პარიზის არარსებულ ბიბლიოთეკაში მოიპოვება ერთი წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ქართველი მეცნიერის სტუმრობის შესახებ. საქმე ეხება XVIII საუკუნეს და ამ მოგზაური მეცნიერის მანუსკრიპტს. იმავე წიგნის მიხედვით, საფრანგეთში, ლუის კარზე წასულ სულხან-საბას საქართველოდან საგზლად სამი რამ გაატანეს: ჩურჩხელა, შაქარყინული და მცხეთური ღვეზელი, საჩუქრად კი რამდენიმე ქილა მურაბა და ჯემი. საფრანგეთამდე შორი გზა ჰქონდა სულხანს, მაგრამ მისი კეთილი ბუნებიდან გამომდინარე, ლუკმებად გამოზომილ საგზალს, თანამგზავრებსაც უნაწილებდა გემზე. იტალიის ნაპირებთან მიილია ჩურჩხელა და შაქარყინული. რამდენიმე დღე შიმშილში გაატარა და როდესაც მცხეთური ღვეზელი მოაგონდა, მისი გემი უკვე პარიზს უახლოვდებოდა. ფრანგებმა უცხო გემს მტრული დახვედრა მოუწყვეს და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. სულხან-საბას, ფრანგული ჟანდარმერიისთვის მხოლოდ ობისგან დაწინწკლული ღვეზელის და მურაბების შეთავაზებაღა შეეძლო. ფრანგებმა იუკადრისეს, მაგრამ როგორც უცხო კერძს, პატივისცემით მოეკიდნენ და სულხანს სთხოვეს მათ თვალწინ მოემზადებინა. მცხეთური ღვეზელი განსაკუთრებული იგრედიენტებით და ექსკლუზიური რეცეპტით მზადდებოდა. რა ექნა ქართველ მეცნიერს, სახელდახელოდ მოზილა ცომი და შიგთავსი გადანახული ჯემით ჩაანაცვლა.
ხვდებით ალბათ, ეს წიგნი პარიზული კულინარიის ისტორიაა, ხოლო ამ ამბავში მოთხრობილია ფრანგული კრუასანის დაბადება.
და აი დღეს, 2-3 საუკუნის შემდეგ, მე ეს კრუასანი გამოვაცხვე!
ტეგები: QwellyGraphy, ისტორია, რეცეპტი, ქველინარია
მე გადავახვიე და მე გამოვაცხე :D
მნიშვნელოვანი იყო, ამხელა ისტორიის მქონე ტკბილეულისთვის პირვანდელი ხიბლი არ დამეკარგვინებინა, ამიტომ დედას ვერ ვანდე.
ვცადე მაიკო, დღეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დიდხანს არ უნდა დატოვო, თორემ მერე იწვება ((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია