ეფერებოდა ვაზს და უგალობდა ღმრთისმშობელს... ამით თბებოდა ძია გუჯა...
უყვარდა გალობა, სიმღერა, მრავალჟამიერი...
♪♫ "... ესროლა ბერმა პაპამა ჰეეეეეე..." ისე მოიღერებდა ყელს - "მრააააააააააააააააავალ ჟამიეეეეეეეეე ეეეერ... " ♪♫♫
ჰო, მრავალჟამიერი განსაკუთრებით უყვარდა! გუშინ, ძია გუჯას მოსახსენიებელ წირვაზეც ვიმღერეთ მრავალჟამიერი... კახური მრავალჟამიერი - სხეულს რომ აგივსებს ემოციით, შეგძრავს და გაგაბედნიერებს, გაგამხიარეულებს, აგამაღლებს... გუშინაც მთელი ემოციით ვმღეროდით, მთელი გული და ჯიგარი შიგნით იყო, მაგრამ არც სიხარული, არც აღტაცება, არც ჟინი და არც მხიარულება არ მოჰყოლია... ტკივილი იგრძნობოდა, ხმებს ბზარი შეჰპარვოდა... ბგერები ცივი, შეძრული...
უკანასკნელ განსასვენებელთან ბინდისფერიაც ვიმღერეთ... ძალიან უყვარდა ძია გუჯას ბინდისფერია... თვითონვე მღეროდა და სხვისი ნამღერითაც ხარობდა ხოლმე... ვიმღერეთ? არა, პირადად მე ოოო_საც ვერ ვამბობდი... ვსლუკუნებდით... ვქვითნებდით... ბგერებს ცრემლები მოჰყვებოდა... სიტყვები ყელში გვეჩხირებოდა... იქ, სწორედ იქ და იმ წუთას გრძნობდი რომ ეს სიმღერა ნამდვილად უნდა თქმულიყო... იქ და იმ დროს როცა ითქვა, როცა დაიმღერა... ტირილიც კი ვერ გამოთქვამდა იმას, სიტყვებიც ვერ წარმოაჩენდა იმ გრძნობას რაც იმ სიმღერაში ისმოდა... რაც იმ მოფერებაში იხილვებოდა, იგრძნობოდა, განიცდებოდა...
ვერ იტანდა ზამთარს... თოვლს... ჭყაპს... ძია გუჯა - ჩემი ძმაკაცი...
გუშინ თბილი და მზიანი დღე იყო - მარადიულ სითბოსა და ნათელთან მიახლების დღე!
ტეგები: Qwelly, Wine, გარდაცვალება, ვენახი, მგალობელი, მეტი...სვეტიცხოველი, შალვა, ძია_გუჯა
ადგილი: მცხეთა
rogor mtkiva guli :(
qeti აბა მე რა მეთქმის... თქვენ მთელს მის ცხოვრებას იცნობთ, თქვენთან ძალიან ბევრი აკავშირებს... დიდი დრო... მაგრამ მეც ვგძნობ იმ ტკივილის ალბათ მცირე ნაწილს რაც თქვენს გულებშია...
ლაშა რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ძალიან ცოტაა მასტან გატარებული დრო და როგორი ძნელია რომ ეხლა ვხვდები ამას, როცა გვერდზე გყავს ამას ესე ვერ ამჩნევ.... მენატრება და ძალიან დიდი სიცარიელეა სახლში უმაგისოდ....
martlac rom sicarielea, dzalian dagvaklda misi iumori,misi darigeba da siyvarulii,ukve dzalian ,dzalin menatreba"batoni shalva"me xom ase vedzaxdi...ra dznelia masze carsulshi laparaki,dzalian mimdzims imis dajereba rom is agar aris :(
Ilia ყველაფერთან ერთად იცი რაზე მწყდება გული? ადრე ძია გუჯას თხოვნებს ვუსრულებდი, ბოლოს ხანებში კი აღარ :( სულ ბოლოს მთხოვა მასწავლე კომპიუტერის ჩართვაო, საბამ ჩეზე კარგად იცისო :( "აბა დამაცადეს" ვერ რთავდა და მე კიდე სულ მავიწყდებოდა მისვლა... ჯგუფელების შეკრების ვიდეოზეც დიდხანს ვაწვალე, სულ მავიწყდებოდა და გვიან მიმქონდა... ჰოდა მსაყვედურობდა თავისებურად - მოკლედ, შენც გაფუჭდიო... არადა ძმაკაცები არ ფუჭდებიან ხომ ასეა? :( ჰოდა ეს რომ მახსენდება უფრო მტკივა გული...
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია