ერთ-ერთი პირველი მოგზაურობა და სტუმრობა მეუფე ესაიასთან

ახლა კარგი მოხუცივით გიამბობთ...

ეს ფოტო გადაღებულია 2007 წლის 4 თებერვალს, არც მეტი არც ნაკლები, მაშინ ყველაზე პოპულარული და "მაგარი" ტელეფონით (სამ მეგაფიქსელიანი კამერით) Nokia N73.

2006 წელს, სვეტიცხოვლის დიდ გუნდს რამდენიმე ახალბედა მგალობელიც შეემატა, თინეიჯერს რომ ეძახიან დღეს იმ ასაკის და მეც მათ შორის გახლდით. ჰოდა, მეუფე ისაისთან ჩვენმა გულთილმა ურთიერთობამ, მამა ისააკის ტკბილმა მოძღვრობამ ერთხელაც თავი ნიქოზში ამოგვაყოფინა. 

არ ვიცი, ახლა რომ ვიხსენებ შეიძლება ეს მეორე მოგზაურობაა ნიქოზში, პირველად მგონი რაჟდენობას ვიყავით (იქ უფრო ბევრი მოსაგონარია)... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. 

ჰოდა, ეს ფოტო მომწონს იმიტომ, რომ აქ ჩვენი გუნდის ყველა თაობა ჩანს: 

ძია გუჯა - სულ პირველი თაობა სვეტიცხოვლის თანამედროვე გუნდში და ერთ-ერთი პირველი ძველი მგალობლებიდან; ზურა და ილია - ჩვენი წინა თაობიდან; მიშა ძია, რომელმა საერთო საფუძველი ჩაუყარა სვეტიცხოვლის იმ გუნდს, რომელსაც იცნობთ და თეიმურაზი, ასევე ამ თეობიდან.

ქვემოთ კი ნიკუშა და მე, სვეტიცხოვლის პატარა თაობის წარმომადგენლები.

ნახვა: 250

Giorgi Batoni: მარტი 17, 2016||2:09pm

რა პატარა ხარ :დ

ლაშა: მარტი 17, 2016||2:11pm

გაზრდის (ევოლუციის) პროცესი მეც შემეხო :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters