საავადმყოფოში, ორადგილიან პალატაში, ორი უიმედო ავადმყოფი იწვა. მათ ერთნაირი საწოლები და სრულიად თანაბარი პირობები ჰქონდათ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს შეეძლო ერთადერთ ფანჯარაში გაეხედა, ხოლო მეორეს -არა. სამაგიეროდ მის საწოლთან ახლოს ღილაკი იყო, რომლითაც ექთანის გამოძახება შეიძლებოდა.

დრო გადიოდა, ზამთარს ზაფხული ცვლიდა, გაზაფხულს - ზაფხული... დარდით, ტკივილითა და წამლების სუნით გაჯერებულ ერთფეროვნებას იმით ებრძოდნენ, რომ ფანჯარასთან მწოლიარე ხშირად უყვებოდა მეზობელს, რასაც ხედავდა: რომ გარეთ წვიმდა, თოვდა, ან კიდევ, როგორ საოცრად ანათებდა მზე ირგვლივ ყოველივეს; რომ ხეები ბრჭყვიალა მაქმანებით იყვნენ მორთულნი, ხან მწვანეში ეფლობოდნენ, ხან კიდევ გამოსათხოვარი წითელ-ყვითელი სამოსი ჩაეცვათ; რომ ქუჩა სავსე იყო ხალხით, მანქანებით და იქ, ფანჯრის მიღმა, სიცოცხლე ჩქეფდა.

და აი, ერთხელ, ღამით ფანჯარასთან მწოლიარე ცუდად გახდა. მან მეზობელს სთხოვა, ექთანი გამოეძახა, მაგრამ მან რატომღაც არ შეუსრულა თხოვნა და მისი მეზობელი მოკვდა.

მეორე დღეს პალატაში სხვა ავადმყოფი შემოიყვანეს, მაგრამ დამხდურმა ითხოვა, ის დაეწვინათ ფანჯარასთან. თხოვნა შეუსრულეს. ბოლოს და ბოლოს, მას შეეძლო საკუთარი თვალით ეხილა ყველაფერი ის, რასაც გარდაცვლილი უყვებოდა!

მან ფანჯარაში გაიხედა და სახტად დარჩა! ფანჯარა ყრუ დერეფანში გადიოდა და ნაცრისფერი კედლების გარდა არაფერი ჩანდა.

ნახვა: 241

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters