის ცოდნას,  თუ  რა ჰქონდა მას ადრე  გან ზრახული. მინდობილობა და ქონების მართვა        თუ  პაციენტს არ შეუძლია განკარგოს  თავისი  საკუთრება ფსიქიკური აშლილობის გამო, საჭიროა  ალტერნატიული ზომების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისმა არაქ მედუნარიანობამ შეიძლება   დიდ ხანს გასტანოს.   ასეთი ზომების გატარება  შეიძლება  საჭირო  გახდეს, როგორც თემში მცხოვრები, ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტისთ ვის.  ინგლისის კანონი  ითვალისწინებს ორგვარი  ზომების მიღებას   ნდობით აღჭურვილი პირისთვის  უფლე ბამოსილების გადაცემას და ქონების მართვას დანიშნული პირის  მიერ. ნდობით    აღჭურვილი   პირისთვის   უფლებამოსილების სამოქალაქო  სამართლის  რამდენიმე  ასპექტი        გადაცემა მარტივი  მეთოდია,   რომელიც  პაციენტისგან მოითხოვს    უფლებამოსილების წერილობით   გადაცემას სხვა  ადამიანისთვის,   რომელიც  იმოქმედებს პაციენტის სახელით მისი ავადმყოფობის დროს. უფლებამოსილების გადაცემის ხელმოწერისას, პაციენტს კარგად  უნდა ეს მოდეს, თუ  რას  აკეთებს. მას  შეუძლია უფლებამოსილება ნებისმიერ  დროს გააუქმოს. ქონების განკარგვა დანიშნული პირის  მიერ  უფრო ფორმალური პროცედურაა და უკეთ  ემსახურება პაციენ ტის ინტერესებს. ინგლისსა  და უელსში მიმართვა კეთდება დაცვის  სასამართლოში, რომელმაც შეიძლება   გადაწყვი ტოს ქონების განმკარგავი პირის დანიშვნა. ეს პროცედურა უფრო ასაკოვან ადამიანებს ეხებათ. ქონების განმკარგავი პირის დანიშვნის საკითხი განსაკუთრებულ პასუხისმგე ბლობას აკისრებს  ფსიქიატრს. თუ  ჰოსპიტალიზაციის პე რიოდში პაციენტს აქვს უნარი მართოს  თავისი საკუთრე ბა, მაგრამ  მოგვიანებით კარგავს  მას  ინტელექტუალური ფუნქციების  გაუარესების   გამო, ექიმის  ვალდებულებაა, შეატყობინოს ნათესავებს მის საკუთრებასთან  დაკავშირე ბული რისკის შესახებ.  თუ  ნათესავები არაფერს მოიმოქ მედებენ, მაშინ ექიმი ვალდებულია, გააკეთოს მიმართვა დაცვის სასამართლოში. ექიმს შეიძლება  არ ჰქონდეს სა სამრთლოსთვის მიმართვის  სურვილი, მაგრამ  ყველა შემ დგომი ქმედება უკვე სასამართლოს პასუხისმგებლობაა და არა ექიმის. საოჯახო სამართლის ასპექტები        საქორწინო კონტრაქტი მიიჩნევა არავალიდურად, თუ ქორ წინების დროს ერთერთ მხარეს ჰქონდა ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ არ ესმოდა კონტრაქტის არსი. თუ  ასეთი ხარისხის ფსიქიკური აშლილობის დადასტურება შესაძლე ბელია, ქორწინება შეიძლება  ბათილად გამოცხადდეს გან ქორწინების სასამართლოს მიერ. თუ წყვილიდან ერთერთი პირი საღ გონებაზე არ არის და მისი განკურნება შეუძლე ბელია,  ქორწინების შემდეგ  ეს შეიძლება  განქორწინების საფუძვლად  ჩაითვალოს და  ფსიქიატრს შეიძლება  პროგ ნოზის გაკეთება მოსთხოვონ. ფსიქიატრს, ასევე, შეიძლება სთხოვონ  აზრის გამოთქმა იმის თაობაზე, თუ  რამდენად ქმედუნარიანია მშობელი ან მეურვე  იმისათვის, რომ სათა ნადოდ  მოუაროს  ბავშვს. სამოქალაქო სამართლის ნორმების დარღვევა და ხელშეკრულებები        სამოქალაქო სამართლის ნორმების დარღვევისას პიროვნე ბას ეკისრება  სამოქალაქო  სამართლით და  არა  სისხლის სამართლით  გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა.    ამ ტიპის სამართალდარღვევებია გულგრილობა, დისკრედიტ აცია,  ცილისწამება, გადაცდენა და სხვისთვის ზიანის მიყ ენება. თუ  ამ  სახის დანაშაული ჩადენილია საღ გონებაზე არმყოფი ადამიანის მიერ, მაშინ სასამართლოს მიერ დაწე სებული სასჯელი, როგორც წესი, ნომინალური ხასიათისაა.  ამ კონტექსტში არასაღ გონებაზე ყოფნის განსაზღვრა შეზღუდულია და, სასურველია, ფსიქიატრმა ამ  საკითხზე კონსულტაცია იურისტისგან  მიიღოს. თუ  ადამიანი ხელს აწერს ხელშეკრულებას და მას, შემ დგომში, უვითარდება ფსიქიკური  აშლილობა, მაშინ  კონ ტრაქტის დაცვა სავალდებულოა. თუ  ადამიანი არასაღ გონებაზეა კონტრაქტის  შედგენისას,  მაშინ, ინგლისის კანონის  მიხედვით,   ერთმანეთისგან იმიჯნება   ცხოვრები სეული საჭიროებები და ის,  რაც აუცილებელ საჭიროე ბას არ წარმოადგენს. საჭიროებებია  საქონელი (ან  მომსახურება), რომელიც მოცემული ადამიანის ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში მისი  რეალური მოთხოვნების შეს აბამისია . ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ამ განსაზ ღვრების მიხედვით,  მოცემული საქონელი და მომსახურება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, თუ  არა. საჭიროე ბებთან დაკავშირებული კონტრაქტის  დაცვა  ყოველთვის აუცილებელია. როდესაც არასაღ გონებაზე მყოფი პირი კონტრაქტს ად გენს ისეთ   საქონელსა   და  მომსახურებასთან  დაკავშირე ბით,  რომელიც აუცილებელ საჭიროებას არ  წარმოადგენს, კონტრაქტის დაცვა აუცილებელია, თუ  არ არის ნაჩვენები, რომ  მოცემულ  პიროვნებას  კონტრაქტის შედგენისას არ ესმოდა, რას  აკეთებდა და, თუ  მეორე პირმა იცოდა  მისი ქმედუუნარობის  შესახებ. პიროვნული ზიანი        ფსიქიატრებს შეიძლება  სთხოვონ,  წარმოადგინონ წერი ლობითი ანგარიში  პაციენტების მიერ  წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით,  რომლებიც  პოსტტრავმუ ლი სტრესული  აშლილობის ან   უბედური  შემთხვევების ფსიქოლოგიური შედეგების კომპენსაციას ეხება (იხ.  გვ.). ეს ანგარიშები უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ იუ რიდიულ პროცედურებს და უნდა მოიცავდეს შემდეგ კომ პონენტებს: (ა) ინფორმაციის წყარო, (ბ) ტრავმის ისტორია, (გ) ფსიქიატრიული და სოციალური ისტორია, (დ) უბედური შემთხვევის შემდგომი მიმდინარეობა. ანგარიშებში დეტა ლურად უნდა იყოს შეფასებული მნიშვნელობა და კავშირი ტრავმასა და ყველა შემდგომ სიმპტომსა და უნარშეზ ღუდულობას შორის. ავტომანქანის მართვის უფლება        ეს საკითხი შეიძლება დაისვას ბევრი ფსიქიკური აშლილობის დროს. მანქანის სახიფათოდ მართვა შეიძლება  გამოწვეუ ლი იყოს სუიციდური  მიდრეკილებით ან მანიაკალური აგ ზნებით.  მანქანის პანიკური ან აგრესიული მართვა შეიძლე ბა განპირობებული იყოს დევნის  ბოდვით; გაუბედავი  ან არააკურატული მართვა შეიძლება დემენციის შედეგი იყოს. მანქანის  მართვის  დროს კონცენტრაცია შეიძლება  დაირ ღვეს  შფოთვითი ან   დეპრესიული  აშლილობების დროს. ის,  თუ  რამდენად უსაფრთხოა  პიროვნებისთვის მანქანის მართვა, ასევე აქტუალური ხდება ფსიქოტროპული პრეპა რატების მიღებისას, რომლებსაც ახასიათებთ სედაციური ან სხვა გვერდითი მოვლენები  (მაგ., ტრანკვილიზატორების ან ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიღება). ექიმები  უნდა   იცნობდნენ    და   იცავდნენ   ავტომობილის მართვის   უფლების  ადგილობრივ იურიდიულ სტან დარტებს. ეს სტანდარტები განსხვავდება იმ შედარებით მკაცრი  მოთხოვნებისგან, რომლებსაც მსუბუქი ავტომან ქანის და  დიდი სატვირთო მანქანების  მძღოლებს  უყენე ბენ. ბრიტანეთის მართვის  მოწმობის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, შეატყობინოს მართვისა და სატრანსპორტო ლიცენზირების სააგენტოს (Driving and Vehicle Licening Agency   DVLA), თუ  აქვს რაიმე  დაავადება, რომელმაც შეიძლება  გავლენა  იქონიოს მისი, როგორც მძღოლის, უსაფრთხოებაზე. ექიმებმა უნდა გააცნობიერებინონ პაცი ენტებს  მათი მდგომარეობა და  უნდა  უზრუნველყონ ის, რომ  პაციენტებს ესმოდეთ, თუ  რამდენად მნიშვნელოვა ნია ამ  ფაქტის განცხადება. მართვის  საკითხის გადაწყვე ტისას ექიმი უნდა  დაფიქრდეს იმაზე, შესაძლებელია თუ არა პაციენტის მდგომარეობამ  ან მისმა მკურნალობამ გამოიწვიოს  თვითკონტროლის დაკარგვა,   აღქმის გაუა რესება, კონცენტრაციის დაქვეითება, ან იმ მოტორულ ფუნქციებზე ზემოქმედება, რომლებიც მანქანის მართვაში იღებენ მონაწილეობას. თუ  ამომწურავი დისკუსიის შემდეგ ასეთი  მდგომარეობის მქონე  პაციენტი მაინც აგრძელებს ავტომანქანის მართვას, ბრიტანეთში მომუშავე  ექიმმა სათანადო სამედიცინო  ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სატრანსპორტო ლიცენზირების სააგენტოს  მრჩეველს  მედი ცინის საკითხებში. ← სარჩევი …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 11:06am on თებერვალი 14, 2014
თემა: გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - ღვთაებრივი კლავდიუსი
ვა ცოლად და სამ თვეში გააჩინა კიდეც კლავდიუსი, - ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ბავშვი ჩაისახა ლივიასა და მის მამინაცვალს შორის არსებული, გაუმართლებელი კავშირით. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მაშინვე გაჩნდა ლექსი: სამ თვეში აჩენს, ვისაც უმართლებს. ეს დრუზუსი კვესტორისა და პრეტორის თანამდებობით მხედართმთავარი იყო რეტიას და მერე გერმანიის ომებში; რომაელი სარდლებიდან პირველმა განახორციელა ცურვა ჩრდილოეთის ოკეანეში, და რაინს იქით ახალი არხები გაჭრა ხომალდებისთვის - უშველებელი ნაგებობა, აქამდე რომ მის სახელს ატარებს. მტერი მრავალ ბრძოლაში დაამარცხა, შორეულ და მიყრუებულ ალაგებამდე სდია და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა დევნა, როცა ბარბაროსი ქალის აჩრდილი გამოეცხადა, ჩვეულებრივ ადამიანზე ცოტა მაღალი იყო და კარგად გამართული ლათინურით აუკრძალა თავისი გამარჯვების ასე შორს წამოღება. თავისი გმირობებისთვის მიენიჭა ოვაცია და ტრიუმფალური რეგალიები. ხოლო პრეტურის შემდეგ მაშინვე მიიღო კონსულობა და ომიც განაახლა; მაგრამ აქ გარდაიცვლა ავადმყოფობით ზაფხულის ბანაკში, რომელსაც მას შემდეგ „წყეული“ ეწოდება. მისი გვამი რომში მოჰქონდათ მუნიციპიების და კოლონიების უცნობილეს მოქალაქეებს, მერე იმათგან გვამი მიიღეს შესახვედრად გამოსულმა მწერლებმა და დაკრძალეს მარსის მინდორზე. ჯარმა მის საპატივცემოდ ყორღანი დადგა, რომლის გარშემო ყოველ წელიწადს ჯარიკაცები აწყობდნენ დასაკრძალავ რბენებს, და რომლის წინაშეც გალების თემები აწყობდნენ სახალხო ლოცვებს; ხოლო სენატმა, სხვა მრავალ პატივთან ერთად, დაადგინა, რომ აპიანეს გზაზე აღმართულიყო მარმარილოს თაღი ტროფეებით და, თავადაც და მის შთამომავლებსაც მინიჭებოდათ სახელი „გერმანიკუსი“. ამბობენ, რომ თანაბრად უყვარდა სამხედრო დიდებაც და სამოქალაქო თავისუფლებაც; მტერზე არაერთი გამარჯვებისას სახელოვან ალაფს მოიპოვებდა უდიდეს საფრთხეში თავის ჩაგდებით გერმანელი ბელადების დევნისას ბრძოლის ველის გადაღმა, მიყრუებულ ადგილებში, და ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა თავის ჩანაფიქრზე, აღედგინა წინანდელი სახელმწიფო წყობა. ამიტომ იყო, როგორც მე მგონია, და ზოგიერთიც ამას ადასტურებს, თითქოს ავგუსტუსმა ეჭვი მიიტანა და პროვინციიდან უკან დაბრუნება უბრძანა და რაკი ამას აყოვნებდა, მოწამლა. მაგრამ ამ ჭორს მე ვახსენებ მხოლოდ იმიტომ, რომ რამე არ გამომრჩეს და არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტად და მართებულად ვთვლი; ავგუსტუსს სიცოცხლეში ისე უყვარდა დრუზუსი, რომ ყოველთვის ნიშნავდა შვილების თანამემკვიდრედ, რაზედაც ერთხელ სენატშიც განაცხადა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ხალხის წინაშე ღმერთებს ევედრებოდა, რომ ახალგაზრდა კეისრები სულ მისი მსგავსები ყოფილიყვნენ, და თავადაც ისე ღირსეულად მომკვდარიყო, როგორც დრუზუსი. და არც ამ ქებით დაკმაყოფილდა, მისი საფლავი თავისი თხზულებიდან ამორჩეული სტრიქონებით შეამკო, ხოლო მის ცხოვრებაზე პროზად დაწერა მოგონებები. ანტონია უმცროსისგან ბევრი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ სამმა იცოცხლა იმაზე მეტხანს: გერმანიკუსმა, ლივილამ და კლავდიუსმა. კლავდიუსი დაიბადა იულუს ანტონიუსის და ფაბიუს აფრიკანუსის კონსულობისას, აგვისტოს კალენდებში, ლუგდუნუმში, სწორედ იმ დღეს, როცა იქ ავგუსტუსის სამხსვერპლო აკურთხეს. დაარქვეს ტიბერიუს კლავდიუს დრუზუსი; მოგვიანებით, როცა მისი უფროსი ძმა იულიუსების ოჯახმა იშვილა, მიიღო მეტსახელი „გერმანიკუსი“. ყრმობისას მამა დაკარგა. პატარაობაში და ახალგაზრდობაში გრძელი და გაწელილი ავადმყოფობებით იტანჯებოდა, რომლებისგანაც ისე დასუსტდა გონებით და სხეულით, რომ სრულწლოვანობისას ვერც საზოგადოებრივი და ვერც კერძო საქმეების გამკეთებლად ჩაითვლებოდა. იმის შემდეგაც კი, რაც მეურვეობიდან გამოვიდა, კიდევ დიდხანს რჩებოდა სხვის ძალაუფლებაში და ბიძამისის ზედამხედველობაში. და მერე ჩიოდა ერთ წიგნში, რომ ბიძის სახით საგანგებოდ მიუჩინეს ბარბაროსი, ყოფილი მეჯინიბე, რათა სასტიკად დაესაჯა ხოლმე ნებისმიერი მიზეზით. ჯანმრთელობის მიზეზითვე გლადიატორების თამაშებზე, რომელსაც ძმასთან ერთად მართავდა მამის სახსოვრად, გამრიგის ადგილას ქუდით იჯდა, რაც არასოდეს მომხდარა; ხოლო სრულწლოვანების დღეს კაპიტოლიუმზე ტახტრევანით აიყვანეს, შუაღამისას, და თანაც ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე. მართალია, რომ კეთილშობილ ხელოვნებებში ახალგაზრდობიდან ამჟღავნებდა დიდ გულმოდგინებას და არაერთხელ გამოუცია თავისი ცდები ამა თუ იმ დარგში, მაგრამ ამით ვერც პატივიცემა მოიპოვა და ვერ იმედი თავის უკეთეს მომავალზე. დედამისი ანტონია ამბობდა, რომ მახინჯია ადამიანებს შორის, ბუნებამ დაიწყო და აღარ დააბოლოვა, და ვინმეს გონებაჩლუნგობის გამოხატვა რომ უნდოდა, ამბობდა: „ჩემს კლავდიუსზე უფრო ყეყეჩია“. ბებიამისი ავგუსტა უღრმესი სიძულვილით ექცეოდა, იშვიათად ელაპარაკებოდა, შენიშვნებსაც წერილობით აძლევდა, მოკლედ და მკვეთრად, ანდა მონის პირით. მისმა დამ, ლივილამ რომ გაიგო, კლავდიუსი კეისარი უნდა გამხდარიყო, ხმამაღლა და ყველას გასაგონად წყევლიდა რომაელი ხალხის ამ ბედკრულ და საშინელ ხვედრს. ხოლო რა კარგსა თუ ცუდს პოულობდა მის ხასიათში ავგუსტუსი, მისი შვილად ამყვანი ძია, ამაზე სიცხადისათვის ნაწყვეტებს დავიმოწმებ იმისი წერილებიდან. „შენი თხოვნით, ძვირფასო ლივია, მე ველაპარაკე ტიბერიუსს იმის თაობაზე, რა ვუყოთ შენს შვილიშვილ ტიბერიუსს მარსის თამაშებზე. და ორივე შევთანხმდით, რომ საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ დავადგინოთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდეს მის მიმართ. თუ ის, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ადამიანია და ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, რატომ ნაბიჯ-ნაბიჯ არ უნდა გამოიაროს იგივე გზა, რაც მისმა ძმამ? თუკი ჩვენ ვგრძნობთ, რომ დაშავებულია სხეულითაც და სულითაც, მაშინ არც იმაზე და არც ჩვენზე დაცინვის საბაბი არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები არიან ამგვარ საგნებზე ქირქილსა და დამუნათებას. ჩვენ მოგვიწევს მუდმივი თავის მტვრევა, თუკი ვიფიქრებთ მის თითოეულ ნაბიჯზე ცალ-ცალკე და წინდაწინვე არ გადავწყვეტთ, დავუშვათ თანამდებობებზე თუ არა. მოცემულ შემთხვევაში, - შენს შეკითხვას ვპასუხობ, - მე წინააღმდეგი არა ვარ, რომ მარსის თამაშებზე ქურუმების გამასპინძლება მოაწყოს, ოღონდ, თუკი დაგვეთანხმება, ყური დაუგდოს სილვანუსის შვილს, თავის ნათესავს, რათა არაფრით მიიქციოს ყურადღება და დაცინვები არ გამოიწვიოს. მაგრამ რად უნდა დოღების ცქერა წმინდა ლოჟიდან - ყველაზე წინ რომ იჯდება, ყველას ყურადღებას მიიქცევს. არც ალბანეთის გორაკზე წასვლა არგია, და, საერთოდ, არც რომში დარჩენა ლათინურ თამაშებზე, - თუკი ძმის გაყოლა შეუძლია გორაკზე, მაშინ რომის პრეფექტიც რატომ არ უნდა იყოს? აი, ჩემი აზრი, ძვირფასო ლივია. ჩვენ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა გამუდმებით არ ვკანკალებდეთ იმედსა და შიშს შუა. თუ გსურს, წერილის ეს ნაწილი, შეგიძლია, ჩვენს ანტონიას წაუკითხო“. და სხვა წერილში:  „ახალგაზრდა ტიბერიუსს, ვიდრე შენ არ იქნები, ყოველ დღე დავუძახებ სადილად, რათა მარტომ არ ისადილოს იმ თავის სულპიციუსთან და ათენოდორუსთან. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, უფრო მეტი სიფხიზლით და გაცილებით ნაკლები სიმსუბუქით ამოერჩია ვინმე, ვისაც მოძრაობებში, დამოკიდებულებეში და სიარულში მიბაძავდა. არ უმართლებს ამ საწყალს; სადამდეც ჭკუა გაუწვდება, მისი ხასიათის კეთილშობილება საკმაოდ ცხადია...“და მესამე წერილში:  „ეშმაკმაც წამიღოს, ძვირფასო ლივია, თუ გაკვირვებული არ ვიყო, რომ შენი შვილიშვილის, ტიბერიუსის დეკლამაცია მომეწონა. ვერაფრით გამიგია, წაკითხვისას როგორ შეძლო, რომ ყველაფერი ეთქვა, რაც საჭირო იყო და ასე აზრიანად, როცა, ჩვეულებრივ, უაზროდ ლაპარაკობს ხოლმე“.  ამ ყველაფრის მერე ავგუსტუსის გადაწყვეტილებაში დაეჭვება აღარ მოგვიწევს. სწორედ მან ჩამოაშორა ყველა თანამდებობას, ავგურობის გარდა; და მემკვიდრედაც მხოლოდ მესამე რიგი დაუთმო, სულ გარეშე ხალხში, და მხოლოდ მეექვსედი ნაწილი; ხოლო ქონება, რომელიც დაუტოვა, რვაასი ათას სესტერცზე მეტი არ იყო. ხოლო ტიბერიუსმა, ბიძამისმა, თანამდებობაზე მისი თხოვნის პასუხად, მხოლოდ კონსულის ღისების ნიშნები მისცა; და როცა გაჯიუტდა, ნამდვილ თანამდებობას მოითხოვდა, ტიბერიუსმა მოკლედ მისწერა, რომ სატურნალიებისთვის და სიგილარიებისთვის უკვე გაუგზავნა ორმოცი ოქრო. მხოლოდ მაშინღა დაეხსნა დაწინაურებაზე ყოველგვარ იმედს და ყველა საქმეს თავი დაანება, ხან ქალაქგარეთა სახლის ბაღებში იმალებოდა, ხანაც კამპანიის ვილაში; და ასე ცხოვრობდა ყველაზე მდაბიო ხალხის საზოგადოებაში და თავისი ყეყეჩობის სირცხვილს მოთამაშის და ლოთის სახელით უფრო აღრმავებდა თუმცა, ამის მიუხედავად, არც ადამიანები ეუბნეოდნენ უარს ყურადღების ნიშნებზე და არც სახელმწიფო - პატივისცემაზე. მხედართა ფენამ ორჯერ აირჩია კონსულებთან ელჩობის მეთაურად. ერთხელ, როცა ითხოვდნენ, ავგუსტუსის ცხედარი თავიანთი მხრებით წაეღოთ რომში; და მეორედ, - სეიანუსის დამხობის მილოცვა რომ მიჰქონდათ; ხოლო როცა თეატრში შედიოდა, მხედრები ფეხზე დგებოდნენ და ქუდებს უხდიდნენ. ხოლო სენატმა, თავის მხრივ, უანგარიშოდ მიათვალა კენჭისყრით არჩეულ ავგუსტუსის ქურუმებს, მერე კი დაადგინა, სახელმწიფოს ხარჯზე აღედგინათ ხანძრისას დამწვარი მისი სახლი; და მისცეს უფლება, კონსულარების რიცხვში მიეცა ხმა. სხვათა შორის, ტიბერიუსმა შეცვალა ბოლო დადგენილება, კლავდიუსის სისუსტის მომიზეზებით და დაპირდა, ზარალი აენაზღაურებინა საკუთარი ანგარიშიდან. და მაინც, როცა ტიბერიუსი მოკვდა, მესამე რიგის მემკვიდრედ დანიშნა და მესამედი ნაწილისა, თუმცა მემკვიდრეობად მისცა დაახლოებით ორი მილიონი სესტერცი და, ამას გარდა, თავისი ნათესავების ჩამოთვლისას, რეკომენდაცია გაუწია ჯარებთანაც, სენატთანაც და რომაელ ხალხთანაც. მხოლოდ გაიუსის, მისი ნათესავის მმართველობისას, როცა ის ხელისუფლებაში მოსვლისას ყველანაირად ცდილობდა კარგი სახელი მოეპოვებინა, დაუშვეს მაღალ თანამდებობებზე და ორი თვე ინაწილებდა მასთან ერთად კონსულობას; და ისე მოხდა, რომ როცა პირველად გამოვიდა ფორუმზე კონსულის ფასკებით, მარჯვენა მხარზე მახლობლად მოტრიალე არწივი დააჯდა. მეორე კონსულობაც დაუნიშნეს, კენჭისყრით, სამი წლის შემდეგ. რამდენჯერმე შეცვალა გაიუსი, სანახაობებს განაგებდა და ხალხი ესალმებოდა შეძახილით: „გაუმარჯოს იმპერატორის ძიას!“ და „გაუმარჯოს გერმანიკუსის ძმას!“ მაგრამ ესეც ვერ იცავდა შეურაცხყოფისგან. თუკი დანიშნულ საათზე ვერ მივიდოდა სადილზე, ადგილს მაშინვე ვერ პოულობდა, სანამ მთელ პალატას არ მოივლიდა. ხოლო როცა უკვე ნაჭამი, თვლემას დაიწყებდა, - ეს კი ხშირად მოსდიოდა, - მაშინ ვიღაც ტაკიმასხარები ფინიკის და ზეთისხილის კურკებს ესროდნენ; სხვა დროს, ვითომდა ხუმრობით, შოლტებით ანდა წკეპლებით აღვიძებდნენ; სანამ ხვრინავდა, ხელებზე სანდლებს აცმევდნენ, რომ უცაბედად გაღვიძებულს, იმ სანდლებით გაეწმინდა სახე - ამის გაკეთებაც უყვარდათ. ვერც ნამდვილ საფრთხეებს აუარა გვერდი. უპირველეს ყოვლისა, თავისი კონსულობისას კინაღამ დაკარგა თანამდებობა იმის გამო, რომ საკმაოდ სწრაფად ვერ ბრძანა, მოემზადებინათ და დაედგათ კეისრის ძმების, ნერონის და დრუზუსის ქანდაკებები. მერე მოსვენებას არ აძლევდნენ სხვადასხვა დასმენები, თან მარტო უცხოებისგან კი არა, საკუთარი მონებისგანაც. ხოლო როცა გერმანიკუსის შეთქმულების გახსნის მერე, სხვა გაგზავნილებთან ერთად გერმანიაში წავიდა, რათა იმპერატორისთვის მიელოცა, კინაღამ მოკვდა, - გაიუსი ისე ძალიან გაბრაზდა და გამძვინვარდა, სულ ცოფებს ჰყრიდა, რაკი საგანგებოდ გაუგზავნეს თავისი ბიძა, თითქოს პატარა ბიჭის სამეურვეოდ; და ზოგიერთი იმასაც აცხადებს, რომ თავისი სამგზავრო ტანსაცმლიანად კლავდიუსი მდინარეში გადააგდესო. და მას შემდეგ სენატში ყოველთვის ბოლოს აძლევდა ხმას კონსულარებიდან, რადგან დამცირების ნიშნად ყველაზე ბოლოს ეკითხებოდნენ. ერთი ისეთი ანდერძიც მიიღეს გაყალბებაზე საჩივრით, რომელზეც მისი ხელმოწერაც იყო. ბოლოს, იძულებული გახადეს, რვა მილიონი სესტერცი გადაეხადა ქურუმის ახალ თანამდებობაში, და ამან ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ სახელმწიფო ხაზინას ვალს ვეღარ უბრუნებდა და პრეფექტების ბრძანებულებით, მისი ქონება შეთავაზებული იყო გასაყიდად, ულაპარაკოდ, თანახმად გადასახადებზე კანონისა. ასეთ და მსგავს გარემოებებში გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი და უცებ, ჭეშმარიტად, გასაკვირი შემთხვევის წყალობით იმპერატორის ხელისუფლებას მიაღწია. როცა გაიუსზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ, შეთქმულებმა მას ბრბო მოსწყვიტეს, თითქოს იმპერატორს მარტო დარჩენა უნდოდა და კლავდიუსიც სხვებთან ერთად შევიდა ოთახში, რომელსაც ჰერმესისა ერქვა; იქიდან, როგორც კი მკვლელობაზე შემოესმა, დაზაფრული გამოვარდა მეზობელ მზის გალერეაში და კართან ჩამოკიდებული ფარდების მიღმა დაიმალა. რომელიღაც ჯარისკაცმა, ახლოს რომ ჩაურბინა, მისი ფეხები დაინახა, მობრუნდა შესამოწმებლად, ვინ იმალებოდა ფარდის მიღმა, გამოათრია და იცნო კიდეც, და როცა გულგახეთქილი კლავდიუსი ფეხებში ჩაუვარდა, ჯარისკაცი მიესალმა როგორც იმპერატორს და თავის ამხანაგებთან მიიყვანა, რომლებმაც აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და უმიზნოდ შფოთავდნენ. ჯარისკაცებმა ტახტრევანზე დასვეს კლავდიუსი და რაკი მეტახტრევნეები გაიქცნენ, თავად, ერთიმეორის ჩანაცვლებით მიიყვანეს შიშისაგან აკნკალებული თავიანთ ბანაკში, ხოლო გზად შემხვედრი ბრბო იბრალებდა, თითქოს ეს უდანაშაულოდ მიჰყავდათ დასასჯელად.  ღამე ბანაკის მიწაყრილს გადაღმა გაატარა, დაცვით გარშემორტყმულმა, თავის სიცოცხლეზე დამშვიდებულმა, მაგრამ მომავლით შეწუხებულმა. კონსულებმა, სენატმა და ქალაქის კოჰორტებმა ფორუმი და კაპიტოლიუმი დაიკავეს მტკიცე გადაწყვეტილებით, გამოეცხადებინათ საყოველთაო თავისუფლება. ისიც მიიპატიჟეს სახალხო ტრიბუნების პირით კურიაში, რათა საბჭოში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ უპასუხა, რომ აკავებს ძალა და იძულება. თუმცა მეორე დღეს, როცა უკვე უთანხმოებით გადაღლილი სენატი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას აყოვნებდა, გარშემო კი ბრბო შეკრებილიყო და ერთ ხელისუფალს მოითხოვდა და უკვე გაიძახოდა მის სახელსაც, - მაშინ შეიარაღებულ შეკრებაზე მეომრებისგან მიიღო ფიცი და თითოეულს თხუთმეტი ათას სესტერცს დაჰპირდა - პირველი კეისრებს შორის, ვინც ჯარის ერთგულება ფულით იყიდა. ძალაუფლებაში რომ განმტკიცდა, სხვა ყველაფერზე უწინ იზრუნა მეხსიერებიდან ამოეშალა ის ორი დღე, როცა სახელმწიფო მოწყობის სიმტკიცეში ეჭვი ეპარებოდათ. ამიტომ, დაადგინა, რომ ის ყველაფერი, რაც ითქვა და გაკეთდა ამ დროში, ნაპატიები და დავიწყებული ყოფილიყო; და ეს დადგენილება შეასრულა, სიკვდილით დაისაჯა რამდენიმე ტრიბუნი და ცენტურიონი გაიუსის წინააღმდეგ შეთქმულებიდან - როგორც მაგალითისათვის, ასევე იმიტომაც, რომ ისინი, როგორც გაირკვა, მის მოკვლასაც ითხოვდნენ. შემდეგ პატივისცემის ვალი დაუბრუნა ნათესავებს. ავგუსტუსის სახელი შეიქმნა მისთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე საყვარელი დასაფიცარი. თავის ბებია ლივიას ღვთიური პატივი არგუნა და ეტლი საცირკო პროცესიაში, რომელშიც შებმული იყო ოთხი სპილო, როგორც ავგუსტისათვის. მშობლებს დაუნიშნა საყოველთაო მოსახსენიებელი მსხვერპლი და დამატებით დედისათვის - ეტლი ცირკში და სახელი ავგუსტასი, სიცოცხლისას მისგან უარყოფილი. ძმის ხსოვნას პატივს მიაგებდა ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, ხოლო ნეაპოლის შეჯიბრებებზე მის პატივსაცემად ბერძნული კომედია დადგა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავადვე დააჯილდოვა ძმის მაგივრად გვირგვინით. მარკუს ანტონიუსსაც არ აუარა გვერდი პატივისცემის და აღიარების გარეშე; ერთხელ, ედიქტში მოიხსენია, რომ მამამის დრუზუსის დაბადების დღე კიდევ იმიტომაც უნდა აღნიშნოს ზეიმით, რომ ეს დღე პაპამის ანტონიუსის დაბადების დღეც არის. ტიბერიუსს მიუძღვნა მარმარილოს არკა პომპეუსის თეატრის მახლობლად, რომლის აგებაც ერთხელ დაადგინა სენატმა, მაგრამ არ ააშენა. და თუმცა გაიუსის ყველა დადგენილება გააუქმა, მაინც აკრძალა ზეიმად გამოეცხადებინათ კალიგულას სიკვდილის და თავისი ხელისუფლებაში მოსვლის დღე. თავად ამ ზეასვლაში მოკრძალებულად ეჭირა თავი, უბრალო მოქალაქესავით. იმპერატორის სახელი უარყო, უზომო პატივისცემაზე უარი თქვა, ქალიშვილის ნიშნობა და შვილიშვილის დაბადება წესებით იზეიმა, უხმაუროდ, ოჯახურ წრეში. არც ერთი გადასახლებული არ დაუბრუნებია სენატის თანხმობის გარეშე. იმის შესახებ, რომ მისთვის სასარგებლო იყო, კურიაში შეეყვანა პრეტორიელების პრეფექტები ანდა ჯარის ტრიბუნები, და რომ დამტკიცებულიყო მისი პროკურატორების სასამართლო გადაწყვეტილება, - მოწყალებასავით ითხოვდა. საკუთარ სამფლობელოში ბაზრის გასახსნელად ნებართვას კონსულებს სთხოვდა. თანამდებობის პირების გვერდით სასამართლოებზე უბრალო მრჩევლად იჯდა; იმათ მოწყობილ სანახაობებზე მთელ ბრბოსთან ერთად დგებოდა და ტაშის დაკვრით და შეძახილით ესალმებოდა. როცა ერთხელ სახალხო ტრიბუნები მივიდნენ მასთან, ბოდიში მოუხადა, სივიწროვის გამო რომ ვერ დასხამდა და ისე ვერ მოუსმენდა. ამ ყველაფრით მოკლე დროში მოიპოვა ხალხის დიდი სიყვარული და ერთგულება. როცა ოსტიაში მისი მოგზაურობის დროს გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს ჩასაფრებაში მოხვდა და მოკლეს, ხალხი შეძრწუნებული იყო და საშინლად სწყევლიდა მეომრებსაც, თითქოს როგორც მოღალატეებს, და სენატორებსაც, თითქოს როგორც მამისკვლელებს; ვიდრე, ბოლოს, მაგისტრატებმა ტრიბუნაზე არ გამოიყვანეს ჯერ ერთი მაცნე, მერე - მეორე, შემდეგ - ბევრიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კლავდიუსი ცოცხალია, არაფერი მოსვლია და უკვე უახლოვდება რომს. ამის მიუხედავად, თავდასხმების სრულად არიდება მაინც ვერ შეძლო. ემუქრებოდნენ ცალკეული ბოროტმოქმედებიც, შეთქმულებებიც, სამოქალაქო ომიც. ერთი კაცი პლებეებიდან მის საძინებელთან შუაღამისას დაიჭირეს ხანჯლით ხელში, ორი კიდევ მხედრების ფენიდან - ქუჩაში, ერთს ხანჯალი ჰქონდა ჯოხში, მეორეს - სანადირო დანა; პირველი თეატრის გამოსასვლელთან ელოდა, მეორეს მსხვერპლისშეწირვის დროს უნდოდა თავდასხმა მარისის ტაძრის წინ. ორატორების - პოლიონისა და მესალას შვილიშვილებმა, აზინიუს გალუსმა და სტატილიუს კორვინუსმა იმპერატორის გააზატებულთა და მონების მეტიწილი მონაწილეობით დაგეგმეს შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. სამოქალაქო ომს იწყებდა ფურიუს კამილუს სკრიბონიანუსი, დალმატიის ლეგატი, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ ლეგიონერებმა მოკლეს, რომლებიც რაღაც სასწაულმა აიძულა, მოენანიებინათ ფიცის დარღვევა - ან შემთხვევით, ანდა ღვთაებრივი ნებით, როცა ნაბრძანები იყო, გამოსულიყვნენ ახალი იმპერატორის დასახმარებლად, ვერაფრით შეძლეს ვერც თავიანთი არწივების დაგვირგვინება, ვერც მიწიდან ამოძრობა და ვერც თავიანთი ნიშნების ადგილიდან დაძვრა. თუ წინებს არ ჩავთვლით, კონსულად ოთხჯერ იყო, ჯერ ორი წელი ზედიზედ და მერე ყოველ ოთხ წელიწადში; ბოლოს - ნახევარი წლის განმავლობაში, დანარჩენში - ორ-ორი თვით, თანაც მესამედ სცვლიდა ამ თანამდებობაზე გარდაცვლილ წინამორბედს, რაც ადრე არც ერთ მმართველს არ უქნია. სასამართლოს კონსულობისასა და კონსულობის გარეშეც დიდი გულმოდგინებით მართავდა, ოჯახური ზეიმების დღეებშიც კი, ზოგჯერ კი ძველ დღესასწაულებზეც და აკრძალულ დღეებშიც. კანონს ძირისძირობამდე არ მიჰყვებოდა ყოველთვის და ხშირად საქმიდან შთაბეჭდილების მიხედვით აწონასწორებდა იმათ სიმკაცრეს და აჩქარებულობას მოწყალედ და სამართლიანად. თუკი ვინმე სამოქალაქო სასამართლოში წააგებდა საქმეს მეტისმეტი მოთხოვნების გამო, იმათ საშუალებას აძლევდა, ხელახლა შეეტანათ საჩივარი; თუ ვინმე უმძიმეს დანაშაულში იყო გამოაშკარავებული, იმათ, - კანონიერი სასჯელის გადაჭარბებით, - გარეულ მხეცებში ჩააგდებინებდა ხოლმე. როცა თავად არჩევდა და გადაწყვეტილებებს ღებულობდა საქმეებზე, საკვირველი არათანაბრობით ირჯებოდა, - ხან წინდახედულად და გონივრულად მოიქცეოდა, ხან განუსჯელად და ნაჩქარევად, ზოგჯერ კი უგუნურებამდე სულელურად. მოსამართლეების სიებს რომ ამოწმებდა, მოდავეობის მიდრეკილების გამო გაათავისუფლა კაცი, რომელსაც როგორც ოჯახის მამას, შეიძლებოდა, შვებულება მიეღო და ამაზე გაჩუმდა. სხვა მოსამართლეს, რომელიც მის წინაშე იყო ბრალდებული კერძო საქმეზე და ჩიოდა, რომ ეს საქმე საიმპერატორო კი არა, უბრალო სასამართლოს უნდა განეხილა, - უბრძანა იქვე, მის წინაშე დაეცვა თავი, რათა თავისი ქცევით საკუთარ საქმეში ეჩვენებინა, კარგად განსჯიდა თუ არა უცხო საქმეებს.        ერთი ქალი არ აღიარებდა თავის ბიჭს შვილად, მაგრამ ვერც ერთმა შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. კლავდიუსმა ქალს შესთავაზა, ცოლად გაჰყოლოდა იმ ახალგაზრდას და ამით გამოტეხა ის ქალი. როცა ერთი მხარე არ მოვიდოდა სასამართლოზე, უყოყმანოდ აცხადებდა იმათ წაგებულად, არ გაარჩევდა, არყოფნის მიზეზი საპატიო იყო თუ არა. ერთხელ ლაპარაკი იყო ანდერძის გადაკეთებაზე, ვიღაცამ იყვირა, რომ ამისათვის ხელები უნდა მოაჭრაო, იმან კიდევ მაშინვე უბრძანა, ჯალათი მოეყვანათ, ნაჯახითა და კუნძით. სხვა დროს ლაპარაკი იყო მოქალაქეობის უფლებაზე და დამცველებმა გააბეს უაზრო კამათი, მოპასუხე მანტიით უნდა გამოსულიყო თუ ტოგით; ხოლო იმან, თითქოს წახალისებულმა თავისი მიუმხრობლობით, მოპასუხეს უბრძანა, ტანსაცმელი გამოეცვალა ხოლმე იმის მიხედვით, ბრალმდებელი ლაპარაკობდა თუ დამცველი. ამბობენ, ერთ საქმეზე გამოაცხადა, და წერილობითაც კი: „მე მხარს ვუჭერ იმათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობდა“ ამ ყველაფრით ისე წაიხდინა პატივისცემა, რომ დაუფარავი დაცინვით ექცეოდნენ. ვიღაცამ ბოდიში მოუხადა, რომ გამოძახებაზე მოწმე არ ჩამოვიდა პროვინციიდან, დიდხანს ლაპარაკობდა, რომ არაფრით შეეძლო ჩამოსვლა, მაგრამ არ ამბობდა, რატომ არ შეეძლო; და მხოლოდ გრძელი გამოკითხვის შემდეგ წარმოთქვა: „საპატიო მიზეზი აქვს, - მოკვდა“. სხვამ, დიდი მონდომებით რომ ემადლიერებოდა, რაკი მოპასუხეს საშუალება მისცა, თავი დაეცვა, დასძინა: „სხვათა შორის, სულ ასე ხდება!“ მე მოხუცებისგან მსმენია, რომ თითქოს დავის მოყვარულები ისე ბოროტად სარგებლობდნენ მისი მოთმინებით, რომ როცა მოსამართლის სკამიდან ჩამოსვლა უნდოდა, მარტო უკან დაბრუნებას კი არ მოუწოდებდნენ, არამედ ტოგის განაკიდეზე ანდა ფეხებში ჩაჭიდებულები იჭერდნენ კიდეც. და ეს აღარც გვაოცებს, რადგან ვიღაცა ბერძენმაც კი სასამართლო პაექრობაზე დაუყვირა: „შენ კიდევ ბებერიც ხარ და სულელიც!“ ერთმა რომაელმა მხედარმა, როგორც ცნობილია, მტრების ლაპარაკზე უსაფუძვლოდ ბრალდებულმა ქალებთან შეუფერებელ მოქცევაში, დაინახა, რომ მის წინააღმდეგ მოწმეებად იძახებენ და მოჰყავთ ყველაზე ნაკლებად სასურველი, გონჯი ქალები, და კლავდიუსს თავს დაატყდა სისულელის და დაუნდობლობის გამო ლანძღვით და სახეში ისეთი ძალით ესროლა სტილოსი და დაფა, რომ ძალიან დაუშავა ლოყა. იყო ცენზორიც - თანამდებობა, რომელიც არავის დაუკავებია დიდხანს, პლანკუსის და პავლუსის ცენზორობის ხანიდან. აქაც გამოამჟღავნა მერყეობა და ცვალებადობა, როგორც განზრახვებში, ასევე საქციელებში. მხედრების დათვალიერების დროს გაუკიცხავად გაუშვა ერთი ახალგაზრდა, გარეული ყველა მანკიერებაში, რაკი მამამისი არწმუნებდა, რომ შვილით მეტისმეტად კმაყოფილია; „მაგას ჰყავს თავისი ცენზორი“, - ასე თქვა. მეორე ახალგაზრდას, ჩამოყალიბებულ მაცდურსა და გარყვნილს, ურჩია, თავის ნამოქმედარში უფრო თავშეკავებული, ანდა ფრთხილი მაინც ყოფილიყო: „რაში მაინტერესებს, ვინ არის შენი საყვარელი?“ - ასე დასძინა. მეგობრების თხოვნით ვიღაცის სახელის გასწვრივ შენიშვნა რომ წაშალა, თქვა: „დაე, კვალი მაინც დარჩეს“.გამოჩენილი მოღვაწე, პირველი მთელი საბერძნეთის პროვინციაში, მოსამართლეების სიიდან ამოშალა და რომის მოქალაქეობაც ჩამოართვა ლათინური ენის უცოდინარობისათვის, რადგან საკუთარ ცხოვრებაზე ანგარიშის ჩაბარების უფლებას მხოლოდ თავისი სიტყვების თქმით იძლეოდა, დამცველის დაუხმარებლად. გაკიცხვა ბევრს გამოუცხადა, ხანდახან მოულოდნელად და არარსებული მიზეზებით. ზოგიერთს იმაზე, რომ მისი შეტყობინების და ნებართვის გარეშე გაემგზავრნენ იტალიიდან; ერთს იმაზე, რომ მეფეს აცილებდა პროვინციაში, ამასთან ისიც მოაგონა, რომ წინაპართა ხანაში რაბირუის პოსტუმუსიც კი ბრალდებული იყო რომაელი ხალხის დიდებულების შეურაცხყოფაში იმისათვის, რომ ალექსანდრიაში მეფე პტოლემეოსს აცილებდა, რათა მისგან ვალი მიეღო.ცდილობდა კიდევ მეტი სასჯელი დაედო, მაგრამ გამოძიების დაუდევრობით და მისდა სასირცხვილოდ თითქმის ყველა ეჭვმიტანილი უდანაშაულო აღმოჩნდა, - ვისაც უცოლობაში, უშვილობაში, სიღარიბეში სდებდა ბრალს, მათ დაამტკიცეს, რომ ცოლიანებიც არიან, მამებიც და მდიდრებიც; ხოლო იმან, ვისზეც ამბობდა, რომ მახვილით აპირებდა თავის მოკვლას, ტანსაცმელი გაიძრო და აჩვენა სხეული ჭრილობების გარეშე. მისი ცენზორობა კიდევ იმითაც იყო შესანიშნავი, რომ მდიდრულ ნამუშევარ ვერცხლის ეტლზე, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი სიგილარიაში, ბრძანა, ეყიდათ და მის თვალწინ დაეჭრათ; იმითაც, რომ ერთსა და იმავე დღეს ოცი ედიქტი გამოსცა, მათ შორის ორი, რომელთაგან ერთით წინადადებას იძლეოდა, კუპრი უკეთესად მოევლოთ კასრებისთვის, უდანაკარგოდ რომ აეღოთ ყურძნის მოსავალი; მეორეში კი აცხადებდა, რომ გველის ნაკბენის სამკურნალოდ იმაზე უკეთესი წამალი არ არსებობს, ვიდრე ურთხელის წვენია. მხოლოდ ერთხელ და ისიც უმნიშვნელოდ ილაშქრა. სენატმა აჩუქა ტრიუმფალური რეგალიები, მაგრამ ისინი თავის ღისებაზე მცირედად ჩათვალა, უღირსად იმპერატორის დიდებულებისთვის და დაიწყო ნამდვილი ტრიუმფის მიზეზის ძებნა. თავისი არჩევანი ბრიტანეთზე შეაჩერა, რომლის ხელყოფა იულიუს კეისრის შემდეგ არავის გაუბედავს და რომელიც ამ დროს ღელავდა, რაკი რომაელებიდან თავის გამომქცევებს უკან ვერ ღებულობდა. იქითკენ ოსტიადან გაცურა, ჩრდილო-დასავლეთის გრიგალური ქარების გამო კინაღამ ორჯერ ჩაიძირა, - ერთხელ ლიგურიის ნაპირებთან, მეორედ - სტოიჰადის კუნძულების შორიახლოს. ამიტომ მასილიადან გესორიაკუმამდე ფეხით მიდიოდა. მერე კი გადასვლა განახორციელა და რამდენიმე დღეში დაიმორჩილა კუნძულის ნაწილი უომრად და უსისხლოდ, წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა რომში და დიდი ზარზეიმით გადაიხადა ტრიუმფი. ამ სანახაობის საცქერად მარტო პროვინციების ნაცვლები კი არა, ზოგიერთი განდევნილიც მოიწვია. თავისი პალატინის სასახლის სახურავზე მტრის სხვა ალაფის გვერდით ზღვის გვირგვინიც გადმოჰკიდა, სამოქალაქოსთან ერთად - ნიშნად იმისა, რომ გადაკვეთა და თითქოს დაიმორჩილა ოკეანე. მის ეტლს მოჰყვებოდა მისი ცოლი მესალინა გადახურული ორთვალათი, მოჰყვებოდნენ ისინიც, ვინც ამ ომში მიიღო ტრიუმფალური სამკაულები, ყველა ფეხით და სენატორების ტოგები ეცვათ, მარტოდენ მარკუს კრასუს ფრუგი, რომელსაც უკვე ორჯერ მიეღო ეს ჯილდო, მოდიოდა აღკაზმული ცხენით და ისეთი ტუნიკა ემოსა, რომელზედაც პალმები გახლდათ გამოხატული. ქალაქის კეთილმოწყობა და მომარაგება მისთვის ყოველთვის დიდი ზრუნვის საგანი იყო. როცა ემილიანაში დიდი ხანძარი იყო, ზედიზედ ორ ღამეს ათევდა დირიბიტორიუმში; და რაკი არც ჯარისკაცები ყოფნიდათ და არც მონები, მან მამასახლისების დახმარებით ყველა ქუჩიდან გამოიძახა ხალხი, წინ ფულით სავსე ტომრები დაიდგა და იქვე აჯილდოებდა ყველას, დამსახურების მიხედვით. ხოლო როცა მომარაგებაში დაიწყო სირთულეები შეუწყვეტელი მოუსავლიანობის გამო, და ერთხელ თავად მას შუა ფორუმზე ბრბომ ლანძღვა დაუწყო და პურის ნარჩენები დაუშინა, - ასე რომ, ძლივს მოასწრო საიდუმლო გვირაბით სასახლემდე მიღწევა, - მას შემდეგ არაფრის წინაშე იხევდა უკან, რომ ზამთრის დროსაც კი არ შეჩერებულიყო ხორბლის შემოტანა. ვაჭრები მტკიცე მოგებით უზრუნველჰყო, დაპირდა, რომ ვინც ქარიშხლისგან იზარალებდა, იმათ ზარალს საკუთარ თავზე აიღებდა; ხოლო სავაჭრო ხომალდების აგებისათვის დიდი მოგებები დანიშნა ნებისმიერი ფენის პირებისათვის: . მოქალაქეებს - თავისუფლება პაპიას და პოპეას კანონიდან, ლათინებს - სამოქალქო უფლება, ქალებს - ოთხი შვილის უფლება. ეს დადგენილებები დღესაც ძალაშია. მშენებლობები იმდენად ბევრი არ დაუწყია, რამდენადაც მნიშვნელოვნები და აუცილებლები. მათგან მთავარი - წყალგაყვანილობა, დაწყებული გაიუსის მიერ, მერე კი წყალსადინარი ფუციუსის ტბიდან და ნავმისადგომი ოსტიაში; თუმცა იცოდა, რომ ამ ღონისძიებებიდან პირველი უარყოფილი იქნა ავგუსტუსის მიერ მარსიანელების დაუღალავი თხოვნებით, ხოლო მეორე არაერთხელ მოუფიქრებია ღვთაებრივ იულიუსს, მაგრამ შეჩერდებოდა ხოლმე სირთულეების გამო. კლავდიუსის აკვედუკით მან ქალაქში გამოიყვანა წყალი ტევადი და ახალი წყაროებიდან - ცერულეუსისა, კურციუსისა და ალბუდიგნუსისა, ხოლო ახალ ქვის არკებზე - მდინარე ანიოდან, და გაანაწილა მრავალ ლამაზად მოორნამენტებულ წყალსაცავში. ფუცინის ტბას ხელი მოჰკიდა არა მარტო სახელისათვის, არამედ მოგებისთვისაც, რაკიღა იყო ხალხი, ვინც ამოშრობის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებდა, რათა მერე იმ ადგილზე დამშრალი მინდვრები მიეღოთ. ალაგ გადათხარა, ალაგ მთები გაჭრა, და თერთმეტ წელიწადში ააგო სამი მილის სიგრძის წყალსადენი, თუმცა ოცდაათი ათასი მუშა შეუსვენებლივ მუშაობდა ამ საქმეზე. ნავმისადგომი ოსტიაში ისე ააგო, რომ ზღვაში მიწაყრილები გააკეთა მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო შესასვლელში, ღრმა ადგილში ტალღათმჭრელი დააყენა, - და რომ გაემაგრებინა, ამ ადგილას ის ხომალდი ჩაძირა, რომლითაც ეგვიპტიდან უზარმაზარი ობელისკი მოიტანეს, მრავალრიცხოვანი ხიმინჯებით გაამაგრა და მათზე აღმართა მაღალი კოშკი ალექსანდრიის ფაროსივით, რათა ღამღამობით მის შუქზე დაეჭირათ ხომალდებს გეზი. საჩუქრების გულუხვ დარიგებას ხშირად მოუწყობდა ხოლმე ხალხს. დიდ და მრავალრიცხოვან სანახაობებს აჩვენებდა, და მხოლოდ ჩვეულებრივებს და ჩვეულებრივ ადგილებზე კი არა, ახლებსაც იგონებდა, აღადგენდა ძველებს და წარმოადგენდა იქ, სადაც მანამდე არავინ. პომპეუსის თეატრის კურთხევაზე, რომელიც მან აღადგინა ხანძრის შემდეგ, თამაშები შუა ორქესტრაზე დადგმული ტრიბუნიდან გახსნა, სადაც ზედა ტაძარში ლოცვების შემდეგ დაეშვა უხმოდ მჯდომ მაყურებელთა რიგებს შორის. იზეიმა ასწლიანი თამაშებიც იმ მიზეზით, რომ თითქოს ავგუსტუსს დროზე ადრე გაემართოს და დადგენილ ვადას არ დალოდებოდეს, - თუმცა თავის „ისტორიაში“ აცხადებს, რომ ავგუსტუსმა, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, დაკვირვებით გამოითვალა ჩავლილი წლები და ზუსტ დროს აღადგინა ეს ზეიმი. ამიტომ ბევრი იცინოდა იმაზე, გამომცდებელი საზეიმო ჩვეულების მიხედვით როგორ ეპატიჟებოდა ყველას დღესასწაულზე, რომელიც არავის უნახავს და ვერც ნახავს, - ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ამ ზეიმის მნახველები; და ზოგიერთი აქტიორი, რომელიც მაშინ გამოდიოდა, ამჯერადაც მონაწილეობდა სანახაობებში. საცირკო სანახაობებს ხშირად აწყობდა ვატიკანზეც, და ხანდახან ყოველი ხუთი რბოლის შემდეგ აჩვენებდა ცხოველებთან ბრძოლას. დიდ ცირკში მარმარილოს გადაღობილები დადგა და მოოქროვილი მოსახვევი ძელები, - ადრე ერთიც და მეორეც ტუფის და ხისა იყო, - და გამოყო განსაკუთრებული ადგილი სენატორებისათვის, რომლებიც ადრე სხვებთან ერთად ისხდნენ. აქ ეტლების შეჯიბრებების გარდა, წარმოადგენდა ტროას თამაშებს და აფრიკულ ცხოველებთან ბრძოლას პრეტორიანელი მხედრების მონაწილეობით და, ტრიბუნებისა და თავად პრეფექტების მეთაურობით, ასევე გამოჰყავდა თესალიის მხედრები ველური ხარებით, რომლებსაც ისინი დასდევენ მთელ ცირკში, მერე დაღლილებს ზურგზე შემოახტებიან და რქებში ხელების ჩავლებით ძირს დასცემენ ხოლმე. გლადიატორთა ბრძოლებს ბევრჯერ და მრავალ ადგილზე აჩვენებდა; თავისი მმართველობის ერთი წლის თავზე პრეტორიანელთა ბანაკში გამართა, მაგრამ ველური ცხოველების და მდიდრული მორთულობის გარეშე, და სეპტაში - მთლიანად და ჩვეულებრივი სახით. იქვე გაიმართა რიგგარეშე წარმოდგენა, მოკლე და ცოტამაყურებლიანი, რომელსაც მან „კალათა“ დაარქვა, რადგან იმის შესახებ პირველად რომ აცხადებდა, ასეთი ედიქტით მიიწვია ხალხი: „ეს არის, როგორც იმპროვიზირებული საჭმელი, სახელდახელოდ მომზადებული“. ამგვარ თამაშებზე ყოველთვის უბრალოდ და თავისუფლად ეჭირა თავი. როცა გამარჯვებულებს ჩაუთვლიდნენ ოქროს მონეტებს, მარცხენა ხელს გამოსწევდა და მაყურებელთან ერთად, ხმამაღლა, თითებზე დათვლით უსწორებდა ანგარიშს. ბევრჯერ მოუწოდებდა მაყურებელს სამხიარულოდ, „მასპინძლებს“ ეძახდა და, უკბილო და გრძელ ხუმრობებს მოაყოლებდა ხოლმე. მაგალითად, როცა გლადიატორ პალუმბუსის განთავისუფლებას ითხოვდნენ, თქვა, რომ მიცემს, „თუკი ნებას მისცემენ“; სხვათა შორის, ერთხელ საკმაოდ დროულად და კარგად მოიქცა, - ერთ მრბოლელ გლადიატორს საპატიო გადადგომა უბოძა იმისი ოთხი შვილის თხოვნით და მაყურებლის ხმაურიანი მხარდაჭერით, მერე იქვე გამოჰკიდა განცხდება, სადაც ხალხს მიუთითებდა, რა კარგია შვილების ყოლა, თუკი გლადიატორიც კი, როგორც დაინახეთ, იმათში დამცველებსა და მხარდამჭერებს პოულობს. მარისის მინდორზე სამხედრო წარმოდგენა გამართა, რომელიც გამოხატავდა ქალაქის აღებას და გაძარცვას, მერე კი ბრიტანელი მეფეების ქედის მოხრას, და თავად იქვე იჯდა მხედართმთავრის ლაბადით და ისე მეთაურობდა. სანამ ფუცინუსის ტბიდან წყალს გაუშვებდა, შიგ საზღვაო ბრძოლა მოაწყო. მაგრამ როცა მეომრებმა იყვირეს: „სალამი, იმპერატორო, სიკვდილისთვის მზადმყოფნი მოგესალმებით!“ ხოლო იმან მიუგო: „ან ჰო და ან - არა!“ და რაკი ამ სიტყვებში შეწყალება დაინახეს, ყველამ უარი თქვა ბრძოლაზე. კლავდიუსი დიდხანს ყოყმანობდა, ცეცხლით და მახვილით ხომ არ გასწორებოდა, მაგრამ მერე თავისი ტახტიდან ჩამოხტა, თავისი სასაცილოდ მოყანყალე სიარულით გაუყვა ტბის ნაპირს და ნაწილობრივ მუქარით, ნაწილობრივ დაპირებებით აიძულა, ბრძოლაში გასულიყვნენ. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა სიცილიის და როდოსის ფლოტები, თითოეულს თორმეტ-თორმეტი ტრირემი ჰქონდა, ხოლო ბრძოლის დაწყების ნიშანს აძლევდა ვერცხლის ტრიტონი, რომელიც მექანიკური მოწყობილობის მეშვეობით ამოდიოდა წყლიდან. საღვთო ჩვეულებებში, სამოქალაქო და სამხედრო წესებში, ყველა ფენასთან დამოკიდებულებაში, როგორც რომში, ისე პროვინციაში, ბევრი რამ შეცვალა, აღადგინა დავიწყებული და ახალიც შემოიღო. ქურუმების კოლეგიებში ახალი წევრების მიღებას რომ სთავაზობდა, ყველას სახელთან დაუყოვნებლივ წარმოთქვამდა ფიცს; ფხიზლად ადევნებდა თვალს, რომ ოდნავ მიწისძვრაზეც კი რომში პრეტორს კრება მოეწვია და საქმეები შეეჩერებინა, ხოლო თუკი კაპიტოლიუმის თავზე ავისმომასწავებელი ფრინველი გამოჩნდებოდა, ლოცვები ეწყობოდა, და ისიც ღმერთების მსახურებსა თუ მონებს გაუშვებდა წინასწარ და ამ ღონისძიებას თავად ხელმძღვანელობდა როსტალური ტრიბუნიდან დიადი პონტიფიკოსის უფლებით. ხომალდების წარმოება, ადრე ზაფხულის და ზამთრის პერიოდებად დაყოფილი, უწყვეტი გახადა. სასიკვდილო რწმუნებების საქმეები, რომლებიც თანამდებობის პირებს ეძლეოდათ ყოველი წლისათვის და მხოლოდ რომში, მან დიდი ხნით გასცა და პროვინციის ხელისუფლებასაც. პაპიას და პოპეას კანონში გააუქმა ტიბერიუსის დამატებული სტატია იმის თაობაზე, რომ სამოცი წლის კაცს უკვე აღარ შეუძლია შთამომავლობის გაჩენა. დააგინა, რომ მეურვეები ობლებს დანიშნოდათ რიგგარეშე და კონსულების მიერ; და რომ პირები, გასახლებულები პროვინციების მაგისტრატების მიერ, არ დაშვებულიყვნენ იტალიაში და რომში. ასევე შემოიღო გადასახლების ახალი სახეობა, - ზოგიერთ პირს აუკრძალა ქალაქიდან გასვლა სამ მილზე შორს. სენატში, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე აპირებდა მოხსენებას, ორ კონსულს შორის ჯდებოდა ანდა სახალხო ტრიბუნების სკამზე. შვებულების ნებართვების გაცემა, რისთვისაც ადრე სენატს მიმართავდნენ, თავისი შეხედულებისამებრ დაიწყო.კონსულის სამშვენისებს მეორე თანრიგის პროვინციის ნაცვლებსაც ანიჭებდა. იმათ, ვინც უარს იტყოდა სენატორის ღირსებაზე, ართმევდა მხედრისასაც. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პირობა დადო, რომ სენატში მხოლოდ ისინი აერჩიათ, ვისი წინაპრებიც მეხუთე მუხლამდე რომის მოქალაქეები იყვნენ, ერთხელ სენატორის ღისება მიანიჭა აზატის შვილსაც კი, - მართალია, იმ პირობით, რომ მანამდე ნაშვილები ყოფილიყო რომაელი მხედრის მიერ. საყვედურების თავიდან ასარიდებლად გამოაცხადა, რომ ცენზორი აპიუს ბრუციანი, მისი გვარის მამამთავარი ირჩევდა სენატში აზატებს, - ის ვერ ხვდებოდა, რომ აპიუსის ხანაში და მერეც აზატები ერქვათ არა იმათ, ვინც თავად მიიღებდა განთავისუფლებას, არამედ მათ შვილებს, რომლებიც უკვე თავისუფლებად იბადებოდნენ. კვესტორების კოლეგიას გზების მოკირწყვლის ნაცვლად გლადიატორების თამაშების მოწყობა დაავალა; და კვესტორები გაათავისუფლა თავიანთი მოვალეობებისგან გალიასა და ოსტიაში, და სატურნის ტაძრის ხაზინის ზედამხედველობა დაუბრუნა, რაც მანამდე პრეტორებს, ან როგორც ახლაა, ყოფილ პრეტორებს ეკუთვნოდათ. სილანუსს, თავისი ქალიშვილის საქმროს ტრიუმფალური სამშვენისები ჯერ კიდევ მაშინ დაუნიშნა, როცა ის მოზარდი იყო, ხოლო მოზრდილებს ისე ფართოდ და ადვილად ურიგებდა, რომ დადიოდა წერილი ყველა ლეგიონის სახელით და თხოვნით, რომ კონსულის წოდების ლეგატებს, ჯარს რომ ჩაიბარებდნენ, მაშინვე მიეღოთ ტრიუმფალური სამშვენისები და არ ეძებნათ ნებისმიერი მიზეზი ომის წამოსაწყებად. ავლუს პლავტიუსს ოვაცია დაუნიშნა, ხოლო როცა ის რომში შემოვიდა, შესახვედრად გამოვიდა და მიაცილებდა კაპიტოლიუმზე და კაპიტოლიუმიდან, მარცხენა მხარეზე მიჰყვებოდა. ხოლო გაბინიუს სეკუნდუსს, რომელმაც გერმანული ტომი კავხები დაამარცხა, უფლება მიანიჭა მეტსახელად კავხუსი მიეღო.მხედრებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ასეთი რიგი დააწესა, რომ დასაწყისისთვის ჯერ კოჰორტას მიიღებდნენ, მერე ცხენოსან რაზმს და, ბოლოს, ლეგიონს; დაუნიშნა მათ ჯამაგირი და შემოიღო პირობითი სამსახური, რომელსაც ერქვა „არასაწესდებო“, რომელიც შეიძლებოდა ემსახურათ დაუსწრებლად და მხოლოდ სახელით. სენატის ბრძანებულებით, ჯარისკაცებს აუკრძალა სენატორების სახლში შესვლა მისასალმებლად. აზატებს, რომაელ მხედრებად რომ ასაღებდნენ თავს, ქონება ჩამოართვა, ხოლო ისინი, ვისზედაც პატრონები ჩიოდნენ უმადურობის გამო, ისევ მონობაში დააბრუნა, ხოლო იმათ გამომსარჩლებლებს გამოუცხადა, რომ აღარ მიეცათ თხოვნები აზატებზე. და რაკი ზოგიერთს არ სურდა, თანხა დაეხარჯა ავადმყოფი და გამოფიტული მონების სამკურნალოდ, მათ აგდებდა ესკულაპეს კუნძულზე; ეს გადაგდებული მონები მან თავისუფლებად გამოაცხადა; თუ გამოჯანმრთელდებოდნენ, არ უნდა დაბრუნებოდნენ პატრონებს, ხოლო თუ პატრონი კუნძულზე გადაგდებას, თავისი მონის მოკვლას არჩევდა, მაშინ მკვლელობაში დაედებოდა ბრალი. მოგზაურებს ედიქტით აუკრძალა სხვანაირად გაევლოთ იტალიის ქალაქები, თუ არა ფეხით, სარწეველათი და ტახტრევნით. პუტეოლაში და ოსტიაში თითო-თითო კოჰორტა ჩააყენა ხანძრების აღსაკვეთად. უცხოური წარმოშობის პირებს აუკრძალა მიეღოთ რომაული სახელები, - საგვარეულო მაინც. ვინც ტყუილად ასაღებდა თავს რომის მოქალაქედ, იმათ ესკვილინის მინდორზე ჰკვეთდნენ თავებს. პროვინციები აქაია და მაკედონია, რომლებიც ტიბერიუსმა თავი მმართველობაში აიღო, სენატს დაუბრუნა. ლიკიელებს დამღუპველი სამოქალაქო ომებისთვის თავისუფლება ჩამოართვა; როდოსელებს, რომლებმაც მოინანიეს ადრინდელი ცოდვები, თავისუფლება დაუბრუნა. ილიუმის მცხოვრებლები, როგორც რომაელი ხალხის წინაპრები, სამუდამოდ გაათავისუფლა ხარკისგან, გაახმაურა ბერძნულ ენაზე დაწერილი წერილი, რომელშიც სენატი და რომაელი ხალხი მეფე სელევკუსს მეგობრობას სთავაზობდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი თანატომელი ილიუმელები გაეთავისფლებინა ყოველგვარი მოსაკრებლებისგან. იუდევლები, სულ აღელვებულნი ქრისტუმის გამო, რომიდან გარეკა. გერმანელ ელჩებს ნება დართო, მსხდარიყვნენ ორქესტრაში, რაკი იმათი უბრალოება და სიმტკიცე მოეწონა - ისინი ხალხში დასვეს, მაგრამ იმათ, რაკი შეამჩნიეს, რომ პართელები და სომხები სენატორებთან ერთად სხედან, თავისით გადასხდნენ იქ და გამოაცხადეს, რომ არაფრით ნაკლები არ არიან იმათზე, არც მდგომარეობით და არც სიმამაცით. გალი დრუიდების მსახურება, არაადამიანურად საშინელი და რომაელ მოქალაქეთათვის აკრძალული ჯერ კიდევ ავგუსტუსის დროს, სულ გაანადგურა. და პირიქით, ელევსინის სიწმინდეების გადმოტანას ატიკიდან რომში ცდილობდა, ხოლო ვენერა ერიკინას ტაძარი სიცილიაში, სიძველისაგან დანგრეული, მისი წინადადებით, აღადგინეს რომის სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე. მეფეებთან ხეშეკრულებებს ფორუმზე დადებდა ხოლმე, მსხვერპლად ღორი მოჰყავდა და ამბობდა ფეციალების ძველ წართქმას. თუმცა ესეც, და სხვაც, და მთელი მისი მმართველობა ნაკარნახევი იყო არა იმისგან, არამედ იმისი ცოლების და აზატების მიერ; და ისიც თითქმის ყოველთვის და ყველაფერში ისე იქცეოდა, როგორც იმათთვის იქნებოდა სასურველი და სასარგებლო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ორჯერ იყო დანიშნული, ჯერ ემილია ლეპიდასთან, ავგუსტუსის შვილთაშვილთან, მერე ლივია მედულინასთან, მაშინ რომ კამილას სახელს ატარებდა და წარმომავლობით იყო დიქტატორ კამილუსის უძველესი საგვარეულოდან. პირველი ჯერ კიდევ გოგო იყო, როცა უარყო, რაკი მისი მშობლები ავგუსტუსის მტრები იყვნენ; მეორე ავადმყოფობისგან იმ დღეს გარდაიცვალა, როცა ქორწილი იყო დანიშნული. მერე ცოლად მოიყვანა პლავტია ურგულანილა, ტრიუმფატორის შვილი; მერე - ელია პეტინა, კონსულარის ქალიშვილი. ორივეს გაშორდა, პეტინას - წვრილმან ჩხუბზე, ხოლო ურგულანილას - სკანდალური და თავხედური ღალატისა და მკვლელობაში მონაწილეობაზე ეჭვისათვის. ამათ მერე ცოლად მოიყვანა ვალერია მესალინა, თავისი ბიძაშვილის, მესალა ბარბატუსის ქალიშვილი. მაგრამ როცა გაიგო, რომ სხვა სამარცხვინო და ბოროტი საქმეების გარდა, ეს ქალი გაიუს სილიუსს გაჰყოლია ცოლად და მოწმეების თანდასწრებით მოუწერია ხელშეკრულებისთვის ხელი, სიკვდილით დასაჯა ეს ქალი და თავის პრეტორიელ დაცვასთან დაიფიცა, რომ რაკი მისი ცოლების მოყვანა წარუმატებლად დამთავრდა, ამიერიდან ქვრივი იქნება, და თუკი თავს ვერ შეიკავებს, დაე, თავიანთი ხელით აჩეხონ. და მაინც თავი ვერ შეიკავა ახალი ქორწინებებისგან - ხან პეტინასთან, რომელიც თავადვე გააგდო ოდესღაც, ხან ლოლია პავლინასთან, რომელის გათხოვილი იყო გაიუს კეისარზე. თუმცა, აგრიპინას ცბიერების მახეში გაბმულმა, რომელიც მისი ძმის, გერმანიკუსის ქალიშვილი იყო და, კოცნისა და ნათესაური მოფერების უფლებით სარგებლობდა, მოძებნა ადამიანები, რომლებმაც უახლოეს სხდომაზე შესთავაზეს სენატს, დაევალდებულებინა კლავდიუსი, რომ ცოლად მოეყვანა აგრიპინა, თითქოსდა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის და ამნაირი ქორწინებების უფლება ყველასთვის მიეცათ, თუმცა მანამდე სისხლის აღრევად ითვლებოდა. და ერთი დღის მერე ქორწილიც გადაიხადა; მაგრამ იმის მაგალითს არავინ მიბაძა, ერთი აზატისა და ერთი ბებერი ცენტურიონის გარდა, რომლის ქორწილსაც პატივი მიაგო თავისი და აგრიპინას დასწრებით. შვილები თავისი სამი ცოლიდან ჰყავდა: ურგულანილადან - დრუზუსი და კლავდიუსი; პეტინადან - ანტონიუსი; მესალინადან - ქალიშვილი ოქტავია და ბიჭი, რომელსაც ჯერ გერმანიკუსი დაარქვეს, მერე - ბრიტანიკუსი. დრუზუსი დევნილობის ამოწურვისას გარდაეცვალა, - მსხლის მაღლა აგდებაობას თამაშობდა და პირით რომ დაიჭირა, დაიხრჩო. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, კლავდიუსი დაინიშნა სეიანუსის ქალიშვილზე და ამიტომ უცნაურად მეჩვენება, რომ ზოგიერთი განცხადების თანახმად, ეს ბავშვი ვერაგულად მოკლა სეიანუსმა. კლავდია გაჩნდა მისი აზატის, ბოტერისგან; და თუმცა ის დაიბადა გაშორებიდან ხუთი თვის შემდეგ და უკვე აჭმევდნენ კიდეც, მან ბრძანა, დედის კართან დაეტოვათ შიშველი. ანტონია ცოლად გაატანა გნეუს პომპეუს მაგნუსს, მერე ფავსტუს სულას, ორ დიდგვაროვან ახალგაზრდას; ხოლო ოქტავია - თავის ნაშვილებ ნერონს, თუმცა ის უკვე დანიშნული იყო სილანუსზე. ბრიტანიკუსი დაიბადა მისი მმართველობის მეოცე დღეს, თავის მეორე კონსულობაში. კლავდიუსმა ის არაერთხელ წარუდგინა ხალხსა და ჯარისკაცებს, შეკრებებზე ხელში აყვანილი გამოჰყავდა, სანახაობებზე მუხლებზე ეჯდა ან მაღლა აყვანილი ეჭირა და ბედნიერ მომავალს უსურვებდა მაყურებლის ტაშის გრიალში. თავისი სიძეებიდან ნერონი იშვილა, პომპეუსი და სილანუსი არა თუ მოიშორა, არამედ დასაჯა. აზატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საჭურის პოსიდეს, რომელსაც ბრიტანეთის ტრიუმფისას საპატიო შუბი უწყალობა, როგორც მეომარს; არანაკლებ უყვარდა ფელიქსიც, რომელიც კოჰორტების და ცხენოსნების მეთაურად დანიშნა იუდეაში, და რომელიც გახდა სამი დედოფლის მეუღლე; და გარპოკრატე, რომელსაც მისცა უფლება რომში ტახტრევნით ევლო და სახალხო სანახაობები მოეწყო. და კიდევ უფრო მეტად - პოლიბიუსი, თავისი მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში, რომელსაც სეირნობისასაც კი ორივე მხრიდან კონსულები მიჰყვებოდნენ; მაგრამ ყველაზე წინ აყენებდა ნარცისსუსს, მრჩეველს შეწყალების საქმეებში და პალანტს, მრჩეველს ფულის საკითხებში. სენატს სიამოვნებით აძლევდა საშუალებას, რომ ესენი დაეჯილდოებინათ არა მხოლოდ დიდი ფულით, არამედ კვესტორის და პრეტორის ღირსების ნიშნებითაც, ხოლო თავად ამათი ისეთ ქურდობები და დატაცებები გამორჩებოდა ხოლმე, რომ ერთხელ, როცა ხაზინაში უფულობაზე ჩიოდა, მახვილგონივრულად უთხრეს, რომ ფული იმდენი ექნება, ვერც კი დაითვლის, მხოლოდ წილში უნდა შევიდეს თავის აზატებთან. და აი, როგორც მე ვთქვი, ამ ადამიანების და თავისი ცოლების ისეთ მორჩილებაში იყო, რომ მმართველივით კი არ იქცეოდა, არამედ მსახურივით, - ამათგან ნებისმიერის სარგებლისთვის, სურვილებისთვის, ახირებებისთვის გულუხვად გასცემდა თანამდებობებს, მხედართმთავრობას, შეწყალებებს, სასჯელებს, და თავად, როგორც წესი, არაფერი უწყოდა ამაზე. საჭირო არც არის წვრილმანების ჩამოთვლა - ჯილდოების შეჩერება, შეცვლილი განაჩენები, საიდუმლოდ ჩასწორებული ანდა დაუფარავად ყალბი დანიშვნების ბრძანებები. მაგრამ თვით აპიუს სილანუსი, თავისი სიძე, ორი იულიაც კი, დრუზუსისა და გერმანიკუსის ქალიშვილები სასიკვდილოდ გაუშვა, ბრალდების დაუმტკიცებლად და თავის მართლების მოუსმენლად, ხოლო იმათ კვალს გნეუს პომპეუსი, თავისი უფროსი ქალიშვილის ქმარი და ლუციუს სილანუსი, უმცროსი ქალიშვილის საქმროც გაუყენა. ამათგან პომპეუსი საყვარელ ბიჭთან ხვევნა-კოცნისას აჩეხეს, სილანუსი აიძულეს პრეტორის თანამდებობიდან გადამდგარიყო იანვრის კალენდებამდე ოთხი დღით ადრე და თავი მოეკლა ზუსტად ახალ წელს, როცა კლავდიუსი და აგრიპინა ქორწილს იხდიდნენ. ოცდათხუთმეტი სენატორი და სამასზე მეტი რომაელი მხედარი ამოწყვიტეს იშვიათი გულგრილობით და როცა ერთმა ცენტურიონმა, რომელიც მოახსენებდა ერთი კონსულის დასჯაზე, დასძინა, რომ ბრძანება შესრულებულია, კლავდიუსმა მოულოდნელად განაცხადა, რომ არავითარი ბრძანება არ გაუცია; თუმცა ჩადენილი გაამართლა, რადგან აზატებმა დაარწმუნეს, რომ ჯარისკაცებმა აღასრულეს თავისი ვალი, რათა შური ეძიათ იმპერატორისთვის ინსტრუქციების გარეშე. და უკვე ყველანაირ დამაჯერებლობას სცილდება ის, რომ მესალინასა და მისი საყვარლის, სილიუსის ქორწილში თავად იყო მოწმეებში, ვინც ხელი მოაწერეს საქორწილო ხელშეკრულებას, - ის დაარწმუნეს, თითქოს ეს საგანგებოდ არის გათამაშებული, რათა მოიგერიონ და სხვაზე გადაიტანონ მოსალოდნელი ხიფათი, რომელიც რომელიღაც ნიშნებით ეცნობა. მისი გარეგნობა მოკლებული არ იყო დიდებულებას და ღირსებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იდგა, იჯდა ან, განსაკუთრებით, იწვა; მაღალი იყო, სხეულით მკვრივი, სახე და ჭაღარა თმა ლამაზი, კისერი მსხვილი. მაგრამ როცა დადიოდა, სუსტი მუხლები ღალატობდა, ხოლო როცა რამეს აკეთებდა, ისვენებდა ან კითხულობდა, ბევრი რამე აგონჯებდა, - სიცილი უსიამოვნო ჰქონდა, მრისხანება - საზიზღარი, ტუჩებზე ქაფი მოადგებოდა, ცხვირიდან მოსდიოდა, ენა ებმოდა, თავი შეუჩერებლად უცახცახებდა, პატარა მოძრაობაზე - განსაკუთრებით. მისი ჯანმრთელობა, თუმცა კი ოდესღაც სუსტი იყო, მმართველობის მთელი დროის განმავლობაში შესანიშნავი ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ტკივილებს მუცელში, რომლებიც, მისი თქმით, ისეთი მტანჯველი იყო, იძულებულს ხდიდნენ, თვითმკვლელობაზე ეფიქრა. მდიდრულ ქეიფებს აწყობდა და ხშირადაც. ასე რომ, ყველაზე ფართო პალატებში იშვიათი არ იყო მაგიდათან დამჯდარი ექვსასი კაცი. ქეიფობდა ფუცნის ტბის წყალსადენზეც და კინაღამ დაიხრჩო, როცა მოვარდნილი წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა. ყველა სადილზე თავის ბავშვებსაც დაპატიჟებდა ხოლმე ბიჭებით და გოგონებით დიდგვაროვანთა ოჯახებიდან, - ძველი ჩვეულებით, ისინი საკმების წინ ისხდნენ და ყველასთან ერთად ჭამდნენ. ერთხელ იეჭვა, რომ ერთმა სტუმარმა მოიპარა ოქროს კოვზი - მომდევნო დღეს ამ სტუმრის წინ თიხის ფინჯანი დადგეს. ამბობენ, რომ აპირებდა განსაკუთრებული ედიქტით დაეშვა ქეიფისას ქარების გამოშვება, რაკი შეიტყო, ვიღაც როგორ ცუდად გახდა იმის გამო, რომ რცხვენოდა და თავს იკავებდა. ყოველთვის და ყველგან საჭმელად და დასალევად მიისწრაფოდა. ერთხელ, ავგუსტუსის ფორუმზე რომ თავმჯდომარეობდა სასამართლოს, მოიხიბლა იმ კერძის სურნელით, რომელიც მეზობლად, მარსის ტაძარში, სალიის ქურუმებისთვის მზადდებოდა, ჩამოვიდა მოსამართლის ტახტიდან, ავიდა ტაძარში და ქურუმებთან ერთად წამოუწვა ტრაპეზს. მაგიდიდან მანამ არ ადგებოდა, სანამ არ დამძიმდებოდა და არ გაიბერებოდა, და მაშინვე წვებოდა გულაღმა, რათა ძილამდე შეემსუბუქებინათ მუცელი ბუმბულის ჩადებით დაღებულ პირში.        ეძინა ცოტა და შუაღამემდე არ იძინებდა, სამაგიეროდ ხანდახან შუადღისას წასთვლემდა, სასამართლოზე და ორატორები, საგანგებოდ რომ იმაღლებდნენ ხმას, ძლივს აღვიძებდნენ. ქალებისკენ ლტოლვა უსაზღვრო ჰქონდა, სამაგიეროდ კაცების მიმართ საერთოდ გულგრილი იყო. კამათლის თამაშის დიდი მოყვარული იყო და ამაზე წიგნიც გამოუშვა. თამაშობდა მოგზაურობებში, დაფას ისე მოუხდენდა ეტლს, რომ კამათლებს არ ეხტუნავა. მისი ბუნებრივი მძვინვარება და სისხლისმოყვარეობა ჩანდა როგორც დიდ, ასევე პატარა ამბებში. დაკითხვებზე წამებას და მამისმკვლელთა დასჯას დაუყოვნებლივ აიძულებდა თავის თვალწინ. ერთხელ, ტიბურში მოისურვა სიკვდილით დასჯა ძველი ჩვეულებით, დამნაშავეები უკვე მიბმულები იყვნენ ძელებზე, მაგრამ ჯალათი ვერ იპოვეს; მაშინ რომიდან გამოიძახა ჯალათი და მოთმინებით ელოდა საღამომდე. გლადიატორთა თამაშებზე, თავისებს თუ სხვებისას, ყოველთვის უბრძანებდა, მოეკლათ ისიც, ვინც შემთხვევით წაიქცეოდა, განსაკუთრებით რეტიარიები, თანაც ისე, რომ მომაკვდავთა სახეები დაენახა. როცა ორმა გლადიატორმა სასიკვდილოდ დაჭრა ერთმანეთი, მაშინვე ბრძანა, ორივეს მახვილებიდან მისთვის პატარა დანები გაეკეთებინათ. ცხოველებთან ბრძოლა და შუადღის ხოცვა-ჟლეტა ისე იტაცებდა, რომ სანახაობაზე დილაადრიან მიდიოდა და მაშინაც იქ რჩებოდა, როცა სხვები სადილზე გადიოდნენ. გარდა ადრევე დანიშნული მებრძოლებისა, არენაზე აგზავნიდა ხალხს უბრალო და შემთხვევითი მიზეზებით - მაგალითად, მუშებს, მოსამსახურეებს და მათ მსგავსებს, თუკი ცუდად მუშაობდა მანქანა, ამწევი ან რამე სხვა. ერთხელ თავისი მონა-მოსახელეც კი აიძულა, ეომა როგორც იყო, ტოგაში. მაგრამ ყველაზე მეტად უნდობლობა და ლაჩრობა სჭირდა. მმართველობის პირველ დღეებშიც კი, როცა ცდილობდა უბრალოდ და ყველასთვის ხელმისაწვდომად ეჩვენებინა თავი, ქეიფზე მსახურების ნაცვლად მხოლოდ შუბოსნების და კარისკაცების დაცვით გამოდიოდა, ხოლო ავადმყოფები რომ უნდა მოენახულებინა, ყოველთვის ბრძანებდა, წინდაწინ გაეჩხრიკათ საძინებელი, შეემოწმებინათ ლეიბები და ზეწრები. შემდეგში იმათაც კი, ვინც მისასალმებლად მიდიოდა, უმკაცრესად ჩხრეკდნენ. დიდი წვალებით და მოგვიანებით დაეთანხმა, ხელების ფათურისაგან ეხსნა ქალები, ბიჭები და გოგონები; და რომ არ ჩამოერთვათ მომყოლებისათვის და მწერლებისთვის კალმები და სტილოსები, წვეტიანი რკინის ჩხირები საწერად. კამილუსმა რომ ამბოხება დაიწყო, დარწმუნებული იყო, რომ კლავდიუსს უომრადაც დააშინებდა და, შეურაცხყოფებით და მუქარით აღსავსე წერილი გაუგზავნა გადადგომისა და კერძო პირად წყნარი ცხოვრების მოთხოვნით, რაზედაც კლავდიუსმა შეკრიბა სახელმწიფოს პირველი პირნი და ეკითხებოდა, რომ, მართლაც, ხომ არ დაეჯერებინა კამილუსისთვის. ხოლო ცრუ ჭორმა რაღაც შეთქმულებაზე ისე დაზაფრა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოშორება გადაწყვიტა. ხოლო, როგორც უკვე გიამბეთ, მსხვერპლის შეწირვის დროს მის მახლობლად რომ ხანჯლიანი კაცი შეიპყრეს, მაშინ სასწრაფოდ, გამომცხადებლების პირით, გამოიძახა სენატი, ცრემლებითა და კვნესით ჩიოდა თავის მწარე ხვედრზე, ყოველი მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე და მერე დიდხანს არ ენახვებოდა ხალხს. მესალინას დიდი სიყვარული გაუქრო არა იმდენად ცოლის საქციელით დამცირების სირცხვილმა, რამდენადაც საფრთხის წინაშე შიშმა, რაკი იფიქრა, რომ მესლინას ხელისუფლების ჩაგდება უნდა ხელში თავისი საყვარლის, სილიუსისათვის; და შესაბრალისი კანკალით გარბოდა ბანაკში და მთელი გზა იმას კითხულობდა, ხომ ისევ ძლიერი იყო მისი ხელისუფლება. არ არსებობდა დასმენა, არ მოიძებნებოდა ვინმე, სულ არარაობა დამსმენი, რომ კლავდიუსს სულ მცირე ეჭვზეც კი თავდაცვაზე და შურისძიებაზე არ დაეწყო ზრუნვა. მოდავეებიდან ერთმა, მისასალმებლად რომ მივიდა, ცალკე გაიყვანა და უთხრა, რომ სიზმარი ნახა, თითქოს იმპერატორი ვიღაცამ მოკლა; და ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს მკვლელი იცნოო, თავის მოწინააღმდეგეზე მიუთითა, რომელსაც შუამდგომლობა მოჰქონდა. და მაშინვე, დანაშაულზე წასწრებულივით, სიკვდილით დასასჯელად წაათრიეს. ამბობენ, რომ ამგვარი მიზეზითვე დაიღუპა აპიუს სილანუსი. მის განადგურებაზე მესალინამ და ნარცისუსმა მოილაპარაკეს და როლებიც გაიყვეს; ნარცისუსი დილაუთენია შევარდა პატრონის საძინებელში და არწმუნებდა, რომ სიზმარში ნახა, როგორ დაესხა თავს აპიუსი. მესალინამ ყალბი განცვიფრებით დაიწყო მოყოლა, რომ რამდენიმე ღამე ზედიზედ ესიზმრება იგივე სიზმარი; და როცა იქვე მოახსენეს, რომ აპიუსს სასწრაფოდ უნდა შემოსვლა, - არადა, წინა დღეს ბრძანება მიუვიდა, რომ სწორედ ამ დროს უნდა გამოცხადებულიყო იმპერატორთან, - ეს იმდენად ცხადი დადასტურება იყო იმ სიზმრებისა, რომ მაშინვე გაიცა ბრძანება, ხელი ეტაცათ და სიკვდილით დაესაჯათ. და მეორე დღეს კლავდიუსს არ მორიდებია, მოეყოლა სენატისთვის, თუ რა მოხდა, თანაც ემადლიერებოდა თავის აზატს, რომელიც სიზმარშიც კი სდარაჯობდა მის უსაფრთხოებას. მრისხანებას და სიფიცხეს თავადაც აღიარებდა, მაგრამ ედიქტში ამართლებდა და ერთსაც განიხილავდა და მეორესაც; პირობას დებდა, რომ მისი გაცხარებები მოკლე და უწყინარი იქნებოდა, ხოლო მრისხანება - სამართლიანი. როცა ოსტიადან ნავები არ გამოუგზავნეს, რათა ტიბრის შესასვლელში შეხვედროდნენ, მაშინ თავს დაესხა ოსტიელებს ისეთი მრისხანებით, თითქოს იმათ, როგორც თავად ამბობდა, ჯარისკაცად ჩამოექვეითებინოთ, მერე კი, მოულოდნელად, ყველას შეუნდო და ლამის ბოდიში მოუხადა სათითაოდ. იმათ, ვინც უდროოდ მიუახლოვდებოდა ხალხში ყოფნისას, ხელს ჰკრავდა. ერთი მწერალი ხაზინიდან, მერე კი ერთი პრეტორის წოდების სენატორი - უდანაშაულოდ, თავიც არ ამართლებინა, ორივე გადაასახლა იმიტომ, რომ პირველი მეტისმეტად თავგამოდებულად გამოდიოდა მის წინააღმდეგ სასამართლოში, როცა ჯერ კიდევ კერძო პირი იყო, მეორემ კი თავისი ედილობისას მისი მამულის მოიჯარეები დასაჯა შემწვარი საჭმლის გაყიდვისათვის და იმათ დასაცავად გამოსულ მამასახლისს სცემა. ამის გამო ედილებს დუქნების ზედამხედველობა ჩამოართვა.არც თავის სისულელეებს მალავდა; მართალია, რამდენიმე მოკლე სიტყვაში ირწმუნებოდა, რომ საგანგებოდ იქცეოდა სულელივით გაიუსის დროს, რადგან სხვანაირად ცოცხალი ვერ გადარჩებოდა და თავის მდგომარეობას ვერ მიაღწევდა, თუმცა ამით ვერავინ დაარწმუნა, რაკი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა წიგნი, სათაურით „სულელების ამაღლება“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოჩვენებითი სულელები არ არსებობენ. ამ ყველაფრის გარდა, ადამიანებს აოცებდა მისი გულმავიწყობა და დაუფიქრებლობა, ის, რასაც ბერძნები დაბნეულობასა და დაუნახაობას ეძახიან. მაგალითად, მესალინა რომ სიკვდილით დასაჯა, სუფრასთან დაჯდომისას იკითხა, რატომ არ მოდის მაგიდასთან იმპერატრესა? და სხვა მრავალსაც, სიკვდილით დასჯილებს, მეორე დღესვე ეძახდა საბჭოზე ანდა კამათლის სათამაშოდ, ხოლო რაკი ისინი არ მოდიოდნენ, შიკრიკებით უხმობდა იმ მძინარებს. აგრიპინას მოყვანას რომ აპირებდა ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ყველანაირ საუბარში თავის ქალიშვილს და აღსაზრდელს ეძახდა, რომელიც მის ხელში იყო დაბადებული და გაზრდილი. ხოლო ნერონის შვილად აყვანას რომ აპირებდა, - თითქოს ცოტა ამუნათებდა იმისათვის, რომ უკვე ასაკიანი შვილი ჰყავდა და კიდევ გერი უნდა გაეჩინა, - ბევრჯერ უთქვამს ყველას გასაგონად, რომ კლავდიუსების საგვარეულოში ჯერ არავინ შესულა შვილად აყვანით. სიტყვებში და საქციელში ხშირად ისეთ დაუფიქრებლობას ამჟღავნებდა, რომ ეჩვენებოდათ, რომ არ იცის და არ ესმის, ვინ არის, ვისთან, სად და როდის ლაპარკობს. ერთხელ, როცა ლაპარაკი იყო ყასბებზე და ღვინის ვაჭრებზე, მან სენატში შესძახა: „აბა, კარგად ჩათუშული ხორცის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ, მე თქვენ გეკითხებით?“ და ჩამოთვლას შეუდგა, რამდენი სიკეთე იყო ძველ დროში იმ ტავერნებიდან, რომლებიდანაც თავად ოდესღაც იღებდა ღვინოს. ერთ კანდიდატს კვესტორის თანამდებობაზე დაუჭირა მხარი და ეს იმით დაასაბუთა, რომ ამ კაცის მამამ ერთხელ ცივი წყალი მიუტანა, როცა ის ავად იყო და იწვა. ერთ სენატში გამოძახებულ მოწმე ქალზე განაცხადა: „ეს დედაჩემის გააზატებულია, მოსამსახურეებიდან, მაგრამ მე ყოველთვის პატივს მცემდა, როგორც პატონს, - ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში სხვები პატონად არ მაღიარებენ“ და სასამართლოშიც კი, როცა ოსტიას მცხოვრებნი რაღაც წყალობას ითხოვდნენ, ამან პირდაპირ ტრიბუნიდანვე უყვირა, რომ სულ ტყუილად ელოდებიან მისგან სამსახურს და, რასაკვირველია, თავის საქციელის ჩადენისას არავისზე ნაკლებად თავისუფალი არ არის. ყოველ დღე და ლამის ყოველ წამს სულ ენაზე ადგა შესიტყვება: „შენ როგორ გგონია, ტელეგენიუსი ვარ?!“, „მაგინონ, მაგრამ თითი არ დამაკარონ!“ და მრავალი ამგვარი, უჩვეულო უბრალო ადამიანისთვისაც, მმართველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არადა, არც სწავლა აკლდა, არც მჭევრმეტყველება და ყოველთვის გულმოდგინედ მეცადინეობდა კეთილშობილ ხელოვნებებში. ისტორიის შეთხზვა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო, ტიტუს ლივიუსის რჩევით და სულპიციუს ფლავუსის დახმარებით. მაგრამ როცა პირველად გამოვიდა ამ თხზულებით დიდი შეკრებილობის წინაშე, გაჭირვებით ჩაიკითხა ბოლომდე, და თავად იყო დამნაშავე, რომ ცივად შეხვდნენ. კითხვის დასაწყისში უცებ რამდენიმე სკამი ჩაუტყდა ვიღაც სქელ კაცს, რამაც საერთო ხარხარი გამოიწვია; ხმაურის ჩაწყნარება კი მოხერხდა, მაგრამ ამის შემდეგ კლავდიუსს ეს რომ გაახსენდებოდა, თავს ვერ იკავებდა და ჩაიქირქილებდა ხოლმე. თავისი მმართველობის ხანაში ისევ ბევრს წერდა და დაწერილს ახმოვანებდა წამკითხველის პირით. თავისი ისტორია დიქტატორი კეისრის მკვლელობით დაიწყო, მაგრამ მერე გვიანდელ დროებაზე გადავიდა და დასაწყისად აიღო სამოქალაქო მშვიდობის დამყარება. ხედავდა, რომ უფრო ადრინდელ მოვლენებზე მართალი და თავისუფალი მოყოლა უკვე შეუძლებელი იყო, რაკი სწორედ ამაზე ტუქსავდნენ დედა და ბებია; და წინა დროებაზე ორი წიგნი დატოვა, მომდევნოზე - ორმოცდაერთი. თავის ცხოვრებაზე შეთხზა რვა წიგნი, რომლებიც იმდენად უგემოვნოდ არ არის დაწერილი, რამდენადაც უნიჭოდ; ასევე „ციცერონის დასაცავად აზინიუს გალუსის დაწერილის საწინააღმდეგოდ“, საკმაოდ წარმატებული ნაწარმოები. სამი ახალი ასოც კი მოიგონა, რაკი აუცილებლად თვლიდა, რომ ისინი ძველებისთვის დაემატებინა. კერძო კაცად ყოფნისას ამაზე წიგნი გამოსცა, ხოლო ხელისუფალი რომ გახდა, უწვალებლად მიაღწია ამ ასოების მიღებას საყოველთაოდ გამოსაყენებლად. მათი ნიშნები შემოინახა ბევრ წიგნში, ცნობებში და ნაგებობების წარწერებზე.ბერძნულ სიტყვიერებას არანაკლები მონდომებით სწავლობდა, ყოველ ხელსაყრელ ვითარებაში გამოხატავდა თავის სიყვარულს და პატივისცემას ამ ენის მიმართ. ერთ ბარბაროსს, რომელიც ბერძნულადაც ლაპარაკობდა და ლათინურადაც, ასეთი სიტყვებით მიმართა: „რაკი შენ ფლობ ჩემს ორივე ენას...“ სენატორთა ყურადღებას რომ მიაპყრობდა პროვინცია აქაიასკენ, ამბობდა, რომ ეს მხარე ძვირფასია მისთვის სამეცნიერო კავშირებით. ხოლო ბერძენ ელჩებს სენატში ხშირად პასუხობდა მთელი გამოსვლებით. სასამართლოშიც კი უყვარდა ჰომეროსის ლექსების გახსენება. ხოლო როცა მტრის ან ავისმზრახველის დასჯა უწევდა, მცველების მეთაურის ჩვეულებრივ შეკითხვას ყოველთვის პასუხობდა შემდეგი პაროლით: იმ კაცს დაჰკარი, ვინც პირველი დაგესხმის თავზე. ბერძნულადაც წერდა ისტორიებს. ეტრუსკულს - ოც წიგნად და კართაგენისას - რვად. ამ მიზეზით ალექსანდრიის ძველ მუსეუმს შეუერთა ახალიც, რომელსაც მისი სახელი ერქვა, და ბრძანა, რომ წლიდან წლამდე, დადგენილ დღეებში წამკითხვლებს ერთ შენობაში ეტრუსკების ისტორია წაეკითხათ ხმამაღლა და მორიგეობით, მეორეში - კართაგენისა: წიგნი წიგნზე, თავიდან ბოლომდე, როგორც ღია წაკითხვებზე. სიცოცხლის ბოლოს დაიწყო სინანულის ცხადი ნიშნების გამოვლენა, - აგრიპინასთან ქორწინებასა და ნერონის შვილად აყვანას ნანობდა. ერთხელ, როცა აზატები ქებით იხსენებდნენ, წინა დღეს როგორ გადაუწყვიტა დასჯა მრუშობაში ბრალდებულ ქალს, შესძახა, რომ ბედისწერით მისი ყველა ცოლიც უზნეო იყო, მაგრამ დაუსჯელები არ დარჩენილან; მერე კი, ბრიტანიკუსი რომ დაინახა, გადაეხვია, გაზრდა უსურვა, რომ მამისგან პასუხი მიეღო ყველა საქმეზე, და ბერძნულად დასძინა: „დაჭრილი მორჩება!“. და ჯერაც უწვერულ, თუმცა კი უკვე მაღალ ბრიტანიკუსს სრულწლოვანის ტოგას რომ აცმევდა, თქვა: „ბოლოს და ბოლოს, რომაელ ხალხს ნამდვილი კეისარი ეყოლება!“. ამის მერე მალევე შეადგინა ანდერძი და ყველა თანამდებობის პირის ბეჭდებით დაადასტურა. უფრო შორსაც წავიდოდა, მაგრამ ამით შეშფოთებულმა აგრიპინამ, რომელსაც არათუ საკუთარი სინდისი, არამედ მრავალრიცხოვანი დამსმენები ამხელდნენ მრავალ დანაშაულში, დაასწრო. მოკვდა საწამლავისგან, როგორც ყველა აღიარებს; მაგრამ ვინ და სად მისცა საწამლავი, ამას სხვასხვანაირად ამბობენ. ერთნი აცხადებენ, რომ ეს საჭურისმა ჰალოტუსმა გააკეთა, რომელმაც კაპიტოლიუმზე მის საჭმელებს ამოწმებდა ქურუმების ტრაპეზზე; სხვები აცხადებენ, რომ თავად აგრიპინამ შინაურ სადილზე თეთრ სოკოებში გაურია შხამი, მის საყვარელ ნუგბარში. მერე რა მოხდა, იმასაც სხვადასხვანაირად ჰყვებიან. უმეტესობა აცხადებს, რომ მოწამვლისთანავე ენა წაერთვა და მთელი ღამის ტანჯვის შემდეგ, ალიონზე გარდაიცვალა. ზოგიერთი კი გადმოგვცემს, რომ მეხსიერება დაკარგა, მერე მუცლის სისავსისგან ყველაფერი ნაჭამი წამოაზიდა და საწამლავი ხელახლა მისცეს, - შეიძლება, ფაფაში გაურიეს, იმის მომიზეზებით, რომ თითქოს შემაგრება სჭირდებოდა ღებინების მერე, ანდა გამორეცხვით შეუყვანეს, რათა ვითომდა ამით გაეთავისუფლებინათ მუცლის სიმძიმისაგან. მის სიკვდილს მალავდნენ, სანამ ყველაფერი არ უზრუნველყვეს მისი მემკვიდრისათვის. აღთქმების სამსხვერპლო მიჰქონდათ მისი ჯანმრთელობისათვის, თითქოს ავად იყო; სასახლეში კომედიანტები მოჰყავდათ, თითქოს გართობა სურდა. აღესრულა მესამე დღეს ოქტომბრის კალენდებამდე, აზინიუს მარცელუსის და აცილიუს ავიოლას კონსულობისას, ცხოვრების სამოცდამეოთხე წელს და ხელისუფლების მეთოთხმეტე წელს. დაკრძალეს მეფური დიდებულებით და მიეთვალა ღმერთებს; ეს პატივი შემდეგში გააუქმა ნერონმა და მერე ისევ აღადგინა ვესპასიანემ. მისი სიკვდილის წინასწარმეტყველება მნიშვნელოვანი ნიშნები იყო. ცაზე გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი, ეგრეთ წოდებული კომეტა; მეხი დაეცა მამამისის, დრუზუსის საფლავს; ბევრი თანამდებობის პირი, დიდიც და პატარაც, მოკვდა იმავე წელს. თავადაც, როგორც ჩანს, იცოდა და არც მალავდა თავისი აღსასრული მოახლოებას. ეს იქიდან ჩანს, რომ კონსულები დანიშნა მხოლოდ თავისი სიკვდილის თვემდე; სენატში საბოლოო ყოფნისას, ყველანაირად მოუწოდებდა შვილებს, ერთმანეთში თანხმობით ეცხოვრათ და სენატორებს ემუდარებოდა, ეზრუნათ მათ ახალგაზრდობაზე; ხოლო ბოლოჯერ რომ ესწრებოდა სასამართლოს, წარმოთქვა, რომ ახლოა მისი ცხოვრების აღსასრული და, მიუხედავად საერთო აღშფოთებისა, ეს გაიმეორა კიდევ და კიდევ.  …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 10:15pm on აპრილი 11, 2014
  • 1
  • ...
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!